აჭარის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში, საბჭოს წევრობის კანდიდატებისთვის ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარების უფლება უსკომ სამხარაულის ბიუროს აჭარის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტს მიანიჭა. უმაღლესი საარჩევნო კომისიის [უსკო] შესაბამის განკარგულებაში აღნიშნულია: „მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის რეგისტრაციაში გასატარებლად ამომრჩეველთა 5-კაციანი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა, შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, კანდიდატის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიასთან ერთად უნდა წარუდგინოს ცნობა …
Tag Archives: არჩევნები 2016
რატომ იწვევს მაჟორიტარული ოლქების ახალი გადანაწილება გაურკვევლობებს აჭარაში
უმაღლესი საბჭოს არჩევნების ჩასატარებლად აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ [უსკო] ცენტრალური საარჩევნო კომისიის [ცესკო] მიერ განსაზღვრული ოლქებით უნდა იხელმძღვანელოს. პრობლემა არის ის, რომ ცესკომ 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის მხოლოდ ბათუმის ოლქები განსაზღვრა, აჭარის მუნიციპალიტეტებში ახალი საარჩევნო ოლქები კი – პარლამენტმა. „… გვაქვს გარკვეული აცდენა, ცესკომ შექმნა მხოლოდ სამი ოლქი ბათუმში. სხვა ოლქები აჭარაში შექმნა საქართველოს …
Continue reading “რატომ იწვევს მაჟორიტარული ოლქების ახალი გადანაწილება გაურკვევლობებს აჭარაში”
შენობა-ნაგებობები, სადაც აკრძალულია/დაშვებულია საარჩევნო მასალების განთავსება
მუნიციპალიტეტების მიერ უკვე განსაზღვრულია იმ შენობა-ნაგებობებისა და ადგილების ჩამონათვალი, რომლებზეც აკრძალულია/დაშვებულია საარჩევნო სააგიტაციო მასალების განთავსება და საჯარო ღონისძიებების ორგანიზება/ჩატარება. აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის [უსკო] მიერ გამოქვეყნდა აჭარის 5 მუნიციპალიტეტის – ბათუმის, ხელვჩაურის, ქედის, შუახევისა [ბმული 1 და 2] და ხულოს მიერ მიღებული შესაბამისი დადგენილებები, თუმცა არ არის გამოქვეყნებული ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული დადგენილება. უსკოში „ბათუმელებს“ …
Continue reading “შენობა-ნაგებობები, სადაც აკრძალულია/დაშვებულია საარჩევნო მასალების განთავსება”
აჭარაში საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები
აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ [უსკო], 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის, აჭარაში მოქმედი 6 საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების სია გამოაქვეყნა. 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრები არიან: ირაკლი გვარჯალაძე – №79 ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრი; ნინო შაქარაძე – №80 ქედის საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრი; ბადრი ღაღაიშვილი – №81 ქობულეთის …
Continue reading “აჭარაში საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები”
სად შეიძლება წინასაარჩევნო პლაკატების გაკვრა ქედაში
ქედის საკრებულომ 13 ივნისს იმ შენობა-ნაგებობების ნუსხა დაამტკიცა, სადაც შესაძლებელია როგორც წინასაარჩევნო პლაკატების განთავსება, ასევე შეხვედრა-აგიტაციის მოწყობა. საკრებულომ საარჩევნო სუბიექტებისთვის ამომრჩეველთან შესახვედრად ქედის სასპორტო სკოლა, სოფლის სახლები და სოფლის კლუბები შეარჩია. რაც შეხება სააგიტაციო მასალის განთავსებას, ამგვარი მასალის განთავსება ნებადართულია ძირითადად მოსაცდელების, სოფლის სახლების ფასადებსა და სოფლის გზების დამცავი კედლების მიმდებარედ. საარჩევნო პლაკატების განთავსება აკრძალულია ქედის …
Continue reading “სად შეიძლება წინასაარჩევნო პლაკატების გაკვრა ქედაში”
თვითმმართველობებმა დღეს იმ შენობების ნუსხა უნდა შეადგინონ, სადაც საარჩევნო კამპანიის ჩატარება იქნება შესაძლებელი
უსკოს მიერ დამტკიცებული აჭარის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკის შესაბამისად, დღეს, 13 ივნისს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებული არიან შეადგინონ იმ შენობა-ნაგებობების ნუსხა, სადაც შესაძლებელია ჩატარდეს წინასაარჩევნო კამპანია [აგიტაცია] და გადასცენ იგი საოლქო საარჩევნო კომისიას. საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მიერ გამოყოფილი შენობა- ნაგებობების ნუსხა გაასაჯაროოს მისი მიღებიდან 2 …
აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 8 ოქტომბერს ჩატარდება
