რეკლამა,სიახლეები

ბათუმის სტადიონს მომდევნო 5 წლის განმავლობაში ,,აჭარაბეთ არენა“ ერქმევა

06.08.2021
ბათუმის სტადიონს მომდევნო 5 წლის განმავლობაში ,,აჭარაბეთ არენა“ ერქმევა

ქართულ საფეხბურთო სივრცეში უპრეცედენტო სასპონსორო გარიგება შედგა, რომლის მიხედვითაც, ბათუმის ახალ სტადიონს მომდევნო 5 წლის განმავლობაში,  ,,აჭარაბეთ არენა“ ერქმევა.

ბათუმის ახალი სტადიონის სახელის უფლებაზე გამოცხადებულ აუქციონში კომპანია „აჭარაბეთმა“ გაიმარჯვა და აღნიშნული უფლება 8.7 მილიონ ლარად შეიძინა. 

კომპანიას მხოლოდ სახელისა და რეკლამის განთავსების უფლებები ექნება და არ იქნება შემხებლობაში სტადიონის მართვასთან.

ბათუმის სტადიონი batumis stadionis misamarti

აუქციონში გამარჯვებული კომპანია ,,აჭარაბეთი“, რომელმაც ბათუმის სტადიონის დასახელებისა და რეკლამირების უფლება მოიპოვა, ყოველწლიურად აჭარის პროექტების მართვის კომპანიას 1,75 მლნ ლარს გადაუხდის, 5 წლის განმავლობაში ჯამური თანხის ოდენობა კი 8.7 მილიონი ლარი იქნება.

ახალ სტადიონზე საშინაო მატჩებს ბათუმის „დინამო“ მართავს. ეროვნული ლიგის პარალელურად, სტადიონი „უეფას კონფერენს ლიგის“ მატჩებსაც მასპინძლობს. შემოდგომაზე კი საშინაო შეხვედრებს ,,აჭარაბეთ არენაზე“ საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩაატარებს.

batumis stadioni

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: