მედიაფორუმს ესწრებიან ჟურნალისტები მსოფლიოს 35 ქვეყნიდან. ორგანიზატორების განცხადებით ასეთი ღონისძიების გამართვა ხელს შეუწყობს სხვადასხვა ქვეყნისა თუ მასმედიის წარმომადგენელთა ახლო კონტაქტს, აზრთა გაცვლას და რაც მთავარია სომხეთის, სომეხი მოსახლეობის გაცნობას. მედიაფორუმი სომხეთის მთავრობის მიღებათა სახლის შენობაში იმართება.
მედიაფორუმში მონაწილეობენ მედიაკონგრეს „ჟურნალისტთა თანამეგობრობის“ პრეზიდენტი აშოტ ჯაზოიანი, სომხეთის პრეზიდენტის აპარატთან არსებული მასმედიისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრის დირექტორი არა საგატელიანი, სომხეთის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელი (მედია ფორუმის მთავარი კოორდინატორი] ვიგენ სარგსიანი, ასევე სხვა ოფიციალური პირები, სომხურ დიასპორათა წარმომადგენლები. დღის ბოლოს დაგეგმილია შეხვედრა სომხეთის პრეზიდენტთან, სერჟ სარგსიანთან. მედიაფორუმის მთავარი თემა სომეხთა გენოციდის 100 წლისთავია.
როგორც ცნობილია, სომეხი ისტორიკოსები და პოლიტიკოსები 1915–1918 წლებში განვითარებულ მოვლენებს ოსმალეთის იმპერიის მიერ ეთნიკური ნიშნით სომხების მასობრივ მკვლელობას გენოციდად მიიჩნევენ. მათი მტკიცებით, ოსმალთა იმპერიამ დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე 1,5 მილიონამდე სომეხი დახოცა.
სომხების გენოციდი აღიარებულია და გასამართლებულია ბევრი ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ. პირველმა, ოფიციალურად, ურუგვაიმ აღიარა და გაასამართლა სომხების გენოციდი [1965წ.]. 1984 წელს ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალმა, 1987 წელს – ევროკავშირმა, ევროპარლამენტმა, გაერომ დისკრიმინაციის შეწყვეტისა და ეთნიკური უმცირესობების დასაცავად, მსოფლიო ეკლესიათა კავშირმა და ა. შ. სომეხთა გენოციდი ოფიციალურად აღიარა მსოფლიოს 20-მდე ქვეყანამ.
სომეხი ხალხის გენოციდის მსხვერპლთა ხსენების დღედ 24 აპრილია დაწესებული. ამ პერიოდისთვის წელს ერევანში უამრავ სტუმარს ელოდებიან, მათ შორის იმ ქვეყნების პირველ პირებს, რომლებმაც აღიარეს გენოციდი. „საფრანგეთის პრეზიდენტი აუცილებლად ჩამოვა აპრილში. ჩვენც ტრადიციული მსვლელობებითა და ანთებული სანთლებით კიდევ ერთხელ პატივს მივაგებთ გენოციდის მსხვერპლთ. ტრადიციად აქციაზე თურქეთის დროშის დაწვაც იქცა, წელსაც ასე მოხდება, ალბათ. ჩვენ გვინდა მთელი მსოფლიოს ყურადღება მივიპყროთ, რათა ისეთი საშინელება, როგორიც 100 წლის წინ მოხდა, არსად არ განმეორდეს“ – ამბობენ ერევანში.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ქობულეთში 16 მარტს ძარცვა-ყაღაჩობის რამდენიმე შემთხვევა მოხდა, შს სამინისტროს პრესსამსახურში ამბობენ, რომ ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება.
„ადრე ბიუჯეტში არ ჩანდა იმ დასაქმებულთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასს იღებდნენ ე.წ. სუბსიდიით. კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა ფინანსები ბიუჯეტში ასე დეტალურად ყოფილიყო ჩაშლილი. 2013 წლიდან სხვა მიდგომაა; ბიუჯეტის ფორმატი შეიცვალა და აქედან გამომდინარე აუცილებელი გახდა დასაქმებულთა რაოდენობის მითითება. თუ ხელფასი გაიცემა ბიუჯეტიდან, ეს უნდა ჩანდეს“, – ამბობს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე რამაზ ბოლქვაძე.
ასეთი დეტალური ჩაშლით, აჭარის 2015 წლის ბიუჯეტში, მომუშავეთა რიცხოვნობა (რომლებიც ხელფასს ამ ბიუჯეტებიდან იღებენ) 841-დან 3586-მდე, ანუ 2745-ით გაიზარდა.
2013 წელთან შედარებით მომუშავეთა რაოდენობა, სხვა საბიუჯეტო უწყებებთან შედარებით, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში. აქ დასაქმებულთა რაოდენობა 2280 ადამიანით გაიზარდა, რომელთა უმეტესობის ხელფასები ბიუჯეტიდან სუბსიდიით ფინანსდებოდა. მაგალითისთვის, სახელოვნებო განათლების ხელშეწყობა – დასაქმებულია 855 ადამიანი; კულტურის განვითარება, ხელშეწყობა და პოპულარიზაცია – 962 ადამიანი.
მომუშავეთა რიცხოვნობის ზრდასთან ერთად, 2013 წელთან შედარებით, აჭარის რესპუბლიკურ ბიუჯეტში შემცირდა სუბსიდიები 22,3 მილიონი ლარით; თუმცა, შრომის ანაზღაურებისა და საქონლისა და მომსახურებისთვის საჭირო თანხა გაიზარდა, შესაბამისად _ 18,9 მილიონი და 6,3 მილიონი ლარით.
ანალოგიური „ჩაშლა“, ბათუმის ბიუჯეტში მიმდინარე წელს განხორციელდა და მომუშავეთა რიცხოვნობამ 2543 შეადგინა. ქალაქის შარშანდელი ბიუჯეტის მიხედვით კი, დასაქმებული 527 ადამიანი იყო.
„შარშან შრომის ანაზღაურება ასე დეტალურად არ აისახებოდა ბიუჯეტში. მიმდინარე წლიდან კი, თითოეული ორგანიზაციის დაფინანსება ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით ხდება. შესაბამისად, შრომის ანაზღაურება ცალკეა ასახული – ამიტომ გაიზარდა საშტატო რიცხოვნობაც. თუ ადრე, ასე ვთქვათ, მხოლოდ მერიისა და საკრებულოს თანამშრომელთა რაოდენობა ჩანდა ბიუჯეტში, ამჯერად თითოეულ სამსახურში დასაქმებულთა რიცხოვნობაა გაწერილი“, – ამბობს ქალაქ ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი არჩილ ვანაძე.
მიუხედავად იმისა, რომ აჭარის მთავრობასა და მერიაში მომუშავეთა მაჩვენებლის გაზრდას მეტი გამჭვირვალობისთვის ბიუჯეტის ახალი პრინციპით შედგენას უკავშირებენ, ბიუჯეტებში შრომის ანაზღაურებისთვის გამოყოფილი თანხა გამჭვირვალე მაინც არ არის. საქმე იმაშია, რომ საბიუჯეტო უწყებებში იყვნენ დასაქმებულნი და დღესაც არიან შტატგარეშე თანამშრომლები, რომელთა ხელფასები ბიუჯეტში, შრომის ანაზღაურების გრაფაში არ არის ასახული. ავტონომიური და მუნიციპალური უწყებები შტატგარეშე თანამშრომლებისთვის ხელფასებს ბიუჯეტში `საქონელი და მომსახურებისთვის~ გაწერილი თანხიდან გასცემენ. ფაქტობრივად, გაუმჭვირვალეა შტატგარეშეთა რიცხვიც. თუ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული უწყებები კანონით შეზღუდულნი არიან რაოდენობრივად შტატგარეშეთა დასაქმების მხრივ, ეს შეზღუდვა არ აქვს ავტონომიურ რესპუბლიკას. რაც შეეხება მუნიციპალიტეტს, მას შესაბამისი კოდექსი არეგულირებს.
საქართველოს ბიუჯეტის შესახებ კანონით, საბიუჯეტო ორგანიზაციებში შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საშტატო რიცხოვნობის 2%-ს. იმ ორგანიზაციებში კი, სადაც საშტატო რიცხოვნობის 2% შეადგენს 5 ერთეულზე ნაკლებს, ხელშეკრულებით დაქირავებულთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5-ს.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, რომ, მიუხედავად იმისა, ეს შეზღუდვა ავტონომიაზე არ ვრცელდება, ბიუჯეტის შედგენისას ამ პრინციპს ძირითადად მაინც ითვალისწინებენ.
აჭარის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაციების ოფიციალურ მონაცემებს თუ დავეყრდნობით, შტატგარეშეთა რაოდენობა საგრძნობლად აღემატება იმავე ორგანიზაციებში შტატით დასაქმებულთა რაოდენობის 2 პროცენტს. მართალია, ამ ორგანიზაციებზე ეს შეზღუდვა არ ვრცელდება, მაგრამ შტატგარეშედ თანამშრომლების აყვანა ყოველგვარი კონკურსის გარეშე ხდება. მაგალითად, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გასულ წელს შტატით 94 ადამიანი იყო დასაქმებული, შტატგარშე კი – 20, ანუ შტატით მომუშავეთა 18,8 პროცენტი. ამასთან, შტატგარეშეებზე თითქმის 33 ათასი ლარით მეტი (ჯამში 133 884 ლარი და 45 თეთრი) ხელფასი იყო გაცემული, ვიდრე – სამინისტროს თანამდებობის პირებზე.
რამაზ ბოლქვაძის თქმით, აჭარის ბიუჯეტიდან დაფინანსებულ უწყებებში ჯერ კიდევ გასამიჯნი და დასაზუსტებელია, თუ ვინ ითვლება შტატიან და ვინ შტატგარეშე თანამშრომლად. შესაბამისად, დაკონკრეტებას მოითხოვს სტატისტიკაც ამ კუთხით. ბათუმის მუნიციპალიტეტში, შარშანდელთან შედარებით, მომუშავეთა რიცხოვნობის გაზრდის პარალელურად ბიუჯეტში შემცირდა სუბსიდიები 19 მილიონი ლარით, თუმცა გაიზარდა შრომის ანაზღაურება 9,5 მილიონი, ხოლო საქონელი და მომსახურება – 8,1 მილიონი ლარით.
ბათუმის მერიაში 426, ხოლო საკრებულოში 38 ადამიანია დასაქმებული. გარდა ამისა, ქალაქის ბიუჯეტის ახალი სისტემით გაწერის შემდეგ აღმოჩნდა, რომ სკოლამდელ განათლებას ემსახურება 1140 ადამიანი, ინფრასტრუქტურას, მშენებლობას, რეაბილიტაციასა და ექსპლუატაციას – 287, კულტურას, რელიგიას, ახალგაზრდობის ხელშეწყობასა და სპორტს – 586 ადამიანი, ეს შტატით, ანუ რომელთა ხელფასებიც პირდაპირაა გაწერილი ბიუჯეტში.
მერიის ინფორმაციით ქალაქის ბიუჯეტიდან და მერიის მიერ დაფუძნებული სხვადასხვა შპს-დან მთლიანობაში დაახლოებით 4100 ადამიანი (მათ შორის შტატგარეშეც) იღებს ანაზღაურებას. ის კვოტა (შესაძლო დასაქმებულთა რაოდენობა), რასაც ბათუმისთვის ითვალისწინებს თვითმმართველობის კოდექსი, არჩილ ვანაძის თქმით, მერიას ფაქტობრივად სრულად აქვს ათვისებული.
ბათუმის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტში „მომუშავეთა რიცხოვნობის“ მაჩვენებელი 2013 წელთან შედარებით გაზრდილია 2020-ით, ქობულეთის ბიუჯეტში გაზრდილია – 7-ით, აჭარის დანარჩენი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში კი, ეს მაჩვენებელი პირიქით, შემცირებულია: ხელვაჩაურში – 65-ით, ქედაში – 98-ით, შუახევში – 91-ით, ხოლო ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში – 80-ით.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა თამაზ აბაშიძე და სამოქალაქო განათლების პედაგოგმა თამარ ჯანელიძემ ბათუმის 25-ე საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებს „სამართლებრივი კულტურის“ გაკვეთილი ჩაუტარეს.
გაკვეთილები ინტერაქტიულია, მოიცავს თამაშებს. პროგრამა მოსწავლეებში სამართლისა და მართლმსაჯულების სფეროში მათი უფლებების და პასუხისმგებლობის შესახებ ცოდნის ამაღლებას ისახავს მიზნად. სწავლება მეცხრე კლასის მოსწავლეთათვის ტარდება შემდეგ თემებზე: სამართლებრივი კულტურის არსი და მნიშვნელობა; არასრულწლოვანი და კანონი; ძალადობა – ძალადობა ოჯახში, ბულინგი სკოლებში; მავნე ჩვევები და მათი სახიფათო შედეგებისგან თავდაცვა; ორგანიზებული დანაშაული (ტრეფიკინგი, ნარკოტიკებით და იარაღით უკანონო ვაჭრობა); სასამართლო სამართალწარმოება.
აღნიშნული პროექტი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. „სამართლებრივი კულტურის“ გაკვეთილები ტარდება თბილისის, ქუთაისის, რუსთავის და ახალციხის საჯარო სკოლებშიც.
2013-2014 სასწავლო წელს პროგრამა ადგილობრივი უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების და სკოლის პედაგოგების მიერ საქართველოს 32 საჯარო სკოლაში განხორციელდა. სწავლება ჩატარდა თბილისის მე-17, ახალქალაქის მე-5 , ფოთის მე-5 და თელავის მე-5 საჯარო სკოლებში.
„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრები საქართველოს ათ ქალაქში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ინიციატივითა და დაფინანსებით, 2011-2012 წლებში შეიქმნა. ცენტრები მოქალაქეებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, პოლიტიკურ პარტიებს, მედიას, ხელისუფლებას და სხვა დაინტერესებულ მხარეებს დემოკრატიული დიალოგის, საჯარო დისკუსიების და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების სხვადასხა ფორმატში განხილვისთვის თავისუფალ, ნეიტრალულ და სათანადოდ უზრუნველყოფილ სივრცეებს სთავაზობს. ამ დანიშნულებით ცენტრების გამოყენების უფლება ნებისმიერ პირს ეძლევა, მიუხედავად მისი რწმენის, მრწამსის, პოლიტიკური, გენდერული თუ სხვა მიკუთვნებულობისა.
გახსნის დღიდან დღემდე ათ ცენტრში 12 ათასზე მეტი ღონისძიება ჩატარდა. მათში მონაწილეობა 300 ათასამდე ადამიანმა მიიღო. დამატებით, ცენტრების კომპიუტერული რესურსითა და ბიბლიოთეკით 80 ათასზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა.
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრები დაარსების დღიდან დღემდე განსაკუთრებულ პატივს სცემს თითოეული მომხმარებლის უფლებას, თავისუფლად ისარგებლოს ცენტრის რესურსით, გამოხატოს საკუთარი აზრი და წამოიწყოს ან ჩაერთოს სხვადასხვა სახის საჯარო დისკუსიაში.
2015 წლის 14 მარტს ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მომხდარი ინციდენტი, როდესაც ცენტრის ერთ–ერთ მომხმარებელს რამდენიმე სხვა მომხმარებელი პოლიტიკური შეხედულებების გამო თავს დაესხა და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების იდეას და მათით სარგებლობის დადგენილ წესებს. მსგავსმა შემთხვევებმა შესაძლოა საფრთხის ქვეშ დააყენოს ცენტრების, როგორც ნეიტრალური და ამავე დროს, უსაფრთხო, დემოკრატიული სივრცეების სტატუსი.
ბათუმის ინციდენტში მონაწილე პირებს (თავდამსხმელებს), რომლებმაც უხეშად დაარღვიეს ცენტრით სარგებლობის წესები, ხელი შეუშალეს ცენტრის გამართულ ფუნქციონირებას და შელახეს სხვა მომხმარებლების უფლებები, აეკრძალებათ ცენტრით სარგებლობა და ცენტრის ტერიტორიაზე შესვლა.“
„სპორტული ბაზის პროექტში კონსტრუქციული ცვლილებები შეგვაქვს. თვის ბოლომდე მოვრჩებით დაზუსტებას და სავარაუდოდ მომდევნო თვის დასაწყისში 14 აპრილამდე ტენდერს გამოვაცხადებთ“ – აღნიშნა ქალაქის მერმა.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის მერიამ ანგისის მოედანზე სპორტული ბაზის მშენებლობაზე 2014 წლის 28 ნოემბერს გამოცხადებული ტენდერი ერთი თვის შემდეგ გააუქმა.
„ვეთანხმები იმას, რომ ყველა ადამიანმა თავის ქმედებაზე უნდა აგოს პასუხი. მუშაობს ის თუ არ მუშაობს, მაგას მნიშვნელობა არ აქვს. ჩემი როგორც მოქალაქის პოზიციაა, რომ ყოველგვარი სახის ძალადობა, იქნება ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური, დაუშვებელია.
თუკი რომელიმე მოქალაქე, დაწყებული მერიის თანამშრომლიდან, რიგითი მოქალაქით დამთავრებული, არღვევს კანონს, ამისათვის არსებობს შესაბამისი ნორმა. თუკი გადაცდომა ჩადენილია, მასზე გავრცელდება კანონი.
რაც შეეხება „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ თანამშრომლების გათავისუფლებას, ბათუმის მერი თავისი დელეგირების ფარგლებში ნიშნავს და სამსახურიდან ათავისუფლებს 12- ი თანამდებობის პირს მერიის ადმინისტრაციაში და თანამდებობიდან ათავისუფლებს შპს-ებისა და აიპ-ების ხელმძღვანელებს. დანარჩენი კადრების დანიშვნა-გათავისუფლებაში ქალაქის მერი არ ერევა“- აცხადებს, გიორგი ერმაკოვი.
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მურმან დუმბაძემ ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის გადაწვეტილების შესახებ გუშინ, 16 მარტს, საკუთარ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი განცხადებით, ხელისუფლებისგან მართული ცალკეული ჯგუფები, რომლებმაც უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს შეურაცხყოფა მიაყენეს, მის ოჯახზეც გეგმავენ თავდასხმას. მურმან დუმბაძე აცხადებს, რომ მსგავსი ფაქტის შემთხვევაში ის საკუთარი ოჯახის ღირსებასა და კერძო საკუთრებას იარაღით დაიცავს.
„კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ ყველა მოძალადეს, ქუჩაში მოხეტიალე ახალგაზრდა ბავშვებს, ქალაქის მერიის თანამშრომლებს, ძალადობას თავი დაანებონ“ – აღნიშნა მურმან დუმბაძემ „აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან.“
მურმან დუმბაძის განცხადებით, როცა ხელისუფლება მოქალაქეს არ იცავს, ის ვალდებულია თავად დაიცვას თავი.
დაინტერესებულ პირებს ხეხილის ბაღის გაშენების, ნერგების სხვლისა და ფორმირების თანამედროვე მეთოდების შესახებ სოფლის მეურნეობის დოქტორი ზვიად ბობოქაშვილი ესაუბრება. ონლაინკონსულტაციის მოსმენა შესაძლებელია აგროსერვისცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე: agrosc.ge
აგროსერვისცენტრი ონლაინკონსულტაციებს სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე პერმანენტულად გამართავს.
აღნიშნული პროექტები საქართველოში დაკავშირებულია ასევე ესპანურ კომპანია – „cmd domingo y lazaro ingeneros,sl“ – სახელთან, რომელიც საქართველოში 2010 წლიდან შემოვიდა.
საკრებულოს თავმჯდომარემ მოსახლეობას საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 მარტის განკარგულება გააცნო, რომლის მიხედვით მიმდინარე წელს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული ღონისძიებების ჩატარება იგეგმება.
ადგილობრივებმა შეხვედრაზე გამოთქვეს სხვადასხვა წინადადებები, საბოლოდ კი პრიორიტეტად შიდა სასოფლო გზების მოწესრიგება დასახელდა. შეხვედრას ადგილობრივი მოსახლეობა, საკრებულოს წევრი როსტომ ფაღავა და გამგებლის წარმომადგენელი სოფელ სარფში თემურ კაკაბაძე ესწრებოდნენ.
„სოფლის მხადრაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობათან შეხვედრები 20 მარტს დასრულდება.
17 მარტს, ბათუმის ყინულის სასახლეში სტადიონის პროექტში გამარჯვებული გამოვლინდა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, გამარჯვებულად ესპანური კომპანია IBERPROEX ENGINEERING AND PROJECT MANAGEMENT დაასახელა. კონკურსში სულ 11 კომპანია მონაწილეობდა.
სტადიონის ტერიტორიაზე სპორტული ტერიტორია, ფრენბურთის მოედანი, სარეკრეაციო ზონა, რესტორნები, მაღაზიები, სავაჭრო ობიექტები და საინფორმაციო პუნქტები მოეწყობა. სტადიონზე ასევე VIP და მედიის სამუშაო ადგილები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები განთავსდება.
როგორც ცნობილია, 2015 წლის 13 მარტს, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევის მიზნით, სამჯერ ჩატარებული ფარული კენჭისყრის შემდეგ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის დარღვევის მოტივით კენჭისყრის შედეგები არ სცნო და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტი არ დააყენა კენჭისყრაზე დასამტკიცებლად, რის შემდეგაც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვის მოტივით სხდომა დახურულად გამოაცხადა და დატოვა სხდომათა დარბაზი.
თავმჯდომარის მიერ სხდომათა დარბაზის დატოვების შემდეგ, დარბაზში დარჩენლი დეპუტატებიდან ასაკით უხუცესმა წევრმა გააგრძელა სხდომა, კენჭისყრაზე დააყენა თავმჯდომარის მოადგილის დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტი და თავმჯდომარის მოადგილედ, უმაღლესი საბჭოს 8 წევრის ხმით, არჩეულად გამოცხადდა ჯემალ ფუტკარაძე.
„ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-12 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად ,,საქართველოს ნორმატიულ აქტებს აქვს უპირატესი იურიდიული ძალა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების მიმართ’’. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ძირითადი კანონი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციას“
აჭარის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი წარმოდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიულ (სამართლებრივ) აქტს და გამომდინარე აქედან ის უნდა შეესაბამებოდეს უფრო მაღალი იურიდიული ძალის მქონე აქტებს, კერძოდ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ საქართველოს კონსტიტუციურ კანონს და საქართველოს ორგანული კანონით დამტკიცებულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციას.
უნდა აღინიშნოს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოქმედი კონსტიტუცია, რომელიც მიღებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ 2008 წლის 20 თებერვალს და დამტკიცდა საქართველოს ორგანული კანონით 2008 წლის 15 ივლისს, ამოქმედდა 2008 წლის 04 აგვისტოდან. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის 47-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის ძალაში შესვლის შემდეგ მოქმედებს მხოლოდ ის სამართლებრივი აქტი, რომელიც არ ეწინააღმდეგება ამ კონსტიტუციას.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მე-15-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად: ’’აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო თავისი უფლებამოსილების ვადით, რეგლამენტით დადგენილი წესით, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს და თავმჯდომარის მოადგილეს’’.ანუ, კონსტიტუციის აღნიშნული ნორმა იმპერატიულად ადგენს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის და თავმჯდომარის მოადგილის არჩევის 4 უმთავრეს პირობას:
1) თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე უნდა აირჩეს უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ვადით; 2) თავმჯდომარის და თავმჯდომარის მოადგილის არჩევნების წესი დადგენილი უნდა იყოს უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით; 3) თავმჯდომარის და თავმჯდომარის მოადგილის არჩვენები უნდა ჩატარდეს ფარული კენჭისყრით; 4) თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე უნდა აირჩეს უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით. გამომდინარე აღნიშნულიდან, ყველა სხვა წესი, პირობა, რაც განსაზღვრული არ არის კონსტიტუციით, განისაზღვრება უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით ანუ სხვა ყველაფერი გარდა ზემოდ ნახსენები ოთხი პირობისა.
რა წესს ადგენს აჭარის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი: თავმჯდომარის არჩევის შემთხვევაში, რეგლამენტი იმეორებს კონსტიტუციით დადგენილ პირობებს (ვადა, ფარულობა, რაოდენობა) და დამატებით ადგენს ქვორუმის არსებობის პირობას (46-ე მუხლის მე-6 პუნქტი). ასევე ადგენს პროცედურებს ორი და ორზე მეტი კანდიდატის არსებობის, ხმების გაყოფის და სხვა გარემოებების გათვალისწინებით. თუმცა ყველა შემთხვევაში თავმჯდომარის ასარჩევად აუცილებელია: 1) ქვორუმის არსებობა (სიითი შემდგენლობის ორი მესამედი, რაც მოცემულ შემთხვევაში არის 14 დეპუტატი) და 2) კანდიდატს მხარი უნდა დაუჭიროს მინიმუმ სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა (რაც მოცემულ შემთხვევაში არის 11 დეპუტატი).
რაც შეეხება თავმჯდომარის მოადგილის არჩევას – რეგლამენტის 53-ე მუხლი, წინააღმდეგობაში მოდის არა მარტო აჭარის კონსტიტუციასთან, არამედ თავად რეგლამენტის სხვა მუხლებთან. კერძოდ: 53-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ თავმჯდომარის მოადგილის არჩევა უნდა მოხდეს რეგლამენტის 47-ე მუხლით დადგენილი წესით, ხოლო ამავე მუხლის მე-6 პუნქტით, ასევე განმეორებით უთითებს, რომ მოადგილის არჩევა უნდა მოხდეს უშუალოდ თავმჯდომარის არჩევისათვის დადგენილი წესით და პირობებით, თუმცა იმავე რეგლამენტის 53-ე მუხლის, მე-4 პუნქტი ითვალისწინებს კონსტიტუციის მე-15 მუხლის, ასევე რეგლამენტის 46-ე და 47-ე მუხლებისაგან (რეგლამეტის 53-ე მუხლის პირველი და მე-6 პუნქტი აკეთებს ე.წ. „გადამისამართებას“ 46-ე და 47-ე მუხლებზე) განსხვავებულ პირობებს, კერძოდ: რეგლამენტი კონსტიტუციისგან განსხვავებით დამატებით ადგენს, რომ თუ წარდგენილმა კანდიდატმა ხმების საჭირო რაოდენობა (11 ხმა) ვერ მიიღო, მისი წარდგენის უფლების მქონე სუბიექტებს (საბჭოს თავმჯდომარე, ფრაქცია, საბჭოს სამი წევრი) უფლება აქვთ წარადგინონ ახალი კანდიდატი. თუ ვერც მან მიიღო ხმათა საჭირო რაოდენობა (11 ხმა), ორივე კანდიდატს ერთად ეყრება კენჭი და არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს ხმების მეტ რაოდენობას, მაგრამ უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს (7 ხმა). თუ ორივე კანდიდატმა ხმათა თანაბარი რაოდენობა მიიღო, არჩეულად ჩაითვლება პირველად წარდგენილი კანდიდატი. ანუ ამ პუნქტმა კონსტიტუციისაგან განსხვავებით შეცვალა თავმჯდომარის მოადგილის არჩევისათვის დადგენილი ორი უმთავრესი პირობა: 1) კონსტიტუციით დადგენილი სიითი შემადგენლობის პირობა შეცვალა სრული შემადგენლობით (რაც დღევანდელ მდგომარეობაში მათემატიკურად ერთი და იგივე რაოდენობა გამოდის, თუმცა სამართლებრივად სხვა მოცემულობაა) და 2) თავმჯდომარის მოადგილის არჩევისათვის კონსტიტუციით დადგენილი ხმათა რაოდენობა ,,ნახევარზე მეტი“ შეცვალა ,,ერთი მესამედით“ და უფრო მეტიც, დაემატა კიდევ ერთო პირობა – ,,თუ ორივე კანდიდატმა ხმათა თანაბარი რაოდენობა მიიღო, არჩეულად ჩაითვლება პირველად წარდგენილი კანდიდატი”.
ფაქტია, რომ რეგლამეტის ეს ნორმა (53-ე მუხლის მე-4 პუნქტი) ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტს, ასევე რეგლამენტის 53-ე მუხლის პირველ და მე-6 პუნქტებს და ამავე პუნქტებიდან გამომდინარე რეგლამენტის 46-ე და 47-ე მუხლებს. არანაირი სამართლებრივი წინააღმდეგობა არ იქნებოდა კონსტიტუციასთან თუკი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში არ იარსებებდა ფორმულირება – „უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევრაზე მეტი.“ მსგავსად საქართველოს კონსტიტუციისა, სადაც არ არის დაკონკრეტებული საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის და თავმჯდომარის მოადგილეების არჩევისათვის სავალდებულო ხმათა რაოდენობა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო თავისი ინიციატივით ვერ შეცვლის იმ პირობებს, რომელიც საქართველოს პარლამენტმა ორგანული კანონით დამტკიცებული კონსტიტუციით უკვე დაადგინა. რადგანაც სადავო იყო რეგლამენტის კონსტიტუციასთან შესაბამისობა, უმაღლეს საბჭოს უნდა გადაედო აღნიშნული საკითხის განხილვა ნორმათა შესაბამისობის დადგენამდე, ან თავმჯდომარის მოადგილის არჩევისას ეხელმძღვანელა კონსტიტუციით, როგორც უმაღლესი საბჭოს რეგლამენტზე მაღალი იურიდიული ძალის მქონე აქტით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჩაითვლება არჩეულად თუ:
1) თავმჯდომარის მოადგილის არჩევას მხარს დაუჭერს საბჭოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ნახევარზე მეტი (11 დეპუტატი) 2) თავმჯდომარის მოადგილის არჩევისათვის ქვორუმი იქნება სიითი შემდგენლობის ორი მესამედი, რაც მოცემულ შემთხვევაში არის 14 დეპუტატი (როგორც საჯაროდ ცნობილი გახდა 2015 წლის 13 მარტის სხდომაზე რეგისტრაცია გაიარა 13-მა დეპუტატმა).
გარდა აღნიშნულისა, ამავე სხდომაზე დაფიქსირდა კიდევ ერთი განსაკუთრებული შემთხვევა: უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ არ სცნო უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის არჩევნების კენჭისყრის შედეგები და არ დააყენა კენჭისყრაზე თავმჯდომარის მოადგილის დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტი.
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ქვორუმის არ არსებობის (რეგლამეტის 53-ე მუხლის მე-6 პუნქტის და 46-ე მუხლის მე-6 პუნქტი) გამო საერთოდ არ უნდა დაეყენებინა კენჭისყრაზე მოადგილის არჩევნების საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ ქვორუმის არარსებობის პირობებში, თავმჯდომარის მოადგილეობის ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოაგროვა დადგენილი ხმების საჭირო რაოდენობა (11 ხმა), თავმჯდომარის მოადგილის არჩევნების საკითხი, მოადგილის არჩევის გარეშე, უნდა ჩათვლილიყო დასრულებულად და საბჭოს თავმჯდომარე უნდა გადასულიყო დღის წესრიგით გათვალისწინებულ შემდეგ საკითხზე. ამავე საკითხზე საბჭოს სხდომა აღარ უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა კენჭისყრა გაგრძელდა კონსტიტუციასთან შეუსაბამო, სადავო პროცედურებით. საბჭოს თავმჯდომარემ კენჭისყრის შედეგების გამოცხადების შემდეგ აღარ გააგრძელა პროცედურა კენჭისყრის შედეგების შესაბამისად საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტის დამტკიცების მიზნით, რაც არასწორია, რადგანაც „დადგენილება“ წარმოადგენს უმაღლესი საბჭოს მიერ გამოვლენილი ნების წერილობით ფორმაში ასახულ გადაწყვეტილებას და ამ ეტაპზე უკვე აზრს მოკლებულია უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ქმედება. ვფიქრობთ, დადგენილების მიღება უკვე ტექნიკური ხასიათის პროცედურაა და სხდომის თავმჯდომარეს კენჭისყრაზე უნდა დაეყენებენა დადგენილების პროექტი, მით უფრო, რომ ამ დადგენილების მიღება – არ მიღებით სამართლებრივი შედეგი მაინც არ იცვლებოდა (კენჭისყრა და დადგენილება კონსტიტუციის დარღვევით იქნებოდა მიღებული). შესაბამის უფლებამოსილ მხარეს შეეძლო გაესაჩივრებინა ეს დადგენილება სასამართლოში მისი მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების მოთხოვნით.
გარდა ამისა, 2015 წლის 13 მარტს უმაღლეს საბჭოში დაფიქსირდა კიდევ ერთი არაორდინალური შემთხვევა. მას შემდეგ, რაც საბჭოს თავმჯდომარემ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის ამოწურვის მოტივით დახურა სხდომა და დატოვა სხდომათა დარბაზი, სხდომათა დარბაზში დარჩენილმა დეპუტატებმა გააგრძელეს სხდომა, რომელსაც გაუძღვა არა საბჭოს თავმჯდომარე, ან მოადგილე, არამედ სხდომათა დარბაზში მყოფი საბჭოს უხუცესი წევრი, რომელმაც კენჭისყრაზე დააყენა თავმჯდომარის მოადგილის დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტი, რომლის მიღების შემდეგ, საბჭოს თავმჯდომარის ადგილი დაიკავა სხდომაზე მყოფი საბჭოს წევრების აზრით არჩეულმა თავმჯდომარის მოადგილემ (როგორც სხდომის თავმჯდომარემ).
უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 52-ე მუხლი არეგულირებს შემთხვევას, როდესაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს არ შეუძლია უფლებამოსილების განხორციელება, ან გადადგება თანამდებობიდან. ასეთ შემთხვევაში, თუ თავმჯდომარის მოადგილის მიერაც შეუძლებელია თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება, უმაღლესი საბჭო დადგენილებით ერთ-ერთ კომისიის თავმჯდომარეს ავალებს საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას, ხოლო მანამდე სხდომას უძღვება საბჭოს უხუცესი წევრი (რეგლამენტის მიხედვით უხუცესი წევრი უნდა იყოს, ის პირი, ვინც უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში ასაკით უფროსია და არა ის, ვინ სხდომას ესწრება. როგორც ცნობილია, ამ მოწვევის უმაღლეს საბჭოში უხუცესი წევრია ბატონი ირაკლი ჯაში). ფაქტია, რომ საბჭოს თავმჯდომარე იმყოფებოდა საბჭოს შენობაში და შეეძლო სხდომის თავმჯდომარეობა, ამასთან მან სხდომა გამოაცხადა დახურულად, შესაბამისაც, მის ნაცვლად საბჭოს სხდომაზე მყოფი უხუცესი წევრის მიერ სხდომის გაგრძელება არასწორია. სხვა შემთხვევაში საბჭოს უხუცესი წევრი უძღვება სხდომას ახლადარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველ სხდომაზე, თავმჯდომარის არჩევამდე, თუმცა 2015 წლის 13 მარტს არც ეს გარემოება არ არსებობდა.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2015 წლის 13 მარტის სხდომაზე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე არჩეულად არ უნდა ჩაითვალოს, ხოლო კენჭისყრის შედეგები და მის საფუძველზე მიღებული დადგენილება უნდა გაუქმდეს.
„დღეს ამოიწურა გონივრული ვადა, როდესაც ქალაქის მერს უნდა მიეღო გადაწყვეტილება, კრიმინალური დაჯგუფებებისგან და ე.წ. მეკვერცხეებისგან გაეთავისუფლებინა მუნიციპალური დაწესებულებები და ქალაქ ბათუმის მერია.
ბათუმის მერი ხშირად მამა აბრაამის ბატკანის როლში გამოდის და ის თავს იმართლებს იმით, რომ მას არ ავალდებულებს კანონი, რათა დისციპლინარული დარღვევისთვის გაათავისუფლოს ესა თუ ის თანამშრომელი. ჩვენ მას როგორც იურისტს ვახსენებთ, რომ საქართველოს კანონის საჯარო სამსახურის შესახებ დადგენილებაში 78-ე მუხლში, რომელიც განსაზღვრავს დისციპლინარულ გადაცდომას პირდაპირ წერია – „ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ, ან მოხელისა და დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი ბრალეული ქმედება, განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ, ისჯება დისციპლინარული პასუხისმგებლობით,“ – თქვა ბრიფინგზე ირაკლი თავართქილაძემ.
ნაციონალური მოძრაობის ბათუმის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ირაკლი თავართქილაძესთან ერთად სხვადასხვა დროს საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებული ადამიანებიც იმყოფებოდნენ. თავართქილაძის განცხადებით, ბათუმის მერმა სამსახურიდან პროფესიონალები გაუშვა და მათ ნაცვლად არაკომპეტენტური ადამიანები დანიშნა.
„მოვუწოდებთ ქალაქის მერს, ქალაქის საქმე აკეთოს და პროფესიონალი კადრების გაშვებას და მათი მეკვერცხეებით ჩანაცვლებას სჯობს აღადგინოს ქალაქ ბათუმის მერიაში ის საქმიანი გარემო, რაც იყო ბოლო წლების განმავლობაში. ქალაქი გაჩერებულია. გაჩერებულია იმიტომ, რომ მეკვერცხეები წარმართავენ ქალაქის პოლიტიკას,“ – ამბობს ირაკლი თავართქილაძე.
უმაღლესი საბჭოს დეპუტატ პეტრე ზამბახიძეს კვერცხები დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში 14 მარტს დაუშინეს. დეპუტატმა უკვე მიმართა სამართალდამცავებს. თავდასხმაში მონაწილე პირები ბათუმის მერიის ერთ-ერთი შპს-ეს თანამშრომლები არიან. ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა განაცხადა, რომ მერის კომპეტენციაში არ შედის აღნიშნული ფაქტის გამოძიება და ფაქტი შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გაოიძიონ, ხოლო თავდასხმაში მონაწილე პირებს სამსახურიდან ვერ გაუშვებს, რადგან შემთხვევა არასამუშაო საათებში მოხდა.
კონსულტაციაზე მიიღებიან მოზარდები შემდეგი დაავადებებით: მწვავე ოსტეომიელიტი, ძვლის კისტა, ძვლის კეთილთვისებიანი სიმსივნეები, თავის ტვინის კისტა (საღი გონებით), კიდურების ანომალია, ჰემანგიომა, ჰირშპრუნგის დაავადება, ორგანოების ატრეზიები- ოპერაციული ჩარევის შემდგომი გართულებები (სტომები), ჰიპოსპადია, ეპისპადია, დამწვრობები და მასთან დაკავშირებული გართულებები, სასის ღია ნაპრალი.
აქცია, საქველმოქმედო ორგანიზაცია „ჯანმრთელი ბავშვები“-ს და ბავშვთა საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია „FRIEDENSDORF INTERNATIONAL“-ის (გერმანია) ინიციატივით იმართება, რომლის მიზანია სხვადასხვა დაავადებების მქონე ბავშვების მოძიება, აღრიცხვა და გერმანიაში უფასო მკურნალობისათვის გაგზავნა.
მშობლებმა თან უნდა იქონიონ პაციენტის დაბადების მოწმობის ასლი, ფრომა N100, არსებობის შემთხვევაში რენტგენოლოგიური და ტომოგრაფიული კვლევა, ფოტოსურათი და ცნობა ფაქტიური მისამართის შესახებ.
საპროტესტო აქცია პროკურატურასთან. ფოტო: ლელა დუმბაძე
გარდაცვლილის ოჯახების წევრების განცხადებით, დანაშაულის ფაქტი 2013 წლის 16 აგვისტოს განთენიისას მოხდა, თუმცა გამოძიებას დამნაშავე პირები დღემდე არ გამოუვლენია.
