რა გჭირდება 6 სექტემბრიდან თურქეთში გადასასვლელად

რა არის საჭირო თურქეთში გადასასვლელად? – ეს კითხვა მოქალაქეებს მას შემდეგ გაუჩნდათ, როცა თურქეთის მთავრობამ ახალი რეგულაციების შესახებ განაცხადა. ახალი წესების მიხედვით, 6 სექტემბრიდან ანუ დღეიდან თურქეთის მთელ ტერიტორიაზე  მოქალაქე ვალდებულია აცრილი იყოს სრულად, ან კორონავირუსით ინფიცირებიდან გასული უნდა იყოს 6 თვე, ან PCR ტესტის უარყოფითი პასუხი უნდა ჰქონდეს, რაც ბოლო 48 საათის განმავლობაშია გაკეთებული. …

თურქეთმა სწავლა სკოლის შენობებში განაახლა

დღეს, 6 სექტემბერს, თურქეთში სწავლა განახლდა სკოლის შენობებში. თურქული მედია იუწყება, რომ დღეიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 18 მილიონი მოსწავლე და 1 მილიონზე მეტი მასწავლებელი დაუბრუნდა სკოლაში პირისპირ სწავლების პროცესს. „ანადოლუს“ ცნობით, თურქეთის მთავრობამ 650 მილიონამდე ლირა გამოყო სკოლებში ნიღბებისა და სადეზინფექციო საშუალებების შესაძენად. სკოლაში სავალდებულო იქნება ნიღბის ტარება მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის, გარდა იმ მოსწავლეებისა, …

დეზინფორმაცია ვაქცინაციას აფერხებს – ბათუმელი ეპიდემიოლოგი

ავტორი: თამარ ჩანჩიბაძე  ბათუმელი ეპიდემიოლოგი ნესტან შერვაშიძე კოვიდ-19-ის პირველი შემთხვევიდან დღემდე ეხმარება ადამიანებს კოვიდის, როგორც თავად ამბობს, „უვერაგესი ვირუსის“ დამარცხებაში. ბევრი კოლეგის მსგავსად, მან თავადაც გადაიტანა კორონავირუსი.   როგორ ექიმი-ეპიდემიოლოგი, ნესტან შერვაშიძე ცდილობს სწორი ინფორმაცია გაავრცელოს ვაქცინაციის შესახებ, იყო ჩართული პროექტში, რომლის ფარგლებშიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და IOCC-ის დახმარებით 200-მდე მუსლიმმა და 100-ზე მეტმა ქრისტიანმა სასულიერო …

აჭარაში დადასტურდა კოვიდის 147 ახალი შემთხვევა

6 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კოვიდის 147 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გასულ 24 საათში აჭარაში 4 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით.  დღეის მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებში 813 პაციენტს მკურნალობენ კოვიდზე, მათგან 37 მძიმე პაციენტია. დღეს, 6 სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსის 1120 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 61 ადამიანი გარდაიცვალა.

დადასტურდა კოვიდის 1120 ახალი შემთხვევა | 6 სექტემბერი

6 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1120 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჩატარდა 16 149 კვლევა ტესტით. გასულ დღე-ღამეში საქართველოში 61 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 120 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 415 შემთხვევა, აჭარაში – 147, იმერეთში – 175, ქვემო ქართლში – 48, შიდა ქართლში – 46, გურიაში – 29, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 94, კახეთში – …

„სინოფარმის“ პირველ დოზაზე რეგისტრაცია დღეიდან შესაძლებელია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეიდან, 5 სექტემბრიდან, უკვე შესაძლებელია „სინოფარმის ვაქცინის პირველ დოზაზე რეგისტრაცია“. უწყების ინფორმაციით, „მოქალაქეებს სასურველი ვაქცინის მიღება შეუძლიათ როგორც booking.moh.gov.ge-ზე დარეგისტირებით, ისე წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ამცრელ პუნქტებში. სინოფარმით ვაქცინაცია შესაძლებელია ვაქცინაციის მოძრავ პუნქტებშიც“. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა, რომ  საქართველოში „სინოფარი“ შემოვა მომავალი კვირის ბოლოს. …

კორონავირუსის 2210 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 5 სექტემბერი

ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2210 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 74 პაციენტი. stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 5587 ადამიანი, 5 სექტემბრის მდგომარეობით, კარანტინის რეჟიმშია 105 პირი, სტაციონარში – 7019, ხოლო კლინიკურ სასტუმროებში – 2415.

ბათუმში კორონავირუსით კიდევ 8 ადამიანი გარდაიცვალა – 5 სექტემბერი

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 223 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 8 ადამიანი. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, კლინიკებში 5 სექტემბრის მდგომარფეობით, მკურნალობს 815 პაციენტი, მათ შორის, მართვით სუნთქვაზეა 41. ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარის რეგიონში გამოჯანმრთელდა 326 ადამიანი, კოვიდსასტუმროშია 896 პირი, ხოლო ონლაინ კლინიკაში – 5185.  

კორონავირუსის 212 ახალი შემთხვევა ბათუმში, გარდაიცვალა – 6 ადამიანი

ბოლო 24 საათში ბათუმში კორონავირუსით 6 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა covid 19-ის 212 ახალი შემთხვევა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, 4 სექტმებრის მონაცემებით, კლინიკებში მკურნალობს 853 პაციენტი, ხოლო მართვით სუნთქვაზეა 42 პაციენტი. ბოლო 24 საათის განმავლობაში სულ გამოჯანმრთელდა 533 პაციენტი, კოვიდსასტუმროშია 925 ადამიანი, ხოლო ონლაინ კლინიკაში – 5195.  

კორონავირუსით კიდევ 83 ადამიანი გარდაიცვალა – 4 სექტემბერი

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 83 ადამიანი გარდაიცვალა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2684 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 2695. 4 სექტემბრის მდგომარეობით სტაციონარში რჩება 7061 ადამიანი, კარანტინის რეჟიმშია 102, ხოლო კლინიკურ სასტუმროებშია – 2453 პირი.

ახალი რეგულაციები თურქეთში – საელჩო საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

საქართველოს საელჩო თურქეთში თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ახალი რეგულაციების შესახებ აფრთხილებს. საელჩოს თანახმად, 6 სექტემბრიდან თურქეთში ახალი რეგულაციები ამოქმედდება. საელჩოს განცხადებას გთავაზობთ უცვლელად: „თურქეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021 წლის 6 სექტემბრიდან, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით წესდება ახალი შეზღუდვები: საქალაქთაშორისო მგზავრობისას, მათ შორის თვითმფრინავით, ავტობუსით, მატარებლით ან სხვა ნებისმიერი საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებისას, მოქალაქე ვალდებულია …

ბათუმელი მუსიკოსი კახა მელაძე კოვიდით გარდაიცვალა

კორონავირუსით მუსიკოსი კახა მელაძე გარდაიცვალა. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, მას ცოტა ხნის წინ დედაც დაეღუპა კორონავირუსით. კახა მელაძე ბათუმის სიმფონიური ორკესტრის წამყვანი მუსიკოსი და ფლეიტისტი იყო. ასევე არაერთი  მუსიკალური ბენდის სოლისტი და მომღერალი. „გარდა იმისა, რომ ფლეიტაზე უკრავდა, ძალიან კარგი მომღერალიც იყო, მთელი ცხოვრება მიუძღვნა ბათუმს და მუსიკას“, – გვეუბნება ბათუმის ოპერის მომღერალი აჩიკო გოგიტიძე. 3 …

5 გარდაცვლილი, 282 ახალი შემთხვევა – კორონავირუსი აჭარაში

გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით აჭარაში 5 ადამიანი გარდაიცვალა. დროის ამავე პერიოდში გამოვლინდა ინფიცირების 282 ახალი შემთხვევა. აჭარაში მდებარე კლინიკებში კოვიდზე მკურნალობას გადის 842 ადამიანი, კოვიდსასტუმროებში 954, ხოლო ბინაზე მკურნალობს 5 512 ადამიანი. 3 სექტემბერს აჭარაში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 453 ადამიანი.  

86 გარდაცვლილი, 3 034 ახალი შემთხვევა – კორონავირუსი საქართველოში

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით 86 ადამიანი გარდაიცვალა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 3 034 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 3 952 ადამიანი. ბოლო 24 საათში ჩატარდა  36 400 კვლევა, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 21 132, PCR ტესტით – 15 268. დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 8,34%, ბოლო 14 დღის – …

რა მისამართებზე შეიძლება ავტობუსებში კოვიდზე აცრა დღეს ბათუმში

ბათუმში გრძელდება მოქალაქეების აცრა სამგზავრო ავტობუსში მოწყობილ ვაქცინაციის მოძრავ პუნქტებში. დღეს მოძრავ პუნქტში ვაქცინის გაკეთება შესაძლებელი იქნება სამ ადგილას: [checklist] ინასარიძის ქუჩაზე, სავაჭრო ცენტრ “ვილმარტის” მიმდებარე ტერიტორიაზე დავით აღმაშენებლის ქუჩაზე, სავაჭრო ცენტრ “ხოფას” მიმდებარე ტერიტორიაზე აკაკი წერეთლის ქუჩაზე, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე [/checklist] აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ვაქცინაციის პროცესი 11:00 საათზე დაიწყება. დღის განმავლობაში …

კორონავირუსის 295 შემთხვევა დადასტურდა აჭარაში, გარდაიცვალა 12 ადამიანი – 2 სექტემბერი

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 295 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მკურნალობს 7538 პაციენტი, კოვიდკლინიკებშია – 915, კოვიდსასტუმროებშია – 1015, ონლაინკლინიკებში –  5608.  

ბათუმში კოვიდით 20 წლის გოგო დაიღუპა

კორონავირუსით გუშინ ბათუმში 20 წლის გოგო გარდაიცვალა. გასულ კვირას კი მისი ბებია დაიღუპა. გოგო ქედის მუნიციპალიტეტიდან ჩამოიყვანეს 31 აგვისტოს და კლინიკა „მედცენტრში“ მოათავსეს. მას 6 თვის შვილი ჰყავს. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების თქმით, კლინიკაში შეყვანის დროს გოგოს სატურაცია 50 ჰქონდა. „პაციენტი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში, უტარდებოდა პროტოკოლით გათვალისწინებული მკურნალობა… მიუხედავად ჩატარებული ღონისძიებებისა, მდგომარეობა პროგრესიულად მძიმდებოდა, პაციენტი გადაყვანილი …

კოვიდით 81 ადამიანი გარდაიცვალა – 2 სექტემბერი

stopcov.ge-ზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში 81 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით.  ახალი დადასტურებული შემთხვევა ბოლო 24 საათში კი არის 3 212. კორონავირუსით ქვეყანაში მთლიანობაში  7 563 ადამიანი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელებულად მიიჩნევა 502 534 ადამიანი, ბოლო 24 საათში კი – 5 017 ადამიანი. ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით არის – 40 435, მათ შორის ანტიგენის სწრაფი …

სადავეები ხელიდან გაშვებულია – რა გამოსავალს გვთავაზობენ ექიმები ახლა 

დღეს პირველი სექტემბერია და ბათუმის ქუჩებში ამცრელი ბრიგადებიც გამოჩნდნენ, ადამიანებმა უფრო მარტივად, პირდაპირ ქუჩაში ვაქცინაცია რომ შეძლონ. თუმცა რეალობაში, როცა კორონავირუსის გამო ქვეყანაში ყოველდღიურად ათობით ადამიანი კვდება, ჯერ კიდევ მთავარი პრობლემა მითები და ლეგენდებია, რაც უფრო პოპულარულია, ვიდრე ექიმების მოწოდებები. ექიმების ნაწილი ამ პროცესში პირდაპირ ხედავს ხელისუფლების პასუხისმგებლობას. მათი აზრით, არ შეიძლება დეზინფორმაციას ასეთი გასაქანი …

ბათუმში გამოჩნდა ავტობუსები, სადაც კოვიდზე აცრას ატარებენ

დღეს, 1-ელ სექტემბერს, ბათუმის ქუჩებში ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები გამოჩნდა. სამგზავრო ავტობუსებში მოწყობილ ასაცრელ სივრცეებში ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აიცრას. პროექტში სამი კლინიკის – რესპუბლიკური საავადმყოფოს, ბათუმის სამედიცინო ცენტრისა და საზღვაო ჰოსპიტლის ამცრელი ჯგუფებია ჩართული. ისინი მოქალაქეებს ვაქცინაციას დადგენილი წესით აცრიან. იმუნიზაციის პროცესი ერთდროულად რამდენიმე ადგილიდან დაიწყო. ერთი ამცრელი ბრიგადა ინასარიძის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრ …

აჭარაში კორონავირუსის 445 ახალი შემთხვევაა, გარდაიცვალა 8 ადამიანი – პირველი სექტემბერი

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარის რეგიონში კორონავირუსის 445 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 8 ადამიანი. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, კრიტიკულ მდგომარეობაში და მართვით სუნთქვაზე იმყოფება 43 პაციენტი, კლინიკაში მკურნალობს 936 პაციენტი, კოვიდსასტუმროებშია – 1027, ონლაინკლინიკაშია – 5623.  

კორონავირუსის 3886 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 74 ადამიანი – პირველი სექტემბერი

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში ჩატარებული 52 162 ტესტიდან კორონავირუსის 3886 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 74 ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა 4103. დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 7,45%, ბოლო 14 დღის – 9,99%. ამ დროისთვის სტაციონარში მკურნალობს 7393 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში – 2454, კარანტინშია – 111.

„ტოცილიზუმაბი“ პაციენტმა არ უნდა იყიდოს – გაბუნია ძვირადღირებულ წამალზე

დღეს, 31 აგვისტოს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ძვირადღირებული პრეპარატის – „ტოცილიზუმაბის“ ხელმისწავდომობაზე უპასუხა ჟურნალისტების კითხვებს. როგორც პაციენტების ახლობლები წერდნენ სოციალურ ქსელებში, პრეპარატი ძალიან მნიშვნელოვანია კოვიდით დაავადებულთათვის, თუმცა კლინიკებში მათ ეუბნებიან, რომ მედიკამენტი არ აქვთ და საკუთარი სახსრებით უნდა შეიძინონ. მომხმარებლების თქმით, აღნიშნული პრეპარატი შავ ბაზარზე 4 100 ლარი ღირს. ჟურნალისტების კითხვაზე, როგორ უნდა მოიქცეს …

როდის შემცირდება კოვიდით გარდაცვალების შემთხვევები – გამყრელიძის განმარტება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, დღეს, 31 აგვისტოს, გამართული საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ისაუბრა აცრებზე, მოზარდებში კორონავირუსის გავრცელებასა და სიკვდილიანობის შემცირებაზე. „14 წლამდე ბავშვების ინფიცირება გვაქვს 15 პროცენტი, თუ 19 წლამდე ჩავთვლით, ეს არის 20 პროცენტი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. რაც შეეხება სიკვდილიანობის მაჩვენებელს, ამირან გამყრელიძის განმარტებით, სიკვდილიანობა შემცირდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ …

საბავშვო ბაღები 4 ოქტომბრამდე არ გაიხსნება – მთავრობა

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები 4 ოქტომბრამდე მუშაობას ვერ განაახლებენ. შეზღუდვა ეხება როგორც საჯარო, ასევე კერძო საბავშვო ბაღებს და სააღმზრდელო დაწესებულებებს. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 13 სექტემბრამდე შეზღუდვები გაგრძელდება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე.  ხოლო სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები ახალ სასწავლო წელს 15 სექტემბრიდან დისტანციურ რეჟიმში განაახლებენ. დღეს, 31 აგვისტოს, კორონავირუსით ქვეყანაში 79 ადამიანი გარდაიცვალა. მთავრობა მოქალაქეებს …

სკოლებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს დისტანციურად დაიწყება – მთავრობა

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესი სკოლებში 15 სექტემბრიდან დისტანციურ რეჟიმში წარიმართება. ამის შესახებ დღეს, 31 აგვისტოს, განაცხადეს. დღეს ითქვა, რომ დისტანციურად სწავლებას, ჯერჯერობით, 4 ოქტომბრამდე მოიაზრებენ. ანალოგიური რეგულაცია გავრცელდება უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებზეც. მოგვიანებით, განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განმარტა, რომ იმ ქალაქებსა და სოფლებში, სადაც კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი 4 პროცენტზე დაბლა იქნება, სწავლა გაგრძელდება საკლასო …

საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვა 13 სექტემბრამდე გახანგრძლივდა

საკოორდინაციო საბჭოს განცხადებით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვა, რომელიც 4 სექტემბრამდე იყო გათვალისწინებული, 13 სექტემბრამდე გახანგრძლივდება. ამის შესახებ  დღეს, 31 აგვისტოს, განაცხადეს. დღეს საკოორდინაციო საბჭომ სხვა შეზღუდვებზე ისაუბრა. 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში განახლდება სასწავლო პროცესი როგორც სკოლებში, ასევე უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში. სასწავლო პროცესი 4 ოქტომბრამდე შეზღუდულია საბავშვო ბაღებში, როგორც საჯაროში, ასევე …

79 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა კორონავირუსის 4 778 ახალი შემთხვევა – 31 აგვისტო

ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 778 ახალი შემთხვევა დადასტურდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით 79 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსით სულ 7 408  ადამიანია გარდაცვლილი. 31 აგვისტოს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 753 ადამიანი. ბოლო 24 საათში ჩატარდა 43 741 კვლევა, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 31 605, PCR ტესტით …

პატიმრების 66 % ვაქცინირებულია ერთხელ, 55 % ორჯერ – გაბუნია

„გამიჭირდება ამ ციფრის დასახელება, მაგრამ სიტუაცია არის სრულად კონტროლირებადი,“ – უპასუხა დღეს, 30 აგვისტოს, ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ პატიმრების კორონავირუსით ინფიცირებასთან დაკავშირებით. ჟურნალისტებმა მინისტრის მოადგილეს ჰკითხეს, იცოდა თუ რამდენი პატიმარია ინფიცირებული, რადგან ადვოკატების თქმით, ათეულობით პატიმარია კორონავირუსით დაავადებული. პატიმრის კორონავირუსით ინფიცირების შესახებ „ბათუმელებს“ ერთ-ერთი პატიმრის დედაც ესაუბრა. მისი თქმით, პატიმარი უკვე გადაიყვანეს კლინიკაში. …

კლინიკები გადატვირთულია – გაბუნია ეპიდსიტუაციაზე

„შეზღუდვების შემსუბუქების საფუძველი არ გვაქვს. სიტუაცია არის საკმაოდ რთული. კლინიკები გადატვირთულია. თითქმის 8 700-მდეა მობილიზებული საწოლების რაოდენობა, მაქსიმალური დატვირთვით მუშაობს სექტორი. ამიტომ ყველა ის რეგულაცია, რომელიც ძალაშია, უნდა აღსრულდეს მაქსიმალური სიმკაცრით,“ – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ. მინისტრის მოადგილის თქმით, დღევანდელი მონაცემი აჩენს იმედს, რომ სიტუაცია ნელ-ნელა სტაბილიზაციისკენ მიდის. …

რა შემთხვევაში განახლდება სწავლა სკოლებში – თამარ გაბუნიას განმარტება

დღეს, 30 აგვისტოს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ სასკოლო გარემოში სწავლა იმ შემთხვევაში განახლდება, თუკი პედაგოგები აიცრებიან და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესდება. „სასკოლო გარემოში სწავლის განახლება, რა თქმა უნდა, არის ყველაზე სასურველი მოდელი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც ამ მიდგომას მხარს უჭერს. ყველაზე ბოლოს რაც უნდა შეჩერდეს და შეეხოს კოვიდრეგულაცია, არის სწავლა სასკოლო გარემოში, ასე იყო …

აჭარაში კორონავირუსის 247 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 8 ადამიანი – 30 აგვისტო

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 247 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. კოვიდით გარდაიცვალა 8 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 748 პაციენტი. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, აჭარაში მდებარე საავადმყოფოებში 1 012 ადამიანი მკურნალობს კორონავირუსზე, კოვიდსასტუმროში კი – 1 026 ადამიანი. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 915 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 78 ადამიანი.

78 გარდაცვლილი, 1 915 ახალი შემთხვევა – კორონავირუსი საქართველოში

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 915 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 78 ადამიანი. პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსით 7 329 ადამიანი გარდაიცვალა. 30 აგვისტოს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 929 ადამიანი. ბოლო 24 საათში ჩატარდა 21 411 კვლევა, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 12 305, PCR ტესტით – 9 …

სარეკლამო კამპანიისთვის ტურიზმის ადმინისტრაცია 7,9 მილიონს სექტემბრიდან დახარჯავს

სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით პერიოდში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მიზნობრივ ბაზრებზე საერთაშორისო მარკეტინგულ აქტივობებში 7 988 000 ლარს ტენდერის გარეშე დახარჯავს. ადმინისტრაციის ინფორმაციით, ის გეგმავს „როგორც ვირტუალურ, ასევე სტანდატრულ საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობებზე მონაწილეობის მიღებას და საქართველოს კომპლექსური სარეკლამო კამპანიების წარმოებას“. „სამწუხაროდ, პანდემიის შედეგად ტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული სექტორია მსოფლიოში და ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი. ამდენად, მნიშვნელოვანია …

აჭარაში 11 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით, დადასტურდა 385 ახალი შემთხვევა

29 აგვისტოს მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 385 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში გარდაიცვალა 11 პაციენტი. ამ დროისთვის აჭარაში მართვით სუნთქვაზეა 40  პაციენტი. რეგიონის კლინიკებში მკურნალობს 1 007 პაციენტი; კოვიდსასტუმროში – 1252, ხოლო ბინზე [ონლაინკლინიკაში] – 5 788 პაციენტი. 29 აგვისტოს დილის მონაცემებით ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 2 669 ახალი შემთხვევა დადასტურდა; ამავე …

76 გარდაცვლილი და 2 669 ახალი შემთხვევა – კორონავირუსი

29 აგვისტოს დილის მონაცემებით ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 2 669 ახალი შემთხვევა დადასტურდა; ამავე პერიოდში კოვიდით 76 პაციენტი გარდაიცვალა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 25 217 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 027 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 190 PCR ტესტით. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 28 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10,58%, …

Exit mobile version