„ბათუმელებსა“ და „ნეტგაზეთს“ მკითხველებმა ივლისში 8 000 ლარი შემოსწირეს

2026 წლის ივლისში „ბათუმელებსა“ და „ნეტგაზეთს“ მკითხველმა, მხარდაჭერის კამპანიის ფარგლებში, 8 ათასი ლარი შემოსწირა. მადლობა ჩვენს გამომწერებს, რომლებიც მზად არიან მთელი წელი იყვნენ ჩვენთან ერთად და მადლობა ჩვენს ერთჯერად მხარდამჭერებს! ჩვენც კვლავ რთულ პირობებში გვიწევდა მუშაობა — მუდმივი წნეხისა და საფრთხეების ფონზე, მაგრამ ამავე დროს თქვენი მხარდაჭერით გამხნევებულებს. მადლობა, რომ ამ ბრძოლაში მარტო არ გვტოვებთ. …

„ბათუმელები|ნეტგაზეთის“ ანგარიშებს ინკასო მოეხსნა – მხარდაჭერის კამპანია გრძელდება

დღეს, 26 ივნისს, ზუსტად ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ გადასარჩენად მხარდაჭერის კამპანია დავიწყეთ და მკითხველებს მოვუწოდეთ, თუნდაც თვეში ერთი ლარით გახდნენ ჩვენი დონორები. ერთი თვის თავზე გვინდა მკითხველებს კამპანიის პირველი შედეგების შესახებ მივაწოდოთ ინფორმაცია: მხარდაჭერის პლატფორმის გახსნიდან რამდენიმე დღეში, ჩვენი მკითხველებიდან მიღებული ყოველთვიური და ერთჯერადი შემოწირულობის დამსახურებით, “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” საბანკო …

„სანამ ბათუმელები და ნეტგაზეთი არსებობს, გვიან არ იქნება“ – თამთა კახაბერიძე

ავტორი: თამთა კახაბერიძე, ჟურნალისტი ______________________________ -„აბა, მოიფიქრე ვისი ხმა გინდა ისმოდეს შენს პირველ სტატიაში?“ – მკითხა ნანამ. მოვიფიქრე. სოფელში მცხოვრები ახალგაზრდების. 13 წლის ვიყავი. ნანა კვაჭაძე, „ბათუმელების“ ნიუსრუმის რედაქტორი, მაშინ ჩემი მასწავლებელი იყო „ბათუმელების“ მედიასკოლაში. სანამ სტატიის დაწერას დამავალებდა, ამიხსნა, რომ ჟურნალისტის ფუნქცია საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდების გარდა, იმ მოქალაქეების ხმის გაჟღერებაა, ვისაც რაიმე პრობლემა …

„ჩვენ ვრჩებით. ისევ თქვენი ხმა ვართ და თქვენ – ისევ ჩვენი ძალა“ – ეთერ თურაძე

ავტორი: ეთერ თურაძე, „ბათუმელების“ მთავარი რედაქტორი ______________________________________________________ დაუჭირეთ მხარი „ბათუმელებსა“ და „ნეტგაზეთს“ აქ.  ხულოში ახალგაზრდა ქალს ჩაგრავდა მთავრობა, რასაც ადგილობრივი საზოგადოება თვალს არიდებდა. ამ ქალის შესახებ ქვეყანას შევატყობინეთ. მისი ცხოვრება შეიცვალა. ბათუმში ობოლ ბავშვებს ვერ ხედავდა სახელმწიფო. ისინი ვაჩვენეთ საზოგადოებას. მათი ცხოვრებაც შეიცვალა. ზუგდიდში შშმ კაცს და დაუძლურებულ ქალს აბუჩად იგდებდა ის, ვისაც მათი დაცვა …

გადაარჩინე „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“ თვეში 1 ლარიდან – მხარდაჭერის კამპანია

2026 წლის 26 მაისს, ჩვენი გამოცემა, „ბათუმელები“, რომელიც ორ ონლაინ მედიას, „ბათუმელებსა“ და „ნეტგაზეთს“ აერთიანებს, 25 წლის გახდა. გაზეთ „ბათუმელების“ პირველი ნომერი 2001 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გამოვიდა. დაარსებიდან 25 წლის შემდეგ ვიწყებთ კამპანიას „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ გადასარჩენად. დღეიდან ჩვენს ვებგვერდებზე ნახავთ მხარდაჭერის ღილაკს, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ მხარი დაგვიჭიროთ თვეში 1, 5 ან …

,,ნეტგაზეთის” რეპორტიორის სხდომა გახსნისთანავე გადაიდო

დღეს, 27 მარტს, ჩანიშნული ,,ნეტგაზეთის” რეპორტიორის, მარიამ ძიძარიას სასამართლო სხდომა გახსნიდან რამდენიმე წუთში გადაიდო. მოსამართლე თორნიკე კაპანაძეს მომდევნო სხდომის თარიღი ჯერ არ განუსაზღვრავს. სხდომის გადადების შუამდგომლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, თინათინ კაჭკაჭიშვილმა დააყენა. მისი თქმით, სჭირდებათ დრო დამატებითი მტკიცებულებების მოსაპოვებლად. ძიძარიას ადვოკატმა, ნიკა სიმონიშვილმა განმარტა, რომ სამართალდარღვევის ოქმი დაახლოებით თვე-ნახევრის წინ არის შედგენილი. მისთვის გაუგებარია, …

ომბუდსმენმა „ბათუმელების“ საქმეზე ბათუმის მერიას დარღვევა დაუდგინა

„სახეზეა ჟურნალისტის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა“, – აღნიშნულია სახალხო დამცველის წერილში, რომელიც „ბათუმელების“ ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის შეზღუდვას ეხება. საუბარია 2025 წლის 12 თებერვალს მომხდარ შემთხვევაზე: უსახლკაროების საკითხზე ბათუმის მერიაში გამართულ შეხვედრაზე „ბათუმელები“ არ დაუშვეს. ამ შეხვედრას ესწრებოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია. „წინამდებარე საქმეში, 2025 წლის 12 თებერვალს, „ბათუმელების“ ჟურნალისტ ჯაბა ანანიძეს შესაძლებლობა არ მიეცა, ქ. ბათუმის …

მკითხველის მხარდაჭერით „ბათუმელები/ნეტგაზეთმა“ დაფარა დავალიანების ძირი თანხა

დღეს, 22 ივლისს, „ბათუმელებმა“ გადაიხადა 47 ათასი ლარი. სწორედ ამ ოდენობის დავალიანება – ძირი თანხა – ჰქონდა ორგანიზაციას ბიუჯეტის წინაშე. „ბათუმელებმა“ ამ დავალიანების დაფარვა მოახერხა მკითხველის მხარდაჭერით. დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. ამ ეტაპზე „ბათუმელებს“ გადასახდელი დარჩა ძირ თანხაზე დარიცხული საურავი და ჯარიმა: საურავი 126 ათასი ლარი და ჯარიმა – 109 ათასი ლარი. ინკასო, როგორც ინსტრუმენტი ხელისუფლებამ …

“ოცნება“ მის ხელთ არსებულ ფინანსურ ბერკეტს კრიტიკული მედიის შესავიწროებლად იყენებს” – ქარტია

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შემოსავლების სამსახურის მიერ  შპს „გაზეთი ბათუმელების“ ანგარიშებზე ინკასოს დადებას ეხმაურება. ქარტიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „ბათუმელები“ ადასტურებს, რომ ამ ეტაპზე მისი დავალიანება ბიუჯეტის მიმართ ძირი თანხის სახით 47 ათას ლარს, საურავის სახით 126 ათას ლარს, ხოლო ჯარიმის სახით 109 ათას ლარს შეადგენს. გამოცემას სახელმწიფოს წინაშე დავალიანება აღიარებული ჰქონდა და იხდიდა თანხას მის …

ქარტია ეხმიანება „ბათუმელების“ ჟურნალისტის მერიაში გამართულ შეხვედრაზე არ შეშვების ფაქტს

