უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა 28 ნოემბერს გაიმართება

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა 2016 წლის 28 ნოემბერს დანიშნა. შესაბამის განკარგულებას ხელს, პრეზიდენტთან ერთად, პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი კვირიკაშვილიც აწერს. სხდომა უმაღლესი საბჭოს სხდომათა დარბაზში 12 საათზე დაიწყება, უმაღლესი საბჭოს წევრთა რეგისტრაცია კი – 11:30 საათზე. უმაღლესი საბჭოს პირველ სხდომას დავით თედორაძე გახსნის.  უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე დავით გაბაიძის კანდიდატურა …

უსკომ უმაღლესი საბჭოს არჩევნები შეაჯამა

აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა. აჭარის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებზე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა იყო 308 506, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 163 419-მა ამომრჩეველმა. 8 ოქტომბერს 5%-იანი ბარიერი გადალახა 4-მა საარჩევნო სუბიექტმა, ესენია: „ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა;“(ერთი მანდატი); “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“(5 მანდატი);  „დავით თარხან მოურავი, ირმა …

უსკო უმაღლესი საბჭოს არჩევნების საბოლოო შედეგებს ხვალ გამოაცხადებს

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგებს ხვალ, 17 ნოემბერს, ოფიციალურად შეაჯამებს.  შემაჯამებელი ოქმი შედგება 8 ოქტომბრის პროპორციული და მეორე ტურის, ანუ 30 ოქტომბრის მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების საბოლოო შედეგებით. არჩევნების საბოლოო შედეგის გამოსაცხადებლად უსკოს ვადა 18 ნოემბერს ეწურებოდა. არჩევნების დასრულებიდან საქართველოს პრეზიდენტს ერთთვიანი ვადა აქვს დანიშნოს აჭარის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა. დეპუტატების ახალი …

სანქცია საარჩევნო კომისიისთვის, სადაც “ქართული ოცნების” გამარჯვება ცეკვით აღნიშნეს

ბათუმის პირველი საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარეს, მაია ბლადაძეს და ამავე კომისიის მდივანს ბათუმის საოლქო კომისიამ ვადამდე ადრე უფლებამოსილება შეუწყვიტა. ამ უბანზე კომისიის წევრებმა კენჭისყრის დასრულების შემდეგ “ქართული ოცნების” კანდიდატების გამარჯვება ცეკვით აღნიშნეს. ვიდეო მასალა კომისიის თავმჯდომარემ გუშინ სოციალურ ქსელში თავად გამოაქვეყნა. უფლებამოსილების შეწყვეტა ყველაზე მკაცრი დისციპლინური პასუხისგმებლობის ფორმაა. ამ შემთხვევაში, კომისიის წევრი საარჩევნო ადმინისტრაციაში 8 …

აპირებს თუ არა ბათუმის ოლქი პირველ უბანზე გადაღებული ვიდეოს შესწავლას

„ეს არ არის ჩვენი საქმე, ჩვენ რატომ უნდა განვიხილოთ?” – ასე გვიპასუხა ბათუმის N79 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ციალა შავაძემ კითხვაზე, როდის მოახდენდა ოლქი რეაგირებას პირველ უბანზე გადაღებულ ვიდეო ჩანაწერზე? ბათუმის პირველი საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარემ, მაია ბლადაძემ დღეს, 2 ნოემბერს საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ვიდეო მასალა დადო, სადაც ჩანს, რომ კომისიის წევრები კენჭისყრის შენობაში “ქართული …

როგორ დასრულდა სარჩელების განხილვა ბათუმის საოლქო კომისიაში

ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ არც ერთი ის საჩივარი არ დააკმაყოფილა, რომლითაც უბნის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვდნენ. ხმების ხელახლა გადათვლას “სამართლიანი არჩევნები” და “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” 70-ე მაჟორიტარული ოლქის 86-ე უბანზე მოითხოვდა, სადაც ამომრჩევლის ხელმოწერაზე მეტი რაოდენობის ბიულეტენი დაფიქსირდა. “სამართლიანი არჩევნები” ხმების ხელახლა გადათვლას მოითხოვდა 68-ე ოლქის 98-ე უბანზეც, სადაც შემაჯამებელ ოქმში გადასწორებული იყო მიღებული …

საარჩევნო უბანზე ცეკვა-თამაშით ცესკო დაინტერესდა

ბათუმის 69-ე ოლქის პირველ საარჩევნო უბანზე “ქართული ოცნების” გამარჯვება კომისიის წევრებმა აღნიშნეს. კომისიის თავმჯდომარემ, მაია ბლადაძემ ცეკვა-მხიარულების ამსახველი ვიდეო მასალა საკუთარ ფეისბუკ გვერდზე გამოაქვეყნა მინაწერით: “ჩვენი დიდი გამარჯვება… ეს ემოციაა გულწფელი ემოციაა იმ დიდი ბრძოლის, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ… ოცნებამ გაიმარჯვა… სიმართლემ და ღირსებამ გაიმარჯვა… ეს მართლა ჯოჯოხეთია ბევრი არაკეთილის მსურველისთვის… ჩვენ გავიმარჯვეთ… მიყვარხართ”. გავრცელებულ ვიდეოში …

ვინ ჩამოხსნის წინასაარჩევნოდ გაკრულ სარეკლამო პლაკატებს

ქალაქის ქუჩებში საარჩევნოდ გაკრული პლაკატების ნაწილი უკვე დაზიანებულია. ვის ევალება პლაკატების მოხსნა? – ბათუმის მერიის პრესსამსახურის განმარტებით, კანონმდებლობით მერიას ამის ვალდებულება არა აქვს. „ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში თუ არ ჩამოხსნიან პარტიები თავიანთ სარეკლამო პლაკატებს, ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახური ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით დააჯარიმებს მათ, 50 – დან 1000 …

ვინ იქნებიან ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები

2016-2020 წლების მოწვევის აჭარის უმაღლეს საბჭოში პროპორციული სიით „ქართული ოცნების“ 8 დეპუტატი ეყოლება. ესენი არიან: დავით გაბაიძე [აჭარის მთავრობის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი] ირაკლი ჭეიშვილი [ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე]  ცოტნე ანანიძე [აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მოადგილე, პოლიტიკური თოქ-შოუს წამყვანი] დავით თედორაძე [ბათუმის საკრებულოს წევრი „პატრიოტთა ალიანსიდან] ვლადიმერ მგალობლიშვილი [აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე] დავით ბაციკაძე [აჭარის უმაღლესი საბჭოს …

როგორ დათვალეს ხმები “მანდარინების უბანზე”

ბათუმის 79-ე ოლქის 63-ე უბანზე შემაჯამებელ ოქმში ბალანსი ვერ მიიღეს. ეს ის უბანია, სადაც დღის განმავლობაში რამდენიმე მარკირებაგავლილმა ამომრჩეველმა სცადა ხმის მიცემა. უბანზე მისულმა ოლქის წარმომადგენელმა კი თქვა, რომ მარკირების აპარატი მანდარინის სითხესაც აფიქსირებს. კომისიის მონაცემებით, უბანზე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ შეადგინა 478. იმისთვის, რომ ბალანსი გასწორებულიყო, კომისიის მდივანმა და თავმჯდომარემ შემაჯამებელი ოქმში ბათილი ბიულეტენების რაოდენობა …

