რა ნომრებით იმოძრავებენ ლურჯი ავტობუსები – ახალი ხაზი „ჭაობის უბნისთვის“

ლურჯი ფერის მუნიციპალური ავტობუსი ბათუმში N10 მარშრუტზე იმოძრავებს. ახალი ავტობუსები ახალ ხაზზეც იმოძრავებენ, რომელიც არსებულ მარშრუტებს პირველი სექტემბრიდან დაემატება. ახალი მარშრუტის სქემაა: ბათუმის ყინულის მოედანი/ორბელიანის ქუჩა-ლერმონტოვის ქუჩა-გრიბოედოვის ქუჩა-ჯავახიშვილის ქუჩა-გორგილაძის ქუჩა-ბარათაშვილის ქუჩა-თბილისის მოედანი. ამ ხაზზე რა ნომრით იმოძრავებს მუნიციპალური ტრანსპორტი, ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი. ახალი ავტობუსები ამ ეტაპზე სხვა ხაზებზე არ იმოძრავებენ. მერიის განცხადებით, ახალი, ლურჯი ავტობუსებით …

ბათუმის მერია ახალი მუნიციპალური ავტობუსების პრეზენტაციას გამართავს

ქალაქ ბათუმის მერია და მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ ამ დრომდე არ აკონკრეტებენ, თუ რომელ მუნიციპალურ ხაზებზე გადაანაწილებენ ახალ ავტობუსებს. „ამის შესახებ ინფორმაციას პრეზენტაციაზე გავაჟღერებთ,“ – განაცხადეს ქალაქის მერიაში. „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ კი გვითხრეს, რომ დეტალები მერიასთან შეთანხმებული არ არის და ის ჯერ კიდევ ზუსტდება. ბათუმის მერიამ ახალი მუნიციპალური ავტობუსების პრეზენტაცია 29 აგვისტოს 14:00 საათისთვის დააანონსა. ღონისძიება, …

გონიოს ციხესთან მოსაცდელის დადგმის საკითხზე ზონალურმა საბჭომ უნდა იმსჯელოს – კმდს

გონიოს მოსახლეობა, რომელიც გონიოს ციხის მოპირდაპირედ, ზღვის მხარეს ცხოვრობს, მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებასთან მოსაცდელი ჯიხურის დადგმას ითხოვს. მათი თქმით, საკითხი 2014 წლიდან დღემდე მოუგვარებელია. „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ აცხადებს, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ზონაში მოსაცდელის დადგმის უფლება არ აქვთ. თუმცა, მოსაცდელი ჯიხურები ამ ზონაში მაინც დგას, მაგრამ არა ციხის იმ კედლის პირდაპირ, რომელიც ავტომაგისტრალის გასწვრივაა. „უშუალოდ ციხესიმაგრის მხარეს …

სად შეგიძლიათ BATUMI CARD-ის აღება მუნიციპალური ავტობუსით მგზავრობისთვის

დღეიდან, პირველი აგვისტოდან, ბათუმის მუნიციპალურ ტრანსპორტში ბილეთები აღარ იყიდება და მოქალაქეებს მგზავრობის საფასურის გადახდა მხოლოდ BATUMI CARD-ის მეშვეობით შეუძლიათ. მოქალაქეებს სამგზავრო უკონტაქტო პლასტიკური ბარათის BATUMI CARD-ის აღება შეუძლიათ „საქართველოს ბანკის“ სწრაფი გადახდის ტერმინალების EXPRESS PAY–ს საშუალებით, რომლებსაც გააჩნია სამგზავრო ბარათის გაცემის ფუნქცია. ბარათის ასაღებად EXPRESS PAY–ს ტერმინალის მენიუში უნდა მოძებნოთ „სამგზავრო ბარათის შეკვეთა“ და შემდეგ მიჰყვეთ …

შავი ჯიპი ტროტუარზე 2 [ფოტოამბავი]

ეს ავტომობილი „ბათუმელების“ ფოტოობიექტივში ასათიანის ქუჩაზე მოხვდა. მანქანა ტროტუარზე დგომისათვის დაჯარიმებული არ არის. ფოტო 25 ივნისსაა გადაღებული. ეს ავტომანქანა კი ვაჟა-ფშაველასა და ფარნავაზ მეფის ქუჩების კვეთაში გადავიღეთ. 2014 წლიდან დღემდე ავტომაქანის მძღოლი ტროტუარზე დგომისათვის და პარკირების საფასურის გადაუხდელობის გამო 15-ჯერ არის დაჯარიმებული.

მუნიციპალური ავტობუსები, სადაც ბილეთს ვერ შეიძენთ – უბილეთოდ მგზავრობისთვის ჯარიმა 5 ლარია

ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტის ოთხ სამარშრუტო ხაზზე ავტობუსებში სამგზავრო ბილეთები აღარ იყიდება. N2, N2ა, N12 და N13 ხაზზე მოძრავ ავტობუსებში კონდუქტორები არ არიან. ამ ხაზებზე მოძრავ ავტობუსებში მგზავრი სამგზავრო ბილეთს ვერ შეიძენს, თუმცა თუ აქვს ბილეთი, მას შეუძლია ამ ბილეთით ისარგებლოს. თუ არც ბილეთი გაქვთ და არც პლასტიკური ბარათი, ბუნებრივია მგზავრობის საფასურს ვერ გადაიხდით, რისთვისაც შესაძლოა …

უკრძალავენ თუ არა ბათუმის მუნიციპალური ავტობუსების მძღოლებს კონდიციონერის ჩართვას

„მძღოლებს ხელმძღვანელობისგან აქვთ მითითება, რომ პირველ ივნისამდე კონდიციონერები ავტობუსებში არ ჩართონ. თუ დამატებითი ინფორმაციის მიღება გსურთ, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს ოფისში“, – ასეთი პასუხი „ავტოტრანსპორტის“ ცხელ ხაზზე მოქალაქემ მას შემდეგ მიიღო, რაც, როგორც თავად ამბობს, მგზავრების დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად მძღოლმა N16 მარშრუტზე მოძრავ ავტობუსში, კონდეცირების სისტემა არ ჩართო. „ბათუმელები“ დაუკავშირდა „ბათუმის ავტოტრანსპორტს“, სადაც მოქალაქისთვის ცხელ ხაზზე …

როგორი ფერის ავტობუსი უნდა მოძრაობდეს ბათუმში – მერია მოსახლეობის გამოკითხვას აპირებს

ბათუმის მერის ინფორმაციით, აგვისტოს შუა რიცხვებიდან ქალაქში 15 ერთეული ახალი ავტობუსი შემოვა. წლის ბოლომდე კი ქალაქში 40 ახალი ავტობუსი იმოძრავებს. ავტობუსები, როგორც მერიაში აცხადებენ, ევრო 5 დიზელის, GPS და კონდიცირების სისტემით აღჭურვილი, ადაპტირებული და ნაწილობრივ დაბალძირიანი იქნება. როგორი ფერის უნდა იყოს ქალაქში მოძრავი მუნიციპალური ავტობუსი –  ლურჯი, წითელი თუ ყვითელი, ამასთან დაკავშირებით, როგორც მერიაში „ბათუმელებს“ …

მერიამ მოსაცდელი ამჯერად იქ დაამონტაჟა, სადაც ავტობუსი არ ჩერდება

ბათუმში, კაჩინსკების ქუჩაზე, ახალი მოსაცდელი იმ ადგილზე დაამონტაჟეს, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტი არ ჩერდება. გაჩერება აქ მოსაცდელიდან რამდენიმე მეტრის დაშორებით, სავაჭრო ცენტრ „მეტრო სითის“ მიმდებარედაა. ახალ ბულვართან უფუნქციო მოსაცდელი უკვე თვეზე მეტია განთავსებულია. „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, კერძო კომპანიას იმ ადგილების მისამართები, სადაც ახალი მოსაცდელები უნდა დაემონტაჟებინა, ადრე გადასცა მერიამ, შემდეგ კი კაჩინსკების ქუჩიდან გაჩერება გადაიტანეს სავაჭრო …

ერთი ავტომობილის 66 გადაუხდელი ჯარიმა [ფოტოამბავი]

