მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერიამ გონიო-კვარიათის პლაჟების საიჯარო ფასი განსაზღრა

27.04.2023 • 2382
ბათუმის მერიამ გონიო-კვარიათის პლაჟების საიჯარო ფასი განსაზღრა

ბათუმის მერია გონიო-კვარიათის პლაჟების გასხვისებაზე აუქციონს გამოაცხადებს. მერიამ საიჯარო ფასი უკვე განსაზღვრა და საკრებულოს გადაუგზავნა დასამტკიცებლად. შესაბამისი განკარგულების პროექტის მიხედვით, 1 კვ.მეტრის ფასი 35 ლარი იქნება.

ბათუმის მერიის ქონებისა და სერვისების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მერიაში უკვე წარმოდგენილია განცხადებები პლაჟის სხვადასხვა მონაკვეთის სარგებლობაში გადაცემაზე.

სამსახურმა ასევე განმარტა, როგორ დადგინდა 1 კვ.მეტრის საიჯარო ფასი:

„სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის თანახმად, გონიო-კვარიათის დასახლებაში არსებული 68 775 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება, ჯამში, 48 მილიონ 348 571 ლარს შეადგენს.  1. კვ.მეტრის მიწის საბაზრო ღირებულება შეადგენს 702,9 ლარს, რომლის 5% – 35,1 ლარია.“

მას შემდეგ, რაც გონიო-კვარიათის პლაჟები, წელს პირველად, უკანონო შენობებისგან თითქმის სრულად გაწმინდეს, ბათუმის მერია მათ გასასხვისებლად ორ ვარიანტს განიხილავს.

ერთი ვერსიით, მერია კაფეებისა და სხვა მცირე მასშტაბის კომერციულ ობიექტებს ერთიანი კონცეფციით თავად მოაწყობს და შემდეგ გასცემს იჯარით. მეორე ვერსიის თანახმად, პლაჟი გაიცემა პირობიან აუქციონზე – პირობა კი ობიექტების წინასწარ შეთანხმებული ესკიზის შესაბამისად მოწყობა იქნება.

ბათუმის მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსმა, დავით კოპინაძემ დაახლოებით ერთი თვის წინ „ბათუმელებთან“ არ გამორიცხა გონიო-კვარიათის პლაჟების გარკვეული მონაკვეთების გრძელვადიანი იჯარის წესით გაცემაც.

საკრებულო ხვალ, 28 აპრილს, სხდომაზე გეგმავს განკარგულების დამტკიცებას.

მერია გონიო-კვარიათის პლაჟების სეზონურად გასხვისების ორ ვარინტს განიხილავს

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: