მთავრობა: 15,4 მილიონი ლარის ეკონომია 3 თვეში

 

საქართველოს სამინისტროებისა და მათ კონტროლს დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ეკონომიით დარჩენილი თანხის მიმართვა შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით.

 

2015 წლის იანვარ-მარტში გამოცხადებული ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომია უწყებების მიხედვით:

რატომ გაქრა ვიდეოარქივი ბათუმის საკრებულოს ვებგვერდიდან

 

მეტი საჯაროობის უზრუნველყოფის მოტივით 2013 წელს წინა მოწვევის საკრებულომ ტელე და რადიოსიგნალის მიმღები აპარატურა ელექტრონული ტენდერით 22 000 ლარად შეისყიდა. გარდა ამისა, საკრებულოს ბიუჯეტიდან 7684 ლარი დახარჯეს ე.წ. სერვერისა და ქსელის მარშუტიზატორის შესაძენად. ამის შემდეგ საკრებულომ სხდომების პირდაპირი ტრანსლირება დაიწყო საკრებულოს ვებგვერდზე: www.batumicc.ge სხდომის დასრულებიდან რამდენიმე საათში კი გადაღებულ მასალას ვებგვერდზე ტვირთავდნენ.

 

ბათუმის საკრებულოს მხრიდან ამ ინოვაციის დანერგვამ საზოგადოებაში მოწონება დაიმსახურა, საკრებულოს მაშინდელი თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი კი, რომელიც ახლა თავმჯდომარის მოადგილეა, ანგარიშის ჩაბარებისას ჟურნალისტებთან ამ სიახლით თავს ყოველთვის იწონებდა და საკრებულოს მუშაობის გამჭვირვალობაზე მიუთითებდა. 

 

სხდომების ვიდეოარქივის შევსება ახალი მოწვევის საკრებულომაც გააგრძელა. თუმცა სამ თვეზე მეტია, რაც ახალი სხდომის ვიდეოჩანაწერს საიტზე აღარ ათავსებენ.

 

დაახლოებით ორი თვის წინ ამ საკითხით დაინტერესების შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარის, ირაკლი ჭეიშვილის დავალებით “ბათუმელებს” საკრებულოს სხდომის ვიდეოჩანაწერი პროგრამისტმა მიაწოდა. მაშინ სხდომის ვიდეოჩანაწერის ვებგვერდზე განუთავსებლობის მიზეზად სამსახურში პროგრამისტის არყოფნა დაასახელეს. მას შემდეგ სამ თვეზე მეტი გავიდა, თუმცა არათუ ახალი სხდომის ჩანაწერი არ აუტვირთავთ, არამედ ძველი ჩანაწერები, საკრებულოს ვიდეოარქივი საერთოდ წაშალეს.

 

„თავისუფალი დემოკრატები“ რეგლამენტზე მუშაობისას მოვითხოვდით არამარტო სხდომების, არამედ კომისიისა და ბიუროს სხდომების ეთერში ტრანსლირებასაც. სამწუხაროდ, ამ ინიციატივას უმრავლესობამ არ დაუჭირა მხარი იმ არგუმენტით, რომ კომისია სამუშაო პროცესია და მოქალაქეებს არ დააინტერესებთ კომისიაზე გამოთქმული შეხედულებები. მაშინ ითქვა, რომ კომისიებს აქვთ საშუალება, თავად გადაწყვიტონ სხდომის ეთერში ტრანსლირების შესახებ. რაც შეეხება საკრებულოს სხდომების ვიდეოარქივის განთავსებას საიტზე, ეს ბუნებრივად უნდა ხდებოდეს და ხდებოდა. სამწუხაროა, რომ საკრებულოს სხდომების მიმართ გაზრდილი ინტერესის მიუხედავად, აღარ არსებობს სხდომათა ვიდეოარქივი. „ქართული ოცნება“ ერთგვარ კარჩაკეტილობას იწყებს“, – განაცხადა საკრებულოს წევრმა, ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარემ კობა ჩხეიძემ „ბათუმელებთან“.

 

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ირაკლი ჩავლეიშვილს კი ინფორმაცია არ აქვს, თუ რატომ შეწყვიტა „მისი წამოწყების“ – სხდომის ვიდეოჩანაწერის ატვირთვა საკრებულოს აპარატმა. ინფორმაცია ამის შესახებ არც საკრებულოს უმრავლესობის ფრაქციის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, თამაზ თურმანიძეს ჰქონდა: „გავარკვევ და ხვალ დამირეკეთ“.

 

მეორე დღეს თამაზ თურმანიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ „ვებგვერდი განახლების რეჟიმშია და მისი დასრულების შემდეგ ვიდეოჩანაწერების ატვირთვა გაგრძელდება“. იგივე ინფორმაცია აქვს საკრებულოს აპარატის უფროსს პაატა მგელაძესაც.

 

კითხვაზე, რატომ დასჭირდა ამდენი დრო ვებგვერის განახლებას? – საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე სულხან მეფარიშვილი განმარტავს, რომ ვებგვერდის სერვერი გადაიტვირთა: „საიტი რეიტინგული გახდა, პირდაპირი ტრანსლირების დროს ჭედავდა და ითიშებოდა. სილქნეტმა, რომელთანაც ხელშეკრულება გვაქვს გაფორმებული, წერილი მოგვწერა, რომ განახლება აუცილებელია. ჩვენ მათზე ვართ დამოკიდებული“.

 

არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნათია აფხაზავა, რომელიც ასევე ბათუმის საკრებულოს საზოგადოებრივი მრჩეველთა საბჭოს წევრიცაა, მიიჩნევს, რომ საკრებულომ როგორც სხდომის ტრანსლირება, ასევე ვიდეოჩანაწერის ატვირთვა უნდა გააგრძელოს, მითუმეტეს, როცა ეს მეტ საჯაროობას უზრუნველყოფს და ამომრჩეველსაც მოსწონს.

 

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელის ასლან ჭანიძის თქმით კი, ვიდეოჩანაწერის ატვირთვა უნდა გაგრძელდეს, რადგან ის დანახარჯს საერთოდ არ უკავშირდება. ეს იმ პირებს, ვინც მოუცლელობის მიზეზით სხდომებს ვერ ესწრება და ვერც ტრანსლირებას ადევნებს თვალს, სხდომის ჩანაწერის მოგვიანებით ნახვის საშუალებას აძლევს.

 

საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწის თქმით, ვებგვერდის განახლებას ორი თვე დასჭირდება.

 

ბათუმის საკრებულოს ვებგვერდის სქრინშოტი

 

 

 

მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში ყავის აპარატები განთავსდება

 

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, მთავ­რობის ადმინისტრაციას, მიეცა თანხმობა რომ „ადმინისტრაციული შენობის (მდებარე: ქ. თბილისი, პ. ინგოროყვას ქ. №”7) II, III, IV, V, VI, IX, X, XI და XII სართულებზე არსებული წინასწარ განსაზღვრული ფართი (საერთო ფართი: 21 მ 2 ), ბანკომატების, სავაჭრო და ყავის აპარატების განთავსების მიზნით, იჯარის ფორმით, აუქციონის გარეშე, შესაბამისი ხელშეკრულების დადებიდან 3 წლის ვადით, ყოველთვიური საიჯარო ქირის 80 (ოთხმოცი) ლარის სანაცვლოდ − ერთი ერთეული პროდუქტის/ყავის აპარატი, ხოლო ყოველთვიური საიჯარო ქირის 90 (ოთხმოცდაათი) ლარის სანაცვლოდ − ერთი ერთეული ბანკომატი, სარგებლობაში გადასცეს შესაბამის პირებს“.

ვაზის დაბრუნება

 

დაახლოებით 300 წელი აჭარაში მოსახლეობა მევენახეობას აღარ მისდევდა. ვაზი გახმა და განადგურდა, ქვევრები კი მიწით ამოივსო და დატყდა. ამის მიუხედავად აჭარაში მეღვინეობას დიდი ტრადიცია აქვს. ამას ის არქეოლოგიური აღმოჩენებიც ადასტურებს, რომლებიც წლების მანძილზე პერიოდულად ხდებოდა ხოლმე.

