აჭარაში დადასტურდა კოვიდის 220 ახალი შემთხვევა

დღევანდელი, 14 სექტემბრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 220 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დღევანდელი მონაცემებით, აჭარაში კოვიდის დიაგნოზით 664 პირს მკურნალობენ, მათგან 29 ადამიანი ხელოვნურ სუნთქვაზეა. 13 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.54%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.58% ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.44%.

დადასტურდა 3221 ახალი შემთხვევა, 54 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით

14 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის  3221 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 37717 კვლევა ტესტით. გასულ დღე-ღამეში საქართველოში 54 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით. გასულ 24 საათში 2990 ადამიანი გამოჯანმრთელდა კოვიდისგან. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 221 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 167 შემთხვევა, აჭარაში – 220, იმერეთში – 498, ქვემო ქართლში – 194, …

აჭარაში კოვიდის 120 ახალი შემთხვევა დადასტურდა

13 სექტემბრის მონაცემებით, აჭარაში დადასტურდა კორონავირუსის 120 ახალი შემთხვევა. მთავრობის ცნობით, აჭარის კოვიდსასტუმროებში ამჟამად 714 პაციენტს მკურნალობენ კოვიდის დიაგნოზით, მათგან 35 ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება. რეგიონში 404  ადამიანია კოვიდასტუმროში, ხოლო 19 798 ადამიანი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მკურნალობს საკუთარ სახლში.  13 სექტემბრის მონაცემებით, დღეს საქართველოში დადასტურდა კოვიდის 946 ახალი შემთხვევა, 48 ადამიანი გარდაიცვალა.

კორონავირუსით გარდაიცვალა 48 პაციენტი, დადასტურდა 946 ახალი შემთხვევა – 13 სექტემბერი

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 946 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 48 ადამიანი. stopcov.ge-ის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში სულ 17 192 ტესტი ჩატარდა, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 9 442, PCR ტესტით – 7 750.  12 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.50%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.81% ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.36%. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების …

ხვალ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას განაახლებს

ხვალ, 13 სექტემბერს, საქართველოში მუშაობას განაახლებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ისევე როგორც სხვა საჯარო სივრცეებში, აუცილებელია პირბადის ტარება. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა საქართველოში ერთი თვის წინ, 14 აგვისტოს შეიზღუდა კორონავირუსის ახალი ტალღის გამო.

საქართველომ სინოფარმის 100 000 დოზა საჩუქრად მიიღო

საქართველომ წითელი ჯვრის ეროვნული საზოგადოებისგან „სინოფარმის“ ვაქცინის 100 000 დოზა საჩუქრად მიიღო. ვაქცინა უკვე საქართველოშია. ,,სინოფარმით“ ვაქცინაცია 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის არის ხელმისაწვდომი. ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21 დღის ინტერვალით კეთდება. ჩინური წარმოების „სინოფარმი“ ტრადიციული მეთოდით დამზადებული ვაქცინაა, რომელიც დამზადებულია SARS-CoV-2-ის 19nCoV-CDC-Tan-HB02 შტამისგან. ვაქცინა არ შეიცავს ანტიბიოტიკებსა და კონსერვანტებს. დღეისათვის საქართველოში 4 ვაქცინითაა შესაძლებელი აცრა – …

აჭარაში კოვიდის 201 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 12 სექტემბერი

12 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კოვიდის 201 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში კოვიდით რეგიონში 2 პაციენტი გარდაიცვალა. დღეის მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებში 723 პაციენტს მკურნალობენ კოვიდზე, მათგან 30 ხელოვნურ სუნთქვაზეა. რეგიონში კოვიდსასტუმროშია 472 ადამიანი. დღეს, 12 სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსის 1838 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 39 ადამიანი გარდაიცვალა.

39 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით, დადასტურდა 1838 ახალი შემთხვევა

12 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის  1838 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 23 605 კვლევა ტესტით. გასულ დღე-ღამეში საქართველოში 39 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით. 11 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.79%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.94% ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.48%. ამ ეტაპზე 6 194 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, …

აჭარაში დადასტურდა კოვიდის 177 ახალი შემთხვევა

11 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კოვიდის 177 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დღეის მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებში 716 პაციენტს მკურნალობენ კოვიდზე, მათგან 37 ხელოვნურ სუნთქვაზეა. რეგიონში კოვიდსასტუმროშია 472 ადამიანი. დღეს, 10 სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსის 2533 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 57 ადამიანი გარდაიცვალა.

გარდაიცვალა 57 პირი, დადასტურდა კოვიდის 2533 ახალი შემთხვევა | 11 სექტემბერი

11 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის  2533 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 34 383 კვლევა ტესტით. გასულ დღე-ღამეში საქართველოში 57 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით. 10 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.37%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.09% ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.50%. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 533 ახალი შემთხვევიდან თბილისში …

აჭარაში ვაქცინაციის პროცესში სოფლის ექიმები ერთვებიან

კორონავირუსზე ვაქცინაციის პროცესში სოფლის ექიმები ჩაერთვებიან, გამსვლელი ბრიგადები კი ცენტრებიდან მოშორებულ სოფლებში ივლიან. გამსვლელმა ბრიგადებმა ამჯერად მორიგი ვაქცინაცია ხულოს სოფლებში – რიყეთსა და დიოკნისში ჩაატარეს. იმუნიზაციის პროცესს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძეც გაეცნო. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ამ დრომდე სულ 17-მდე სოფელში ჩატარდა 500-ზე მეტი აცრა. „ეს ტემპი არ არის საკმარისი და მიზნად გვაქვს თითოეული …

აჭარაში კოვიდზე ორივე დოზით აცრილია მოსახლეობის 24.6 პროცენტი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, 10 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსზე სრულად ვაქცინირებულია 553 912 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 19.4 პროცენტია. ერთი დოზითაა აცრილი 879 384 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 30.8%. რაც შეეხება კორონავირუსზე ვაქცინაციის მონაცემებს აჭარაში, ამ დროისათვის რეგიონში ვაქცინის ორივე დოზით აცრილია 24.6 %, ხოლო ერთი დოზით – 39.2 პროცენტი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის …

აჭარაში კოვიდის 211 ახალი შემთხვევაა

10 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კოვიდის 211 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დღეის მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებში 699 პაციენტს მკურნალობენ კოვიდზე, მათგან 33 ხელოვნურ სუნთქვაზეა. რეგიონში კოვიდსასტუმროშია 537 ადამიანი. დღეს, 10 სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსის 2262  ახალი შემთხვევა დადასტურდა, 54 ადამიანი გარდაიცვალა.

გარდაიცვალა 54 პირი, დადასტურდა კოვიდის 2262 ახალი შემთხვევა | 10 სექტემბერი

10 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის  2262 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 34 225 კვლევა ტესტით. გასულ დღე-ღამეში საქართველოში 54 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით. 9 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის  დღიური მაჩვენებელია 6,61%, ბოლო 7 დღის – 7.42%, ბოლო 14 დღის – 8,27%. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 262 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 827 შემთხვევა, …

ბათუმში, კოვიდსასტუმროს ეზოში, 49 წლის კაცი გარდაიცვალა

ბათუმში, ერთ-ერთი კოვიდსასტუმროს ეზოში, 49 წლის კოვიდინფიცირებული კაცი გარდაიცვალა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტს კოვიდსასტუმროში შეყვანისთანავე განუვითარდა სავარაუდოდ ეპილეფსიური გულყრა გონების დაკარგვის ეპიზოდით, მას ადგილზე გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება, თუმცა გატარებული ღონისძიებების მიუხედავად დაფიქსირდა გარდაცვალება. ბოლო ერთი თვის მონაცემებით, საქართველოში 2000-ზე მეტ ადამიანი დაიღუპა. 9 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდით უკვე დაიღუპა 8 035 ადამიანი.

მან, ვინც უმაღლეს პროფესიულ გამოცდებზე ტესტირება კოვიდის გამო ვერ გაიარა, სამინისტროს უნდა მიმართოს

იმ პირებს, რომლებიც დარეგისტრირებული იყვნენ 2021 წლის უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, მაგრამ ვერ შეძლეს ტესტირებაზე გასვლა შემდეგი მიზეზებით: „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ტერიტორიებზე; საკარანტინო სივრცეში/თვითიზოლაციაში; საკარანტინო ზონაში; ქვეყნის ფარგლებს გარეთ; სამკურნალო დაწესებულებაში/იზოლაციაში ახალი კორონავირუსის (COVID-19)-ის დადასტურების გამო შესაძლებლობა აქვთ, 15 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით, დასაბუთებული განცხადებით მიმართონ …

კოვიდის ახალ ტალღას სავარაუდოდ ახალი წლის შემდეგ უნდა ველოდოთ – გაბუნია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის ახალი ტალღა საქართველოში რამდენიმე თვეში, ახალი წლის შემდეგ არის მოსალოდნელი. ამის შესახებ მან დღეს, 9 სექტემბერს ისაუბრა ჟურნალისტებთან. „ვერასდროს ვერ გამოვრიცხავთ სამომავლოდ რის მოლოდინი უნდა გვქონდეს, შესაძლებელია კიდევ სხვა ტალღაც იყოს, ამისთვის უნდა ვიყოთ მაქსიმალურად მომზადებული. …ეს არ იქნება მოკლე მომავალში, მაგრამ სავარაუდოდ, მომავალი წლისთვის უნდა ველოდოთ …

საქართველოში ერთ თვეში 2016 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით

დღეს, 9 სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ ჯამში 8 ათასს გადააჭარბა. 2021 წლის 6 აგვისტოს საქართველოში კოვიდით გარდაცვლილთა რაოდენობა 6016 იყო, დღევანდელი, 9 სექტემბრის მონაცემებით კი, საქართველოში კოვიდით გარდაცვლილია 8035 ადამიანი, შესაბამისად, 35 დღეში კოვიდით გარდაიცვალა 2016 პაციენტი. ამავე პერიოდში [6 აგვისტოდან 9 სექტემბრამდე] საქართველოში კოვიდით დაინფიცირდა 132 595 ადამიანი. საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე …

აჭარაში დადასტურდა კოვიდის 249 ახალი შემთხვევა

9 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კოვიდის 249 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დღეის მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებში 721 პაციენტს მკურნალობენ კოვიდზე, მათგან 32 ხელოვნურ სუნთქვაზეა. რეგიონში კოვიდსასტუმროშია 593 ადამიანი. დღეს, 9 სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსის 2455 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 58 ადამიანი გარდაიცვალა.

გარდაიცვალა 58 პაციენტი, დადასტურდა კოვიდის 2455 ახალი შემთხვევა | 9 სექტემბერი

9 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2455 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გასულ დღე-ღამეში საქართველოში 58 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით. 8 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის მაჩვენებელი 7 დღის მანძილზე არის – 7.69%.

წითელმა ჯვარმა 100 000 დოზა „სინოფარმი“ აჩუქა საქართველოს

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, შაბათს, 11 სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსის ვაქცინის – „სინოფარმის“ 100 000 დოზა შემოვა, რაც ორგანიზაცია წითელი ჯვრის საჩუქარია. „გვაქვს ძალიან სასიხარულო ამბავი იმ მოქალაქეებისთვის, ვინც კონკრეტულად ირჩევს სინოფარმს. მე მადლობა მინდა გადავუხადო წითელ ჯვარს, რომლისგანაც ჩვენ 100 000 დოზა სინოფარმს შაბათს მივიღებთ საჩუქრად, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ ორშაბათიდან კვლავ განახლდეს სინოფარმზე …

აჭარაში კოვიდის 224 ახალი შემთხვევაა

8 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კოვიდის 224 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დღეის მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებში 732 პაციენტს მკურნალობენ კოვიდზე, მათგან 34 ხელოვნურ სუნთქვაზეა. რეგიონში კოვიდსასტუმროშია 631 ადამიანი. დღეს, 8 სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსის 2571 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 60 ადამიანი გარდაიცვალა.

60 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა კოვიდის 2571 ახალი შემთხვევა | 8 სექტემბერი

8 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის  2 571 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჩატარდა 29 449 კვლევა ტესტით. გასულ დღე-ღამეში საქართველოში 60 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 571 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 918 შემთხვევა, აჭარაში – 224, იმერეთში – 414, ქვემო ქართლში – 195, შიდა ქართლში – 172, გურიაში – 89, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 204, კახეთში – 242, მცხეთა-მთიანეთში – 49, …

სკოლებს შეეძლებათ აირჩიონ დასწრებული ან დისტანციური სწავლება

საქართველოს განათლების სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების ტენდენციიდან გამომდინარე, მაღალი ალბათობით, ქვეყნის მასშტაბით, სკოლების დიდ ნაწილში 4 ოქტომბრიდან სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდება. მანამდე კერძო და საჯარო სკოლები, ასევე, პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლები, სწავლას დისტანციურ რეჟიმში, 15 სექტემბერს დაიწყებენ. გამონაკლისია მხოლოდ პირველკლასელები – სამინისტროს გადაწყვეტილებით, ისინი 4 ოქტომბერს სკოლაში დაიწყებენ სწავლას, მხოლოდ ერთი პირობით – იმ …

პირველკლასელები სწავლას დაიწყებენ 4 ოქტომბერს – სამინისტრო

განათლების სამინისტროს ცნობით, წელს პირველკლასელები სწავლას სკოლის შენობებში დაიწყებენ 4 ოქტომბერს, იმ ქალაქებსა და სოფლებში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი სწავლის დაწყების მომენტისთვის 4%-ზე დაბალი იქნება. „ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, პირველკლასელებმა სწავლა არა 15 სექტემბერს დისტანციურ ფორმატში, არამედ 4 ოქტომბერს, დასწრებით ფორმატში, საკლასო ოთახებში დაიწყონ. ეს გადაწყვეტილება შეეხება მხოლოდ და მხოლოდ …

აჭარაში კოვიდზე სახლში ცრიან იმ პირებს, რომელთაც გადაადგილება არ შეუძლიათ

აჭარაში იმ პირებს, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაადგილება არ შეუძლიათ, COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ბინაზე უტარდებათ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული სერვისით ამ დროისთვის აჭარაში 74-მა პაციენტმა ისარგებლა. სერვისის ბინაზე მიღების მიზნით მოქალაქემ უნდა დარეკოს ცხელ ხაზზე – 1522. „შეტყობინების შემდგომ, ვაქცინის დანაკარგის თავიდან აცილების მიზნით, მობილური ჯგუფები გამოძახებაზე პერიოდულად, მოთხოვნილი ვაქცინის მიხედვით გადიან,“ – აცხადებს …

აჭარაში 7 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით ბოლო 24 საათში

7 სექტემბრის მონაცემებით, გასულ 24 საათში აჭარაში კორონავირუსით 7 პაციენტი გარდაიცვალა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილების ასაკი 62-დან 81 წლამდე იყო. დღეს ცნობილი გახდა, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში 50 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით. საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევიდან დღემდე ვირუსით გარდაიცვალა 7 917 ადამიანი.

თურქეთში დადასტურდა ახალი მიუ შტამის 2 შემთხვევა

თურქეთის რესპუბლიკაში ახალი, ე.წ. მიუ შტამის 2 შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეტინ კოჯამ განაცხადა. მისივე თქმით, საუბარია მხოლოდ 2 შემთხვევაზე და ძირითადად თურქეთში ახლა კორონავირუსის დელტა და დელტა+ შტამები ცირკულირებს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ცნობით, მიუ შტამი პირველად კოლუმბიაში დაფიქსირდა 2021 წლის იანვარში. კორონავირუსის მიუ ვარიანტი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც B.1.621, დაემატა ჯანდაცვის …

გამყრელიძე ამბობს, რომ კოვიდის დღევანდელი სტატისტიკა არაზუსტია

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულმა ცენტრმა დღეს, 7 სექტემბერს, გაავრცელა ინფორმაცია, რომ გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდის 1965 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 50 ადამიანი გარდაიცვალა, თუმცა დღესვე, ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ეს რეალური რიცხვი არ არის და ახალი შემთხვევების რაოდენობა გაცილებით მეტია. „დღევანდელი მაჩვენებელი – 1965 შემთხვევა არ არის რეალური ციფრი,“ …

აუცილებელია სტუდენტებმა დროულად ჩაიტარონ აცრა – გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ძალიან დაბალია სტუდენტებში ვაქცინაციის ტემპი. „სკოლის გარემოს გარდა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საუნივერსიტეტო გარემოში სწავლის განახლება. სტუდენტების ვაქცინაციის ტემპი კი ძალიან დაბალია. ამიტომ აუცილებელია, რომ მასწავლებლებთან ერთად, გააქტიურდნენ სტუდენტებიც და დროულად ჩაიტარონ აცრა“, – ამბობს გაბუნია. რაც შეეხება სკოლებს, გაბუნიას თქმით, სასკოლო გარემოში სწავლის პროცესი 4 ოქტომბერს იმ შემთხვევაში განახლდება, …

რა შემთხვევაში განახლდება 4 ოქტომბერს სწავლა სკოლაში – თამარ გაბუნიას კომენტარი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, სასკოლო გარემოში სწავლა იმ შემთხვევაში განახლდება, თუ კორონავირუსის გავრცელების ტემპი შემცირდება. „ტენდენცია არის კეთილსაიმედო, კლების ტემპი, ასევე ვაქცინაციის პროცესი. ზოგიერთ სკოლაში თითქმის 60 პროცენტს აღწევს ორჯერ ვაქცინირებულთა რაოდენობა, ეს პროცესი აქტიურად გრძელდება და ვფიქრობ შექმნის კარგ პირობას იმისთვის, რომ 4 ოქტომბრიდან სასკოლო გარემოში დაიწყოს სწავლა,“ – ამბობს გაბუნია. …

ვაქცინირებული პირები ლატარიაში ფულს მოიგებენ – საპრიზო ფონდი 3 მილიონამდე ლარია

დღეს, 7 სექტემბერს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადეს, რომ ორშაბათიდან, 13 სექტემბრიდან, ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარიის გათამაშება დაიწყება. „ორშაბათიდან ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია დაიწყება. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ლატარიის კომპანია ყოველდღიურად გაათამაშებს ფულად ჯილდოებს ვაქცინირებული პირებისთვის. ჯამური საპრიზო ფონდი შეადგენს 2 800 000 ლარს. ლატარია გათამაშდება ყოველდღიურ რეჟიმში, წლის ბოლომდე. ყოველდღიური გათამაშების გარდა იქნება ყოველკვირეული შემაჯამებელი გათამაშება. ცხადია, …

13 სექტემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა განახლდება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 13 სექტემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა განახლდება. სხვა დანარჩენი შეზღუდვა კი ისევ ძალაში რჩება. „მიღებულია გადაწყვეტილება სხვადასხვა სპორტული ღონისძიების ჩატარების შესახებ. შეჯიბრებები მაყურებლის გარეშე ჩატარდება, მაგრამ ყველა მონაწილე უნდა იყოს აცრილი, ან უნდა ჰქონდეს 72-საათიანი PCR ტესტის, ან 24 საათის მანძილზე ანტიგენის ტესტის პასუხი,“ – აცხადებს მთავრობა.

აჭარაში დადასტურდა კოვიდის 201 ახალი შემთხვევა

7 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კოვიდის 201 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დღეის მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებში 784 პაციენტს მკურნალობენ კოვიდზე, რეგიონში კოვიდსასტუმროშია 682 ადამიანი. დღეს, 7 სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსის 1965 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 50 ადამიანი გარდაიცვალა.  

50 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა კოვიდის 1965 ახალი შემთხვევა | 7 სექტემბერი

განახლებული ინფორმაცია: აღნიშნული სტატისტიკა დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა, თუმცა  ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ეს რეალური რიცხვი არ არის და ახალი შემთხვევების რაოდენობა მეტია. განახლებულ კოვიდსტატისტიკას „ბათუმელები“ მიღებისთანავე გამოქვეყნებს. ______________________________ 7 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1965 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჩატარდა 25 624 კვლევა ტესტით. გასულ დღე-ღამეში საქართველოში 50 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით. 6 …

როგორ ცხოვრობს 3 ქვეყანა, სადაც მოსახლეობის ნახევარზე მეტი აცრილია

როგორ ცხოვრობენ ევროპის სამ ქვეყანაში – ავსტრიაში, საფრანგეთსა და გერმანიაში მას შემდეგ, რაც ამ ქვეყნებში უკვე მოსახლეობის 60%-ზე მეტია აცრილი, რას აკეთებს სახელმწიფო ვაქცინირებულთა წასახალისებლად და რა ეზღუდება აუცრელ მოსახლეობას? ამ და სხვა თემებზე „ბათუმელებს“ ვენაში მცხოვრები ქართველი სტუდენტი, სალომე სალაძე, პარიზში მცხოვრები საფრანგეთის მოქალაქე საშა ბეიარი და ჰამბურგში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი – სოფო თოლორდავა …

Exit mobile version