„ჩემი მეუღლე როსტომ მამულაძე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დამეღუპა, ის რკინიგზის დეპოში მუშაობდა და ლიანდაგზე ყოფნის დროს, ელმავალმა გადაუარა. საქმე იმაშია, რომ ერთხელ რომ დაეჯახა ელმავალი, იმის ნაცვლად რომ გარდაცვლილი ამოეყვანათ რელსებიდან, ხელმეორედ გადაუარეს გვამს. მას შემდეგ ორი წელი გადის და საგამოძიებო ორგანოებიდან არაფერი არ ისმის. არც ბრალდებულები არსებობენ, არც სასამართლო ყოფილა. ჩვენ მოვითხოვთ რომ გამოძიება გახდეს ეფექტური და დამნაშავეები დაისაჯონ“-აცხადებს, გარდაცვლილის მეუღლე დარიკო გაბრუშიძე.
გარდაცვლილის განცხადებით, რკინიგზამ გარდაცვლილის ოჯახს კომპენსაციის გადახდაზეც კი უარი განუცხადა.
„ჩემი მეუღლე 18 წელი რკინიგზაში მუშაობდა, ვფიქრობ რაიმე ყურადღება მაინც უნდა გამოეჩინათ ოჯახის მიმართ“.
დაღუპული რკინიგზელის ძმა, რევაზ მამულაძე ამბობს, რომ გამოძიებამ დეპოს თანამშრომლები უნდა დაკითხოს, რომლებიც იმ დღეს ელმავალს მართავდნენ:
„ჩვენ ვიცით რომ იმ დღეს მატარებლის შემადგენლობაში იყვნენ ტარიელ დუმბაძე, მისი თანაშემწე გოგიტა ცინცაძე და მირიან მამულაძე, სამივეს ჰქონდათ გადამცემი და როცა ადამიანს გადაუარეს შეეძლოთ ამ ფაქტზე დროული რეაგირება ჰქონოდათ. პროკურატურისგან მოვითხოვთ რომ გამოძიება დაიწყონ. ამ ქვეყანაში სამართალმა უნდა იზეიმოს თუ არა?“-აცხადებს, ის.
ოჯახის წევრების განცხადებით, გამოძიება ხელოვნურად ჭიანურდება.
„2015 წლის 13 მარტს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების ინიციატივით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. ერთ-ერთ საკითხად აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევა განიხილებოდა. სხდომაზე რეგისტრაცია 13 დეპუტატმა გაიარა, რის შემდეგაც რიგგარეშე სხდომა მუშაობას შეუდგა. ვიცესპიკერის თანამდებობაზე ორი კანდიდატი: ჯემალ ფუტკარაძე და მედეა ვასაძე წარადგინეს. კენჭისყრის შედეგად, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ 8 ხმით არჩეულ ვიცესპიკერად ჯემალ ფუტკარაძე გამოაცხადა. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ავთანდილ ბერიძემ კენჭისყრის დადგენილების პროექტს კენჭი არ უყარა იმ მოტივით, რომ აჭარის კონსტიტუციის თანახმად, ვიცესპიკერის არჩევისთვის არა 8, არამედ 11 ხმა იყო საჭირო.
ამის შემდეგ ავთანდილ ბერიძემ დარბაზი დატოვა, სხდომა კი დარბაზში უხუცესმა წევრმა მედეა ვასაძემ გააგრძელა, რის შემდეგაც ჯემალ ფუტკარაძის ვიცესპიკერად არჩევის დადგენილების პროექტს კენჭი ეყარა.
16 მარტს, მმართველი კოალიციის ყოფილმა წარმომადგენელმა მედეა ვასაძემ, დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლის არგუმენტად, 2012 წლის 28 ოქტომბერს, უმაღლესი საბჭოს ვიცესპიკერად დავით ბაციკაძის არჩევისას, სხდომაზე რეგისტრირებული დეპუტატების სია გამოაქვეყნა. დეპუტატის მტკიცებით, მაშინაც რეგლამენტის მოთხოვნის მიუხედავად, რეგისტრაცია არა 14-მა, არამედ 13 დეპუტატმა გაიარა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია საბჭოსთვის, ბაციკაძე ვიცესპიკერად აერჩიათ და დადგენილების პროექტი მიეღოთ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო თავისი უფლებამოსილების ვადით, რეგლამენტით დადგენილი წესით, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს და თავმჯდომარის მოადგილეს. უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობა 21 დეპუტატია, ნახევარზე მეტი კი – 11 წევრი. შესაბამისად, იმის გამო, რომ ფუტკარაძის არჩევას არა 11-მა, არამედ 8 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, მისი არჩევა კანონმდებლობის უხეში დარღვევით მოხდა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მიიჩნევს, რომ სხდომაზე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ ჯემალ ფუტკარაძის არჩევა აჭარის კონსტიტუციის უგელებელყოფით მოხდა და მის არჩევასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ძირითადი კანონი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციას და ნორმათა კოლიზიის დროს გამოყენებული უნდა იქნას იერარქიულად უფრო მაღლა მდგომი ნორმატიული აქტი ანუ კონსტიტუცია.
მიგვაჩნია, რომ ხელისუფლების ყველა წარმომადგენელმა პატივი უნდა სცეს კონსტიტუციას და კონსტიტუციის შესაბამისად აღასრულოს მასზე კანონით დაკისრებული მოვალეობები, მით უფრო, როცა საკითხი ეხება საკანონმდებლო ორგანოს და მის მიერ უფლებამოსილების განხორციელებას.“ – აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ოტოლარინგოლოგი ბეხრი დიასამიძე ამბობს, რომ ეს პროცესი განსაკუთრებით სახიფათოა იმიტომ, რომ დაკარგული სმენა უკან არ ბრუნდება.
„ხდება სმენის შენარჩუნება იმ ეტაპზე, რა დონემდეცაა დაქვეითებული, მაგრამ პროცესი შეუქცევადია. ნარჩუნდება სმენის პირველი, მეორე ხარისხის დაქვეითება, მაგრამ სმენის ნერვის დაზიანების მკურნალობა, სამწუხაროდ, არ არსებობს. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ეჭვის არსებობის შემთხვევაში დროულად მიმართოთ სპეციალისტს“, – ამბობს ექიმი.
ჯანმოს ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში 360 მილიონი სმენადაქვეითებული ადამიანია (მათ შორის 328 მილიონი ზრდასრული და 32 მილიონი ბავშვი). ამის მიზეზი გარდა მაღალი ხმის ზემოქმედებისა, შესაძლოა გენეტიკური წინაგანწყობა, ზოგიერთი ინფექციური დაავადება (მაგალითად, მენინგიტი), ყურის ქრონიკული ინფექციები, ხშირი გაცივება ან დედის მიერ ორსულობაში გადატანილი წითელა იყოს.
ბეხრი დიასამიძე ამბობს, რომ სმენის დაქვეითება შესაძლოა ზოგიერთმა ოტოტოქსიკურმა მედიკამენტმაც (მაგალითად, ანტიბიოტიკმა გენტომიცინმა) გამოიწვიოს:
„ჩვენ ხშირად ვურჩევთ პაციენტებს თავი შეიკავონ ასეთი მედიკამენტების მოხმარებისგან. სამწუხაროდ, ამ წამლებს დღემდე აქტიურად მოიხმარენ საქართველოში“.
ხმის უსაფრთხო დონე მისი ინტენსივობით (სიმაღლით), ხანგრძლივობით (ზემოქმედების დროით) და ზემოქმედების სიხშირით (რეგულარობით) განისაზღვრება.
ჯანმოს რეკომენდაციით, ხმაურის მაქსიმალური დასაშვები დონე 8-საათიანი სამუშაო დღის განმავლობაში 85 დეციბელია, ხოლო 100-112 დეციბელის დონის ხმის ზემოქმედება, რომელიც ძირითადად ღამის კლუბების, ბარებისა და პაბებისთვის არის დამახასიათებელი – მხოლოდ 15 წუთით არის დასაშვები.
ჯანმოს ცნობით, მპ3 პლეიერებიდან და სმარტფონებიდან გამომავალი ხმა 75-დან 136 დეციბელამდე მერყეობს, ამიტომ ასეთ აუდიომოწყობილობებში დაუშვებელია მუსიკის მაქსიმალურ ხმაზე მოსმენა.
გარდა ამისა, „ყურში ჩასადგმელი ყურსასმენებით მუსიკის ხმამაღლა მოსმენა შესაძლოა კიდევ სხვა საშიშროების წყაროც გახდეს. ფეხით სიარულისას და ველოსიპედის ტარებისას ასეთი ყურსასმენებით მუსიკის მოსმენა ართულებს ირგვლივ სხვა დანარჩენი ხმის აღქმას და ზრდის ავტოსაგზაო შემთხვევების რისკს“, – ნათქვამია ჯანმოს საინფორმაციო ბუკლეტში.
პირველი სიმპტომი, რითაც შესაძლოა ეჭვი მიიტანოთ სმენის დაქვეითებაზე, უშუალოდ სმენის გაუარესებაა.
„პაციენტი ამჩნევს, რომ მას ბოლო დროს ცუდად ესმის, მაგალითად, ხშირად ტელევიზორს უმატებს ხმას. შემდეგ ეწყება ყურში შიშინი, ხმაური, სტვენა“, – ამბობს ბეხრი დიასამიძე. ასევე, შესაძლოა, პერიოდულად პაციენტს სტკიოდეს ყური. ექიმის თქმით, ამის მიზეზი ყურსასმენების ხშირი გამოყენებით შიდა ყურის დაღლაა. ასეთი სიმპტომებისას აუცილებელია აუდიოგრამის გაკეთება, რათა დადგინდეს თუ, რამდენი პროცენტით არის სმენა დაქვეითებული.
ბეხრი დიასამიძე ამბობს, რომ ასაკის მატებასთან ერთად, სმენა თანდათანობით ყველას უქვეითდება, თუმცა ისეთი რისკ-ფაქტორები, როგორიც დიდი ხნის განმავლობაში მაღალი ხმაურის ზემოქმედების ქვეშ ყოფნაა, საგრძნობლად აჩქარებს და ამძიმებს პროცესს.
„ახალგაზრდებმა უნდა შეამცირონ მუსიკის ხმამაღალი მოსმენა, როგორც ყურსასმენებით, ისე დისკოთეკებზე, ბარებში… კონცერტებზე კი დინამიკებიდან მოშორებით უნდა დადგნენ, თორემ ეს ყველაფერი ძალიან მალე ძალიან ცუდ შედეგს მოგვცემს“, – ამბობს ის.
მისივე თქმით, აუცილებელია პროფესიულმა კავშირებმა საკითხი დააყენონ სამშენებლო ან სხვა, ხმაურიანი სამუშაოების (მექანიკური ხერხით, პნევმატური საბურღით, დამანგრეველი ჩაქუჩით მუშაობა და სხვა) შესრულებისას, რომ დაცული იყოს მომუშავე ახალგაზრდების სმენის უსაფრთხოება:
„ევროპაში არ არსებობს არც ერთი სერიოზული კომპანია, რომელთანაც ეს საკითხი არ არის მოგვარებული, ჩვენთან ეს საკითხი დღის რეჟიმშიც არც დგას. ყველა იქ მომუშავე ადამიანი, სპეციალური ხმის დამხშობი ე.წ. „ნაუშნიკით“ უნდა იყოს დაცული, თორემ ეს ადამიანები სმენის მხრივ საკმაოდ სერიოზული პრობლემების წინაშე დგებიან“.
რეკომენდაციები:
დაუწიეთ მუსიკას;
ხმაურიან ადგილებში ატარეთ ყურდამცავები;
ხმაურიანი სამუშაოს შესრულებისას გამოიყენეთ ხმისდამხშობი საყურეები (ე.წ. „ნაუშნიკები“);
შეზღუდეთ ხმაურიან ადგილებში ვიზიტის დრო და ასეთ ადგილებში დიდი ხნით გაჩერების შემთხვევაში გააკეთეთ შესვენებები და გაერიდეთ ხმაურს;
დააწესეთ ლიმიტი აუდიომოწყობილობების გამოყენებაზე, მაგალითად, 1 საათი დღეში;
ყურადღება მიაქციეთ სმენის დაქვეითების მომასწავებელ ნიშნებს: ზარის ხმა ყურებში (ტინიტუსი); მაღალი ბგერების გაგონების სირთულე, ტელეფონში საუბრის გაგების გაძნელება.
სასურველია სმარტფონებისთვის განკუთვნილი აპლიკაციების მეშვეობით, აკონტროლოთ თქვენ ირგვლივ ხმის სიმაღლე.
პირველი შეხვედრა ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის N1 საჯარო სკოლაში შედგა. შეხვედრის მიზანი კომპეტენტური ინფორმაციის ფლობაა თამბაქოს, ალკოჰოლის და ნარკოტიკების მოხმარების მავნებლობის შესახებ;
გასულ წელს, ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობის ღონისძიების ფარგლებში აჭარის სკოლებში 337 შეხვედრა 7000–ზე მეტი მოსწავლისათვის ჩატარდა.
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო, მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, მაღალპროდუქტიულ ძროხას ფერმერებს თანადაფინანსებით გადასცემს. ამ სამინისტროში მინისტრის მოადგილის – სულიკო ბერიძის თქმით, სახელმწიფოს მიზნობრივი პროგრამით შერჩეული ბენეფიციარები ღირებულების – 5 500 ლარის მხოლოდ 20%-ს გადაიხდიან, დანარჩენ 80%-ს კი სახელმწიფო დაფარავს. ვის ერგება სახელმწიფოსგან 80%-ის თანადაფინანსებით მაღალპროდუქტიული ძროხები, ამას სამინისტროში არსებული კომისია გადაწყვეტს. მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ პროგრამით მოსარგებლეები წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმით შეირჩევიან, უპირატესობა კოოპერატივს ან იმ ფერმერს მიენიჭება, ვისაც მინიმუმ 10 მეწველი ძროხა ჰყავს.
იმისთვის, რომ ფერმერმა, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინიტროს მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, ძროხა სახელმწიფოს თანადაფინანსებით იყიდოს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წერილობით უნდა მიმართოს. მას შემდეგ, რაც, პროგრამის ფარგლებში, მოსარგებლე ბენეფიციართა განცხადების დაწერის ვადა ამოიწურება, გამგეობებსა და სამინისტროში შესულ განცხადებებს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში მოქმედი კომისია განიხილავს და საბოლოო გადაწყვეტილებასაც ის მიიღებს. პროგრამის შესახებ მოსახლეობის ნაწილი ინფორმაციას არ ფლობს, შესაბამისად, არც განცხადებებს წერენ. შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ გომარდულში მცხოვრები ფატი ნაკაშიძე ამბობს, რომ პროგრამის თაობაზე მისთვის არავის უთქვამს. “პროგრამის შესახებ არაფერი მსმენია, რომ ყოფილიყო გავიგებდი, არა მგონია ვინმემ იცოდეს, ერთს რომ სცოდნოდა, სხვებიც გაიგებდნენ. მახსოვს, საუბარი იყო ბუღების შემოყვანაზე, თუმცა მსურველი რომ არ გამოჩნდა, პროგრამა არ განხორციელებულა“, – ამბობს ფატი ნაკაშიძე.
პროგრამის შესახებ ინფორმირებული არც ხულოელი ნარგულ ხოზრევანიძეა. „ძროხების თანადაფინანსებით შეძენაზე არ მსმენია, მაგრამ ჩვენს პირობებში ასეთი ძროხები რთული მოსავლელი იქნება. როგორც ვიცი, ადგილზე უნდა გამოიკვებოს, ადგილზე მოვლა კი, ძვირი ჯდება. ჩვენთან საქონელი უმეტეს ნაწილს გამოსაკვებად იალაღებზე გადაჰყავს და იქ უვლის, თითქმის ექვსი თვე“, – ამბობს ნარგული.
მაღალმთიანი აჭარა, მანანა ქველიაშვილის ფოტო
ქედის გამგებლის თანაშემწე სოფლის მეურნეობის დარგში მერაბ ტაკიძე ამბობს, რომ ძროხების თანადაფინანსებით შეძენისთვის ქედის გამგეობაში რვა მოქალაქის განცხადება შევიდა. გამგებლის თანაშემწე აღნიშნავს, რომ მოსახლეობის ნაწილი განცხადებას სამინისტროში წერს და, შესაბამისად, მსურველიც გაცილებით მეტია.
„მიზნობრივ პროგრამებთან დაკავშირებით განცხადებით მოქალაქეების ნაწილი ჩვენ მოგვმართავს, ნაწილი – აგროსერვისცენტრსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ძროხების შეძენის სურვილით რვა განაცხადი შემოვიდა, თუმცა შესაძლოა ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდოს“, – ამბობს მერაბ ტაკიძე.
სოფელ ცხმორისში მცხოვრები შოთა ანანიძე ერთ-ერთია, ვინც ქედის გამგეობას განცხადებით მიმართა და თანადაფინანსებით ძროხების ყიდვის სურვილი გამოთქვა. მესაქონლეობა ამ ოჯახის შემოსავლის ერთ-ერთი წყაროა. ფერმერი ამბობს, რომ ძროხა, რომელიც სამინისტრომ უნდა შეისყიდოს მისთვის, რთული მოსავლელი არ იქნება.
„განცხადება დავწერე, თუ გადმომცემენ კარგი იქნება, მაგრამ თუ სიაში ვერ მოვხვდი, რას ვიზამთ, მყავს ძროხები და იმას მოვუვლი ისევ. ჯერ არ ვიცი რამდენს მოიწველიან ძროხები, რომლებსაც შემოიყვანენ, მაგრამ მე ხუთი მეწველი მყავს და ოჯახში ყოველდღიურად 40 ლიტრამდე რძე შემოგვდის. არამგონია, რამე სპეციალური გამოკვება სჭირდებოდეს, სპეციალური საკვები არც ერთ პირუტყვს არ სჭირდება, რამდენსაც აჭმევ ბალახს და ქატოს, იმდენს მოწველი“, – ამბობს შოთა ანანიძე.
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის სულიკო ბერიძის განცხადებით, მიზნობრივი პროგრამის „მაღალპროდუქტიული მერძევე მიმართულების პირუტყვით ფერმერთა და აგრომეწარმეთა უზრუნველყოფის ხელშეწყობის“ ფარგლებში სამინისტრო საზღვარგარეთიდან შემოყვანილ მაღალწველადობის ძროხებს ელექტრონული ტენდერით შეისყიდის. პროგრამის განსახორციელებლად წელს 478 400 ლარია გამოყოფილი. 87 ძროხის შეძენაზე ტენდერის გამოცხადებას სამინისტრო მომავალ კვირას გეგმავს, ტენდერში გამარჯვებულმა პრეტენდენტმა ჯერსის ჯიშის ძროხები უნდა შემოიყვანოს, ძროხებს ფერმერებს კი, აგვისტო-სექტემბერში გადასცემენ.
„ძალიან კარგი პროგრამაა, ადრე რომ განხორციელებულიყო მსგავსი პროგრამა, დღეს გაუმჯობესებული ჯიშები გვექნებოდა და მესაქონლეობის კუთხით წინ ვიქნებოდით. ჩემი აზრით, პროგრამა გაამართლებს და წარმატებული იქნება. არამარტო კარგ შემოსავალს მოიტანს, ჯიშებსაც გააუმჯობესებს. პროგრამის ფარგლებში, ჯერსის ჯიშის 19-დან 22 თვემდე ასაკის, მაკე დეკეულს შევისყიდით, სულ 87 მსხვილფეხა რქოსანს, იქედან გამომდინარე, რომ მათი შემოყვანა საზღვარგარეთიდან უნდა განხორციელდეს და პრობლემა არ შეგვექმნას, ამიტომ განვსაზღვრეთ მაკეობის 3-5 თვე. ძროხების შეძენასთან დაკავშირებით ტენდერის გამოცხადებაზე ვმუშაობთ, სავარაუდოდ, მომავალ კვირას გამოვაცხადებთ ტენდერს“, – განაცხადა სულიკო ბერიძემ.
მინისტრის მოადგილის თქმით, ჯერსის ჯიშის ძროხა, რომელსაც აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ფერმერებს თანადაფინანსებით გადასცემს, 25-30 ლიტრ რძეს იწველება. მისივე თქმით, ამ ჯიშის ძროხა სრულ წველადობას მხოლოდ მეექვსე ხბობაზე იძლევა და მას არც განსაკუთრებული სახის საკვები სჭირდება და ჩვენს პირობებში ჩვეულებრივი მოსავლელია. „თუ ჩვენთან გავრცელებული ჯიშის ძროხა ძირითადად 3-5 ლიტრ რძეს იწველება, ჯერსის ჯიში დღეში 30 ლიტრამდე რძეს მოგვცემს. პირველი ხბოდან მეექვსე ხბომდე წველადობის პროდუქტიულობა იზრდება. ფერმერი პირველ ხბოობაზე რძის მხოლოდ 72%-ს მიიღებს, მეორეზე – 84, მესამეზე – 90, მეოთხეზე – 94, მეხუთეზე – 96 და მეექვსე ხბობაზე წველადობის 100 %-ს გვაწვდის. სრული წველადობის შემდეგ იწყებს კლებას, მეშვიდეზე – 92, მერვეზე – 84 და თანდათანობით ასე კლებულობს. რაც შეეხება მის ხარისხს, რძეში ცხიმიანობა 5-7%-მდე მერყეობს. მართალია, ასეთ ძროხას კარგი მოვლა სჭირდება, მაგრამ არა -სპეციალური საკვები, მისი გამოკვება ჩვენს პირობებში შესაძლებელია.
ეს არის დაბალი ტანის, ძვალმაგარი რქოსანი, რომელსაც შეუძლია გადაადგილება როგორც მთაში, ასე – ბარში. კარგი მოვლა სჭირდება ნებისმიერ პირუტყვს, მაგრამ ამ ჯიშის ძროხას თუ სათანადო პირობები არ აქვს, არ მოიწველის. ამასთან ხარისხიანი საკვები უნდა მიაწოდო. ჩვენს პირობებში 20 ლიტრიც რომ მოიწველოს, ცუდი არ იქნება, საქონელს სჭირდება კონცენტრირებული და წვნიანი საკვები, უხეში საკვებით რომ ვკვებოთ დილიდან საღამომდე, მაგალითად თივით, ან ჩალით, ხმელი საკვებით, რძის მაღალ პროდუქტს ვერ მივიღებთ, მაგრამ თუ გამოვიყენებთ კონცენტრირებულ წვნიან საკვებს, როგორიცაა – სილოსი, სენაჟი, კარგი ხარისხის თივა, ქატო, კომბინირებული საკვები და ა. შ. რომელიც შეიცავს სხვადასხვა სახის ვიტამინს, შესაბამისად ხარისხიან და ბევრ რძეს მივიღებთ. კონცენტრირებული საკვები ადგილზეც შეიძლება დამზადდეს“.
დაწესებული კრიტერიუმით ფერმერს პირუტყვის სადგომიც შესაბამისად უნდა ჰქონდეს მოწყობილი. სულიკო ბერიძე: „ფერმერებს პირუტყვის სადგომზე ევროსტანდარტი რომ წავუყენოთ, ამ საქონელს ვერავინ წაიყვანს, მაგრამ ის პირობები, რასაც ჩვენ ვითხოვთ, შესაძლოა გაკეთდეს, მაგალითად, სინათლე, ჰაერგამწოვი, გარეთ გამოსაშვები, პატარა საბალახოები… ამის მოწყობას სექტემბრამდე შეძლებენ. ძროხებს მუნიციპალიტეტების მიხედვით გადავანაწილებთ. უპირატესობა კოოპერატივს ან იმ ფერმერს მიენიჭება, რომელსაც 10 ან მეტი მეწველი ძროხა ჰყავს. ძირითადი აქცენტი ქედაზე, ხულოსა და შუახევზე იქნება გადატანილი, რა თქმა უნდა, ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ქალაქს შემოერთებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ფერმერებსაც გადაეცემათ, მაგრამ უფრო მეტი წილი ზედა რაიონებზე იქნება. ამ საკითხზე კომისია იმსჯელებს, კომისიის თავმჯდომარე მე ვარ, კომისიის შემადგენლობაში კი ყველა მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი იქნება, ჩვენ შევისწავლით ყველას, ვისაც სურს თანადაფინანსებით ძროხის ყიდვა, მაგრამ მას გადავცემთ, ვინც მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, ვისაც ძროხის მოვლა-შენახვის უნარი გააჩნია. მუნიციპალიტეტებსა და სამინისტროში დაახლოებით 500 განაცხადი შემოვიდა, აქედან ზოგიერთი ერთს ითხოვს, ზოგიერთი – ხუთს და ზოგიერთიც – 10 ძროხას. ყველაზე მეტი განაცხადი ხულოს მუნიციპალიტეტზე მოდის… ფერმერებს ვეტერინარულად შემოწმებულ ძროხებს გადავცემთ, აგრეთვე შევამოწმებთ კერებს, – იქ, სადაც წლების წინ ბრუცელოზი, ჯილეხი ან სხვა სახის გადამდები დაავადება იყო გამოვლენილი, ასეთ კერებში ძროხას ვერ გადავცემთ“.
საკრუიზო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით აჭარის მთავრობის მხარდაჭერითა და ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით სხვადასხვა ღონისძიება ხორციელდება. უკვე მზად არის საკრუიზო ტურიზმის განვითარების სტრატეგიის დოკუმენტის პირველი ნაწილი. უახლოეს მომავალში დეპარტამენტი სწორედ ამ დოკუმენტის მიხედვით იხელმძღვანელებს. საკრუიზო ტურიზმის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობს დიდი ბრიტანეთის შპს „G. P. Wild International“-ის წარმომადგენელი ექსპერტი პიტერ უაილდი, რომელმაც ბათუმში უკვე გამართა მნიშვნელოვანი შეხვედრები ტურიზმის კერძო და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან და შეისწავლა რეგიონში ამ მიმართულებით არსებული მდგომარეობა.
ტურიზმის დეპარტამენტი საკრუიზო ტურიზმის ყველაზე მსხვილ გამოფენაში მონაწილეობით, ხელს უწყობს ბათუმის შესახებ ცნობადობის ამაღლებას. გარდა ამისა, დეპარტამენტი ყოველწლიურად სარეკლამო ხასიათის სტატიას აქვეყნებს საკრუიზო მიმართულებით ყველაზე პოპულარულ ჟურნალში „Seatrade Cruise Review”. ჟურნალი მსოფლიო მასშტაბით ვრცელდება საკრუიზო ტურიზმთან დაკავშირებულ ისეთ ღონისძიებებზე, როგორებიცაა Cruise Shipping Miami, Seatrade Med, Seatrade Europe, Cruise Shipping Asia Pacific და ა.შ.