 

 

 

ტოპონიმ „აჭარას“ წარმოშობასთან დაკავშირებით ბევრი ვერსია არსებობს, მკვლევარები დღემდე ვერ შეჯერდნენ ერთ საერთო ვერსიაზე. ერთ-ერთი ვერსიით სახელწოდება აჭარა სიტყვა „მაჭარადან“ უნდა იყოს წარმოშობილი. მკვლევარ შალვა ვარშანიძის აზრით, ტოპონიმი მაჭარა შეიძლება მეღვინეობასთან, მემაჭრეობასთან იყოს დაკავშირებული. მეღვინეობა-მევენახეობით კი რეგიონში ქვემო აჭარა გამოირჩეოდა. აქ აღმოჩენილი მარნები და ქვევრები სწორედ კარგად განვითარებულ მეღვინეობის ტრადიციაზე მიუთითებს.

 

აჭარაში მეღვინეობა ყველაზე მასშტაბურად ქედაში იყო გავრცელებული. კლდეში ნაკვეთი ძველი საწნახელი დღემდეა შემორჩენილი სოფელ ზუნდაგაში. ორგანყოფილებიანი საწნახელი სოფლის თავზე მდებარე ტყეშია განთავსებული. ერთ განყოფილებაში ყურძენს ყრიდნენ, ჭყლეტდნენ, დაწურვის შემდეგ კი ყურძნის წვენი მეორე განყოფილებაში ჩაედინებოდა. დაწურულ ტკბილს საგანგებოდ მომზადებულ ჭურჭელში აგროვებდნენ და შემდგომ ოჯახებში მიჰქონდათ ქვევრში ჩასასხმელად.

 

ქედაში, სოფელ ბაბუჩოღლებში კლდეში ნაკვეთი საწნახელია, რომელიც ანტიკურ ხანას განეკუთვნება და დაახლოებით ძვ.წ. აღრიცხვით IV-III საუკუნეებით თარიღდება.  ეს ფაქტი ამყარებს იმ აზრს, რომ აჭარაში მეღვინეობას ღრმა ფესვები აქვს. ერთ-ერთი ვერსიით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელ მარადიდს ადრე მარანდიდი ერქვა, ნიშნად იმისა, რომ იქ ღვინის მარნები იყო. აჭარაში სხვადასხვა დროს არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ქვევრები და საწნახლები, ასევე განვითარებულ მეღვინეობის ტრადიციაზე მიუთითებს.

 

მეცხრე-მეათე საუკუნეებში აჭარა „ქართველთა სამეფოში“ შედიოდა შავშეთთან, კოლა-არტაანთან და სხვა პროვინციებთან ერთად. ეს ტერიტორიები ხევად იწოდებოდა, ხოლო მათ მმართველებს ხევისუფლები ერქვათ. აჭარაში ყოველ მეორე-მესამე სოფელს თავისი სამეთვალყურეო ციხე ჰქონდა, რომლის ირგვლივაც საციხისთავოს მოსახლეობა ცხოვრობდა. ციხეს მართავდა ციხისთავი. სწორედ მას ევალებოდა მოსახლეობიდან ხარკის აკრეფა სამეფო კარის თუ ცალკეული ფეოდალებისთვის. ხარკი გლეხებს უნდა გადაეხადათ როგორც ფულადი, ისე ღვინის სახით.

 

სოფელში იყო ერთი ადგილი გამოყოფილი, სადაც იდგმებოდა ე.წ. ბაკანი (ჭურჭელი). გლეხები რიგრიგობით მიდიოდნენ და მასში ღვინოს ასხამდნენ. ბაკანათი – ასე ჰქვია დღემდე მერისის ხეობაში მდებარე სოფელ კუჭულაში ერთ-ერთ უბანს. ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ ეს უნდა ყოფილიყო ადგილი, სადაც მოსახლეობა ღვინის ხარკად შესაწირად გროვდებოდა.

 

მას შემდეგ, რაც 1453 წელს ოსმალებმა აიღეს კონსტანტინეპოლი, მოგვიანებით კი ბიზანტიის იმპერია, საქართველოს დაპყრობა მხოლოდ დროის საკითხი იყო. მოგვიანებით ასეც მოხდა. აჭარაში ოსმალთა მმართველობის დაწყებამ მხარის კულტურასა და ტრადიციაზე გავლენა იქონია. სარწმუნოებიდან დაწყებული, ტრადიციული ჩვევებით დამთავრებული – ყველაფერი ოსმალური კულტურის გავლენის ქვეშ მოექცა. ეს აისახა ღვინის კულტზეც.

 

აჭარაში საუკუნეების მანძილზე გავრცელებული მევენახეობის ტრადიცია გაქრა. ქვევრები წლობით მოუვლელობისგან დასკდა, ვაზი კი გახმა. მოგზაური თედო სახოკია, რომელმაც აჭარაში მას შემდეგ იმოგზაურა, რაც ის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნდა, წერს:

 

„ვაზი უზარმაზარ ხეზეა გაშვებული. ღვთის ანაბარა იზრდება სხვა ხეთა შორის. უმეტესობას ნაცარი და ობი აქვს მოდებული და მოსავალს აღარ იძლევა. თუ გამოისხა სადმე, დამწიფდება თუ არა ყურძნად ჭამენ და ჭამის დროსღა მოიგონებენ თავიანთ ქრისტიან წინაპრებს: გურჯობის დროს დაურგავთო. ასეა ზემო აჭარაში”.

 

ზემო აჭარისგან განსხვავებით საუკუნის წინ სხვა ვითარება იყო ქვემო აჭარაში. როგორც სახოკია წერს, ვაზის მოსავალი ქვემო აჭარელი გლეხისთვის ერთგვარი შემოსავლის წყარო ყოფილა. ყურძენი ბათუმის ბაზარში ჩამოჰქონდათ და ერთ ფუთს მანეთად ყიდდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ყურძენი მოჰყავდათ, მისგან ღვინოს აღარ ამზადებდნენ. თედო სახოკიამ იმ ადამიანის ვინაობა შემოგვინახა, ვინც საუკუნეების შემდეგ პირველად დააყენა ღვინო აჭარაში.

 

„ქრისტიანობის გადავარდნის შემდეგ, აქაური ყურძენი მგონი პირველად გაწურა და ღვინო დააყენა ქვემო აჭარის უფროსის თანაშემწემ სიმონ იოსელიანმა 1896 წელს. როცა ქედაში გავიარე, მითხრა, ყურძენი სულ იაფად ვიყიდე (ფუთი სამ აბაზად) და 300 კოკა მშვენიერი ღვინო დავაყენეო. ჯერ არავის უცდია აქაური ყურძენი ღვინისთვის გაეწურაო”, – წერს სახოკია. მის მიერვე მოპოვებული მონაცემებით, 1894 წელს ზემო აჭარაში 120 ფუთი ყურძენი დაუკრეფიათ.

 

მიუხედავად იმისა, რომ 300 წლის მანძილზე აჭარაში მცხოვრებთ ღვინის დაყენება აკრძალული ჰქონდათ,  ყურძნის აუდუღარი წვენის დალევა შეეძლოთ. ამ სახის წვენს აჭარაში ხარდალი ერქვა და მას გარკვეული ტექნოლოგიით ამზადებდნენ.  მოზელდნენ მდოგვს, იმით გამოლესავდნენ, როგორც აჭარაში ამბობენ, „გამოფაფავდნენ“ ქვევრს, შიგ ტკბილს ჩაასხამდნენ და თავს დაახურავდნენ. ასე შენახული ტკბილი არ დუღდებოდა და ღვინოდ არ იქცეოდა. ნადიმის დროს სწორედ ამ ტკბილს შეექცეოდნენ ღვინის ნაცვლად. ხარდალს ბევრს არ აკეთებდნენ, რადგან ქვევრს თავს როგორც კი მოხდიდნენ, ტკბილი მაშინვე უნდა ამოეღოთ. ყურძენს იმერულ საწნახელში წურავდნენ, რომელსაც ჯარა ერქვა. წვენისგან აკეთებდნენ ჩურჩხელას, რომელსაც აჭარაში ქუმას ეძახდნენ.

 

აჭარაში შემდეგი ყურძნის ჯიშები იყო გავრცელებული: ადესა, ბუდეშური, ბურძგალა, ბუტკურა, ბროლა, ვანური თეთრი ყურძენი, კლარჯული, მატენაური, მეკრენჩხი, მწვანე, შხუმი, ჩხავერი, ცხენისძუძუ, ჭოდი, ხარისთვალა, ხოფათური, ჯანიში.

 

2015 წლის მაისში, ხელვაჩაურში, სოფელ კაპნისთავში მცხოვრებმა ხასან კახიძემ საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთში VI-XI საუკუნეების მარანი აღმოაჩინა. 11 ქვევრი საუკუნეების მანძილზე მიწით იყო ამოვსებული. დღეს აჭარაში მეღვინეობის განვითარებას უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ, ვიდრე გასულ საუკუნეებში.

 

https://nyti.ms/1dEuW3I

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სალიბაურის სკოლიდან ვადაგასული სურსათი ამოიღო

 

აღნიშნულ სკოლა-პანსიონში მოსწავლეებმა, სავარაუდოდ, საკვებისმიერი ინტოქსიკაცია მიიღეს, რის შესახებაც სააგენტოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან აცნობეს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებმა ვითარება ადგილზე შეისწავლეს. მონიტორინგის შედეგად სკოლა-პანსიონში გამოვლინდა ვადაგასული სურსათი – 165 ცალი კვერცხი და 5 კილოგრამი სპრედი, რომლებიც კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდება; ასევე აიღეს არაჟნის ნიმუშები, რომლებიც კვლევისთვის აკრედიტებულ ლაბორატორიაში გადაიგზავნა.

დოკუმენტური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლა-პანსიონს სურსათით ამარაგებს ფონდი „ვიქტორია”, რომელიც ბიზნესოპერატორად არ არის დარეგისტრირებული, რის გამოც იგი 500 ლარით დაჯარიმდა. 

ციფრული მაუწყებლობისთვის საჭირო სეტ ტოპ ბოქსები ქართულ ბაზარზე

 

 

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI), რომელიც ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესის მხარდაჭერას და მონიტორინგს ახორციელებს და ამ პროცესში აქტიურადაა ჩართული 2012 წლის დეკემბრიდან, დაინტერესდა, თუ  სად იყიდება „სეტ ტოპ ბოქსები“, რა რაოდენობის აპარატურაა შემოტანილი საცალო ვაჭრობის ქსელში და როგორია მათი ფასები.

 

 

IDFI-ის ცნობით 2015 წლის 2 ივნისის მდგომარეობით საცალო ვაჭრობის ბაზარზე უმეტესად ორი ტიპის „სეტ ტოპ ბოქსია“ შემოტანილი – Eurostar-ი და TV Star-ი, რომელთა ფასი 55-65 ლარამდე მერყეობს. Eurostar-ის წარმოებული სხვა მოდელები დაახლოებით 70-80 ლარი ღირს. ბაზარზე ასევე წარმოდგენილია Sven-ის ფირმის 95 ლარის ღირებულების „სეტ ტოპ ბოქსები“. ეს უკანასკნელი „არაი თუმოროუს“ მაღაზიათა ქსელში იყიდება. „ციფრული მაუწყებლობის სააგენტომ“ სოციალურად დაუცველი პირებისთვის Konka-ს ფირმის რისივერები შეიძინა. IDFI-ის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში Konka ამ მოწყობილობის შემოტანას საცალო ბაზარზეც გეგმავს.

 

 

“ბაზარზე ძირითადად წარმოდგენილია TV Star-ის მიერ წარმოებული სეტ ტოპ ბოქსების ორი მოდელი – TV STAR DVB-T2 516 და TV STAR DVB-T2 525. პირველ მათგანს, რომელიც შედარებით იაფი, 55 – 60 ლარი ღირს, არ აქვს RCA კაბელის შესაერთებელი. RCA იგივე სამფერიანი კაბელია, რომელსაც მოსახლეობა „ტულპანებს“ ეძახის. სწორედ ამგვარი კაბელი სჭირდება ძველ ტელევიზორებს „სეტ ტოპ ბოქსის“ მისაერთებლად (დაახლოებით 1-2 ლარად მომხმარებელმა შესაძლოა შეიძინოს SCART-ის სამფერა კაბელზე გადამყვანი მოწყობილობა). აღნიშნულ მოწყობილობას აქვს ასევე HDMI გამოსასვლელი ახალი ტელევიზორებისთვის ამგვარი კაბელით მისაერთებლად. TV Star-ის „სეტ ტოპ ბოქსებს“ მართალია HDMI კაბელის შესაერთებელი აქვს, თუმცა ეს კაბელი არ მოჰყვება და მისი შეძენა მომხმარებელს ცალკე მოუწევს” – წერია ანგარიშში. მათივე ცნობით შედარებით ძვირი – 60-ლარი ღირს მეორე მოდელი TV STAR DVB-T2 525, რომელსაც TV Scart-ის შეერთების შესაძლებლობაც აქვს, სამფერიანი (RCA) კაბელი არც მას უერთდება პირდაპირ, ამისთვის მომხმარებელს დამატებითი გადამყვანი დასჭირდება. გადამყვანის ფასი დაახლოებით ერთი ლარია.

TV Star-ის მიერ წარმოებული სეტ ტოპ ბოქსების დისტრიბუტორი საქართველოში კომპანია accdistribution-ია. მათ მიერ IDFI-სთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, შემოტანილი აქვთ ოთხი ტიპის რესივერი –

TV Star DVB-T2 517
TV Star DVB-T2 516
TV Star DVB-T2 525
TV Star DVB-T2 525+Dolby

 

 

 

სამ მოდელს გააჩნია ქართული მენიუ და ინსტრუქცია. კომპანიის მიერ IDFI-სთვის მიწოდებული მონაცემებით მასდღემდე ბაზარზე შემოტანილი აქვს 62 340 ცალი სეტ ტოპ ბოქსი. 17 ივნისამდე კი დამატებით 133 368 ცალის შემოტანას გეგმავს. საგარანტიო ვადა პროდუქტზე არის 12 თვე, სერვის ცენტრში მიღებიდან 24 საათში ნივთი იცვლება ან შეკეთდება.

საცალო ბაზარზე განთავსდება ასევე ქართულ – აზერბაიჯანული კომპანია „AG მიკროელექტრონიქსი“-ს მიერ საქართველოში დამზადებული სეთ-ტოპ-ბოქსები. კომპანიის მენეჯმენტის ინფორმაციით 23 ათასი ცალი რესივერს უახლოეს პერიოდში გამოუშვებენ საცალო ვაჭრობის ქსელში.

ყველაზე ძვირადღირებული Sven-ის ფირმის „სეტ ტოპ ბოქსებს“ (ხელმისაწვდომია „არაი თუმოროუს“ მაღაზიებში), რომლის ფასი 95 ლარია, მოჰყვება როგორც სამფერიანი (RCA) ასევე HDMI მისაერთებელი. თუმცა მაღაზიის წარმომადგენელთა განცხადებით, მარაგი ამ ეტაპზე ამოწურულია.

IDFI-ს ცნობით, 2 ივნისის მდგომარეობით, „სეტ ტოპ ბოქსები“ არ იყიდებოდა ტექნიკის ისეთ მსხვილ დისტრიბუტორებთან როგორიცაა „ტექნობუმი“, „სმაილი“, „ალტა“, „ოქეი“, „გალაქსი“.

 

 

ბათუმში მაღაზია „KTM ელექტრონიქსში“ არის შესაძლებელი „სეტ ტოპ ბოქსის“ ყიდვა. მისი ფასი 55 ლარია. ოზურგეთში სამ მაღაზიაში იყიდება აღნიშნული მოწყობილობა. მათი საერთო რაოდენობა დაახლოებით 150 ცალია. რესივერს არ მოჰყვება ტელევიზორთან მისაერთებელი კაბელები. TV Star-ის მიერ წარმოებული „სეტ ტოპ ბოქსები“ იყიდება გურჯაანშიც. მისი შეძენა „ელიტ ელექტრონიქსისა“ და „ბეკოს“ მაღაზიებში არის შესაძლებელი.

როგორც IDFI-ს ადგილობრივებმა აცნობეს, „სეტ ტოპ ბოქსები“ არსად იყიდება ფოთში, ზესტაფონში, ჩხოროწყუში, ჭიათურასა და ახალციხეში. სხვა გეოგრაფიულ წერტილებში ჩვენი ორგანიზაციის მიერ მონიტორინგი არ განხორციელებულა.

ნებისმიერი ტიპის „სეტ ტოპ ბოქსის“ შეძენისას აუცილებელია მომხმარებელმა მოითხოვოს:

– „სეტ ტოპ ბოქსის“ შემოწმება ადგილზე – მოწყობილობა უნდა იჭერდეს ქართულ არხებს და უნდა ჰქონდეს მეტრულ და დეციმეტრულ დიაპაზონებში სიგნალის მიღების შესაძლებლობა;
– დამატებითი კაბელების მიერთება და მისი შემოწმება – „სეტ ტოპ ბოქსს“ არჩევისას მომხმარებელი უნდა დარწმუნდეს, რომ სწორად შეარჩია ის კაბელი, რაც მის ტელევიზორს „სეტ ტოპ ბოქსთან“ დააკავშირებს. ასეთი სულ სამი ტიპის კაბელია – RCA (სამფერიანი, მოძველებული ტელევიზორებისთვის), HDMI (თანამედროვე ტელევიზორებისთვის) და Scart გადამყვანი. ადგილზევე უნდა მოხდეს გადამყვანი მოწყობილობების შეძენა და გატესტვა.

დეტალური ინფორმაციისთვის მომხმარებელი უნდა დაუკავშირდეს ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს ცხელ ხაზზე – 1480.

 

 

 

 

 

 

ანგარიშის სრულად სანახავად, გადადით ბმულზე.

 

დასაქმების სააგენტოს პროგრამებს ეკომიგრანტები გაეცნენ


შეხვედრას ესწრებოდნენ ხულოს გამგეობის წარმომადგენლებიც. შეხვედრის მიზანი ეკომიგრანტების პროგრამაში ჩართვა იყო. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, გადამზადბის შედეგად ეკომიგრანტები ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს დაეუფლებიან, რაც მათი დასაქმების შანსს კიდევ უფრო გაზრდის.


მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარები სამთვიანი სასწავლო პროგრამით შემდეგ სპეციალობებში გადამზადდებიან: მზარეული, კონდიტერი, სარესტორნო საქმისმწარმოებელი, სასტუმრო საქმისმწარმოებელი, შემდუღებელი, ამწის ოპერატორი და მძიმე ტექნიკის ოპერატორი. სწავლის განმავლობაში მაღალმთიანი აჭარის მაცხოვრებლები სასწავლებლის საერთო საცხოვრებლით ისარგებლებენ, ხოლო, ბათუმში და ხელვაჩაურში მცხოვრები პროგრამის მოსარგებლე ბენეფიციარებისათვის უზრუნველყოფილი იქნება ტრანსპორტი.

საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია ბათუმში

 

 

ამ დღისთვის ბათუმში ევროპაში მოღვაწე ქართველი ექიმების ჯგუფიც ჩამოვა, რომლებიც კონფერენციაზე მედიცინის კონკრეტულ დარგებში მსოფლიო მიღწევების შესახებ მოხსენებებით წარდგებიან.

 

2 დღის განმავლობაში, კონფერენციის ფარგლებში, 6 სამეცნიერო  სესია გაიმართება და ძირითადი  თემები ონკოლოგიას, პალიატიურ მზრუნველობას, ევთანაზიის ეთიკურ ასპექტებს, შაქრიანი დიაბეტის მართვას, მწვავე ინსულტების თანამედროვე მკურნალობას და ღვიძლის ტრანსპლანტაციას დაეთმობა. 

საუნივერსიტეტო საზოგადოება და არჩევნები

 

 

როგორც მოგეხსენებათ თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა 28 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით და ეს გახლდათ ტრადიციული პროცესი, რაც 2006 წლიდან მოსდევს უნივერსიტეტს, იმ პერიოდიდან როცა პირველად შეიქმნა თვითმმართველობის სისტემა, რომელიც თითქოსდა სტუდენტთა ინტერესების დაცვაზე იყო ორიენტირებული, რეალურად კი ის პოლიტიკურ ინტერესს ატარებდა და სტუდენტთა უკეთ გასაკონტროლებლად შეიქმნა იმ ფორმით რა ფორმითაც დღეს არსებობს.

 

ხშირად მესმის საუბრები იმის შესახებ, რომ არჩევნები სრულიად თავისუფლად და სამართლიანად ჩატარდა და მექმნება წარმოდგენა რომ ამ პოზიციის მქონე პიროვნებებმა ან არ იციან თუ რას ნიშნავს სამართლიანი არჩევნები ან კიდევ არსებულ მდგომარეობას ფუთავენ, მექმნება წარმოდგენა რომ ეს არჩევნები არა სტუდენტების არამედ ლექტორების არჩევნები იყო, გამომდინარე იქედან რომ თითქმის ყველა ფაკულტეტზე შეიმჩნეოდა ლექტორთა აქტიურობა არჩევნებთან დაკავშირებით, მაგალითან სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, სადაც ამ ბინძური პოლიტიკის მთავარი შემოქმედი გახლდათ ერთ-ერთი ლექტორი, ირაკლი მანველიძე, რომელიც პირადი ინტერესებიდან გამომდინარე ერეოდა სტუდენტთა გადაწყვეტილებაში და ამისათვის მარტივად იყენებდა დაშინების მეთოდს. მსგავსი ფაქტები შეიმჩნეოდა ტურიზმის ფაკულეტეტზე, სადაც ანალოგიურ პოლიტიკას ანხორციელებდა ყოფილი თვითმმართველობის თავმჯდომარე და აწ უკვე ლექტორად წოდებული ლაშა ბაჟუნაიშვილი, მსგავსი ფაქტები იყო ტექნოლოგიურსა და კიდევ სხვა ფაკულტეტებზე.. მსგავსი ფაქტები კი სამარცხვინო და საუნივერსიტეტო სივრცისათვის მიუღებელია, ვინაიდან ეს მეტყველებს საუნივერსიტეტო საზოგადოების დაბალ დონეზე, მითუმეტეს როდესაც ლექტორებს ეხება ეს საკითხი, ეს კიდევ უფრო სამარცხვინო და სავალალოა.

 

რაც შეეხება პოლიტიკურ გავლენას, როგორც უკვე აღვნიშნე ეს ინტერესი დიდი ხანია არსებობს და ბუნებრივია დღესაც მიმდინარეობს ბრძოლა უნივერსიტეტში გავლენის მოსაპოვებლად, უნივერსიტეტი დღითიდღე კარგავს დამოუკიდებლობას და დღითიდღე გადაწყვეტილების მიღების უფლებები გადადის გარე ძალების ხელში, რომლებიც უკვე ხშირი სტუმრები არიან საუნივერსიტეტო სივრცისა და მე მინდა ვუთხრა თითოეულ პიროვნებას რომელიც ხელს უწყობს ამ პროცესებს, რომ ეს არის უნივერსიტეტის ავტონომიურობის ხელყოფა და მსგავსი ქმედება მიუთითებს თქვენს უპრინციპობაზე.

და მაინც.. ყველაზე დიდი პრობლემა ისევ და ისევ საარჩევნო კულტურაა, რომელიც არ არსებობს საუნივერსიტეტო საზოგადოებაში, რაც იმაში გამოიხატება, რომ კანდიდატთა უმრავლესობას არ გააჩნდა იდეა, პროგრამა, რაზე დაყრდნობითაც უნდა მიეღო რეალურად გადაწყვეტილება ამომრჩეველს, თუმცა ეს ალბათ იმითაც არის განპირობებული, რომ უმრავლესობას არც კი აინტერესებს მსგავსი იდეა თუ პროგრამა, რადგან მათი გადაწყვეტილებები მკვეთრად სუბიექტურია. უფრო მეტიც, გასაოცარი სცენები იდგემებოდა არჩევნების დღეს, თავისუფლად იყო შესაძლებელი გეხილათ ძალით მოყვანილი ამომრჩეველი, რომელმაც არც კი იცოდა რომ არჩევნები იყო, ზოგიერთი ამომრჩეველი არცერთ ანდიდატს არ იცნობდა, ზოგი ლექტორის თხოვნით თუ დაშნებით მოდიოდა, ზოგმა ინფორმაცია დილით მიიღო მთავარ შემოსასვლელთან დარაზმული კანდიდატებისაგან, ასევე დროდადრო გაისმოდა სატელეფონო საუბრები დაპროგრამებული ტექსტებით, “თუკი კონკრეტულ კანდიდატს არ მიცემ ხმას ნიშანს არ გაღირსებს ლექტორი”. ამ გარემოებებში კი რთულია ისაუბრო თავისუფალ არჩევნებზე და დემოკრატიულ ღირებულებებზე.

 

მიუხედავად ყველაფრისა რაც ზემოთ ვახსენე, ყოველივე ეს რომ არაფრად ჩავთვალოთ, ის რაც დღეს მოხდა, კონკრეტულად კი ის რომ დღეს პრეზიდენტობის კანდიდატებს უნდა წარედგინათ თავიანთი პროგრამები ამომრჩევლების წინაშე, რაზეც სამწუხაროდ არ გამოცხადდა ერთ-ერთი კანდიდატი, ბექა მაკარაძე და თავისი სავარაუდო ამომრჩეველი, რაც ცხადყოფს რომ ყოველივე ეს არის ნაკარნახევი და თვითმმართველობის დიდი ნაწილი და თავად პრეზიდენტობის კანდიდატიც ირგებს მარიონეტის მდგომარეობას, ამ გარემოებებში კი ზედმეტია საარჩევნო კულტურის ხსენება.

 

ეს არის თვითმმართველობა რომელმაც თავისი ფუნქციონირების პირველივე კვირა დაიწყო უპასუხისმგებლობით, მითუმეტეს როცა უმრავლესობა არცკი ცდილობს დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღებას, აქ კი ბუნებრივია ჩნდება ეჭვი იმისა რომ თვითმმართველობა კიდევ მინიმუმ 2 წლის განმავლობაში იქნება გარე ძალებისა და ადმინისტრაციის დაკვეთების შემსრულებელი.

 

თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო რომ თვითმმართველობის რიგებში არიან სტუდენტები რომლეიბიც გამოირჩევიან ობიექტურობით და დარწმუნებული ვარ ისინი ყოველთვის იდგებიან სადარაჯოზე იმისათვის რომ თითმმართველობა არ გასცდეს იმ საზღვრებს რომლის იქითაც უკვე სხვისი ინტერესები ჩნდება.

 

ვიმედოვნებ ადრე თუ გვიან თითოეული წევრი გააცნობიერებს რეალურად იმ პასუხისმგებლობას რომელიც იკისრეს თვითმმართველობის წევრობით.

სტუდენტურმა თვითმმართველობამ თავმჯდომარედ ბექა მაკარაძე აირჩია


არჩევნებში ორი კანდიდატი – ბექა მაკარაძე და გიორგი ბაგრატიონი მონაწილეობდა. სტუდენტური თვითმმართველობის 94 წევრიდან არჩევანი 85-მა გააკეთა.


წინასწარი შედეგების მიხედვით, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თურქეთისმცოდნეობის საგანმანათლებლო პროგრამის II კურსის სტუდენტმა ბექა მაკარაძემ 64 ხმა დააგროვა, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მენეჯმენტის საგანმანათლებლო პროგრამის III კურსის სტუდენტმა გიორგი ბაგრატიონმა – 17  ხმა, 4 ბიულეტინი კი ბათილად იქნა ცნობილი.

მერია: 2016 წლისთვის ყველა მუნიციპალური ტრანსპორტი ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის

 

14 ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება. 1995 წელს სწორედ ამ დღეს იქნა მიღებული საქართველოს კანონი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის“ შესახებ. მისი აღნიშვნის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა, მათი შესაძლებლობების წარმოჩენა და საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპული წარმოდგენების დაძლევა.

 

მერიის ცნობით, შპს ,,ბათუმის ავტოტრანსპორტი“ უკვე მუშაობს ტექნიკურ დოკუმენტაციაზე და სავარაუდოდ, 2016 წლის პირველ კვარტალში ყველა მუნიციპალური ტრანსპორტი ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის

ანტიკური სამოსის გამოფენა ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში [ფოტო]

 

























 

აჭარის ფინანსთა სამინისტროს ცნობით ინვესტიციების მოცულობა 41,2% -ით გაიზარდა

 

“მინდა ავღნიშნო,რომ გასულ წელთან შედარებუთ წელს ენერგეტიკამ მესამე პოზიციიდან (7%) პირველზე გადმოინაცვლა. ეს ნიშნავს, რომ აღნიშნული სფერო ვითარდება, ყოველწლიურად ინვესტორები უფრო მეტად ინტერესდებიან ენერგეტიკაში თავიანთი კაპიტალის დაბანდებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია,რომ მაქსიმალურად ავითვისოთ თითოეულ სფეროში არსებული რესურსი, რათა შემდეგ ფინანსური სარგებელი მიიღოს აჭარის რეგიონმა” – ამბობს იონა წითელაძე.


მისივე ტქმით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ბიზნეს სექტორის მაჩვენებლების ახალი მონაცემები გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც 2014 წელს 2013 წელთან შედარებით, აჭარაში უმუშვრობის დონე 2,3% შემცირდა – ”ეს ბუნებრივია არ არის საკმარისი, თუმცა საკმაოდ მნიშვნელოვანი წინსვლაა. დასაქმება ჩვენი მთავარი პრიროტეტია და თითოეული ახალი ინვესტიცია, ახალი სამუშაო ადგილების გაჩენის წინაპირობაა. აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას ინვესტორებთან. ჩვენს მიერ უცხოეთში ორგანიზებულ ბიზნეს ფორუმებზე ინვესტორებს რეგიონის პოტენციალს ვაცნობთ. ბიზნესმენების მიერ რეგიონის გაცნობის ინტერესი საკმაოდ მზარდია და ჩვენ ველოდებით,რომ ეს ტემპი გაგრძელდება,უფრო ინტენსიური გახდება და კიდევ უფრო მასშტაბური პროექტები განხორიცელდება რეგიონში”- ამბობს ის.




აჭარაში 2012-2014 წლებში პრემიისა და სახელფასო დანამატის სახით 18 მილიონ ლარზე მეტი გაიცა

ორგანიზაციამ ინფორმაცია 59 მუნიციპალიტეტიდან და 12 თვითმმართველი ქალაქიდან, მათ შორის თბილისის რაიონებიდან, გამოითხოვა და აღმოჩნდა რომ 2012-2014 წლებში საქართველოს თვითმმართველობებში პრემიისა და სახელფასო დანამატის სახით 100 მილიონ ლარზე მეტი გაიცა – ”გამომდინარე იქედან, რომ ცალკეული მუნიციპალიტეტის საკრებულომ და გამგეობამ/მერიამ ჩვენ მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია საერთოდ არ მოგვაწოდა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გაცემული პრემიებისა და დანამატების რიცხვი აღემატება ზემოხსენებულ მაჩვენებელს” – წერია ანგარიშში.


 “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ბათუმის ოფისის კოორდინატორი მალხაზ ჭკადუა ამბობს, რომ 2012 წლიდან 2014 წლის ჩათვლით, მთლიანად აჭარის რეგიონში მცირდება გაცემული პრემიების და დანამატების რაოდენობა, მაგრამ თვალში საცემია ბათუმში ამ თანხების ზრდის მაჩვენებელი – ”კონკრეტულად ეს ზრდის მაჩვენებელი ჭარბობს ბათუმის მერიაში, 2013 წელთან შედარებით 2014 წლისთვის ეს მაჩვენებელი დაახლოებით 500 000 ლარით არის გაზრდილი. აღასსანიშნავია, რომ 2014 წელს ზოგადად სახელფასო ანაზღაურების ფონდი 2 მილიონით შემცირდა ბათუმში. საკრებულოში 200 000-ით ნაკლები თანხაა გაცემული. ასევე თვალშისაცემია ის ტენდენცია, რომ 2014 წლის დეკემბრიდან აგვისტოს ჩათვლით საკრებულოს თანამდებობის პირებს, მათ შორის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს და ფრაქციის კომისიის თავმჯდომარეს აქვთ აღებული ყოველთვიური პრემია, ხოლო დეკემბერში კი წინა თვეებში აღებული თითო პრემიის სამმაგი ოდენობა – 3 125 ლარი” – ამბობს ის.

 

მისივე თქმით ასეთივე მდგომარეობაა მერიის მაღალჩინოსნებთან :”კონკრეტულად საქმე ეხება ქალაქის მერს, ვიცე-მერს და ორ  მოადგილეს, მათ ჯამში აგვისტოდან დეკემბრის ჩათვლით პრემიისა და დანამატის სახით დაახლოებით 105 000 ლარი აიღეს, ვფიქრობთ, რომ ძალიან დიდი თანხაა და თუ გამოვიანგარიშებთ, ყოველთვიურად გამოვა თითოზე საშუალოდ 6000 ლარი” – ამბობს მალხაზ ჭკადუა. 

 

ანგარიშის მიხედვით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა ისიც, რომ პრემიების გაცემა ხდება მხოლოდ ერთი ბრძანებით – ”არანაირად არ გავქვს საშუალება ვიხილოთ ის არგუმენტაცია თუ, რა დამსახურებისთვის აძლევს ამა თუ იმ თანამშრომელს და თანამდებობის პირს, საკრებულოს თავმჯდომარე ან მერი პრემიას. ჩვენ ვითხოვთ, რომ პრემიის გაცემა იყოს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით გამყარებული და ეს არგუმენტაცია იყოს წარმოდგენილი რომ ჩვენც ავინახოთ ყველაფერი” – ამბობს “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ბათუმის ოფისის კოორდინატორი. 


აღსანიშნავია, რომ ავტონომიური რესპუბლიკაში წლიდან წლამდე პრემიებისა და დანამატების გაცემის მაჩვენებელი მცირდება: 2012 წელს გაიცა – 6,3 მილიონი ლარი, 2013 წელს – 5,9 მილიონი ლარი, 2014 წელს კი 5,9 მილიონი ლარი.

 

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად:

”არასრულყოფილი საკანონმდებლო რეგულაციების გამო, პრემიებისა და დანამატების გაცემის დამკვიდრებულმა მანკიერმა პრაქტიკამ სისტემური პრობლემის ხასიათი მიიღო. მიუხედავად მთავრობის არაერთი განცხადებისა, კვლავ გრძელდება პრემიებისა და დანამატების რეგულარულად გაცემის პრაქტიკა. ასევე, რიგ მუნიციპალიტეტებში ჯერ კიდევ არ არის შემუშავებული პრემირებისა და სახელფასო დანამატების გაცემის წესი. არის შემთხვევები, როდესაც წახალისების მიზნით, საჯარო მოხელეები თანხას კონკრეტული ძვირადღირებული საყოფაცხოვრებო ნივთის შესაძენად იღებენ;


მუნიციპალიტეტების ნაწილში პრემიები თითქმის ყოველთვიურად, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გაიცემა. ადმინისტრაციული ორგანო გამოსცემს მხოლოდ ერთ სამართლებრივ აქტს, სადაც დასაბუთებული არ არის საჯარო მოხელეთა ფინანსური წახალისების საფუძველი;


„საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის N449 დადგენილებით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს გაეწიათ რეკომენდაცია პრემიების ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის მიღების შესახებ, თუმცა დადგენილება ამ ეტაპისათვის 71 მუნიციპალიტეტიდან 43 მუნიციპალიტეტმა მიიღო;


მუნიციპალიტეტის აბსოლუტურ უმრავლესობაში, როგორც წესი, პრემია სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით გაიცემა, (ახალ წელს, მარიამობას, დედისა და ქალთა, ასევე დამოუკიდებლობის დღეს), თუმცა ბევრგან პრემია და დანამატი არასადღესასწაულო პერიოდშიც აქტიურად გაიცემა;


რამდენიმე მუნიციპალიტეტში თანამდებობის პირებს სახელფასო სარგოს ოდენობაზე მეტი პრემია აქვთ აღებული.

ტრეფიკინგში ბრალდებულის განაჩენი

 

ფერით ბ-ს ბრალი ედებოდა უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქეების კ. კ.-ს მიმართ ტრეფიკინგის და ზ. კ.-ს მიმართ ტრეფიკინგის და ძარცვის განხორციელებაში.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ფერით ბ. 2013 წლის აპრილიდან 2014 წლის სექტემბრამდე  უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქეების ზ. კ.-ს და კ. კ.-ს მიმართ ახორციელებდა სექსუალურ და შრომით ექსპლუატაციას. 

 

ბათუმის საქალაქო სასამართლომ   ბრალდებული ფერით ბ.  დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431-ე მუხლის პირველი ნაწილის, 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის კვალიფიკაციით წარდგენილ ბრალდებებში  და   8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  

მუსიკალური საღამო ’’ერთიანობა მრავალფეროვნებაშია’’

 

ღონისძიებაზე მუსიკალურ ნაწილში შემსრულებლები არიან: კახა აფხაზავა, მზიკო ფარტენაძე, გიორგი ბერიძე, ნიკო ბერიძე, Malibu & Nika, The wall და Strawberry Fields.

 

გარდა ამისა, საღამოზე მოეწყობა ფოტოგამოფენა, რომლის თემაც არის – არაადაპტირებული ბათუმი.

 

დისკუსია პატიმრობის ალტერნატიული სანქციების შესახებ

შეხვედრაზე  PRI-სა და ბათუმის პრობაციის ბიუროს წარმომადგენლებმა, სამხრეთ კავკასიაში, პატიმრობის ალტერნატიული სანქციების გამოყენების ხელშეწყობის შესახებ ისაუბრეს.

სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმის შესახებ, მოხსენება გააკეთა ბათუმის პრობაციის ბიუროს უფროსმა როინ თურმანიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომაზე, როგორც პატირმრობის ალტერნატიულ სასჯელზე თავიდანვე უარს მხოლოდ 3% ამბობს, ამის მიზეზად მან მსჯავრდებულთა მენტალიტეტი დაასახელა: ”იმის გამო, რომ იმ მომენტში დააღწიონ თავი პატიმრობას, თავიდან ისინი თანხმდებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის შესრულებათან დაკავშირებით, მაგრამ მოგვიანებით როცა უკვე ჩვენთან მოდიან აღარ უნდათ სამუშაოს შესრულება, ძირიტადად იმიტომ რომ ეთაკილებათ. მათ იციან, რომ სამუშაოს არ შესრულებაზე სასამართლო მათ ჯარიმას აკისრებს და ურცევნიათ ეს ჯარიმა გადაიხადონ” – ამბობს ის.

იმ შემთხვევაში, როცა მსჯავრებული არ ასრულებს დაკისრებულ სამუშაოს როინ თურმანიძის თქმით, პრობაციის ბიურო მიმართავს სასამართლოს, რომ ამ კონკრეტულ პირს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა, სხვა სახის სასჯელით შეუცვალოს.

ბათუმში ამჟამად 22 მსჯავრდებული ასრულებს საზოგადოებისთვის სასარგებლო სამსახურს. როინ თურმანიძის თქმით, ბათუმში ერთდოულად 30 პირობითი მსჯავრდებულის დასაქმებაა შესაძლებელი, თუმცა აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლოა სამუშაო ადგილები ხელვაჩაურში, ქობულეთსა და სხვა მუნიციპალიტეტებშიც გამოიძებნოს.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელმა, ლელა ბჟალავამ თქვა, რომ საზოგადოებისთვის სასარგებლო სამუშაოები ძირითადად ფიზიკურ სამუშაოსთან ასოცირდება, რასაც ზოგიერთი პატიმარი, რომელთაც აქვთ კარგი განათლება და გონებრივი რესურსი (მაგ. ზოგიერთი პოლიტ-პატიმარი) მძიმედ განიცდიან.

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ციხის საერთაშორისო რეფორმის“ წარმომადგენელმა მირანდა მერკვილაძემ აღნიშნა, რომ საქართველოში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად საზოგადოების 77%-ს ჰქონდა ინფორმაცია პატიმრობის ალტერნატიული სანქციების შესახებ, 13%-ს ჰქონდა ზოგადი წარმოდგენა. მათი უმრავლესობა ემხრობოდა ამ სანქციების გამოყენებას, თუმცა ძალიან მსუბუქ დანაშაულებზე – ”ძირითადად ნარკოტიკების მოხმარებასა და ქურდობაზე”.

ღონისძიების მეორე ნაწილი საჯარო დებატებს დაეთმობა, რომელზეც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესახებ ისაუბრებენ . დებატებზე მოხსენებას გააკეთებს ორგანიზაციის „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფებისათვის“ წარმომადგენელი. მასში მონაწილეობას მიიღებენ სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები.


ღონისძიებები ტარდება პროექტის „სისხლის სამართლის რეფორმების ხელშეწყობა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით“ ფარგლებში, რომელიც 2013 წლის ოქტომბრიდან, ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება.  პროექტის ძირითადი მიზანია გაიზარდოს საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ალტერნატიული ღონისძიებების და სასჯელების გამოყენება. 

იხილეთ პროექტის ფარგლებში მომზადებული ვიდეორგოლი: არის კი საპატიმრო სასჯელი ყოველთვის გამოსავალი?



პროკურორები ციფრებში

 

”ბათუმელების” ხელთ არსებული დოკუმენტის თანახმად, გასულ წელს ”პროკურატურიდან დაითხოვეს 76 მუშაკი”, მათ შორის 27 პროკურორი. მათგან პირადი განცხადების საფუძველზე სამსახურს თავი მიანება 21-მა თანამშრომელმა (მთავარი პროკურატურა – 5, აჭარის პროკურატურა – 2, ბათუმის რაიონული პროკურატურა – 3, თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურა – 2, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურა – 1, რუსთავის რაიონული პროკურატურა – 2, ბოლნისის რაიონული პროკურატურა – 1, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურა – 1, მცხეთის რაიონული პროკურატურა – 1, კახეთის საოლქო პროკურატურა – 1, სიღნაღის რაიონული პროკურატურა – 1, სენაკის რაიონული პროკურატურა – 1).

ამავე პერიოდში წახალისდა 196 პროკურორი. პროკურატურაში არ პასუხობენ კითხვას, თუ რა შესრულებული სამუშაოსთვის წაახალისეს ეს თანამშრომლები.

რაც შეეხება დასჯას – დისციპლინური სახდელი გამოიყენეს 14 პროკურორის მიმართ, კერძოდ, 2014 წელს საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების საფუძველზე გაათავისუფლეს სამი პროკურორი, ორ პროკურორს გამოუცხადეს საყვედური, ხოლო ცხრა პროკურორს – შენიშვნა. ასევე უცნობია, რატომ დასაჯეს ეს პროკურორები.

საქართველოს პროკურატურის ოცდათორმეტ მუშაკს მიეცა რეკომენდაცია საქმიანობის სრულყოფისა და პროკურატურის მუშაკისთვის დაკისრებული მოვალეობის განუხრელი დაცვის თაობაზე.
2014 წელს პროკურორთა მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ დაწყებულა.

 

რა რაოდენობის პრემია გაიცა პროკურორებზე? – ”ბათუმელების” ამ კითხვას 5-თვიანი ლოდინისა და ადმინისტრაციული საჩივრის შემდეგ საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილემ გიორგი გოგაძემ უპასუხა. ”ბათუმელებისთვის” გამოგზვანილ წერილში პროკურორის მოადგილე წერს, რომ რეგიონების მიხედვით თანამდებობის პირებზე გაცემული პრემიის ოდენობაა 412 885 ლარი.

 

საქართველოს პროკურატურის ორგანოებში დღეის მდგომარეობით დასაქმებულია 444 პროკურორი. აქედან, საქართველოს მთავარ პროკურატურაში – 133, აფხაზეთის პროკურატურში – 2, აჭარის პროკურატურში – 33, თბილისის პროკურატურაში – 106, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურაში – 28, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურაში – 28, კახეთის საოლქო პროკურატურაში – 24, სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში – 17, დასავლეთ საოლქო პროკურატურაში – 46, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში – 27.

ევროკავშირის ანგარიშში, რომელიც გასულ თვეს გამოქვეყნდა, წერია: ”მთავარი პროკურორის დანიშვნა და გათავისუფლება უნდა მოხდეს ღიად, პიროვნული ღირსებების გათვალისწინებით, ობიექტურად და გამჭვირვალედ, არასათანადო პოლიტიკური გავლენის გარეშე”.

საქართველოს პარლამენტში უკვე შესულია კანონპროექტი, რომლის თანახმადაც მთავარ პროკურორს ანგარიშვალდებულება ეზრდება. ახალი კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში პროკურორს პარლამენტი დაამტკიცებს.

ქედის საკრებულოს გადწყვეტილება აუქციონში მონაწილეობასა და მწვანე ნარგავების მოვლასთან დაკავშირებით

 

ქედის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა | 11 ივნისი 2015

 

13 ხმით მიიღო  საკრებულომ დადგენილების პროექტი, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა გამგეობას დაევალა.


საკითხს მხარი ოპოზიციურმა პარტიებმა არ დაუჭირეს, სხდომის მიმდინარეობისას განაცხადეს, რომ ვალდებულებები, რასაც დადგენილება ითვალისწინებს რეალურად ვერ შესრულდება.


„წარმოდგენილი დადგენილებით აუცილებელია ცალკე სამსახური შეიქმნას და პარკებისა თუ  მწვანე ნარგავების მოვლა მან განახორციელოს, ვფიქრობ უკეთესი იყო ამ ტიპის სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას განეხორციელებინა, როგორც დღემდე იყო“ – განაცხადა საკრებულოს წევრმა ნაციონალური მოძრაობის პარტიიდან ვაჟა ბოლქვაძემ.


დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხს კი, დამსწრე 18 წევრიდან ყველამ მხარი დაუჭირა და საჯარო აუქციონში მონაწილეობის ფასი 50 ლარით განისაზღვრა.


„ნებისმიერი ტიპის საჯარო აუქციონში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს ვინც 50 ლარს გადაიხდის, რაც შეეხება პარკებისა და მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობას, ამის ვალდებულება დღემდე არცერთ სამსახურს არ ჰქონდა, გარემოს დაცვის სამინისტროსგან მივიღეთ რეკომენდაცია, რომ დადგენილება მიგვეღო“ – თქვა საკრებულოს თავმჯდომარემ  ამირან ცინცაძემ.

 

 



მოსწავლე, სკოლა და მშობლის პასუხისმგებლობა

 

სკოლა
სკოლა

ლელა ბორჩხაძე პირველი საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელია. მისი აზრით, პირველი მიზეზი, რის გამოც მშობლები სასკოლო ცხოვრებაში აქტიურად ჩართვას ვერ ახერხებენ, სოციალური ფონია. „მშობლები, ძირითადად, ოჯახის მატერიალურად უზრუნველყოფაზე არიან გადართული და განათლების მხარე ნაკლებად აინტერესებთ. „არ მისწავლია, მაგრამ რაღაცას ხომ მივაღწიე“, – ხშირად მსმენია მშობლებისგან. მშობელიც, თავის მხრივ ფიქრობს, რომ არ სჭირდება სკოლასთან დახარჯოს მეტი ენერგია, რადგან შვილს ისედაც მოამზადებს. აი ეს არის პრობლემა. მაგრამ თუკი მშობელს დავინახავთ სკოლაში, ამით მოსწავლესთან ურთიერთობას უფრო კარგად მოვაგვარებთ“.

