ბათუმში მშენებარე სტადიონიდან 35-წლამდე კაცი ჩამოვარდა

დღეს, 12 სექტემბერს, ბათუმში, მშენებარე სტადიონიდან 35 წლამდე კაცი გადმოვარდა. სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, კაცს მრავლობითი დაზიანება აქვს და ის ბათუმის „რესპუბლიკურ საავადმყოფოში“ გადაიყვანეს. როგორც „რესპუბლიკურ საავადმყოფოში“ „ბათუმელებს“ უთხრეს, კაცს დაზიანებული აქვს ფილტვი და ნეკნები, მისი მდგომარეობა მძიმეა და ამ წუთებში ოპერაციას უტარებენ. მშენებელი კომპანია „ანაგის“ ინფორმაციით, დაშავებული მშენებლობაზე ხელოსნად მუშაობდა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის …

„სტადიონი“ სტადიონის ზედამხედველობისთვის სპეციალისტის კვალიფიკაციას ვერ ადგენს

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „სტადიონმა“, რომელიც ბათუმში სტადიონის მშენებლობის პროექტს ახორციელებს, ამ დრომდე ვერ გამოავლინა მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველი კომპანია, საფეხბურთო სტადიონი კი, მეხუთე თვეა შენდება. „სტადიონი“ ამ ეტაპზე ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სპეციალისტის კვალიფიკაციას ადგენს, რაშიც თავის დროზე ეჭვიც არ შეუტანია. „სტადიონმა“ ჯერ ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლას მიმართა, ამჯერად კი – …

კომპანია, რომელმაც სტადიონის ზედამხედველობაზე ტენდერი მოიგო, ზეწოლაზე საუბრობს 

ბათუმში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველობაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ  შპს „სტადიონს“ დავების საბჭოში უჩივლა. „კოლიერს ინტერნეიშენალ ჯორჯიას“ განცხადებით, „სტადიონის“ ქმედება ზიანს აყენებს სახელმწიფოსა და ბიუჯეტს, უსაფუძვლოდ არღვევს მათთვის კანონით გათვალისწინებულ უფლებებსა და სამართლიანი კონკურენციის პირობებს“. შპს „სტადიონის“ 100%-იან წილს აჭარის მთავრობა ფლობს. შპს „სტადიონმა“, რომელიც უკვე მეხუთე თვეა საფეხბურთო სტადიონს ტექნიკური ზედამხედველი კომპანიის გარეშე აშენებს, …

ბათუმის სტადიონს ოთხი თვეა ზედამხედველი კომპანიის გარეშე აშენებენ – ტენდერი შერჩევის ეტაპზე დაბრუნდა

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში სატენდერო კომისიამ მის მიერ მიღებული ოქმები, მათ შორის ტენდერში გამარჯვებული კომპანიის გამოვლენის შესახებ, გააუქმა და ტენდერი შერჩევის ეტაპზე დააბრუნა. მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობისთვის 3,5 მილიონი ლარია გათვალისწინებული, სტადიონი კი მეხუთე თვეა, რაც ტენდერით შერჩეული კომპანიის ტექნიკური ზედამხედველობის გარეშე შენდება. შპს „სტადიონის“ სატენდერო კომისიამ, როგორც მათ მიერ მიღებული ოქმებიდან ჩანს, შეისწავლა …

სტადიონის მშენებლობა ტექნიკური ზედამხედველის გარეშე გრძელდება – ტენდერი შეჩერებულია

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის სამშენებლო სამუშაოები მეოთხე თვეა ზედამხედველი კომპანიის გარეშე მიმდინარეობს. ტექნიკური ზედამხედველის გამოსავლენად გამოცხადებული მორიგი ტენდერი ამჯერად ერთდროულად გაასაჩივრა სამმა კომპანიამ, რომლებიც აცხადებენ, რომ სათანადო გამოცდილების მქონე ტექნიკური ზედამხედველის გარეშე აშენებული სტადიონი ექსპლუატაციისას სხვადასხვა პრობლემის გაჩენის რისკებს შეიცავს, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას კი ასეთი გამოცდილება არ აქვს. სამშენებლო სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველობას შპს „სტადიონს“ 2 მილიონ 847 …

დიდი ფული არც ისე დიდი სტადიონისთვის

ბათუმში მშენებარე სტადიონისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა წლიდან წლამდე იზრდება. პროექტი 2020 წელს უნდა დასრულდეს. აჭარის მთავრობას კი ამ ეტაპზე არ აქვს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ და ვინ უნდა გამოიყენოს 157 მილიონ ლარად ღირებული ნაგებობა. 12 წლის წინ ბათუმის ერთადერთი დიდი საფეხბურთო მოედანი ბათუმის ბულვარში სასტუმროს მშენებლობას შეეწირა. მაშინდელი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ბათუმელებს ახალ, თანამედროვე სტანდარტების …

2,8 მილიონი ლარი სტადიონის მშენებლობის ზედამხედველობისთვის – კომპანიის შეთავაზება

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის სამშენებლო სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველობას შპს „სტადიონს“ კომპანია „კოლიერს ინტერნეიშენალ ჯორჯია“ 2 847 000 ლარად სთავაზობს. სატენდერო თანხა 3 520 474 ლარი იყო. ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო შესყიდვაზე გამოცხადებული ელექტრონული ტენდერი  შერჩევა-შეფასების ეტაპზეა. შპს „კოლიერს ინტერნეიშენალ ჯორჯია“ თბილისში 2014 წელსაა დარეგისტრირებული. კომპანიას, საჯარო რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, დღეს 2 დირექტორი და 6 მეწილე ჰყავს. ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში …

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის საძირკვლის მოწყობა [ფოტო]

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის საერთაშორისო საფეხბურთო სტადიონის პროექტის სამშენებლო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე უკვე ქვაბულის ამოჭრისა და ფუძის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება. პირველი ეტაპის სამუშაოები მიმდინარე წლის აპრილის დასაწყისში დასრულდება. უახლოეს პერიოდში კი მიწისზედა რკინაბეტონის კონსტრუქციების მშენებლობის ეტაპი დაიწყება. სტადიონი UEFA-ს IV კატეგორიის სტანდარტებით შენდება და ის 20 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი …

ბათუმში სტადიონის მშენებლობა დაიწყო [ფოტო]

საერთაშორისო სტანდარტების სტადიონის მშენებლობას ბათუმში დღეს, 21 იანვარს, ჩაუყარეს საძირკველი. სტადიონი 20 ათას მაყურებელზე იქნება გათვლილი და მისი მშენებლობა 2020 წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს. სტადიონის საძირკვლის ჩაყრას ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „დღეს არის განსაკუთრებული გრძნობა, ყველანი ბედნიერები ვართ. ყველას გვიხარია ბათუმის ცენტრალური სტადიონის მშენებლობა. ძალიან მალე, ორ წელიწადში მივიღებთ ახალ სტადიონს. დარწმუნებული ვარ, …

ბათუმში სტადიონის მშენებლობის ზედამხედველობაზე ტენდერი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება

შპს „სტადიონის“ დირექტორის, სულხან ხალვაშის ინფორმაციით, ბათუმში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველის შერჩევაზე ელექტრონული ტენდერი შესაძლოა მიმდინარე თვეში გამოცხადდეს, ან არაუგვიანეს მომავალი წლის იანვრისა. „სტადიონის“ დირექტორის ინფორმაციით, მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულება მიმდინარე კვირაში გაფორმდება. „გამარჯვებულ კომპანიას სატენდერო კომისიის მიერ მოთხოვნილი ყველა საჭირო დოკუმენტაცია ამ დროისთვის წარმოდგენილი აქვს,“ – აცხადებს სულხან ხალვაში. ბათუმში სტადიონის მშენებლობაზე …

რა ბედი ეწია ბათუმის სტადიონის პროექტს

ბათუმში ასაშენებელი საფეხბურთო სტადიონის პროექტი, რომელშიც აჭარის ბიუჯეტიდან 767 ათასი ლარია გადახდილი, „ვარგისიანობაზე“ ექსპერტიზას ამ დრომდე გადის. შპს „სტადიონში“ ირწმუნებიან, რომ ექსპერტიზა მიმდინარე წლის ზაფხულის შუა რიცხვებში საბოლოოდ დასრულდება და მშენებლობაზე ტენდერიც გამოცხადდება. პროექტი რამდენიმე თვეა ექსპერტიზაზეა. კითხვაზე, რატომ გაჭიანურდა პროცესი დროში? – შპს „სტადიონის“ დირექტორმა სულხან ხალვაშმა გვიპასუხა, რომ „პროექტის ექსპერტიზა დამთავრდა, მაგრამ ამ ექსპერტიზამ …

„სტადიონი“ სტადიონისა და საავადმყოფოს მშენებლობის ზედამხედველებს არჩევს

შპს „სტადიონს“, ბათუმში, ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე სტადიონის სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურებისთვის 1 მილიონ 750 ათასი ლარი ჰქომდა გათვალისწინებული. ამ ეტაპზე კომპანია ორი პრეტენდენტიდან ერთის ტექნიკურ ზედამხედველად შერჩევის ეტაპზეა. ზედამხედველობა „სტადიონს“ შემდეგმა კომპანიებმა შესთავაზა: „უძრავი ქონების ექსპერტი“ – 1,740 მილიონ ლარად, „სონდერს გრუპ“ – 1,590 მილიონად და „Ady Sharristh Engineering Ltd“ – 1,589 მილიონ …

ბათუმში საფეხბურთო სტადიონი თურქული კომპანიის პროექტით აშენდება

ბათუმში საფეხბურთო სტადიონი თურქული კომპანია „BAHADIR KUL ARCHITECTS“ პროექტით აშენდება. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, UEFA-ს სტანდარტების 20 000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონი ყოფილი მანქანათმშენებლის ტერიტორიაზე, 8 ჰექტარზე განთავსდება. სტადიონის მშენებლობისთვის უკვე გამოყოფილია 12,984 მილიონი ლარი, რომელიც საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას და პირველი ეტაპის სამუშაოებს მოხმარდება. პროექტირების დასრულების შემდეგ, სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელი კომპანია ელექტრონული ტენდერის საშუალებით …

Exit mobile version