მთავარი,სიახლეები

უმაღლეს საბჭოში ხელფასებისთვის მომავალშიც 3,4 მილიონი ლარი დაიხარჯება

24.05.2017 • 2153
უმაღლეს საბჭოში ხელფასებისთვის მომავალშიც 3,4 მილიონი ლარი დაიხარჯება

აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული უმაღლესი საბჭოს 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, დეპუტატებისა და საბჭოში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებაში 3 მილიონ 464 ათასი ლარი დაიხარჯება, რაც მთლიანი ბიუჯეტის 71,6%-ია [ზუსტად ამდენივეა გათვალისწინებული ხელფასებისთვის საბჭოს 2017 წლის ბიუჯეტშიც]. უმაღლესი საბჭოში მომავალშიც 125 ადამიანი იქნება დასაქმებული.

უმაღლესი საბჭოს 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი, ისევე როგორც მიმდინარე წლის ბიუჯეტი, მთლიანობაში 4 მილიონ 846 ათას 800 ლარით განისაზღვრა.

საბჭოს აღნიშნული დადგენილებით განსაზღვრული თანხები გათვალისწინებულ უნდა იქნეს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონის პროექტში.


მიმდინარე 2017 წელს, უმაღლესი საბჭოს მთლიანი ბიუჯეტი 4 მილიონ 846 ათას 800 ლარია, აქედან ხელფასებსა და პრემიებში 3 მილიონ 464 ათას ლარი დაიხარჯება.

უმაღლეს საბჭოში 125 ადამიანია [წევრების ჩათვლით] დასაქმებული. მათი შრომის ანაზღაურებისთვის გამოყოფილი თანხა კი წელს შემდეგნაირად გადანაწილდება:

  • თანამდებობრივი სარგო – 1 943 520 ლარი;
  • პრემია – 24 600 ლარი;
  • დანამატი – 930 080 ლარი;
  • კომპენსაცია [სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელება] – 565 800 ლარი.

გარდა ამისა, წელს, უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტიდან შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურებისთვის მთელი წლის განმავლობაში ჯამში 735 200 ლარია გათვალისწინებული, რომელიც ასე გადანაწილდება:

  • ფრაქციების აპარატები – 545 600 ლარი;
  • მაჟორიტარი დეპუტატების წარმომადგენლები – 97 200 ლარი;
  • სხვა შტატგარეშე მოსამსახურეები – 92 400 ლარი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: