ქობულეთში იარაღის უკანონოდ შეძენასა და შენახვაში ბრალდებული დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ქობულეთის რაიონის სოფელ ზენითში, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ეზოში დამხმარე სათავსოს ჩხრეკისას “ნაგანი”-ს ტიპის რევოლვერი ორი ვაზნით ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული იარაღი და ვაზნები სასროლად ვარგისია.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

ინტერვიუ აჭარის განათლების მინისტრის მოადგილესთან

 

გადაცემა შეუზღუდავი სივრცე

  აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ვლადიმერ მგალობლიშვილის ინფორმაციით,   ახალ სასწავლო წელს აჭარის ტერიტორიაზე სკოლების შენობების შენება-რეაბილიტაციისათვის დაახლოებით 5 000 000 ლარის დახარჯვა იგეგმება, განათლების სამინისტრო ასევე აპირებს ბიბლიოთეკების, ინვენტარისა და პანსიონის პროგრამების განხორციელებას. ერთ-ერთი პროგრამის ფარგლებში იგეგმება შვიდი ლაბორატორიის შეძენა, რომელიც აჭარის სკოლებში განაწილდება. ახალი ინვენტარი ძირითადად ახლად აშენებულ ან რეაბილიტირებულ სკოლებში შევა.   

 

რაც შეეხება წიგნებს, მას აჭარაში მცხოვრები მოსწავლეთა უმეტესობა, უფრო ზუსტად კი საჯარო სკოლების ყველა და კერძო სკოლების სოციალურად დაუცველი მოსწავლეები მიიღებენ.  

აღმოჩნდა რომ აჭარის არც ერთ სკოლაში ფსიქოლოგის ძირითადი საშტატო ადგილი არ არსებობს და მისი ყოფნა მთლიანად სკოლის შესაძლებლობებზეა დამოკიდებული, თუმცა უკვე დასრულდა საპილოტე პროექტისათვის ექიმების შერჩევა, რომლებიც აჭარის სხვადასხვა მუნციპალიტეტის მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით არჩეულ სკოლებში გადანაწილდებიან.

 

რაც შეეხება არდადეგების ვადის შემცირებას, მინისტრის მოადგილემ ამის მთავარ მიზეზად  გაცდენების პრევენცია და მათ გამო სასწავლო პროცესებისათვის ხელის შეშლის თავიდან აცილება  დაასახელა.

 

თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის მოხალისე სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები გადაცემებს,  დისკუსიებსა რეპორტაჟების მომზადებას „ნედის“ მხარდაჭერით აგრძელებს;

 

ბათუმში პატრულის თანამშრომლები პასუხისგებაში მისცეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე მიმდინარეობს. 

მამაკაცმა სახლს სადაც მისი ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ ცეცხლი წაუკიდა

 

შინაგან საქმეთა სმაინისტროს ინფორმაციით, არავინ დაშავებულა, ოჯახის წევრებმა შინიდან გამოსვლა უვნებლად შეძლეს.

დაკავებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით წაუყენეს, რაც   სხვისი ქონების   დაზიანებას ნიშნავს.  


ფაქტი ბათუმში 2 დღის წინ მოხდა. 

კონფერენცია “ხლებნიკოვის შემდეგ”

 

ბათუმის ახლადგახსნილი თანამედროვე ხელოვნების სივრცე პირველ კონფერენციას მასპინძლობს. 

 

კონფერენცია სახელწოდებით „ხლებნიკოვის შემდეგ“  ბრიტანული ორგანიზაცია „დაშ არტთან“ თანამშრომლობით ხორციელდება. პროექტის კურატორია ჩარლზ მერივეზერი სინგაპურის თანამედროვე ხელოვნების ინსტიტუტის დირექტორი.

 

  პროექტში მონაწილეობას საერთაშორისოდ აღიარებული ხელოვანები იღებენ საქართველოდან, უკრაინიდან,  რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და ყირგიზეთიდან.

 

კონფერენცია ორ დღეს გაგრძელდება. შედეგების საჯარო პრეზენტაცია 11 სექტემბერს 19 საათზეა დაგეგმილი. 

 

 

 

მურმან დუმბაძე: „პროცესი უნდა მივიდეს ბოლომდე“

 

მურმან დუმბაძე
მურმან დუმბაძე

ბატონო მურმან, ირაკლი ჭეიშვილი ამბობს, რომ სინამდვილეში თქვენ ხართ იმპიჩმენტის ავტორი.. 


ამ ადამიანს არ აქვს არავითარი საზოგადოებრივი ავტორიტეტი და არავითარი პოლიტიკური წონა  საიმისოდ, რომ ყოფილიყო საკრებულოს წევრი. უფრო მეტიც, ის გახდა საკრებულოს თავმჯდომარე ერთი მარტივი მიზეზის გამო. ის არის არჩილ ხაბაძის მეზობელი და მისი მეჯვარე.

 

თქვენ მის განათლებაში შეიტანეთ ეჭვი, რვაკლასდამთავრებული უწოდეთ…

დიახ, ეს სამართლებრივი ტერმინია. თქვენ უნდა მოძებნოთ მისი დიპლომი, მისი ლექტორი ვინ იყო, მისი მასწავლებელი…  აბა მინახეთ მასწავლებელი, რომელმაც მას ლექცია წაუკითხა. მითხარით ვინ იყო მესამე კურსზე მისი მეგობარი სტუდენტი.

 

ამბობთ რომ მას უმაღლესი განათლება არ აქვს?


კი ბატონო. არ აქვს უმაღლესი განათლება. საერთოდ განათლება არა აქვს და არავინ არ არის. ეს არის არჩილ ხაბაძის მეზობელი და მისი მეჯვარე. არის აბსოლუტური ნული და სირცხვილი, განსაკუთრებით იმ ნაწილისა პოლიტიკურ საბჭოში, რომელმაც მას მხარი დაუჭირა საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე, როცა ბათუმის საკრებულოში ხუთი დოქტორი და პროფესორი მუშაობს. 


თქვენ ცდილობდით ამ საკითხებიდან დისტანცირებას, როგორ ფიქრობთ, რატომ ხდება მაინც თქვენთან დაკავშირება?


იმ ადამიანების ნაწილი, რომელიც წარმოადგენს „ქართულ ოცნებას“ აჭარის უმაღლეს საბჭოში,  გარდა იმისა, რომ პარტიული თანამებრძოლები არიან, ისინი ჩემი მეგობრებიც არიან. მათთან მე მაკავშირებს უწყვეტი ბრძოლა ოთხმოციანი წლებიდან მოყოლებული დღემდე. ეს ხალხი მართლა ჩამოყალიბდა ერთი იდეოლოგიის ქვეშ,  რომელსაც ჰქვია მეტი კონკურენცია, მეტი ღირსება, მეტი თავისუფლება, მეტი დამოუკიდებლობა და აჭარის უმაღლესი საბჭოს არსებობის ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანია, რაც ახლა ხდება. ეს არის პირველი შემთხვევა უმაღლესი საბჭოს არსებობის ისტორიაში, როცა გაბედულება ყოფნის გამარჯვებული სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლებს და მათსავე მთავრობას უცხადებენ უნდობლობას. ასეთი მუხლი ჩაწერილი იყო კომუნისტების დროიდან მოყოლებული უმაღლესი საბჭოს რეგლამენტსა თუ კონსტიტუციაში მაგრამ მისი გამოყენება არავის არ დაჭირვებია, არა იმიტომ,  რომ ასეთი პროცესი არ დამდგარა, არამედ იმის გამო, რომ მათ არ ქონდათ გაბედულება. ახლა პროცესი არის დაწყებული და მე ვულოცავ აჭარის უმაღლეს საბჭოს, რომ ასეთი პროცესი დაიწყო და ნავსი გატეხა.  ეს არის ისტორიულ-პოლიტიკური პროცესი. მითუმეტეს, რომ დღეს უკვე გაკეთდა პირველი კომენტარები, რომლებიც სამართლებრივ საფუძველს იძლევა იმპიჩმენტის დაწყებისა.

მე ვარ მომხრე პროცესის, როცა ორივე მხარე თანხმდება, ამის წამალი მოგონილია, ეს არის მთავრობის გადაყენება და იგივე მთავრობის ან ახალი მთავრობის წარდგენა.

 

„ქართულმა ოცნებაში“ უმაღლესი საბჭოს ფრაქციის მხირდან იმპიჩმენტის პროცედურის წამოწყება შეაფასეს როგორც თვითნებური ქმედება და ჩანიშნეს სხდომა, თქვენი მოსაზრებით რა შეიძლება მოხდეს ამ სხდომაზე?

 

 

მე ვფიქრობ სწორედ აქ არის გასაღები,  ეს არის ღრმა შეცდომა პოლიტიკური საბჭოს ცალკეული წევრების, რომ ეს იყო თვითნებური. დიდი ხანია ვლაპარაკობდით ჩვენ ამის შესახებ შიდა სხდომებზე, ველაპარაკებოდით მთავრობის წევრებს, ლიდერებს, რომლებიც ამევე დროს პოლიტიკური საბჭოს წევრები არიან. ვრცელდებოდა სხვა და სხვა ინფორმაციები მასმედიის საშუალებითაც, ასე რომ პოლიტიკური საბჭო ინფორმირებული იყო ამის შესახებ.  თუ პოლიტიკური საბჭო უფრო ადრე ჩაერეოდა, შეიძლებოდა უფრო უკეთესი შედეგი დამდგარიყო.

 

 

მათ [უმაღლესი საბჭოს წევრებს] ჰქონდათ შეხვედრა პრემიერთან, როგორც პოლიტიკურ ლიდერთან, რომელმაც ურჩია დაფიქრდითო…


სწორი რჩევაა. პრემიერი გვიმოწმებს, რომ ის არ ჩარევა და ვერც ჩაერევა ამ პროცესში.  ჩვენ თუ პატივი არ ვეცით კანონებს, ჩვენი ქვეყანა ვერ განვითარდება. ფორმალურად შეთანხმება მიღწეულია. საქართველოს კონსტიტუციური კანონი ადგენს ექსკლუზიურ უფლებამოსილებებს რეგიონისათვის. რეგიონის უმაღლეს საბჭოს სრული უფლება აქვს დაიწყოს უნდობლობის პროცედურა მის რეგიონში მოქმედი მთავრობის მიმართ.  ვერც პარლამენტი და ვერც მთავრობა ამაში ვერ ჩაერევა.

 

 

რადგან გაჩნდა უკვე შეფასება – „ეს იყო თვითნებური ქმედება“,  ხომ არ არის საშიშროება, რომ პოლიტსაბჭოს სხდომაზე, რომელიც საგანგებოდ დაინიშნა, უმაღლესი საბჭოს ფრაქციის წევრები მიიღებენ მინიმუმ საყვედურს ან უფრო მეტსაც?


მე არა ვარ დარწმუნებული, რომ მათ შორის შეხვედრა მოხდება და ასეთ კონფლიქტამდე მივა საქმე. მე ვარ დარწმუნებული, რომ უმაღლესი საბჭო, რომელმაც იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო, უკან არ დაიხევს.  პოლიტსაბჭოს შეუძლია ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღოს, მაგრამ პროცესი არის დაწყებული და დაწყებული საქმე უნდა მივიდეს ბოლომდე.

 

ბრიფინგზე თქვით, რომ იმპიჩმენტის მხარდასაჭერად საჭირო ხმების მოსაგროვებლად „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეთანხმება  იქნებოდა უზნეობა…


ნაციონალურ მოძრაობასთან შეთანხმება არ ხდება, შეთანხმება ხდება პროცესთან. „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო პროცესი. თუ ნებისმიერი, პარტიული კუთვნილების მიუხედავად, ამ პროცედურას მხარს დაუჭერს, ეს არ ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“  გაურიგდა სხვა რომელიმე პარტიას. მაგალითად, საქართველოს პარლამენტში ჩვენ უამრავ საკითხზე გამოგვიხატა მხარდაჭერა „ნაციონალურმა მოძრაობამ“.

 

 

 

 

არჩილ ხაბაძის პასუხი უმაღლეს საბჭოს

 

რაც შეეხება ჯემალ ბერიძის სამსახურიდან დათხოვნას, როგორც ადრე აღინიშნა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და აჭარის მთავრობის აპარატში მუშაობდა ერთი და იგივე ფუნქციის სტრუქტურული ერთეული და ხდებოდა უფლება-მოვალეობების დუბლირება. 2014 წლის 1 აპრილს რეორგანიზაციის შედეგად გაუქმდა დეპარტამენტი და გათავისუფლდნენ იქ მომუშავე თანამშრომლები.

