აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტრო აჭარის ტერიტორიაზე მოქმედი საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებისთვის საგნობრივ ოლიმპიადას ატარებს. ოლიმპიადა ჩატარდება ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ინგლისურ ენაში, მათემატიკაში, ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში. სამინისტრო ჩაატარებს ასევე ლიტერატურულ მარათონს, სახვითი ხელოვნების კონკურსს, ხოლო დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებისთვის კონკურსს მათემატიკაში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ისტორიასა და სამოქალაქო განათლებაში. საგნობრივ ოლიმპიადასა და …
Tag Archives: აჭარის განათლების სამინისტრო
ახალგაზრდული ცენტრი ბათუმში ოფისის და დირექტორის გარეშე დღეს გაიხსნება
დღეს, 12 აგვისტოს, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სასტუმრო „ჰილტონ ბათუმში“ ახალგაზრდობის რეგიონულ ცენტრს ხსნიან. ცენტრს ამ დრომდე არ აქვს საკუთარი ოფისი და არც ხელმძღვანელი ჰყავს. მას შემდეგ, რაც აჭარის განათლების სამინისტრომ ცენტრის ხელმძღვანელის შესარჩევად გამოცხადებული კონკურსი ჩაშალა, ამ თანამდებობას მოვალეობის შემსრულებელი დავით მიქელაძე იკავებს. ცენტრის ბიუჯეტი 1 მილიონ 700 ათასი ლარია. ცენტრში 25 პირის დასაქმება იგეგმება. …
Continue reading “ახალგაზრდული ცენტრი ბათუმში ოფისის და დირექტორის გარეშე დღეს გაიხსნება”
აჭარის განათლების სამინისტროს განმარტება აჭარის მოდის კვირეულის მხარდაჭერაზე
აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრო აჭარის მოდის კვირეულზე, Adjara Fashion Week-ზე მოწვეული 5 სტუმრისათვის თვითმფრინავის ბილეთებს შეიძენს და ასევე, ხუთი სტუმრის VIP კლასის სასტუმროში განთავსებისთვის გადაიხდის ფულს. ამისათვის სამინისტრო ჯამში 15 ათასამდე ლარის დახარჯვას აპირებს. ტენდერები ამ მომსახურების შესაძენად უკვე გამოცხადებულია. „ბათუმელებმა“ ჰკითხა სამინისტროს სტუმრების ვინაობისა და აჭარის მოდის კვირეულის ბიუჯეტიდან მხარდაჭერის მიზანშეწონილობის შესახებ. აჭარის განათლების სამინისტროში …
Continue reading “აჭარის განათლების სამინისტროს განმარტება აჭარის მოდის კვირეულის მხარდაჭერაზე”
აჭარის მოდის კვირეულზე 5 სტუმრის მგზავრობას და სასტუმროს განათლების სამინისტრო აფინანსებს
აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრო აჭარის მოდის კვირეულზე, Adjara Fashion Week-ზე მოწვეული 5 სტუმრისათვის თვითმფრინავის ბილეთებს შეიძენს და ასევე, ხუთი სტუმრის VIP კლასის სასტუმროში განთავსებისთვის გადაიხდის ფულს. ამისათვის სამინისტრო ჯამში 15 ათასამდე ლარის დახარჯვას აპირებს. ამ მომსახურების შესასყიდად სამინისტრომ ტენდერები უკვე გამოაცხადა. ტენდერის თანახმად, აჭარის მოდის კვირეულზე ორი სტუმარი მილანიდან ჩამოფრინდება, სამი კი – პარიზიდან. სამინისტრო მათ …
რაში და როგორ დახარჯავს 1.7 მილიონ ლარს „ახალგაზრდული ცენტრი“
აჭარის განათლების სამინისტროში ახალი საბიუჯეტო ორგანიზაცია „ახალგაზრდული ცენტრი“ შეიქმნა, სადაც 25 პირი უნდა დასაქმდეს. ცენტრის ფუნქციონირებისთვის 1 მილიონ 700 ათასი ლარია გათვალისწინებული. როგორ და რაში აპირებს ცენტრი ბიუჯეტის დახარჯვას და რა გახდა ორგანიზაციის შექმნის მიზეზი. „ბათუმელები“ ამ თემაზე აჭარის განათლების მინისტრის მოადგილეს, ალექსანდრე დავითაძეს ესაუბრა. ბატონო ალექსანდრე, ცენტრის ხელმძღვანელის ადგილზე უკვე გამოცხადებულია კონკურსი, როდის იქნება …
Continue reading “რაში და როგორ დახარჯავს 1.7 მილიონ ლარს „ახალგაზრდული ცენტრი“”
აჭარაში ახალგაზრდობის ცენტრის დირექტორს კონკურსით შეარჩევენ – ხელფასი 2900 ლარია
აჭარის მთავრობა ახალგაზრდობის რეგიონულ ცენტრს ქმნის. ამის შესახებ დღეს, 31 მაისს, გამართულ მთავრობის სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა. აჭარის განათლების სამინისტრომ კი ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის დირექტორის შესარჩევად კონკურსი უკვე გამოაცხადა. განცხადებების მიღების ვადა 2 ივნისს იწურება. საკონკურსო პირობების მიხედვით, კონკურსანტს უნდა ჰქონდეს ბაკალავრის კვალიფიკაცია, მუშაობის ოთხწლიანი გამოცდილებით, უნდა ფლობდეს კომპიუტერულ პროგრამებსა და ინგლისურ ენას – B2 …
Continue reading “აჭარაში ახალგაზრდობის ცენტრის დირექტორს კონკურსით შეარჩევენ – ხელფასი 2900 ლარია”
208 გოგო და 105 ბიჭი – ოქროსა და ვერცხლის მედალოსნები აჭარაში
აჭარაში 313 შარშანდელ კურსდამთავრებულს ოქროსა და ვერცხლის მედლები წელს გადასცეს. მედალოსნებიდან 208 გოგოა, 105 კი – ბიჭი. 313 მედალოსანიდან 152 ბათუმში სწავლობდა, დანარჩენი – მუნიციპალიტეტებში. ოქროსა და ვერცხლის მედლები ბათუმში 109 გოგოს და 43 ბიჭს გადაეცა. აქედან ერთ-ერთი კურსდამთავრებული შშმ პირია. როგორც აჭარის განათლების სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, მედლები ერთი წლის დაგვიანებით იმიტომ გადასცეს, რომ ნიშნების …
Continue reading “208 გოგო და 105 ბიჭი – ოქროსა და ვერცხლის მედალოსნები აჭარაში”
ვისი მოწვევით ჩამოვიდა რუსული ჯგუფი ბათუმში დამოუკიდებლობის აღსანიშნავად
ვისი მოწვევით ჩამოვიდა ბათუმში რუსული ჯგუფი, რომლის წევრებმაც დღეს, 26 მაისს, საზეიმო მსვლელობის დროს რუსეთის ფედერაციის დროშები გამოიყენეს? – აჭარის განათლების სამინისტროში გვითხრეს, რომ მონაწილეები ფესტივალ „ოქროს დელფინის“ ორგანიზატორებმა მოიწვიეს. ამ ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი კი აჭარის განათლების სამინისტროა. მემედ აბაშიძის გამზირზე დროშებით მარშირებისთვის მინისტრი ინგა შამილიშვილი დღესვე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. „ოფიციალურად არა, მაგრამ არაოფიციალურად გვქონდა საუბარი. …
Continue reading “ვისი მოწვევით ჩამოვიდა რუსული ჯგუფი ბათუმში დამოუკიდებლობის აღსანიშნავად”
რვა ქვეყნიდან ბათუმის ქუჩებში – საზეიმო მსვლელობა
დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ბათუმის ქუჩებში საზეიმო მსვლელობა მოეწყო. ფესტივალის „ოქროს დელფინის“ ფარგლებში რვა ქვეყნის სახელოვნებო ჯგუფებმა ჩაიარეს მემედ აბაშიძის ქუჩა, შემდეგ რუსთაველის ქუჩა და „საოცრებათა მოედანზე“ გაჩერდნენ. ნაციონალურ სამოსში გამოწყობილმა ადამიანებმა გამართეს პერფორმანსებიც. დღესვე მსვლელობის დროს რუსეთის დროშები გამოჩნდა. ფესტივალის ორგანიზატორების თქმით, რუსეთი ამ ფესტივალის მონაწილე არ არის და დროშები სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს ჰქონდათ. ამ …
Continue reading “რვა ქვეყნიდან ბათუმის ქუჩებში – საზეიმო მსვლელობა”