ხუთი უბნის შედეგები აჭარის მთიდან

73-ე მაჟორიტარულ ოლქში [ხულო, შუახევი, ქედა] არჩევნების ხუთი უბნის შედეგები გახდა ცნობილი. ამ ოლქში მხოლოდ უმაღლესი საბჭოს წევრობისთვის იბრძვიან „ქართული ოცნების“ და ენმ-ის კანდიდატები. ხუთი უბნის მონაცემებით, იგებს „ქართული ოცნების“ კანდიდატი ხვიჩა შარაშიძე. მას ამ უბნების მონაცემების მიხედვით 5223 ხმა აქვს მიღებული. ენმ-ის კანდიდატს – ნუგზარ ამაღლობელს ხუთი უბნის მონაცემებით 225 ხმა აქვს მიღებული. 73-ე ოლქში პირველივე ტურში გაიმარჯვა ანზორ ბოლქვაძემ, …

აჭარაში არჩევნებზე ამომრჩეველთა 37 პროცენტი მივიდა

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, დახურულია აჭარაში მდებარე 348-ვე უბანი და მიმდინარეობს ხმის დათვლის პროცესი. უბნების დახურვისას, ხელვაჩაურის ოლქში სამ უბანზე გაითიშა ელექტროენერგია, დაახლოებით 10 წუთით, თუმცა, უსკოს განცხადებით, პრობლემა არ შექმნილა. უსკოს ინფორმაციით, 30 ოქტომბერს საკუთარი არჩევანი დააფიქსირა უბანზე მისულმა 114 202 ამომრჩეველმა, რაც აჭარაში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის, ანუ 308 576-ის 37% პროცენტია. ეს …

ცესკოს წარმომადგენელი: მანდარინის წვენი მარკირების მხრივ ქმნის პრობლემას

მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმის 63-ე უბანზე გახშირდა მარკირებიანი ამომრჩევლის მისვლა, უბანზე ცესკოს წარმომადგენელიც მივიდა. ცესკოს ბათუმის საოლქო კომისიის წარმომადგენელმა ირმა სეფერთელაძემ „ბათუმელებს” უთხრა, რომ მისი ინფორმაციით, „მარკირების სითხე გადადის მარკირებულ ამომრჩევლზე ხელის ჩამორთმევით“. ის ასევე ამბობს, რომ „ამ მხვრივ პრობლემას ქმნის მანდარინის წვენიც“.

მანდარინი, როგორც მარკირების წყარო – ექსპერიმენტი საარჩევნო უბანზე

ბათუმის 63-ე უბანზე მარკირებიანი ადამიანები ისევ მიდიან. ყველა მათგანი ამბობს, რომ მანდარინი ჭამა და ამიტომ აჩვენებს აპარატი მარკირებას. ერთ-ერთი ბოლო ამომრჩეველი, რომელსაც უბანზე მარკირება დაუფიქსირდა იყო გოჩა მუხაშავრია – ყოფილი პოლიტპატიმარი. იქედან გამომდინარე, რომ 63-ე უბანზე ამომრჩეველი მარკირების მიზეზად მანდარინს ასახელებს, „ბათუმელების“ დამკვირვებელმა უბანზე მიიტანა მანდარინი ექსპერიმენტის ჩასატარებლად. აღმოჩნდა, რომ მანდარინი არ ტოვებს ისეთ კვალს, …

ერთ უბანზე მარკირებიანმა პირებმა ხმის მიცემა ცხრაჯერ სცადეს

ბათუმის 63-ე საარჩევნო უბანზე მარკირების მქონე ცხრა პირის შესვლის მცდელობა დაფიქსირდა. ბოლოს ამომრჩეველი ქალი ამტკიცებდა, რომ აქვს „მანიკური“ და ის დაჟინებით ითხოვდა მიეცათ ხმის უფლება. ბოლოს მან დატოვა უბანი იმ პირობით, რომ „მანიკურს“ მოიშორებს და დაბრუნდება. სხვები აცხადებენ, რომ მათ “მანდარინი ჰქონდათ ნაჭამი”. ნაკადის მარეგულირებლის თქმით, მან ამ ქალბატონამდე რვა მარკირებინი პირი არ შეუშვა უბანზე.