ეს ავტომობილი ბათუმის ავტოტრანსპორტმა 2016 წლიდან დღემდე 66-ჯერ დააჯარიმა, თუმცა მძღოლს არც ერთი ჯარიმა არ აქვს გადახდილი. „მერსედერსის“ მინივენს ბოლო ორი წელია პარკირების საფასურის გარეშე დგომისა და ტროტუარზე გაჩერებისთვის აჯარიმებენ. ბათუმის ავტოტრანსპორტმა მძღოლს 66-დან მხოლოდ ერთ შემთხვევაში გადაუგზავნა საჯარიმო ოქმი, რომელიც მას ასევე არ გადაუხდია. ბოლოს ამ სანიშნე ნომრის მქონე ავტომობილის მძღოლი ბათუმის ავტოტრანსპორტმა 2018 …

„ნოვაში“ აცხადებენ, რომ ავტობუსის მოსაცდელი ბათუმის მერიამ მათი მოთხოვნით აიღო

ბათუმში, ბაგრატიონისა და მელიქიშვილის ქუჩების გადაკვეთაზე, რამდენიმე დღეა მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებაზე მოსაცდელი აღარ დგას. ადგილობრივი მცხოვრებლები ხუმრობენ, რომ „მოსაცდელი მოიპარეს“. ერთ-ერთი მოქალაქის თქმით კი, „საკუთარი თვალით ნახა, როგორ მოხსნეს მოსაცდელი „ნოვას“ თანამშრომლებმა და კომპანიის საწყობში შეიტანეს“. ავტობუსის მოსაცდელი სწორედ კომპანია „ნოვას“ ოფისის წინ მდებარეობდა. „ჩვენთან ძალიან ბევრი მანქანა შემოდის და იყო შემთხვევები, როცა დაზიანდა მოსაცდელიც …

12 და 13 ნომერ ხაზზე კონდუქტორები აღარ იქნებიან – შესაბამისად, ავტობუსში ბილეთს ვერ შეიძენთ

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, მუნიციპალურ ავტობუსებში N12 ხაზზე 2018 წლის პირველი მაისიდან კონდუქტორები აღარ იქნებიან. კონდუქტორები არ არიან N13 ხაზზეც. ორგანიზაცია აფრთხილებს მოქალაქეებს, რომ შეიძინონ უკონტაქტო პლასტიკური სამგზავრო ბარათები. „ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, აღნიშნული ბარათების აღება საქართველოს ბანკის სერვისცენტრში, ბათუმში, გორგასლის ქუჩაზე, 55 ნომერში, უფასოდაა შესაძლებელი. „პირველი მაისიდან N12 ხაზზე ავტობუსებში ბილეთები აღარ გაიყიდება. მიზეზი – ერთი ისაა, …

ბათუმისთვის ახალი ავტობუსების შესაძენად ტენდერში გამარჯვებული ჯერ არ დასახელებულა

ბათუმისთვის ახალი ავტობუსების შესაძენად გამოცხადებული ტენდერი ერთ თვეზე მეტია დასრულდა, თუმცა ტენდერში გამარჯვებული ამ დრომდე გამოვლენილი არ არის. სატენდერო კომისიას გამარჯვებულის გამოსავლენად ვადა მიმდინარე წლის 15 მაისამდე აქვს. „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, სატენდერო კომისია ამ დრომდე სწავლობს ტენდერში მონაწილე კომპანიის ტექნიკურ დოკუმენტაციას, რომელიც 30-ის ნაცვლად 40 ახალი ავტობუსის მოწოდების პირობას იძლევა. ევროდიზელზე მომუშავე ავტობუსები ბათუმის მერიას …

შავი ჯიპი ტროტუარზე და ათი გადაუხდელი ჯარიმა [ფოტოამბავი]

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, ტროტუარზე გაჩერებული შავი ჯიპი „ბათუმელების“ ფოტოობიექტივში მოხვდა. ავტომანქანის ნომრის ბათუმის ავტოტრანსპორტის ვებგვერდზე გადამოწმების შედეგად ირკვევა, რომ ამ მანქანას ტროტუარზე მეპატრონე ხშირად აჩერებს. ვებგვერდზე მოცემული ინფორმაციის თანახმად, ტროტუარზე მანქანის გაჩერებისთვის ბათუმის ავტოტრანსპორტმა აღნიშნული ავტომანქანის მეპატრონე რვაჯერ დააჯარიმა, პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის კი – სამჯერ. ჯარიმები სხვადასხვა წლებშია გამოწერილი. ყველაზე ძველი 2014 წელს …

ქალი ამბობს, რომ ავტობუსის დაუდევრად დაძვრის გამო დაეცა და დაშავდა

78 წლის ნელი ჩუბინიძე ყვება, რომ მარტის თვეში, 2 ნომერ ავტობუსში ასვლისას მძღოლმა მანქანა ნაადრევად დაძრა, რის გამოც იგი ავტობუსის კიბეზე წაიქცა. ქალი ამის შედეგად ისე დაშავდა, რომ დღემდე უჭირს გადაადგილება. ნელი ჩუბინიძემ ავტობუსში მისი დაზიანების ამბის მოსაყოლად „ბათუმელებს“ მომართა. ის ყვება, რომ ამ შემთხვევის დროს ყურადღება მას არც მძღოლმა და არც კონდუქტორმა არ მიაქცია: …

საკრებულომ ავტობუსებით მგზავრობაზე შეღავათები დაამტკიცა

ბათუმის საკრებულომ დღეს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის სულიკო თებიძის მიერ ინიცირებულ საკითხს, რომელიც M3 კატეგორიის ავტობუსებით მგზავრობისას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლების (გარდა პედაგოგებისა) 50-პროცენტიანი (0,15 ლარი) შეღავათით სარგებლობას ითვალისწინებს, მხარი დაუჭირა. მიღებული დადგენილების თანახმად, ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული M3 კატეგორიის ავტობუსებით მგზავრთა ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას დამატებით შეღავათებით ისარგებლებენ საჯარო სამართლის …

„ბათუმის ავტოტრანსპორტი“ეკოლოგიურად სუფთა და ადაპტირებულ ავტობუსებს შეიძენს

ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომაზე საკრებულოს წევრებმა ბათუმის ავტობუსების პროექტთან დაკავშირებით საგრანტო ხელშეკრულების თაობაზე წარმოდგენილ განკარგულების პროექტზე იმსჯელეს. განკარგულების პროექტი ბათუმის ავტობუსების პროექტის ფარგლებში, შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ კორპორატიული განვითარების პროგრამის და საზოგადოებასთან ურთიერთობის გეგმის მომზადებისა და გახორციელების მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან (EBRD) გრანტის სახით 209,950 ევროს მიღებას ითვალისწინებს. …

ავტობუსის დაზიანებული მოსაცდელი ბათუმში – როგორ მოვიქცეთ?

ბათუმში, ავტობუსის 27-ე გაჩერება, რომელიც შერიფ ხიმშიაშვილის ქ. #47-ში, საცხოვრებელი კორპუსის წინ მდებარეობს, მთლიანად დაბზარულია. შემინული გაჩერების მასიური, დაბზარული მინა ერთი შეხედვით საფრთხეს უქმნის მგზავრებს, რომლებსაც აქ ლოდინი უწევთ. გაჩერებაზე მუდმივად ხალხმრავლობაა. შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა სანაპირო ზოლს მიუყვება და ძლიერი ქარი ამ ადგილზე ჩვეულებრივი მოვლენაა. ბათუმის ავტოსატრანსპორტო კომპანიის შესყიდვების მენეჯერი, ამირან შაქარაძე აცხადებს, რომ დაზიანებულ …

პარკირება – „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ 100 ათას 300 საჯარიმო ქვითარს ყიდულობს

„ბათუმის ავტოტრანსპორტს“ ბათუმში პარკირების წესების დარღვევებზე ავტომანქანის მფლობელების დასაჯარიმებლად შესაბამისი საჯარიმო ქვითრების მარაგი ამ ეტაპისათვის არ გააჩნია. „ავტოტრანსპორტში“ აცხადებენ, რომ დარჩენილი აქვთ იმ რაოდენობის ქვითრები, რაც დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში ეყოფათ და სამსახური ჩვეულ რიტმში აგრძელებს მუშაობას. ორი სახეობის 100 ათას 300 ერთეული საჯარიმო ქვითრის ბეჭდვა-შესყიდვაზე „ბათუმის ავტოტრანსპორტს“ ტენდერი აქვს გამოცხადებული, სადაც წინადადებების მიღება 22 თებერვალს …

დამტვრეული სკამები მუნიციპალურ ავტობუსში [ფოტოამბავი]

დამტრეულ და დაზიანებულ სკამებს ბათუმის მუნიციპალურ ტრანსპორტში ხშირად შეხვდებით, განსაკუთრებით უკვე მოძველებულ ავტობუსებში. ეს ფოტოები დღეს, 2 თებერვალს,  #1 ავტობუსშია გადაღებული –  დაზიანებული სკამი მგზავრებისთვის გამოუყენებელია. ზოგიერთ ავტობუსში სკამის ნაცვლად ნარჩენებია, რომელზე დაჯდომა სახიფათოა, მგზავრი შესაძლოა დაზიანდეს. ბათუმისთვის 40-მდე ახალი ავტობუსის შესაძენად ტენდერი უკვე გამოცხადდა. წინადადებების მიღება 2018 წლის 15 მარტს შეწყდება, შედეგები კი მოგვიანებით გახდება ცნობილი. …

ველოსიპედებისა და ველოტერმინალების რაოდენობა შემცირდება – ბათუმის მერია ბიუჯეტს „უფრთხილდება“

ახალი ველოსიპედის შესაძენად ბათუმის ბიუჯეტიდან 2018 წელს არც ერთი თეთრი არ დაიხარჯება. პირიქით, ბათუმის მერია „ბათუმველოს“ სისტემაში არსებული ველოსიპედების შემცირებას და რამდენიმე ველოტერმინალის გაუქმებას აპირებს. „მოთხოვნა არის შემცირებული,“ – განმარტავენ მერიაში. მოთხოვნის შემცირებას მერია არ უკავშირებს იმას, რომ 2012 წლის შემდეგ „ბათუმველოს“ პარკი არ განახლებულა და ხშირად მომხმარებელს გამართული ველოსიპედის შერჩევა უჭირს. „ვუფრთხილდებით ბიუჯეტს,“ – …

მინები, სარკეები და სავარძლები ახალი ავტობუსების შეძენამდე

„ბათუმის ავტოტრანსპორტი“ საქალაქო ავტობუსებისთვის მინებს, სარკეებსა და მგზავრის სავარძლებს შეიძენს, რისთვისაც 201 640 ლარი აქვს გამოყოფილი. „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ ზონდას მარკის ავტობუსისთვის 240 ერთეულ მინასა და სარკეს მაქსიმუმ 114 440 ლარად, ხოლო მგზავრის 800 სავარძელს [Zonda BUS და FAW CA6100D248-2 მარკის საქალაქო ავტობუსებისთვის] – 87 200 ლარად შეისყიდის. „ავტოტრანსპორტმა“ შესაბამისი ტენდერები უკვე გამოაცხადა. ტენდერებში გამარჯვებულ[ებ]მა საქონლის მიწოდება …

ბათუმში მუნიციპალურ ავტობუსს ავტომანქანა დაეჯახა

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, N1 სამარშრუტო ხაზზე მოძრავ მუნიციპალურ ავტობუსს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. რამდენიმე წუთით შემთხვევის ადგილზე შეზღუდული იყო ტრანსპორტის გადაადგილება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. „დამნაშავე მძღოლი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად დაჯარიმდება,“ – აცხადებენ შსს-ში. „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორის, ბადრი ფარტენაძის თქმით, „საპატრულო პოლიციამ ავტობუსის მძღოლი გაამართლა და ტრანსპორტმა მოძრაობა გააგრძელა“.      

ბათუმისთვის ელექტროავტობუსების შეძენის საკითხი გადაიდო

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებს სულ ცოტა 25 ახალი, დიზელზე მომუშავე ავტობუსი უნდა დაემატოს. მიუხედავად იმისა, რომ ავტოპარკის განახლებაზე საუბარი რამდენიმე წელია მიდის, ახალი ავტობუსების შესაძენად ტენდერი ამ დრომდე არ გამოცხადებულა. „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ ამბობენ, რომ ტექნიკურ დოკუმენტაციას ამჯერად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი [EBRD] სწავლობს, ტენდერს კი ბანკისგან მიღებული საბოლოო დოკუმენტების საფუძველზე გამოაცხადებენ. EBRD-ისგან „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ „საბოლოო ტექნიკურ დოკუმენტაციას“ ერთ …

საქალაქო ტრანსპორტი შეცვლილი გრაფიკით – როდის გამოჩნდება ახალი ავტობუსები ბათუმში

ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტი 16 სექტემბრიდან ე.წ. ზამთრის გრაფიკზე გადავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ავტობუსები საღამოს ნაკლებ რეისებს შეასრულებენ და მუშაობას გაცილებით ადრე დაამთავრებენ. როგორც ერთ-ერთმა მძღოლმა გვითხრა, ზამთრის გრაფიკზე გასულ წელს, 14 სექტემბერს გადავიდნენ, თუმცა შარშან ერთი რეისით მეტს ასრულებდნენ, ვიდრე ახლა, რეისების რაოდენობა კი პირდაპირ აისახება მათ ანაზღაურებაზე: „რაც უფრო მეტს ვმუშაობთ, ანაზღაურებაც მეტი გვაქვს. …

ბათუმისთვის ახალი ავტობუსების შეძენის საკითხი გადაწყვეტილია

„ბათუმის ავტობუსების პროექტის“ დასაფინანსებლად სესხისა და გრანტის მიღების საკითხი ფაქტობრივად გადაწყვეტილია. „ბათუმელების“ ინფორმაციით, საუბარია 500 ათასი ევროს ოდენობის სესხზე და 1,5 მილიონი ევროს გრანტზე. ამ თანხით ბათუმისთვის ახალი ავტობუსების შეძენა იგეგმება. ბათუმის მერიაში ავტობუსების პროექტთან დაკავშირებით დეტალებს არ ახმაურებენ. საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს [EBRD] შორის საგრანტო და სასესხო შეთანხმებების ტექსტების მიღების მიზნით მოლაპარაკებები …

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორი კერძო სექტორში გადავიდა სამუშაოდ

შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორმა პაატა დუმბაძემ პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა. პაატა დუმბაძე ამ ინფორმაციას ადასტურებს და განმარტავს, რომ თანამდებობის დატოვების მიზეზი ახალი სამსახური, კერძოდ, მისი შპს „თეგეტა მოტორსის“ ბათუმის ფილიალის დირექტორად დანიშვნა გახდა. „თეგეტა მოტორსის“ ბათუმის ფილიალის დირექტორად მუშაობდა ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვიც 2014 წლამდე, ვიდრე ის ბათუმის მერიაში მერის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნებოდა.

მგზავრობის საფასური და შეღავათები ბათუმის მუნიციპალურ ტრანსპორტში 

ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანისას სამგზავრო ტარიფების, ფასდაკლების სისტემის და მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ ბათუმის საკრებულომ ახალი დადგენილება დაამტკიცა. შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორის, პაატა დუმბაძის განცხადებით, დადგენილების მიღება აუცილებელი გახდა იმისთვის, რომ მოქალაქეებმა, რომლებსაც ეკუთვნით შეღავათიანი მგზავრობა, სამგზავრო პლასტიკური ბარათები ყოველგვარი ცნობის წარდგენის გარეშე აიღონ უშუალოდ იმ ბანკში, რომელთანაც კონტრაქტი აქვს გაფორმებული „ბათუმის …

მეტრომანის ბარათით ბათუმის მუნიციპალურ ტრანსპორტშიც ისარგებლებთ

ბათუმის მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურს მეტრომანის ბარათითაც გადაიხდით. ასეთი ბარათით სარგებლობა საქართველოს ორ ქალაქშია შესაძლებელი, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტი მოძრაობს – თბილისსა და ბათუმში [რაც შეეხება რუსთავს, იქ ამ ბარათით ვერ ისარგებლებთ, ქვეყნის სხვა ქალაქებში კი მუნიციპალური ტრანსპორტის სისტემა არ აქვთ]. სიახლე, რომელიც უკვე მოქმედებს ბათუმში, გადახდის სისტემის ცვლილებას უკავშირდება. ამ ახალი სისტემით, მგზავრობის საფასურის გადახდა „ლიბერთი …

მუნიციპალურ ავტობუსებში ახალი საბილეთო სისტემა მაისიდან ამოქმედდება

მუნიციპალურ ტრანსპორტში ახალ საბილეთო ელექტროსისტემაზე სრულად გადასვლის ვადა მაისამდე გადაიწია. ახალი სისტემით, მგზავრობის საფასურის გადახდა „ლიბერთი ბანკის“ პლასტიკური ბარათების ნაცვლად, ახლა  სპეციალური სატრანსპორტო და „საქართველოს ბანკის“ პლასტიკური ბარათებით იქნება შესაძლებელი. შპს “ავტოტრანსპორტის” ინფორმაციით, „ლიბერთი ბანკის“ ელექტრონული ბარათით სარგებლობა ახალი სისტემის პარალელურად, მგზავრთა მოთხოვნით კიდევ ორი თვე იქნება შესაძლებელი. ყველა მუნიციპალური ავტობუსის ასასვლელში უკვე დამონტაჟებულია ბარათის ახალი …

მუნიციპალურ ტრანსპორტში სავარძლებს ცვლიან

მუნიციპალურ ტრანსპორტში დაზიანებულ სავარძლებს ახლით ჩაანაცვლებენ. შპს ,,ბათუმის ავტოტრანსპორტი“-ს ინფორმაციით, ავტობუსებში დაზიანებული სავარძლები ეტაპობრივად შეიცვლება: „ახალი სავარძლები არის ერთი მთლიანი კონსტრუქციის, რაც შეამცირებს ვანდალური ფაქტების რაოდენობას და ამასთანავე დაფარულია რბილი ტყავის შემცვლელი მატერიით, რაც მგზავრობას კიდევ უფრო კომფორტულს გახდის“. „ბათუმის ავტოტრანსპორტმა“ სავარძლების შეძენაზე ტენდერი მაისის თვეში გამოაცხადა, საწყისი სატენდერო თანხით – 118 400 ლარი. ხელშეკრულება გამარჯვებულ …

118 ათასი ლარის სავარძლები ბათუმის საქალაქო ავტობუსებისთვის

„ბათუმის ავტოტრანსპორტი“  Zonda BUS და FAW CA6100D248-2 მარკის საქალაქო ავტობუსებისთვის მგზავრის სავარძლების შეძენას გეგმავს. 800 სავარძლის შეძენაზე „ავტოტრანსპორტმა“ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა, სატენდერო თანხა – 118 400 ლარია. „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ ავტობუსებისთვის ასევე შეიძენს 550 კომპლექტ საბურავს, რისთვისაც ჯამში, მაქსიმუმ 227 500 ლარის გადახდას აპირებს. რაც შეეხება ავტობუსების ახლით ჩანაცვლებას, ბათუმის მერიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის …

№11 ავტობუსი 1-2 მაისს მგზავრებს უფასოდ მოემსახურება

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულისა და მიცვალებულთა მოხსენიების დღესთან დაკავშირებით,  პირველ და 2 მაისს, მუნიციპალური ტრანსპორტის №11 სამარშრუტო ხაზი  მოსახლეობას უფასოდ მოემსახურება.

მუნიციპალური ავტობუსების ახლით ჩანაცვლებას ბათუმის მერია სრულად ვერ ახერხებს

რა ტიპის საწვავის, გაბარიტებისა თუ ტექნიკური მონაცემების მქონე ავტობუსები იქნება ბათუმისთვის ოპტიმალური? – ბათუმის მერიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის [EBRD] მიერ დაქირავებული კონსულტანტების დასკვნას ელოდებიან, რის მიხედვითაც მუნიციპალიტეტისთვის ახალი ავტობუსები უნდა შემოიტანონ, თუმცა, ამით მოძველებული ავტობუსების მეხუთედის ჩანაცვლებაც კი ვერ მოხერხდება. „როგორც კი დასკვნა დაიდება, მერე გვეცოდინება დეტალები, თუმცა არის საუბარი ასე – ალბათ …

„ბათუმის ავტოტრანსპორტი“ „გაზპრომის“ პროდუქციას შეიძენს

„ბათუმის ავტოტრანსპორტი“ რუსული „გაზპრომის“ პროდუქციას შეიძენს. 92 ათასი ლარის ღირებულების საცხებ-საპოხ მასალებზე ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან 31 დეკემბრამდე უნდა გაფორმდეს. სატრანსპორტო საშუალებებისთვის საჭირო საცხებ-საპოხი მასალების შესყიდვაზე ტენდერი „ბათუმის ავტოტრანსპორტმა“ 2015 წლის 10 დეკემბერს გამოაცხადა, სავარაუდო ღირებულებით – 110 780 ლარი. ტენდერში სამი კომპანია მონაწილეობდა: „ჯენტო ტრეიდინგი“ [საბოლოო ფასი – 105 900 ლარი],  „თეგეტა მოტორსი“ [96 585 ლარი] და …

Exit mobile version