მინისტრის მოადგილე: არჩევნებთან კავშირში არ არის სტრუქტურა, რომელსაც ახალგაზრდებისთვის ვქმნით
„კვალიფიკაციის ამაღლება და არაფორმალური განათლება არის ტოპინიციატივა, გართობასთან ერთად,“ – აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დავითაძე ასე ახალგაზრდების მოთხოვნებს აღწერს. ის უკვე ერთი თვეა ახალგაზრდებს აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ხვდება და საჭიროებების გამოკვეთას ცდილობს. ალექსანდრე დავითაძე მინისტრის მოადგილედ პირველ თებერვალს ზუსტად ამ მიზნით დანიშნეს – ახალგაზრდული მიმართულების გაძლიერება. მაშინ მინისტრმა, ინგა შამილიშვილმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ კონცეფცია …
მეორე სკოლის შენობაზე დაშენება არ იგეგმება – შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია
როგორც აჭარის განათლების სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, დაგეგმილია ბათუმის მეორე საჯარო სკოლის შენობის რეაბილიტაცია, თუმცა სკოლის ორსართულიან შენობაზე სართულების დაშენება არ იგეგმება. „ჩვენ წელს გამოვაცხადეთ რეაბილიტაციის პროექტის შესყიდვაზე ტენდერი, გამარჯვებული უკვე გამოვლენილია, ეს არის სააქციო საზოგადოება „აჭარკავშირი“. დავალება არის ის, რომ შეიმუშაოს სარეაბილიტაციო პროექტი“, – გვეუბნება სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი, თეა ვადაჭკორია. რადგან მეორე საჯარო სკოლის შენობას …
ალექსანდრე დავითაძე აჭარის განათლების მინისტრის მოადგილედ დანიშნეს
აჭარის განათლების მინისტრის მოადგილედ ალექსანდრე დავითაძეს ნიშნავენ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე თავისი პროტოკოლის სამსახურის უფროსს – ალექსანდრე დავითაძეს მინისტრის მოადგილის რანგში განათლების სამინისტროში დღეს, 1 თებერვალს, 11 საათზე წარადგენს. ალექსანდრე დავითაძე აჭარის მთავრობის აპარატში საერთაშორისო ურთიერთობათა და პროტოკოლის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. აჭარის განათლების მინისტრს დღემდე სამი მოადგილე ჰყავდა. ალექსანდრე დავითაძე უწყებაში მეოთხე მოადგილე იქნება. მთავარი …
Continue reading “ალექსანდრე დავითაძე აჭარის განათლების მინისტრის მოადგილედ დანიშნეს”
21 იანვრამდე სასწავლო პროცესი ბათუმის საბავშვო ბაღებშიც გადაიდო
ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ინფორმაციით, სააღმზრდელო პროცესი 15 იანვარს არ განახლდება. გრიპის ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით პროცესი სკოლების მსგავსად 21 იანვრამდე ბაღებშიც გადაიდო. სწავლების პროცესის გადადებამდე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრმა გამოაქვეყნა რეკომენდაცია, ბავშვთა სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებებში გრიპისმაგვარი დაავადებების პრევენციის არაპირდაპირი ღონისძიებების გატარების შესახებ. ამ რეკომენდაციით, გრიპისმაგვარი დაავადების სიმპტომების მქონე პირები არ უნდა …
Continue reading “21 იანვრამდე სასწავლო პროცესი ბათუმის საბავშვო ბაღებშიც გადაიდო”
უმაღლესი საბჭო აჭარის მთავრობას: სკოლის შენობები გადაჭედილია და ბავშვებს ვეღარ იტევს
