მიტოვებული ბავშვის შესახებ ბინის მეპატრონემ საპატრულო პოლიციას შეატყობინა. ბავშვის შესახებ ინფორმაციას სოციალური მომსახურების სააგენტოც ფლობს. „ჩვენ მისვლამდე უკვე იყო მისული სოცაგენტი და პატრული“- განაცხადეს სასწრაფო დახმარების სამსახურში.
ექიმების ინფორმაციით, ბავშვს ჰიდროცეფალია აქვს და ადრე იაშვილის კლინიკაშიც ჰყავდათ სამკურნალოდ. ამ დროისთვის ბავშვი ანგისის საავადმყოფოშია მოთავსებული და გამოკვლევებს უტარებენ. ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია და სოციალური აგენტი.
„მე რა ინფორმაციაც მაქვს ჩემი თანაგუნდელებისგან, ეს საკითხი შემდეგ სხდომაზე არ განიხილება, საკითხი დაიძრება თუ არა, ეს ცალკე თემაა“ – განაცხადა პეტრე ზამბახიძემ.
თანამშრომლობის ფარგლებში “კურიტიბა”„შუქურას“ ფეხბურთელებს მოაწვდის. „როჟერიო ბასელარი 2015 წლის იანვარში აირჩიეს კლუბის პრეზიდენტად. ის სამი წლის განმავლობაში უხელძღვანელებს კლუბს და სანამ პრეზიდენტი იქნება, მანამდე ვითანამშრომლებთ“, – განაცხადა ჩელებაძემ.
ამ ეტაპისთვის „შუქურამ“ “კურიტიბადან” იჯარით ორი ნახევარმცველი და ორი თავდამსხმელი წამოიყვანა. მარჯვენა ნახევარმცველი ფელიპებეზერა და მარცხენა ნახევარმცველი ლუისგილერმედომელესი უკვე ქობულეთში იმყოფებიან. თავდამსხმელები პაულოვიქტორი და ლუისფერნანდომაზური კი აჭარულ კლუბს 25 თებერვალს შეუერთდნენ. კლუბის ხელმძღვანელის განცხადებით, ბრაზილიელი ფეხბურთელები შუქურაში სამი თვით დარჩებიან და ჩემპიონატის დასრულების შემდეგ კლუბში მათი დატოვების საკითხს შედეგიდან გამომდინარე გადაწყვეტენ. როგორც რევაზ ჩელებაძე აღნიშნავს, ეს ფეხბურთელები ქართველ სპეციალისტ გოჩა ალადაშვილთან ერთად შეარჩია, რომელიც15 წელზე მეტია ბრაზილიაში ფეხბურთის სფეროში მუშაობს.
”შუქურას” პრეზიდენტი რევაზ ჩელებაძე და ”კურიტიბას” პრეზიდენტი როჟერიო ბასელარი
კურიტიბა ბრაზილიის სამხრეთით მდებარე პარანის შტატის ქალაქია. აქ მდებარეობს საფეხბურთო კლუბი „კურიტიბაც“, რომელიც 1910 წელს დაარსდა. „კურიტიბა“ პარანის შტატში სამ წამყვან საფეხბურთო კლუბების რიგშია „ატლეტიკო პარანაენსესა“ და „პარანოისთან“ ერთად. 211 წელს კლუბი ბრაზილიის ელიტარულ სერია A-ში დაბრუნდა.
რატომ გადაწყვიტეთ გუნდის გაძლიერება ბრაზილიელი ფეხბურთელებით? რევაზ ჩელებაძემ გვიპასუხა: „იმიტომ, რომ მსოფლიოში ბრაზილიელებზე უკეთესი ეხბურთელები არსად არიან. მინდა, რომ იმ ფეხბურთელებმა, რომლებიც თამაშობენ „შუქურაში“, ბრაზილიელებისგან გადაიღონ გამარჯვების მაგალითი“.
„შუქურამ“ ბრაზილიელების გარდა მეორე წრისთვის კიდევ ერთი უცხოელი, უკრაინელი ნახევარმცველი ადრიანპუკანიჩი დაიმატა. მას უკრაინის ეროვნულ ნაკრებში ორი თამაში აქვს ჩატარებული, 21 თამაში – უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებში, ბოლო ოთხი წელი კი ადრიან პუკანიჩი უკრაინის პრემიერ ლიგის გუნდ „ილიჩევეცში“ (Ильичевец) თამაშობდა. „ადრიან პუკანიჩი კარგი ფეხბურთელია, მჯერა, რომ გუნდს გამარჯვებაში დაეხმარება“, – აღნიშნა რევაზ ჩელებაძემ.
გარდა შემადგენლობისა, „შუქურაში“ ცვლილებებია ხელმძღვანელობით პოზიციებზეც. გუნდს კვლავ ახალი მწვრთნელი ჰყავს და მიმდინარე სეზონში ეს მეოთხე ცვლილებაა. სეზონის დასაწყისში ქობულეთის „შუქურას“ ბესიკ შეროზია წვრთნიდა, შემდეგ მთავარი მწვრთნელის პოსტი ამირან გოგიტიძემ დაიკავა, თუმცა კლუბის ხელმძღვანელმა მალევე უკრაინელი სპეციალისტით კონსტანტინ ფროლოვით ჩაანაცვლა ის. თებერვლის დასაწყისში კი გუნდის გაწვრთნა გელა სანაიას ჩააბარეს, რომელიც „შუქურამდე“ „სამტრედიაში“ მუშაობდა. გელა სანაია 36 წლისაა. ის უმაღლესი სამწვრთნელო განათლების PRO ლიცენზიის მფლობელია და სხვადასხვა წლებში წვრთნიდა „სამტრედიას“, ხობის „კოლხეთს“, თბილისის „ლოკომოტივს“, „ჭიათურასა“ და რუსთავის „მეტალურგს“. 2014 წელს დაბრუნდა „სამტრედიაში“ და 2013-2014 წლების სეზონში გახდა პირველი ლიგის (ჯგუფი B) გამარჯვებული.
„ბათუმელები“ რამდენიმე კითხვაზე პასუხის მისაღებად რევაზ ჩელებაძეს დაუკავშირდა:
– ფროლოვს ბავშვი შეეძინა, ხშირად უნდოდა იქით წასვლა. გუნდს ცოტა ყურადღება მიაკლდა. მე ვუთხარი, ან გუნდი, ან ოჯახი. ჩვენ, როგორც მეგობრები, დავცილდით ერთმანეთს.
– ერთ–ერთინტერვიუშითვითონაცხადებდა, რომხელმძღვანელობამმხარიარდაუჭირა. რას გულისხმობდამხარდაჭერაში, რასმოითხოვდა ისთქვენგან?
– მთავარი თუ გაინტერესებთ ის არის, რომ ჩემი იმედები ვერ გაამართლა. მე დროზე მივიღე გადაწყვეტილება. ფროლოვი ნიჭიერი მწვრთნელია, მაგრამ ძალიან რბილია. „შუქურაში“ კი მწვრთნელი უფრო მომთხოვნი უნდა იყოს. მიმაჩნია, რომ მე დავუშვი შეცდომა, როცა კონსტანტინე ჩამოვიყვანე მწვრთნელად.
–გელასანაიარამდენხანსგაწვრთნისთქვენსგუნდს?
– 31 მაისამდეა დანიშნული. ახალი წლიდან ჩვენ უფლება აღარ გვექნება ერთი და ორი თვით გვქონდეს ხელშეკრულება მწვრთნელთან. მინიმუმ ერთი წლით უნდა გაფორმდეს კონტრაქტი. დარჩება თუ არა ის სამომავლოდ გუნდის მთავარ მწვრთნელად, მასზეა დამოკიდებული: წინ წაიყვანს გუნდს – დარჩება, ვერ დადებს შედეგს, მოვა სხვა. ესაა ფეხბურთის მწვრთნელის ბედ-იღბალი.
_ უკავშირდება, თორემ ათეულში ამ გუნდითაც გავიდოდი. მე მინდა შედეგი, თუ დავდებთ შედეგს, მხარდაჭერა გვექნება აჭარის ხელმძღვანელობიდანაც და სპონსორებიც გამოგვიჩნდება. ბრაზილიელები იმიტომ ჩამოვიყვანე, რომ მინდა გუნდმა მიაღწიოს უფრო მეტ წარმატებას, ვიდრე დღეს არის.
„ბოლო პერიოდში უმაღლეს საბჭოში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე საქართველოს პარლამენტის წევრები, სხვადასხვა ჯგუფები უმაღლეს საბჭოში საუბრობენ კონსტიტუციურ ცვლილებებზე, აცხადებენ, რომ უმაღლესი საბჭოს მოადგილის თანამდებობა უნდა გაუქმდეს. ჩვენი ფრაქცია აფიქსირებს პრინციპულ პოზიციას, რომ ჩვენ მხარს არ დავუჭერთ აჭარის კონსტიტუციის მე-15 მუხლში ცვლილებას, რაც უმაღლესი საბჭოს თავმდომარესა და მოადგილეს ეხება. მასში საუბარია, რომ თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მოადგილე ასრულებს მის უფლებამოსილებას. მომავალში ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, რომ მოადგილის ადგილი იყოს გარანტირებული იმ ოპოზიციური ჯგუფებისთვის, რომლებიც გადალახავენ ბარიერს და მოხვდებიან უმაღლეს საბჭოში. მანამდე კი ვაფიქსირებ, რომ ჩვენი ფრაქცია არ დააყენებს ამ თანამდებობაზე კანდიდატურას და ჩვენი წევრებიდან არ ავირჩევთ არავის მოადგილედ, მაგრამ მომავლისთვის ჩვენ ვიმუშავებთ იმაზე, რომ შეიცვალოს ეს მიდგომა. ყველა საკანონმდებლო ორგანოში არის მიღებული, რომ მოადგილის თანამდებობა იყოს უმრავლესობის გარეთ დარჩენილი ფრაქციებისთვის.“ – განაცხადა პეტრე ზამბახიძემ.
მან ასევე მოუწოდა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერს, მურმან დუმბაძეს, რომ გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს არ გასცდეს და „უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში ჩარევას თავი დაანებოს“.
ამ დროისთვის აჭარის უმაღლეს საბჭოში თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა ვაკანტურია, გასულ პარასკევს ამ თანამდებობიდან უმრავლესობის წევრი „კონსერვატორებიდან“ დავით ბაციკაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ინიცირებით გადააყენეს.
„კარების შუშები 15 წუთის წინ დაიმტვრა. პოლიციის ბრალი იყო“, – ამბობს დარეჯან ნოღაიდელი და დასძენს, – „დილიდან ვცდილობდით შესვლას გამგეობის შენობაში, მაგრამ პოლიციამ არ შეგვიშვა. ვითხოვთ ჩვენთვის გამოყოფილი 6 მილიონი გადმოგვცენ. ჩვენ ვიცით, რომ 6 მილიონი ლარი, რომელიც შარშან ჩვენთვის გამოყო აჭარის მთავრობამ, მისცეს იმ ადამიანებს, რომლებიც ან საერთოდა არ არიან იპოთეკით დაზარალებულები, ან 2 მარტიდან არ ემუქრებათ გამოსახლება“.
დარეჯან ნოღაიდელის ინფორმაციით, 2 მარტიდან 94 ოჯახის გამოსახლება იწყება. ეს ის ოჯახებია, რომლებმაც 2008 წელს ბანკებიდან აიღეს სესხი. დარეჯან ნოღაიდელი ამბობს, რომ მთავრობის მიერ გასულ წელს გამოყოფილი სესხის მიხედვით, მათ უნდა მიეღოთ 3%-იანი სესხი, მაგრამ ისინი ხელისუფლებამ მოატყუა: „ჩვენ ვიცით, რომ გამოყოფილი 6 მილიონიდან 4 მილიონი ისევ ბიუჯეტში დააბრუნეს“.
