„ჩახერგეს და დაამახინჯეს“, „წაართვეს და ვეღარ იბრუნებენ“ – ძირითადად ასეთი რეაქცია აქვთ მოქალაქეებს გონიოში მიმდინარე სამშენებლო პროცესზე საუბრისას. ასეთი რეაქცია აქვთ მათაც, ვინც ადრე ბათუმის მერიას ნებართვების გაცემის გაჭიანურებას საყვედურობდა. „დიახ, გვინდოდა, სასტუმროც გვინდოდა და რესტორანიც, მაგრამ ასე არა. ყველაფერი მათთვის? ჰაერიც აღარ გვაქვს, გასავლელი არ დაგვრჩა. მოდიან, კიდევ ეძებენ ადგილებს ასაშენებლად, მერია სულ თანახმაა. …
Tag Archives: გონიო-კვარიათი
არჩილ ხაბაძე და მისი პარტნიორის კომპანია კვარიათში ახალი კომპლექსის აშენებას გეგმავენ
შპს „გუმბათი რეზიდენსი“ კვარიათში, სანაპიროსთან ახლოს, თავისივე მშენებარე კომპლექსის წინ, ახალი მასშტაბური პროექტის მშენებლობას გეგმავს, კომპანიამ სამშენებლოდ ერთ ჰექტრამდე მიწის ნაკვეთი [9454 კვ.მეტრი] კერძო მესაკუთრეებისგან გამოისყიდა და ვალდებულების შესრულების პირობით დაირეგისტრირა. ახალი პროექტები დაიწყეს ან გეგმავენ სხვა კომპანიებიც, კვარიათში სანაპიროს პირველ ზოლში მაღლივი მშენებლობებისთვის ადგილების ათვისება გრძელდება. როგორც ჩანს, დაბალ სახლებს აქაც მასშტაბური პროექტებით ჩაანაცვლებენ, …
როდის გაიტანს აუქციონზე გონიო-კვარიათის პლაჟებს მერია, რა იქნება ფასი
საკურორტო სეზონის დაწყებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. მცირე მეწარმეები, რომლებიც გონიო-კვარიათის პლაჟებზე მუშაობენ, წუხან, რომ „გვიანდება“ და თუ აუქციონები დროულად არ გამოაცხადეს, შესაძლოა შესაბამისი ობიექტების გამართვა-მომზადება ვეღარ მოასწრონ. „ბათუმელები“ მათ ტელეფონით ესაუბრა. ბათუმის მერიის ინფორმაციით, გონიო-კვარიათის პლაჟებზე სარგებლობის უფლებით განსაკარგ ქონებას ელექტრონულ აუქციონზე უახლოეს მომავალში გაიტანს. მას შემდეგ, რაც საკრებულო შესაბამის განკარგულებას ხვალ, 29 …
Continue reading “როდის გაიტანს აუქციონზე გონიო-კვარიათის პლაჟებს მერია, რა იქნება ფასი”
კომერციული ობიექტების დაშლა გონიო-კვარიათის სანაპიროზე – მუნიციპალური ინსპექციის მოთხოვნა მეპატრონეებს
ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია საზოგადოებას ატყობინებს, რომ გონიო-კვარიათის სანაპიროზე უნებართვო ობიექტების დემონტაჟს იწყებს. მანამდე მესაკუთრეები გავაფრთხილეთ, რომ თუ ადგილების გათავისუფლებას თავად არ უზრუნველყოფენ, კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთო. კომერციული ობიექტების მეპატრონეებს ბულვარის ადმინისტრაციასთან ძირითადად 4-თვიანი ხელშეკრულებები ჰქონდათ გაფორმებული. მათი უმეტესობა გასული წლის ივნისის ბოლოს ან ივლისის დასაწყისში გააფორმეს, რაც იმას ნიშნავს, რომ სანაპირო მათ გასული წლის ოქტომბრიდან უნდა …
ვინ იშენებს ვილებს გონიოში, ზღვის სანაპიროზე – როგორ იქცა სასტუმროების პროექტი კერძო სახლებად
ბათუმში ბევრს უნდა ახსოვდეს ე.წ. „ელიტური ვილების“ პროექტი, რომელიც გონიოში, ზღვის პირას „დაბალ განაშენიანებას“ და „სასტუმრო ვილების“ მშენებლობას ითვალისწინებდა. ამ პროექტის კონცეფციის დამტკიცებისას „ოცნების“ უმრავლესობის წევრებმა, კენჭისყრამდე, მათ გასაგონად, ვინც ბათუმის ურბანულ პოლიტიკას აპროტესტებს და ქაოსურს უწოდებს, ნიშნისმოგებით განაცხადეს, რა გვაქვს საწინააღმდეგო ბათუმში დაბალ განაშენიანებას ითხოვდნენ და აი, დაბალი განაშენიანებაო. იმით, რომ მერიას ზღვისპირა ზოლში …
კვარიათის პლაჟზე მრავალსართულიან სასტუმრო კომპლექსს აშენებენ
კვარიათის პლაჟზე, სასტუმრო „პანორამა კვარიათთან“ ახლოს კიდევ ერთი მშენებლობაა დაწყებული. აქ საძირკვლის მოსაწყობად მომაღლო ტერიტორია გამოუთხრიათ. ნაკვეთის ზედა ნაწილში სატრანსპორტო გზა გადის. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, მიწის ნაკვეთი, სადაც მშენებლობა მიმდინარეობს, ლიანა მამულაშვილის საკუთრებაა. ადგილზე გამოკრული ბანერის მიხედვით მშენებლობის დამკვეთი შპს „ახალი ჯგუფია“, მშენებელი კი – „ანაგი“. აქ მშენებლობის ნებართვა არჩილ ჩიქოვანმა გასულ წელს გასცა. …
Continue reading “კვარიათის პლაჟზე მრავალსართულიან სასტუმრო კომპლექსს აშენებენ”
ბათუმის მერიამ გონიო-კვარიათის პლაჟების საიჯარო ფასი განსაზღრა
ბათუმის მერია გონიო-კვარიათის პლაჟების გასხვისებაზე აუქციონს გამოაცხადებს. მერიამ საიჯარო ფასი უკვე განსაზღვრა და საკრებულოს გადაუგზავნა დასამტკიცებლად. შესაბამისი განკარგულების პროექტის მიხედვით, 1 კვ.მეტრის ფასი 35 ლარი იქნება. ბათუმის მერიის ქონებისა და სერვისების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მერიაში უკვე წარმოდგენილია განცხადებები პლაჟის სხვადასხვა მონაკვეთის სარგებლობაში გადაცემაზე. სამსახურმა ასევე განმარტა, როგორ დადგინდა 1 კვ.მეტრის საიჯარო ფასი: „სამხარაულის ექსპერტიზის …
Continue reading “ბათუმის მერიამ გონიო-კვარიათის პლაჟების საიჯარო ფასი განსაზღრა”
მშენებლობა გონიოს პლაჟთან – სადაც გინდა და როგორც გინდა [ფოტო]
არავის აქვს პასუხი კითხვაზე – განაშენიანების რა სტანდარტია დაცული გონიოს პლაჟის გასწვრივ ნებართვების გაცემისას. კვარიათის ზღვის სანაპიროს სასეირნო ბილიკის ბოლოდან ბათუმის მიმართულებით თუ გავიხედავთ, დავინახავთ, რომ შენობები თანდათან ზღვისკენ მოიწევს და არა ერთ, სწორ ხაზს, არამედ დახრილ რკალს ქმნის, რომელიც ზღვის მიმართულებით ვიწროვდება. ამას ემატება ისიც, რომ ბევრ მშენებელს შენობის ეზოდ და პარკინგის ადგილად პლაჟის …
Continue reading “მშენებლობა გონიოს პლაჟთან – სადაც გინდა და როგორც გინდა [ფოტო]”
გამოაცხადებენ თუ არა აუქციონს ბათუმის, გონიოსა და კვარიათის პლაჟებზე
ბათუმის ბულვარის მიმდებარე პლაჟზე საპლაჟო ინფრასტრუქტურისთვის ნაკვეთების გასაცემად აუქციონი წელს არ გამოცხადდება. ყოფილ მოიჯარეებთან ბულვარის ადმინისტრაცია ახალ ხელშეკრულებებს პირდაპირი წესით გააფორმებს. რაც შეეხება გონიო-კვარიათის პლაჟებს, რა ფორმით გადაეცემა ის დაინტერესებულ პირებს, ჯერ გადაწყვეტილი არ არის. ბათუმის მერიაში გვითხრეს, რომ ამ საკითხზე მსჯელობენ. „პირდაპირი წესით იჯარის ხელშეკრულება გაფორმდება იმ მოიჯარეებთან, რომლებსაც პლაჟის კონკრეტული მონაკვეთები იჯარით 2020 …
Continue reading “გამოაცხადებენ თუ არა აუქციონს ბათუმის, გონიოსა და კვარიათის პლაჟებზე”
ჩვენ არ მივცემთ სხვა მოიჯარეებს მუშაობის საშუალებას – გონიო-კვარიათის მცხოვრებლები მთავრობას
გონიო-კვარიათის მცხოვრებლებმა, რომლებსაც პლაჟზე კაფე-ბარები და სხვადასხვა ობიექტი აქვთ განთავსებული, აჭარის მთავრობის სახლის წინ აქცია გამართეს. ისინი აპროტესტებენ ბათუმის მერიის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, ძველმა მოიჯარეებმა ობიექტები უნდა მოშალონ. მთავრობის სახლის წინ შეკრებილი მოქალაქეები აცხადებენ, რომ ისინი მერიასთან ყოველწლიურად ანახლებდნენ საიჯარო ხელშეკრულებებს, თუმცა გასულ წელს მერიამ ხელშეკრულების გაგრძელებაზე თითქმის ყველა მოიჯარეს უარი უთხრა. კვარიათის მცხოვრები კობა …
სად იქნება შესაძლებელი ბუნგალოს მოწყობა კვარიათისა და გონიოს პლაჟებზე
ბათუმის მერიამ კვარიათისა და გონიოს პლაჟები 41 სექტორად დაყო, რომელთაგან ზოგ სექტორში დასაშვები იქნება ბუნგალოსა თუ სხვა დროებითი ნაგებობის განთავსება, ზოგ სექტორში კი – არა. ამ სექტორებს მერია მომავალში შესაბამისი პირობებით იჯარით გასცემს. „ბათუმელებმა“ ქალაქის მერიიდან გამოითხოვა რუკები, რომლებზეც ეს სექტორებია დატანილი. ყოველი სექტორის სიგრძე განსაზღვრულია 100 მეტრით ზღვის ნაპირის გასწვრივ. ამასთან, ზოგ სექტორში დასაშვებია …
Continue reading “სად იქნება შესაძლებელი ბუნგალოს მოწყობა კვარიათისა და გონიოს პლაჟებზე”
გახსენი უნებართვოდ ბუნგალო და იმუშავე გადასახადის გარეშე – გონიო-კვარიათის პლაჟი
რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ გონიო-კვარიათის პლაჟზე უნებართვოდ დადგამთ ბუნგალოს ან კაფე-ბარს და აამუშავებთ? – როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, თუ არ გაგიმართლათ, შესაძლოა მოვიდნენ ბათუმის მერიიდან, გაგაფრთხილონ ან/და შემდეგ დაგაჯარიმონ. მიუხედავად ამისა, მუშაობას მაინც გააგრძელებთ. აღმოჩნდა, რომ ყველა ბუნგალო და კაფე, რომლებიც დღეს გონიო-კვარიათის პლაჟზეა განთავსებული, ფაქტობრივად, უკანონოა. თვითნებურად აშენებული ბუნგალოს მფლობელს კი იქამდე შეუძლია საქმიანობის …
Continue reading “გახსენი უნებართვოდ ბუნგალო და იმუშავე გადასახადის გარეშე – გონიო-კვარიათის პლაჟი”
მერია ცვლილებებს გეგმავს, გონიო-კვარიათის პლაჟზე კი უკანონო მშენებლობები გრძელდება
3 ივნისს ბათუმში საზღვაო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა, თუმცა გონიო-კვარიათის პლაჟების სეზონზე, დროებით სარგებლობაში გადაცემის საკითხი დღემდე მოუგვარებელია – აუქციონები ბათუმის მერიას არ გამოუცხადებია. მეტიც, როგორც მერიაში გვითხრეს, საკრებულოს მიერ შესაბამისი დადგენილების მიღებას ელოდებიან და მხოლოდ შემდეგ გამოაცხადებენ აუქციონებს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, საკრებულო დადგენილების პროექტს, სავარაუდოდ, 28 ივნისის სხდომაზე განიხილავს. საკითხი ეხება „ბათუმის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების …
გონიო-კვარიათის მცხოვრებლები ზღვისპირა ზოლში ბიოტუალეტებს ითხოვენ
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ შექმნილი სამოქალაქო საბჭოს ინიციატივით, გონიო-კვარიათში მცხოვრებმა 75-მა მოქალაქემ ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს მიმართა: ადგილობრივები ტურისტულ ზონაში საზოგადოებრივი საპირფარეშოების მოწყობას, ავტობუსის გაჩერებების გამართვას და გონიო-აფსაროსის ციხე-ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებას ითხოვენ. “ათასობით დამსვენებლის პირობებში საჭიროა სანაპიროსკენ მიმავალ გზებზე დაიდგას ბიოტუალეტები ან კაპიტალურად მოეწყოს საპირფარეშოები. არაერთი უხერხულობაა დაკავშირებული მათ არარსებობასთან. ეს, რა თქმა უნდა, …
