ბათუმის სტადიონისთვის სახელის დასარქმევად ხელახალი აუქციონია გამოცხადებული

ბათუმის საფეხბურთო სტადიონისთვის სახელის თავიდან შესარჩევად, რეკლამის და სხვა სახის უფლებებით სარგებლობისათვის ხელახლა გამოცხადებული ელექტრონული აუქციონი 2026 წლის 9 ივლისს დასრულდება. წინა აუქციონი, რომელიც 2026 წლის აპრილში დასრულდა, არ შედგა. აუქციონის წლიური საწყისი ღირებულება ამჯერადაც 1 750 000 ლარი, ხოლო აუქციონის ბიჯი კვლავ 43 800 ლარია. ახალი აუქციონის პირობების მიხედვით: „აუქციონში გამარჯვებულს მიენიჭება ბათუმის საფეხბურთო …

ბათუმის სტადიონისთვის სახელის დასარქმევად აუქციონი გამოცხადდა

ბათუმის საფეხბურთო სტადიონისთვის სახელის თავიდან შესარჩევად, რეკლამის და სხვა სახის უფლებებით სარგებლობისათვის ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა. აუქციონის წლიური საწყისი ღირებულება 1 750 000 ლარია და გამარჯვებულს დროებით სარგებლობაში გადაეცემა – ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 წლის ვადით. აუქციონის ბიჯი 43 800 ლარია. თანხა სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ განსაზღვრა. აუქციონში გამარჯვებულს მიენიჭება უფლება, სახელი დაარქვას ბათუმის საფეხბურთო …

უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის რა მატჩები გაიმართება ბათუმში

უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით მიმდინარეობს. თამაშები საქართველოს სამ ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრას, 8 ივლისს, ბათუმი არენა უმასპინძლებს. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს დღეს, 21 ივნისს, პორტუგალიასთან მატჩით გახსნის. ჩემპიონატის განრიგი საქართველოში ასე გამოიყურება: 21 ივნისი საქართველო-პორტუგალია –  დასაწყისი …

ბათუმის სტადიონზე ევაკუაციის სიმულაცია იგეგმება – „დინამო“ მოხალისეებს უხმობს

ხვალ, 22 მარტს, 11:00 საათზე, ბათუმის ცენტრალურ სტადიონზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელობით, დაგეგმილია ევაკუაციის სიმულაცია (ტრენინგი). ინფორმაციას ამის შესახებ საფეხბურთო კლუბი „დინამო ბათუმი“ ავრცელებს და მოხალისეებს უხმობს ამ პროცესში ჩასართავად. „იმისთვის, რომ ევაკუაცია მაქსიმალურად იყოს მიახლოებული რეალობასთან, გვჭირდება მოხალისეები არენის ორი სექტორის შესავსებად. მოხალისეები ჩაერთვებიან ევაკუაციის პროცესში, როგორც გულშემატკივრები. ეს საკითხი …

ბათუმის სტადიონზე პოლიციელებმა მოქალაქეზე იძალადეს

ბათუმის სტადიონზე პოლიციელები მოქალაქეს დამამცირებლად მოექცნენ და ფიზიკურად შეეხნენ – თმაში მოქაჩეს და თავში ხელი ურტყეს. ინციდენტის ამსახველ ვიდეოს ონლაინ მედიაპლატფორმა „მაუწყებელი“ ავრცელებს. შემთხვევა მოხდა წუხელ, 21 ივნისს, როცა ბათუმის „დინამო“ თამაშობდა ქუთაისის „ტორპედოსთან“. გავრცელებულ ვიდეოზე ჩანს, რომ რამდენიმე პოლიციელი მაყურებელთა ფლიგელში დგას, მათგან ორი ფიზიკურად, დამამცირებლად ეხება ახალგაზრდას და ძალის გამოყენებით სტადიონიდან გაჰყავთ მაშინ, …