“სამართლიანმა არჩევნებმა” ბათუმში ოთხი დარღვევა დააფიქსირა

ამ დროისთვის ბათუმში ოთხი პროცედურული დარღვევა დააფიქსირა  “სამართლიანმა არჩევნებმა”. ორგანიზაციამ საუბნო საარჩევნო კომისიების გახსნისა და მოწყობის პროცესის შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა: ბათუმის 70-ე ოლქის 58-ე უბანში დაირღვა წილისყრის ჩატარების წესი. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ რეგისტრატორის ფუნქცია წილისყრის გარეშე მიანიჭა კომისიის ერთ-ერთ წევრს; ბათუმის 70-ე ოლქის 58-ე უბანში საკონსტროლო ფურცელს აკლია პირველი ამომრჩევლის ხელმოწერა; ბათუმის 69-ე ოლქის …

შეუვსებელი სპეციალური სიები სადემონსტრაციო ოქმებში

ხელვაჩაურის მესამე საარჩევნო უბანზე სადემონსტრაციო ოქმში კომისიის წევრებმა სპეცსიის გრაფა არ შეავსეს. კომისიას ამასთან დაკავშირებით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებელმა მიუთითა და შენიშვნაც დაწერა. კომისის თავმჯდომარის და მოადგილის განმარტებით, მათ ასეთი მითითება ოლქისგან მიიღეს. კომისიის თავმჯდომარის თქმით, სპეციალური სია ღია იმიტომ უნდა დარჩეს, რომ შეიძლება მასში ცვლილება შევიდეს.  „ბათუმელების“ კითხვაზე,  სიაში ამომრჩევლის დამატების გარდა (რაც კანონით დაუშვებელია), რა …

უსკოს მიერ 30 ოქტომბერს დაგეგმილი ბრიფინგები

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარული სისტემით არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით მედიისთვის რამდენიმე საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს. უსკოს ინფორმაციით, არჩევნების მიმდინარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოქვეყნდება კომისიის ვებ-გვერდსა და ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე. საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი უსკოში 30 ოქტომბერს: 09.00 საათზე [საარჩევნო უბნების გახსნის შესახებ]; 12.30 საათზე [ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ]; 18.00 საათზე [17.00 საათზე უსკო ვებ-გვერდის საშუალებით გაავავრცელებს ინფორმაციას ამომრჩეველთა …

ენმ პროკურატურას მიმართავს

დღეს, 27 ოქტომბერს, ენმ-ს ბათუმის ოფისში, 2016 წლის 8 ოქტომბრის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველმა ნომერმა ლევან ვარშალომიძემ ბრიფინგი გამართა, საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით. ლევან ვარშალომიძის განცხადებით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უამრავი საჩივარი შეიტანა უბნებზე, ოლქებშიც და შემდეგ სასამართლოში… ვითხოვდით უბნების ბათილობას, ვითხოვდით კონკრეტულ უბნებზე კონკრეტული ბიულეტენების გადათვლას, არც ერთი ჩვენი მოთხვნა არ დაკმაყოფილდა. ამიტომ ჩვენ …

ვინ იხეირა ბათილი ბიულეტენებით

ბათილი ბიულეტენების უპრეცედენტო რაოდენობა ერთ-ერთია იმ საკითხებს შორის, რაც საპარლამენტო არჩევნების გამართულად ჩატარებასთან დაკავშირებით კითხვებს აჩენს. კითხვები აქვთ არამხოლოდ ოპოზიციურ პარტიებსა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, გაბათილებულ ბიულეტენებთან დაკავშირებული ყველა მონაცემის დროულად გასაჯაროებისკენ ცესკოს თავად პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც მოუწოდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 62 680 ბიულეტენი გაბათილდა, რაც არჩევნებში მონაწილეთა 3, 43%-ს შეადგენს. …

