„ომეგა მოტორსმა“ დღეს, 7 ივნისს, ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე BMW-სა და MINI-ს სადილერო ცენტრები გახსნა. ცენტრების გახსნის ცერემონიალზე „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა, ამჟამად აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან“, ზაზა ოქუაშვილმა აჭარის უმაღლესი საბჭოს BMW X1-ის მარკის ავტომობილი გადასცა. თუმცა, როგორც მოგვიანებით განმარტა, ავტომობილი კონკრეტულად დეპუტატ ცოტნე ანანიძის საჩუქარი იყო. ცოტნე ანანიძის გარდა საჩუქარი აჭარის ტურიზმის …
Tag Archives: აჭარის უმაღლესი საბჭო
უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრების წარმომადგენლები ოლქებში
აჭარის უმაღლესი საბჭოს მონაცემებით, უმაღლესი საბჭოს ექვს მაჟორიტარ წევრს, საარჩევნო ოლქებში აჭარის მასშტაბით, ამ დროისთვის, ჯამში, 9 წარმომადგენელი ჰყავს: უმაღლესი საბჭოს დადგენილებით, მაჟორიტარი დეპუტატების წარმომადგენლები ბათუმში, ქობულეთსა და ხელვაჩაურში, თითოეული თვეში 1200 ლარს მიიღებს, მაღალმთიან [ხულო-ქედა-შუახევი] ოლქში კი – 1800 ლარს. ამასთან, ხულოს მაჟორიტარს შეუძლია 3 წარმომადგენლის, ხოლო დანარჩენ მაჟორიტარებს ორ-ორი წარმომადგენლის წარდგენა. უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარების წარმომადგენლებისთვის …
Continue reading “უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრების წარმომადგენლები ოლქებში”
უმაღლესი საბჭოს წევრის მანქანა ტრაილერმა დააზიანა
რამდენიმე წუთის წინ ბათუმში, აბუსერიძის ქუჩაზე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის „ნაციონალური მოძრაობიდან“, ელგუჯა ბაგრატიონის სამსახურებრივ ავტომანქანას ტრაილერი დაეჯახა. თვითმხილველის თქმით, შეჯახება მსუბუქი იყო და არავინ დაშავებულა. დეპუტატი მანქანაში არ იმყოფებოდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, დარღვევა ადმინისტრაციული იყო და ტრაილერის მძღოლი 250 ლარით დაჯარიმდა.
უმაღლეს საბჭოში ხელფასებისთვის მომავალშიც 3,4 მილიონი ლარი დაიხარჯება
აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული უმაღლესი საბჭოს 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, დეპუტატებისა და საბჭოში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებაში 3 მილიონ 464 ათასი ლარი დაიხარჯება, რაც მთლიანი ბიუჯეტის 71,6%-ია [ზუსტად ამდენივეა გათვალისწინებული ხელფასებისთვის საბჭოს 2017 წლის ბიუჯეტშიც]. უმაღლესი საბჭოში მომავალშიც 125 ადამიანი იქნება დასაქმებული. უმაღლესი საბჭოს 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი, ისევე როგორც მიმდინარე წლის ბიუჯეტი, მთლიანობაში 4 მილიონ 846 …
Continue reading “უმაღლეს საბჭოში ხელფასებისთვის მომავალშიც 3,4 მილიონი ლარი დაიხარჯება”
აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები ლგბტ ადამიანების უფლებებზე
რატომ ვერ გრძნობენ თავს დაცულად სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები ქუჩაში, ქვეყანაში და რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ იმისთვის, რომ ყველა მოქალაქის სიცოცხლისა და გამოხატვის უფლება იყოს დაცული? ამ თემაზე „ბათუმელებთან“ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები საუბრობენ. ცოტნე ანანიძე, „ქართული ოცნება“: „სახელმწიფოს რა ვალდებულებაც აქვს, ეს არის კანონით რეგულირებული. პირველ რიგში, ყველა ადამიანის უსაფრთხოება უნდა იყოს დაცული და ნებისმიერი …
Continue reading “აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები ლგბტ ადამიანების უფლებებზე”
დეპუტატები უმაღლესი საჭოს 2018 წლის ბიუჯეტზე იწყებენ მუშაობას
უმაღლესი საბჭო თავისი მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობს. დადგენილების პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ“ ბიუროს განსახილველ საკითხთა შორისაა. ბიუროს სხდომა მიმდინარე წლის 15 მაისს არის ჩანიშნული. უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიამ საბჭოს მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტზე უკვე იმსჯელა. კომისიის თავმჯდომარის, გიორგი რომანაძის თქმით, არსებული პროექტით, რომელიც ჯერ …
Continue reading “დეპუტატები უმაღლესი საჭოს 2018 წლის ბიუჯეტზე იწყებენ მუშაობას”
ინტერესთა შეუთავსებლობის საკითხის განხილვას უმაღლესი საბჭო თავს არიდებს
აჭარის უმაღლეს საბჭოს ამ დრომდე არ განუხილავს დეპუტატების ინტერესთა შეუთავსებლობის საკითხი, მაგალითად, დავით თედორაძის, რომელიც „აჭარის მწერალთა სახლში“ ჟურნალ „ჭოროხის“ რედაქტორის მოადგილის პოზიციას იკავებს. ასევე ილია ვერძაძის შემთხვევა. ის პროფესიული კავშირების აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელია. თებერვალში, როცა „ბათუმელები“ ინტერესთა შესაძლოა შეუთავსებლობის ფაქტებზე წერდა, უმაღლესი საბჭოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ გვითხრა, რომ ამ საკითხს უახლოეს დღეებში განიხილავდნენ. თებერვალში …
Continue reading “ინტერესთა შეუთავსებლობის საკითხის განხილვას უმაღლესი საბჭო თავს არიდებს”
აჭარაში სკოლის დირექტორების მოვალეობის შემსრულებლების დანიშვნის უფლებას ითხოვენ
აჭარის უმაღლესი საბჭო აპირებს საქართველოს პარლამენტში წარადგინოს კანონპროექტი, რომელიც სკოლის დირექტორების მოვალეობის შემსრულებლების დანიშვნას ითვალისწინებს აჭარის განათლების სამინისტროს მიერ. აღნიშნულ კანონპროექტზე წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოში „რესპუბლიკელი“ გიორგი მასალკინი მუშაობდა, თუმცა კანონპროექტმა პარლამენტამდე ვერ მიაღწია. აჭარის განათლების სამინისტროსგან დირექტორების მოვალეობის შემსრულებლების დანიშვნის თემა ამჯერად „ქართული ოცნების“ წევრმა ლადო მგალობლიშვილმა გააცოცხლა. რატომ უნდა დანიშნოს აჭარის განათლების სამინისტრომ …
Continue reading “აჭარაში სკოლის დირექტორების მოვალეობის შემსრულებლების დანიშვნის უფლებას ითხოვენ”
ვის გადაეცემა ქონება საკუთრებაში უსასყიდლოდ – ახალი ინიციატივა
პირს, რომელიც დაადასტურებს, რომ ის ათ წელზე მეტ ხანს ცხოვრობს მის მიერ დაკავებულ არასაცხოვრებელ ფართობში, აჭარის მთავრობა მას ამ ფართობს უსასყიდლოდ გადასცემს – ამას აჭარის მთავრობის მიერ მომზადებული დადგენილების პროექტი ითვალისწინებს, რომლის მიხედვითაც აჭარის ქონების მართვის წესში ცვლილებები უნდა შევიდეს. კანონპროექტის მიხედვით, მთავრობას დაინტერესებულმა პირმა უნდა წარუდგინოს კომუნალური გადასახადების გადახდის ქვითრები და ორი მოწმე, რომლებიც …
Continue reading “ვის გადაეცემა ქონება საკუთრებაში უსასყიდლოდ – ახალი ინიციატივა”
უმაღლეს საბჭოსთან 28 ხეს მოჭრიან
აჭარის უმაღლესი საბჭოს მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალწლოვან ხეებს ჭრიან. მოჭრილია წაბლის ხეც, რომელიც წითელ ნუსხაშია შეტანილი. „ჩვენს წარმომადგენლებს ადგილზე ვერ აჩვენეს დოკუმენტაცია, რის საფუძველზე იჭრება ათეულობით ხე, მათ შორის, წაბლი. როგორც კი გამოვიძახეთ გარემოს დაცვის ინსპექცია, ხეების ჭრის პროცესი შეწყდა,“ – ამბობს გია აბულაძე, უმაღლესი საბჭოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. ქობულეთის გამგეობის პრესსამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ხეები …
უმაღლესი საბჭოს პრესცენტრის ახალი ხელმძღვანელი: შემოთავაზება დავით გაბაიძისგან მივიღე
აჭარის უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან ურთიერთობის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროტოკოლის დეპარტამენტის ხელმძღვანელად ფერიდე უსტიაშვილი დანიშნეს. ის ბოლო წლებში აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტში საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის მთავარ სპეციალისტად მუშაობდა, საპარლამენტო არჩევნების დროს კი, ამავე სამსახურის ხელმძღვანელის, ამჟამად კი პარლამენტის წევრის, მუხრან ვახტანგაძის წინასაარჩევნო პროცესში იყო ჩართული, მედიასთან ურთიერთობის მიმართულებით. „ბათუმელების“ კითხვაზე, თუ რატომ გადაწყვიტა …
„აჭარის ტელევიზიის“ ბორდის შესავსებად კონკურსი ცხადდება
საზოგადოებრივი მაუწყებლის „აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ სამეთვალყურეო საბჭოს მე-5 წევრის სავარძელი გასული წლის მაისიდან თავისუფალია, მას შემდეგ, რაც ზაზა ხალვაშმა ეს თანამდებობდა დატოვა. აჭარის უმაღლეს საბჭოს ბორდის ახალი წევრი ამ დრომდე არ შეურჩევია. სწორედ ეს უწყება არის უფლებამოსილი „აჭარის ტელევიზიის“ ბორდი დააკომპლექტოს ან დაითხოვოს. სამეთვალყურეო საბჭოს წევრის შესარჩევად კონკურსს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე აცხადებს. დავით გაბაიძე …
Continue reading “„აჭარის ტელევიზიის“ ბორდის შესავსებად კონკურსი ცხადდება”
უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს ფემიციდის შესახებ კანონპროექტზე არ სმენიათ
დაცულია თუ არა საქართველოში ქალის უფლებები და უნდა მიეღო თუ არა ფემიციდის შესახებ კანონი ქვეყანას, რომელიც ქალთა დღეს ოფიციალურად აღნიშნავს? – ამ კითხვით „ბათუმელებმა“ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს მიმართა. ზოგიერთი მათგანი ამბობს, რომ ფემიციდის შესახებ კანონპროექტს არ იცნობს. დავით თედორაძე, „ქართული ოცნება“: „ღმერთმა ქალთა მკვლელობა არ გამაგონოს, ძალიან ცუდია ძალადობა, მით უმეტეს ქალებზე ძალადობა, მე …
Continue reading “უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს ფემიციდის შესახებ კანონპროექტზე არ სმენიათ”
რა ბიზნესინტერესები აქვთ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს – „გამჭვირვალობის” კვლევა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიას მიმართავს, უახლოეს სხდომაზე იმსჯელოს უმაღლესი საბჭოს დეპუტატების: ზაზა ოქუაშვილისა და დავით თედორაძის ინტერესთა შეუთავსელობის ფაქტების შესახებ; მოუწოდებს უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს: გიორგი ცინცქილაძეს, გიორგი მანველიძეს, გია აბულაძეს, ილია ვერძაძეს უმოკლეს დროში შეიტანონ ცვლილებები წარდგენილ ქონებრივ დეკლარაციებსა და დოკუმენტში ასახონ გასულ წელს მიღებული შემოსავალი; საჯარო …
უმაღლეს საბჭოში მესამედ – რის გაკეთება ვერ მოასწრო ასმათ დიასამიძემ
10 თებერვალს აჭარის უმაღლესი საბჭო ოფიციალურად დატოვა ლევან ვარშალომიძემ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველმა ნომერმა აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში. უმაღლეს საბჭოში „ნაციონალური მოძრაობის“ პროპორციული სიით ასმათ დიასამიძე შევა, სიის მეექვსე ნომერი. ეს უკვე მესამე მოწვევის უმაღლესი საბჭოა, რომლის წევრიც ასმათ დიასამიძე გახდება. რის გაკეთება ვერ მოასწრო წინა ორი მოწვევის უმაღლეს საბჭოში, 8 წლის მანძილზე, ასმათ დიასამიძემ და …
Continue reading “უმაღლეს საბჭოში მესამედ – რის გაკეთება ვერ მოასწრო ასმათ დიასამიძემ”
აჭარის უმაღლეს საბჭოში ახალი დეპარტამენტი იქმნება
„საზოგადოებასთან ურთიერთობის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროტოკოლის დეპარტამენტი“ – ასე ეწოდება დოკუმენტის სამუშაო ვერსიაში ახალ დეპარტამენტს აჭარის უმაღლეს საბჭოში, რომელიც, პრესსამსახურის თქმით, უმაღლესი საბჭოს სამ – პრესსამსახურს, IT ჯგუფსა და პროტოკოლის სამსახურს გააერთიანებს. გადაწყვეტილება ახალი დეპარტამენტის შექმნის შესახებ დღეს, 10 თებერვალს, რიგგარეშე სხდომაზე განიხილეს. როგორც უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურში განმარტავენ, ცვლილება მიზნად ისახავს სამი სამსახურის ერთი ქოლგის ქვეშ …
Continue reading “აჭარის უმაღლეს საბჭოში ახალი დეპარტამენტი იქმნება”
დღეს უმაღლესი საბჭო ლევან ვარშალომიძის უფლებამოსილების შეწყვეტაზე იმსჯელებს
დღეს, 10 თებერვალს, აჭარის უმაღლესი საბჭო რიგგარეშე სხდომაზე ლევან ვარშალომიძისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ იმსჯელებს. როგორც პრესრელიზშია აღნიშნული, ამ თემაზე მომხსენებელი ნინო ჩხეტია იქნება, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა და აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს დატოვების შესახებ 27 იანვარს განაცხადა. …
Continue reading “დღეს უმაღლესი საბჭო ლევან ვარშალომიძის უფლებამოსილების შეწყვეტაზე იმსჯელებს”
რა ნიშნით დანიშნეს ეთერ ჯორთმენაძე უმაღლეს საბჭოში
ეთერ ჯორთმენაძე აჭარის უმაღლეს საბჭოში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ აპარატში დანიშნეს. თვითმმართველობის არჩევნების დროს ის დამოუკიდებელ კანდიდატად იყრიდა კენჭს, თუმცა ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ წევრია. სოციალურ ქსელებში ეთერ ჯორთმენაძე ყოფილი და მოქმედი ხელისუფლების ცალკეული წევრების კრიტიკით და ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი ღარიბაშვილის ქებით გამოირჩევა. ვისი რეკომენდაციით დაინიშნა ის ფრაქციაში და რა არის მისი ფუნქცია? ამ თემაზე …
Continue reading “რა ნიშნით დანიშნეს ეთერ ჯორთმენაძე უმაღლეს საბჭოში”
რა ინციატივებით შევა აჭარის უმაღლესი საბჭო საკონსტიტუციო კომისიაში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ კანონი არ ადგენს ვინ უნდა შეასრულოს მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობა მისი გადადგომის შემდეგ. როგორ უნდა გაგრძელდეს პროცედურა, თუ თავმჯდომარის ვეტო უმაღლესმა საბჭომ ვერ დაძლია… ამ და სხვა ხარვეზების გამოსასწორებლად უმაღლესმა საბჭომ უნდა იზრუნოს. რა ინციატივებით შევა უმაღლესი საბჭო საკონსტიტუციო კომისიაში? – ამ საკითხზე „ბათუმელებს“ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე ესაუბრა, რომელიც …
Continue reading “რა ინციატივებით შევა აჭარის უმაღლესი საბჭო საკონსტიტუციო კომისიაში”
97 200 ლარი უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარების წარმომადგენლებისთვის
პირველი თებერვლიდან აჭარის უმაღლესი საბჭო მაჟორიტარი დეპუტატების წარმომადგენლებს დააფინანსებს. მაჟორიტართა წარმომადგენლებისთვის უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტიდან წელს 97 200 ლარია გათვალისწინებული. უმაღლესი საბჭოს ახალი დადგენილებით, მაჟორიტარი დეპუტატების წარმომადგენლები ბათუმში, ქობულეთსა და ხელვაჩაურში, თითოეული თვეში 1200 ლარს მიიღებენ, მაღალმთიან [ხულო-ქედა-შუახევი] ოლქში კი – 1800 ლარს. ამასთან, ხულოს მაჟორიტარს შეუძლია 3 წარმომადგენლის, ხოლო დანარჩენ მაჟორიტარებს ორ-ორი წარმომადგენლის წარდგენა. მათ მიერ წარდგენილ …
Continue reading “97 200 ლარი უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარების წარმომადგენლებისთვის”
დეპუტატის შენიშვნას საჯარო მოხელე ზეწოლად არ აფასებს
„მოდით რა, ყველამ მივხედოთ ჩვენს საქმეს. თუ მონიტორინგის განხორციელების სურვილი გაქვთ, მაგის გაკეთება საჯარო მოხელის პოზიციიდან რთულია, მაგას სამოქალაქო სექტორში ყოფნა სჭირდება“, – ასე გამოეხმაურა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ლადო მგალობლიშვილი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ადმინისტრაციული განყოფილების უფროსის, ირინე ურუშაძის კომენტარს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. ირინე ურუშაძე მას შემდეგ გამოეხმაურა ლადო მგალობლიშვილს ფეისბუქზე, რაც დეპუტატმა ვრცელი განმარტებით გააზიარა …
Continue reading “დეპუტატის შენიშვნას საჯარო მოხელე ზეწოლად არ აფასებს”
ლევან ვარშალომიძემ აჭარის უმაღლესი საბჭო დატოვა
აჭარის უმაღლესი საბჭოს დატოვების შესახებ დღეს, 27 იანვარს, ბათუმში განცხადება გააკეთა ლევან ვარშალომიძემ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა აჭარაში. ვარშალომიძემ განაცხადა, რომ მან უარი თქვა დიპლომატიურ პასპორტზე, რომელიც მას, როგორც დეპუტატს ეკუთვნის და გუშინ აიღო, თუმცა რატომ აიღო პასპორტი, რომლის დაბრუნებასაც მეორე დღესვე აპირებდა, მას არ დაუკონკრეტებია. ლევან ვარშალომიძემ დეპუტატის მანდატზე ჯერ კიდევ გასულ წელს, არჩევნების …
Continue reading “ლევან ვარშალომიძემ აჭარის უმაღლესი საბჭო დატოვა”
უმაღლესი საბჭოს წევრი: ტურიზმის დეპარტამენტი და დასაქმების სააგენტო საბიუჯეტო თანხას არაეფექტურად ხარჯავენ
აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის „ნაციონალური მოძრაობიდან“, გია აბულაძის განცხადებით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი საბიუჯეტო თანხას არაეფექტურად, დუბლირებულ პროგრამებში ხარჯავს. „ტურიზმის დეპარტამენტის ახალმა ხელმძღვანელმა გამართა პრეზენტაცია, რომ უნდა გახსნას ტურიზმის სწავლების სკოლა, რაც არასწორია, რადგან პირველ რიგში, საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება განათლების სამინისტროს პრეროგატივაა. რაც შეეხება სპეციალობებს, აჭარაში არსებობს ტურიზმის მიმართულების პროფესიული სასწავლებლები ბათუმსა და ქობულეთში, რომლებიც ცენტრალური …
უსკო დაფინანსების გაზრდას ითხოვს
„სტრატეგიული განვითარების სამსახური“, – ამ სახელწოდებით ახალი სამსახურისა და შესაბამისად შტატების დამატებას აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია [უსკო] ითხოვს. ახალმა სამსახურმა არასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო მოხელეების განათლებისა და უსკოს შესაძლებლობების გაზრდაზე უნდა იმუშაოს. ამჟამად უსკოს ყოველწლიური ბიუჯეტი [საარჩევნო წლის გარდა] ნახევარ მილიონზე მეტია და იგი მიმდინარე წელს 582 500 ლარს შეადგენს. თუკი უსკოს მოთხოვნას უმაღლესი საბჭო დააკმაყოფილებს, …
აჭარის მთავრობის ახალი შემადგენლობა დამტკიცდა
დღეს 19 დეკემბერს, აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე, აჭარის მთავრობის ახალ შემადგენლობას კენჭი უყარეს. 14 ხმით, მთავრობის ახალი შემადგენლობა დამტკიცდა. კენჭისყრაში არ მონაწილეობდნენ „ნაციონალური მოძრაობის“, „პატრიოტთა ალიანსის“ და „ბურჯანაძე-დემოკრატების“ წარმომადგენლები უმაღლეს საბჭოში. აჭარის მთავრობაში განათლებისა და ჯანდაცვის მინისტრები შეიცვალა, სოფლის მეურნეობის და ეკონომიკის მინისტრებად კი დარჩნენ ისინი, რომლებიც არჩევნებამდე დაინიშნენ. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის …
Continue reading “აჭარის მთავრობის ახალი შემადგენლობა დამტკიცდა”
აჭარის ახალი მთავრობა დღეს დამტკიცდება
დღეს 19 დეკემბერს, აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება. სხდომაზე, აჭარის მთავრობის ახალ შემადგონლობას უყრიან კენჭს. საკომიტეტო მოსმენები მინისტრობის კანდიდატებთან 17 დეკემბერს გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე, მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცების გარდა, აჭარის 2017 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზეც იმსჯელებენ. ამავე თემაზე: მინისტრობის კანდიდატები – გამოცდილება და ქონება პრორექტორობიდან განათლების მინისტრის პოსტზე
უსკომ უმაღლესი საბჭოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლეობის წესი დადგენილებით განსაზღვრა
დღეს აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიამ (უსკო) დადგენილებით განისაზღვრა, აჭარის უმაღლესი საბჭოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლეობის წესი, რომლის მიხედვითაც უსკო ვალდებულია, პროპორციული წესით არჩეული უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ უმაღლესი საბჭოდან შესაბამისი სამართლებრივი აქტის მიღებისათანავე, დაუყოვნებლივ აცნობოს უმაღლესი საბჭოს წევრობის შესაბამის კანდიდატს მისი ადგილმონაცვლეობის შესახებ. უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატმა კი კანონით დადგენილ ვადაში განცხადებით უნდა …
დავით თარხან-მოურავს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსი შეუწყდა
დღეს, 15 დეკემბერს, აჭარის უმაღლესმა საბჭომ, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერს, დავით თარხან-მოურავს უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილება შეუწყვიტა. გადაწყვეტილება უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე კანონმდებლებმა 16 ხმით მიიღეს. კენჭისყრისას წინააღმდეგი მხოლოდ ორი დეპუტატი – ცოტნე ანანიძე და გია აბულაძე აღმოჩდნენ. საკითხი სხდომაზე საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარადგინა. მისი განმარტებით, „დავით თარხან-მოურავმა უმაღლესი საბჭოს …
Continue reading “დავით თარხან-მოურავს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსი შეუწყდა”
აჭარის მთავრობის ახალ შემადგენლობას უმაღლეს საბჭოში ზურაბ პატარაძე დღეს წარადგენს
აჭარის მთავრობის ახალ შემადგენლობას აჭარის უმაღლესი საბჭო სავარაუდოდ მომავალი კვირის ბოლოს დაამტკიცებს. ვინ შეარჩია აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მინისტრთა კაბინეტის წევრებად – დღეს გაირკვევა. მთავრობის აპარატში „ბათუმელებს“ დაუდასტურეს, რომ მთავრობის ახალი შემადგენლობის შესახებ უმაღლეს საბჭოს წერილი უკვე გაუგზავნეს. ვინ ჩაწერა წერილში კანდიდატებად ზურაბ პატარაძემ, ამას მთავრობის აპარატი ამ დრომდე არ ასაჯაროვებს. „წერილი ჯერჯერობით უმაღლესი საბჭოს კანცელარიაში …
Continue reading “აჭარის მთავრობის ახალ შემადგენლობას უმაღლეს საბჭოში ზურაბ პატარაძე დღეს წარადგენს”
ზურაბ პატარაძე მთავრობის თავმჯდომარედ ხელმეორედ აირჩიეს
დღეს 5 დეკემბერს, აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე, კენჭი უყარეს ზურაბ პატარაძის კანდიდატურას აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე. ის ერთადერთი კანდიდატი იყო ამ პოსტზე წარდგენილი. ახალი მოწვევის უმაღლესმა საბჭომ ჯერ მთავრობის თავმჯდომარის ანგარიშს მოუსმინა, შემდეგ კი კენჭისყრა გაიმართა, რომელიც ფარული იყო. კენჭისყრაში არ მონაწილეობდა „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ხუთი წევრითაა წარმოდგენილი უმაღლეს საბჭოში, „პატრიოტთა ალიანსი“ და „ბურჯანაძე-დემოკრატების“ …
Continue reading “ზურაბ პატარაძე მთავრობის თავმჯდომარედ ხელმეორედ აირჩიეს”
უმაღლესი საბჭო ზურაბ პატარაძის თავმჯდომარედ დამტკიცების საკითხს განიხილავს
დღეს, 5 დეკემბერს, აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება, რომელიც განიხილავს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის , ზურაბ პატარაძის კანდიდატურას ამავე თანამდებობის დასაკავებლად. სხდომაზე კანდიდატურა უნდა განიხილონ შემდეგ კი კენჭი უნდა უყარონ ზურაბ პატარაძის კანდიდატურის დამტკიცებას. უმაღლეს საბჭოში რიგგარეშე სხდომა 11:30 წუთზე დაიწყება. უმაღლესი საბჭოს 8 ოქტომბრის [მეორე ტური ჩატარდა 30 ოქტომბერს] არჩევნების შემდეგ, პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობას აჭარის …
Continue reading “უმაღლესი საბჭო ზურაბ პატარაძის თავმჯდომარედ დამტკიცების საკითხს განიხილავს”
ზაურ ახვლედიანი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კაბინეტის უფროსად ინიშნება
ბათუმის საკრებულო 2 დეკემბერს რიგგარეშე სხდომაზე განიხილავს ზაურ ახვლედიანის პირად განცხადებას – საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ. რესპუბლიკელი ზაურ ახვლედიანი აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კაბინეტის უფროსად ინიშნება. სატელეფონო ზარს თავად ზაურ ახვლედიანი არ პასუხობს, თუმცა ეს ინფორმაცია დაგვიდასტურა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ: „დღეს-ხვალ მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას. ჩვენ შევთავაზეთ მას ეს პოზიცია და თანხმობა …
