რა ტაქტიკას იყენებს რუსეთი უკრაინის კონტრშეტევის შესანელებლად – ბრიტანული დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა დღეს, 4 ივლისს წერს, რომ ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთმა პრიორიტეტულად აქცია და დახვეწა ტაქტიკა, რომელიც მიზნად ისახავს შეანელოს უკრაინის ჯავშანტექნიკის კონტრშეტევითი ოპერაციები სამხრეთ უკრაინაში. „ამ მიდგომის არსია რუსეთის მიერ ტანკსაწინააღმდეგო ნაღმების ინტენსიური გამოყენება. ზოგიერთ რაიონში დანაღმული ველების სიმჭიდროვე მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, იყენებს იმაზე ბევრად მეტ ნაღმს, ვიდრე ეს …

რუსეთს, სავარაუდოდ, ჭურვების სერიოზული დეფიციტი აქვს – ბრიტანული დაზვერვა

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა დღეს, 14 მარტს, ყოველდღიურ მოკლე შეფასებაში წერს, რომ რუსეთის ჯარებს უკრაინაში ჭურვების სერიოზული დეფიციტი აქვთ. ბრიტანელი ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთში საარტილერიო საბრძოლო მასალის დეფიციტი, სავარაუდოდ, იმდენად გაუარესდა, რომ ფრონტის ბევრ ადგილას ჭურვების გამოყენებაზე უკიდურესად მკაცრი შეზღუდვები შემოიღეს. ბრიტანული დაზვერვა მიიჩნევს, რომ ეს უნდა უყოს იმის მთავარი მიზეზი, რომ ვერცერთმა …

ბრიტანული დაზვერვა: რუსები იძულებულები არიან გამოიყენონ 60 წლის წინანდელი ტანკები

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო დღეს, 6 მარტს, ყოველდღიურ სამხედრო დაზვერვის ანგარიშში წერს, რომ რუსი სამხედროები, უკრაინაში მნიშვნელოვანი რაოდენობის მძიმე ჯავშანტექნიკის დაკარგვის გამო, იძულებულნი არიან გამოიყენონ T-62 ძირითადი საბრძოლო ტანკები, რომლებსაც რუსეთი 60 წელია აწარმოებს. დაზვერვის მონაცემებით, გასული ზაფხულიდან მოყოლებული, საწყობიდან დაახლოებით 800 T-62 ტანკი ამოღებულია. ზოგიერთმა მათგანმა მიიღო განახლებული დამიზნების სისტემები, რაც სავარაუდოდ გაზრდის მათ ეფექტურობას …

მარტში გაჭირდება სამხედრო ტექნიკის გადაადგილება დონბასში – დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვა 9 თებერვლის ანგარიშში ომზე ამინდის გავლენას მიმოიხილავს. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ამინდის როლი რუსეთ-უკრაინის ომში კვლავაც ძალიან დიდია. ბრიტანული დაზვერვის ცნობით, უკანასკნელ კვირებში მიწის გაყინული ზედაპირის გამო აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო მობილობა სავარაუდოდ მცირედით შეიცვალა. ხოლო მომდევნო კვირების განმავლობაში, ამინდის პროგნოზით, მოსალოდნელია ნიადაგის ტემპერატურის მატება, რომელიც 2023 წლის 8 თებერვალს 0 გრადუს ცელსიუსს შეადგენდა. უწყების …

რუსეთი, სავარაუდოდ, აღარ ეყრდნობა „ვაგნერის“ მსჯავრდებულ მებრძოლებს – დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვა 3 თებერვლის ანგარიშში „ვაგნერის“ დაჯგუფებაში რეკრუტირების პროცესს მიმოიხილავს. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, მსჯავრდებულების რეკრუტირების პროგრამა „ვაგნერში“, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად შემცირდა 2022 წლის ზაფხულ-შემოდგომაზე დაფიქსირებული პიკის შემდეგ. რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის [ФСИН] მონაცემებით, რომლებიც 2023 წლის 31 იანვარს გამოქვეყნდა, ქვეყანაში სულ 433 000 მსჯავრდებულია, რაც 2022 წლის ნოემბრის მონაცემს 6000-ით ჩამორჩება. შედარებისთვის, ФСИН-ის იგივე მონაცემი …

რუსეთის წილი იარაღის საერთაშორისო ბაზარზე – რას წერს ბრიტანული დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 2 თებერვლის ანგარიშში მიმოხილულია რუსეთის, როგორც იარაღის ექსპორტიორის როლი და მისი ცვლილებები იარაღის საერთაშორისო ბაზარზე. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, რუსეთის ეს როლი მისმა უკრაინაში შეჭრამ და საერთაშორისო სანქციებმა შეარყია. ბრიტანული დაზვერვის მონაცემების თანახმად, უკრაინაში შეჭრამდეც კი, რუსეთის წილი იარაღის საერთაშორისო ბაზარზე იკლებდა. ახლა კი თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ რუსეთისთვის უფრო პრიორიტეტული იქნება …

ხერსონი კვლავ რჩება რუსეთის დაბომბვების სამიზნედ – ბრიტანული დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვა პირველი თებერვლის ანგარიშში სამხრეთ უკრაინაში, კონკრეტულად კი ხერსონში განვითარებულ მოვლენებს მიმოიხილავს. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ბოლო დღეებში ყველაზე მძიმე დაბომბვების სამიზნე სწორედ სამხრეთ უკრაინა, მდინარე დნიპროს გასწვრივ მდებარე ტერიტორია იყო. რუსეთის მიერ ქალაქი ხერსონი მდინარის აღმოსავლეთ სანაპიროზე განთავსებული არტილერიიდან იბომბება. როგორც უწყება აღნიშნავს, ადგილობრივმა მაღალჩინოსნებმა 2023 წლის 29 იანვარს ხერსონში კიდევ სამი სამოქალაქო …

რუსეთი დონეცკის ოლქში, სავარაუდოდ, ახალი მიმართულებით შეტევას გეგმავს – დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 31 იანვრის ანგარიში უკრაინაში, დონეცკის ოლქის ქალაქებთან – პავლივკასა და ვუჰლედართან განვითარებული სამხედრო მოქმედებების მიმოხილვას ეთმობა. როგორც უწყება 27 იანვრის ანგარიშში წერდა, ამ მიმართულებით გარღვევის მიღწევაზე რუსი კომენტატორების მიერ გავრცელებული ცნობები დეზინფორმაციას წარმოადგენდა, ხოლო სინამდვილეში, რუსული ძალები მხოლოდ საცდელ შეტევებს ახორციელებდნენ, რაც ნაკლებად სავარაუდო იყო რეალურ წინსვლაში გადაზრდილიყო. ამჯერად, ბრიტანული დაზვერვა იუწყება, …

იქნება თუ არა მობილიზაციის მეორე ტალღა რუსეთში? – რას წერს ბრიტანული დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვა 30 იანვრის ანგარიშში რუსეთში „ნაწილობრივი მობილიზაციის“ ფარგლებში „გამოძახების“ კიდევ ერთი რაუნდის შესაძლებლობას მიმოიხილავს. ბრიტანული დაზვერვა აქცენტს რამდენიმე შემთხვევაზე აკეთებს, მათ შორის, 2023 წლის 22 იანვარს მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც ორმაგი მოქალაქეობის მქონე ყირგიზ შრომით მიგრანტებს რუსეთის სასაზღვრო პოლიციამ რუსეთის დატოვების უფლება არ მისცა, რის მიზეზადაც მათი მობილიზებულთა სიაში ყოფნა დაასახელა. …

რუსეთი ბელარუსში გაწვრთნილ ჯარისკაცებს უკრაინაში გასაგზავნად ამზადებს – დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვა 26 იანვრის ანგარიშში ბელარუსში გაწვრთნილი მე-2 გვარდიის მოტომსროლელი დივიზიის უკრაინაში გაგზავნის შესაძლებლობას მიმოიხილავს. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, სავარაუდოდ, ამ დივიზიის წვრთნები ბელარუსში უკვე დასრულდა და მისი დიდი ნაწილი უკვე გადაყვანილია რუსეთში, საიდანაც ჯარისკაცები, თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ უკრაინაში, საბრძოლო მოქმედებებში ჩასართავად გაიგზავნებიან. ბელარუსი რუსეთის სამხედრო ძალებისათვის წვრთნებს 2022 წლის შემოდგომიდან ატარებს. როგორც …

რუსი სამხედროები T-14-ების მიღებისგან თავს იკავებენ, რადგან ტანკები ცუდ მდგომარეობაშია – დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვა 25 იანვრის ანგარიშში რუსეთის მიერ უკრაინაში Т-14 Армата ტანკების გამოყენების შესაძლებლობას მიმოიხილავს. ამ თემაზე ბრიტანეთის დაზვერვა 19 იანვრის ანგარიშშიც წერდა. მაშინ გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის ექსპერტები მიუთითებდნენ სატელიტურ გამოსახულებებზე, რომლებზეც რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ საწვრთნელ ბაზაზე განლაგებული T-14-ები ჩანდა. თუმცა ბრიტანელი ექსპერტების მიერ ამ ტანკების გამოყენება რუსეთისთვის სარისკო ნაბიჯად იყო შეფასებული. ბრიტანული დაზვერვის უახლესი …

გენერალ ტეპლინსკის გათავისუფლება რუსეთში განხეთქილების კიდევ ერთი სიმპტომია – დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 24 იანვრის ანგარიში უკრაინაში რუსეთის ერთ-ერთი მთავარი მეთაურის, გენერალ-პოლკოვნიკ მიხაილ ტეპლინსკის გათავისუფლებას მიმოიხილავს. ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, ტეპლინსკი იყო პასუხისმგებელი 2022 წლის ნოემბერში, რუსეთის შედარებით წარმატებული უკან დახევის ოპერაციაზე დნიპროს დასავლეთით. აღნიშნულის გამო მან რუსეთში შექებაც დაიმსახურა, როგორც უნარიანმა და პრაგმატულმა მეთაურმა. როგორც დაზვერვის ანგარიშში ვკითხულობთ, კვლავაც არაა ნათელი, ინარჩუნებს თუ არა ტეპლინსკი …

„ვაგნერი“ რუსეთში იურიდიულ პირად დარეგისტრირდა – ბრიტანეთის დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 20 იანვრის ანგარიში რუსეთში „ვაგნერის“ დაჯგუფების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს განიხილავს. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, 2022 წლის 27 დეკემბერს, რუსეთის ერთიან სახელმწიფო რეესტრში „ვაგნერის“ მარიონეტული გასამხედროებული დაჯგუფება იურიდიულ პირად დარეგისტრირდა. ამ იურიდიული პირის სახელწოდება შეიცავს სიტყვას – „ცენტრი“ [ЧВК Вагнер Центр], უკრაინაში მებრძოლ არაფორმალური დაჯგუფებას კი მოიხსენიებენ, როგორც ЧВК Вагнер.  ბრიტანული დაზვერვის მონაცემების თანახმად, …

უკრაინელებმა ახალი თავდაცვის ხაზი სავარაუდოდ ბახმუტის დასავლეთით ააგეს – ბრიტანეთის დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 18 იანვრის ანგარიში დონბასის ქალაქ სოლედარიდან უკრაინული ძალების სავარაუდო უკან დახევას მიმოიხილავს. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, 2023 წლის 16 იანვრის ბოლოსთვის უკრაინის ძალებმა დიდი ალბათობით სოლედარი რუსი სამხედროებისა და „ვაგნერის“ დაჯგუფების კონტროლქვეშ დატოვეს. ბრიტანული დაზვერვის ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა ახალი თავდაცვის ხაზი სავარაუდოდ დასავლეთით ააგეს. გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის სამსახურის შეფასებით, სოლედარის აღება ძირითადად „ვაგნერის“ …

რუსეთმა დნიპროში დაბომბვაზე იცრუა – ბრიტანეთის დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 17 იანვრის ანგარიში 14 იანვარს ქალაქ დნიპროში საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვისა და გამოყენებული იარაღის ანალიზს ეთმობა. როგორც ბრიტანული დაზვერვა წერს, რუსეთმა თითქმის 15-დღიანი პაუზის შემდეგ განაახლა შორი დისტანციის სარაკეტო დარტყმები და უკრაინის წინააღმდეგ ათობით რაკეტა გაუშვა. მსგავს შეტევებზე გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის სამსახური მანამდეც წერდა და აღნიშნავდა, რომ ასეთი შეტევები ყოველ 7-10 დღეში მეორდება. …

რუსეთი ომის მხარდასაჭერად პატიმრების შრომას იყენებს – ბრიტანეთის დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 13 იანვრის ანგარიშში ომის დროს წარმოებაზე გაზრდილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად რუსეთის მიერ პატიმართა შრომის გამოყენებაა განხილული. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, დიდი ალბათობით, რუსეთის თავდაცვის [შეიარაღების] საწარმოო სექტორი სწორედ პატიმართა შრომას იყენებს. ბრიტანული დაზვერვა 2022 წლის ნოემბერში, რუსეთის ტანკების უმსხვილესი საწარმოს – ურალვაგონზავოდის [UVZ] წარმომადგენლის განცხადებას იშველიებს. მაშინ საწარმოს ხელმძღვანელობამ ფედერალურ სასჯელაღსრულების სამსახურთან (FSIN) შეხვედრის …