დარეჯან ნოღაიდელის თქმით, იპოთეკარებმა გუშინ სცადეს კინტრიშის ხიდის გადაკეტვა, მაგრამ იქვე მობილიზებულმა პოლიციამ მათ ამის უფლება არ მისცა. „150 პოლიციელი იყო მობილიზებული გურია-აჭარიდან. ხიდზე გვათრიეს. ქობულეთის საკრებულოს ერთი დეპუტატი იყო ჩვენთან ერთად და არც ის დაინდეს. არც აჭარის და არც ქობულეთის მთავრობიდან არავის მოვუკითხივართ“.
სურსათის ეროვნული სააგენტო კარტოფილის კიბოს კონტროლთან დაკავშირებით რეგულაციაზე მუშაობს. რეგულაცია, რომელიც კარტოფილის კიბოს ლოკალური ადგილების გამოვლენასა და პრევენციული ღონისძიების გატარებას გულისხმობს, მთავრობამ 2015 წლის ბოლომდე უნდა მიიღოს.
ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის თანამშრომელი გალინა მეფარიშვილი, რომელიც ფიტოპათოლოგიის მიმართულებით მეცნიერებათა დოქტორია და ამავე დროს დიდ ბრიტანეთში აქვს ტრენინგები გავლილი, ამბობს, რომ ის და ამ ინსტიტუტის სხვა თანამშრომლები 2009 წლის შემდეგ სწავლობენ კარტოფილის კიბოთი დაინფიცირებულ მიწას ხულოს მუნიციპალიტეტში. უცხოურ სპეციალიზებულ გამოცემაში გამოქვეყნებულ სტატიაში ის და მისი კოლეგები წერენ, რომ კარტოფილის კიბო გამოავლინეს ხულოს მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებში: ღორჯომში, თხილვანაში, დანისპარაულში, დიაკონიძეებში, ტაბახმელასა და დიდაჭარაში.
„ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს პროექტის ფარგლებში ჩვენ შევიძინეთ ლაბორატორია და რეაქტივები, რომლებიც ანალიზისთვის არის საჭირო. ეს იყო ერთმილიონიანი პროექტი, რომლის ფარგლებში გადამზადებაც გავიარეთ. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში დავიწყეთ დაკვირვება იმ არეალზე, სადაც გავრცელებულია კარტოფილის კიბოს სახელით ცნობილი სოკოვანი დაავადების სახეობა. კიბო დაავადებული მცენარიდან ნიადაგში გადადის და მის დასნებოვნებას იწვევს. დაავადებული ნიადაგიდან კი სოკოვანი ფორები ჯანსაღ კარტოფილში აღწევს, რაც თავის მხრივ, დაავადების გავრცელებას უწყობს ხელს“, – ამბობს მეცნიერი.
გალინა მეფარიშვილის თქმით, კიბოთი დასნებოვნებული მიწის განკურნება პრეპარატებით ვერ ხერხდება, კიბოს ფორების განადგურებას კი 30 წელი სჭირდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ამდენი წლის განმავლობაში კარტოფილი და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტები დასნებოვნებულ მიწაზე აღარ მოვა. კარტოფილის კიბო ვერაფერს აკლებს მარცვლოვან კულტურებს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის ხულოს აგროსერვისცენტრის უფროსი რესან ჩოგაძე ამბობს, რომ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში, 2013 წელს ხულოს მუნიციპალიტეტში 1000 ფერმერის ნიადაგი გამოიკვლიეს, თუმცა კვლევის შედეგად ნიადაგში დაავადება არ გამოვლენილა. შესაბამისად, გალინა მეფარიშვილისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემები განსხვავებულია.
„დანისპარაულში, ბოძაულსა და დიდაჭარაში გამოვლინდა კარტოფილის კიბოს შემთხვევები, თუმცა დაავადებას მასშტაბური სახე არ ჰქონდა, მხოლოდ ლოკალურად გამოვლინდა. დაავადების გამოვლენისთანავე პროფილაქტიკური სამუშაოები გავატარეთ. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეკომენდაციით, იმ ნაკვეთში, სადაც დაავადება გამოვლინდა, მივდიოდით და ფერმერებს ვუხსნიდით თესლმონაცვლეობა ეწარმოებინათ. ჩვენი რეკომენდაციით კარტოფილის კულტურა სიმინდით ჩაანაცვლეს. კარტოფილის კიბოს შემთხვევები იმდენად მცირე იყო, რომ გლობალური კვლევა არ ჩაგვიტარებია, უარყოფით მხარეებზე არ გვიფიქრია“, – ამბობს რესან ჩოგაძე. იგი ამბობს, რომ კარტოფილის კიბოს გამოვლენა ვიზუალურადაც შესაძლებელია: „ადვილი მისახვედრია, აქვს თუ არა კარტოფილს კიბო. ზრდის დასრულების შემდეგ ტუბერი (ზრდასრული კარტოფილის ნაყოფი) ფორმას იცვლის და მახინჯდება, ისეთი არ არის, როგორიც უნდა იყოს. ჩვენს შემთხვევაში ეს დაავადება თესლით იყო შეტანილი. მიწა კი მხოლოდ მაშინ არის გადაგვარებული, თუ მთლიანი მოსავალი გაფუჭებულია.“
გალინა მეფარიშვილისგან განსხვავებით, რესან ჩოგაძე ამბობს, რომ იმ ნიადაგზე, სადაც კარტოფილის კიბო გაჩნდა, კარტოფილის დარგვა მხოლოდ 4-5 წლის მანძილზე არ შეიძლება.
„მე ყველა სოფელში შევხვდი მოსახლეობას და კონსულტაცია მივეცი, მოცემულ ფართობზე რა კულტურის ჩანაცვლება იქნებოდა უკეთესი. ხულოში აპრობირებული მაინც სიმინდია“, – ამბობს რესან ჩოგაძე.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ფიტოსანიტარული დეპარტამენტის უფროსის, ზურაბ ლიპარტიას განცხადებით, წლის ბოლომდე ამოქმედდება რეგულაციები, რომელიც კარტოფილის კიბოს კონტროლს გაუწევს. რეგულაცია, რომელიც ხელისუფლებამ წლის ბოლომდე უნდა მიიღოს, კარტოფილის კიბოს გავრცელების არეალის დადგენასა და შესაბამისი რეკომენდაციის გაცემას ითვალისწინებს. „კარტოფილის კიბოს კონტროლის რეგულაცია განხილვის სტადიაშია. საგანგაშო არაფერია, უბრალოდ, იქნება რეგულაცია, რომელიც კარტოფილის კიბოს წინააღმდეგ საკონტროლო ზომებს გაატარებს. თავიდანვე, რატომღაც არასწორი ინტერპრეტაცია გაუკეთეს რეგულაციას, გაჟღერდა, რომ კარტოფილის კიბოს გამოვლენის ადგილზე 20 წლის განმავლობაში არ უნდა დაირგოს კარტოფილი, რაც არასწორია. დაავადების ადგილზე კარტოფილი სხვა კულტურით უნდა ჩაანაცვლონ, ან შეიცვალოს სათესლე მასალა იმ თესლით, რომელსაც ჩვენ გამოვიკვლევთ და ვეტყვით, რომ დაავადების გამძლეა“, – ამბობს ზურაბ ლიპარტია.
ასე გამოიყურება დაავადებული კარტოფილი
მისივე ინფორმაციით, საქართველოში კარტოფილის კიბოსთან საბრძოლველად საჭირო ფიტოლაბორატორია გაკეთდება, სადაც კარტოფილის მოლეკულურ-გენეტიკური კვლევა ჩატარდება. როგორც ჩანს, სამინისტროს არ აქვს ინფორმაცია ქობულეთში არსებული ლაბორატორიის შესახებ, სადაც გალინა მეფარიშვილიც მუშაობს:
„ფიტოლაბორატორია იყო საქართველოში, მაგრამ, სამწუხაროდ, განადგურდა. სამინისტროს ლაბორატორიის ბაზაზე, თბილისში კეთდება ფიტოსანიტარული ლაბორატორია, 15 კვალიფიციური თანამშრომელია აყვანილი, გადამზადდებიან. ეს დაავადება დიდი ხანია არსებობს, ამის გამოსწორება ერთ დღეში არ მოხდება. გატარებულ ღონისძიებებს მეცნიერული კვლევის საფუძველი უნდა ჰქონდეს. კლასიკური მეთოდი 21-ე საუკუნეში აღარ კმარა და რომც დადასტურდეს ეს საკარანტინო დაავადება, 2-3 მეთოდით უნდა დადასტურდეს მისი არსებობა“.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ფიტოსანიტარული დეპარტამენტის უფროსის თქმით, კარტოფილის კიბოს გავრცელებას ხელს სათესლე მასალის უკონტროლოდ გავრცელება უწყობს. ის ფერმერებს დაავადებული კარტოფილის განადგურებისკენ მოუწოდებს. „სათესლე მასალის უკონტროლოდ შემოტანა ხელს უწყობს დაავადების გავრცელებას, დაავადებული ტუბერი უნდა შეგროვდეს და დაახლოებით ერთ მეტრ სიღრმეზე დაიმარხოს ნიადაგში, შემდეგ კირი მოეყაროს და დაიფაროს მიწით, რომ არ გავრცელდეს. სწორედ ეს არის ზომები, რაც მოსახლეობის დონეზე შეიძლება გაკეთდეს.
ერთ ტუბერს ერთი წლის განმავლობაში არ შეუძლია მოიცვას მთელი ფერმერული მეურნეობა, მაგრამ ის წლების განმავლობაში დაასნებოვნებს ნიადაგს. როცა კარტოფილის მოსავლიანობის პოტენციალი იკლებს, ფერმერებს ვურჩევ გამოცვალონ თესლი, ხოლო სათესლე მასალა შეიძინონ სერტიფიცირებულ ობიექტებში, რადგან სწორედ სათესლე მასალას მოყვება ეს დაავადება. არ შეიძლება ფერმერმა ბაზარში იყიდოს სათესლე მასალა“, – ამბობს ზურაბ ლიპარტია.
ლიპარტიას თქმით, კარტოფილის კიბოს გამოსავლენად მიწის შესწავლა აუცილებელი არ არის: „თუ მცენარეში დაავადება აღმოჩნდება, ეს ნიშნავს, რომ ნიადაგი, სადაც ეს ბოსტნეული მოვიდა, დაავადებულია. მას შემდეგ, რაც ფიტოლაბორატორია მოეწყობა, მონიტორინგს გავუწევთ დაავადებას, ვიზუალურად დავაზუსტებთ, სად არის გავრცელებული, იმ ადგილების კოორდინატებს მოვნიშნავთ და ინფორმაცია რუკაზე იქნება დატანილი, ანუ გვეცოდინება, სად არის დაავადება გავრცელებული“.
ხულოში სულ 25 000 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთია, საიდანაც 9 100 ჰექტარზე კარტოფილს რგავენ. აქ მცხოვრები ოჯახების შემოსავლის ერთ-ერთი ძირითადი წყარო სწორედ კარტოფილის წარმოებაა.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ცენტრალური კლინიკის სამედიცინო რეაბილიტაციისა და სპორტული მედიცინის დეპარტამენტის პროფესორი, მედიცინის დოქტორი პავლე კასრაძე ამბობს, რომ ფეხით ხშირად სიარული, გარდა სხვა დადებითი თვისებებისა, არეგულირებს არტერიულ წნევას: ”მინდა ყურადღება გავამახვილო იმაზე, რომ ხდება წნევის არა აწევა ან დაწევა, არამედ რეგულირება, დაბალანსება. ანუ დაკვირვებებისას აღმოჩნდა, რომ სიარულის შემდეგ ჰიპერტონიკებში – წნევამ დაიწია, ჰიპოტონიკებში კი – აიწია”.
გარდა ამისა, ფეხით სიარული აუმჯობესებს სახსროვანი სისტემის მდგომარეობას: ”სახსარი ავასკულარული ზონაა, აქ არ არის სისხლძარღვი და მისი მდგომარეობა მხოლოდ მოძრაობით უნდა გაუმჯობესდეს. ასევე მოძრაობის შედეგად ადამიანი ინარჩუნებს წონას, ანუ სახსრებზე არ ხდება ზეწოლა, თავისუფლად მუშაობს გულ-სისხლძარღვთა სისტემა და ყველა სხვა ორგანო. მცირდება ართროზების ჩამოყალიბების რისკი”, – ამბობს პავლე კასრაძე.
მისი თქმით, მძიმე ფიზიკური დატვირთვებისგან განსხვავებით, ფეხით სიარული და მსუბუქი სირბილი იმ სახის აქტივობებში შედის, რომელთათვის აუცილებელი არ არის ექიმის კონსულტაცია, თუმცა ნორმის ცოდნა აუცილებელია – ”აქტივობის დოზირება ინდივიდუალურია, იგი დამოკიდებულია თითოეული ადამიანის ფუნქციონალურ შესაძლებლობებზე და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ამიტომ, ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ რაც მეტს გააკეთებთ, მით უკეთესი არ არის. ადამიანი თავისით უნდა მიხვდეს თავის ნორმას, ეს პროცესი უნდა იყოს მისთვის სასიამოვნო და კომფორტული”, – ამბობს კასრაძე. თუმცა მისივე თქმით, არსებობს ზოგადი კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც ადამიანმა დღეში (ან სულ მცირე ორ დღეში ერთხელ), 45 წუთი მაინც უნდა იაროს ფეხით.
ბათუმის საზღვაო აკადემიის სპორტისა და ფიზიკური აღზრდის სპეციალისტი ზაურ ქავზინაძე ამბობს, რომ ვარჯიშის სახით ადამიანმა დღეში 5-6 კილომეტრი მაინც უნდა გაიაროს ჩქარი ტემპით: ”აჩქარებული სიარული გულისხმობს ერთი კილომეტრის გავლას 7-8 წუთში და ასე უნდა დაფაროს 5-6 კილომეტრი. ერთი ამდენს ვარჯიშის გარდა, დღის განმავლობაშიც გადის ადამიანი და ჯამში 10-12 კილომეტრი მაინც გამოვა”, – ამბობს ის.
ფეხით გასეირნებისთვის დროის შერჩევაც ინდივიდუალურია, თუმცა პავლე კასრაძე ამბობს, რომ ყველაზე კარგი დრო ამ ტიპის ფიზიკური აქტივობისთვის საღამოს 16 საათიდან 20 საათამდეა. ზაურ ქავზინაძე ამბობს, რომ მსუბუქი სირბილი დილის საათებშიც კარგია, თუმცა არა ახალ გაღვიძებულზე – ”ადგომიდან ერთი საათი მაინც უნდა გავიდეს, უნდა მოხდეს ძილის პირობებიდან სრულად გათავისუფლება და მხოლოდ ამის შემდეგ გასვლა ბუნებაში 3-5 კმ-ის გასარბენად~. მისივე თქმით, ფიზიკურ აქტივობამდე სასურველია მსუბუქად საუზმობა: `სირბილის წინ არ არის რეკომენდებული ისეთი მძიმე საკვები, როგორიცაა: ხორცი, თევზი, რძის პროდუქტები. მსუბუქად უნდა მიირთვათ, მაგრამ უჭმელი სირბილი არ შეიძლება”.
ზაურ ქავზინიძე ამბობს, რომ სარბენად ყველაზე კარგი ადგილი ბუნებაა, რადგან ბეტონის საფარველი ფეხის კუნთებს აზიანებს: “ყველაზე კარგია მიწის საფარზე, ბალახზე სირბილი. მაღლობებსა და დაბლობებზე რბილად სირბილი არ აზიანებს ფეხის კუნთებს”. სირბილისას მნიშვნელოვანია სპორტული ფეხსაცმელიც, სასურველია ფეხსაცმელი იყოს კარგი ხარისხის, ქუსლთან შემაღლებული რეზინის ან ე.წ. კაუჩუკის ძირით.
გიორგი (სახელი პირობითია) ბათუმში ცხოვრობს და ბოლო შრომითი ხელშეკრულების მიხედვით ის კაპიტნის მესამე თანაშემწე იყო შორეულ ნაოსნობაში. სახლში ის 2013 წლის 17 დეკემბერს დაბრუნდა. ბათუმში დაბრუნებიდან დაახლოებით ერთ თვეში (2014 წლის იანვარში) ნათესავი დაუკავშირდა და სთხოვა გამოეტანა ამანათი, რომელიც საბერძნეთიდან იყო გამოგზავნილი. გიორგი ამბობს, რომ მაშინ საჭეს მართავდა, ამიტომ ნათესავს სთხოვა ტელეფონზე მოკლე შეტყობინებით მიეწერა, თუ ვის სახელზე იყო ამანათი. გიორგიმ ნათესავის თხოვნა შეასრულა, მაგრამ, როგორც კი ლერმონტოვის ქუჩაზე მივიდა და შვიდკილოგრამიანი ამანათი გამოიტანა, იგი კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს: ფუთაში 0,609 გრამი ჰეროინი აღმოჩნდა. მისი შეცდომა სხვებმაც რომ არ გაიმეორონ, გიორგი თანახმაა მისი საქმე მედიამ გააშუქოს. „მე ვერ ავიღებ ამ მძიმე ტვირთს, ნარკოტიკების შეძენასა და ნასამართლეობის სტატუსს, ამიტომ მე არ მინდა საპროცესო შეთანხმება. მე სრულიად უდანაშაულო ვარ“, – ამბობს გიორგი „ბათუმელებთან“.
გიორგის ნათესავი ბრალს ნაწილობრივ აღიარებს. ის საგამოძიებო უწყებაში მას შემდეგ გამოცხადდა, როცა გაიგო, რომ გიორგი დააკავეს და აღიარებითი ჩვენებაც მისცა. ბრალდებულის სტატუსიც სწორედ მას შემდეგ მიენიჭა (მან თქვა, რომ ფუთა, რომელშიც აკრძალული ნივთიერება იყო, მას გამოუგზავნეს). საქმის მასალებში ინახება სატელეფონო საუბრების ოქმი.
„არ შემშინებია. ვიფიქრე, რომ გაურკვევლობა იყო, ეჭვი არ შემპარვია, რომ რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი იქნებოდა ფუთაში. ჩემი თანდასწრებით ფუთა გახსნეს, ტანსაცმელში იყო „ნუთელას“ ქილა, გარედან შეფუთული წებოვანი ლენტით, აი, მაშინ შევშინდი, ქილა გახსნეს და ათი აბი, მოყავისფრო ნივთიერება ამოიღეს (როგორც ექსპერტიზით დადგინდა, 0,609 გრამი ჰეროინი). ავტომანქანაში არაფერი აღმოუჩენიათ. ვუთხარი, რომ ფუთა ჩემი არ იყო. იურისტი არ ვარ, ამიტომ ვარჩიე ადვოკატის მოსვლამდე დუმილის უფლებით მესარგებლა. როცა ჩემს ნათესავს პოლიციიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ დაკავებული ვიყავი და ადვოკატს ვითხოვდი არ დაიჯერა, ეგონა, რომ ვხუმრობდით და ტელეფონს უთიშავდა პოლიციელს… ორი საათის მერე მოვიდა ადვოკატი. გადამიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორში… იზოლატორის უფროსმა მითხრა, რომ იქ ყოფნის ვადა მეწურებოდა და თუ რამდენიმე წუთში ბრალს არ წამიყენებდნენ, ვალდებული იყო გავეშვი. ბოლო წუთებში შემიფარდეს აღკვეთი ღონისძიება, როცა უძრავი ქონება ჩავდეთ, პატიმრობიდან გამათავისუფლეს“, – იხსენებს დაკავების დეტალებს „ბათუმელებთან“ გიორგი. წელიწადზე მეტია მას ბრალდებულის სტატუსი აქვს. დამსაქმებელი კომპანია გიორგის ეკითხება, რატომ არ მიდის სამუშაოდ: „დამსაქმებელი კომპანია, როცა გემზე ვართ, ხშირად და მოულოდნელად გვიტარებს ნარკოტესტს. ჩემთვის, როგორც უდანაშაულო ადამიანისა და მეზღვაურისთვის, ეს ბრალდება ძალიან მძიმეა. მე ჯერ ვერ ვეუბნები დამსაქმებელს, სამუშაოდ რატომ ვერ მივდივარ“.
სასამართლო დარბაზიდან
ბათუმის საქალაქო სასამართლო
გიორგის საქმეზე სასამართლო პროცესის დაწყებისთანავე მოსამართლემ იკითხა, მიაღწიეს თუ არა მხარეებმა საპროცესო შეთანხმებას. პროკურორმა თქვა, რომ – არა. ბრალდებულების ინტერესებს ადვოკატები – ნუგზარ მგელაძე და ირაკლი შავაძე იცავენ. ადვოკატმა შავაძემ სასამართლოს უთხრა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს ნაწილობრივ აღიარებს, ამიტომ მათ სურთ საპროცესო შეთანხმების გაფორმება. მეორე ბრალდებული, 27 წლის გიორგი, თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, შესაბამისად, მის ინტერესში შედის საქმის არსებითი განხილვა, ამიტომაც ადვოკატმა შავაძემ მისი საქმის ცალკე გამოყოფა მოითხოვა: „ჩვენი სურვილია საპროცესო შეთანხმება, გამოვყოთ ეს საქმე ცალკე და გიორგის საქმე განიხილოს სასამართლომ არსებითად“.
ადვოკატის ამ შუამდგომლობას გიორგი და მისი უფლებების დამცველი ნუგზარ მგელაძე დაეთანხმნენ, თუმცა შუამდგომლობა გააპროტესტა პროკურორმა: „არანაირი მოლაპარაკება არ იქნება, ეს უკვე შეთანხმებულია არამარტო აჭარის პროკურორთან, არამედ მთავარ პროკურორთან. წინააღმდეგი ვარ საქმის გამოყოფის, ეს გამორიცხულია“…
ამის მიუხედავად, მოსამართლე დავით მამისეიშვილმა დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა – ორი ბრალდებულის საქმეს სასამართლო ახლა ცალ-ცალკე განიხილავს: `ბატონო პროკურორო, ნუ ხართ ასეთი გაბრაზებული. მე დარწმუნებული ვარ, თქვენ პირადი ინტერესი არ გამოძრავებთ ბრალდებულების მიმართ და შესაძლოა დაილაპარაკოთ საპროცესო შეთანხმებაზე“.
პროკურორმა თქვა, რომ ეს ის საქმეა, რომელსაც ზედამხედველობას აჭარის პროკურატურის გარდა მთავარი პროკურატურა უწევს და „ყველაფერი გადაწყვეტილია“.
მას შემდეგ, რაც მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ ორივე ბრალდებულის საქმე ცალ-ცალკე განიხილოს, პროკურორმა საქმის გადადება მოითხოვა. მიზეზად მოუცლელობა (სხვა პროცესზე დასწრება) და დეტალების მთავარ პროკურატურაში შეთანხმება დაასახელა. მოსამართლე მამისეიშვილმა კი აქცენტი ბრალის მოხსნაზე გააკეთა:
„შვიდი წელია მოსამართლე ვარ. მართალია, არ მახსენდება ასეთი პრეცედენტი, მაგრამ შესაძლოა პროკურორმა უარი თქვას ამ ბრალდებაზე, ამიტომ მივცეთ მათ დრო მოსაფიქრებლად, შეუთანხმდეს მთავარ პროკურატურას“.
სახელმწიფო ბრალდება
პროკურორი ირაკლი დონდოლაძე ბრალდებულებს ადანაშაულებს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (წინასწარ შეთანხმებით, ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის შეძენა და შენახვა). ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულს შვიდიდან 14-წლამდე პატიმრობა ემუქრება. ბრალდებულები პატიმრობაში არ იმყოფებიან.
გიორგიმ პატიმრობიდან გათავისუფლების სანაცვლოდ სახელმწიფო ყადაღის ქვეშ 10 ათასი ლარის ღირებულების უძრავი ქონება ჩადო. მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურა მას მხოლოდ ბრალის აღიარების სანაცვლოდ თანხის გარეშე სთავაზობდა საპროცესო შეთანხმების გაფორმებას. ბრალდებულმა უარი თქვა ამ გარიგებაზე.
გიორგის მართლმსაჯულების იმედი აქვს. მტკიცებულებების გამოქვეყნება თითქმის დასრულებულია, მხოლოდ ბრალდებულები არიან დასაკითხი. საბოლოო სიტყვას მოსამართლე დავით მამისეიშვილი იტყვის, თუმცა დაცვის მხარე არც იმას გამორიცხავს, რომ მანამდე პროკურატურამ ბრალდებაზე უარი თქვას. გიორგი უკვე პირადად შეხვდა აჭარის პროკურორს, შოთა ტყეშელაშვილს და საქმის დეტალები გააცნო.
თანაშრომლობის დოკუმენტს ხელი მოაწერეს აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ, „ახალგაზრდული ორგანიზაცია ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის” თავმჯდომარემ თეიმურაზ კაკაბაძემ, „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებებისათვის“ თავმჯდომარემ თამაზ მჟავანაძემ, „აბროგაცის” თავმჯდომარემ დავით ანანიძემ და „Art Way”-ს დირექტორმა ნინო ჩხაიძემ. მემორანდუმი სამინისტროში შეზღუდული შესაძლებლობს მქონე პირების სტაჟირებას ითვალისწინებს.
მემორანდუმის ფარგლებში სამინისტრო უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების სტაჟირებას სამინისტროს აპარატის სტრუქტურულ ერთეულებში და სათანადო პირობების შექმნას მათი პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად.
სტაჟიორად მიიღება შესაბამისი უმაღლესი განათლების მქონე პირი ან/და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას.
შერჩეული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები სამინისტროში სტაჟირებას ორი თვის ვადით გაივლიან. სტაჟირების დადგენილი პირობებით გავლის შემდეგ სტაჟიორს მიეცემა შესაბამისი სერტიფიკატი.
თქვენი აზრით, რას შეცვლის პრემიერ-მინისტრის ეს ინიციატივა?
პრემიერის ამ განცხადებით ძირითადად ორი რამ გაჟღერდა. ის, რომ სახელმწიფო იწყებს საგადასახადო რეგულირებას საცხოვრებელი სახლის ქირავნობით ან იჯარით გაცემული ხელშეკრულებებიდან მიღებულ შემოსავლებთან მიმართებაში. სახელმწიფომ განაცხადა, რომ ქირით ან იჯარით გაფორმებულ ხელშეკრულებებთან მიმართებაში 20%-ით დაბეგვრის ნაცვლად იქნება 5%-იანი დაბეგვრა, რითაც შეეცდება საზოგადოებაში გააჩინოს კანონისადმი მორჩილების განცდა. უფრო მცირე დაბეგვრის სისტემით საზოგადოებაში უნდა გაჩნდეს მზაობა, რომ გადაიხადოს გადასახადი, არ იყოს გადასახადებისგან თავის არიდების ან დაფარვის მცდელობა.
ანუ ადამიანები, რომლებიც არავითარ გადასახადს არ იხდიდნენ ბინის გაქირავებიდან, დაბეგვრის 5%-მდე შემცირების გამო გადამხდელებად დარეგისტრირდებიან?
აქამდე სახელმწიფოს მიშვებული ჰქონდა პოლიტიკა, რომელიც შეეხებოდა ტურიზმის სფეროში სახლების გაქირავებას, ანუ საოჯახო ბიზნესს. დღეს სახელმწიფომ განაცხადა, რომ ის იწყებს ადმინისტრირებას ამ თვალსაზრისით. ანუ ე.წ. საოჯახო ბიზნესის მონიტორინგს და საგადასახადო ვალდებულების ჩარჩოებში მოქცევას. მათი მხრიდან არის შემხვედრი პოზიცია, რომ ითვალისწინებენ რა გარემოებიდან გამომდინარე არიდებდა მოქალაქე თავს გადასახადს – 20%-ი იყო მაღალი საგადასახადო განაკვეთი. 5%-იან ზღვარზე ჩამოტანა მიანიშნებს იმაზე, რომ სახელმწიფო იწყებს პოლიტიკის გამკაცრებას.
ბინების გამქირავებლების დაბეგვრის მცდელობა ჰქონდა წინა ხელისუფლებასაც, ქობულეთის მაგალითი რომ გავიხსენოთ, მაგრამ არ გამოვიდა. რა გზა არსებობს ამ სფეროს კანონმდებლობის ჩარჩოებში მოსაქცევად?
სახელმწიფოს აქვს შესაბამისი ბერკეტები, რომ მოახდინოს შემოსავლების ადმინისტრირება და საჯარიმო სანქციების გატარება. ერთ წლამდე ქირავნობის რეგისტრაციის სავალდებულოებას თვითონ კანონი არ იცნობს. ის, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში ვერ განხორციელდა ამ პროცესის საგადასახადო ჩარჩოებში მოქცევა, ბევრი რამით იყოს განპირობებული. შეიძლება ეს ყოფილიყო მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. თუნდაც ქობულეთში რაც მოხდა ომის შემდგომ პერიოდში – საბანკო სესხები მძიმე ტვირთად დააწვა მოსახლეობას. დღეს არსებული მენეჯმენტით კი ხელისუფლებას მარტივად შეუძლია ყველა იმ შემოსავლის მონიტორინგი და ადმინისტრირება, რომელსაც იღებს მოქალაქე სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში. როდესაც ხელისუფლება კანონის ჩარჩოებში აცხადებს, რომ ის იწყებს ადმინისტრირებას, რა თქმა უნდა, ამის შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს მოქალაქის მხრიდან კანონის მორჩილება.
შეიძლება თუ არა დაბეგვრის განაკვეთის შემცირებამ გამოიწვიოს ის, რომ თუ აქამდე მოქალაქე არ აფორმებდა ხელშეკრულებას ბინის გაქირავების თაობაზე, ახლა ამას გააკეთებს და თვითონაც იქნება დაცული?
ნებისმიერი ხელშეკრულება არ ნიშნავს იმას, რომ მოქალაქე რისკებისგან დაზღვეულია. კერძო სამართლებრივ ურთიერთობას სახელმწიფო არ არეგულირებს. კერძო პირი აქირავებს სახლს, ამას სახელმწიფო ვერ გააკონტროლებს. ეს რისკია და პასუხისმგებელი თავად მოქალაქეა… საუბარია იმაზე, რომ მაღალი განაკვეთის შემთქვევაში სახელმწიფოს უნდა დაეხარჯა უფრო მეტი ფინანსური რესურსი, რომ გამოევლინა მოქალაქეები, რომლებმაც დაუმალეს სახელმწიფოს გადასახადი. ახლა სახელმწიფო ელოდება მოქალაქისგან ნებას, რომ ის დაემორჩილება კანონს. ნებაყოფლობით შესრულებული საგადასახადო ვალდებულება კი გაზრდის საბიუჯეტო შემოსავლებს. რა თქმა უნდა, ეს იმოქმედებს საბაზრო სიტუაციაზეც. გაზრდის გაქირავების საფასურს. ასევე უნდა გავითვალისწინოთ შემდგომი თანმხლები პროცესებიც – ეს არის შესაბამისი დეკლარაციის წარმოების წესი, რაც ჩვეულებრივ მოქალაქეს არ შეუძლია. გამოვა, რომ მათ უნდა დაიქირავონ ბუღალტრები, აწარმოონ საგადასახადო დოკუმენტაცია, რაც, თავის მხრივ, ფინანსებთან არის დაკავშირებული.
არსებული სოციალური მდგომარეობის პირობებში, როდესაც აქვს სახელმწიფოს ტურიზმის განვითარების სწრაფვა, საგადასახადო კანონმდებლობის გამკაცრება კი არა, პირიქით – შემცირება ან საერთოდ გაუქმება იქნებოდა მომგებიანი. მართალია, დაბეგვრის გადასახადი შევამცირეთ, მაგრამ თანმდევი პროცესები აუცილებლად გამოიწვევს ვალდებულების ზრდას.
ზოგადად, რამდენად ხშირად მოგმართავდნენ მოქალაქეები სახლის გაქირავებისას ხელშეკრულების გასაფორმებლად?
ბოლო პერიოდში გაიზარდა სახელშეკრულებო ურთიერთობები ქირავნობის ხელშეკრულებებთან მიმართებაში. ძირითადად ესენი არიან იურიდიული პირები, რომლებიც იჯარით ან ქირით იღებენ ფართობს. ფიზიკური პირების შემთხვევაშიც იყო შემთხვევები, როდესაც ისინი აცხადებდნენ, რომ მათთვის სახელშეკრულებო ურთიერთობები უფრო მისაღებია – ისინი მზად იყვნენ 20%-ი გადაეხადათ.
ახალი ინიციატივა როგორ აისახება იმ იურიდიულ პირებზე, რომლებსაც კერძო პირებისგან აქვთ ნაქირავები საოფისე ფართობები, შეღავათები მათზეც გავრცელდება?
ეს არის გათვლილი ფიზიკურ პირებზე. მათზე, ვინც ე.წ. სასტუმრო საცხოვრებელ ფართობებს აქირავებს. ეს შეეხება ე.წ. საოჯახო სასტუმროსაც, მათ, ვინც საცხოვრებელი ფართობის გაქირავებით იღებს შემოსავალს.
„ჩვენი შვილები 30 დღეა შიმშილობენ, არავის მოუკითხია მათი ამბავი. შვილები შიმშილით გვიკვდება. ვითხოვთ აღსდგეს სამართალი, გადახედონ მათ საქმეებს. ვისაც ეკუთვნის უვადო, მისცენ უვადო, ხოლო ვისაც არ ეკუთვნის, გადახედონ და მისცენ საშუალება დაუბრუნდნენ თავიანთ ცხოვრებას. მივიდეს ჩემს შვილთან ის, ვინც მოისმენს ჩემი შვილის ჩვენებას, მის გულისტკივილს და იმისდა მიხედვით მიესაჯოს სასჯელი. თუ არადა, მე ჩემი შვილისთვის გავწირავ თავს“ – განაცხადა ერთ-ერთ ერთი პატიმრის დედამ შადიე დუმბაძემ. მისი შვილი მეშვიდე წელია პატიმრობაშია.
პატიმრების ახლობლებმა 22 თებერვალს იმავე მოთხოვნით აქცია ქობულეთშიც გამართეს.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისათვის“ თავმჯდომარე თამაზ ბაკურიძე, რომელიც აქციის მონაწილეების მხარდამჭერია, ამბობს, რომ სათანადო რეაგირება სახელმწიფოს არც ერთი უწყებიდან არ ყოფილა.
„ეს აქციები მანამდე გაგრძელდება, სანამ რამე შედეგი არ იქნება“ – ამბობს თამაზ ბაკურიძე.
აჭარის ფინანასთა და ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, “Leogrand”-ში ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი კაზინო განთავსდება. ამავე უწყების ინფორმაციით, ინვესტიციის ოდენობა 23 მილიონი დოლარია და სასტუმროში დაახლოებით სამასი ადამიანი დასაქმდება.
სასტუმრო “Leogrand”-ს შპს „მერსინ ტურიზმი“ აშენებს, რომლის მფლობელებიც თურქეთის მოქალაქეები არიან.
საქსტატის ინფორმაციით, აღწერის მონაცემები წყნეთის ოფისში ელექტრონულად მუშავდება. მონაცემთა შეყვანისა და დამუშავების პროცესში 300-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა.
მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014 წლის 5 ნოემბრიდან 19 ნოემბერის ჩათვლით პერიოდში ჩატარდა. მოსახლეობის საყოველთაო აღწერასთან ერთად სასოფლო-სამეურნეო აღწერაც განხორციელდა.
