გარდა იმისა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებს და მშენებლობას აგრძელებს, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის, ხვიჩა შარაშიძის კომპანიამ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტი სამშენებლო მოედანზე ისევ არ შეუშვა. ექსპერტს ხელთ ჰქონდა განჩინება, რომლითაც სასამართლო კომპანიას ავალდებულებს მისთვის მშენებლობაზე შესვლისა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარების შესაძლებლობა მიეცათ. სპეციალისტმა უნდა გამოარკვიოს, ნამდვილად აითვისა თუ არა კომპანიამ სამეზობლო სივრცე. ექსპერტიზის დასკვნას …
Tag Archives: აჭარის უმაღლესი საბჭო
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელად ზაურ ახვლედიანი დანიშნეს
„ბათუმელების“ ინფორმაციით, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზაურ ახვლედიანი უხელმძღვანელებს. სააგენტოში მისი წარდგენა დღეს, 21 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარშია დაგეგმილი. ამ დროისთვის სააგენტოში სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ, ტელეფონს არც ზაურ ახვლედიანმა უპასუხა. ზაურ ახვლედიანი ამ დრომდე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, დავით გაბაიძის კაბინეტს ხელმძღვანელობდა, მანამდე კი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მონიტორინგის განყოფილების ხელმძღვანელი და ბათუმის საკრებულოს …
Continue reading “აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელად ზაურ ახვლედიანი დანიშნეს”
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გახდა
დღეს, 21 ივლისს, აჭარის უმაღლესმა საბჭომ რიგგარეშე სხდომაზე, აჭარის მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა. როგორც მოსალოდნელი იყო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გახდა. 14 მომხრე და ერთი წინააღმდეგი, ასეთი იყო ფარული კენჭისყრის შედეგები. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებს. რიგგარეშე სხდომას 21 დეპუტატიდან 19 ესწრებოდა. სხდომას არ ესწრებოდნენ: “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” წევრი ზაზა ოქუაშვილი …
Continue reading “აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გახდა”
აჭარის მთავრობის ახალ შემადგენლობას უმაღლესი საბჭო ხვალ უყრის კენჭს
აჭარის უმაღლესი საბჭო ხვალ, 21 ივლისს, რიგგარეშე სხდომაზე კენჭს უყრის აჭარის მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებას. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე უმაღლეს საბჭოში თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურაა წარდგენილი. მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, თანამდებობაზე დასამტკიცებლად კენჭი ეყრება მთავრობის წევრი ოთხი მომავალი მინისტრის კანდიდატურასაც: სოფლის მეურნეობის მინისტრად – ტიტე აროშიძე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად – ჯაბა ფუტკარაძე, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრად …
Continue reading “აჭარის მთავრობის ახალ შემადგენლობას უმაღლესი საბჭო ხვალ უყრის კენჭს”
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აჭარის მინისტრობის კანდიდატებს ხვდებიან
აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, დღეს, 20 ივლისს, უმაღლეს საბჭოში, აჭარის მთავრობის მინისტრობის კანდიდატებს ხვდებიან. შეხვედრას ესწრება მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი თორნიკე რიჟვაძეც. „გუშინ ბევრი საკითხის ირგვლივ ვისაუბრეთ ამომწურავად. მიუხედავად იმისა, რომ არ გვაქვს ვალდებულება, მაინც ჩავთვალეთ საჭიროდ [შევხვედროდით ფრაქციის წევრებს]. რეფორმები გატარდება მმართველობის კუთხით, კომუნიკაცია უნდა იყოს არამარტო მოსახლეობასთან, არამედ ინსტიტუციებთან. გადაწყვეტილი გვაქვს …
Continue reading “ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აჭარის მინისტრობის კანდიდატებს ხვდებიან”
აჭარის უმაღლეს საბჭოში მთავრობის თავმჯდომარეობისა და მინიტრობის კანდიდატებს უსმენენ
ამ წუთებში აჭარის უმაღლეს საბჭოში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე უმაღლესი საბჭოს წევრები მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატს თორნიკე რიჟვაძეს უსმენენ. სხდომაზე იმყოფებიან ასევე რიჟვაძის მიერ შერჩეული მინისტრობის კანდიდატები: სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატი – ტიტე აროშიძე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი – ჯაბა ფუტკარაძე, განათლების მინისტრობის კანდიდატი ინგა შამილიშვილი და ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატი ზაალ მიქელაძე. ეს ორი უკანასკნელი ზურაბ …
პრეზიდენტმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე რიჟვაძის კანდიდატურა წარადგინა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აჭარის უმაღლეს საბჭოს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა წარუდგინა. პრეზიდენტმა არჩევანი თორნიკე რიჟვაძეს [უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის კანდიდატი] და არმაზ ახვლედიანს [ოპოზიციის კანდიდატი] შორის გააკეთა. გიორგი მარგველაშვილს შეეძლო უმაღლესი საბჭოსთვის აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის საკუთარი კანდიდატიც წარედგინა განსახილველად, ასევე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე მცირე ჯგუფის მიერ იყო დასახელებული გოჩა გუგუნავას კანდიდატურაც. …
Continue reading “პრეზიდენტმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე რიჟვაძის კანდიდატურა წარადგინა”
მინისტრობის კანდიდატი: შემოთავაზება თორნიკე რიჟვაძისგან მივიღე
ტიტე აროშიძე აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატია. იგი ამ პოსტზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, თორნიკე რიჟვაძემ დაასახელა, რომელსაც აჭარის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობა უჭერს მხარს. ტიტე აროშიძე ამჟამად არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტში“ პროექტების მენეჯერად მუშაობს. „ბათუმელებთან“ საუბარში ტიტე აროშიძე ამბობს, რომ მინისტრის პოსტზე მან შემოთავაზება თორნიკე რიჟვაძისგან მიიღო. „თორნიკესთან უფრო საქმიანი გადაკვეთის გზები მქონდა. „დემოკრატიის ინსტიტუტი“ …
Continue reading “მინისტრობის კანდიდატი: შემოთავაზება თორნიკე რიჟვაძისგან მივიღე”
რიჟვაძის დამტკიცების შემთხვევაში აჭარაში ორი მინისტრი თანამდებობას დატოვებს
აჭარის უმაღლესი საბჭო აჭარის მთავრობის წევრობის კანდიდატებზე ინფორმაციას ავრცელებს. უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის უმაღლეს საბჭოს მთავრობის ახალი შემადგენლობა წარუდგინა. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის მიერ უმაღლეს საბჭოში დასამტკიცებლად წარდგენილ მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურასთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის მიერ …
Continue reading “რიჟვაძის დამტკიცების შემთხვევაში აჭარაში ორი მინისტრი თანამდებობას დატოვებს”
„მე მას უნდა შევხვდე“ – პრეზიდენტი თორნიკე რიჟვაძეზე
„ამ ეტაპზე წარმოდგენილია მხოლოდ ერთი, თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა. მე მას უნდა შევხვდე, აქ ვარ და, ბუნებრივია, შევხვდები, მას არ ვიცნობ. ბატონი თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა დასახელებული იქნა იმ პარტიის მიერ, რომელიც არის უმრავლესობაში და, ბუნებრივია, უნდა გავესაუბრო ადამიანს, რომელსაც მხარს უჭერს მმართველი პარტია. ასეთივე ლოგიკით გავესაუბრები სხვა კანდიდატებსაც, თუ იქნებიან“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. მან ასევე …
Continue reading “„მე მას უნდა შევხვდე“ – პრეზიდენტი თორნიკე რიჟვაძეზე”
უმაღლესი საბჭოს ოპოზიცია პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ
აჭარის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობასთან შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ოპოზიციას შეხვდა. უმაღლესი საბჭოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, გია აბულაძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ისინი თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერენ: „ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ, რომ ივანიშვილის შემოთავაზებული სისტემა მიუღებელია და ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ კანდიდატს, რომელიც ანგარიშვალდებული არ იქნება ჩვენს მოსახლეობასთან. ის გაითვალისწინებს მხოლოდ ერთი ადამიანის …
Continue reading “უმაღლესი საბჭოს ოპოზიცია პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ”
„ოცნებამ“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი დაასახელა
აჭარის უმაღლეს საბჭოში მმართველმა პარტიამ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის საკუთარი კანდიდატი დაასახელა. ამ თანამდებობაზე ქვეყნის პრეზიდენტს „ქართული ოცნება“ თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურას სთავაზობს. „მინდა დავაფიქსირო სრული მზაობა იმ კონკრეტული პასუხისმგებლობისთვის, რასაც ითვალისწინებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობა. როგორც თქვენთვის არის ცნობილი, ჩვენი კონსტიტუცია ითვალისწინებს გარკვეულ პროცედურებს, ეს გახლავთ პრეზიდენტის მიერ ჩემი კანდიდატურის წარდგენა. ამ წარდგენის შემთხვევაში მე მზად ვარ …
Continue reading “„ოცნებამ“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი დაასახელა”
„ქართული ოცნების“ მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი თორნიკე რიჟვაძე იქნება
კონსულტაციები მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურაზე უმაღლესი საბჭოს უმრავლესობამ უკვე დაასრულა, თუმცა დეპუტატებს დღის ბოლომდე ამ თემაზე საუბარი არ სურთ. „ბათუმელების“ ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურაზე შეჯერდა. ინფორმირებული პირების თქმით, თუ რაიმე სახის „ფორსმაჟორი არ მოხდა“, მმართველი პარტია რიჟვაძის კანდიდატურას დღეს ან ხვალ ღიადაც დაასახელებს. ჯერჯერობით სასურველი კანდიდატი არ ჰყავთ ოპოზიციურ პარტიებს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიიჩნევენ, რომ …
Continue reading “„ქართული ოცნების“ მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი თორნიკე რიჟვაძე იქნება”
როგორ აპირებს ბათუმის მერი უნებართვო მშენებლობების აღკვეთას
ბათუმის მერიამ აჭარის უმაღლეს საბჭოს კანონმდებლობაში ცვლილებასთან დაკავშირებული პროექტების მომზადება სთხოვა და დასახელებულ საკითხებთან დაკავშირებით პრობლემის გადაჭრის საკუთარი ხედვა შესთავაზა. მერიაში მიიჩნევენ, რომ ცვლილებები ბათუმში რამდენიმე მწვავე პრობლემის მოგვარებას შეუწყობს ხელს. მერიის მიერ დასახელებული პრობლემების ჩამონათვალშია უნებართვო ან სანებართვო პირობების დარღვევით განხორციელებული მშენებლობები, კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობების მთლიანი ან ნაწილობრივი დემონტაჟის შესახებ მერიის დადგენილების აღსრულება, …
Continue reading “როგორ აპირებს ბათუმის მერი უნებართვო მშენებლობების აღკვეთას”
უმაღლესი საბჭოს განმარტება სახელფასო ფონდის გაზრდაზე
„აჭარის უმაღლესი საბჭოს 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი დავამტკიცეთ მანამ, ვიდრე აჭარის 2018 წლის ბიუჯეტში მოხდებოდა გასული წლის ეკონომიის ასახვა. ამას დაემთხვა ასევე გაზრდა სახელფასო ფონდის, რაც საჯარო მოხელის შესახებ ახალი კანონის ამოქმედებამ გამოიწვია. შესაბამისად, უმაღლეს საბჭოში ხელფასებისთვის საჭირო თანხის „კატასტროფული მატება“ ამის შედეგი იყო. ახლა რომ შევადაროთ, რეალურად ეს ასე არ არის“, – ამბობს გია რომანაძე, …
Continue reading “უმაღლესი საბჭოს განმარტება სახელფასო ფონდის გაზრდაზე”
უმაღლესი საბჭო ხელფასებისთვის საჭირო თანხას 105 900 ლარით ზრდის
აჭარის უმაღლესმა საბჭომ, მიმდინარე წლის 17 მაისის დადგენილებით, მომავალი წლის საკუთარი ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა. პროექტის მიხედვით, უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტი 2019 წელს, მიმდინარე წელთან შედარებით, 200 000 ლარითაა გაზრდილი. უმაღლესი საბჭოს 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, უცვლელი რჩება საბჭოში დასაქმებულთა რაოდენობა [117 საშტატო ერთეული], თუმცა 105 900 ლარით იზრდება შრომის ანაზღაურებისთვის საჭირო თანხა. შესაბამისად, საბჭოს წევრებისა …
Continue reading “უმაღლესი საბჭო ხელფასებისთვის საჭირო თანხას 105 900 ლარით ზრდის”
„წინა ხელისუფლებაში რატომღაც არ შუქდებოდა ასე“ – დეპუტატი აჭარა TV-ში კრიმინალის გაშუქებაზე
აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრს „ქართული“ ოცნებიდან, ირაკლი ჭეიშვილს აჭარის ტელევიზიაში გასულმა სიუჟეტმა ბათუმში მანქანის გაქურდვის შესახებ, ეჭვები გაუჩინა. დეპუტატმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამ ამბავს შეიძლება „პოლიტიკური ქვეტექსტი“ ჰქონდეს. რა პოლიტიკური ქვეტექსტი შეიძლება ჰქონდეს კრიმინალის გაშუქებას? – ამაზე „ბათუმელებმა“ ირაკლი ჭეიშვილს ჰკითხა. ბატონო ირაკლი, თქვენ წერდით, რომ მანქანის „ფარების“ მოპარვის ფაქტზე აჭარის ტელევიზიის მიერ მომზადებულ, …
ტატუნაშვილის საქმეზე აჭარის უმაღლესმა საბჭომ რეზოლუცია მიიღო
რეზოლუცია „ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. სამხრეთ ოსეთში საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის თაობაზე“ აჭარის უმაღლესმა საბჭომ დღეს, 21 მარტს მიიღო. რეზოლუციას საბჭოს 16-მა წევრმა დაუჭირა მხარი. მიღებული რეზოლუციით აჭარის უმაღლესი საბჭო გმობს ცხინვალის რეგიონში საქართველოს მოქალაქეების მკვლელობის ფაქტებს და მიმართავს საერთაშორისო ორგანიზაციებს ძალისხმევის გაძლიერებისკენ. დღევანდელ სხდომას არ დასწრებია და შესაბამისად, არც რეზოლუციის მიღებისთვის დაუჭერია მხარი …
Continue reading “ტატუნაშვილის საქმეზე აჭარის უმაღლესმა საბჭომ რეზოლუცია მიიღო”
უმაღლესი საბჭო საზმაუს ბორდის წევრად პარლამენტს ბესიკ ლილუაშვილს წარუდგენს
დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად აჭარის კვოტით ბესიკ ლილუაშვილი დაასახელა. უმაღლესმა საბჭომ ბესიკ ლილუაშვილი, პლენარულ სხდომაზე, ფარული კენჭისყრით, 13 ხმით აირჩია საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენად. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია ოპოზიციას, 2 ბიულეტენი კი ბათილად გამოცხადდა. აჭარის კვოტით საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრის პოზიციის დასაკავებლად კონკურსში კიდევ ერთი კანდიდატი – ნათია სირაბიძე …
Continue reading “უმაღლესი საბჭო საზმაუს ბორდის წევრად პარლამენტს ბესიკ ლილუაშვილს წარუდგენს”
დავით გაბაიძე: თეორიულად შესაძლებელია ტურიზმის სამინისტროს შექმნა
საკონსტიტუციო ცვლილებებზე აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები მთავრობის წარმომადგენლებს დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ. გუშინ, 30 იანვარს, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ამ შეხვედრაზე იქნებოდა მსჯელობა მთავრობაში სტრუქტურულ ცვლილებებზე. საკონსტიტუციო ცვლილებები ახალი სამთავრობო უწყებების შექმნის საშუალებას იძლევა. დავით გაბაიძე განმარტავს, რომ ახალი სამთავრობო უწყების შექმნაზე ინიციატივა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ უნდა დასვას, ხოლო შემდეგ მიზანშეწონილობის საკითხი უმაღლესმა …
Continue reading “დავით გაბაიძე: თეორიულად შესაძლებელია ტურიზმის სამინისტროს შექმნა”
შეხვედრა სტუდენტებთან სტუდენტების შეკითხვების გარეშე
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა ისე დასრულდა, რომ სტუდენტებს შეკითხვა არ დაუსვამთ. აჭარის კონსტიტუციაში მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით მათ შეკითხვის დასმის საშუალება პრაქტიკულად არ მიეცათ. სტუდენტებთან და ლექტორ-მასწავლებლებთან შეხვედრა დღის სამ საათზე დაიწყო. კითხვების მოსმენისთვის კი აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა შეხვედრის დაწყებიდან ზუსტად ორსაათ-ნახევრის შემდეგ მოიცალეს. ამ პერიოდში სტუდენტებს უნივერსიტეტის სააქტო დარბაზი თითქმის მთლიანად დატოვებული …
Continue reading “შეხვედრა სტუდენტებთან სტუდენტების შეკითხვების გარეშე”
დავით გაბაიძე: აქამდე ნადირობის უფლება გვქონდა, მაგრამ ტყე ჩვენ არ გვეკუთვნოდა
საკონსტიტუციო ცვლილებებზე საჯარო განხილვა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარეობს. უმაღლესი საბჭოს დეპუტატები აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს აცნობენ აჭარის კონსტიტუციის ახალ პროექტს. „უნივერსალური უფლებამოსილების პრინციპს“ გაუსვა ხაზი თავის გამოსვლაში დავით გაბაიძემ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ. მისი თქმით, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას ექნება ყველა ის უფლებამოსილება, რაც არ არის ცენტრალური ან ადგილობრივი ხელისუფლების კომპეტენცია. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი არ …
Continue reading “დავით გაბაიძე: აქამდე ნადირობის უფლება გვქონდა, მაგრამ ტყე ჩვენ არ გვეკუთვნოდა”
რა არის მნიშვნელოვანი მოქალაქისთვის და რა ცვლილებები შედის აჭარის კონსტიტუციაში