ბათუმის სტადიონზე ბალახის მოვლაში თვეში 47 ათასი ლარი დაიხარჯება

ბათუმის სტადიონზე მინდვრის მოვლაში 2 წლის განმავლობაში 1 139 880 ლარს [თვეში 47 495 ლარს] გადაუხდიან უცხოურ კომპანიას, რომელმაც თავის დროზე სტადიონზე ჰიბრიდული მინდვრის საფარი მოაწყო. „აჭარის პროექტების მართვის კომპანია“, რომელიც სახელმწიფო კომპანიაა, შესაბამის ხელშეკრულებას ტენდერის გარეშე, გამარტივებული წესით გააფორმებს. „აჭარაბეთ არენას“ საფეხბურთო მოედნის მინდვრის საფარის (ჰიბრიდული) ხარისხის გაუარესების თავიდან აცილების და მისი შემდგომი ექსპლუატაციის …

,,აჭარაბეთ არენა“ შეხვედრების ოთახებით სარგებლობას გთავაზობთ

ბათუმის ახალი საფეხბურთო სტადიონი – ,,აჭარაბეთ არენა“ დაინტერესებულ პირებს შეხვედრების ოთახებით სარგებლობას სთავაზობს. სტადიონზე განთავსებულია უახლესი აპარატურით აღჭურვილი საკონფერენციო დარბაზი, ასევე, სხვადასხვა ტიპის შეხვედრების ოთახები და ბიზნეს-ბოქსები. აღნიშნული სივრცეები განკუთვნილია ტრენინგების ჩასატარებლად, საქმიანი შეხვედრების გასამართად და სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებისათვის. მრავალფეროვანი სერვისის შეთავაზების მიზნით, სივრცეების დაჯავშნა შესაძლებელია როგორც საათობრივად და დღიურად, ასევე, ერთი თვით ან წლიურად. …

ბათუმის სტადიონს მომდევნო 5 წლის განმავლობაში ,,აჭარაბეთ არენა“ ერქმევა

ქართულ საფეხბურთო სივრცეში უპრეცედენტო სასპონსორო გარიგება შედგა, რომლის მიხედვითაც, ბათუმის ახალ სტადიონს მომდევნო 5 წლის განმავლობაში,  ,,აჭარაბეთ არენა“ ერქმევა. ბათუმის ახალი სტადიონის სახელის უფლებაზე გამოცხადებულ აუქციონში კომპანია „აჭარაბეთმა“ გაიმარჯვა და აღნიშნული უფლება 8.7 მილიონ ლარად შეიძინა.  კომპანიას მხოლოდ სახელისა და რეკლამის განთავსების უფლებები ექნება და არ იქნება შემხებლობაში სტადიონის მართვასთან. აუქციონში გამარჯვებული კომპანია ,,აჭარაბეთი“, რომელმაც …

ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე კომერციული ფართები იჯარით გაიცემა

ბათუმის ახალ საფეხბურთო სტადიონზე მდებარე კომერციული ფართების, მათ შორის, პანორამული რესტორნის იჯარით გაცემა მიმდინარეობს. კერძოდ, ვებგვერდზე Eauction.ge გამოცხადებულია ელექტრონული აუქციონები 455,4 კვ.მ., 776,24 კვ.მ. და 691,28 კვ.მ. კომერციულ ფართობებზე (ლინკები იხ. ქვემოთ). ასევე, ელექტრონული აუქციონი მიმდინარეობს სტადიონის შიდა პერიმეტრზე მდებარე რესტორნის (221,19 კვ. მ.) იჯარით გაცემაზე, რომელსაც პანორამული ხედი აქვს, უშუალოდ სათამაშო მოედანზე და რესტორნის …

ბათუმის სტადიონის სახელის დარქმევისთვის აუქციონში გამარჯვებული 8 მლნ 750 ათასს გადაიხდის

ახალი სახელი სტადიონს 5 წლის განმავლობაში ერქმევა. შპს ,,აჭარის პროექტების მართვის” კომპანიის მიერ გამოცხადებული აუქციონი შედგა. გამარჯვებული ბათუმის საფეხბურთო სტადიონის სახელის დარქმევისა და რეკლამის განთავსების უფლებით ისარგებლებს, რაც წლიურად 1 მლნ 750 ათას ლარს შეადგენს. აუქციონში გამარჯვებულს მხოლოდ სახელისა და რეკლამის განთავსების უფლებები ექნება და არ იქნება შემხებლობაში სტადიონის მართვასთან. ბათუმის სტადიონის სახელის ფორმულირება მსოფლიოში …

ბათუმის სტადიონისთვის სახელის დარქმევის უფლება 8.7 მილიონად გაიყიდა

ბათუმის საფეხბურთო სტადიონისთვის სახელის დარქმევისთვის დღევანდელ აუქციონში გამარჯვებული ყოველწლიურად აჭარის ბიუჯეტში 1 750 000 ლარს გადაიხდის, თუ მასთან აუქციონის პირობების შესაბამისად ხელშეკრულება გაფორმდება. ახალი სახელი სტადიონს 5 წლის განმავლობაში ერქმევა. შესაბამისად, ამ პერიოდში, აუქციონში გამარჯვებული, ჯამში 8 750 000 ლარს გადაიხდის. ვინ არის აუქციონში გამარჯვებული? – „ბათუმელები“ პასუხს „აჭარის პროექტების მართვის კომპანიისგან“ ელოდება. ბათუმის საფეხბურთო სტადიონის …

ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე კომერციული ფართების იჯარით გაცემა დაიწყო

ბათუმის ახალ საფეხბურთო სტადიონზე მდებარე კომერციული ფართების, მათ შორის პარკინგისა და პანორამული რესტორნის იჯარით გაცემა დაიწყო. კერძოდ, ვებ-გვერდზე Eauction.ge გამოცხადებულია ელექტრონული აუქციონები 455,4 კვ.მ. და 776,24 კვ.მ. კომერციულ ფართებზე (ლინკები იხ. ქვემოთ). ასევე, ელექტრონული აუქციონი მიმდინარეობს სტადიონის შიდა პერიმეტრზე მდებარე რესტორნის (221,19 კვ. მ.) იჯარით გაცემაზე, რომელსაც პანორამული ხედი აქვს უშუალოდ სათამაშო მოედანზე და რესტორნის …

წლიურად მინიმუმ 1 მილიონი ბათუმის სტადიონის სახელით სარგებლობისთვის – აუქციონი

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის სახელის დარქმევის, რეკლამისა და სხვა სახის უფლებებით 5 წლით სარგებლობაზე აუქციონია გამოცხადებული. საწყისი თანხა [წლიური საიჯარო ქირა] 1 მილიონი ლარია, ხოლო ვაჭრობის ბიჯი – 25 ათასი ლარი. პირობებიანი აუქციონი აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ გამოაცხადა. წინადადებების მიღება დაწყებულია და ის 2021 წლის 23 ივნისს დასრულდება. სააუქციონო პირობები: „ა) აუქციონში გამარჯვებულს მიენიჭება ბათუმის საფეხბურთო …

„დინამო“ ბათუმი 1:0 თბილისის „დინამო“ [ფოტო]

8 მაისს, ბათუმის ახალ სტადიონზე „დინამო“ ბათუმმა თბილისის „დინამო“ 1:0 დაამარცხა. გუნდები ეროვნული ლიგის მე-12 ტურში შეხვდნენ ერთმანეთს. ბათუმის ახალ სტადიონზე ეს პირველი მატჩი იყო, რომელსაც გულშემატკივრები ესწრებოდნენ.    

ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე ჰიბრიდული მინდვრის საფარის მოწყობა დასრულდა

ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე ჰიბრიდული მინდვრის საფარის მოწყობა დასრულდა და მოედანი ეროვნული ლიგის, დინამო ბათუმისა – დინამო თბილისის მატჩისთვის სრულ მზადყოფნაშია. მინდვრის საფარი მოწყობა ბრიტანულმა წამყვანმა კოპანიამ „Sispitches“-მა უზრუნველყო კომპანია ანაგის სახსრებით. მინდვრის ჰიბრიდული საფარი თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური პროდუქტია, რომელიც მოედანზე ბუნებრივ საფართან ერთად მოეწყო. მისი სიმტკიცე რამდენიმეჯერ გაზრდილ ცვეთამდეგობისა და კილიმატური პირობების მიმართ მდგრადობას უზრუნველყოფს. მოედნის …

„დინამო“ ბათუმი VS თბილისის „დინამო“ – მატჩი ბათუმის ახალ საფეხბურთო სტადიონზე

ეროვნული ლიგის მატჩი დინამო ბათუმისა და თბილისის დინამოს შორის 8 მაისს, ბათუმის ახალ საფეხბურთო სტადიონზე გაიმართება. პანდემიის გათვალისწინებით, მატჩზე დასასწრები ბილეთები სალაროში არ გაიყიდება. ბილეთების შეძენა შეზღუდული რაოდენობით, tkt.ge -ზე იქნება შესაძლებელი.

ბათუმის სტადიონზე ჰიბრიდულ მინდვრის საფარს დააგებენ

აჭარის პროექტების მართვის კომპანიის ინფორმაციით, ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე ჰიბრიდულ მინდვრის საფარს დააგებენ. ჰიბრიდულ მინდვრის საფარს სტადიონზე ბრიტანული კომპანია SISPITCHES მოაწყობს. საფარის მოდერნიზებას კი, სტადიონის მშენებელი კომპანია „ანაგი“ საკუთარი სახსრებით უზრუნველყოფს. „სტადიონის მშენებლობა განხორციელდა იმ საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე, რაც წარმოდგენილი იქნა კომპანია „ანაგის“ წინაშე, თუმცა ადგილობრივი კლიმატური პირობების გათვალისწინებით, რაც არის მაღალი ნალექი, მაღალი ტენიანობა, ასევე …

როდის უყიდიან ბათუმი არენას ხელოვნურ მზეს და რატომ ვერ ითამაშებს „დინამო“ დღეს სტადიონზე

ბათუმის ახალ სტადიონზე ორი მატჩის ჩატარების შემდეგ ბათუმის „დინამო“ მორიგ შეხვედრას „ჩიხურასთან“ დღეს, 10 დეკემბერს, ანგისის ბაზაზე გამართავს. „დინამომ“ ბათუმი არენაზე 21 და 26 ნოემბერს „დილას“ და „ლოკომოტივს“ შეხვდა. ამ თამაშების შემდეგ მინდვრის საფარი დაზიანდა, თუმცა, როგორც „აჭარის პროექტების მართვის კომპანიის“ დირექტორმა, ბაქარ ჩიტაიამ „ბათუმელებთან“ განაცხადა, მორიგი მატჩის ანგისაზე ჩატარება მინდვრის საფარს არ უკავშირდება. „ის …

ბათუმის სტადიონის დათვალიერებას ყველა მსურველი შეძლებს

ბათუმის ახალ საფეხბურთო სტადიონზე ბათუმის დინამოს ქომაგებს უმასპინძლა. სტადიონის მასშტაბი, შესრულებული სამუშაოების ხარისხი და მოედნის საფარი ერთიანად მოიწონა გულშემატკივართა ყველა თაობამ. სტადიონის დათვალიერების მსურველთათვის უახლოეს დღეებში გამოვაქვეყნდება სარეგისტრაციო აპლიკაცია, რის საშუალებითაც ყველა მსურველს შეეძლება სტადიონზე ვიზიტი.