2014 წელს ბათუმში 33 საკრუიზო გემით 14793 ტურისტი შემოვიდა ბათუმში, რაც 186,5%-ით აღემატება 2013 წელს საკრუიზო გემებით შემოსული ტურისტების რაოდენობას (16 გემი, 5162 ტურისტი 2013 წელს).
შპს “გზები” ერთ-ერთია მათ შორის, რომელმაც ბათუმის მერიასთან დადებული ხელშეკრულების თანახმად ნაკისრი ვალდებულება 2015 წლის ბოლომდე უნდა შეასრულოს. კომპანიამ მილიონამდე ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულებაზე პასუხისმგებლობა გასული წლის დეკემბერში აიღო. მაშინ ლარის კურსი სტაბილური იყო, ლარის კურსის ვარდნამ კი, კომპანია პრობლემის წინაშე დააყენა. ახლა შპს “გზებში” არა მოგებაზე, არამედ იმაზე ფიქრობენ, თუ როგორ შეასრულონ ნაკისრი ვალდებულება ისე, რომ კომპანიამ არ იზარალოს.
“მერიასთან ამაზე საუბარი არ მქონია, ხელშეკრულებით მიმწოდებელს არ აქვს უფლება მისი გადახედვა მოითხოვოს. ძალიან ვნერვიულობ. აღებული ვალდებულება უნდა შევასრულოთ”, – განაცხადა “ბათუმელებთან” სატელეფონო საუბარში კომპანიის დირექტორმა ირაკლი აბაშიძემ.
კომპანია “აისბერგის” დირექტორის რეზო გორაძის თქმით, “აუცილებლად უნდა გადაიხედოს უკვე არსებული ხელშეკრულებები და ახალი ტენდერებიც, რადგან ისინი ძველი ტარიფებითაა დაანგარიშებული, სამშენებლო მასალების ფასი კი, 30 პროცენტით გაიზარდა”.
გასულ კვირას “ბათუმელები” კიდევ არაერთ კომპანიას დაუკავშირდა, რომლებსაც ბათუმის მერიასა და მუნიციპალიტეტებთან მსხვილბიუჯეტიანი კონტრაქტები აქვთ გაფორმებული, მათ შორის ბევრს საუბარი შემსყიდველთან შესაძლო დაპირისპირების თავის არიდების მოტივით არ სურს. ზოგიერთ კომპანიაში იმედი აქვთ, რომ ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილების ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში მთავრობა დათმობაზე წავა და ხელშეკრულებებს გადახედავს. მათ კი, ვისაც ამის იმედი არ აქვს, “შავ სიაში” მოხვედრას “ზარალზე წასვლა” ურჩევნია. არიან ისეთებიც, რომლებიც ახლა განიხილავენ საკითხს დიდ ფინანსურ ზარალზე თავის ასარიდებლად ხომ არ უღირთ ხელშეკრულება წესების დარღვევით შეაჩერონ.
ცოტა ხნის წინ მერიამ შპს “ჰიდროსთან” დადებული ექვსმილიონიანი ხელშეკრულება ჩაშალა, გადაწყვეტილების მიზეზად სამუშაოების წინასწარ განსაზღვრულ გრაფიკზე ჩამორჩენა დაასახელეს. მერიაში “ბათუმელებს” უთხრეს, რომ კომპანიას ფინანსური პრობლემები აქვს. “ჰიდრო” სასამართლოში სარჩელს ამზადებს, თუმცა კომპანიის დირექტორის უჩა ფუტკარაძის თქმით, საკითხი დღის წესრიგში სხვაგვარადაც დგას:
“ეს იყო ექვსმილიონიანი ტენდერი და ჩვენ ხუთ მილიონამდე დავწიეთ, თუ მერია ახალ ტენდერს გამოაცხადებს, დარწმუნებული ვარ, ექვს მილიონად გაურიგდება ახალ კომპანიას. ახლა ჩვენ იმაზეც ვფიქრობთ, ხუთ მილიონად გვიღირს თუ არა ამ სამუშაოს შესრულება”.
მერიამ “ჟილინის არხის” სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერი უკვე გამოაცხადა, შესყიდვის ღირებულებად 6 მილიონ 300 000 ლარი მიუთითა.
ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურში მიიჩნევენ, რომ ლარის კურსის ცვლილება ფასების ზრდასთან პირდაპირპროპორციული არ არის და “ერთგვარ მოლოდინთან დაკავშირებული გარანტიები” კონტრაქტორებისთვის არავის მიუცია. თუმცა აღიარებენ იმასაც, რომ კომპანიებმა, რომლებთანაც მერიას შეთანხმება საქონლის მიწოდებაზე აქვს, ფასების გაზრდის გამო ხელშეკრულებების ღირებულების გაზრდა მოითხოვეს. ოღონდ ეს არა უკვე გაფორმებულ, არამედ გამარჯვებულად გამოცხადებულ კომპანიებთან გასაფორმებელ ხელშეკრულებებს ეხება:
“საუბარია ისეთ წვრილმან შესყიდვებზე, როგორიც არის, მაგალითად, საკანცელარიო ნივთები. სავარაუდო მომწოდებლებმა მოითხოვეს ფასების გაზრდა, არა იმიტომ, რომ ფასები გაზრდილია, არამედ რისკების დასაზღვევად. კიდევ უფრო რომ გაიზარდოს კურსი, შესაძლოა ზარალი მიიღონ. რაც შეეხება უკვე გაფორმებულ შეთანხმებებს, აქ ცხადია, ვალდებულებები უკვე ნაკისრია და მის შესრულებაზე უარს ვერ იტყვიან. ხელშეკრულებას შესაბამისი საგარანტიო მექანიზმები ახლავს”, – ამბობს არჩილ ვანაძე, ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელი.
საგარანტიო მექანიზმი, რაზეც საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელი საუბრობს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციაა, ამის შემდეგ კი ე.წ. “შავ სიაში” მოხვედრას ითვალისწინებს. ეს იმას ნიშნავს, რომ კომპანია ერთი წლის განმავლობაში სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს. საჯარიმო სანქცია კი კომპანიისთვის ხელშეკრულების ღირებულების 0,5 პროცენტის გადახდის დაკისრებას გულისხობს. უკვე გაფორმებულ ხელშეკრულებაზე არა, მაგრამ მიმდინარე ტენდერების გამო “ნერვიულობენ” სახელმწიფოს მფლობელობაში არსებულ ორგანიზაციებშიც. ისინი შიშობენ, რომ შესაძლოა ძველი ტარიფების მიხედვით გამოცხადებული ტენდერები ჩაიშალოს, რაც დაგეგმილ სამუშაოებს გააჭიანურებს: “ძველ ხელშეკრულებებში არაფერი შეიცვლება. ეს კანონითაა განსაზღვრული და მე კანონს ვერ შევცვლი. თუმცა ვშიშობ და მაქვს მოლოდინი, რომ მიმდინარე ტენდერები ჩაიშლება”, – ამბობს შპს “ბათუმის წყლის” ფინანსური დირექტორი თემურ ბედინაძე.
კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ისეთი მიზეზი, როგორიც ლარის კურსის ვარდნის გამო სამშენებლო მასალების გაძვირებაა, ხელშეკრულების გადახედვის საფუძველი გახდეს და არის თუ არა შემსყიდველი ორგანიზაცია კანონმდებლობით უპირატეს მდგომარეობაში? – არასამთავრობო ორგანიზაცია “გამჭვირვალობა საქართველოს” აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი მალხაზ ჭკადუა პასუხობს:
“სამწუხაროდ კანონმდებლობაში სრული რეგლამენტირება არ არის თუ რა შემთხვევაში და რა პირობებში შეიძლება გადაისინჯოს ხელშეკრულება. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, რაც შესყიდვებთან დაკავშირებით ქართულ კანონმდებლობაში გვაქვს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელის 2011 წლის 7 აპრილის ბრძანებით, ტენდერის ჩატარების შედეგად დადებულ ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილების ან დამატების განხორციელების შემთხვევაში, პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილებების შედეგად იზრდება ხელშეკრულების ჯამური ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველი ორგანიზაციისთვის, გარდა სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით დადგენილი შემთხვევებისა. ეს მუხლიც ზოგად გარემოებებზე საუბრობს. ნებისმიერ შემთხვევაში უპირატეს მდგომარეობაში არის ადმინისტრაციული ორგანო, რომელმაც გაუფორმა ხელშეკრულება კომპანიას ტენდერში გამარჯვების შედეგად.”
მალხაზ ჭკადუა შექმნილი ვითარებიდან ერთადერთ გამოსავალს ხედავს, რაც მერიის მხრიდან კეთილი ნების გამოჩენით შეიძლება გამოიხატოს: “შეიძლება გაუგრძელოს მათ ვადები, ან არ გაატაროს მკაცრი სანქციები დაგვიანების გამო”.
არჩილ ვანაძის თქმით, მერიისთვის კონტრაქტორებს ჯერ არ მიუმართავთ, იმ შემთხვევაში, თუ კონტრაქტორები პრობლემების მოსაგვარებლად მერიას მიმართავენ, მერიაში საკითხს შეისწავლიან და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ.
რექტორობის კანდიდატებმა აკადემიურ საბჭოს უნივერსიტეტის განვითარების საკუთარი გეგმა წარუდგინეს.
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობისათვის ირაკლი ბარამიძე, მარინე გიორგაძე, მალხაზ ნაკაშიძე, რამაზ ხალვაში და ანთაზ ქიქავა იბრძოდნენ. მალხაზ ნაკაშიძე გარდა იმისა რომ რექტორობის კანდიდატი იყო, ასევე აკადემიური საბჭოს წევრია.
კანდიდატთა მოსმენის შემდეგ, აკადემიურმა საბჭომ კენჭისყრის პროცედურა დაიწყო. ფარული კენჭისყრის შედეგად ხმები ასე გადანაწილდა:
ანთაზ ქიქავამ სამი ხმა მიიღო, მანუჩარ ლორიამ ორი, ირაკლი ბარამიძემ ორი, მალხან ნაკაშიძემ კი ერთი. მარინე გიორგაძემ და რამაზ ხალვაშმა ხმები ვერ მიიღეს.
იმის გამო რომ ხმათა უმრავლესობა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო, უნივერსიტეტი ორი თვით კვლავ რექტორის გარეშე განაგრძობს მუშაობას.
კენჭისყრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი რექტორობის კანდიდატებიდან მხოლოდ მალხაზ ნაკაშიძემ გააკეთა.
„ძალიან მნიშვნელოვანია რომ არჩევნები ჩატარდა დემოკრატიულ, თავისუფალ გარემოში რაც გულისხმობს იმას რომ ყველას ჰქონდა საშუალება გამოეხატა თავისი პოზიცია. დადგა ის შედეგი რაც გვაქვს. ჩვენ ახლა გამოვაცხადებთ რექტორის არჩევნებს. ვაპირებ თავიდან მივიღო მონაწილეობა არჩევნებში,“ – განაცხადა მალხაზ ნაკაშიძემ.
„მე არ მიმაჩნია, რომ დღევანდელი დღე კატასტროფაა უნივერსიტეტისთვის. უნივერსიტეტმა შეიძლება ითქვას, რომ დემოკრატიული ტესტი წარმატებით ჩააბარა, მიუხედავად იმისა რომ არ გვყავს არჩეული რექტორი. ჩვენ ძალიან დიდი გამოცდილება მივიღეთ, ვნახეთ, როგორ წარადგინეს ჩვენმა კანდიდატებმა ანგარიშები. კმაყოფილებით ვიყავი სავსე, როცა ვისმენდი ამ ანგარიშს და ვხედავდი რომ ამდენი ღირსეული კანდიდატი ჰყავს უნივერსიტეტს. სწორედ ამან გამოიწვია ის რომ ხმები გაიყო. ის გამოცდილება რაც დღეს მივიღეთ, არის დემოკრატიულობისთვის აუცილებელი და ვფიქრობ რომ მომავალი არჩევნებისთვის ნამდვილად ავირჩევთ ღირსეულ კანდიდატს რექტორად,“ – განაცხადა აკადემიური საბჭოს წევრმა გულიკო შერვაშიძემ არჩევნების შემდეგ.
შერვაშიძის თქმით, აკადემიურმა საბჭომ უკვე მიიღო გადაწყვეტილება და რექტორის არჩევნები 10- 15 მაისის პერიოდში ჩატარდება.
„გააგრძელებს თუ არა ირაკლი ბარამიძე რექტორის მოვალეობის შესრულებას, ამას ხვალ გადავწყვეტთ. ვიმსჯელებთ იმის მიხედვით მიიღებს თუ არა ირაკლი ბარამიძე რექტორის არჩევნებში მონაწილეობას. თუ ბატონი ირაკლი ღებულობს მონაწილეობას არჩევნებში, ალბათ მეორე მოადგილეს დავაკისრებთ ამ მოვალეობას, ასე უფრო ლოგიკურიც იქნება და უფრო კანონთან შესაბამისობაში,“ – ამბობს გულიკო შერვაშიძე.