ავტორი: მალხაზ ნაკაშიძე, სამართლის დოქტორი, კონსტიტუციონალისტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებები შედის. როცა საჯარო განხილვებს ვაკვირდებით, კარგად ჩანს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური ცვლილებების განხილვაც ისეთივე ფორმალური პროცესია, როგორც საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა იყო გასულ წელს. ეს საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესის დასაწყიდიდან იგრძნობა. გვახსოვს, რომ აჭარის უმაღლესი საბჭო აანონსებდა აჭარაში კონსტიტუციის პროექტის შემუშავების მიზნით სპეციალური საკონსტიტუციო კომისიის შექმნას …
Continue reading “რა არის მნიშვნელოვანი მოქალაქისთვის და რა ცვლილებები შედის აჭარის კონსტიტუციაში “
უმაღლესი საბჭო შრომის ანაზღაურებაში ცვლილებას არ გეგმავს
დღეს, 15 იანვარს, აჭარის უმაღლეს საბჭოში რიგგარეშე სხდომა გაიმართება. ერთ-ერთი საკითხი უმაღლესი საბჭოს წევრების შრომის ანაზღაურებას შეეხება. უმაღლესი საბჭოს წევრის, ნინო ჩხეტიას განმარტებით, საჯარო სამსახურში შრომის ანაზღაურების შესახებ საქართველოს ახალი კანონის ძალაში შესვლის გამო ძალადაკარგულად გამოცხადდება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონი. კანონი, რომელიც უქმდება, შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. როგორც ნინო …
Continue reading “უმაღლესი საბჭო შრომის ანაზღაურებაში ცვლილებას არ გეგმავს”
რამდენი ლარით დაჯარიმდება უმაღლესი საბჭოს წევრი, რომელიც სხდომას გააცდენს
დეპუტატი, რომელიც უმაღლესი საბჭოს პლენარულ ან კომისიის სხდომას გააცდენს, თანამდებობრივი სარგოს ერთი დღის ოდენობით დაჯარიმდება. ეს ჩანაწერი უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში 2005 წლიდან არსებობს, მაგრამ „არების“ მქონე დეპუტატებს ვერ აჯარიმებდნენ. მიზეზი ამავე რეგლამენტის ჩანაწერი იყო, რომლის მიხედვითაც „ოჯახური პირობების გამო“ სხდომის გაცდენა საპატიო მიზეზად მიიჩნეოდა. 2018 წლის პირველი იანვრიდან მხოლოდ სატელეფონო ზარი და იმის თქმა, რომ …
Continue reading “რამდენი ლარით დაჯარიმდება უმაღლესი საბჭოს წევრი, რომელიც სხდომას გააცდენს”
რომელ მუნიციპალიტეტს გაუზარდეს დაფინანსება ტრანსფერების შემცირების შემდეგ
აჭარის მთავრობამ მუნიციპალიტეტებისთვის გადასაცემი ტრანსფერების რაოდენობა 11 მილიონით გაზარდა. მომავალ წელს ტრანსფერებისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 48 მილიონის ნაცვლად 59 მილიონ 262 ათასი დაიხარჯება. მომავალი წლის ტრანსფერების ოდენობა წლევანდელთან შედარებით 11 946 000 ნაკლები იქნება. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბიუჯეტის შესწორებული ვარიანტის მიხედვით, ბათუმს ტრანსფერის სახით 7 მილიონს დაუმატებენ, ქობულეთს – 2 246 800, ხელვაჩაურს …
Continue reading “რომელ მუნიციპალიტეტს გაუზარდეს დაფინანსება ტრანსფერების შემცირების შემდეგ”
დეპუტატი მოსწავლეებს თავდაცვისთვის საბრძოლო ხელოვნების სწავლას სთავაზობს
უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ლადო მგალობლიშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ თბილისში მოსწავლეების ტრაგიკულად დაღუპვის ფაქტს გამოეხმაურა. დეპუტატი მოსწავლეებს მოძალადეებისგან თავის დასაცავად თავდაცვითი-საბრძოლო სპეციალური ხელოვნების შესწავლას სთავაზობს. ლადო მგალობლიშვილი უმაღლეს საბჭოში განათლების, კულტურის და სპორტის კომისიის თავმჯდომარეა. „იმისთვის, რომ სკოლა გაცილებით უსაფრთხო იყოს და მოსწავლეებს გააჩნდეს ელემენტარული თავდაცვის უნარ-ჩვევები მოძალადეებისგან თავის დასაცავად, მომავალი წლიდან ბათუმის რამდენიმე სკოლაში საპილოტედ …
Continue reading “დეპუტატი მოსწავლეებს თავდაცვისთვის საბრძოლო ხელოვნების სწავლას სთავაზობს”
შეხვედრა უსაფრთხოების ნორმებზე აჭარის მთავრობაში
უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიმართულებით რეგიონში არსებული მდგომარეობის შეფასება და სამომავლოდ გასატარებელი ღონისძიებების დაგეგმვა იყო დღეს, პირველ დეკემბერს, აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრების შეხვედრის მთავარი თემა. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდა ბათუმის მერი, ლაშა კომახიძეც. ზურაბ პატარაძემ უმაღლესი საბჭოს წევრებს ის ხედვები და ინიციატივები გააცნო, რაც რეგიონში უსაფრთხოების მიმართულებით მდგომარეობას გააუმჯობესებს. აჭარის მთავრობის ცნობით, ზურაბ …
Continue reading “შეხვედრა უსაფრთხოების ნორმებზე აჭარის მთავრობაში”
რა შენიშვნები მისცა უმაღლესმა საბჭომ აჭარის მთავრობას – 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი
„მიზანშეწონილია, წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტში გადაიხედოს ის პროგრამები და ქვეპროგრამები, რომელთა შესრულების მაჩვენებლები მიმდინარე საანგარიშო პერიოდისთვის გამოირჩევა დაბალი აქტივობით და მოხდეს ამ პროგრამების და ქვეპროგრამების ფუნდამენტური ცვლილება და მორგება შესაბამის ბენეფიციარზე,“ – ეს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის ერთ-ერთ შენიშვნაა აჭარის ბიუჯეტის 2018 წლის პროექტზე. ბიუჯეტის პროექტი შენიშვნებით უმაღლესმა საბჭომ აჭარის მთავრობას დღეს, 29 ნოემბერს დაუბრუნა. უმაღლესი საბჭოს კომისიებიდან …
უმაღლეს საბჭოში ანაზღაურებადი სტაჟირება გააუქმეს
აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატში ანაზღაურებად სტაჟირებას ვეღარ გაივლიან. შესაბამისი დადგენილება, რომელიც ანაზღაურებად სტაჟირებას ითვალისწინებდა, უმაღლესმა საბჭომ 16 ნოემბერს გააუქმა. უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, ამ დროისთვის საბჭოს აპარატში ანაზღაურებად სტაჟირებას არავინ გადის. მხოლოდ ერთი სტაჟიორია იურიდიულ კომისიაში, რომელიც ანაზღაურებას არ იღებს. უმაღლეს საბჭოში აცხადებენ, რომ არაანაზღაურებადი სტაჟირება აპარატში შესაძლებელი იქნება. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატში ანაზღაურებადი …
Continue reading “უმაღლეს საბჭოში ანაზღაურებადი სტაჟირება გააუქმეს”
უმაღლესმა საბჭომ ბოლო სამ თვეში 17 ათასი ლიტრი საწვავი დახარჯა
აგვისტოში, სექტემბერსა და ოქტომბერში აჭარის უმაღლესმა საბჭომ სულ 17 154 ლიტრი საწვავი დახარჯა. ამ სამი თვიდან ყველაზე მეტი – 6115 ლიტრი საწვავი დეპუტატებმა ზაფხულში, აგვისტოს თვეში მოიხმარეს. უმაღლეს საბჭოში დეპუტატებს ივნისის მესამე კვირიდან სექტემბრის პირველ კვირამდე არასასესიო პერიოდი ჰქონდათ. დეპუტატებს შორის ყველაზე მეტ საწვავს ისევ დავით გაბაიძე იყენებს – უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. ბოლო სამი თვიდან …
Continue reading “უმაღლესმა საბჭომ ბოლო სამ თვეში 17 ათასი ლიტრი საწვავი დახარჯა”
უმაღლესი საბჭოს ახალი ინიციატივა გრანტების მისაღებად
დონორი ორგანიზაციებისგან პირდაპირი წესით გრანტების მისაღებად უმაღლესი საბჭო კანონპროექტის შემუშავებას აპირებს. დადგენილების პროექტს უმაღლესი საბჭოს ბიურომ უკვე დაუჭირა მხარი. თუკი უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტი დაამტკიცებს, კანონში „გრანტების შესახებ“, ასევე საბიუჯეტო კოდექსში ცვლილება შევა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებულ სახელისუფლებო ორგანოებს პირდაპირ შეეძლებათ სხვადასხვა სახის გრანტის მიღება. დღეს მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციის მიხედვით, გრანტის მისაღებად, მაგალითად …