ბათუმის საფეხბურთო სტადიონს დღეს ოფიციალურად გახსნიან

ბათუმის საფეხბურთო სტადიონს დღეს, 27 ოქტომბერს, ოფიციალურად გახსნიან. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ბათუმის სტადიონის გახსნილად გამოცხადების ღონისძიება დღეს, საღამოს 7 საათზე გაიმართება. ბათუმში საფეხბურთო სტადიონის გახსნა 12 სექტემბერს იყო დაგეგმილი, თუმცა აჭარაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო გახსნა გადაიდო. ამავე დღეს ახალ სტადიონზე ბათუმის „დინამოსა“ და თბილისის „დინამოს“ მატჩი უნდა გამართულიყო. ეპიდემიოლოგიური სიტუაცია აჭარაში კვლავ რთულია. 27 …

15 ნოემბერს საქართველო-სომხეთის მატჩი ბათუმის სტადიონზე გაიმართება – უეფა

უეფას ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, საქართველოსა და სომხეთის ნაკრები გუნდების შეხვედრა 2020 წლის 15 ნოემბერს ბათუმის სტადიონზე ჩატარდება. ერთა ლიგაზე საქართველოსა და სომხეთის მატჩი საღამოს 9 საათზე დაიწყება. ამავე სტადიონზე გაიმართება 18 ნოემბერს საქართველო-ესტონეთის შეხვედრაც. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, „აღმნიშნული მატჩის ჩატარება სტადიონის ოფიციალურ გახსნას არ უკავშირდება. ეს არის პირველადი ინფორმაცია და სტადიონის …

რაში დაიხარჯება 490 ათასი ლარი ბათუმის სტადიონის გახსნაზე – ხარჯთაღრიცხვა და სცენარი

ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე, მიუხედავად იმისა, რომ ის ექსპლუატაციაში ჯერ შესული არ არის, 12 სექტემბერ ბათუმისა და თბილისის გუნდების შეხვედრა გაიმართება. პარალელურად, დაგეგმილია სტადიონის გახსნის ცერემონიაც, რომელსაც 6 000 ადამიანი დაესწრება. ღონისძიებისთვის 490 895 ლარის ტენდერის გარეშე დახარჯვა იგეგმება. აჭარის პროექტების მართვის კომპანია შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებას შპს „სტუდიასთან“ გეგმევს და თანხმობისთვის შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა. „გადაწყდა, …

ბათუმის სტადიონი იხსნება – ერთმანეთს ბათუმის „დინამო“ და თბილისის „დინამო“ შეხვდებიან

12 სექტემბერს ბათუმში საფეხბურთო სტადიონი გაიხსნება. ახალ მოედანზე ერთმანეთს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ეგიდით „დინამო ბათუმი“  და „დინამო თბილისი“ შეხვდებიან – ამის შესახებ აჭარის პროექტების მართვის კომპანიის სატენდერო განაცხადში ვკითხულობთ. აჭარის პროექტების მართვის კომპანია [ყოფილი შპს „სტადიონი“] შესყიდვების სააგენტოდან 490 895 ლარის შესყიდვის ტენდერის გარეშე განხორციელებაზე თანხმობას ითხოვს. „ვინაიდან ბათუმის სტადიონი წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ ობიექტს, მისი გახსნის მიმართ …

ბათუმის დინამოს ფეხბურთელებმა ახალი სტადიონი დაათვალიერეს

საფეხბურთო სტადიონის მშენებლობაზე ბათუმის დინამოს ფეხბურთელებსა და სამწვრთნელო შტაბის წევრებს ვუმასპინძლეთ. სტუმრებს მინდვრის საფარი, გასახდელები, საშხაპეები და სხვა დასრულებული სამშენებელო სამუშაოები დავათვალიერებინეთ.

ბათუმის სტადიონზე ძირითადი სამშენებლო სამუშაოები დასრულდა

ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე ძირითადი სამშენებლო სამუშაოები დავასრულეთ. ამ ეტაპზე შიდა მოპირკეთებითი, გარე კეთილმოწყობის, სახანძრო და უსაფრთხოების სისტემების მონტაჟი მიმდინარეობს. მოედნის საფარი სავეგეტაციო პერიოდს გადის. სპეციალისტების დაკვირვებისა და ზედამხედველობის შედეგად, ბალახი კიდევ უფრო უახლოვდება სათამაშო კონდინციას.

ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე ძირითადი სამშენებლო სამუშაოები დასრულდა [video]

ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე ძირითადი სამშენებლო სამუშაოები დასრულდა. ამჟამად მიმდინარეობს შიდა მოპირკეთებითი და კოსმეტიკური სამუშაოები, ასევე სახანძრო და უსაფრთხოების სისტემების მონტაჟი. მოწესრიგდა გასახდელები, საშხაპეები, მსაჯთა ოთახები, ბიზნეს და ვიპ ბოქსები. დასრულდა საჩრდილობლების, საზოგადოებრივი და საპარკინგე სივრცის მოწყობის სამუშაოები.

ვინ უნდა მართოს ბათუმის სტადიონი – კერძო კომპანიამ თუ სახელმწიფომ? [გამოკითხვა]

ბათუმში საფეხბურთო სტადიონი ოფიციალურად 2020 წლის 27 ოქტომბერს გახსნეს. 20 ათას მაყურებელზე გათვლილი UEFA-ას IV კატეგორიის საფეხბურთო სტადიონს ორი წლის განმავლობაში აშენებდნენ და მის ასაშენებლად, აჭარის მთავრობის ინფორმაციით, 141 მილიონი ლარი დაიხარჯა. აჭარის მთავრობაში ჯერ არ აქვთ გადაწყვეტილი, ვინ უნდა მართოს 20 ათას მაყურებელზე გათვლილი ობიექტი. ამ დროისთვის არც ღონისძიებებია დაგეგმილი, რომლებიც აქ გაიმართება. მიიღეთ მონაწილეობა …

#დარჩისახლში – შპს „სტადიონის“ მადლობა ექიმებს

შპს „სტადიონი“ : კიდევ ერთხელ გვსურს გამოვხატოთ ჩვენი მადლიერება ექიმების მიმართ. თანადგომასა და სოლიდარობას ვუცხადებთ იმ ქვეყნებს, სადაც ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ძალზედ რთულია და Covid 19-ით ყველაზე მეტად დაზარალდნენ. #დარჩისახლში

ბათუმის საფეხბურთო სტადიონი ჩვენი მეგობარი ქვეყნების დროშებით განათდა

შპს „სტადიონი“ უერთდება მსოფლიო სოლიდარობის აქციას. ბათუმის საფეხბურთო სტადიონი ჩვენი მეგობარი ქვეყნების დროშებით განათდა. ამ ფორმით გვსურს, ამ ძმიმე სიტუაციაში ჩვენი მადლიერება გამოვხატოთ ექიმების მიმართ, ასევე, სოლიდარობა გამოვუცხადოთ პანდემიაში მებრძოლ მსოფლიო თანამეგობრობას.

ბათუმის სტადიონზე კოსმეტიკური და მოპირკეთებითი სამუშაოები მიმდინარეობს

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის პროცესი შეუჩერებლად მიმდინარეობს. არსებული ეპიდემიოლოგიური გარემოების გათვალისწინებით დაცულია ყველა სახის სანიტარული და უსაფრთხოების ნორმა. ამჟამად , შიდა კოსმეტიკური და გარე მოპირკეთებითი სამუშაოები მიმდინარეობს. მონტაჟდება სახანძრო უსაფრთხოების სიტემა და ეწყობა გარე საპარკინგე სივრცე.

რიჟვაძის თქმით, ჯაბა სურმანიძის ორ თანამდებობაზე დანიშვნით „ხარჯები დაზოგეს“

დასაქმების არსებული მონაცემების მიუხედავად, რატომ დანიშნეს ერთი და იგივე ადამიანი ორი სახელმწიფო შპს-ს დირექტორად? – კითხვა დღეს, 28 თებერვალს, თორნიკე რიჟვაძეს დავუსვით. საუბარია ჯაბა სურმანიძეზე, რომელიც აქამდე შპს „სტადიონს“ ხელმძღვანელობდა, 20 თებერვალს კი, ის შპს „ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორიც გახდა. ამ ორგანიზაციამ ახალი ნაგავსაყრელი უნდა მოაწყოს. „პროექტები, რომლებსაც ჯაბა სურმანიძე ხელმძღვანელობს, არის დაახლოებით 300 მილიონზე …

200 მილიონ ლარზე მეტი სპორტული ინფრასტრუქტურისთვის

10 240 მ2 სპორტული დარბაზების მქონე ბათუმის უნივერსალური სპორტული კომპლექსის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. შპს “სტადიონის” დირექტორის, ჯაბა სურმანიძის ინფორმაციით ამ ეტაპზე ფასადის შეფუთვა, გარე პერიმეტრის მოწესრიგება და შიდა კოსმეტიკური სამუშაოები მიმდინარეობს. დირექტორის განცხადებით, შიდა სივრცის მოწყობის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა: დაიწყო 3400 ადამიანზე გათვლილი სამაყურებლო ტრუბუნებზე სკამების მონტაჟი, სავარჯიშო დარბაზებში სპორტული იატაკის მოწყობა, მიმდინარეობს ლიფტებისა და …

ბათუმის ახალ სტადიონზე განათებისა და გახმოვანების სისტემების მონტაჟი დასრულდა

ბათუმის მშენებარე საფეხბურთო სტადიონზე განათებისა და გახმოვანების სისტემების მონტაჟი დასრულდა. განათებისთვის გამოყენებულია Philips-ის ბრენდის 192 სანათი. მისი 1500 ლუქსიანი სიმძლავრე უეფას სტანდარტების შესაბამისადაა დაპროექტებული. მოედანზე არსებული განათება სრულ შესაბამისობაშია სათამაშო მოცემულობასთან, სატელევიზიო ტრანსლირებასა და მაყურებლის მოთხოვნებთან. გახმოვანების სისტემისთვის გამოყენებულია RCF ბრენდის იტალიური ხმის მონიტორები, HD ხმითა და მაღალი გარჩევადობით.

სტადიონის მშენებლობის დასრულების სამუშაოებს ცალკე ზედამხედველი ეყოლება

შპს „სტადიონი“ ბათუმში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის დასრულების [მეორე ეტაპი] სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით ფასთა კვლევას ატარებს. მეორე ეტაპის სამუშაოებში აჭარის ბიუჯეტიდან დღგ-ს გარეშე 20 მილიონ 780 ათასი ლარი უნდა დაიხარჯოს. „სტადიონის“ განაცხადში აღნიშნულია, რომ „სახელმწიფო შესყიდვის სავარაუდო ღირებულების დადგენაში განიხილება მხოლოდ იმ პოტენციური მიმწოდებლების წინადადებები, რომელთაც 2015 წლის პირველი იანვრიდან 2019 …

ბათუმის სტადიონის მშენებლობის მეორე ეტაპზე გამოცხადებულ ტენდერშიც „ანაგმა“ გაიმარჯვა 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „სტადიონის“ სატენდერო კომისიამ ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის მეორე ეტაპის სამუშაოების შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულად კომპანია „ანაგი“ გამოაცხადა.  „ანაგი“ შპს „სტადიონს“ მეორე ეტაპის სამუშაოების შესრულებას ყველაზე დაბალ ფასად, 20 მილიონ 780 ათას ლარად სთავაზობს. სატენდერო თანხა 21 922 803 ლარი იყო. „ანაგთან“ ხელშეკრულება მეორე ეტაპის სამუშაოებზე ჯერ გაფორმებული არ არის. სატენდერო …

დამატებით 21,9 მილიონი ლარი ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობისთვის

შპს „სტადიონმა“, ბათუმში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის დასრულების სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 21 922 803 ლარია. როგორც „ბათუმელებს“ კომპანიაში უთხრეს, ამ ტენდერით სტადიონის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა მთლიანად დასრულდება. სატენდერო პირობების მიხედვით, შესასრულებელია გარე ტერიტორიის კეთილმოწყობის, მათ შორის გამწვანების, პარკინგის, ელექტრომომარაგების სისტემისა და განათების, ასევე IT ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები; უნდა მოეწყოს დაცვისა და უსაფრთხოების სისტემების ინფრასტრუქტურული (საინჟინრო კომუნიკაციების) ქსელები …

Exit mobile version