აღწერის წინასწარი მონაცემები 2015 წლის აპრილში, ხოლო საბოლოო – 2016 წლის აპრილში გამოქვეყნდება.
საქსტატის ინფორმაციით, 2014 წლის 1 იანვრისთვის საქართველოში მოსახლეობის რაოდენობა 4 490 500 იყო.
ჟილინის არხის პროექტის განხორციელებას ბათუმის მერია რამდენიმე წელია ცდილობს, მაგრამ ტენდერში გამარჯვებულმა ვერც ერთმა კომპანიამ დღემდე ვერ მოახერხა აღებული ვალდებულების შესრულება. არადა, ჟილინის არხის აშენებას ბათუმისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს – ეს არხი იმისთვის არის საჭირო, რომ ბათუმი აღარ დაიტბოროს.
გასულ წელს ჟილინის არხის პროექტის, ისე როგორც სხვა არაერთი პროექტის ჩავარდნის გამო, ბიუჯეტი ვერ შესრულდა – ბათუმის მერიას გაუხარჯავი 20 მილიონ 310 ათასი ლარი დარჩა, აჭარის მთავრობას კი – 11 მილიონი.
თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ქალაქისა და ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტებიდან მთლიანობაში 45 მილიონამდე ლარი (ორივე ბიუჯეტის 14 პროცენტი), მხოლოდ ხელფასებში დაიხარჯა, ბიუჯეტების შესრულების მაჩვენებელი რეგიონისთვის სასარგებლო პროექტების განხორციელების ნაწილში კიდევ უფრო დაიკლებს. თუმცა, დღემდე ბიუჯეტის გარღვევის გამო პასუხისმგებლობა არავის დაკისრებია და არც არავის აუღია ეს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე.
გასულ წლებში ბათუმის მერიაში მილიონობით გაუხარჯავი თანხისა და ჩავარდნილი პროექტების მიზეზად კონტრაქტორების მიერ შეუსრულებელ ვალდებულებებსა და ჩაშლილ ტენდერებს ასახელებდნენ. მიზეზებში მერის მოვალეობის შემსრულებლის ხშირი შეცვლაც სახელდებოდა.
2015 წლის ბიუჯეტი ახალმა, ხალხის მიერ არჩეულმა მერმა დაგეგმა, შესაბამისად, ბიუჯეტის შესრულებაც მისი პასუხისმგებლობაა. საინტერესოა ახალი ბიუჯეტის დაგეგმვამდე გაანალიზა თუ არა გიორგი ერმაკოვმა ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ვერ შესრულების მიზეზები და რა სტრატეგიით იმუშავებს მერია წელს იმისთვის, რომ 2015 წლის ბოლოს ბიუჯეტში აუთვისებელმა ნაშთმა ისევ ათეულობით მილიონი არ შეადგინოს, მითუმეტეს, როცა წლის დასაწყისშივე ცხადი ხდება, რომ კონტრაქტორები კვლავ არღვევენ ვალდებულებებსა და ტენდერების ჩაშლის ტენდენციაც გრძელდება. ამ საკითხზე არგუმენტირებული პასუხების მოსმენა „ბათუმელებმა“ პირადად გიორგი ერმაკოვისგან სცადა, მაგრამ, როგორც პრესცენტრში განაცხადეს, „მერს არ სცალია“.
მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსი, არჩილ ვანაძე კი ამბობს, რომ „პრობლემები გააანალიზეს და გამოცდილება ახალი ბიუჯეტის დაგეგმვისას გაითვალისწინეს“. გარდა ამისა, წელს, ბიუჯეტის შესრულების კუთხით პრობლემების დროულად აღმოჩენასა და შესაბამის რეაგირებაზე მერიაში ახალი კომისია იზრუნებს. კომისია ქალაქის მერის ბრძანების საფუძველზე უახლოეს დღეებში შეიქმნება და მას ვიცე-მერი ბაგრატ მანველიძე უხელმძღვანელებს.
არჩილ ვანაძის განმარტებით, ახალი კომისია ინფრასტრუქტურულ პროექტებს განიხილავს, პერიოდულად შეხვდება კონტრაქტორებასაც და პრობლემების შემთხვევაში დროულ რეაგირებას მოახდენს.
დროული რეაგირება კი შეიძლება იყოს ახალ კონტრაქტორთან ხელშეკრულების გამარტივებული წესით გაფორმება, რასაც საკრებულოს ნებართვაც სჭირდება. თუმცა, პროცედურულად მაინც იძლევა შესაძლებლობას უფრო ნაკლებ ვადაში მოხერხდეს ახალ კონტრაქტორთან შეთანხმება, ვიდრე ეს ახალი ტენდერის გამოცხადების შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი.
რაც შეეხება გასული წლების გამოცდილების გათვალისწინებას, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში განმარტავენ, რომ წელს ბიუჯეტში გაწერეს პროექტები, რომელთა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაც უკვე არსებობს და ამ პროექტების უმეტესობაზე ტენდერებიც გამოცხადებულია.
შესყიდვების სააგენტოს ვებპორტალზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2015 წელს ბათუმის მერიამ ტენდერი 28-ჯერ გამოაცხადა, მათ შორის უმეტეს შემთხვევაში გამარჯვებული გამოვლენილი არ არის ან მიმდინარეობს შერჩევა-შემოწმების პროცესი. რამდენიმე შემთხვევაში კი ტენდერი იმის გამო არ შედგა, რომ მასში მონაწილეობის მისაღებად კომპანიები არ დარეგისტრირდნენ.
მათ შორისაა სამშენებლო სამუშაოებისა და საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების სამუშაოები. ამას ემატება ისიც, რომ მერია იძულებული გახდა ჟილინის არხთან დაკავშირებით გასულ წელს გაფორმებული ხუთმილიონიანი შეთანხმება ჩაეშალა.
„კომპანიას ფინანსური პრობლემები ჰქონდა, რის გამოც სამუშაოები ვერ აწარმოა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გეგმა-გრაფიკს ჩამორჩა. შესრულებულია სამუშაოების მხოლოდ ხუთი პროცენტი. იმისათვის, რომ დრო არ დავკარგოთ, უკვე მივმართეთ აჭარის მთავრობას პირდაპირი წესით სხვა კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე“, – განმარტა არჩილ ვანაძემ. მისივე ინფორმაციით, დროის დაზოგვის მიზნით მერია ამ პრაქტიკას საჭიროების შემთხვევაში ისევ გამოიყენებს.
11 მილიონი ლარი დაბრუნდა ნაშთის სახით გასულ წელს აჭარის რესპუბლიკურ ბიუჯეტში. სად, რა ნაწილში და რატომ ვერ აითვისეს სამთავრობო სტრუქტურებმა ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხა, ამ საკითხზე ანალიზი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ჯერ არ გაუკეთებიათ. სამინისტროში თანხის აუთვისებელ ნაწილზე სამთავრობო სტრუქტურებიდან ინფორმაციას ელოდებიან.
ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, რამაზ ბოლქვაძის თქმით, ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს: „შესაძლებელია გაფორმებული იყო კონტრაქტორთან ხელშეკრულება, რომ უნდა დასრულებულიყო წლის ბოლომდე, მაგრამ ფორსმაჟორული სიტუაციების გამო თანხის ათვისება ვერ მოხერხდა. კონტრაქტორებთან გასულ წელს ბიუჯეტის დასაბალანსებლად გამოყენებული გვქონდა წლის დასაწყისისთვის არსებული ნაშთი – 21 მილიონ 542 ათასი ლარი. დაზუსტებული ბიუჯეტი კი იყო – 167 მილიონ 270 ათასის ლარი“.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, `შესრულება გვაქვს 93,03 პროცენტი, სადღაც 6,07 პროცენტის – 11 მილიონ 141 ათასი ლარის ათვისება ვერ მოხერხდა. 650 800 ლარი არ აუთვისებია მთავრობას ხელფასისა და პრემიებისთვის გათვალისწინებული თანხიდან. თანხა მოგვრჩა სესხების პროცენტის დასაფარად გათვალისწინებული თანხიდანაც“.
„ოცნების ქალაქში“ მცხოვრები როინ გუნდაძის თქმით, ბათუმი-ახალციხის მაგისტრალი ნახევარი საათის წინ გადაკეტეს და მხოლოდ სასწრაფო დახმარების მანქანებს ატარებენ: „ჩვენ ვითხოვთ ელექტროენერგიის მოწოდების აღდგენას. შუქი ორი დღის წინ გაგვითიშეს, მთლიანობაში 5 ათასი ლარის დავალიანება გვქონდა, მაგრამ დავალიანების დაფარვის მიუხედავად შუქს მაინც არ გვირთავენ. გვეუბნებიან, რომ თითოეულ ქოხში მცხოვრებმა თანხა – 10-10 ლარი უნდა შევიტანოთ დეპოზიტზე და ისე ჩაგვირთავენ შუქს“.
როინ გუნდაძე ამბობს, რომ მათთან შესახვედრად უკვე მივიდნენ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლები.
ეგრეთ წოდებული ოცნების ქალაქი, როგორც მას ხელისუფლება უწოდებს, უკანონოდ შეჭრილების დასახლებაა. თავად აქ მცხოვრები ადამიანები საკუთარ თავს უწოდებენ ეკომიგრანტებს, უსახლკაროებსა ან სოციალურად დაუცველებს. ორ წელზე მეტია აჭარის ხელისუფლებამ ვერ მოახერხა ზუსტი კვლევის დადება, თუ „ვინ არის ეკომიგრანტი და ვინ ამ ჯგუფს მიტმასნილი“.
ოცნების ქალაქში მცხოვრებლები ერთ აბონენტად არიან დარეგისტრირებულები
დღევანდელი ჩემი მოსაზრება, ჩვენი გუნდის მაგალითით მინდა განვიხილო. მას შემდეგ, რაც თავისუფალი დემოკრატები დავაფუძნეთ, ყოველდღიურ რეჟიმში დეზინფორმაციის ნაკადი არ წყდება ჩვენი გუნდის და მისი ლიდერების მიმართ. ამას ბუნებრივია კრიტიკა არ ჰქვია. ეს ტალახის სროლასაც აღარ ჰგავს, ეს უფრო მეტია და ამას არც ბოლო უჩანს. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ეს სიბინძურე დიდხანს არ მორჩება, რადგან ქართული პოლიტიკის უკვე ჩამოყალიბებული ხასიათია და თუ ხარ ქართულ პოლიტიკაში ეს დინება (მაინც ტალახისფერი) გემუქრება და მერე როგორ.
სულხან ღლონტი
მიუხედავად იმისა, რომ თავისუფალი დემოკრატები სულ რაღაც ხუთი წლისაა, ჩვენს შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ ამ საქმის უკვე ვეტერანები ვართ. ეს დინება ჩვენთვის უკვე ისეთი ნაცნობია, რომ მისი შენაკადის (ფერად შავი) ყველა ტოტის დიალექტიკასაც კი ვცნობთ. უკვე ვიცით არა თუ ვინ დგას ამის უკან, არამედ იმასაც ადვილად ვხვდებით, რამდენად მოხდა „მეტალახეების“ კოოპერაცია, ერთი გვიტევს თუ რამდენიმე ერთად. ასეც ხდება ხოლმე, ერთი შეხედვით განსხვავებული მრწამსის პოლიტიკოსებს უმალ აერთიანებთ ჩვენზე გალაშქრების სურვილი და მე ამ მოვლენას როგორც საპორტო ქალაქის მკვიდრი სარკაზმით მეცხრე ტალღის ეფექტს ვეძახი.