მარილის მაღაროებით მტრის ზურგში შეღწევაზე ორივე მხარე ღელავს – ბრიტანეთის დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 10 იანვრის ანგარიშის ფოკუსში ბახმუტთან მდებარე უკრაინის ქალაქ სოლედართან დაკავშირებული საბრძოლო მოქმედებები მოხდა. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, უკანასკნელი ოთხი დღის განმავლობაში რუსმა სამხედროებმა „ვაგნერის“ დაჯგუფებასთან ერთად, დონბასის ქალაქ სოლედარში ტაქტიკურ უპირატესობას მიაღწიეს და, სავარაუდოდ, დასახლების უდიდეს ნაწილს აკონტროლებენ. სოლედარი ბახმუტის ჩრდილოეთით, მისგან 10 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ბრიტანული დაზვერვის შეფასებით, ბახმუტის აღება რუსეთისთვის კვლავაც …

რუსეთის საჰაერო-კოსმოსურმა ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ Su-57 FELON გამოიყენეს-ბრიტანეთის დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 9 იანვრის ანგარიში რუსეთის მიერ ომში საჰაერო-კოსმოსური ძალების გამოყენებას მიმოიხილავს. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, თითქმის დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ მინიმუმ 2022 წლის ივნისის შემდეგ რუსეთის საჰაერო-კოსმოსურმა ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ მისიების განსახორციელებლად გამოიყენეს Su-57 FELON. „FELON რუსეთის ყველაზე მოწინავე მეხუთე თაობის ზებგერითი საბრძოლო თვითმფრინავია, რომელიც იყენებს სტელსის ტექნოლოგიასა და მაღალგანვითარებულ ავიონიკას“, – ვკითხულობთ ბრიტანული …

რუსეთის სარაკეტო თავდასხმა უკრაინაზე მოსალოდნელია ახალი წლის დღეებშიც – დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 31 დეკემბრის ანგარიშში რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული შორი მოქმედების სარაკეტო თავდასხმებია განხილული. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ამგვარი თავდასხმების ძირითად სამიზნეს უკრაინის ელექტროგამანაწილებელი ქსელი წარმოადგენს. კიდევ ერთი მსგავსი შეტევა უკრაინის მასშტაბით, 29 დეკემბერს განხორციელდა. ბრიტანული დაზვერვის შეფასებით, რუსეთი ოქტომბრიდან მოყოლებული ინარჩუნებს თავდასხმების ინტენსიური ტალღის ერთგვარ შაბლონს ყოველ 7-10 დღეში განმეორებით. როგორც გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის …

უკრაინა ურტყამს რუსეთის საომარი მიზნებისთვის არსებით ტერიტორიებს – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის 23 სექტემბრის ანგარიში უკრაინაში ბრძოლის ველის აღწერას ეთმობა. როგორც ბრიტანული დაზვერვა იუწყება, საბრძოლო მოქმედებების ველი კომპლექსურია, თუმცა უკრაინა იმ ტერიტორიებს ურტყამს, რომლებსაც რუსეთი თავისი საომარი მიზნებისთვის არსებითად მიიჩნევს. ბრიტანული დაზვერვის უახლესი მონაცემების მიხედვით, უკრაინულ ძალებს წინსვლა აქვთ სამხრეთითაც, სადაც სოფელ ლიმანს უტევენ და ასევე გაამაგრეს პოზიციები ხარკოვის ოლქში, მდინარე ოსკილზეც. „ბოლო სამ …

რუსეთი აგროვებს რეზერვებს უკრაინაზე ახალი თავდასხმისთვის – ბრიტანული დაზვერვა

რუსეთი აგროვებს სარეზერვო ძალებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და გადაჰყავს უკრაინასთან ახლოს მომავალი საბრძოლო ოპერაციებისთვის, – წერს ბრიტანული დაზვერვა. გაერთიანებული სამეფოს 9 ივლისის დაზვერვის მონაცემების თანახმად, ახალი ქვედანაყოფების ტრანსპორტირება მოძველებული და დასაწყობებული ჯავშანმანქანებით მოხდება. ახალი ქვეითთა ქვედანაყოფების დიდი ნაწილი სავარაუდოდ MT-LB ჯავშანმანქანებით გაიგზავნება. ეს ჯავშანმანქანები დიდი ხანია მთავარ ტრანსპორტად აღარ გამოიყენებოდა და დასაწყობებული იყო. მიუხედავად იმისა, …