როგორ წარიმართება პროცესები უნივერსიტეტში, ვინ შეასრულებს რექტორის მოვალეობას და როგორია კანონმდებლობა. უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი დიასამიძე განმარტავს:
„აკადემიური საბჭო როდესაც გამოაცხადებს რექტორის არჩევნებს, საჭიროა ერთთვიანი ვადა გავიდეს. ამის შემდგომ იწყება კანდიდატთა რეგისტრაცია. რომელიც გაგრძელდება ათ დღემდე. რეგისტრაციის დასრულებიდან ერთი კვირის შემდეგ ჩატარდება რექტორის არჩევნები. ასევე აკადემიური საბჭო იმსჯელებს იმ საკითხზეც დაინიშნოს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები. ასეთი ჩანაწერია უმაღლესი განათლების კანონში. რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ირჩევს უნივერსიტეტის მთლიანი აკადემიური პერსონალი“.
რექტორობის კანდიდატები აკადემიური საბჭოს სხდომის დაწყების მოლოდინში 16.03.2015 ფოტო: მანანა ქველიაშვილი
აჭარის მთავრობა ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 49319 კვ.მ (საკადასტრო კოდი #5.27.05.014) და 27522 კვ/მ (საკადასტრო კოდი: # 05.27.05.051) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს საპრივატიზაციოდ ამზადებს. თვითმმართველი ქალაქის, ბათუმის საკუთრებაში ამ ქონების გასხვისებისათვის გადასაცემად აჭარის ფინანასთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ ბათუმის მერს გიორგი ერმაკოვს წერილობით მიმართა.
მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ერმაკოვი ხალხის მიერ პირდაპირი წესით არჩეული მერია, მას საკრებულოს თანხმობის გარეშე მუნიციპალური ქონების აჭარის მთავრობაზე გადაცემის უფლება არ აქვს. მიიღებს თუ არა გიორგი ერმაკოვი თანხმობას საკრებულოსგან, ეს 19 მარტს დაგეგმილ სხდომაზე გამოჩნდება. საკითხი სხდომაზე განსახილველ საკითხთა ნუსხაშია შეტანილი.
ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის წერილის თანახმად ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიით შპს „ბათუმი მოლ დეველოპმენტია“ დაინტერესებული. მინისტრ დავით ბალაძის ინფორმაციით, კომპანია მზადაა ამ ტერიტორიაზე ააშენოს სასტუმრო და სავაჭრო ცენტრი, შექმნას 30.000 კვ/მ გასაქირავებელი ფართი, განახორციელოს დაახლოებით 30 მილიონი დოლარის ინვესტიცია და დაასაქმოს 1000-მდე ადამიანი.
„ბათუმი მოლ დეველოპმენტი“ 2014 წელს „თიბისი ჰოლდინგმა“ დააფუძვნა. მაშინ კომპანიას „ბიჯი ტრანსფერი“ ერქვა, შემდეგ კი მას სახელი შეუცვალეს. შეივალა კომპანიის თავდაპირველი დირექტორიც. პაატა ასათიანი კომპანიის დირექტორის თანამდებობაზე ლევან ახვლედიანმა ჩაანაცვლა და კომპანიას დღემდე ის ხელმძღვანელობს. „თიბისი ჰოლდინგის“ ერთპიროვნული მფლობელი კი მამუკა ხაზრაძეა.
საკრებულოს ნებართვის შემდეგ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიას კომპანიას, სავარაუდოდ, პირდაპირი წესით გადასცემს, რა ფასად – ეს ჯერჯერობით ცნობილი არ არის. მანამდე კი, ქონების გასხვისების მიზნით მისი აჭარის მთავრობაზე უსასყიდლოდ გადაცემის ინიციატივა საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარემ, გიორგი კირთაძემ გააპროტესტა. მისი თქმით, თუ წინადადება სარფიანია, ქონების გასხვისება მერიასაც შეუძლია. გარდა ამისა, ის ამ საკითხთან მიმართებაში საეჭვო გარიგებებსაც ხედავს და მიიჩნევს, რომ საკრებულომ საკითხს მხარი არ უნდა დაუჭიროს, ამაში კი განსაკუთრებით „რესპუბლიკელების“ იმედი აქვს.
„ბათუმელების“ კითხვაზე, ახსენდება თუ არა საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს ბოლო წლების განმავლობაში მსგავს შემთხვევებში საკრებულოს პრინციპული პოზიცია დაეფიქსირებინოს და თავად გაესხვისებინოს მოთხოვნილი ფართობი იმ მიზეზით, რომ თანხა ბათუმის ბიუჯეტში შესულიყო? – ის პასუხობს:
„… მივხვდი რასაც მეკითხებით. ჩვენ ყოველთვის ხელს ვუწყობდით იმას, რომ ბრენდები შემოსულიყო. რაც შეეხება პრივატიზაციას, ამას ყოველთვის მერია ახორცილებდა, ქართული ოცნების მმართველობის პირობებში კი ასე არ ხდება.“
ბრენდების შემოსვლას ზუსტად ისე შეუწყო ხელი წინა მოწვევის საკრებულომ, როგორც ამ მოწვევის საკრებულო გეგმავს. ანუ, ქონების გასასხვისებლად მთავრობაზე გადაცემით. იყო შემთხვევებიც, როცა საკრებულოს წევრებს ეგზავნებოდათ პროექტი არა კონკრეტული ინვეტორისა და განსახორციელებელი პროექტის შესახებ, არამედ ასეთი ჩანაწერით: „მისი ეფექტურად განკარგვის მიზნით.“
წინა მოწვევის საკრებულოში ამ მოწვევის საკრებულოს თავმჯომარის მოადგილე, „რესპუბლიკელი“ ირაკლი ჩავლეიშვილი გასასხვისებელი ქონების მთავრობაზე გადაცემას ყოველთვის აქტიურად აკრიტიკებდა.
„უთანხმდებიან მთავრობას და საკრებულოს შემდეგ მიმართავენ. გამოდის, რომ საკრებულოს მხოლოდ ნოტარიუსის ფუნქცია აქვს“, – ამბობდა ირაკლი ჩაბვლეიშვილი ოპოზიციაში ყოფნის დროს. რა პოზიცია ექნება მას ამჯერად, უკვე როგორც საკრებულოში უმრავლესობის მქონე კოალიციის წევრი პარტიის წარმომადგენელს, ეს 19 მარტს, საკრებულოს სხდომაზე გამოჩნდება.
„უნივერსიტეტში ერთი თვის ვადაში განმეორებითი არჩევნები ჩატარდება. ამ პერიოდში უნივერსიტეტს სავარაუდოდ ირაკლი ბარამიძე უხელმძღვანელებს“ – განაცხადა გიორგი დიასამიძემ, უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ.
„უმაღლესი საბჭოს წევრი კი არ უნდა მიუთითოთ, არამედ უმაღლესი საბჭოს არჩეული ვიცე-სპიკერი. თემურ კახიძემ, უმაღლესი საბჭოს საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ არჩევა მომილოცა და თავმჯდომარის აზრი ხომ არ არის განმსაზღვრელი, დეპუტატებმა გადაწყვიტეს ასე. ამიტომ გთხოვთ, რომ სტატუსი მიუთითოთ. მე ვარ დეპუტატების მიერ არჩეული და თუ ეს არჩევანი არის კითხვის ნიშნის ქვეშ, უმაღლეს საბჭომ უნდა მიმართოს სასამართლოს“.
„გუშინდელი შემთხვევა იყო ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის ძალიან მტკივნეული. 52 წლის ვარ და ასეთი, ოჯახთან დაკავშირებული შეურაცხყოფა არასდროს მოუყენებიათ. შეურაცხყოფა მომაყენეს ახალგაზრდებმა, რომლებიც შემოიჭრნენ ჩემს ოჯახში და შეურაცხყოფა მიაყენეს ჩემს საკუთრებას, რომელიც კონსტიტუციით არის დაცული. კედლებზე ჩემი და ჩემი ოჯახისთვის შეურაცხმყოფელი წარწერები დატოვეს“.
ჯემალ ფუტკარაძის განცხადებით, დეპუტატების წინააღმდეგ ახალგაზრდების ჯგუფი მმართველი პარტიის მიერ იქნა წაქეზებული:
„ეს ახალგაზრდები იყვნენ ისინი, ვისაც გუშინდელ განცხადებაში „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ მიუთითა, რომ განსხვავებული აზრი, რომელიც გააჩნიათ პარტიის ყოფილ წევრებს მურმან დუმბაძეს, მედეა ვასაძეს და ჯემალ ფუტკარაძეს, არის დასაგმობი და ჩვენ ვართ მოღალატეები. მიუთითა, რომ მოღალატეები უნდა დაისაჯონ“.
მედეა ვასაძე კი აცხადებს, რომ დღეს ხელისუფლება ოპონენტებს ბოლშევიკური მეთოდებით ებრძვის:
„მე მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“ თავი შეიკავონ მსგავსი ბოლშევიკური სულისკვეთების მქონე განცხადებებისგან. საუბარია ღალატზე, ლუსტრაციაზე. დიახ, ჩვენ კიდეც ერთხელ გამოვამჟღავნეთ ლუსტრაციით ის ფაქტი, რომ არ ვიყიდებით“.
დეპუტატები აცხადებენ, რომ „თავისუფალი თაობის“ წევრები, კიდევ ერთი დეპუტატის, სვეტლანა კუდბას ოჯახზეც აპირებენ თავდასხმას.
მედეა ვასაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ აგრძელებს თანამშრომლობას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და ფაქტად დეპუტატებზე თავდასხმის და საკუთრების ხელყოფის ფაქტები მოჰყავს.
„შესაბამისი უწყებები არ ფაქტებზე არ რეაგირებენ. აჭარის სამმართველოს უფროსად გიორგი პაპუაშვილის დანიშვნა კი, სწორედ ამის მანიშნებელია. პაპუაშვილი ჩვენს რეგიონში ასოცირდება 2004-05 წლებში მიმდინარე ცუდ პროცესებთან. ის მოიაზრება გია გეწაძესთან დაახლოებულ პირად, მის უახლოეს მეგობრად. ამიტომ ახალგაზრდებს ვურჩევდი ამ საკითხებზე გაამახვილონ ყურადღება“.
„ბათუმელების“ კითხვაზე, ხომ არ უკავშირდება ეს პროცესები უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ავთანდილ ბერიძის თანამდებობიდან გადაყენების საკითხის დაანონსებას? – უმაღლესი საბჭოს დეპუტატები აცხადებენ რომ, კი. „ჩვენ აუცილებლად დავაყენებთ, ავთანდილ ბერიძის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს“ – აცხადებენ ისინი.
ერთ-ერთი დაკავებული ევგენი გიორგაძე აჭარაში ცხოვრობს, მისი უფლებების დამცველი ემზარ პაქსაძე “ბათუმელებთან” ამბობს, რომ სასამართლომ ბრალდებულები სრულად გაამართლა.
3 ტონა ჰეროინის საქმეში თავდაპირველად სამი ბრალდებული იყო დაკავებული, ერთ-ერთ ბრალდებულს, ტვირთისგადამტანი ავტომანქანის მძღოლს – გურამ ცეცხლაძეს ბრალდება თავად პროკურატურამ მოუხსნა და მის დევნა შეწყვიტა. პატიმრობაში რჩებოდა კიდევ ორი მოქალაქე, დღეს სასამართლომ სწორედ ისინი გაამართლა. ამ საქმეში კიდევ ერთი ბრალდებული – თურქეთის მოქალაქე საქართველოს სამართალდაცავების მიერ იძებნება.
რამაზ ხალვაშის თქმით, მის მიერ პროგრამაში დასახელებული ეს ციფრი უნივერსიტეტის განვითრების სამომავლო პერსპექტივაა. ერთი კითხვა დაუსვეს ირაკლი ბარამიძესაც. ბარამიძემ უნივერსიტეტში უცხოელი სტუდენტების მოზიდვაზე ისაუბრა. აკადემიური საბჭოს წევრმა ვაჟა ვერულიძემ მას ჰკითხა უცხოელი სტუდენტების მოზიდვაზე, კერძოდ, რა ენაზე უნდა ასწავლონ უცხოელ სტუდენტებს.
ბარამიძის თქმით, უნივერსიტეში უკვე იგეგმება სამედიცინო ფაკულტეტზე უცხო ენაზე სწავლება. “ჩვენ შეგვიძლია ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების დაწყება“ – განმარტა რექტორობის კანდიდატმა.
აკადემიური საბჭოს წევრებმა სამი კითხვა დაუსვეს მალხაზ ნაკაშიძეს, მას შემდეგ რაც მან უნივერსიტეტის განვითრების 2015-2021 წლების გეგმა წარადგინა. აკადემიური საბჭის წევრმა გულიკო შერვაშიძემ მალხაზ ნაკაშიძეს უთხრა, 6-8 საათი ლექციების შემდეგ კვლევითი და სამეცნიერი მუშაობა შეუძლებელია და სად ხედავთ გამოსავალს?
მალხაზ ნაკაშიძის თქმით უნივერსიტეტს უნდა ჰყავდეს მკვლევარები. უნდა შეიქმნას პოსტსადოქტორო პროგრამები და ლექტორებმა უნდს აირჩიონ ლექციებს ჩაატარებენ, თუ სამეცნიერო საქმიანობას გასწევენ.
უნივერსიტეტის ეროვნულ სახელმწიფოებრივი ფუნქცია – ასე ჰქვია გეგმას, რომელსაც რექტორობის კანდიდატმა ანთაზ ქიქავამ წარუდგინა აკადემიურ საბჭოს. „იმედი მაქვს დამოუკიდებლად, გარედან ჩარევის გარეშე აირჩევს დღეს უნივერსიტეტი რექტორს“ – მიმართა კანდიდატმა საბჭოს.
ანთაზ ქიქავას გეგმის მიხედვით უნივერსიტეტის პროფესორებმა მუხლჩაუხრელად უნდა იშრომონ, ასევე მან აღნიშნა, რომ უნივერსიტეტში უნდა გამოიყოს ერთი ოთახი, სადაც უნივერსიტეტის მუზეუმი გაიხსნება. ანთაზ ქიქავამ გააკრიტიკა სასწავლო პროცესი და განაცხადა, რომ აუცილებელია არსებული სილაბუსები გადაიხედოს.
ერთადერთი კანდიდატი, რომელთანაც აკადემიურ საბჭოს შეკითხვები არ ჰქონია, მარინა გიორგაძე იყო.
ყველა კანდიდატის მოსმენის შემდეგ უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ ერთსაათიანი შესვენება გამოაცხადა.
საკითხის განხილვას დეპუტატებს შორის უთანხმოება მოჰყვა. საკრებულოს ნაწილი, საჯარო მოხელის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე დანიშვნისას მთავარ საკვალიფიკაციო მოთხოვნად უმაღლეს განათლებას მოითხოვდა. საკრებულომ დეპუტატების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და წარმოდგენილი საკითხი 15 ხმით ექვსის წინააღმდეგ დაამტკიცა.
საკრებულოს წევრის, თემურ ავალიანის თქმით, არამარტო უმაღლესი განათლებისა და საშუალო განათლების გამიჯვნა უნდა მოხდეს, არამედ რიგ თანამდებობებზე საჯარო მოხელის დანიშვნისას ბაკალავრი და მაგისტრიც უნდა გაემიჯნოს.
„დადგა საკითხი, რომ დაშვებული იქნას გამონაკლისი და მთავარ სპეციალისტს უმაღლესი განათლება არ მოეთხოვებოდეს. პრინციპულად მიმაჩნია, რომ მთავარი და წამყვანი სპეციალისტი კვალიფიკაცის მიხედვით უნდა გაემიჯნოს ერთმანეთს და მთავარ სპეციალისტს უმაღლესი განათლება აუცილებლად მოეთხოვებოდეს, სხვა მხრივ უმაღლეს განათლებას ფასი ეკარგება.
არამარტო საშუალო და უმღლესი განათლება უნდა გაემიჯნოს ერთმანეთს, არამედ გარკვეულ თანამდებობაზე საჯარო მოხელის დანიშვნისას მაგისტრისა და ბაკალავრის გამიჯვნა უნდა მოხდეს. თუ არ გაიმიჯნა თანამდებობები კვალიფიკაციით, სწავლას ფასი ეკარგება და აღარც მოტივაცია იქნება ვინმეს მაგისტრი ან დოქტორანტი გახდეს“ – აცხადებს თემურ ავალიანი.
რატომ არ მოეთხოვება უმაღლესი განათლება მთავარი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსანტს? – ამ საკითხთან დაკავშირებით საკრებულოს თავმჯდომარის, ამირან ცინცაძის ჩაწერა ვცადეთ, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით მან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
ვის ისურვებდით ბსუ-ს რექტორად? – ამ ერთადერთი კითხვით „ბათუმელებმა“ ვებგვერდზე გამოკითხვა ჩაატარა. 15 მარტის მდგომარეობით გამოკითხვაში უპრეცედენტოდ ბევრმა – 5 433-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა (ერთ ადამიანს ხმის მიცემის უფლება მხოლოდ ერთხელ ჰქონდა). ყველაზე მეტი – 1817 ხმა ერთ-ერთმა კანდიდატმა, მანუჩარ ლორიამ მიიღო. მას 1260 ხმით როსტომ ბერიძე მოსდევს, თუმცა ამ უკანასკნელმა არჩევნებამდე სამი დღით ადრე მოხსნა საკუთარი კანდიდატურა.
მანუჩარ ლორიასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას ხელისუფლება ლობირებს. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გია თავამაიშვილი ამბობს, რომ მსგავსი შინაარსის ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ის შეხვდა მანუჩარ ლორიას. გია თავამაიშვილი: „ბუნებრივია, კიდევ ერთხელ ვიფიქრე, საიდან შეიძლება ყოფილიყო ეს [ინფორმაცია] და ორივე მივხვდით, რომ, უბრალოდ, ეს იქნებოდა იქედან გამომდინარე, რომ ის არის ჩემი შემცვლელი საგამოცდო ცენტრში. შესაბამისად, როდესაც მან დაასახელა თავისი კანდიდატურა, აღიქვეს როგორც ჩემი რეკომენდაცია… მე ნამდვილად არავის საწყენად არ ვლაპარაკობ – ყველას აქვს უფლება წამოაყენოს თავისი კანდიდატურა. მე პატივს ვცემ აკადემიურ საბჭოს, უნივერსიტეტის წესდებას და არც ვიკადრებ არასოდეს, რომ ვინმეს გავუწიო ლობირება“.
38 წლის მანუჩარ ლორია თავისი ძალებით რომ იბრძვის რექტორობისთვის, ამაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარისა და საკუთარი სახელით საუბრობს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილიც:
„ითქვა, რომ თითქოს სტუდენტური თვითმმართველობის წევრები დამიბარებია – ერთმა სტუდენტმა დამასახელოს და ყველაფერზე ვაგებ პასუხს. ერთმა თქვას, რომ მე ვიყავი ჭეიშვილთან და მომცა დავალებაო. ერთი ბიჭი იყო, უნდოდა ჩემთან შეხვედრა, თავმჯდომარესთან შეხვედრა, მაგრამ სპეციალურად არ შევხვდი, რამე რომ არ დამბრალებოდა… რამდენიმე ადამიანი მოვიდა (კანდიდატების შუამავლები იყვნენ), რომ არჩილთან [ხაბაძე] შემეხვედრებინა, მაგრამ არ ვახვედრებ და არც შევახვედრებ. ალბათ იმის გაგება უნდოდათ, ვის უჭერს არჩილი მხარს. არჩილი მხარს არავის არ უჭერს _ მიშვებული აქვს სიტუაცია. გავიმეორებ – რექტორი აკადემიურმა საბჭომ უნდა აირჩიოს“.
მანუჩარ ლორიას სახელი კიდევ ერთ სკანდალთან უნივერსიტეტში რექტორის არჩევნების გაყალბებასთან იყო დაკავშირებული. 2008 წელს მანუჩარ ლორია იმ საარჩევნო კომისიას ხელმძღვანელობდა, რომელმაც ყოფილი რექტორი – ალეკო ბაკურიძე აირჩია. მაშინ რექტორობის ერთ-ერთი კანდიდატი – რამაზ ხალვაში აცხადებდა, რომ 9 ბიულეტენი გაუქმდა, რადგან დანიშნული იყო. დაუნიშნავი სამი ბიულეტენიდან კი 2 ხმა რამაზ ხალვაშს ეკუთვნოდა, 1 – ალეკო ბაკურიძეს (სულ 12 ბიულეტენი იყო). ამის მიუხედავად მანუჩარ ლორიამ არჩევნების შედეგები ბათილად გამოაცხადა და ხელახალი არჩევნები დაინიშნა, რომელშიც ალეკო ბაკურიძემ გაიმარჯვა.
45 წლის რამაზ ხალვაში წელსაც იყრის კენჭს რექტორობის არჩევნებში. მისი სახელი არ არის დაკავშირებული ხმაურიან მოვლენებთან.
რექტორობა სურს 60 წლის ანთაზ ქიქავასაც. ამ კანდიდატის სახელსა და გვარს „გუგლის“ საძიებო სისტემაში როგორც კი ჩაწერ, ჩნდება სტატია – „აჭარაში საგანგებო მდგომარეობა მესამედ გამოცხადდა“. ანთაზ ქიქავა ასლან აბაშიძის სენატის თავმჯდომარე იყო. მას ეკუთვნის სიტყვები, რომელიც 2003 წელს სენატის სხდომაზე წარმოთქვა: „ცენტრალური ხელისუფლება ამზადებს შეიარაღებულ დაჯგუფებას აჭარაში შემოსაყვანად, რიგდება იარაღი, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში. ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ და ამის გამო ვაცხადებთ საგანგებო მდგომარეობას და კომენდანტის საათს, რათა დავიცვათ ჩვენი მოსახლეობა“.
აჭარის მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ ერთხმად დაამტკიცა მაშინდელი მეთაურის – ასლან აბაშიძის განკარგულება, რომელშიც ეწერა, მაგალითად, მსგავსი რამ: „რადგან გარკვეული ძალების მიერ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მიზნით ტარდება მიტინგები… ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებისა და სამოქალაქო ომის ზღურბლზე აღმოჩნდა…“ ან კიდევ – „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა პოლიტიკურმა პირმა… აკრძალოს შეიარაღებული ძალებისა და მათი ნაწილების კონცენტრაცია აჭარის ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე…. შემოღებული იქნას აჭარის ტერიტორიაზე შემოსვლის სპეციალური წესები. შემოსვლისას ყველა პირმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი საბუთები“.
ბსუ-ს რექტორობის კიდევ ერთი კანდიდატი, ამჟამად მოვალეობის შემსრულებელი 41 წლის ირაკლი ბარამიძეც არის. ირაკლი ბარამიძე ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ალეკო ბაკურიძის მოადგილე იყო, ხოლო წინა ხელისუფლების პირობებში, გარკვეული ვადით, აჭარის განათლების მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა.
რექტორობის კანდიდატია ბესიკ ბერიძეც. ის ბოლო წლებია ხიჭაურში, „საპატრიარქოს უნივერსიტეტში მეუფე სპირიდონის ლოცვა-კურთხევით მუშაობს“. ის ამბობს, რომ თუ რექტორი გახდა, ბსუ-ში სამართლიანობის აღდგენაზე იბრძოლებს. [16 მარტს ბესიკ ბერიძემ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა].
ბსუ-ს რექტორობისთვის იბრძვის მარინა გიორგაძეც. ეს შეიძლება მარინა გიორგაძისთვის არის უპირატესობაც და გამოწვევაც – რადგან შეიძლება აკადემიური საბჭოს წევრებმა მოისურვონ პრეცედენტის შექმნა, მით უფრო, რომ აკადემიურ საბჭოში სამი ქალი წევრია… გამოწვევა კი იმიტომ, რომ საქართველოში ქალები მაღალ თანამდებობაზე დასაქმების თვალსაზრისით დისკრიმინაციულ მდგომარეობაში არიან. თუ მარინა გიორგაძე გაიმარჯვებს, უნივერსიტეტის არსებობის ისტორიაში ეს იქნება პრეცედენტი, როცა ბსუ-ს რექტორი ქალი გახდება.
და ბოლოს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება აქვს კიდევ ერთ კანდიდატს – მალხაზ ნაკაშიძეს. ის რამდენიმე წლის განმავლობაში იყო უნივერსიტეტის კანცლერი, ხოლო ამჟამად არის აკადემიური საბჭოს წევრი, რაც იმას ნიშნავს, რომ მას გარანტირებული ერთი ხმა უკვე აქვს.
როგორ გადანაწილდება დანარჩენი 7 ხმა უნივერსიტეტის რექტორობის 6 კანდიდატზე? – არაოფიციალურად, ყველა კანდიდატს ჰყავს თავისი მხარდამჭერები, რომლებიც აკადემიურ საბჭოსთან მუშაობენ. ამ დაჯგუფებებთან მიღებული ინფორმაციის შეჯერების გზით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დღევანდელ არჩევნებზე რეალური კონკურენტები იქნებიან ირაკლი ბარამიძე და მარინა გიორგაძე. თუმცა, ეს მხოლოდ ვარაუდია, საბოლოო სიტყვა მაინც აკადემიურ საბჭოს ეკუთვნის.
რექტორის არჩევნები უნივერსიტეტში. 16 მარტი, 2015 წ.
არჩევნებში მონაწილეობას სულ ექვსი კანდიდატი იღებს, აქედან ერთი მალხაზ ნაკაშიძე აკადემური საბჭოს წევრია, ირაკლი ბარამიძე კი რექტორის მოვალეობას ასრულებს.
აკადემიურ საბჭოს წევრმა მალხაზ ნაკაშიძემ ადგილი თავდაპირველად რექტორობის კანდიდატების გვერდით დაიკავა, საბჭოს წევრებმა მას მიუთითეს იმ მაგიდასთან გადასულიყო, სადაც აკადემიური საბჭოს წევრები ისხდნენ.
“მე მინდა თანაბარ პირობებში ვიყო სხვა კანდიდატებთან, ამიტომაც ვარ აქ” – განმარტა მალხაზ ნაკაშიძემ სხდომის დაწყებამდე.
“მაქ ყოფნა ვერ ჩაგაყენებთ სხვა კანდიდატებთან თანაბარ პირობებში” – უპასუხა გულიკო შერვაშიძემ, აკადემიური საბჭოს წევრმა კოლეგას.
მარინა გიორგაძე
თითოეულ კანდიდატს აქვს 15 წუთი საკუთარი პროგრამის პრეზენტაციისთვის.