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მორიგი არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის არჩევნების პარალელურად ჩატარდება. საქართველოს პრეზიდენტის 2016 წლის 3 ივნისის შესაბამისი განკარგულება, პრემიერ-მინისტრის ხელმოწერის შემდეგ, ძალაში მიმდინარე წლის 8 ივნისს შევიდა. აჭარის მთავრობამ კი, სამი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ამჯერად უკვე წინასაარჩევნო რეჟიმში, კონკურსი უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატის და კომისიის ერთი წევრის შესარჩევად ისევ გამოაცხადა. …
Continue reading “აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 8 ოქტომბერს ჩატარდება”
ერთი მაჟორიტარი აჭარის მაღალმთიანეთიდან, სავარაუდოდ – ხულოდან
წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად ჯერ არ გამოცხადებულა, თუმცა მაჟორიტარობის შესაძლო კანდიდატებზე პარტიები აქტიურად მუშაობენ. ვის კანდიდატურებს წარუდგენენ მმართველი თუ ოპოზიციური პარტიები ამომრჩეველს მაღალმთიან აჭარაში – ეს განხილვის ერთ-ერთი მთავარი საგანია მოსახლეობისთვისაც. წელს პირველად აჭარის მთის სამ მუნიციპალიტეტს – ხულოს, შუახევსა და ქედას ერთი მაჟორიტარი ეყოლება. საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საქართველოს პარლამენტში აჭარის მაღალმთიანი მოსახლეობის ინტერესებს …
Continue reading “ერთი მაჟორიტარი აჭარის მაღალმთიანეთიდან, სავარაუდოდ – ხულოდან”
პოლიტიკური სიუჟეტი რეკლამის ნიშნის გარეშე „25-ე არხის“ ეთერში
„ტელეარხი 25“-ის ეთერში რამდენიმე სიუჟეტი გავიდა ოლიგარქ ლეონიდ ჩერნოვეცკის პოლიტიკური გეგმების შესახებ [გასულ პარასკევს მისმა შტაბმა პოლიტიკური აქტიურობის შეჩერებაზე გაავრცელა განცხადება], ასევე გავიდა ორი ვრცელი ინტერვიუ, რომელთაგან ერთ-ერთი ჩაწერილია 2013 წელს გადაცემაში „В гостях у дмитра гордона“. არც ერთ მათგანს არ აქვს მითითებული, რომ ეს რეკლამაა, როცა ტელეარხის დირექტორი გია სურმანიძე ამბობს, რომ ოლიგარქთან სარეკლამო …
Continue reading “პოლიტიკური სიუჟეტი რეკლამის ნიშნის გარეშე „25-ე არხის“ ეთერში”
“ეროვნული ფორუმი“ – ოპოზიცია თანამდებობრივი პრივილეგიებით
„ეროვნულმა ფორუმმა“ პარლამენტში უმრავლესობა დატოვა და ოპოზიციურ ფლაგზე გადაინაცვლა, მაგრამ რეგიონებში ფორუმელები თანამდებობებსაც ინარჩუნებენ და უმრავლესობაშიც რჩებიან. პარტიის ყრილობაზე დელეგატთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა მომავალ საპარლამენტო არჩევნებში „ეროვნული ფორუმის“ დამოუკიდებლად მონაწილეობას. როგორ აღიქვამს ამომრჩეველი „ეროვნულ ფორუმს“ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალად, თუკი მისი წარმომადგენლები დღემდე არჩევით ორგანოებში მმართველ ძალას არ ემიჯნებიან? -„ბათუმელების“ შეკითხვებს უპასუხა დავით ანანიძემ, „ეროვნული ფორუმის“ …
Continue reading ““ეროვნული ფორუმი“ – ოპოზიცია თანამდებობრივი პრივილეგიებით”
სიმშვიდე პოლიტიკის კეთების ნაცვლად – მუნიციპალიტეტებში ცვლილებებს არ იმჩნევენ
„ყველაფერი არის ძველებურად და არ ველოდებით ცვლილებებს, უმრავლესობაში კაი ბიჭები არიან, ქედელები არიან და იქნება ერთი გუნდი ყოველთვის. მეტ კომენტარს არ ვაკეთებ“, – ასე უპასუხა ქედის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძემ „ბათუმელების“ შეკითხვას: როგორ აისახა ეროვნულ დონეზე მიმდინარე პოლიტიკური პროცესი მათ საკრებულოზე. ქედა გამონაკლისი არ არის. ხულოში, შუახევში, ხელვაჩაურსა თუ ქობულეთში საკრებულოს წევრები განსხვავებული პოლიტიკური ხედვების …
Continue reading “სიმშვიდე პოლიტიკის კეთების ნაცვლად – მუნიციპალიტეტებში ცვლილებებს არ იმჩნევენ”
“რეგიონებში როგორ არის პარტია წარმოდგენილი, ესაა გადამწყვეტი”
„დღეს სხვა ვითარებაა და საჭიროა, საქართველოს მოსახლეობამ გააკეთოს შესაბამისი არჩევანი“, – თქვა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მას შემდეგ, რაც „რესპუბლიკელებმა“ კონკურენციაზე გააკეთეს აქცენტი. „რესპუბლიკური პარტია~ და პარტია „ქართული ოცნება“ დღემდე იყვნენ პარტნიორობის რეჟიმში, დღეიდან კი გადადიან პარტნიორობა-კონკურენციის რეჟიმში“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა. რამდენად ცვლის პოლიტიკურ რეალობას მმართველი პოლიტიკური პარტიების განაცხადი – არჩევნები ცალ-ცალკე მოიგონ? „ბათუმელებმა“ ბლიც-ინტერვიუ …
Continue reading ““რეგიონებში როგორ არის პარტია წარმოდგენილი, ესაა გადამწყვეტი””
ვის აწყობს 2 არჩევნების 1 დღეში მოთავება
ყველას აწყობს. ძალაუფლებაში მყოფი, თუ ოპოზიციური პარტიები ორი არჩევნების ერთდროულად ჩატარებას ძირითადად იმით ამართლებენ, რომ ამ გზით ამომრჩეველს ნაკლებად აწუხებენ. ექსპერტები კი მიიჩნევენ, რომ ორი არჩევნების – საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს, = ჩატარება ყველაზე მეტად სწორედ ამომრჩეველს აზარალებს, რომელიც პოლიტიკური მოცემულობის გამორკვევის, ანუ პრაქტიკულად, არჩევანის გარეშე რჩება. ორი ორგანოს არჩევნების ერთ დღეს არჩატარებაზე …