„მიუხედავად იმისა, რომ სწავლა ძირითადად ორ ცვლაში მიმდინარეობს [ბათუმში], სკოლის შენობები მაინც გადაჭედილია და ბავშვებს ვეღარ იტევს. სასკოლო ასაკის მოსწავლეთა რეგისტრაციის პერიოდში კი უამრავი მოქალაქე მოგვმართავს პრეტენზიით და გამოთქვამს უკმაყოფილებას იმასთან დაკავშირებით, რომ ვერ ახერხებს არათუ ახლომდებარე, არამედ ქალაქის ნებისმიერ საჯარო სკოლაში ბავშვის დარეგისტრირებას“, – აღნიშნულია შენიშვნებში, რომელიც აჭარის უმაღლესმა საბჭომ აჭარის მთავრობას 2019 წლის …
კონკურსი აჭარაში მცხოვრები სტუდენტებისათვის დაფინანსების მოსაპოვებლად
აჭარის აგანათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების დაფინანსებისთვის კონკურსს აცხადებს. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს, რომლებიც: 2015, 2016 და 2017 წელს ჩაირიცხნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე; ბოლო ექვსი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და ატესტატი მიიღეს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში; ბოლო სემესტრის საშუალო აკადემიური მოსწრება ტოლია ან მეტი 71 …
Continue reading “კონკურსი აჭარაში მცხოვრები სტუდენტებისათვის დაფინანსების მოსაპოვებლად”
1,2 მილიონი ლარი „აჭარის მუზეუმის“ შენახვისთვის
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტი 2018 წელს 9 მილიონ 554 ათასი ლარით გაიზრდება. აღნიშნული თანხიდან 5 მილიონ 286 ათას 200 ლარი საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისათვის იქნება მიმართული; კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და განვითარებაზე 628 ათას 300 ლარია გათვალისწინებული, სპორტის მიმართულებით ბიუჯეტი 800 ათასი ლარით გაიზრდება, რომელიც სპორტული ინვენტარის შეძენას უნდა მოხმარდეს. ახალი ორგანიზაციის – …
Continue reading “1,2 მილიონი ლარი „აჭარის მუზეუმის“ შენახვისთვის”
აჭარის განათლების სამინისტრომ 50 სტუდენტს სწავლის საფასურის გადახდა დაუგვიანა
აჭარის განათლების „უმაღლესი განათლების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის ფარგლებში იმ სტუდენტებს, რომლებსაც მაღალი აკადემიური მოსწრება აქვთ, სწავლის საფასურის დაფარვაში ეხმარება. მიმდინარე წელს სამინისტროს 50 ბაკალავრი უნდა დაეფინანსებინა, თუმცა სამინისტროს ამ დრომდე არ დაუფარავს სწავლის თანხა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ზოგიერთმა სტუდენტმა თავად გადაიხადა სწავლის საფასური, რადგან მათ შესაძლოა შეწყვეტოდათ სტუდენტის სტატუსი. თუ რატომ არ გადარიცხა სამინისტრომ 50 სტუდენტის სწავლის …
Continue reading “აჭარის განათლების სამინისტრომ 50 სტუდენტს სწავლის საფასურის გადახდა დაუგვიანა”
897 829 ლარი დიოკნისის სკოლის რემონტისთვის – განათლების სამინისტროს დავების საბჭოში უჩივლეს
სოფელ დიოკნისის საჯარო სკოლის რეაბილიტაციაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენის გამო აჭარის განათლების სამინისტროს დავების საბჭოში უჩივლეს. მომჩივანი – შპს „ელიტ-მშენი“ საჩივარში მიუთითებს, რომ სატენდერო კომისიამ გამარჯვებული კანონდარღვევით გამოავლინა და შესაბამისი ოქმის გაუქმებას ითხოვს. სკოლის რეაბილიტაციისთვის 897 ათას 829 ლარია აჭარის ბიუჯეტში გათვალისწინებული. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიოკნისის საჯარო სკოლის სრულ რეაბილიტაციაზე ტენდერი …