სევეროდონეცკის მიმართულებით რუსებმა „ტერმინატორები“ განალაგეს – ბრიტანული დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 22 მაისის მონაცემებით, როგორც ჩანს, სატანკო მხარდაჭერის საბრძოლო მანქანები, იგივე BMP-T  „ტერმინატორი“, დონბასში, სევეროდონეცკის მიმართულებაზე განალაგეს. დაზვერვის ანალიზის მიხედვით, მათი იქ ყოფნა მიანიშნებს, რომ ამ თავდასხმაში ჩართულია „სამხედრო ძალების ცენტრალური დაჯგუფება“ (CGF) – ერთადერთი დაჯგუფება, რომელიც „ტერმინატორს“ ველზე მართავს. ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, CGF-ს თავდასხმის პირველ ფაზაში მძიმე დანაკარგები აქვს აღმოსავლეთ კიევის გარღვევის …

უახლოეს კვირებში რუსეთი გააგრძელებს საარტილერიო დარტყმებს – ბრიტანული დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის უახლესი მონაცემების თანახმად, კიევის ჩრდილოეთით მდებარე ჩერნიგოვის რეგიონში, რუსეთის თავდასხმისა და უკან დახევის შემდეგ, დაახლოებით 3500 დაზიანებული და განადგურებული შენობაა აღრიცხული. აღნიშნული შენობების 80% საცხოვრებელია. ბრიტანული დაზვერვის შეფასებით, მიყენებული ზიანის მასშტაბი მიუთითებს რუსეთის წინასწარ მზაობაზე გამოეყენებინა არტილერია დასახლებულ პუნქტებში – გარჩევისა და პროპორციულობის მინიმალური გათვალისწინებით. როგორც გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის მონაცემებში ვკითხულობთ, სავარაუდოდ …

უკრაინამ აღკვეთა რუსების მცდელობა გადაკვეთონ მდინარე ჩრდილო დონეცი – ბრიტანული დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის მიერ 13 მაისს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, რუსეთი განსაკუთრებულ ძალისხმევას იღებს იზიუმისა და სევეროდონეცკის მიდამოებში, სლოვიანსკისა და კრამატორსკის მიმართულებით გარღვევის მისაღწევად. როგორც ბრიტანული დაზღვერვა წერს, აღნიშნულის უპირველესი მიზანი უკრაინული ძალების იზოლირებაა, რათა მათ ვეღარ მოახერხონ დასავლეთ უკრაინაში მყოფი ქვედანაყოფებისგან დამატებითი ძალებით შევსება ან მათგან სხვა ტიპის მხარდაჭერის მიღება. ბრიტანული დაზვერვის ბოლო მონაცემებში ასევე …

რუსეთს სავარაუდოდ ამოეწურა ზუსტი დამიზნების იარაღი – ბრიტანული დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის უახლესი მონაცემებით, რომელიც 9 მაისს გამოქვეყნდა, რუსეთს თავდაპირველად მხარდაჭერილი და საჯაროდ გაცხადებული სტრატეგია – რუს სამხედროებს მხოლოდ წერტილოვანი დაბომბვები განეხორციელებინათ და მაქსიმალურად აეცილებინათ კოლატერალური ზიანი, ზუსტი დამიზნების იარაღის მარაგების ამოწურვის გამო ვერ სრულდება. ეს იმიტომ, რომ ომი გაგრძელდა იმაზე დიდხანს, ვიდრე ამას რუსეთი მოელოდა. ზუსტი დამიზნების იარაღის გარეშე დარჩენილი რუსეთი ძველ, ნაკლებად …

აზოვსტალზე განახლებული თავდასხმები სავარაუდოდ 9 მაისს უკავშირდება – ბრიტანული დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის 6 მაისის მონაცემებით, რუსეთის დანაკარგები იზრდება, რაც სამხრეთ დონბასში მათ ოპერატიულ გეგმებს ჩაშლის. დაზვერვის დღევანდელი მონაცემები ასევე მიანიშნებს 9 მაისის მოახლოებაზე. როგორც ვკითხულობთ, აზოვსტალის ქარხნის განადგურების განახლებული ძალისხმევა რუსეთის მხრიდან, სწორედ ამ დღის მოახლოებასა და პუტინის სურვილს უკავშირდება, აღნიშნოს სიმბოლური გამარჯვება. „მიუხედავად რუსი ოფიციალური პირების განცხადებებისა, რომ ისინი მხოლოდ აზოვსტალის ქარხნის დაბლოკვას …

Exit mobile version