Continue reading “გონიო-კვარიათის მცხოვრებლები ზღვისპირა ზოლში ბიოტუალეტებს ითხოვენ”
სამინისტრო გონიო-კვარიათის მთიანი ზონის საკურორტო ადგილების დეტალურ დაგეგმარებას იწყებს
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო გონიო-კვარიათის მთიანი ზონის დაგეგმარებაზე მუშაობს, რისთვისაც, აჭარის მიმდინარე წლის ბიუჯეტში, 120 ათასი ლარია გამოყოფილი. ეს თანხა უშუალოდ დაგეგმარების დოკუმენტის შექმნას უნდა მოხმარდეს. საბოლოოდ, გონიო-კვარიათი-სარფის მთიანი ზონის დაგეგმარების დოკუმენტით უნდა განისაზღვროს საინვესტიციო ნაკვეთები, კ2 კოეფიციენტი და ა.შ. სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს დოკუმენტი აღნიშნული მთიანი ზოლის შემდგომი განაშენიანების ხელშემწყობი იქნება. სამინისტრომ ელექტრონული ტენდერი …
ბათუმის მერიას 200-ათასიან ტენდერში უჩივიან – ქუჩების რეაბილიტაცია გონიო-კვარიათში
გონიო-კვარიათის დასახლებაში ქუჩების კეთილმოწყობის სამუშაოებზე გამოცხადებულ ტენდერში, სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება ერთ-ერთმა პრეტენდენტმა, შპს „ნიუ სთაილ“-მა დავების საბჭოში გაასაჩივრა. ამ კომპანიას ტენდერში დისკვალიფიკაცია მისცეს. ის ბათუმის მერიას შესაბამის მომსახურებას 723 ლარით ნაკლებად სთავაზობდა, ვიდრე მეორე პრეტენდენტი – შპს „ბონდი-2009“, რომელსაც მერია დოკუმენტაციის დაზუსტების შემდეგ ხელშეკრულების გაფორმებას სთავაზობს. „ნიუ სთაილი“ აცხადებს, რომ მათ წარადგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია, რასაც …
როდის გამოცხადდება აუქციონები ბათუმსა და კვარიათში პლაჟებზე
ბათუმის სანაპირო ზოლში – მწვანე კონცხიდან გონიო-კვარიათის ჩათვლით პლაჟებზე – საპლაჟო ინფრასტრუქტურის, ასევე გართობისა და კვების ობიექტების მოსაწყობად აუქციონებს ბათუმის მერია და „ბათუმის ბულვარი“ [ბულვარის გასწვრივ პლაჟზე] აცხადებს. პლაჟები იყოფა სექტორებად და გაიცემა გარკვეული დროით იჯარით, პირობიანი აუქციონის წესით. აუქციონში მონაწილეობა კი კონკრეტული ნაკვეთის როგორც ყოფილ მოიჯარეს, ასევე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია. ბათუმის მერია მიმდინარე წელს …
Continue reading “როდის გამოცხადდება აუქციონები ბათუმსა და კვარიათში პლაჟებზე”
186 ათასი ლარი თამარ მეფის ქუჩაზე ფეხით მოსიარულეთა ხიდის ასაშენებლად
ბარცხანის დასახლებაში, თამარ მეფის ქუჩაზე, ფეხით მოსიარულეთა ხიდის აშენება იგეგმება. გადაწყვეტილება ბათუმის საკრებულომ ხვალინდელ სხდომაზე უნდა მიიღოს. თუკი საკრებულო ბიუჯეტში ცვლილებას დაამტკიცებს, ხიდის ასაშენებლად ტენდერი გამოცხადდება. შესყიდვის მაქსიმალური ღირებულება 186 100 ლარი იქნება. თამარ მეფის ქუჩაზე გადასასვლელი ხიდის აშენებაზე მერიამ გადაწყვეტილება ავტოსაგზაო შემთხვევების გახშირების შემდეგ მიიღო. ბოლოს, 9 ივლისს, ამ ქუჩაზე 12 წლის ბავშვს დაეჯახა …
Continue reading “186 ათასი ლარი თამარ მეფის ქუჩაზე ფეხით მოსიარულეთა ხიდის ასაშენებლად”