არჩევანი არის ყოველთვის და ეს არჩევანი არის იმ შემთხვევაშიც, თუ თალახისფერი ნიაღვარი პირდაპირ შენს მიმართ არის მომართული. რატომ არ უნდა იყო მორევის წესების მონაწილე?! პასუხი მარტივია, წარმოუდგენელია ამ მორევმა შვას რაიმე ღირებული, ის იმდენად გაჯერებულია ნეგატივით და პირადი ანგარიშსწორებით, რომ მასთან ნებისმიერი წილნაყარობა მსგავსებას ნიშნავს. მსგავსება რაიმესთან, რასაც პოზიტიური ხასიათი არ აქვს, ნიშნავს მსგავსებას მუდმივ ნეგატივთან, რისი ბოლოც გარდაუვალი დაღუპვაა. „რომელი შეეხოს ფისსა გაშავდეს“ ისუ ზირაქის ეს სენტენცია არის გზამკვლევი და თავისთავადი პასუხიც, როგორ უნდა იქცეოდე ასეთ დროს.
ჩემი ეს მოსაზრება არ ეხება რომელი კონკრეტულ პოლიტიკურ პროცესს, იგი ეხება ქართული პოლიტიკის ზოგად ხასიათს და ჩვენი გუნდის დამოკიდებულებას მის მიმართ. დღეს რთულია იცხოვრო განსხვავებული პოლიტიკური დღისწესრიგით საქართველოში, რადგან განსხვავებულობა ნიშნავს განცხადებულ პრეტენზიას დამკვიდრებული, დომინანტი ქცევის წინააღმდეგ და იგი საქართველოში არსებული წარმოდგენების თანახმად დასჯადია. მსგავსნი თანხმდებიან და ერთიანდებიან, გასხვავებულის წინააღდმეგ და აქვთ ერთი მიზანი ან დაგიმსგავსონ ან განგდევნონ. ჩვენ და ისინი საწინააღდმეგო ლოგიკით ვცხოვრობთ და ამიტომაც ჩვენი პოლიტიკური მისწრაფებები მიუღებელია მათთვის.
და მაინც, რატომ არის პოლიტიკა ბინძური საქართველოში?! რამ დააჭუჭყიანა იგი?! ჩვენი ქვეყნის პოლიტიკოსების უმრავლესობა, ოპონირებას როგორც პოლიტიკის შემადგენელ, აუცილებელ მოცემულობას არ ცნობს. მათი პოლიტიკური კლასის (თუ ის საერთოდ არსებობს ქართულ პოლიტკაში) შეფასება ვერ ცდება დამაკმაყოფილებელსაც კი. საწინააღმდეგო მოსაზრება აღიქმება პირად მტრობად და მტრები კავკასიაში დამკვიდრებული ადათების მიხედვით არ უყვართ. თუ გადაწყვიტა, რომ ხარ მტერი (სინამდვილეში ოპონენტი), იყენებს ყველა მეთოდს შენს გასანეიტრალებლად და გამარჯვებასაც ზეიმობს დაუსრულებელი ნადიმებით. საქმე პოლიტიკას რომ არ ეხებოდეს, სადაც ჩვენი ქვეყნის ბედი წყდება, თან იმ ქვეყნისა, რომელსაც ყველა ჭრილობა ჯერ კიდევ ღია აქვს და მუდმივად კარგავს სასიცოცხლოდ საჭირო ენერგიას, სანერვიულოც არაფერია, მაგრამ რეალობა სხვაგვარია. საქმე ეხება ოკუპირებული ქვეყნის პოლიტიკურ სპექტრს, რომლის მუდმივი ამოცანა ერთობის ძიება უნდა იყო ქვეყნის შიგნით (მხარდამჭერების ქვეყნის გარეთ) ყველა კანონიერი ღონე უნდა მიმართოს საზოგადოების პოლარიზების წინააღდმეგ.
„ბინძური პოლიტიკა“ სახეს უკარგავს პოლიტიკურ ლიდერებს და მორალურად ანადგურებს პოლიტიკურ ისტებლიშმენტს. საზოგადოებას კი უკარგავს რწმენას და რწმენადაკარგული საზოგადოება მხოლოდ იმედის იმედად რჩება. ვიცი, რომ აპათიური მდგომარეობა დავხატე, მაგრამ ეს ფორმულა უნივერსალურია და ყველგან ასეთი შედეგების გამომწვევი.
პოლიტიკა არ არის ბინძური საქმე, თუ პოლიტიკოსები შეიგნებენ, რომ პოლიტიკური კონკურენცია არ არის მტრობა. თუ ისინი მაღლა დადგებიან, იქ, სადაც პროფესიული ეთიკის ადგილია, თუ ისინი არ მიმართავენ აკრძალულ ხერხებს და მეთოდებს. ამ შემთხვევაში ტალახისფერი მორევის მკვიდრნი დარჩებიან უმცირესობაში და მათი სიმცირე ნიაღვარს ძალას დაუკარგავს. ვიცი, ეს მომავლის პერსპქტივებია, მაგრამ მანამდე მოკლედ ჩამოვთლი (რამდენად რთული დასაჯერებელიც არ უნდა იყოს) რა ხერხებს არ მივმართავთ ჩვენ:
არ ვუკვეთავთ სტატიებს და სიუჟეტებს სხვათა ოჯახების დისკრედიტაციის მიზნით, არ ვამზეურებთ პერსონალურ ინფორმაციებს, არ ვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ რესურსებს სხვისი ავტორიტეტის განსაქარვებლად, არ ვსარგებლობთ პრივილეგიებით სხვათა თავისუფლებების ხელყოფისთვის, არ ვქმნით ყალბ „ექაუნთებს“ ფეისბუკში და არ ვწერთ, უსახელოდ და უგვაროდ, სხვისი სახელისა და გვარის დამაცირებელ კომენტარებს.
რას ვაკეთებთ? ვაკეთებთ იმას, რომ არ ვაკეთებთ არც ერთს ზემოთჩამოთვლილს და ვეძებთ ჩვენს მსგავს მოქალაქეებს, რომ მალე უმრავლესობა ვიყოთ!!!
ამ ცვლილებასთან ერთად საკრებულომ მერიას ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, #78-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის უკან არსებულ 3 174 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო ნაკვეთზე გეოლოგიური კვლევის ჩატარება, საცხოვრებელი სახლების მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვა და ადგილობრივ ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილების პროექტის საკრებულოსთვის დასამტკიცებლად წარდგენა დაავალა.
2014 წლის 10 ნოემბრის განკარგულების მიხედვით, რომელიც საკრებულოს უმრავლესობამ დღეს გააუქმა „იაფი სახლი სტანდარტული საცხოვრისი თანაქალაქელებს“ ქვეპროგრამის ფარგლებში მერია გეგმავდა საცხოვრებელი სახლების მშენებლობას თამარის დასახლებაში მდებარე 330-ე კვარტალში არსებულ ტერიტორიაზე. მანამდე კი ეს ტერიტორია ბარაკული ტიპის სახლებისგან უნდა გამოეთავისუფლებიათ. აქ მცხოვრებ ოჯახებს კი, რომლებსაც საკუთრება რეესტრში აქვთ დარეგისტრირებული და არარეგისტრირებული ქონების მესაკუთრეებისთვისაც მერია ერთი კვ.მ ფართობის სანაცვლოდ კომპენსაციის სახით 700 ლარს შესთავაზებდა. ამ განკარგულების მიღების შემდეგ, მერიის შესაბამისმა სამსახურმა თამარის დასახლებაში ბარაკები აღწერა და საკომპენსაციო თანხის ოდენობაც დაადგინა. გაირკვა, რომ თამარის დასახლებაში მერიას 60 ოჯახთან მოუწევდა შეთანხმება, მათი საცხოვრებელი ფართობის ასათვისებლად კი 2 მილიონ 937 389 ლარი იქნებოდა საჭირო.
საკრებულოს სხდომა
განკარგულების გაუქმების მოთხოვნის მიზეზად საკითხის მომხსენებელმა, მერიის საფინანსო-ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროსმა, გოგა ლომაძემ ბარაკებში მცხოვრებ ოჯახებთან შეთანხმების ვერ მიღწევა დაასახელა.
გოგა ლომაძის ინფორმაციით, 60 ოჯახიდან 39 წინააღმდეგია, ხოლო რვა ოჯახმა თავი შეიკავა.
ამის შემდეგ ბათუმის ვიცე-მერმა ბაგრატ მანველიძემ განმარტა, რომ მერიას არ უნდა ექსპროპრეაციის გზით წავიდეს, რადგან „ეს კეთილშობილური პროიექტიც კი მერიას ამად არ უღირს“.
უმსავლესობამ მხარი არ დაუჭირა ოპოზიციის მიერ წარდგენილ და მოწონებულ პროექტსაც, რაც ბარაკებში მცხოვრები ოჯახებისთვის არა კომპენსაციის გაცემას, არამედ მათთვის სახლის აშენებას და თითოეული ოჯახის ბინით უზრუნველყოფას ითვალისწინებდა. საკითხი „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარემ გიორგი კირთაძემ წარადგინა. მის პროექტს მხარი „თავისუფალმა დემოკრატებმა“ და ფრაქცია „ახალმა ოპოზიციამაც“ დაუჭირა, თუმცა უმრავლესობამ საკითხი ჩააგდო.
საკითხს „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი კირთაძე გამოეხმაურა. მან მერია ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით უმოქმედობაში დაადანაშაულა, რასაც ირაკლი ჭეიშვილის რეპლიკა მოჰყვა. საკრებულოს თავმჯდომარემ ლარის კურსის ცვლილება წინა მთავრობის დანატოვარი ვალით ახსნა, რამაც გიორგი კირთაძე გააღიზიანა. ფრაქციამ „თავისუფალი დემოკრატები“ შესვენება მოითხოვა.
უწყების გენერალური ინსპექცია იკვლევს თანამშრომლების მხრიდან ხომ არ ყოფილა უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები. პატიმრები “ბათუმელების” რედაქციაში გამოგზავნილ წერილებში წერდნენ, რომ პატიმრებს ადმინისტრაციის რამდენიმე თანამშრომელი არაადამიანურად ეპყრობა.
რედაქციაში შემოსული წერილების ასლებით ირკვევა, რომ პატიმრები ამ ფაქტების შესახებ ინფორმაციას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს ასევე წერილობით აწვდიან.
„2013 წლის თებერვალში საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველი ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში ჰქონდა. როცა მაია ფანჯიკიძე ტრაპიდან ჩამოვიდა, მაშინვე გააკეთა განცხადება ბათუმში მეჩეთის მშენებლობაზე და თქვა, რომ აჭარლებიც ქართველები არიან და მათ აქვთ უფლება ბათუმში ააშენონ მეჩეთი. როცა ბიძინა ივანიშვილს პოლიტსაბჭოს სხდომაზე შევხვდი, ვუთხარი თქვენი მთავრობის წევრმა ძალიან უგუნური განცხადება გააკეთა-მეთქი. მერე, რა, ეს ხომ მართლა ასეაო, – მითხრა. მაშინ მე დავარტყი მაგიდაზე ხელი და ვთქვი, რომ მეჩეთი ვერ აშენდებოდა. სხდომის შემდეგ კიდევ გვქონდა ცალკე საუბარი, სადაც ხმამაღალ საუბრამდე მივიდა საქმე. ამის შემდეგ ივანიშვილი გამებუტა და კავშირი გაწყდა“ – განაცხადა მურმან დუმბაძემ „ბათუმელებთან“.
ბატონო ჯაბა, რამდენჯერ იყავით ბათუმის მესამე დაწესებულებაში და ძირითადად რა პრეტენზიები აქვთ პატიმრებს?
სასჯელაღსრულების N3 დაწესებულებაში განვახორციელე სამი ვიზიტი, მოვინახულე ათამდე პატიმარი. პატიმრები ძირითადად უკმაყოფილონი იყვნენ დაწესებულების სამედიცინო მომსახურებით. მათი თქმით, არ უტარდებოდათ სათანადო სამედიცინო გამოკვლევები, არ იყო ხელმისაწვდომი მედიკამენტები, ზოგიერთ მათგანს ჯანმრთელობის გაუარესების გამო ესაჭიროებოდა ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები, რაც არ მიეწოდებოდათ საკმარისი დოზით.
გარკვეული მათგანი უკმაყოფილებას გამოთქვამდა იმის გამო, რომ განათავსეს ბათუმის N3 დაწესებულებაში, ხოლო მათი ოჯახის წევრები ცხოვრობდნენ აღმოსავლეთ საქართველოში. მძიმე სოციალურ‐ეკონომიკური პირობებიდან გამომდინარე მათი ოჯახის წევრები ვერ ახერხებენ პატიმრების მონახულებას, ასევე რამდენიმე მათგანის საქმის განხილვა მიმდინარეობდა თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში და საქმის არსებით განხილვაზე დასწრებისთვის პატიმრებს უხდებოდათ ბათუმიდან თბილისამდე გადაადგილება, რაც დისკომფორტს უქმნიდათ მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე.
გარდა ამისა, პატიმრები უკმაყოფილონი იყვნენ საკნებში არსებული პირობებით. მათი თქმით, საკნებში არსებული სავენტილაციო სისტემა იყო გაუმართავი, წყალი მიეწოდებოდათ გრაფიკით, ზოგიერთს ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ესაჭიროებოდა სპეციფიკური კვება, რასაც დაწესებულების ადმინისტრაცია ვერ უზრუნველყოფდა. რამდენიმე პატიმრის თქმით, აღნიშნულ პრობლემებთან დაკავშირებით მათ საჩივრით მიმართეს ციხის ადმინისტრაციას, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის საკითხთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირებს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს, სახალხო დამცველს, ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს, რამაც ციხის ადმინისტრაციის მხრიდან უკმაყოფილება გამოიწვია და ადგილი ჰქონგა გარკვეული ხასიათის ზეწოლასაც.
იმ პატიმრებს, რომლებსაც თქვენ შეხვდით, აღენიშნებოდათ თუ არა სხეულზე დაზიანებები?
ზოგიერთ პატიმარს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები, თუმცა მათივე განცხადებით თვითონ მიიყენეს თვითდაზიანებები, რითაც გამოხატეს პროტესტი დაწესებულების დირექტორის მიმართ, ვინაიდან მათ მიერ საჩივრებსა თუ განცხადებეებში დასმულ საკითხებზე არანაირი რეაგირება არ განხორციელდა. პატიმრების გარკვეული რაოდენობა ასევე აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში მათი პირობები გაუმჯობესდა და დაწესებულეების დირექტორთან და ადმინისტრაციის თანამშრომლების მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნიათ, თუმცა დაწესებულებაში არსებული სამედიცინო მომსახურების მიმართ გამოთქვამენ უკმაყოფილებას.
როცა პატიმრები არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობენ, მიმართეს თუ არა საგამოძიებო უწყებებს ამის გამო, ან ხომ არ აპირებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მათი უფლებების დაცვას?
N3 დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომელთა მხრიდან პატიმრების მიმართ განხორციელებულ არაადამიანური მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით, ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციით, მიმდინარეობს გამოძიება. თუმცა, პატიმრების თქმით, გამოძიება ჭიანურდება და დაწესებულების ადმინისტრაციის რომელიმე თანამშრომლის მიმართ ამ დრომდე რაიმე სახის თუნდაც დისციპლინური ღონისძიება არ გამოუყენებიათ. საია უახლოეს მომავალში სასჯელაღსრულების N3 დაწესებულებაში განთავსებულ რამდენიმე პატიმარს გაუწევს სამართლებრივ დახმარებას და მიმართავს შესაბამის უწყებებს.
აქციის მონაწილეებმა ეზოში მცენარეები დარგეს. მოეწყო გამოფენაც. გამოფენილი იყო საბავშვო ბაღის აღსაზრდელების ნახატები.
„21-ე საუკუნე ცნობილია როგორც ეკოლოგიური კატასტროფების საუკუნე. ბუნება და მისი დაცვა ერთ-ერთი წამყვანი ფაქტორია კატასტროფების შენელებაში. ასევე ეკოლოგიური გარემო – წყალი, ჰაერი, მიწა არც თუ ისე ჯანსაღია ჩვენს გარემოში. საკვები გენმოდიფიცირებულია, სათამაშოებისა და ბევრი საოჯახო ნივთის მოხმარება იწვევს ბავშვებში და, საერთოდ, ადამიანებში სხვადასხვა ონკოლოგიურ და ლეიკემიურ დაავადებებს, რომლითაც არა ერთი პატარა არის დაავადებული. ვფიქრობ, ჩვენი ვალია არ დავაბინძუროთ გარემო, არ გავანადგუროთ ბუნება. დავრგოთ მცენარეები და მოვუაროთ მას. ანუ ისე მოვიხმაროთ ჩვენი ბუნება, რომ მომავალ თაობებსაც შეეძლოთ მისი მოხმარება. ამიტომ გადავწყვიტეთ ჩვენს საბავშვო ბაღში ჩაგვეტარებინა აქცია სახელწოდებით – „სუფთა გარემო და მწვანე ბუნება“, რომელიც მიზნად ისახავს ეკოლოგიური კულტურის დანერგვასა და განვითარებას პატარა ბავშვებში და კერძოდ ჩვენს აღსაზრდელებში”, – ამბობს მე-15 საბავშვო ბაღის დირექტორი ნინო ბაბაკიშვილი.
საბჭოს ერთ-ერთი წევრის, გია რამიშვილის თქმით, ნებართვის გაცემის მიზეზი ის გახდა, რომ ძველი გამყოფი ზოლის ფილები ამორტიზირებული იყო. საბჭოს ნებართვის მისაღებად ბულვარის ადმინისტრაციამ მიმართა.
ბულვარის ადმინისტრაციის უფროსი, გიორგი ზირაქაშვილი “ბათუმელებთან” ამბობს, რომ ამორტიზირებულთან ერთად სხვა პრობლემაც აქვს: „ძველ გამყოფ ზოლს მოვლა-პატრონობა სჭირდება, მის გასასუფთავებლად ვიყენებდით ქიმიურ საშუალებებს, წმენდის დროს კი მასალა იშლებოდა”.
ახლა ბულვარის ადმინისტრაცია გამყოფ ზოლს, რომელზეც სკამებიც განთავსდება, გრანიტისგან ამზადებს. ბულვარის ადმინისტრაციას უკვე ჰყავს ტენდერში გამარჯვებული – ძველი გამყოფი ზოლის დემონტაჟისა და ახლის გასაკეთებლად ბულვარის ადმინისტრაცია 234 ათას ლარს დახარჯავს.
შუქრი ბერიძეს გასული წლის ნოემბერში მდინარე ყოროლისწყლის სიახლოვეს წყალდიდობამ სახლი დაუნგრია. მან დახმარების თხოვნით ბათუმის მერიას მიმართა, მაგრამ მისი თხოვნა არ დააკმაყოფილეს.
ირაკლი მიქელაძე
როგორც დღეს ბათუმის საკრებულოში განმარტეს, ასეთ შემთხვევაში კანონმდებლობა არ ითვალისწინებს კომპენსაციის გაცემას.
საკრებულოს წევრი ჯაბა ბერიძე ითხოვს, დაზარალებულის დაკმაყოფილებას მერიის სარეზერვო ფონდიდან.
„თავისუფალი დემოკრატების“ დეპუტატ კობა ჩხეიძეს კითხვაზე, არის თუ არა ეს მოქალაქე სტიქიით დაზარალებული? საკრებულოს წევრმა კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ ირაკლი მიქელაძემ ხუმრობანარევი რეპლიკით უპასუხა – „ღმერთმა დასაჯა“.
ბათუმის მერიას, ისე როგორც აჭარის მთავრობას, გაცხადებული აქვს, რომ სტიქიით დაზარალებული ადამიანები კომპენსაციას მიიღებენ. ამ მიზნით სარეზერვო ფონდებიც არსებობს.
აქციას შეუერთდნენ ბათუმის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის, ავტოტრანსპორტისა და კეთილმოწყობის სამსახურების თანამშრომლები.
ბათუმელი ალექსანდრე თევზაძე ამბობს, რომ მისი სურვილია ეტლით სარგებლობა ერთი დღით სცადონ ქალაქის მერმა, საკრებულოს თავმჯდომარემ, მასწავლებლებმა, ბაკნების მმართველებმა, მუზეუმების დირექტორებმა, ინვესტორებმა და საჯარო მოხელეებმა, რომ უკეთ გაიგონ რა პრობლემები ექმნებათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ქალაქში გადაადგილებისას.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ასე სამოქალაქო საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ცდილობენ. ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებსაც მიმართავენ: დააჯარიმონ ის ადამიანები, რომლებიც ავტომანქანებს ტროტუარებზე აჩერებენ, რის გამოც ეტლით მოსარგებლე ადამიანებს გადაადგილების პრობლემები ექმნებათ.
აქციას მერიის თანამშრომლებიც შეურთდნენ
“შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და სახელმწიფოს პოლიტიკა”- ამ სახელწოდებით მოამზადა სიუჟეტი სალომე დეკანაძემ, ის თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის მოხალისე, სკოლის მოსწავლეა. მან სცადა, გაერკვია როგორ ცხოვრობენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ბათუმში, რა პროგრამები აქვს ქალაქის მუნიციპალიტეტს, რატომ არ ჰყავს დასაქმებული აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს უწყებაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და როგორია მოქალაქეების პასუხისმგებლობა. სიუჟეტის ნახვა შესაძლებელიაბმულზე
„ბათუმელების“ ინფორმაციით, წუხელ, გვიან ღამით, ბათუმში, ერთ-ერთი სასტუმროს მეორე სართულიდან გადმოგდებული 25 წლის გ.ხ.-ს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ მას სხეულის მძიმე დაზიანებები აქვს მიღებული. როგორც „ბათუმელებისთვის“ გახდა ცნობილი, ქალი სამმა ახალგაზრდა მამაკაცმა გადმოაგდო ფანჯრიდან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „გამოძიება დაწყებულია. გამოძიების მსვლელობისას დადგინდება, ქალი გადმოაგდეს თუ გადმოვარდა მეორე სართულიდან“.
დანაშაულის კვალიფიკაციაც, სავარაუდოდ, ყველა მოწმის დაკითხვის შემდეგ გაირკვევა. ჯერჯერობით უცნობია სისხლის სამართლის კოდექსის რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება.
ფანჯრიდან გადმოგდებული გოგონა არ არის საქართველოს მოქალაქე და ის ბათუმში სექსმუშაკად მუშაობდა.
ბათუმის სასწრაფო სამედიცინო სამსახურში ამბობენ, რომ ქალის დაზიანებაზე წუხელ მათ გამოძახება არ ჰქონიათ. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაზარალებული წუხელ პოლიციას არ დაუკითხია.
გამოცდები 11 საგანმათლებლო მიმართულებაში ჩატარდება და წელს პირველად A, B და C ტიპის ტესტებად იქნება დაყოფილი. მაგისტრანტობის თითოეულმა მსურველმა ამ სამიდან გამოცდაზე უნდა შეასრულოს მხოლოდ ერთი ტიპის ტესტი, შესაბამისად რეგისტრაციის დროს მისთვის სასურველი A, B ან C ტიპის ტესტი უნდა აირჩიოს.
როგორც გასულ წლებში, ისევე წელსაც ტესტები ოთხი ნაწილისგან შედგება: წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა, ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა.
11 საგანმანათლებლო მიმართულება A, B და C ტიპის ტესტების მიხედვით:
1. საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი (გარდა ფიზიკისა) A
2. ჯანდაცვა A
3. ჰუმანიტარული A
4. ხელოვნება A
5. აგრარული A
6. განათლება A
7. სოციალური მეცნიერებები (გარდა ეკონომიკისა) A
8. საინჟინრო (გარდა ინფორმაციული ტექნოლოგიებისა) B
9. მათემატიკა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ფიზიკა B
10. ბიზნესი და ეკონომიკა B
11. სამართალი C
საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების მიხედვით გაიცემა სახელმწიფო გრანტი. მაგისტრანტობის მსურველები სახელმწიფოსგან სრულ დაფინანსებას მხოლოდ აკრედიტებულ სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის შემთხვევაში მიიღებენ.
საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია 17 მარტს 18:00 საათზე დასრულდება.
კითხვა-პასუხის რეჟიმში კი გამოთქმულია ტენდერში არამონაწილე პრეტენდენტების შეკითხვები და შენიშვნები. ერთ-ერთი კომპანია შპს „ხაგის“ წარმომადგენელი ხათუნა ხვადაგიანი წერს, რომ ტექნიკური და ფინანსური პირობები კონკრეტულად ერთ კომპანიაზეა მორგებული. ტენდერის გამოცხადებიდან ერთი თვის შემდეგ, 2015 წლის 6 იანვარს, მერიამ ტენდერი გააუქმა.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ბათუმის მერიის მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიის ოქმის მიხედვით, ტენდერის გაუქმების მიზეზი შპს „ხაგის“ შენიშვნა გახდა. „სატენდერო დოკუმენტაცია მომზადდა კანონმდებლობის სრული დაცვით და ტენდერი არ იყო მორგებული არც ერთ კერძო კომპანიაზე. შენიშვნების გასათვალისწინებლად ბათუმის მერია მიიჩნევს, რომ ტენდერი საჭიროებს გადამოწმებას და საკვალიფიკაციო მოთხოვნების დახვეწას“ – აღნიშნულია ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და ვიცე-მერი ბაგრატ მანველიძე, თავმჯდომარის მოადგილე და მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი თენგიზ პეტრიძე, კომისიის წევრები ბათუმის მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსი ეგარსლან ლომაძე და ბათუმის მერიის აპარატის შესყიდვების განყოფილების უფროსი ვლადიმერ ხინთიბიძე.
კომისიის ოქმის მიხედვით სპორტული ბაზის მშენებლობის პროექტის ავტორს კობა კაცაძეს დაევალა ტენდერში არამონაწილე პრეტენდენტების შენიშვნების შესწავლა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას კი _ ანგისის სპორტული ბაზის მშენებლობის პროექტში მითითებული მასალების შესაბამისობის დადგენა FIFA-ს სტანდარტებთან.
ვიცე-მერმა ბაგრატ მანველიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ტენდერი პროექტის გადაკეთების შემდეგ მარტის ბოლოს გამოცხადდება. შეიცვლება თუ არა ტენდერის სავარაუდო ღირებულება, ვიცე-მერი განმარტავს, რომ ეს დამოკიდებულია პროექტის ცვლილებაზე.
23 თებერვალს მთავრობამ განაცხადა, რომ ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას 12%-ით აპირებს.
2013 წლიდან მოყოლებული სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებმა ჯამში დაახლოებით 147 მილიონი ლარის ღირებულების ავტოსატრანსპორტო საშუალებები შეიძინეს. 2013 წელს განხორციელებული შესყიდვების ღირებულება 2014 წლის შესყიდვებს დაახლოებით 9 მლნ. ლარით აღემატებოდა, 2015 წლის პირველ ორ თვეში კი, დაახლოებით 5.2 მლნ. შეადგინა.
2 წლის განმავლობაში 147 მლნ. ლარი საკმარისი იქნებოდა ყველა კატეგორიის პენსიონერის პენსიის 9 ლარით მოსამატებლად, ან 2 წლის მანძილზე მთელი სოციალური პაკეტის (შშმ პირები, სახელმწიფო კომპენსაციების მიმღებები, მარჩენალდაკარგული ოჯახები, საყოფაცხოვრებო სუბსიდიების და სხვა დახმარებების მიმღებები) მინიმუმ 30%-ით გასაზრდელად – წერია ორგანიზაციის განცხადებაში.
ტენდერების გზით შესყიდული ავტოსატრანსპორტო საშუალებები
2013 წლის დასაწყისიდან დღემდე ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე სახელმწიფო უწყებებმა ტენდერების მეშვეობით დაახლოებით 113.8 მლნ. ლარი დახარჯეს. თანხა დაახლოებით თანაბრად გადანაწილდა 2013 (57.3 მლნ. ლარი) და 2014 (55.8 მლნ. ლარი) წლებზე. 2015 წლის ორ თვეში კი ამ მიმართულებით 570,900 ლარი დაიხარჯა.
ყველაზე მეტი, 31.7 მლნ. ლარი შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ დახარჯა, რისი დიდი ნაწილიც საპატრულო პოლიციის მანქანების შესყიდვას მოხმარდა. საავტომობილო საშუალებების შესყიდვის ხარჯებში რიგით მეორე ჯანდაცვის სამინისტროა, 2014 წელს გადახდილი 10.8 მლნ. ლარით. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2013 წელს ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვაზე 6.5 მლნ. ლარი დახარჯა, 2014 წელს კი მანქანები არ შეუძენია.
ირაკლი ჩავლეიშვილის განცხადებით, შენობა, სადაც სპორტული დარბაზია განთავსებული მერიის საკუთრებაა. შესაბამისად, შენობის გარემონტებასა და მის ინფრასტრუქტურაზეც მერია ზრუნავს.
„თუმცა, სპორტული დარბაზით სპორტსკოლის საფეხბურთო კლუბის ბავშვები სარგებლობენ, რომლებიც განათლებისა და კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არიან. ეს შენობა ან განათლების სამინისტროს უნდა გადაეცეს, რომ მან აიღოს მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებლობა, ან ეს კლუბები გადმოეცეს მერიას. ორი ძიძის ხელში ეს შენობა დაინგრევა“-ამბობს ირაკლი ჩავლეიშვილი.
საკრებულოს წევრების თქმით, აღნიშნული საკითხი მერიასთან და სამინისტროსთან შეთანხმების შემდეგ გადაწყდება.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი ჩავლეიშვილის განცხადებით, პროექტი ფაქტობრივად მთლიანად შეცვლილია.
„საკრებულოს ასეთი პროექტი არ დაუმტკიცებია. იმედია, სხდომაზე მერია წარმოადგენს განმარტებით ბარათს და აგვიხსნიან თუ რატომ მოხდა პროექტის ცვლილება“.
სპორტული ბაზის პროექტირებაზე 60 ათასი ლარი დაიხარჯა, ცვლილებებზე კი დამატებით 17 ათასი ლარია გამოყოფილი.
მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის თენგიზ პეტრიძის თქმით, პროექტის განხორციელებისთვის გათვალისწინებული იყო 10 მილიონი ლარი, 2015 წლის ბიუჯეტით კი, თენგიზ პეტრიძის განმარტებით, მშენებლობის ღირებულება 3 მილიონი ლარით შემცირდა.
„თუმცა, გასული წლის ბიუჯეტში ბიუჯეტში მხოლოდ ორნახევარი მილიონი ლარი იყო ასახული, რაც იმას ნიშნავს რომ პროექტი ვერ განხორციელდებოდა. პროექტის მიხედვით ანგისაში მიმდინარეობს როგორც რაგბის სტადიონის მშენებლობა, ასევე დაგეგმილია სპორტული მოედნის მშენებლობა, აქედან გამომდინარე იქნა გადაწყვეტილება მიღებული რომ სტადიონი ოთხი ათას მაყურებლის ნაცვლად უფრო ნაკლებზე ყოფილიყო გათვალისწინებული“.
საკრებულოს წევრები აცხადებენ, რომ თუკი მერიისგან არ მოხდება ცვლილებების არგუმენტირება, ისინი შეცვლილ პროექტს არ დაამტკიცებენ.
„გემები შემოდის, ტურისტები შემოდიან და უხერხულია, რომ ასეთ მდგომარეობაშია სანაოსნოს მიმდებარე ტერიტორია. მივმართოთ მათ, ვისიც არის ეს ტერიტორია და გადმოეცეს ბათუმის მერიას, რომ მისი მოწესრიგება შევძლოთ“-განაცხადა ირაკლი ჩავლეიშვილმა საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომაზე.
ბათუმის მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის, გოგა ლომაძის თქმით, სანაოსნოს მიმდებარე ტერიტორია სახელმწიფო საკუთრებაა და მისი მერიაზე გადაცემის მოთხოვნით, განცხადება შესაბამის უწყებებს გაუგზავნეს.
ირაკლი ჩავლეიშვილმა ყურადღება ქუჩებისა და ტროტუარების საკითხზეც გაამახვილა. ინფრასტრუქტურის დაზიანების შემთხვევაში, მისი თქმით, მერიამ მშენებლები უნდა დააჯარიმოს ან დაავალდებულოს, დაზიანებული ქუჩების რეაბილიტაცია.
„9 მარტის ქუჩაზე კომუნიკაციები გაუყვანიათ და დაზიანებულია ასფალტის საფარი. ნოდარ დუმბაძის ქუჩა ერთ-ერთი საჩვენებელი ქუჩაა ამ ქალაქში და კისერს მოიტეხ, რომ გაივლი, ისეთ მდგომარეობაშია. მშენებლობის დროს მძიმეწონიანი მანქანები დადიოდა და დაზიანდა. ასეთ დროს უნდა დავავალდებულოთ მშენებელი, რომ მშენებლობის დასრულების შემდეგ მოაწესრიგოს ტერიტორია“.
ირაკლი ჩავლეიშვილის თქმით, მსგავსი ვითარებაა გამსახურდიასა და ჟორდანიას ქუჩებთან არსებულ სკვერებშიც: „მოსაწესრიგებელია „ვაიკიკის“ გვერდით არსებული სკვერი, სადაც თენგიზ ბაკურიძემ ააშენა კორპუსი. ქვაფენილები ამოყრილია და მერიის მიერ დადგმული საყვავილე ქოთნებიც დაზიანებულია. ასეთ დეტალებს ყურადღება უნდა მიექცეს“.
მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის, თენგიზ პეტრიძის განცხადებით გარკვეული პასუხისმგებლობა მოსახლეობასაც ეკისრება:
„ტროტუარებზე აჰყავთ ავტომანქანები და ბოძებს აზიანებენ. მე თვითონ შევესწარი ასეთ ფაქტს და შენიშვნა რომ მივეცი, ლამის ხელი შემომიბრუნა, ისე გაბრაზდა მოქალაქე. ვფიქრობ, ქალაქის მოვლაზე ყველას გვაკისრია პასუხისმგებლობა“- განაცხადა მან.
საკრებულოს წევრის კობა ჩხეიძის თქმით, ქუჩებსა და ტროტუარებზე განთავსებული ვიდეოთვალების გვერდით გამაფრთხილებელი ნიშნებიც უნდა განთავსდეს: „თავის დროზე ამაზე იყო სახალხო დამცველის რეკომენდაციაც, რომ მოქალაქეებს ვიდეოთვალის არსებობაზე ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ, რადგან ყველას აქვს უფლება იცოდეს, სად ხორციელდება მათი ჩაწერა. მერიის სამსახურებმა ეს უნდა გაითვალისწინონ“.
არჩილ ხაბაძის განცხადებით, ალტერნატიული ფართობების მიღების შემთხვევაში ტერიტორია კომერციულად და ტურისტული თვალსაზრისით მიმზიდველი გახდება:
„ჩვენ ვთავაზობთ მოსახლეობას საინვესტიციოდ მიმზიდველი ტერიტორიების გადაცემას, მიყვანილი იქნება კომუნიკაციები – გაზი, ელექტროენერგია, წყალი და ამ მიწების ისე გამოყენება შეეძლებათ, როგორც მათ სურსთ. ამაზე მიდის საუბარი და ეს არის ჩვენი ძირითადი პრინციპი. ამ ეტაპზე გვაქვს გათვლა, თუ რა ინვესტიციები შეიძლება განხორციელეს ამ მიწებზე“.
ოთარ გოგოლიშვილი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის,არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტის სრული პროფესორია.
აქამდე მუზეუმის დირექტორი გოდერძი ტოტოჩავა იყო, რომელმაც თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა, თუმცა მუზეუმში მუშაობას ამ დრომდე აგრძელებს.