არჩევნების მეორე ტური – 30 ოქტომბერი

საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის პარლამენტში მყოფ პოლიტიკურ ძალას მანდატების საერთო რაოდენობის, ანუ 150-ის 3/4 ესაჭიროება, რაც მინიმუმ 113 დეპუტატს ნიშნავს. 8 ოქტომბრის არჩევნების შედეგად, პროპორციული სიით, „ქართულ ოცნებას“ 67 დეპუტატი ჰყავს პარლამენტში, „ნაციონალურ მოძრაობას“ – 27,  ხოლო  „პატრიოტთა ალიანსს“ – ექვსი. მეორე ტური 50 მაჟორიტარულ ოლქში 30 ოქტომბერს უნდა გაიმართოს. იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატები 5 …

აჭარაში 7 საარჩევნო უბნის თავმჯდომარე შეიცვალა

ბათუმსა და ხელვაჩაურში 7 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე შეიცვალა. ოფიციალურად თითოეულმა თავმჯდომარემ თავად დაწერა განცხადება თანამდებობის დატოვების შესახებ. ამ უბნებში რამდენიმე საჩივარი დაიწერა, თუმცა ოლქში ცვლილებებს საჩივრების რაოდენობას არ უკავშირებენ. “სხვა უბნებზეც ხომ იყო დარღვევები, იქ რატომ არ შეიცვალა თავმჯდომარე? თავისით დაწერეს განცხადებები და წავიდნენ,” – ამბობს “ბათუმელებთან” ციალა შავაძე, ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. მისი …

ენმ-ს მორიგი ბრიფინგი არჩევნების გაყალბებაზე

დღეს, 20 ოქტომბერს, ენმ-ს სიის პირველმა ნომერმა აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში, ლევან ვარშალომიძემ ჟურნალისტებს მორიგი ვიდეო მასალა წარუდგინა. ლევან ვარშალომიძის თქმით, 8 ოქტომბრის არჩევნებზე „ბათუმის #68 ოლქის #46 უბანზე გადაღებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ კომისიის წევრი ამომრჩეველს ართმევს ბიულეტენს, თვითონ შემოხაზავს, შემდეგ კონვერტში ჩადებს და აგდებს ყუთში,  კომისიის თავმჯდომარეც არაფერს არ მოქმედებს და არც გაფრთხილებას აძლევს… …

შემაჯამებელი ოქმები სასამართლოს განხილვის დასრულებამდე

ბათუმის N79 საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ შემაჯამებელი ოქმის გამოცემას აპროტესტებენ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში”. პეტრე ზამბახიძე აცხადებს, რომ საოლქო კომისიამ საარჩევნო კოდექსი დაარღვია, რომლის მიხედვითაც შემაჯემებელი ოქმი საარჩევნო დავების სასამართლოში განხილვის დასრულების შემდეგ უნდა გამოიცეს: “ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ჯერ არ უმსჯელია საარჩევნო დავებზე. ეს ნიშნავს იმას, რომ საოლქო კომისია არაფრად აგდებს სასამართლოს, ან პირიქით, ისინი ერთობლივად …

დანამატები ხელფასებზე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის განკარგულებით ცვლილება შევიდა „საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის დანამატის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ უსკოს განკარგულებაში. უსკოს ინფორმაციით, ცვლილების თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებზე დანამატი გაიცემა, 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის ნამუშევარი დღეების შესაბამისად გაცემული შრომის ანაზღაურების 50%-ის ოდენობით. საუბნო კომისიის წევრებისა და ხელმძღვანელი პირების შრომის ანაზღაურება კი განსაზღვრულია ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულებით, რომლის …

უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს ჩატარდება

აჭარის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურის ჩატარების თარიღი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მსგავსად, აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამაც განსაზღვრა. უსკოს ინფორმაციით, მეორე ტურის ჩატარების სავარაუდო თარიღი 30 ოქტომბერია. ამასთან, აჭარის უმაღლესი საბჭოს 8 ოქტომბრის არჩევნების(პროპორციული) შემაჯამებელი ოქმის შედგენის ბოლო ვადა 27 ოქტომბერია. აღნიშნული დოკუმენტის მიღების შემდეგ კი უსკო გამოსცემს სამართლებრივ აქტს, რომლითაც არჩევნების მეორე …