ბათუმის N6 საჯარო სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაცია – აშენდება თუ არა ახალი კორპუსი
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ბათუმის N6 საჯარო სკოლის არსებული შენობის ნაწილობრივ რეაბილიტაციას გეგმავს. შენობის რეაბილიტაციისთვის და ეზოში მრავალპროფილიანი სპორტული მოედნის მოსაწყობად სამინისტრო მაქსიმუმ 610 769 ლარს დახარჯავს. N6 სკოლის ეზოში ახალი კორპუსის აშენებაც იგეგმებოდა, რომელიც დაახლოებით 200-300 მოსწავლეზე იქნებოდა გათვლილი, თუმცა მშენებლობაზე ტენდერი ჯერ არ გამოცხადებულა. სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ არსებული შენობის რეაბილიტაცია და ახალი კორპუსის …
Continue reading “ბათუმის N6 საჯარო სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაცია – აშენდება თუ არა ახალი კორპუსი”
აჭარის განათლების მინისტრის პირველ მოადგილედ ირაკლი თავბერიძეს ნიშნავენ
„ბათუმელების“ ინფორმაციით, აჭარის განათლების ფონდის ხელმძღვანელს, ირაკლი თავბერიძეს, აჭარის განათლების მინისტრის პირველ მოადგილედ ნიშნავენ. მის შემცვლელად კი შუახევის ყოფილ გამგებელს, ტარიელ ებრალიძეს განიხილავენ. ტარიელ ებრალიძე „ბათუმელებთან“ აჭარის განათლების ფონდის ხელმძღვანელად დანიშვნას არ ადასტურებს, თუმცა არ უარყოფს, რომ ამ საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს. „ამ თემაზე იყო საუბარი, თუმცა ამის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება, ანუ ბრძანება ჩემი დანიშვნის შესახებ, …
Continue reading “აჭარის განათლების მინისტრის პირველ მოადგილედ ირაკლი თავბერიძეს ნიშნავენ”
კონკურსი სტუდენტებისთვის დაფინანსების მოსაპოვებლად
იმ სტუდენტებს, რომელთა ბოლო სემესტრის საშუალო აკადემიური მოსწრება ტოლია ან მეტია 71 პროცენტის, შესაძლებლობა აქვთ, სწავლის დაფინანსება მიიღონ. სწავლა აჭარის განათლების სამინისტროს ქვეპროგრამის ფარგლებში საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის ფინანსდება. დაფინანსების მისაღებად სტუდენტებმა კონკურსში უნდა მიიღონ მონაწილეობა, რომელიც სამინისტრომ „განათლების ხელმისაწვდომიბის გაზრდის“ პროგრამის ფარგლებში უკვე გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს, რომლებიც 2017 წელს …
Continue reading “კონკურსი სტუდენტებისთვის დაფინანსების მოსაპოვებლად”
აჭარის განათლების მინისტრი სკოლებში სახანძრო უსაფრთხოების საკითხებზე
აჭარის განათლების მინისტრის, ინგა შამილიშვილის ინფორმაციით, აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ სამინისტროსთან ერთად, სახანძრო უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით შეამოწმა აჭარაში მოქმედი ყველა სკოლა, მათ შორის კერძო სკოლები. ამის შემდეგ სკოლების ხელმძღვანელებს გადაეცათ განკარგულება, სადაც გაწერილია კონკრეტული საჭიროებები, სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მინისტრის ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეთვალყურეობით სასწავლო განგაში ჩატარდა ორ სკოლაში. ბევრი სკოლა კი ამ …
Continue reading “აჭარის განათლების მინისტრი სკოლებში სახანძრო უსაფრთხოების საკითხებზე”
კერძო სკოლის მოსწავლეებმა ინგლისურში გაიმარჯვეს, საჯაროს მოსწავლეებმა – ქართულში
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით საგნობრივი ოლიმპიადის მეორე ტური ექვს საგანში ჩატარდა: ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ინგლისური ენაში, მათემატიკაში, ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში. ოლიმპიადის შედეგების მიხედვით, ქართულ ენასა და ლიტერატურაში გაიმარჯვეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და კერძო სკოლის მხოლოდ ერთმა მოსწავლემ. ამ ოლიმპიადას ქართულში შვიდი გამარჯვებული ჰყავს – ბათუმის #4 და #8 საჯარო სკოლები, სოფელ …
Continue reading “კერძო სკოლის მოსწავლეებმა ინგლისურში გაიმარჯვეს, საჯაროს მოსწავლეებმა – ქართულში”
აჭარის განათლების სამინისტრო 97 ათას ლარად ორ მსუბუქ ავტომობილს შეიძენს
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ორი მსუბუქი ავტომობილის შეძენას გეგმავს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 97 200 ლარი აქვს გამოყოფილი. ავტომობილებს სამინისტრო ელექტრონული ტენდერით შეიძენს, რომელიც მიმდინარე წლის 21 დეკემბერს დასრულდება. ავტომობილები, ტენდერში გამარჯვებულმა, სამინისტროს უნდა მიაწოდოს ხელშეკრულების გაფორმებიდან ორი კალენდარული დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს მიმდინარე წლის 28 დეკემბრისა. ავტომობილები უნდა იყოს ახალი, არანაკლებ 2017 წლის გამოშვების, …
Continue reading “აჭარის განათლების სამინისტრო 97 ათას ლარად ორ მსუბუქ ავტომობილს შეიძენს”
მახვილაურის ახალი სკოლისთვის ერთი მილიონ 600 ათასი ლარია გათვალისწინებული
მახვილაურში ახალი საჯარო სკოლა 2018-2019 წლებში უნდა აშენდეს. არსებული სკოლის შენობა, ავტობანის მშენებლობის გამო დაინგრევა. აჭარის განათლების სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სკოლის პროექტი შესყიდულია და მშენებლობა მომდევნო ორ წელზეა გაწერილი. სკოლის მშენებლობისთვის ერთი მილიონ 600 ათასი ლარია გათვალისწინებული ბიუჯეტში. როგორც სამინისტროში გვეუბნებიან, ახალი სკოლის აშენების აუცილებლობა ავტობანის მშენებლობამ განაპირობა. „ავტობანი გადის არა სკოლის ტერიტორიაზე, არამედ …
Continue reading “მახვილაურის ახალი სკოლისთვის ერთი მილიონ 600 ათასი ლარია გათვალისწინებული”
ბათუმელი გიორგი მელიქაძე უფსალას უნივერსიტეტში
ბათუმელი გიორგი მელიქაძე შვედეთში, უფსალას უნივერსიტეტში, განათლების სოციოლოგიას სწავლობს. გიორგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სწავლობდა, მაგისტრატურა კი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლების ადმინისტრირების მიმართულებით დაასრულა. „ოთხჯერ მქონდა მცდელობა, ევროპულ უნივერსიტეტში რომ გამეგრძელებინა სწავლა, თუმცა სრული სტიპენდიის მოპოვება მხოლოდ წელს მოვახერხე. განათლების სოციოლოგიის მიმართულებით ნაკლები სპეციალისტი გვყავს, ამიტომ აქ მიღებული ცოდნა, ვფიქრობ, დამეხმარება …
Continue reading “ბათუმელი გიორგი მელიქაძე უფსალას უნივერსიტეტში”
დაობებული კედლები და საკლასო ოთახები სოფლის სკოლებში (ფოტო)
აჭარის განათლების სამინისტრო 2018 წელს 23 საჯარო სკოლის რეაბილიტაციას გეგმავს. ბათუმში მხოლოდ ერთი, მე-20 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება, დანარჩენი სკოლები მუნიციპალიტეტებშია. მე-20 სკოლის დირექტორის, თეა დავითაძის თქმით, უნდა გარემონტდეს შენობის ფასადი, საკლასო ოთახები, ფოიე, კიბეები და მოაჯირები. დირექტორის თქმით, საჯარო სკოლა წლების წინ გარემონტდა. რეაბილიტაციას ექვემდებარება ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ გვარას საჯარო სკოლაც. სკოლაში გასარემონტებელია სველი …