Continue reading “ზაურ ახვლედიანი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კაბინეტის უფროსად ინიშნება”
პრეზიდენტმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძე წარადგინა
დღეს, 29 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებს უმასპინძლა. მათთან გამართული კონსულტაციების შემდეგ კი პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობას აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარუდგინა. მთავრობის თანხმობის შემდეგ პრეზიდენტი კანდიდატურას უმაღლეს საბჭოს წარუდგენს. „საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის შესაბამისად, ჩვენ გავმართეთ კონსულტაციები უმაღლეს საბჭოში შემავალ პოლიტიკურ სუბიექტებთან და ამ კონსულტაციების საფუძველზე წარვადგენთ აჭარის …
Continue reading “პრეზიდენტმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძე წარადგინა”
უმაღლესი საბჭოს აპარატის 26 თანამშრომელი თანამდებობიდან გათავისუფლდა
აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომელები: თანაშემწეები, აჭარატის უფროსი და კომისიების აპარატების უფროსები ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობისთანავე თანამდებობებიდან გათავისუფლდნენ. „დიახ ასეა, ჩვენ ავტომატურად აღარ ვართ უკვე საჯარო მოხელეები. 2014 წელს კანონში შევიდა ცვლილება, რომლის მიხდვითაც აპარატის თანამშრომლები უფლებამოსილების ვადით ვართ დანიშნულები. საუბარია 26 თანამშრომელზე. ახალი მოწვევს დეპუტატებს აქვთ მორალური უფლება უბრალოდ დაბრუნონ ისინი, თუ …
Continue reading “უმაღლესი საბჭოს აპარატის 26 თანამშრომელი თანამდებობიდან გათავისუფლდა”
ზურაბ პატარაძის და სხვების შანსები – როგორ დაკომპლექტდება აჭარის ახალი მთავრობა
აჭარის ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობის შემდეგ მთავრობის თავმჯდომარედ საქართველოს პრეზიდენტი ისევ ზურაბ პატარაძეს წარადგენს თუ სხვა კანდიდატიც განიხილება? – ამ კითხვაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჯერ-ჯერობით პასუხი არ აქვთ. ამბობენ რომ პრეზიდენტი საკითხს მას შემდეგ განიხილავს, რაც უმაღლესი საბჭო შეიკრიბება. წყაროს ინფორმაციით ზურაბ პატარაძე ჯერ-ჯერობით ერთადერთი კანდიდატია, რომელიც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე განიხილება. ის რომ მასთან …
Continue reading “ზურაბ პატარაძის და სხვების შანსები – როგორ დაკომპლექტდება აჭარის ახალი მთავრობა”
დავით გაბაიძე თავმჯდომარედ, მერაბ კარანაძე ვიცე-სპიკერად – თანამდებობების გადანაწილება უმაღლეს საბჭოში
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე „ქართული ოცნება“ დავით გაბაიძის კანდიდატურას, ხოლო ვიცე-სპიკერად მერაბ კარანაძეს განიხილავს – ინფორმაციას თავად კანდიდატები ადასტურებენ. „… დიახ ვადასტურებ, რომ განიხილება ჩემი კანდიდატურა, თუმცა გადაწყვეტილი არ არის.“ – განაცხადა დავით გაბაიძემ „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში. უმაღლესი საბჭოს წევრად არჩევამდე დავით გაბაიძე აჭარის მთავრობის აპარატში იურიდიულ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. ვიცე-სპიკერად მის შესაძლო დასახელებასთან დაკავშირებით …