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმიანება „ბათუმელების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დღეს, 12 თებერვალს, ბათუმის მერიის შენობაში მიმდინარე საჯარო შეხვედრაზე გასაშუქებლად არ შეუშვეს „ბათუმელების“ ჟურნალისტი ჯაბა ანანიძე. „12 თებერვალს, „ბათუმელების“ ჟურნალისტი ჯაბა ანანიძე ბათუმის მერიის დაცვის პოლიციამ მერიის შენობაში იმ კომისიის საჯარო სხდომაზე დასასწრებად არ შეუშვა, რომელიც უსახლკაროების საკითხს განიხილავდა. შეხვედრას ბათუმის მერი, ბათუმის …

„მზია ციხეშია, მაგრამ მისი ხმა ისმის ისე ხმამაღლა, რომ ყველას სწვდება“ – „ბათუმელების“ მანიფესტი

„ბათუმელების“ მანიფესტი „ახალი თეატრის“ წარმოდგენაზე ბათუმში, 1 თებერვალს. ___________________________________________ „ჩვენ დღეს აქ არ უნდა ვიყოთ, მაგრამ აქ ვართ, რადგან წარმოვადგენთ გამოცემა „ბათუმელებს“, რომელიც მზია ამაღლობელმა დააარსა. ბათუმში, ამ ადგილიდან ორიოდე კვარტლის დაშორებით „ბათუმელების“ რედაქციაა. დღეს ამ რედაქციის აივანზე დიდი ბანერია გადმოფენილი, რომელზეც წერია – „თავისუფლება მზიას“. ვერასდროს წარმოგვედგინა, რომ ამ მოთხოვნის გაჟღერება მოგვიწევდა, ვერ წარმოგვედგინა, …

„ბათუმელების“ ოპერატორს მობილურიდან ყველა მასალა წაუშალეს დაკავების შემდეგ

„12 იანვარს საპროტესტო აქციის გადაღების დროს დამაკავეს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მითითებით, მას შემდეგ, რაც დგებუაძეს ვუთხარი, რომ „ბათუმელების“ თანამშრომელი ვიყავი,“ – ასე იხსენებს „ბათუმელების“ ოპერატორი გურამ მურვანიძე მისი დაკავების მიზეზს საპროტესტო აქციაზე. გურამ მურვანიძე საგამოძიებო უწყებებში ჩივის მისთვის პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლაში და პირადი მონაცემების უკანონო მოპოვებაზე. გურამ მურვანიძის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. …

“ბათუმელებისა” და ნეტგაზეთის განცხადება

“ბათუმელების” ოპერატორის, გურამ მურვანიძის უკანონო დაკავებისა და მისი ჟურნალისტური საქმიანობის აშკარა ხელშეშლის შესახებ ბათუმელები/ნეტგაზეთი განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს, მხარდამჭერებს, პარტნიორებს მიმართავს: 12 იანვარს, დაახლოებით 21:20 საათზე, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმდინარე აქციის გაშუქებისას, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, დააკავეს გურამ მურვანიძე. იგი გადაიყვანეს ფოთის წინასწარი დაკავების იზოლატორში და ადვოკატთან შეხვედრის უფლება მხოლოდ 13 იანვარს, დაახლოებით დილის 6 …

რა სურს ამომრჩეველს? – 20 ამბავი „ბათუმელებისგან“

მოამზადა ნათია კაპანაძემ ___ ხვალ, 26 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის არჩევნები გაიმართება. საქართველოს მოქალაქეები ოთხი წლის ვადით 150 დეპუტატს აირჩევენ პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე. წინასაარჩევნო პროცესი 2024 წლის 27 აგვისტოს დაიწყო და გაგრძელდება 25 ოქტომბრის ჩათვლით. ამ მნიშვნელოვან პერიოდში ხელისუფლება მედიასთან ბოიკოტის რეჟიმში რჩებოდა.  როცა ხელისუფლების წარმომადგენლები მედიასთან კომუნიკაციას თავს არიდებდნენ, მკითხველი კიდევ უფრო აქტიურად ინტერესდებოდა …

ამ კანონით ქვეყანა მიგყავთ რუსეთისკენ, ეს არის ღალატი – „ბათუმელების“ მთავარი რედაქტორი პაპუაშვილს

„თქვენ გინდათ მიმაწებოთ აგენტის იარლიყი და თქვენ ამას ვერ ეღირსებით“ – ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს დღეს, 25 აპრილს, ბათუმში ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე გაზეთ „ბათუმელების“ მთავარმა რედაქტორმა, ეთერ თურაძემ. „ასლან აბაშიძის პერიოდიდან მოყოლებული ვმუშაობ როგორც ჟურნალისტი და მხოლოდ ამ ხელისუფლების პირობებში მომიხდა, რომ ვიყო არა კითხვის დამსმელი, არამედ ოპონირება გაგიწიოთ, იმიტომ, რომ თქვენ, …

10 ყველაზე პოპულარული სტატია „ბათუმელებზე“ 2022 წელს

რას კითხულობდნენ 2022 წელს ყველაზე ხშირად „ბათუმელებზე“? – წლის ბოლოს ტრადიციულად წარმოგიდგენთ წლის 10, ყველაზე რეიტინგულ სტატიას batumelebi.ge-ზე. 1. რა მოხდება, თუ გაქირავებულ ბინას ვეღარ იბრუნებ და საკეტს გამოცვლი ყველაზე ხშირად 2022  წელს „ბათუმელებზე“ მკითხველები ამ სტატიას კითხულობდნენ. რა არის კანონიერი გამოსავალი, როცა გაქირავებულ ბინას უკან ვეღარ იბრუნებ? – სწორედ ამ თემაზე ესაუბრა „ბათუმელები“ იურისტ …

„ბათუმელებმა“ წელს 3 პრიზი მიიღო ქარტიის კონკურსში

„ბათუმელების“ გამოცემების: batumelebi.ge-სა და netgazeti.ge-ს ჟურნალისტებმა დღეს, 24 დეკემბერს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამი პრიზი მიიღეს სხვადასხვა ნომინაციაში. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ახალ ნომინაციაში – „ხალ­ხის რჩე­უ­ლი“, რომლის თემა წელს რუსეთ-უკრაინის ომის გაშუქება იყო,  გაიმარჯვა „ბათუმელების“ მიერ მომზადებულმა სტატიამ – „რა არის შენი სუპერძალა – მე უკრაინელი ვარ“ – | რეპორტაჟი უკრაინიდან“,  ავტორი – მანანა ქველიაშვილი. …

„მოგზაური ბიბლიოთეკის“ მოგზაურობა დიდაჭარასა და ღორჯომში

„მოგზაურმა ბიბლიოთეკამ“ რეპორტიორებთან, მოხალისეებთან და ბლოგერებთან ერთად  აჭარის მაღალმთიან სოფლებში ვიზიტები დაიწყო.   პროექტის მხარდამჭერების დახმარებით, მაღალმთიანი აჭარის 28 სოფელმა უკვე მიიღო ახალი წიგნები, განახლდა 17 სასოფლო და 11 სასკოლო ბიბლიოთეკის ფონდი.  პირველი ვიზიტი 23 ნოემბერს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდაჭარაში შედგა. როგორც აღმოჩნდა, აქაურ მკითხველებს უკვე დაუწყიათ „მოგზაური ბიბლიოთეკის“ მიერ ჩატანილი ახალი წიგნების კითხვა:  „ყუთების გახსნისთანავე, …

კონკურსი მოსწავლეებისთვის მედიაწიგნიერების საკვირაო სკოლაში მისაღებად 

გაზეთი „ბათუმელები“ „ბათუმის ამერიკულ კუთხესთან“ ერთად აცხადებს კონკურსს სკოლის მოსწავლეებისათვის მედიაწიგნიერების საკვირაო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად. მედიაწიგნიერების საკვირაო სკოლის  მსმენელები 2 თვის განმავლობაში გაივლიან კურსს ჟურნალისტიკასა და მედიაწიგნიერებაში. მედიაწიგნიერების საკვირაო სკოლის მონაწილეები ისწავლიან ახალი ამბებისა და ვიდეო/ფოტომასალის მომზადებას, ინტერვიუს ჩაწერას, ციფრული მედიის სპეციფიკას, მედიაწიგნიერების ისეთ საკითხებს, როგორიცაა ყალბი ინფორმაციის იდენტიფიცირება და ა.შ. პროგრამის მონაწილეები თავად მოამზადებენ …

აქცია „ბათუმელების“ მხარდასაჭერად

დღეს, 13 ოქტომბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე ხელვაჩაურის მერის – ჯუმბერ ვარდმანიძის მიერ „ბათუმელების“ ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტი გააპროტესტეს. სოლიდარობის აქციაზე შეიკრიბნენ ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. სოლიდარობის აქცია Batumelebi.ge-ზე 12 ოქტომბერს გამოქვეყნებულ სტატიაში – „მილიონიანი უკანონო მშენებლობა, არჩევნები და უშვერი გინება – 3 ამბავი ხელვაჩაურის მერზე“ გამოყენებულ აუდიოჩანაწერს მოჰყვა, რომელშიც ისმის ჟურნალისტის მისამართით ხელვაჩაურის …

იტალიელი და აზერბაიჯანელი მწერლები ზემო აჭარაში ლიტერატურულ ფესტივალში მიიღებენ მონაწილეობას

19-22 სექტემბერს ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში  ლიტერატურული ფესტივალი „ზე-კართან“ გაიმართება. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ იტალიელი, აზერბაიჯანელი და ქართველი მწერლები, გამომცემლები და კარიკატურისტები. იტალიელი მწერალი დომენიკო პოლიტო, მხატვარი ალესანდრო ალეგრა, აფაგ მესუდა გამომცემელი და მწერალი აზერბაიჯანიდან, მწერალი და მთარგმნელი იმირ მამედლი, ასევე აზერბაიჯანიდან და კარიკატურისტი – კემო საქართველოდან. ასეთია წელს ფესტივალში მონაწილეთა შემადგენლობა. საფესტივალო დღეებში ჩატარდება საჯარო …

იყიდე, წაიკითხე, აჩუქე… ჩაერთე „ბათუმელების“ & „ნეტგაზეთის“ გაძლიერების კამპანიაში

რატომ უნდა გააძლიეროთ პირადად თქვენ „ბათუმელები“ & „ნეტგაზეთი“? – იმიტომ, რომ ჩვენ უკვე არაერთი წელია ვიძიებთ, ვამოწმებთ ინფორმაციებს და თქვენ გაწვდით ამბებს, ისტორიებს, რომლებიც გავლენას ახდენენ ჩვენს ცხოვრებაზე, ადამიანებზე, რომელთა უფლებები ირღვევა და პირებზე და სისტემებზე, რომლებიც მოქალაქეების უფლებებზე ახდენენ გავლენას. ამ პროცესში ჩვენ სრულიად დამოუკიდებლები ვართ – ჩვენი გამოცემების მფლობელები არ არიან მილიონერი, მილიარდერი ბიზნესმენები …

Tbilisi Open Air-ის 6 ბილეთი ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის – გათამაშება

„ბათუმელები“/netgazeti.ge აწყობს საჩუქრების საზაფხულო გათამაშებას სტუდენტებისთვის. გათამაშებაში მონაწილეობა შეუძლიათ ბაკალავრიატის საფეხურის იმ სტუდენტებს, რომლებიც დარეგისტრირდებიან ახალგაზრდა მკითხველთა ბაზაში და პერიოდულად მიიღებენ მონაწილეობას გამოკითხვა-გათამაშებებში. პირველ ეტაპზე გადათამაშდება Tbilisi Open Air 2019 -ის 6 ბილეთი – 21-22-23 ივნისი. სტუდენტებისთვის სეზონური საჩუქრების გათამაშება არის ჩვენი ახალი პროექტის იდეის ერთი ეტაპი. ჩვენი ამოცანაა, გავიგოთ სტუდენტების საჭიროებებისა და ინტერესების შესახებ, რათა შევქმნათ მათთვის სასარგებლო …

წიგნი ეპოქაზე, როცა ჩოლოქს გაღმა რუსი სალდათი იდგა და გამოღმა ოსმალო ასკერი

“უცნობი ძველი აჭარა” ასე ჰქვია წიგნს, რომლის პრეზენტაციაც 19 ოქტომბერს, თბილისში გაიმართა. წიგნი ძველ აჭარაზე მოგვითხრობს. მის ფურცლებზე შეხვდებით პირველ მოგზაურებს, რომლებმაც ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის აჭარაში იმოგზაურეს. წიგნი მოგვითხრობს აჭარაში მცხოვრებ ადამიანებზე  და იმ ტრადიციებზე, რომლითაც ეს ადამიანები ცხოვრობდნენ. ეს არის წიგნი, რომელიც წარსულში გამოგზაურებთ. მასში ნახავთ უნიკალურ ფოტომასალას, რომლის დიდი ნაწილი აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის …

მომზადებულია ოფიციალურ დოკუმენტზე დაყრდნობით – „ბათუმელები“ მერიის პრეტენზიაზე 

24 იანვარს, გვიან ღამით, ბათუმის მერიამ თავის ფეისბუქგვერდზე „ბათუმელებში“ გამოქვეყნებული სტატიის – „ნებართვაგაცემული და დაგეგმილი მშენებლობები ძეგლის დაცვის ზონაში“ – საპასუხოდ   განცხადება გაავრცელა. განცხადებით მერია მოუწოდებს მედიას და, მათ შორის „ბათუმელებს“, გადამოწმების გარეშე არ გაავრცელონ ისეთი ინფორმაცია, რომელიც მკითხველს შეცდომაში შეიყვანს. ინფორმაცია, რასთან დაკავშირებითაც პრეტენზია აქვს თვითმმართველ ორგანოს, „ბათუმელებმა“ 2017 წლის 25 დეკემბერს წერილობით გამოითხოვა …

„ბათუმელების“ ათი სტატია, რომლებსაც წელს ყველაზე მეტი მკითხველი ჰყავდა

„ბათუმელები“ ვებგვერდის – batumelebi.ge-ს წლის სტატისტიკურ მონაცემებს წარმოგიდგენთ. 2017 წელს ყველაზე ხშირად მკითხველებმა ეს სტატიები წაიკითხეს: ალექსანდრე ჯეჯელავა პედაგოგებს: თუ არ ეყვარებით მოსწავლეებს, აღარ იქნებით ამ თანამდებობაზე საწვავი, ტელეფონის ხარჯი და 16 450 ლარი თანამდებობის პირს, რომელიც სამსახურში არ დადის „გოდერძიზე“ მიღებული ტრავმის შედეგად აჭარის ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გარდაიცვალა ვინ არის „გორელი პატრულის უფროსი“ …

განათლების მინისტრი მოსწავლეებზე: სწავლა რომ უნდოდეთ, YouTube-ზე ნახავდნენ ცდებს და ისწავლიდნენ

„პრობლემა არის, მაგრამ უფრო მოსწავლეების და რატომ. მე ვსწავლობდი საბჭოთა სკოლაში, იქ იყო ლაბორატორია, მაგრამ გვეუბნებოდნენ: „არ შეხვიდეთ, ხელი არ ახლოთო“. ლაბორატორია ვერ მოვა და ბავშვს ვერ ასწავლის, ბავშვს ასწავლის მასწავლებელი და იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს უნდა სწავლა. ბავშვებს სწავლა რომ უნდოდეთ, YouTube-ზე ნახავდნენ ცდებს და იქ ისწავლიდნენ. ბავშვს თუ არ უნდა სწავლა, პედაგოგობა რთულია“ …

საქართველოს რომელ ზღვისპირა კურორტზე აპირებთ დასვენებას? [გამოკითხვა]

მიიღეთ მონაწილეობა „ბათუმელების“ გამოკითხვაში – საქართველოს რომელ ზღვისპირა კურორტზე აპირებთ დასვენებას? თითოეულ მონაწილეს შეუძლია ხმა მისცეს მხოლოდ ერთჯერ. საქართველოს რომელ ზღვისპირა კურორტზე აპირებთ დასვენებას? გამოკითხვა 2016 წლის 16 ივლისამდე გაგრძელდება.

Exit mobile version