Continue reading “დაობებული კედლები და საკლასო ოთახები სოფლის სკოლებში (ფოტო)”
ცხრა სტუდენტი, რომელთა საზღვარგარეთ სწავლას აჭარის განათლების სამინისტრო აფინანსებს
„სწავლა საზღვარგარეთ“ – ასე ეწოდება პროგრამას, რომლის ფარგლებში აჭარის განათლების სამინისტრო წარმატებულ და ნიჭიერ ახალგაზრდებს უცხოეთში განათლების მიღებაში ეხმარება. 2017 – 2018 სასწავლო წლისათვის საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსება ცხრა სტუდენტმა მოიპოვა. სტუდენტები სწავლასთან დაკავშირებული ხარჯების (სწავლის საფასური, ცხოვრების ხარჯები, სამედიცინო დაზღვევა, სასწავლო რესურსების შეძენა და ა.შ.) დაფარვის მიზნით ერთი სემესტრის განმავლობაში სამინისტროდან მიიღებენ ფინანსურ დახმარებას საშუალოდ 12500 …
„მის საქართველოსთვის“ ბათუმის მერიამ 50 000 ლარი გამოყო, აჭარის განათლების სამინისტრომ – 40 000
სილამაზის კონკურსის, „მის საქართველო 2017“-ის ორგანიზებისთვის აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 40 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული. ამავე ღონისძიების ფინალური საღამოსთვის კი, ქალაქ ბათუმის მერიას – 50 ათასი ლარი. მერიაში განაცხადეს, რომ კონკურსი 30 სექტემბერს გაიმართება, სამინისტროში კი კონკურსის გამართვის ზუსტი თარიღი არ იციან. „სამინისტრო და ჩვენ ვართ თანადამფინანსებლები. „მის საქართველოს“ ფინალური ტური დაგეგმილია 30 …
ბათუმში “ქართული ოცნების” სიის პირველი ნომერი სულიკო თებიძე იქნება
„ბათუმელების“ ინფორმაციით, აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე სულიკო თებიძე ბათუმის საკრებულოში „ქართული ოცნების“ პროპორციული სიის პირველი ნომერი იქნება. დღემდე არსებული პრაქტიკით, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სიის პირველი ნომერი ხდებოდა. „ქართული ოცნების“ შეთავაზებას თვითმმართველობის არჩევნებში კენჭისყრასთან დაკავშირებით თავად სულიკო თებიძეც ადასტურებს: „საუბარი არის, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილება არ არის მიღებული. შემოთავაზება იყო, რომ ან სიით ვიყარო კენჭი, ან მაჟორიტარ კანდიდატად. მე …
Continue reading “ბათუმში “ქართული ოცნების” სიის პირველი ნომერი სულიკო თებიძე იქნება”
სტაჟირება ფიზიკის მასწავლებლებისთვის ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში
აჭარის განათლების ფონდმა საჯარო სკოლების ფიზიკის მასწავლებლებისთვის კონკურსი გამოაცხადა. კონკურსზე შერჩეული პედაგოგები ერთკვირიან სტაჟირებას გაივლიან შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში, ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში [CERN – Organisation Européenne pour la Recherche Nucléaire] . კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიაT აჭარის საჯარო სკოლების მოქმედ უფროს მასწავლებელს ან პრაქტიკოს მასწავლებელს, რომელთაც ჩაბარებული აქვთ ფიზიკის მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენციის დადასტურების გამოცდა. ისინი სტაჟირების პროგრამის …