„ოცნება” VS “ნაციონალები – ვინ ვის უპირისპირდება მეორე ტურში ბათუმში

აჭარაში არჩევნების შედეგად ვერ გაირკვა გამარჯვებული მაჟორიტარი კანდიდატების ვინაობა, რადგან ერთი კანდიდატის გარდა ვერც ერთმა ვერ მოიპოვა ხმათა 50 პროცენტზე მეტი. მეორე ტურში გადადის ორი კანდიდატი, რომელთაც დააგროვეს ყველაზე მეტი ხმა.  ბათუმში, ისევე როგორც მთელ აჭარაში, მაჟორიტარულ ოლქებში ერთმანეთს მხოლოდ ორი – „ქართული ოცნებისა” და ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატები უპირისპირდებიან საქართველოს პარლამენტში და უმაღლეს საბჭოში მოსახვედრად. …

ენმ არჩევნების გაყალბების დასადასტურებლად ვიდეო ჩანაწერებს ასაჯაროვებს

ლევან ვარშალომიძემ ჟურნალისტებს ქობულეთის სხვადასხვა საუბნო საარჩევნო კომისიაში გადაღებული ვიდეო მასალა აჩვენა. მისი თქმით, ვიდეო პარტიის წარმომადგენლებმა გადაიღეს და მასზე გაყალბების სხვადასხვა შემთხვევაა დაფიქსირებული. ლევან ვარშალომიძემ ყურადღება გაამახვილა კომისიის იმ წევრებზე, რომლებსაც ხმების დათვლის დროს ხელში საწერი კალმები უჭირავთ. მისივე მტკიცებით, ერთ-ერთ საუბნო კომისიაში ამომრჩეველმა ხმა მისცა მარკირების შემოწმების გარეშე, ასევე გადასატანი ყუთის კონვერტები გადაუთვლელად …

მადონა ბერიძე: როცა დარღვევებს ამართლებთ, ეს არის წამახალისებელი

ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისია ამ დრომდე განაგრძობს საჩივრების განხილვას. კომისიამ ხელახლა გადათვალა ბათუმის 70-ე მაჟორიტარული ოლქის 58-ე უბნის ბიულეტენები. აღმოჩნდა, რომ ბათილი და გაფუჭებული ბიულეტენების რაოდენობა საუბნო კომისიას ერთმანეთში აურევია. ასევე შემაჯამებელ ოქმში მონაცემი ისე შეცვალა, რომ შესწორების ოქმი არ გაუფორმებია. ოლქმა საუბნო კომისიის თავმჯდომარეს და მდივანს გაფრთხილება მისცა. “ეს იყო ტექნიკური ხასიათის შეცდომა, რაც …

“ჩვენი ქვეყანა სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდება და ამისთვის ეს პარლამენტი მზად არ იქნება”

„შუა უნდა გაიკრიფოს“ – ბიძინა ივანიშვილის ეს პირველი, დასამახსოვრებელი ფრაზა ოთხი წლის შემდეგაც შესაძლოა ბევრს გაახსენდეს, როცა არჩევნების შედეგს ნახავს. პარლამენტში, ასევე აჭარის უმაღლეს საბჭოში „შუა“ აღარ იქნება. პოლიტიკური მრავალფეროვნების ნაცვლად, საკანონმდებლო ორგანოში მმართველი ძალა დიდი ალბათობით საკონსტიტუციო უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი. რა რისკებს აჩენს მონოლითური საკანონმდებლო ორგანო, რა რესურსი აქვს ოპოზიციას იყოს ანგარიშგასაწევი და გააქტიურდება …