Continue reading “უმაღლესი საბჭოს ახალი ინიციატივა გრანტების მისაღებად”
ავტომანქანებში ნაჩუქარი BMW არ ფიგურირებს – საწვავის ხარჯი უმაღლეს საბჭოში
„ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა და ამჟამად აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან“, ზაზა ოქუაშვილმა, BMW X1-ის მარკის ავტომობილი აჭარის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს მიმდინარე წლის 7 ივნისს გადასცა. როგორც მაშინ ოქუაშვილმა განმარტა, ავტომობილი კონკრეტულად დეპუტატ ცოტნე ანანიძის საჩუქარი იყო. უმაღლესი საბჭოს იმ ავტომანქანების ჩამონათვალში, რომლებზეც მიმდინარე წლის ივნისის თვეში საწვავი გაიცა, ნაჩუქარი ავტომობილი არ ფიგურირებს. სატრანსპორტო საშუალებათა მართვისა …
Continue reading “ავტომანქანებში ნაჩუქარი BMW არ ფიგურირებს – საწვავის ხარჯი უმაღლეს საბჭოში”
სიტყვა, რომელიც ყველაზე ხშირად ისმოდა უმაღლესი საბჭოს ანგარიშის მოსმენაზე
შვიდი თვის საქმიანობის ანგარიში აჭარის უმაღლესმა საბჭომ დღეს, 4 ივლისს, წარმოადგინა. შეხვედრას, ძირითადად, საჯარო მოხელეები და თანამდებობის პირები ესწრებოდნენ მთავრობიდან. ანგარიშის მოსმენის შემდეგ გათვალისწინებული იყო დისკუსიაც, თუმცა ხელოვნების ცენტრში, სადაც შეხვედრა შედგა, ისე ცხელოდა, რომ შეკითხვა მხოლოდ ერთი დაისვა, ისიც ნადირობაზე. ტრიბუნასთან და ტრიბუნის მიღმაც დავით გაბაიძემ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, კანონმდებლების საქმიანობის მთავარ მიღწევად გამჭვირვალობა …
Continue reading “სიტყვა, რომელიც ყველაზე ხშირად ისმოდა უმაღლესი საბჭოს ანგარიშის მოსმენაზე”
უმაღლეს საჭოში გათბობა-გაგრილების სისტემას ცვლიან
აჭარის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციულ შენობაში გათბობა-გაგრილების ახალი მოწყობილობების [ჩილერ(ებ)ის] შეძენა, მათი მონტაჟი და არსებულის დემონტაჟია დაგეგმილი. სისტემის განახლებისთვის უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტში 64 ათას 300 ლარია გათვალისწინებული. სამუშაოებს საკანონმდებლო ორგანო ელექტრონული ტენდერით შეისყიდის. უმაღლესი საბჭო ტენდერში გამარჯვებულს ჩილერის ექსპლუატაციის ინსტრუქციას ქართულ, ან რუსულ ენაზე თხოვს. ამასთან, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს აჭარის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობისთვის „მინიმუმ 235 კვტ. ჯამური …
Continue reading “უმაღლეს საჭოში გათბობა-გაგრილების სისტემას ცვლიან”
უმაღლესმა საბჭომ მაისში ტონანახევრით მეტი საწვავი დახარჯა, ვიდრე თებერვალში
აჭარის უმაღლესმა საბჭომ წელს ყველაზე მეტი საწვავი მაისის თვეში გახარჯა – 6013,48 ლიტრი [შედარებისთვის: თებერვლის თვის ხარჯი იყო 4580,07 ლიტრი, აპრილის თვის კი – 5624,48 ლიტრი]. მიუხედავად იმისა, რომ 11-12 მარტის აქციის დროს ბათუმში უმაღლესი საბჭოს ერთი ავტომანქანა დაიწვა, საწვავის ხარჯზე ეს არ ასახულა. უმაღლეს საბჭოს „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა, ამჟამად აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან“, …
Continue reading “უმაღლესმა საბჭომ მაისში ტონანახევრით მეტი საწვავი დახარჯა, ვიდრე თებერვალში”