Continue reading “სტაჟირება ფიზიკის მასწავლებლებისთვის ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში”
აჭარის განათლების სამინისტრომ „სტუდენტთა დახმარების“ კონკურსი გამოაცხადა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ „განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის“ პროგრამის ფარგლებში საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების დაფინანსებისთვის კონკურსი გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს, რომლებიც 2014-2016 წელს ჩაირიცხნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე; ბოლო ექვსი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და ატესტატი მიიღეს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. ბოლო სემესტრის საშუალო აკადემიური …
Continue reading “აჭარის განათლების სამინისტრომ „სტუდენტთა დახმარების“ კონკურსი გამოაცხადა”
აჭარის განათლების მინისტრის ქონება
აჭარის განათლების მინისტრის 2017 წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ინგა შამილიშვილის საკუთრებაში მხოლოდ ბეშუმში არსებული 80,00კვ/მეტრი აგარაკი ირიცხება. დეკლარაციის მიხედვით, განათლების მინისტრი შვილთან და დედასთან ერთად ცხოვრობს. თუმცა დეკლარაციაში არ არის მითითებული, რა ღირებულებისაა და ვის ეკუთვნის საცხოვრებელი ბინა, სადაც ის ცხოვრობს. მინისტრის პენსიონერი დედის, ნათელა დუმბაძის სახელზე ბათუმში, ტბელ აბუსერიძის 57 ნომერში რეგისტრირებულია 6 მშენებარე ბინა. …
აჭარის განათლების სამინისტრო #23-ე სკოლის ადგილმონაცვლეობას გეგმავს
აჭარის განათლების სამინისტრო ბათუმის #23 -ე საჯარო სკოლისთვის, რომელიც მახვილაურში მდებარეობს, ახალ შენობას ააშენებს. სამინისტროს ინფორმაციით, გადაწყვეტილების მიზეზი ავტობანის მშენებლობაა: „იმ ადგილზე, სადაც #23-ე სკოლა მდებარეობს, ავტობანი გაივლის. ამიტომაც სკოლისთვის ახალ შენობას სამინისტრო სხვა ადგილზე ააშენებს,“ – განაცხადეს აჭარის განათლების სამინისტროში. ახალი სკოლის მშენებლობისთვის თანხა ბიუჯეტში უკვე გაითვალისწინეს.
ავიაშოუ – პირველად ბათუმში
25 ივნისს, 16:30 საათზე, ბულვარის კოლონადებთან ლატვიური კომპანიის “Baltic Bees Jet Team Professional Civilian Jet Team”-ის ავიაპილოტაჟი სანახაობრივ შოუ -„FlyFest Georgia”-ს გამართავს. ექვსი საჰაერო ხომალდი 30-წუთიან სანახაობრივ შოუს მოაწყობს. ღონისძიება აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართება. სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების მიზანი აჭარის რეგიონისა და ბათუმის ტურისტული პოტენციალის საუკეთესო კუთხით წარმოჩენაა: „გარდა ბუნებრივი ლანდშაფტისა და …
აჭარის მთავრობა „ჯარას“ დახურულ ჩვენებაზე
დოკუმენტური ფილმის „ჯარას“ პრემიერა გუშინ ბათუმში, კინოთეატრ „აპოლოში“ შედგა. პრემიერას, ძირითადად, აჭარის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ რადგან ადგილების რაოდენობა შეზღუდული იყო, ამიტომ დახურეს ჩვენება. „კინოთეატრ „აპოლოში“ 154 ადგილია და ვინც მოვიწვიეთ მხოლოდ ის ადამიანები იყვნენ დარბაზში“ – გვეუბნება სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, თეა ვადაჭკორია. მისივე ინფორმაციით, პრემიერაზე მოსაწვევ პირთა სია სამინისტრომ …
Continue reading “აჭარის მთავრობა „ჯარას“ დახურულ ჩვენებაზე”