 

 

აქვე შევეხებით ალექსანდრე ჩიტიშვილის სხვა უსაფუძვლო და უპასუხისმგებლო ბრალდებებს. საინვესტიციო წინადადებები განიხილება დადგენილი წესით, საჭიროების შემთხვევაში პოტენციურ ინვესტორებს, როგორც მთავრობის თავმჯდომარე, ასევე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრიც ხვდება. თუ უმაღლესი საბჭოს დეპუტატები გვიწუნებენ იმ გადაწყვეტილებას, რომ ქ. ბათუმში ვარდების სკვერში სამთავრობო რეზიდენციის და ევროპის მოედანთან არსებულ სკვერში საცხოვრებელი კორპუსის აშენების უფლება არ მივეცით ინვესტორს, საზოგადოებამ განსაჯოს. არც ერთი სტრატეგიული და ეკონომიკურად მომგებიანი პროექტის დაწუნება არ მომხდარა.

 

 

პირადად ჩემთვის, კატეგორიულად მიუღებელია ცრუ ინფორმაციის გავრცელება პირადი ამბიციებიდან გამომდინარე, ასევე, მიუღებელია, როცა მაღალჩინოსნები სახელმწიფო ინტერესებზე წინ, პირად და ნათესავების ინტერესებს აყენებენ, რის მაგალითებსაც მრავლად ვხედავთ. ვწუხვარ, რომ საკითხის გარკვევა ასეთ ტონალობაში გვიწევს, მაშინ როდესაც პრობლემების გადასაჭრელად ჩვენ უპირატესობას ვანიჭებთ საქმიან, მშვიდობიან და დიპლომატიურ გზებს, თუმცა უმაღლესი საბჭოს დეპუტატების მიერ არჩეული რიტორიკა ამის შესაძლებლობას არ გვაძლევს.

 

აჭარის უმაღლესი საბჭოს „ფრაქცია ქართული ოცნების“ წევრების ბოლოდროინდელი მოქმედებები სახელისუფლებო და პოლიტიკური კრიზისის ხელოვნურად შექმნისკენაა მიმართული. მათი გადაწყვეტილებები არ არის შეთანხმებული ქართულ ოცნებასთან და თვითნებობად შეფასდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის – ქართული ოცნების პარტიის თავმჯდომარის მიერ. პრემიერისვე ინიციატივით კვირას მოცემული საკითხი პოლიტსაბჭოზე განიხილება. ვფიქრობ, დეპუტატების მიერ სახელისუფლებო კრიზისის შექმნის მცდელობით შესაბამისი სამსახურებიც დაინტერესდებიან.”

აჭარაში სკოლის ექიმები შეარჩიეს

 

კომისიის მიერ კონკურსანტები შეფასდნენ შემდეგი ქულებით: ხათუნა აბდალაძე 8,5;  მარადი ბერიძე 9,1 ; ციური ბოლქვაძე 7,4;  მერაბ მახარაძე 7,3; მანანა უბილავა 8,9 ; ირმა დიდია 7,6 ;  იამზე სურმანიძე 7,8.

 

 ბათუმის N7 საჯარო სკოლის ექიმის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად  ციური ბოლქვაძის კანდიდატურა,  ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის ექიმის ვაკანტურ თანამდებობაზე   ხათუნა აბდალაძის კანდიდატურა,  ბათუმის N5 საჯარო სკოლის ექიმის ვაკანტურ თანამდებობაზე  მანანა უბილავას კანდიდატურა,  ქობულეთის N3 საჯარო სკოლის ექიმის ვაკანტურ თანამდებობაზე   ირმა დიდიას კანდიდატურა,  ხელაჩაურის N1 საჯარო სკოლის ექიმის ვაკანტურ თანამდებობაზე მარადი ბერიძის კანდიდატურა,  დაბა ხულოს საჯარო სკოლის ექიმის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად   იამზე სურმანიძის კანდიდატურა წარადგინეს.

 
  მერაბ მახარაძე ჩაირიცხა სარეზერვო სიაში.

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებაზე: ამ ყველაფერს ჰყავს ერთი ავტორი, მურმან დუმბაძე


ირაკლი ჭეიშვილი

მინდა გამოვეხმაურო ბოლო პერიოდში უმაღლესი საბჭოს დეპუტატების მხრიდან გაკეთებულ უსაფუძვლო, დაუსაბუთებელ განცხადებებს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა რიგი დეპუტატები ცდილობენ მოიპოვონ გავლენა სხვადასხვა მიმართულებით და უხეშად ერევიან რეგიონის მთავრობის მმართველობაში, მთავრობის წევრების უფლება-მოვალეობების განხორციელებაში.

 

მე როგორც აჭარის მთავრობის აპარატის ყოფილი უფროსი ვიყავი უშუალო თვითმხილველი ამგვარი მოვლენებისა, თუ როგორ ცდილობდა დეპუტატების გარკვეული ნაწილი ზეწოლას აჭარის მთავრობაზე. პროცესის ამგვარი რადიკალიზაცია გამოწვეულია სწორედ ამ გუნდის ინტერსების ვერ განხორციელებით.

 

სამწუხაროდ, ამ განცხადებებში იკვეთება პირადი ინტერესები და მათ ქმედებას არაფერი აქვს საერთო სახელმწიფო ინტერესებთან. იმ დროს როდესაც აჭარის მთავრობა ცდილობს იმუშაოს სოციალურ პრობლემებზე, ინვესტორთა წინადადებების განხილვასა და სწორად შერჩევაზე, მსგავსი ქმედება აფერხებს რეგიონის სტაბილურ განვითარებას. ეს არის კრიზისის ხელოვნურად გამოწვევის მცდელობა, რაც არ დარჩება შესაბამისი რეაგირების გარეშე. მსგავსი მიდგომა სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით კატეგორიულად დაუშვებელია. 

 

ერთი რამ დარწმუნებით მინდა ვთქვა, ამ ყველაფერს ჰყავს ერთი ავტორი და ეს არის საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერი მურმან დუმბაძე, რომელიც ცდილობს საკითხისგან დისტანცირებას და მის მიერ მართული დეპუტატების საშუალებით ახორციელებს თავის გეგმას. მურმან დუმბაძე და უმაღლესი საბჭოს წევრები ამ ქმედებით სახელმწიფო პოლიტიკასა და ხალხის კეთილდღეობაზე წინ საკუთარ კომფორტს აყენებენ.

 

ჩიტიშვილი ხაბაძეს ინვესტიციების შეფერხებაში ადანაშაულებს

 

„აჭარის უმაღლეს საბჭოში ხშირად გვსტუმრობდნენ მსხვილი ინვესტორები, რომელთა განცხადებითაც, ისინი ვერ ახერხებდნენ შეხვედრას ვერც მთავრობის თავმჯდომარესთან, ვერც დარგობრივ მინისტრთან ან ვერ აღწევდნენ შეთანხმებას. რომ არ შეგველახა ქვეყნისა და რეგიონის იმიჯი, დიდი პატივისცემით ვღებულობდით და ბოდიშებით ვაცილებდით ქვეყნიდან. 2013 წლის პირველ აგვისტოს გავაგზავნე წერილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საინვესტიციო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის, ბატონ ჯემალ ბერიძის სახელზე და მოვითხოვე, მოეწოდებინა ინფორმაცია აჭარაში განსახორციელებლად შემოთავაზებული საინვესტიციო პროექტებისა და წინადადებების შესახებ. ჯემალ ბერიძემ მოამზადა პასუხი და ხელმოსაწერად გადასცა მთავრობის თავმჯდომარეს-“განაცხადა ჩიტიშვილმა.

 

ჩიტიშვილის განმარტებით, მთავრობიდან საჯარო ინფორმაცია ვერ მიიღეს.

 

მთავრობის  საინვესტიციო პოლიტიკის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ჯემალ ბერიძე   ბრიფინგის ჩატარებას ხვალ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გეგმავს;

მან დღეს ჟურნალისტებს განუცხადა,  რომ წელიწადნახევრის განმავლობაში მთავრობაში შევიდა 39 საინვესტიციო წინადადება, აქედან არც ერთი არ განხორციელებულა.

აჭარის მთავრობა საპასუხო განცხადებას ამზადებს.

 

 

ალექსანდრე ჩიტიშვილი

 

ერთი მსახიობის აქცია აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან

„ვაპროტესტებ ხელფასზე 20 %-ის დანამატის მოხსნას. ის ხელფასი, რაც ჩვენ გვაქვს, არ არის ადეკვატური იმ შრომასთან, რაც უწევს მსახიობს. თუ ვთქვათ, რვა საათი მუშაობს ჩვეულებრივ ადამიანი, ჩვენ ვმუშაობთ გაცილებით მეტს. მით უმეტეს პრემიერის დღეებში მსახიობს ფიზიკური და გონებრივი შრომაც მეტი უწევს. ამასთან, როგორც სამხატვრო ხელმძღვანელმა გვითხრა, პრემიები სამ თვეში ერთხელ გაიცემა, თან იმ შემთხვევაში, ან ფეხი თუ მოგტყდა, ან რამე უბედურება შეგემთხვა ან კარგად თუ ითამაშე. შეასრულე თუ არა კარგად როლი, ამას სამხატვრო ხელმძღვანელი სუბიექტურად წყვეტს,“ – ამბობს მეგი კობალაძე.

„რამდენადაც მე მითხრეს შეიცვალა პრემიების გაცემის წესი. ეს ინფორმაცია ვაცნობე დასს. დასი საქმის კურსშია. ამიერიდან პრემია სამ თვეში ერთხელ კვარტლურად გაიცემა. პრემია უნდა დარიგდეს რაღაც კონკრეტული საქმისთვის. თუ ვინ მიიღებს პრემიას, ამას სამხატვრო ხელმძღვანელი გადაწყვეტს,“ – განუცხადა „ბათუმელებს“ ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ანდრო ენუქიძემ.

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრში დასაქმებულ მსახიობთა ნაწილის ხელფასი 350 ლარამდეა, არის უფრო მაღალი ხელფასის მქონე მსახიობებიც.

აქციას განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წინ მინისტრის მოადგილე ლადო მგალობლიშვილი გამოეხმაურა. მგალობლიშვილი აქციის მონაწილეს, მეგი კობალაძეს  შეხვდა და განუმარტა, რომ ამიერიდან პრემიას კვარტალურად ყველა თანამშრომელი მიიღებს.

„პრემია იქნება კვარტალური თითო თანამშრომელზე 60 %, რესურსი რჩება იგივე.  თუმცა კვარტალში ერთხელ მიიღებენ და თუ იქნება დღესასწაული მიიღებენ სადღესასწაულოსაც. ვფიქრობ გაუგებრობას ჰქონდა ადგილი,“ – ამბობს ლადო მგალობლიშვილი.

მისი განმარტებით პრემიას ყველა თანამშრომელი მიიღებს.

„თუ ადამიანს ექნება ადმინისტრაციული სახდელი, რა თქმა უნდა, ის ვერ მიიღებს, დანარჩენ შემთხვევაში ყველა მიიღებს. რაც შეეხება ხელფასის მატებას, განხილვა შესაძლებელია იმ თანამშრომლებთან მიმართებაში, ვისაც აქვს ძალიან დაბალი ხელფასი, საარსებო მინიმუმ თან ახლოს. დანარჩენ შემთხვევაში ამ ეტაპზე ეს საკითხი არ განიხილება,“ – განაცხადა ლადო მგალობლიშვილმა.

შსს აკადემიის მაგისტრატურაში სწავლა უფასოა

 

რეგიონებში მცხოვრებ სტუდენტებს კი ასევე ექნებათ საცხოვრებელი უფასოდ და დღეში ერთჯერადი კვება.

შსს აკადემია

 

შს მინისტრის მოადგილემ „საპოლიციო რეგულირების სამართლის“ სამაგისტრო პროგრამის წარდგენისას განაცხადა, რომ აკადემიას მიენიჭა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი და „საპოლიციო რეგულირების სამართლის“ სამაგისტრო პროგრამის განხორციელება მიმდინარე წლის ოქტომბრიდან დაიწყება.

 

 პროგრამა უფასოა მათთვის, რომლებსაც აქვთ სამართლის ბაკალავრის დიპლომი და გავლილი აქვთ საერთო სამაგისტრო გამოცდა.

 

„საპოლიციო რეგულირების სამართლის“ სამაგისტრო პროგრამის მიზანია მოამზადოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფებისათვის საშუალო მენეჯერულ პოზიციებზე სათანადო უნარებითა და ცოდნით აღჭურვილი საპოლიციო ფუნქციების განმახორციელებელი, აკადემიური განათლების მქონე თანამშრომლები, რომლებიც იქნებიან კანონის უზენაესობის, დემოკრატიული და ჰუმანური ღირებულებების მატარებელნი.

 

შს მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ასევე იმაზეც, რომ სამართლის ბაკალავრებს, რომლებიც შსს-ს აკადემიაში უფასო სამაგისტრო ორწლიან პროგრამას გაივლიან, სამართალდამცავ სტრუქტურებში დასაქმების რეალური პერსპექტივაც ექნებათ. შსს-ს აკადემიაში სამაგისტრო პროგრამის წლევანდელ კურსზე განცხადებების მიღება 18 სექტემბრამდე გაგრძელდება

ბათუმის მერს ახალი მრჩეველი ჰყავს

 

შორენა მამულაძე
შორენა მამულაძე

შორენამ შეთავაზება უშუალოდ გიორგი ერმაკოვისგან მიიღო.  რამდენიმე თვის წინ მან  „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები მოქმედებაში” – პროექტის ფარგლებში ერთი სამუშაო დღე ბათუმის მერთან ერთად გაატარა, მაშინ გიორგი ერმაკოვი მერის მოვალეობის შემსრულებელი იყო:

 

„სამუშაო დღის დასრულების შემდეგ, დამშვიდობებისას მითხრა, რომ თანამშრომლობას გავაგრძელებდით. თუმცა მის ნათქვამს სკეპტიკურად შევხედე. არ მჯეროდა.“ – ამბობს შორენა.

 

შორენამ ჯერ არ იცის სად იქნება მისი სამუშაო ოთახი, არც ის იცის თუ რამდენია მერის მრჩეველის ხელფასი: „არც ის ვიცი, როგორ უნდა მიხაროდეს, რას უნდა ვგრძნობდე.“

 

ახლა სამსახურისთვის საჭირო დოკუმენტებს აგროვებს.

 

პირველი რითაც შშმ პირებისთვის მერის მრჩევლის რანგში შეეცდება რომ გააკეთოს, ეს ადაპტირებული გარემოს შექმნაზე ზრუნვა იქნება:

 

„ეს ყველაზე მთავარი პრობლემაა, რის გამოც მეც მიჭირდა და სხვებსაც უჭირთ.“ – ამბობს შორენა, რომელიც თავადაც შშმ პირია. 

 

ამ დრომდე შორენა არასამთავრობო ორგანიზაციაში „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ მუშაობდა.

„ ალბათ ორ ფრონტზე ვერ ვიქნები, ამიტომ ჩემს მეგობრებთან ვითანამშრომლებ, მათთან გავივლი ხოლმე კონსულტაციებს“ – ამბობს შორენა.

 

 

აჭარის მთავრობას მხარდაჭერას უცხადებენ

 

ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თამაზ მჟავანაძემ ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში  დღეს ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ისინი აჭარის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურის დაწყებას აპტროტესტებენ; 

 

 მათი შეფასებით, აჭარის მთავრობამ ორგანიზაციის მიერ გაგზავნილი ოფიაცილური წერილების შემდეგ რამდენიმე პრობლემის მოგვარება შესძლო.

კონკრეტულად კი,  მედიკამენტი, რომელიც თირკმელგადანერგილ პაციენტებს ესაჭიროებათ,  ბათუმში არ იყიდებოდა. ორგანიზაციამ ამ პრობლემის მოსაგვარებლად წერილი აჭარის მთავრობას გაუგზავნა, მათი ინფორმაციით,  თირკმელგადანერგილი ადამიანები საჭირო მედიკამენტებს სექტემბრიდან უკვე ბათუმში შეიძენენ.

 

თამაზ მჟავანაძის ინფორმაციით, აჭარის მთავრობა  მაგისტრანტი სტუდენტების დაფინანსებაზეც მუშაობს  და ეტლებისა და ყურსასმენების ვაუჩერით გაცემა დაიწყეს. მისივე განმარტებით, ეს იმ საქმეების ჩამონათვალია რაზეც მუშაობა დაიწყო აჭარის მთავრობამ.

 

თამაზ მჟავანაძესთან ერთად აჭარის მთავრობას ქალთა და ბავშთა უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია მეჯლისის წარმომადგენელმა გამოუცხადა მხარდაჭერა.

 

როგორ დამილეწეს და გამიყიდეს მანქანა

 

ეს ჩემი ამბის პირველი ნაწილია.

რ.ვ.-მ დამიყოლია, დავთანხმებოდი მანქანების სადგომიდან გაყვანაზე იმ პირობით, რომ ერთი კვირის ვადაში მანქანის ფულს მომიტანდა. სიმართლე გითხარათ, არც მიფიქრია თუ ადამიანის ნდობა ასე არ შეიძლებოდა. ავარია ვის არ მოსვლია, მაგრამ იმას, თუ როგორ განვითარდა შემდეგ მოვლენები, ვერაფრით ვერ წარმოვიდგენდი.

 

რ.ვ-მ საპატრულოში ხელწერილი დაწერა, რომ მაისის ბოლოს ზარალს ამინაზღაურებდა, მანქანაც წაიყვანა… ამის შემდეგ თითქმის ერთი თვე ვეღარ ვუკავშირდებოდი, არაერთი მცდელობის მიუხედავად. მერე მომწერა, რომ მანქანას აკეთებდა… ასე “ვითომ კეთებაში”  კიდევ ორი თვე გავიდა. სინამდვილეში კი რ.ვ.-მ თურმე იმ დღესვე გაყიდა ჩემი მანქანა 1800 დოლარად და ის ფულიც მიითვისა, მე კი მთელი სამი თვე იმის მოლოდინში გამატარებინა, რომ მანქანას არემონტებდა, რომელიც მერე “ვითომ” მისმა მეგობარმა იყიდა და მისი “მეგობრის მეზღვაური ქმრისათვის” მაცდევინა, ვიდრე მოივლიდა რეისს დედამიწის გარშემო.

 

რამდენჯერმე დავუკავშირდი მის ოჯახს. დედამისმა, მანქანა სხვაგან რატომ არ დააყენეო?! _ ეს მკითხა. მანქანა ვინმეს აგყავთ ბინაში?! ვითომ სიზმარს ვნახავდი, რომ ჩამოივლიდა. მამამისმა, _ მე რა ვქნაო. როგორც მითხრეს, ის საკმაოდ ძვირადღირებული “მერსედესის” მარკის ავტომობილით გადაადგილდება. როცა ვკითხე, მე რომ დამემტვრია თქვენი ავტომობილი, რას იზამდით-მეთქი, მე ჩემსას ამოვიღებდიო -მიპასუხა.
ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტროში მივედი, მერე პროკურატურაში. შემდეგ, როგორც იქნა, გამოძიებას გადაეცა ეს საქმე – ანზორ ძირკავაძის წყალობით გამოიძიეს საქმე. მანქანა იპოვეს, მისი ნახევარიც არ არის დარჩენილი, რადგან ნაწილებად იქნა გაყიდული.
გაგიგიათ ასეთი რამ?!

ავტომობილი, რომელიც უკვე აღარ არსებობს, ბანკის სესხით ვიყიდე და დღემდე ვიხდი ფულს იმაში, რაც არ მაქვს. სად არის ამ დროს კანონი?! რატომ არ შეუძლია კანონს დაიცვას უდანაშაულო ადამიანი, რომელსაც გაჩერებულ მანქანას ულეწავენ, მერე დალეწილ მანქანას ართმევენ, ყიდიან და უთავბოლოდ არბენინებენ სიმართლის დასამტიცებლად ნახევარი წელიწადი პოლიციასა და პროკურატურაში. არ ვიცი, კიდევ რამდენ ხანს უნდა ვირბინო.
ზოგჯერ ვამბობ ხოლმე, პასუხი ვისგან უნდა მივიღო ჩემს კითხვებზე. მართლა არავინაა, ვისაც პასუხს მოვკითხავ ამ თემაზე.
ერთი კვირის წინ დაზარალებულად მცნეს. მძღოლს, რომელმაც ჩემი მანქანა დაამტვრია, ბრალი წაუყენეს 185 მუხლის მე-2-ე “გ” პუნქტით. მაგრამ ამ ამბის მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია.

 

მინდა მჯეროდეს, რომ კანონი ყველასთვის კანონია, რომ მის წინაშე ყველა თანასწორია და მაქვს უფლება კანონის ძალით ვიყო დაცული მეც და დაცული იყოს ჩემი ქონებაც.
დღე არ გავა მანქანის ამბავი ვინმემ არ მკითხოს, ან “ფეისბუქზე” არ დამხვდეს შეტყობინება. ისე უმწეო და დაუცველი ვჩანვარ, მრცხვენია კიდეც. არავის სჯერა, რომ ამდენი თვე არაფერი მეშველა.

ბათუმში ხელოვნების თავისუფალი სივრცე გაიხსნა

„ბათუმში გვაქვს ნობელის მუზეუმი, ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმი მათ თავისი სტილი აქვთ. ხელოვნების თავისუფალი სივრცე არ არის მუზეუმი, ეს არის ღია გალერეა, სადაც ნებისმიერი ნამუშევრის გამოფენა შეიძლება, ნებისმიერი ადამიანისთვის. ჩვენთვის ყველაფერია მისაღები, რაც თანამდედროვეა და სიახლეა“ – გვითხრა ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცის მენეჯერმა ირაკლი ძნელაძემ.

ხელოვნების სივრცე ოფიციალუდად ფოტოგამოფენებით გაიხსნა. წარმოდგენილი იყო ფოტოგამოფენა სახელწოდებით  „საბჭოთა საქართველოში, ისინი მეგობრობის სიმღერებს მღერიან“ და თვითნასწავლი ფოტოგრაფის შალვა ალხანაიძის სერია „საპასპორტო ფოტო“. 

„საბჭოთა საქართველოში, ისინი მეგობრობის სიმღერებს მღერიან“ მოიცავს ფოტოებს ხარიტონ ახვლედიანის მხარეთმცოდნეობის კოლექციიდან და და ფოტოგრაფ ვალერი (საშა) მიტიაშვილის კერძო არქივიდან და გვიჩვენებს 1920-1990 წლების ბათუმს. ხოლო „საპასპორტო ფოტოები“ 1960-იანი წლების თუშური ქალების პორტრეტებს ასახავს. ფოტოგამოფენა 16 სექტემბრამდე გაგრძელდება.

9 სექტემბერს კი „ბათუმის თანამდროვე ხელოვნების სივრცეში“ დაიწყება ბრიტანეთის პროგრამა „დაშ არტი“-ის / DASH Arts ფარგლებში საერთაშორისო კონფერენცია „ხლებნიკოვის შემდეგ“. მასში 12 სხვასასხვა ქვეყნის ხელოვანი მიიღებს მონაწილეობას.

ირაკლი ძნელაძის განმარტებით: „დაშ არტის“ კონფერენცია ხლებნიკოვზე ბათუმში დაიწყება და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში იმოგზაურებს. თითო ქვეყნიდან თითო ხელოვანი აირჩევა, რომელიც ერთი წლის მანძილზე შექმნის ნამუშევარს ხლებნიკოვის თემაზე. პროგრამაში მონაწილეები 2015 წელს გაემგზავრებიან ლონდონში და წარადგენენ საკუთარ ნამუშევრებს“.

ხელოვნების თანამედროვე სივრცე ორშაბათის გარდა ყოველდღე, დილის 11 საათიდან საღამოს 7 საათამდე იმუშავებს. ცენტრში შესვლა და გამოფენის დათვალიერება უფასო იქნება. სამომავლოდ იგეგმება სერგო ფარაჯანოვის ნამუშევრების გამოფენაც.

„ბათუმის თანამდედროვე ხელოვნების სივრცე“ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიხსნა.








უმაღლესი საბჭოს წევრები თბილისში პოლიტსაბჭოს სხდომაზე დაიბარეს

 

 

„არ მინახავს ეს განცხადება.  წავალთ პოლიტსაბჭოს სხდომაზე. არავითარი პრობლემა აქ არ არის. ადრე ამ თემაზე ფრაქციის ყველა წევრს ჰქონდა საუბარი პრემიერთან და პარტია რა შუაშია, არ ვიცი. აქ არის უმაღლესი საბჭო, რომელიც თავის გადაწყვეტილებას იღებს.  ეს არის დემოკრატიული ქმედება და მე ვიცი, რომ პარტია არის დემოკრატიისკენ მებრძოლი, რადგან მეც ვარ ამ პარტიის დამფუძნებელი და თუ  ეს პროცესები შიგნით არადემოკრატიულად და თვითნებურად მიიჩნიეს, ამას გავარკვევთ პოლიტსაბჭოზე“ – აცხადებს აკაკი ძნელაძე. 

 

ფრაქციის თავმჯდომარე ამბობს, რომ პოლიტსაბჭოს სხდომაზე აუცილებლად წავა: „არავითარი წინასწარი მოლოდინი არ მაქვს. მანამდე დროა, ჩავალთ და გავარკვევთ“. 

 

დაიწყება თუ არა აჭარაში სახელისუფლებო კრიზისი

 

გენო გელაძის შეფასებით, უმაღლეს საბჭოში ფრაქცია  „ქართული ოცნების“ გაქტიურებას პოლიტიკური სარჩული უდევს: „ამით ისინი საკუთარი ძალების დემონსტრირებას ცდილობენ, რომ მათ არსებობა აღმასრულებელ გუნდს შეახსენონ. დაპირისპირების თავდაპირველი მიზეზი, როგორც თვითონ განაცხადეს, ე.წ „მურმან დუმბაძის გუნდის“ შევიწროვება იყო, რაც საკადრო პოლიტიკით გამოიხატა.  მიზანს ნაწილობრივ მიაღწიეს, თუნდაც იმით, რომ მათთან პრემიერ-მინისტრმა ცალკე შეხვედრა გამართა და ამით გარკველწილად გამოვიდა, რომ პრემიერმა აღიარა მათი ძალა.“

 

 

გენო გელაძის თქმით, ის რომ უმაღლესმა საბჭომ მთავრობის კონტროლი დაიწყო, ნორმალურია, თუმცა დღემდე არავის არ მოუსმენია ამ ჯგუფის უარყოფითი განწყობა აჭარის მთავრობის მიმართ. „არც მოგვისმენია და არც გვინახავს, რომ უმაღლეს საბჭოს ჰქონოდა დასაბუთებული პრეტენზიები აქამდე.  თუ მოხდა ისე, რომ მმართველი ჯგუფის ეს ნაწილი შეუთანხმდა ოპოზიციას და ერთობლივი ძალებით მოახერხეს ორი მესამედის მოპოვება მთავრობის გადასაყენებლად, ჩვენ აჭარაში მივიღებთ სახელისუფლებო კრიზისს. იმიტომ რომ ბუნდოვანია, ვინ იქნება ამის შემდეგ უმრავლესობა უმაღლეს საბჭოში.  ცოტა ხანში დაიწყება მომდევნო წლის ბიუჯეტის დაგეგმვა და ბევრი სხვა მნიშვნელვანი პროცესი, ამიტომ ეს ყველაფერი დადგება პრობლემის წინაშე“.

 

თუკი „ნაციონალური მოძრაობა“ მხარს დაუჭერს აჭარის მთავრობის გადადგომას და დაეხმარება ფრაქცია „ქართულ ოცნებას“  ორი მესამედის დაგროვებაში, რას მოიგებს ამით უმაღლესი საბჭოს ოპოზიცია სამომავლოდ, ან რა შეიძლება იყოს „ქართული ოცნების“ დაპირისპირებული და ყოფილი მმართველი გუნდის გარიგების საფუძველი?   გენო გელაძის აზრით, „ეს შეიძლება იყოს როგორც საკადრო საკითხი, ასევე ხელშეუხებლობა თავიანთი კადრების: „პოლიტიკური სარგებლის გარეშე, არა მგონია ოპოზიციისთვის რაიმე მნიშვნელობა ჰქონდეს ამ დაპირისპირებაში მონაწილეობას.“

 

 

 გენო გელაძის აზრით, მაქსიმუმი რაც შეიძლება ამ პროცესებისგან „ქართული ოცნების“ ოპოზიციურად განწყობილმა ნაწილმა, შეიძლება მიიღოს, ხელშეუხებლობის გარანტიებია:  „ალბათ მოახერხებენ იმასაც რომ მათ კადრებს უფრო აქტიურად დანიშნავენ ან აღარ შეეხებიან და ამით დასრულდება ეს პროცესი. დიდი ალბათობით ასე იქნება, თუმცა გამორიცხული არაფერია“.  

 

ბათუმში გერმანულ-კავკასიური საზაფხულო სკოლა გაიხსნა

 

 

 

 

„მშვიდობა სამართლის მეშვეობით“ – ამ დევიზით შესაძლებელი ხდება გერმანული სამართლებრივი გამოცდილებისა და კონფლიქტების მოგვარების კავკასიური ხედვების გაზიარება, აგრეთვე სამივე ქვეყნების – საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, შიდა კავკასიური დიალოგის ჩამოყალობება.

 

 

მესამე გერმანული საზაფხულო სკოლა შემდეგ თემებს მოიცავს:

 

 

შესავალი ევროპულ სისხლის სამართალში, ევტოპული ეკონომიკური სისხლის სამართალი და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია. საზაფხულო სკოლის დოცენტები არიან, დოქტორი მარტინ ჰეგერი, პროფესორი ბერნდ ჰაინრიხი (ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი) და პროფესორი ბერნდ ჰეკერი (ტრირის უნივერსიტეტი). საზაფხულო სკოლის ყველა მონაწილე მიიღებს ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტისგან სერტიფიკატს.

 

საზაფხულო სკოლა დღეს, რვა სექტემბერს გაიხსნა და შაბათს, საკონსტიტუციო სასამართლოში დაიხურება. 

ბათუმის მერიის სამსახურებს ახალი ხელმძღვანელები ჰყავთ

 

 

 


ზედამხედველობის სამსახურის უფროსი  ზაალ მამუჭაძე გახდა, მან გოჩა ძნელაძე ჩაანაცვლა.

 


ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროსად,  ქონების მართვის განყოფილების ყოფილი ხელმძღვანელი გოგა ლომაძე დაინიშნა, მის მოადგილეები კი საფინანსო სამსახურის ყოფილი უფროსი არჩილ ვანაძე და ტიტე აროშიძე გახდნენ.



კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი, თენგიზ პეტრიძე გახდა, ის ამავე სამსახურში უფროსის მოადგილედ მუშაობდა. როგორც გიორგი ერმაკოვი აცხადებს, სახაზინო და ქონების მართვა ერთად გაერთიანდა, რომელსაც ერთ-ერთი ვიცე მერი ზურაბ ბერიძე კურირებს. „მთავარ ბუღალტრად დავაწინაურეთ საფინანსო სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელიც“.   



მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტი მერაბ ქიძინიძემ დაიკავა. ის ადრე აჭარის უმაღლეს საბჭოში მუშაობდა. აღნიშნული თანამდებობა აქამდე თემურ კახიძეს ეკავა. ერმაკოვის განცხადებით, თემურ კახიძე მერიაში დარჩება, თუმცე რა თანამდებობაზე, ჯერ-ჯერობით გადაწყვეტილი მიღებული არ არის.



განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური მამუკა თამაზაშვილმა ჩაიბარა, ის მანამდე ამავე სამსახურში უფროსის მოადგილედ მუშაობდა. 



ჯანმრთელობისა და სოციალური სამსახურის უფროსმა სოფი მიქელაძემ შეინარჩუნა თანამდებობა, მის მოადგილედ კი მარინა რუხაძე დაინიშნა, რომელიც ამავე სამსახურში ერთ-ერთ განყოფილებას ხელმძღვანელობდა.



არქიტექტურის სამსახურის უფროსი ირაკლი ახალაძე გახდა, რომელიც მანამდე სამსახურის უფროსის მოადგილე იყო. მერიის აპარატს კი ნუკრი დეკანაძე უხელმძღვანელებს.

 

 

რაც შეეხება  საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის განყოფილებას, როგორც გიორგი ერმაკოვი ამბობს, მან ფორმა იცვალა და ახალი სახით ჩამოყალიბდა. ამ გაყოფილებას საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება დაერქვა, რომელსაც თეკლა ჩიჩუა უხელმძღვანელებს, ის არჩევნების დროს, გიორგი ერმაკოვის პრესსპიკერი იყო.

 

 

ამა განყოფილების ყოფილი უფროსი ირინა შერვაშიძე კი ახალ განყოფილებაში დაინიშნა, რომელიც მოქალაქეების მიღების და მათთან ურთიერთობის პროცესს უხელმძღვანელებს. მერის თქმით, ამ სამსახურის მეშვეობით გაუმჯობესდება მოქალაქეებთან ურთიერთობა, დაინერგება ახალი სერვისები, „მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ სახლიდან გაუსვლელად ონლაინ რეჟიმში გამოგზავნონ განცხადებები და მიიღონ პასუხები. აქამდე ვერ ხდებოდა მოქალაქეთა მიღების სწორი ორგანიზება, ამიტომ შეიქმნა ეს განყოფილება. ადრე ამ საქმიანობას ჩემი თანაშემწეები ახორციელებდნენ, თანაშემწეების შტატები კი გავაუქმეთ“.  

 

 

 კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მერის პრესსპიკერის თანამდებობა, რომელიც მერიაში თვითმმართველობის არჩევნებამდე სპონტანურად შეიქმნა და ამ თანამდებობაზე ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარის, სულხან ოქროპირიძის მეუღლე დაინიშნა, იმ დროისთვის ოქროპირიძე აჭარის მთავრობაში მუშაობდა. გიორგი ერმაკოვი ამბობს, რომ პრესსპიკერი არ სჭირდება და  ეს პოსტი, ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგ გაუქმდება: „რაც შეეხება სოფო კონცელიძეს ის დეკრეტულ შვებულებაში იმყოფება და კანონით მისი გათავისუფლების უფლება არ გვაქვს. როცა დაბრუნდება, შევხედავთ, თუკი ჩავთვლით რომ მისი კადრი რომელიმე სამსახურში გვჭირდება,   გამოვიყენებთ.  რაც შეეხება მის ამჟამინდელ თანამდებობას, ეს საშტატო ერთეული არ მჭირდება“-აცხადებს ქალაქის მერი.

 

 

პროტოკოლის განყოფილება იქნება ცალკე და მას აიპი „კულტურის ცენტრის“ დირექტორის ყოფილი მოადგილე, გელა ბოლქვაძე უხელმძრვანელებს.  

 

 

შეიცვალა მერიის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღავნელებიც. თანამდებობა მხოლოდ ერთმა,  თემურ სალუქვაძემ შინარჩუნა.

 

 

რაც შეეხება მერიის აიპ-ებს და შპს-ებს, როგორც ერმაკოვი აცხადებს, შესაძლებელია მოხდეს ზოგიერთი აიპი-ის გამსხვილება ან შემცირება. „როცა ხელმძღვანელები დაინიშნებიან, ისინი დაიწყებენ სტრუქტურულ რეორგანიზაციას დამფუძნებლებთან ერთად“.

 

 

აჭარის მთავრობას უნდობლობა გამოუცხადეს

 

ავთანდილ ბერიძე და არჩილ ხაბაძე საზღვაო აკადემიაში

 

 

ინიციატივა უმაღლესი საბჭოს წევრს, საფინანსო და საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარეს, ალექსანდრე ჩიტიშვილს ეკუთვნის.  როგორც ალექსანდრე ჩიტიშვილი „ბათუმელებთან“ საუბარში აცხადებს, ფრაქციის სხდომაზე დღეს მხოლოდ აჭარის მთავრობის გადადგომის საკითხი განიხილებოდა:

 

 

„სხდომაზე მე მოვიყვანე ჩემი არგუმენტები და მსჯელობის შემდეგ ფრაქციის ყველა წევრმა ერთსულოვნად დამიჭირა მხარი“ – აცხადებს ალექსანდრე ჩიტიშვილი. ის  დღეიდან უმაღლეს საბჭოში ხელმოწერების შეგრობას იწყებს. „ჩვენ გვინდა შევაგროვოთ 21 ხელმოწერა და ასევე გვჭირდება საზოგადოების მხარდაჭერა. საკითხი სესიაზე მას შემდეგ გავა, რაც საორგანიზაციო დეპარტამენტში შეგროვებული ხელწერები შევა. 

 

 

აჭარის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხს დღეს მხარი შემდეგმა დეპუტატებმა დაუჭირეს:  ფრაქციის თავმჯდომარე აკაკი ძნელაძე, ფრაქციის მდივანი სვეტლანა კუდბა, ფრაქციის წევრები – ავთანდილ ბერიძე, ალექსანდრე ჩიტიშვილი, მედეა ვასაძე, ჯემალ ფუტკარაძე და მერაბ აბაშიძე.

 

 

ალექსანდრე ჩიტიშვილის განცხადებით, მთავრობის მიმართ უნდობლობის გამოცხადების მოტივი მისი არაეფექტური მუშაობა გახდა: „ქონების არაეფექტური მართვა მთავრობის მხრიდან, უმაღლესი საბჭოს ფუნქცია არის გააკონტროლოს მთავრობა და ამ კონტროლში ხელის შეშლა და კიდევ ბევრი სხვა რამ“.

 

 

ალექსანდრე ჩიტიშვილის განცხადებით, უნდობლობის გამოცხადების მოტივი  დროთა განმავლობაში დაგროვილი პრობლემები გახდა: „პრობლემები იყო, ვსაუბრობდით მთავრობასთან და უფრო მაღალ დონეზეც. ზოგი მინისტრის მუშაობა მოგვწონს, მაგრამ რადგან კანონი არ ითვალისწინებს თავმჯდომარის იმპიჩმენტს, იძულებული ვართ დავაყენოთ მთავრობას გადაყენების საკითხი“.

 

 

არჩილ ხაბაძის შანსი

 

ასლან ჭანიძე, იურისტი
ასლან ჭანიძე, იურისტი

ბატონო ასლან, უმაღლეს საბჭოში აცხადებენ, რომ შესაძლოა, აჭარის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა დაიწყონ. აჭარის კონსტიტუციის 30-მუხლის მიხედვით უმაღლეს საბჭოს შეუძლია უნდობლობა გამოუცხადოს მთავრობას, თუ უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედი დაუჭერს მხარს მთავრობის გადადგომას.   როგორ ფიქრობთ, რა შანსი აქვს არჩილ ხაბაძეს ან იმ პოლიტიკურ ჯგუფს, ვინც აჭარის მთავრობას დაუპირისპირდა? 

 

 

თუ მთავრობის მიმართ უნდობლობის გამოცხადების პროცედურა ოფიციალურად დაიწყება, კონსტიტუციის მიხედვით, უმაღლესმა საბჭომ არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, უნდა შეძლოს უმაღლესი საბჭოს ორი მესამედის ხმების მოპოვება, რომ მთავრობა გადამდგარად ჩაითვალოს. მაგრამ, თუ კი პროცედურების დაწყებიდან ერთი კვირის შიგნით არჩილ ხაბაძე თანამდებობიდან გადააყენებს, ვთქვათ, ორ მინისტრს, უმაღლესი საბჭო მთავრობის გადადგომის პროცედურას ვეღარ გააგრძელებს, არჩილ ხაბაძე კი უმაღლეს საბჭოს ახალ მთავრობას წარუდგენს დასამტკიცებლად. იმ შემთხვევაში, თუკი უმაღლესი საბჭო ორჯერ უარს ეტყვის ხაბაძეს მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებაზე, პროცესში ჩაერევა საქართველოს პრეზიდენტი, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თანხმობით შეუძლია დაითხოვოს უმაღლესი საბჭო, თუკი ის ჩათვლის, რომ უმაღლესი საბჭო ამ ქმედებით ხელს უშლის სახელმწიფო ორგანოთა კონსტიტუციური უფლებების ნორმალურ განხორციელებას, მთავრობის თავმჯდომარე კი თანამდებობას ახალი უმაღლესი საბჭოს არჩევამდე და უფლებამოსილების ცნობამდე შეინარჩუნებს. 

 

 

როგორ ფიქრობთ, გამოიყენებს არჩილ ხაბაძე ამ შანსს?

 

 

არ ვიცი, არჩილ ხაბაძე რას გადაწყვეტს, ალბათ გამოიყენებს ამ შესაძლებლობას, მაგრამ თუ იმ დეტალებს გათვლიან, რომ შეიძლება ე.წ „მურმან დუმბაძის გუნდმა“ ვერ შეძლოს ორი მესამედის ხმების შეგროვება უმაღლეს საბჭოში, რაც საჭიროა მთავრობის დასათხოვად, მაშინ შეიძლება არც მინისტრები გაათავისუფლოს. მაგრამ ფაქტია, რომ ვერც უმაღლესი საბჭო გააგრძელებს არსებობას, თუკი ისინი არ დაამტკიცებენ ახალ მთავრობას.

 

 

როგორ ფიქრობთ, უმაღლესი საბჭოს იმ გუნდს, ვინც მთავრობის უნდობლობის გამოცხადებაზე საუბრობს, ეს დეტალები  არ აქვს გათვლილი? რას იგებს ამ პროცესის წამოწყებით ეს პოლიტიკური ჯგუფი?

 

 

 ვფიქრობ ვერაფერს, რადგან თუკი მოხდა ისე, რომ არჩილ ხაბაძემ გადააყენა მინისტრები, უმაღლესი საბჭო ვეღარ დაითხოვს მთავრობას. საპირისპირო შემთხვევაშიც კი, თუკი მთავრობის გადაყენება შეძლეს, მთავრობის ახალი თავმჯდომარის კანდიდატურა პრეზიდენტმა უნდა წარადგინოს და ეს შეიძლება ისეც ხაბაძე იყოს ან სხვა, რომელიც არავინ იცის, მისაღები იქნება თუ არა ამ ჯგუფისთვის. თუკი უმაღლესი საბჭო პრეზიდენტსაც ორჯერ ზედიზედ უარს განუცხადებს კანდიდატის დამტკიცებაზე, პრეზიდენტს ამ შემთხვევაშიც შეუძლია დაითხოვოს უმაღლესი საბჭო.  

 

 

უმაღლესი საბჭოს ის გუნდი, რომელიც ხაბაძეს და მის მთავრობას უპირისპირდება, დღემდე უკმაყოფილებას არ გამოხატავდა მის მუშაობაზე და ამბობდა, რომ მოსწონდა მთავრობის მუშაობა. თუკი მთავარი ბრძოლა კადრების შენარჩუნებაზე და პოლიტიკური გავლენების გადანაწილებაზე მიდის, რამდენად სწორი სტრატეგია აირჩია ამ ჯგუფმა? 

 

 

ერთი ან ორი ადამიანის გათავისუფლებას უნდობლობაზე საუბარი არ უნდა გამოეწვია, უკეთესი იქნებოდა ის გაერკვიათ, რატომ გაათავისუფლა ის კადრები, რადგან თუ სუსტი რგოლები არსებობდა, უნდა გაერკვიათ, რაში გამოვლინდა ეს სისუსტე. საზოგადოებაში გაჟღერდა და ვფიქრობ დამაჯერებელი არგუმენტია, რომ დაპირისპირებულ ჯგუფს სურს პოლიტიკური წონის წარმოჩენა. თუმცა რამდენად შეძლებენ ამას, სხვა საკითხია. ორივე შემთხვევაში, ვფიქრობ, ისინი წაგებულ მდგომარეობაში არიან, რადგან თუ მთავრობის გადასაყენებლად ვერ დააგროვებენ ხმების ორ მესამედს, მათი პოლიტიკური წონა თავიანთი პოლიტიკური პარტნიორების თვალში დაიკლებს და მეორე, შესაძლებელია არჩილ ხაბაძემ სამართლებრივი ბერკეტი გამოიყენოს, პრევენციაზე ითამაშოს და ორი მინისტრის გათავისუფლებით მთავრობის გადადგომის საკითხი შეაფერხოს, ამ შემთხვევაშიც გამოჩნდება ის, რომ უმაღლესი საბჭოს ამ კონკრეტულ ჯგუფს კარგად არ ჰქონდა პროცესები და შედეგები გათვლილი და ესეც მათ პოლიტიკურ წონაზე აისახება. 

 

 

როგორ ფიქრობთ, ვინ დარჩება ამ დაპირისპირებით მოგებული?

 

 

ამ ყველაფერს პოლიტიკური მოტივი უდევს და შესაძლებელია ეს გახდეს   შემდგომი პოლიტიკური გარიგებების საფუძველი, ეს შეიძლება იყოს როგორც საკადრო, ასევე სხვა რამ. თუმცა, ვინ გააკეთა სწორი გათვლა, არჩილ ხაბაძემ თუ უმაღლესი საბჭოს იმ ჯგუფმა, რომელმაც პროვოცირება მოახდინა ამ თემის, ამას დრო გვიჩვენებს. ამ დაპირისპირებიდან გამარჯვებული გამოვა მხოლოდ ერთი, რადგან აქ ზავზე ან ფრეზე საუბარი არ არის, ერთ-ერთის პოლიტიკური წონა აუცილებლად დაიკლებს. საზოგადოების თვალში ორივე მხარის მიმართ ნდობა შემცირდება.

გადამზადების პროგრამა სოციალურად დაუცველი და შშმ პირებისთვის

 

 

 

 

 

პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია თვითმართველ ქალაქ ბათუმში, ხელვაჩაურის, ქობულეთის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში მცხოვრები  ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში”  რეგისტრირებული 0- დან 200 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ბენეფიციარების გადამზადება.  

 

 

„აღნიშნული კატეგორიის ბენეფიციარები, თავიანთი სოციალური სტატუსიდან გამომდინარე მოკლებული არიან შესაძლებლობას საკუთარი სახსრებით დაეუფლონ გარკვეულ პროფესიებს და  ვერ საქმდებიან შესაბამისი კვალიფიკაციის არარსებობის გამო,  სწორედ ამ ქვეპროგრამის საშუალებით მათ ეძლევათ შესაძლებლობა ჰქონდეთ დასაქმების მეტი პერსპექტივა“- წერია პროგრამის მიზანში.

                                                                                                  

 

პროგრამა ასევე ითვალისწინებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის გადამზადებას, შემდგომში მათი დასაქმების ხელშეწყობის მიზნით.

 

აღნიშნულ პირებს გადამზადების შემდეგ, შესაძლებლობა ეძლევათ დაეუფლონ  რიგ პროფესიებს და დასაქმდნენ.  თუმცა, რა მიმართულებით, პროგრამაში დაკონკრეტებული არ არის.

 

პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი 52 ათასი ლარია.

 

 

იტალიური, თურქული თუ ჩინური? – სამშენებლო მასალები ხარისხის კონტროლის გარეშე

 

თეა, რომელიც რამდენიმე წელია იტალიაში ცხოვრობს, ამბობს, რომ მაგალითად რომში, იტალიური წარმოების ცენტრალური გამათბობელი ქვაბი საცალო გაყიდვაში, მინიმუმ 1000 ევრო ღირს. ამ ფასში შედის ქვაბის მონტაჟიც. თეამ ფასები საგანგებოდ `ბათუმელების~ თხოვნით გადაამოწმა.

 

 

რამდენად რეალურია, რომ ქართულ ბაზარზე იტალიური ქვაბის სახელწოდებით ცნობილი პროდუქციის იმპორტს დისტრიბუტორები იმ ფასად ახერხებდნენ, რომ მისი საცალო ღირებულება საქართველოში მწარმოებელ ქვეყანაზე გაცილებით იაფი, მინიმუმ 1300 ლარი ღირდეს? – ერთ-ერთი სპეციალისტი (ამბობს, რომ ყველა მაღაზიასთან ურთიერთობა აქვს და ამიტომ მისთვის ვინაობის გამხელა დისკომფორტია), რომელიც ბუნებრივი აირის გამათბობლებს წლებია ამონტაჟებს, ყვება, რომ იტალიური ცენტრალური გამათბობლის ქვაბი და არც იტალიაში წარმოებული „ბატარიები“ ბათუმის ბაზარზე თითქმის არ შემოაქვთ: „შედარებით ცუდი ხარისხის ქვაბი 1000 ლარი ღირს, ცოტა უკეთესი ხარისხის – 1300 ლარი. როცა მომხმარებელი ყიდულობს, მას ეუბნებიან, რომ იაფი თურქულია, ძვირი კი – იტალიური. სინამდვილეში ორივე თურქულია, ოღონდ ერთი კარგი ხარისხისაა, მეორე შედარებით ცუდი. ბაზარზე არის გერმანული ქვაბებიც, ოღონდ ეგ გაცილებით ძვირი ღირს. მომხმარებელს ნამდვილად არ შეუძლია იმის გარჩევა, რომელია იტალიური და რომელი თურქული წარმოების, ამას მხოლოდ სპეციალისტი განასხვავებს“.

 

 

მინდია თურმანიძე, რომელიც ასევე წლებია საცხოვრებელ სახლებში ცენტრალური გათბობის სისტემას ამონტაჟებს, ამბობს, რომ მყიდველმა სავაჭრო ცენტრსა თუ მაღაზიაში აუცილებლად უნდა მოითხოვოს იმ ნივთის სერტიფიკატი, რომლის ყიდვასაც გეგმავს: „არისტონის“ ქვაბი შეიძლება იყოს იტალიური და შეიძლება –  ჩინური, ვიზუალურად ორივე ერთნაირია. სპეციალისტი მათ შორის სხვაობას იმით ხვდება, მაგალითად, სპილენძის გაყვანილობაა ქვაბში, ლატუნის თუ უბრალო რკინის, ასევე როგორია ცირკულაციის ტუმბო, წვის კამერა, პომპა… მომხმარებელმა, რომ არ მოატყუონ, მაღაზიაში აუცილებლად უნდა მოითხოვოს სერტიფიკატი. ასევე უნდა აიღოს ნივთის კოდები და ინტერნეტში გადაამოწმოს აქვს თუ არა კომპანიას ფილიალები ჩინეთსა ან თურქეთში. თუ ასე მოიქცევა, შეცდომას აღარ დაუშვებს“.

 

 

მინდია თურმანიძე იტალიასა და საქართველოში არსებულ ფასთა სხვაობას, მაგალითად, ცენტრალური გათბობის ქვაბებზე, შემდეგ ახსნას უძებნის: „იტალიაში ფირმა გარანტიაზე პასუხისმგებლობას იღებს 15-20 წლის მანძილზე, ჩვენთან კი – 3 წელიწადზე. ალბათ, იმიტომაც ღირს იქ გაცილებით ძვირი. არც ის არის გამორიცხული, სერიულად რომ აძლევენ საქონელს, მაგიტომ გამოვიდეს დაბალი ფასი, ვიდრე ადგილზე, მაღაზიაში“.

 

 

მინდია თურმანიძე კიდევ ერთ ნიუანსზე ამახვილებს ყურადღებას: „მსხვილი კომპანიები პროდუქციას საგანგებოდ პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვისაც უშვებენ. ეს არ არის იგივე ხარისხი, რაც იტალიისთვის გამოშვებულს აქვს, მაგრამ ჩინურს და თურქულს ჯობია… დრელის მაგალითზე გეტყვით – ახლობელმა ჩინეთიდან ჩამომიტანა დრელი, რომელიც ინგლისისთვის იყო გამოშვებული. აი, იმ დრელმა ასჯერ მეტი იმუშავა, ვიდრე იმან, რომელსაც საქართველოში ვყიდულობდი. არადა, ორივე ჩინეთშია დამზადებული“.

 

 

„ბათუმელებმა“ სცადა კიდევ ერთ პროდუქციასთან – კერამიკულ ფილებთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა შეესწავლა. სპეციალისტებს, მათ შორის მსხვილ სადისტრიბუციო კომპანიებში დასაქმებულ კონსულტანტებს კომპანიების ადმინისტრაციებმა არ მისცეს მედიასთან ღიად საუბრის უფლება. პირად საუბარში კი ისინი ამბობენ, რომ კერამიკულ ფილებთან დაკავშირებითაც ზუსტად ისეთივე მდგომარეობაა, რაც სხვა პროდუქტთან მიმართებაში. მათი თქმით, უშუალოდ ესპანეთში წარმოებული კერამიკული ფილები ბათუმში თითქმის არ შემოაქვთ.

 

 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინიტროსთან არსებული სსიპ-ის – „ტექნიკური და სამშენებლო ლაბორატორიის“ ხელმძღვანელის ირაკლი ლოჩოშვილის თქმით, ისინი მხოლოდ სამშენებლო მასალების – ცემენტის, არმატურის და ასე შემდეგ – ხარისხს ამოწმებენ. შესაბამისად, მოსაპირკეთებელი ფილების, გამათბობელი ქვაბებისა თუ სხვა მსგავსი საქონლის ხარისხის შემოწმება მათ ვალდებულებაში არ შედის.

 

რა უნდა ვიცოდეთ ჰერპესზე

 

 

ნატალია შავდია
ნატალია შავდია

ქალბატონო ნატალია, რა არის ჰერპესვირუსი და რამდენი სახის არსებობს იგი?

ჰერპესი ქრონიკული, მორიციდივე დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს კანზე და სხეულის ლორწოვან გარსებზე ბუშტუკოვანი გამონაყარი. ჰერპესვირუსის ოთხი მორფოლოგიური ჯგუფი არსებობს – უბრალო ვირუსჰერპესი, ვარიცელა ზოსტერი, რომელიც პატარებში იწვევს ჩუტყვავილას, დიდებში კი სარტყლისებრ ჰერპესს, ებშტეინ-ბარის ვირუსი და ციტომეგალოვირუსი. გარდა ამისა, არსებობს ჰერპესის ორი იმუნოტიპი, პირველი იმუნოტიპი ანუ უბრალო ჰერპესი, რომელიც იწვევს გამონაყარს სახის არეში და მეორე იმუნოტიპი, რომელსაც ახასიათებს გამონაყარი გენიტალიებზე.

როგორ გადადის ჰერპესვირუსი?

უბრალო ჰერპესის ფორმით ადამიანი ბავშვობის ასაკში ინფიცირდება. პირველ იმუნოტიპთან შეხება ადამიანის სიცოცხლის მე-18 თვიდან ხდება. ორგანიზმში ვირუსი სასუნთქი გზების საშუალებით ხვდება, შემდეგ გადადის ლატენტურ ანუ მძინარე ფორმაში.

მეორე იმუნოტიპის ანუ გენიტალური ჰერპესით ინფიცირება უმეტესად სქესობრივი მომწიფების შემდეგ სქესობრივი გზით ხდება. ვირუსის გამწვავებისას ანუ გამონაყრის დროს პაციენტს შეუძლია დააინფიციროს არა მარტო გარშემომყოფები, არამედ საკუთარი თავიც, მაგალითად, თუ გამონაყრის კერა არის ტუჩებზე, დაბინძურებული ხელით მან შეიძლება ვირუსი გადაიტანოს თვალსა ან გენიტალიებზე.

რამ შეიძლება შეუწყოს ხელი ჰერპესვირუსის გააქტიურებას?

შეიძლება ადამიანი იყოს უბრალოდ ვირუსმატარებელი და საერთოდ არ გამოუვლინდეს გამონაყარი, ზოგს შესაძლოა წელიწადში ორჯერ გაუმწვავდეს ვირუსი, ზოგს კი – თვეში ხუთჯერ. ეს ადამიანის იმუნიტეტზეა დამოკიდებულია, ამიტომ ხშირად ჰერპესით დაავადებულ პაციენტებს ჩ ვიტამინს ვუნიშნავთ, შესაბამისად მათთვის კარგია ჩ ვიტამინით მდიდარი საკვები. ვირუსის გააქტიურებისთვის ბევრი ხელშემწყობი პირობა არსებობს, ეს შეიძლება იყოს შემცივნება, მწვავე რესპირატორული დაავადებები, გადახურება, თანმხლები მძიმე ქრონიკული დაავადებები, სტრესი და ზოგადად, იმუნიტეტის დაქვეითება.

რა გართულება შეიძლება ჰქონდეს ჰერპესვირუსს?

საერთოდ, როცა პირველად ვითარდება დაავადება, იგი უფრო მძიმედ მიმდინარეობს, ვიდრე შემდეგი რეციდივები. ჩვილებში ხშირად ვითარდება მწვავე ჰერპესული სტომატიტი. ამ დროს პაციენტის ზოგადი მდგომარეობა უარესდება, იწყება მაღალი ტემპერატურა, ბავშვს შეიძლება აღენიშნებოდეს თავის ტკივილი. პირის ლორწოვან გარსზე წარმოიქმნება ბუშტუკები, რომელთა ლოკალიზაცია შეიძლება იყოს ღრძილებზე, ლოყების ლორწოვან გარსზე, ენაზე და ტუჩების შიდა ზედაპირზე. პირის ღრუში ბუშტუკები მარტივად სკდება და მტკივნეული ეროზიები (მტკივნეული სველი ზედაპირი) წარმოიქმნება.

როგორ მკურნალობენ ჰერპესს?

ჰერპესს ვირუსის საწინააღმდეგო საშუალებებით მკურნალობენ, რომლებიც გამონაყრის ჩაცხრობას აჩქარებენ და ამცირებენ დაავადების რეციდივის რისკს, თუმცა ბოლომდე ვირუსის გაქრობა არ ხერხდება. ჰერპესით დაავადებულები ხშირად თავისით არჩევენ ანტივირუსულ მალამოებს გამონაყარზე წასასმელად, თუმცა თვითმკურნალობა ყოველთვის ეფექტური არ არის. ამ დროს ჩვენ ვნიშნავთ ანტივირუსულ პრეპარატებს შინაგანი მიღებისთვის (დასალევად), ძალიან კარგ შედეგს იძლევა ანილინის საღებავებიც (მეთილენის ლურჯი, ბრილიანტის მწვანე, წითელი კასტელანი), ასევე ანტივირუსული მალამოები და ანტივირუსული ტუჩსაცხები.

რა შეიძლება გაკეთდეს პროფილაქტიკისთვის?

იმისთვის, რომ უკვე დაინფიცირებულმა ადამიანმა თავიდან აიცილოს დაავადების განმეორებითი გამოვლინება, გამოიყენება გერპეტიკული ვაქცინა. ხოლო იმისთვის, რომ ადამიანმა თავიდან აიცილოს ჰერპესვირუსით დაინფიცირება, უნდა მოერიდოს პირველ რიგში ჰერპესის გამონაყრის მქონე ადამიანს, დაიცვას ჰიგიენის ნორმები და სისტემატურად იზრუნოს იმუნიტეტის ამაღლებაზე.

მძიმე თანმხლები დაავადებების დროს, დაბალი იმუნიტეტის მქონე ადამიანებში შესაძლოა ვირუსი – ვარიცელა ზოსტერის მიერ გამოწვეული სარტყლისებრი ჰერპესი გართულდეს და მისი გენერალიზებული ფორმა ჩამოყალიბდეს. მას სეზონურობა ახასიათებს და იგი ყველაზე აქტიური შემოდგომასა და გაზაფხულზე ხდება. დაავადება უმეტესად 40 წელს გადაცილებულ ადამიანებში გვხვება.

ამ დროს გამონაყარი წარმოიქმნება ყველგან, როგორც სახეზე ისე სხეულზე. დაავადებას ახასიათებს ნერვთან ახლოს ძლიერი ტკივილის შეგრძნება, რამდენიმე დღეში ამ ადგილზე წარმოიქმენბა სიწითლე და შემდეგ ჯგუფურად ჩნდება წვრილი ბუჭტუკები. თუ ჰერპესის დროს გამონაყარი სეროზული ანუ გამჭვირვალე შიგთავსისაა აქ უფრო ჰემორაგიული ხასიათისაა და სისხლნარევი ბუშტუკები ახასიათებს. როცა ბუშტუკები სკდება, მათ ადგილზე წარმოიქმნება დიდ ხანს შეუხორცებელი ღრმა წყლულები, რამაც შესაძლოა ნაჭდევებიც დატოვოს სახეზე.

სარტყლისებრი ჰერპესი განსაკუთრებით საშიშია, როცა იგი თვალის მიდამოშია ლოკალიზებული. ამ დროს მკურნალობისთვის ანტივირუსულ პრეპარატებთან ერთად, ანტიბიოტიკებსაც ვნიშნავთ. აუცილებელია ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები, B ჯგუფის ვიტამინები, შარდმდენები რათა ქსოვილების შეშუპებები მოიხსნას, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები და გარეგან მკუნრალობაში ანტივირუსული მალამოე.

„საქართველოს საკუთარი ფლოტი უნდა ჰყავდეს“

 

 

 

„საქართველოს აუცილებლად უნდა ჰქონდეს საკუთარი ფლოტი და ეს ჩემი ოცნებაა“- განაცხადა დღეს აჭარის კულტურისა და განათლების მინისტრმა გია თავამაიშვილმა საზღვაო აკადემიაში და სტუდენტებს სწავლის დაწყება მიულოცა.

 

„ეს დრო მაქსიმალურად უნდა გამოიყენოთ  იმისათვის, რომ ისწავლოთ და სამინისტროც შეეცდება, რომ სასწავლო პროცესი უფრო შინაარსიანი გახადოს. თქვენ მოგეცემათ საშუალება, მოუსმინოთ გამოჩენილ და გამორჩეულ სპეციალისტებს საზღვაო და ლოჯისტიკის დარგში, გექნებათ საშუალება მონაწილეობა მიიღოთ კონფერენციებში უცხოეთში და ქვეყნის ფარგლებშიც. აკადემიის ხელმძღვანელობას კი ვთხოვ, შემოიტანოს განაცხადი კონფერენციისთვის, რომელიც ეძღვნება ინოვაციურ მეთოდებს, რომელიც ინერგება დღეს საზღვაო სფეროში“- განაცხადა მინისტრმა.

 

სტუდენტებს სწავლის დაწყება მიულოცა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემაც, რომელმაც განათლების მინისტრის მსგავსად, ქართული ფლოტის აღდგენაზე გააკეთა აქცენტი:

 

„ერთ დროს საზღვაო სანაოსნოს თავისი გემები გააჩნდა და ბათუმის აკვატორიაში რეიდზე იდგნენ, მე მჯერა, რომ საქართველო მძლავრ საზღვაო  სახელმწიფოდ ჩამოყალიბდება და აღდგება ქართული ფლოტი, ჩვენი მეზღვაურები ნამდვილად იმსახურებენ თავიანთი ფლოტის დროშის ქვეშ ცურვას მსოფლიოს გარშემო“- განაცხადა არჩილ ხაბაძემ.  

  

დღეს აკადემიაში რამდენიმე ახალი ლაბორატორიაც გაიხსნა. „განახლდა ბიბლიოთეკა და სასწავლო პროგრამებიც“ – განაცხადა რექტორმა.

 

საზღვაო აკადემიას წელს საიუბილეო თარიღი აქვს,  აკადემია 85 წლის გახდა.

 

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში ობიექტი დახურა

 

სურსათის ობიექტს, რომელიც მზა კერძების წარმოება-რეალიზაციით არის დაკავებული, საწარმოს ხუთ კრიტიკულ შეუსაბამობასთან ერთად 20 არაკრიტიკული დარღვევა აღმოაჩნდა.

 

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, საწარმოში არ არის ცხოველური წარმოშობის სურსათის სათანადო ტემპერატურულ რეჟიმში დამუშავებისა და შენახვის პირობები, შენობა არ არის აღჭურვილი ვენტილაციის სისტემით, ასევე ინსპექტირების დროს ობიექტში აღმოჩნდა დიდი რაოდენობით მწერი და ტარაკანი. მათვე ცნობით მზა სურსათის ღია წარმოების პროცესში ადგილი ქონდა კონდენსატების დაგროვებას.

 

გარდა ჩამოთვლილი კრიტიკული დარღვევებისა, დაფიქსირდა ასევე არაკრიტიკული შეუსაბამობები. კერძოდ, შენობა არ არის იმგვარად მოწყობილი, რომ დაცული იყოს ჰიგიენური ნორმები და წესები; ბიზნესოპერატორმა ვერ წარმოადგინა სასმელი წყლის ხარისხის დამადასტურებელი ლაბორატორიული კვლვის ოქმები და ა.შ.

 

ჩამოთვლილი დარღვევების გამო ობიექტის მეპატრონე 1000 ლარით დაჯარიმდა. შეუსაბამობების გამოსწორების შემდეგ, სურსათის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, ობიექტს საწარმოო პროცესი აღუდგება.

ბათუმში ”ლეიდის ოუფენი” დაიწყო

 

ბათუმის ჩოგბურთის კლუბი

 

 

8 სექტემბრიდან ძირითადი შეხვედრები გაიმართება, რომელშიც 11 ქვეყნიდან 32 მოთამაშე მიიღებს მონაწილეობას. საქართველოდან საკვალიფიკაციო ეტაპი შვიდი ჩოგბურთელიდან ხუთმა გადალახა და ძირითად ეტაპზე ითამაშებენ სოფია ქვაცაბაია, თამარ კუტუბიძე, მარიამ ბოლქვაძე, ეკატერინე გორგაძე და თამარ ჩალაღანიძე. ტურნირის ფარგლებში, ასევე გაიმართება წყვილთა შორის შეჯიბრებებებიც.

 

„ლეიდის ოუფენი“ 1997 წლიდან ყოველწლიურად ტარდება (გამონაკლისი იყო 2008 წელი). ტურნირის წლევანდელი საპრიზო ფონდი 25 000 ამერიკულ დოლარს შეადგენს.

 

 შეხვედრები 10 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.

შსს-მ ბათუმში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

 

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად, გიორგი ბ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

 

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

ბათუმი-ახალციხის გზის რეაბილიტირებული მონაკვეთი გაიხსნა

 

 

ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის თებერვალში სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით დაიწყო და მისმა ღირებულებამ 2 მლნ. 270 ათასი ლარი შეადგინა. 

 

სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს „ზიმო 7“-მა შეასრულა. სამუშაოებზე დასაქმებული იყო 50-მდე ადამიანი, მათგან ძირითადი ნაწილი ადგილობრივი მოსახლე.

პროექტის მიხედვით მოეწყო ახალი საფარი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა მილებსა და ბეტონის საყრდენ კედლებს, ასევე ჩატარდა ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები და დამონტაჟდა ახალი საგზაო ნიშნები.

 

ბათუმში ახალი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება

 

კომპანია “ატლას ჯორჯიას” ხელმძღვანელმა გალიფ ოზთურქმა პრეზენტაციისას აღნიშნა, რომ მათ მიერ განხორციელებული ინვესტიციების გარკვეული ნაწილი განათლების და სოციალური ფონდების დაფინანსებას ხმარდება. კომპანია გააგრძელებს ტრადიციას და პრემიერის მიერ ინიცირებულ პროექტში მიიღებს მონაწილეობას – კომპანია 500 000 ლარს სოლიდარობის ფონდში გადარიცხავს.

 

„ მოხარული ვარ, რომ დღეს ბათუმში კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტს ჩაეყარა საფუძველი. მსგავსი პროექტების განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის, როგორც ეკონომიკური, ასევე ტურისტული თვალსაზრისითაც. ბათუმში ჩამობრძანებულ ტურისტებს კიდევ ერთი სასტუმრო შესთავაზებს ხარისხიან მომსახურებას; გაჩნდება კიდევ ერთი ადგილი საერთაშორისო კონფერენციებისა და კონგრესების ჩასატარებლად; ადგილობრივი მოსახლეობისთვის შეიქმნება რამდენიმე ასეული სამუშაო ადგილი, როგორც მისი მშენებლობის, ასევე დასრულების შემდეგ“ – თქვა არჩილ ხაბაძემ.

 

 

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოში ამ ზომის და ასეთი მოწყობის საკონფერენციო დარბაზი პირველად აშენდება – “ასევე აქ განთავსდება სავაჭრო ცენტრი, სადაც მსოფლიო ბრენდები იქნება წარმოდგენილი, რაც იქნება დამატებითი სტიმული ბათუმში ჩამომსვლელი ტურისტებისთვის“ – თქვა მან.

 

ახალი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა, რომელიც 42 მილიონი დოლარის ინვესტიციას მოიცავს, 2019 წლის თებერვალში დასრულდება.

რა შედეგი მოიტანა ტყეებში მწერდამჭერი ხაფანგების დამონტაჟებამ

 

სოფელ ბაკი-ბაკოში გასულ კვირას „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მწერდამჭერი ხაფანგების დამონტაჟებას შედეგი არ მოჰყოლია.

„ხაფანგები დადგეს, მაგრამ მაგ ხაფანგში მოყოლილი მწერი ჯერ არავის გვინახავს,“- უთხრეს „ბათუმელებს“ ადგილობრივებმა.

 

 

მოსახლეობის სკეპტიციზმს არ იზიარებს აჭარის სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ჯუმბერ აბულაძე. მისი თქმით, მწერდამჭერი ხაფანგების დამონტაჟებიდან დღემდე 600 ათასი მწერია დაჭერილი.

 

 

„რა იცის მოსახლეობამ როგორ ვმუშაობთ. პრინციპში მოსახლეობა არც არის ვალდებული იცოდეს. თუ დააინტერესებთ, ვეტყვით. 600 ათასზე მეტი მწერი დავიჭირეთ ამ ხნის განმავლობაში. სარიჩაირსა და ბაკი-ბაკოში ყოველ კვირას ვახორციელებთ მონიტორინგს. ხიხაძირის სატყეოში 102 ათასი მწერია დაჭერილი,“ – ამბობს ჯუმბერ აბულაძე.

 

 

მისივე თქმით, ამ დროისათვის აჭარის ტყეებში 2000 მწერდამჭერი ხაფანგია დამონტაჟებული.

 

 

„ყველგან, სადაც ხაფანგია დამონტაჟებული, მიდის ჩვენი თანამშრომელი, აგროვებს დაჭერილ მწერებს, რომელსაც მერე უკვე ვითვლით. დათვლა ხდება შემდეგნაირად, მწერებს ვყრით ელექტრონულ სასწორზე, ვწონით, ერთ გრამში საშუალოდ 187 მწერია. ამის მიხედვით ვაკეთებთ უკვე სტატისტიკას,“ –  ამბობს ჯუმბერ აბულაძე. 

 

 

აჭარის სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილის განმარტებით, მბეჭდავი ქერქიჭამია წლების განმავლობაში აზიანებდა წიწვოვნებს. მასთან ბრძოლა პერიოდულად იბრძოდნენ სხვადასხვა საშუალებებით, თუმცა ყველაზე ეფექტური მწერდამჭერი ხაფანგები აღმოჩნდა.

 

 

„სპეციალური წამალია ფერომონი, რომელიც იზიდავს ამ მავნებელ მწერს. მომავალ წელსაც მოგვიწევს ფერომონის შეძენა, 13-14 ლარამდე დაჯდება და მათი მოქმედების ვადაა თვენახევარი-ორი თვე. წელს ჩატარებული სამუშაოები ეფექტური აღმოჩნდა. ამიტომაც სამომავლოდაც ვგეგმავთ იმავეს გაკეთებას. ერთ მწერს შეუძლია 150-200 მწერი გაამრავლოს. მილიონებზე გადის, თუ ნებაზე მიუშვებ და მომავლისთვის მისი გავრცელების საშიშროება საკმაოდ მაღალია,“ –  ამბობს ჯუმბერ აბულაძე.

 

 

ქობულეთში, ხულოსა და შუახევში 2 ათასი მწერდამჭერი ხაფანგის დამონტაჟებისთვის 157 ათასი ლარი დაიხარჯა. ამ თანხაში შედის ასევე მონიტორინგიც. მავნებლები ძირითადად სოჭსა და ნაძვს აზიანებენ.

 

 

როგორც სპეციალისტები ამბობენ, აჭარის მაღალმთიანეთში კლიმატის ცვლილებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მავნებელი მწერის მომატებას.

არჩილ ხაბაძის ნათესავები

 

ქობულეთის სასწრაფო სამედიცინო სამსახურს ნატო ჩელებაძე ხელმძღვანელობს. მისივე ინფორმაციით, ის ამ თანამდებობაზე 2014 წლის აპრილში დაინიშნა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ნატო ჩელებაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის დეიდაშვილია. ამის დაზუსტება თავად ნატო ჩელებაძესთან ვცადეთ, თუმცა მან კითხვაზე – არის თუ არა არჩილ ხაბაძის დეიდაშვილი, არ უპასუხა და ტელეფონი გათიშა.

 

 

`ბათუმელების~ ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეს ახალაშენებული ბაღის დირექტორად დანიშნეს არჩილ ხაბაძის დეიდა – ნარგიზ  ჩელებაძე. მართალია, აღნიშნული ინფორმაცია ქობულეთის ბაღების გაერთიანების დირექტორმა ია ხალვაშმა არ დაადასტურა, მაგრამ ინფორმაცია „ბათუმელებს“ დაუდასტურა ნარგიზ ჩელებაძის შვილმა _ რაულ ჩელებაძემ.

 

 

ბაღების გაერთიანების დირექტორის ინფორმაციით კი, სოფელ კვირიკეს ბაღი ჯერ დაკომპლექტებული არ არის. ვაკანტურ თანამდებობებზე ბაღების გაერთიანებაში შესულია განცხადებები, თუმცა ჯერ კომისიას ისინი არ შეუსწავლია და, შესაბამისად, გადაწყვეტილებაც მიღებული არ არის.

 

 

„რაც შეეხება ნარგიზ ჩელებაძეს, მას ნამდვილად აქვს შემოტანილი განცხადება ბაღში დასაქმებაზე, მასწავლებლის პოზიციაზე და ბევრ სხვასაც. მოგეხსენებათ სოფელია და დასაქმება ყველას უნდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმე კონკრეტული რომელიმე თანამდებობაზე მოიაზრება. ვაზუსტებ, ჯერ კომისიას მათი განცხადებები არ განუხილია და, შესაბამისად, გადაწყვეტილებაც მიღებული არ არის“.

 

 

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ქობულეთში არჩილ ხაბაძის კიდევ ერთი დეიდაშვილის _ რაულ ჩელებაძის დანიშვნის საკითხიც განიხილება, მას „სანდასუფთავების“ სამსახურის დირექტორად მოიაზრებენ. `ბათუმელებთან~ სატელეფონო საუბარში ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ არ დაადასტურა რაულ ჩელებაძის დანიშვნის შესახებ ინფორმაცია. მისი თქმით, ამ თანამდებობაზე ვაჟა ჯინჭარაძე მუშაობს.

 

 

ცნობილია, რომ არჩილ ხაბაძემ თანამდებობაზე მისვლისთანავე თავისი მეუღლის ბიძაშვილი ლაშა სირაბიძეც დანიშნა – ის MЧC-ში ერთ-ერთი განყოფილების უფროსია.

 

 

თანამდებობა შეინარჩუნა არჩილ ხაბაძის მამამ თამაზ ხაბაძემაც, რომელიც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში საწარმოთა მართვის განყოფილების ხელმძღვანელად მუშაობს.

 

 

„ბათუმელებმა“ სცადა გადაემოწმებინა, არის თუ არა თავად აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ქობულეთში მისი ნათესავების საჯარო სამსახურებში დანიშვნის შესახებ ინფორმირებული. მთავრობის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ნათია სირაბიძემ განმარტა: „მე არ მომეპოვება მსგავსი ინფორმაცია და ვინაიდან თავმჯდომარე მივლინებაშია, ვერ დაგიდასტურებთ. არ ვიცი“. 

მთავრობაში დაპირისპირების შედეგები

 

 

 

რა სახის დაპირისპირებასთან გვაქვს საქმე და ეს დაპირისპირება გამოიწვევს თუ არა აჭარის ხელისუფლებაში პოლიტიკურ კრიზისს? რამ გააღიზიანა “მურმან დუმბაძის გუნდი”, – როგორც ისინი საკუთარ თავს უწოდებენ? არასამთავრობო ორგანიზაცია “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” ხელმძღვანელი ასლან ჭანიძე ფიქრობს, რომ სხვადასხვა სამთავრობო შტოებს შორის კინკლაობა, სადაც ერთი მხარის პოზიცია უკავია პარლამენტის ვიცე-სპიკერს, აზარალებს პროცესს. 

 

 

“თუ ვინმე მიიჩნევს, რომ უსამართლოდ გაათავისუფლეს, შეუძლია მიმართოს სასამართლოს. რაც შეეხება უმაღლესი საბჭოს დეპუტატის განცხადებას, ის ცოტა აბსურდული მეჩვენება. რას ნიშნავს მურმან დუმბაძის გუნდი? – მურმან დუმბაძე არ არის ცალკე პოლიტიკური სუბიექტი, ის არის “ქართული ოცნების” წევრი და ცუდად ჰქონია “ქართულ ოცნებას” საქმე, თუ გუნდებად არიან დაყოფილები. ალექსანდრე ჩიტიშვილის განცხადება კი ამაზე მიუთითებს. ასევე, ცუდია თუ მურმან დუმბაძე აყალიბებდა აჭარის აღმასრულებელ ხელისუფლებას. ანუ სხვადასხვა თანამდებობაზე მისი კადრები მუშაობდნენ და ახლა არჩილ ხაბაძემ გადაწყვიტა მათი გათავისუფლება. ამის მოსმენა არ არის სასიამოვნო”.

 

 

ასლან ჭანიძე კიდევ ერთ ალოგიკურობაზე ამახვილებს ყურადღებას: “ითქვა, რომ ზოგიერთი რგოლი ცუდად მუშაობდა და ეს რგოლები იყო სამინისტროს შემადგენელი. მაგრამ თუ ისინი არაეფექტურად მუშაობდნენ, მათ ჰყავდათ ხელმძღვანელები მინისტრების სახით, რომლებსაც ევალებათ ეფექტურობის უზრუნველყოფა. თუ ორი წლის განმავლობაში ეს რგოლები არაეფექტურად მუშაობდნენ და დღეს დაასკვნეს ამის შესახებ, გამოდის უფრო სერიოზული პრობლემა ყოფილა აჭარის მთავრობაში. მით უფრო ყველამ ერთად მოვისმინეთ, რომ “არაეფექტურად მომუშავეებთან” მიდის მოლაპარაკება და მათ სხვადასხვა თანამდებობაზე უპირებენ დანიშვნას”.

 

 

ასლან ჭანიძის აზრით, დაპირისპირებული მხარეების მდგომარეობა “სასაცილო იქნებოდა”, რომ არა იმის რისკი, რომ მათ ქიშპობას უნდა გადააყოლონ რეგიონის განვითარება: `თუ ვსაუბრობთ ამ რგოლების არაეფექტურობაზე, მხოლოდ დაბალი რანგის ჩინოვნიკზე პასუხისმგებლობის დაკისრება არ არის სწორი. განცხადების დონეზე კარგია იმის თქმა, რომ სუსტი რგოლი იყო, იქნებ ხელმძღვანელშია პრობლემა? – ანალიზი არ გაკეთებულა. ჩვენ გვქონდა მხოლოდ მთავრობის თავმჯდომარისა და უმაღლესი საბჭოს მხრიდან სუბიექტური შეფასებები. მე მახსოვს, მაგალითად, როდესაც ჩვენ გარკვეულ საკითხზე გვქონდა პრეტენზია ბიძინა აფხაზავას და მისი სამსახურის მუშაობასთან დაკავშირებით, გვპასუხობდნენ, რომ ის არის წარმატებული და ეფექტურად მუშაობს. მაშინ ძალიან მოსწონდათ მისი მუშაობა, რა მოხდა ერთ დღეში?”

 

 

ასლან ჭანიძეს სურს მიიღოს ამ კითხვაზე პასუხი, რადგან მას არ აინტერესებს ვინ ვისი გუნდის წევრია: “სულ იყო საუბარი, რომ ეს იმის გუნდის წევრია, ეს ამის… ახლა ამას თვითაღიარება მოჰყვა: აღმოჩნდა, რომ მურმან დუმბაძის შერჩეულმა კადრებმა არ გაამართლეს და არჩილ ხაბაძემ გადაწყვიტა მათი ჩანაცვლება… ეს უკვე “ქართული ოცნების” პრობლემაა. როდესაც კოალიციის წევრი ამბობს, რომ მთავრობის იმპიჩმენტით გადაყენებას აპირებს, გამოდის, რომ პარტიაშია პრობლემები. შესაბამისად, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჯანსაღი პროცესები არც პარტიაში მიმდინარეობს”.

 

 

აჭარის კონსტიტუციის მიხედვით, იმისთვის, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს უნდობლობა გამოუცხადო, მინიმუმ 7-მა დეპუტატმა წერილობით უნდა მოითხოვოს უნდობლობის პროცედურის დაწყება. განაცხადის რეგისტრაციის შემთხვევაში უმაღლესმა საბჭომ არაუგვიანეს 30 დღისა კენჭი უნდა უყაროს მთავრობის თავმჯდომარის უნდობლობის გამოცხადების საკითხს.

 

 

იმისთვის, რომ მთავრობის თავმჯდომარეს უნდობლობა გამოუცხადო, საჭიროა ხმების 2/3, ამ შემთხვევაში საჭიროა უმაღლესი საბჭოს 14 წევრის ხმა. თუ საკითხი ჩავარდება სხდომაზე, 6 თვის განმავლობაში ხელახლა უნდობლობის გამოცხადების პროცედურის უფლება დეპუტატებს არ ექნებათ.

 

 

“თავისუფალი დემოკრატები” იმპიჩმენტის დაყენების გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან, იგივე მოსაზრება აქვთ “ნაციონალებსაც”, თუმცა პარლამენტის ვიცე-სპიკერ მურმან დუმბაძის თქმით, მას აქვს ინფორმაცია, რომ ერთი წევრი ოპოზიციიდან იმპიჩმენტის პროცედურის მხარდაჭერას გეგმავს. მან გასულ კვირას გამართულ ბრიფინგზე ისიც თქვა, რომ `მთავრობის გადასაყენებლად ნაციონალებთან გარიგება უზნეობად მიაჩნია”.

 

 

ახლა კი იმ საკადრო ცვლილებების შესახებ, რომელმაც ორწლიანი ფარული დაპირისპირება სააშკარაოზე გამოიტანა:

კვირის დასაწყისში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე ქეთევან მანელიშვილი, სამინისტროს ახალგაზრდული და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მერაბ ნაგერვაძე და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელი ბიძინა აფხაზავა გაათავისუფლა.

 

 

მისი გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია “ფეისბუქის” საშუალებით გაავრცელა შპს “ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის” დირექტორმა ლევან ჯინჭარაძემ, რომელიც დეპუტატ მედეა ვასაძის მეუღლის ძმაა. მან დაწერა, რომ მთავრობის თავმჯდომარის მამა, “მინისტრების მინისტრი” თამაზ ხაბაძე ებრძვის.

 

 

ამავე დღეს არჩილ ხაბაძემ მაია ივანიშვილი – თავისი ყოფილი მრჩეველი აჭარის საარქივო სამმართველოს უფროსად დანიშნა. ამ სამმართველოს მანამდე ხელმძღვანელობდა გურამ სალაძე, რომელიც უკვე პატიმრობაშია. ის მურმან დუმბაძის კადრი იყო.

 

 

აჭარის მთავრობის აპარატის უფროსის ვაკანტური თანამდებობა  ბათუმის ყოფილმა ვიცე-მერმა რუსლან ქორიძემ დაიკავა. საგზაო სამმართველოს უფროსად ქობულეთის ყოფილი გამგებელი გია რომანაძე დანიშნეს. საგზაო სამმართველოს ყოფილ უფროსს კახა შაშიკაძეს კი აჭარის მთავრობაში ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობა ჩააბარეს. ამ თანამდებობაზე სულხან ოქროპირიძე მუშაობდა, რომელიც ახლა ქობულეთის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს თავმჯდომარეა.

პოლიციის უფროსი ‘შაკო კასპიდან’ სამსახურიდან გაათავისუფლეს

 

ფანდური პოლიციის ავტომანქანაში, საიდანაც პოლიციელი იგინებოდა
ფანდური პოლიციის ავტომანქანაში, საიდანაც პოლიციელი იგინებოდა

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პოლიციის უფროსი შალვა (შაკო) ჯანიყაშვილი ბათუმგორაზე ნასვამ მდგომარეობაში, მანქანის რუპორიდან იგინებოდა,  ხელში იარაღი ეჭირა და ხმამაღლა გაიძახოდა, რომ „შაკოა კასპიდან“, „ბათუმელებმა“ თვითმხილველებზე დაყრდნობით 3 სექტემბერს გაავრცელა. 

 

იმავე დღეს, „ბათუმელებთან” სატელეფონო საუბარში შალვა ჯანიყაშვილმა, განაცხადა, რომ ზუგდიდში იმყოფებოდა და არ იცოდა, ვინ მართავდა ავტომანქანას, რომლის სახელმწიფო ნომერია CIC 221 (ფოტო გადაღებულია თვითმხილველის მიერ). 

 

ვინ მართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომანქანას სახელმწიფო ნომრით CIC 221, სად იმყოფებოდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების უფროსი შალვა (შაკო) ჯანიყაშვილი და ასრულებდა თუ არა ის დღეს სამსახურეობრივ მოვალეობას ბთუმში? – მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინსტროს “ბათუმელებმა”ამ კითხვებით მიმართა და ბათუმგორაზე მომხდარი ფაქტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა,  უწყების პრესსამსახურში განმარტეს, რომ  ფაქტთან დაკავშრებით გენერალურმა ინსპექცამ მოკვლევა  დაწყო, დღეს კი ცნობილი გახდა გენერალური ინსპექციის გადაწყვეტილების შესახებ. 

Exit mobile version