ვინ შევა აჭარის უმაღლეს საბჭოში პროპორციული სიით

21-წევრიან უმაღლეს საბჭოში ექვსი ადგილი მაჟორიტარებს ეკუთვნით, სადაც 8 ოქტომბერს არჩევნებზე გამარჯვებული ვერ გამოვლინდა – ბარიერი ვერც ერთი პარტიის კანდიდატმა ვერ გადალახა. შესაბამისად, მეორე ტური გაიმართება. დარჩენილ 15 მანდატს კი გადაინაწილებენ პარტიები, რომლებმაც 5%-იანი ბარიერი გადალახეს. ამ დროის მონაცემებით უმაღლეს საბჭოში შედიან „ქართული ოცნება“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ნინო ბურჯანაძე დემოკრატიული საქართველო“ და “პატრიოტთა ალიანსი“. აჭარის უმაღლესი …

„ოცნება“, ენმ, „პატრიოტთა ალიანსი“ ? – წინასწარი მონაცემები

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2016 წლის 10 ოქტომბრის დილის 8 საათისთვის დათვლილია უბნების 99,92%. პროპორციული სისტემით კი, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, 5%-იანი ბარიერი 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გადალახა ორმა პარტიამ, ერთს კი ხმების 5% აქვს მიღებული: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 48,6% „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ [ენმ] – 27,14% „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული …

არჩილ ხაბაძე და სვეტლანა კუდბა პარლამენტარები გახდებიან

კანდიდატების სიაში, რომლებიც წინასწარი მონაცემების მიხედვით გახდებიან პარლამენტის წევრები, არიან აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და უმაღლესი საბჭოს წევრი სვეტლანა კუდბა. არჩილ ხაბაძე „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ პარტიულ სიაში 21-ე ნომრადაა შეყვანილი, ხოლო სვეტლანა კუდბა ამავე სიაში 38-ე ნომრად. ცესკოს წინასწარი მონაცემებით ამჟამად დათვლილია უბნების 82.55 %, რომლის მიხედვითაც პარლამენტში 2 პარტია ხვდება, თუმცა …

უბნები აჭარაში, სადაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ოცნებას“ მოუგო

საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებზე,  „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ქართულ ოცნებას“ 254 უბნის შედეგების მიხედვით  27 უბანზე მოუგო პროპორციული სისტემით.  აჭარაში 94 უბნის შედეგები კი, ჯერ კიდევ დაუთვლელია. ცესკოს მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ოცნებას“ მოუგო: ბათუმის 68-ე ოლქში – 5 უბანზე [დათვლილია 34 უბანი, დასათვლელია – 7]; ბათუმის 69-ე ოლქში – 1 უბანზე [დათვლილია 21 უბანი, …

აჭარაში მეორე ტური მხოლოდ ანზორ ბოლქვაძეს არ სჭირდება

საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებზე მხოლოდ ერთმა მაჟორიტარმა კანდიდატმა გადალახა 50%-იანი ბარიერი. ცესკოს წინასწარი მონაცემებით 73-ე მაჟორიტარულ ოლქში [ქედა, შუახევი, ხულო] „ქართული ოცნების“კანდიდატმა ანზორ ბოლქვაძემ ხმების 51,77% მიიღო. ამ დროისთვის მონაცემები დათვლილია ამ ოლქის 125 უბნის მიხედვით. ოლქში სულ 130 უბანია. აჭარის სხვა მაჟორიტარულ ოლქებში მეორე ტური „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის უნდა …

უმაღლესი საბჭოს არჩევნების წინასწარი შედეგები აჭარაში

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ დროისათვის დათვლილია 245 უბანი, დასათვლელი – 103 უბანი. წინასწარი მონაცემებით აჭარის უმაღლესი საბჭო ოთხი პარტიით დაკომპლექტდება: წინასწარი მონაცემებით, პროპორციული სისტემით აჭარის უმაღლეს საბჭოში ხმები ასე ნაწილდება: „ქართული ოცნება” – 44.77% [46602 ხმა] –  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 30.01% [31241 ხმა]  „ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა” –  5.87% [6107 ხმა]  “პატრიოტთა ალიანსი” – 5.77% [6003]  …

Exit mobile version