 

პედაგოგის აზრით, რეპეტიტორთა გაძლიერებას ხშირად სტერეოტიპული დამოკიდებულებაც უწყობს ხელს: „პირადად მე მყავს კარგი მოსწავლე, მაგრამ რადგან ყველა ემზადებოდა კლასში, თვითონაც მოსთხოვა მშობლებს, რომ ცალკე მოემზადებინათ. არის მიბაძვის მომენტიც. ფაქტობრივად, მე-12 კლასელები მასობრივად ემზადებიან. ეს მოსწავლეები კლასში მხოლოდ მაშინ სხედან, როცა შემოწმებები მიმდინარეობს: „არა“ რომ არ დაეწეროთ, ამისთვის დადიან.“

 

ლელა ბორჩხაძის თქმით, არის შემთხვევები, როცა მშობელი პედაგოგთან შეხვედრაზე უარს მხოლოდ იმის გამო ამბობს, რომ ფიქრობს, პედაგოგი მას რეპეტიტორად აყვანას აიძულებს. „რადგან ითქვა, ალბათ იყო პრეცედენტიც“, – ამბობს ის.

 

პედაგოგის აზრით, კვირაში ან თვეში ერთხელ მშობლის სკოლაში გამოჩენა მნიშვნელოვანია. „განათლების სამინისტრო, სკოლა, ოჯახი _ უნდა მოვიფიქროთ მექანიზმი, რაც თანამშრომლობას გაზრდის. ეს მექანიზმები არ უნდა იყოს შიშზე დაფუძნებული“.

 

პედაგოგის თქმით, სკოლებში ჯეროვნად არ იყენებენ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ აბიტურის საათებს – ამ დროს აბიტურიენტები რეპეტიტორებთან სხედან.

 

მშობლისა და სკოლის ურთიერთობაში პრობლემას ხედავს მე-2 სკოლის პედაგოგი მზევინარ იმედაშვილიც. მისი აზრით, მშობლის აქტივობა და ინტერესი სასკოლო პროცესების მიმართ, ბავშვის ზრდასთან ერთად კლებულობს:

 

„განათლების მიმართ ინტერესი შენარჩუნებულია, თუმცა მშობელს ურჩევნია ინფორმაცია მიიღოს არა უშუალოდ პედაგოგისგან, არამედ დამრიგებლისგან. ადრე მეგონა, რომ მათ არ აინტერესებდათ სასკოლო საკითხები, თუმცა, ახლა ვხვდები, რომ მშობლების დიდი ნაწილი მართლაც დაკავებულია“.

 

პედაგოგი ამბობს, რომ მშობლები სკოლაში ხშირ შემთხვევაში მაშინ მიდიან, როცა კონფლიქტია ან ნიშნები არ აკმაყოფილებთ.
„ჩვენი სკოლა ცდილობს, რომ სკოლასა და ოჯახს შორის არსებული დისტანცია როგორმე შეამციროს. ორჯერ გავაკეთეთ მშობელთა კონფერენცია, სადაც ისეთი თემები განვიხილეთ, რაც მათ აინტერესებდათ. ბოლო კონფერენციაზე შვილებისა და მშობლების ურთიერთობებზე გვქონდა საუბარი. მშობლებს შევთავაზეთ სპეციალისტის დახმარებაც, თუკი სჭირდებოდათ შვილებთან უკეთ ურთიერთობისთვის“ –  გვეუბნება მზევინარ იმედაშვილი.

 

პედაგოგის თქმით, თუკი დააინტერესებ მშობელს, ისიც აქტიურდება: „აკაკის იუბილე გვქონდა, ყველა კლასს საკუთარი კუთხე უნდა მოეწყო. უნდა გენახათ, როგორ აქტიურობდნენ მშობლები, შვილებს ეხმარებოდნენ. სტიმულს თუ მისცემ, აქტიურდებიან~.
26-ე საჯარო სკოლის დირექტორი დონარი კაკაბაძე კი მიიჩნევს, რომ სკოლას მშობლის გააქტიურების ბერკეტი დღეს ნაკლებად აქვს.
„ორი მოსწავლე მყავს, მე-6 და მე-7 კლასელები. ბავშვები რადგან არ დადიოდნენ სკოლაში, ორივეს სტატუსი შევუჩერეთ. მთელი წელი ვცდილობთ მშობლებთან დაკავშირებას და ვერაფერს გავხდით. ბოლოს საკრებულო ჩავრიეთ და ერთის მშობელს ისე მივაწვდინეთ ხმა“, – ამბობს დონარი კაკაბაძე.

 

დირექტორის აზრით, მშობლების დიდი ნაწილი სამუშაოდ უცხო ქვეყანაშია წასული და სკოლისთვის არ სცალიათ.

 

კოლეგების აზრს 29-ე საჯარო სკოლის დირექტორი ნური ჯაფარიძეც იზიარებს. მისი გამოცდილებით, მშობლების უმეტესობა საკუთარი სურვილით სკოლაში თითქმის არასდროს მიდის: „თუ დაიბარებ, მაშინ მოვა.“


„რა თქმა უნდა, არიან აქტიური მშობლებიც და აინტერესებთ რა ნიშნებს იღებს შვილი, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუკი ბავშვი სწავლის გაგრძელებას აპირებს“ – დასძენს სკოლის დირექტორი. 

სკოლაში, სადაც 160 მოსწავლე სწავლობს, გაკვეთილების ხშირი გაცდენების გამო ორმა მე-12კლასელმა გამოცდები ექსტერნად ჩააბარა, ოთხ მოსწავლეს კი გამოცდები ჩასაბარებელი აქვს.

 

დირექტორი ამბობს, რომ თუკი მშობელს სკოლა უფრო მეტად აუხსნის განათლების მნიშვნელობას, მშობლის აქტიურობა სასკოლო ცხოვრებაში გაიზრდება.

 

საკონსტიტუციო სასამართლოს გამოუყენებელი რესურსი ბსუ-ში

 

„სხვა ფაკულტეტებთან შედარებით იურიდიულ ფაკულტეტზე უფრო კარგი სიტუაციაა, მაგრამ არის ერთი პრობლემა – სამოქალაქო სამართლის კუთხით არ გვაქვს მაგისტრატურა. სტუდენტები იძულებულები არიან სხვა უნივერსიტეტებში გადავიდნენ. ასევე ზოგიერთ ლექტორს უწევს რამდენიმე საგნის წაკითხვა იმის გამო, რომ პროფესორების რაოდენობა არ არის საკმარისი. რამდენიმე ლექტორი განსაკუთრებულადაა დატვირთული, რაც მის სამეცნიერო მუშაობაზეც ახდენს გავლენას. საჭიროა სასწავლო პროგრამა გადაიხედოს. ზოგი ისეთი საგანი ისწავლება ბალაკავრიატში, რომ დიდი პოპულარობით არ სარგებლობს სტუდენტებში – მიიჩნევენ, რომ დროის დაკარგვაა მისი სწავლა. არის საგნები, რომლებიც უნდა ისწავლებოდეს ბაკალავრიატზე, მაგრამ არ ისწავლება, მაგალითად, სამოსამართლო უნარ-ჩვევები ისწავლება მხოლოდ მაგისტრატურაზე, ბაკალავრიატს არ ეძლევა საშუალება. კარგი იქნება, თუ მოწვეული პროფესორების რიცხვი გაიზრდება“, – ამბობს რამინ მაჭარაშვილი, ბსუ-ს სამართლის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი. 

 

რამინი ერთადერთი არ არის, ვინც უნივერსიტეტში, სამართლის ფაკულტეტზე არსებულ სწავლის ხარისხზე საუბრობს. მაგისტრატურის კურსდამთავრებულებიც ამბობენ, რომ მაგისტრატურაში ბაკალავრიატის პროგრამის გამეორება უწევთ.

 

ბსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტს 25-წლიანი ისტორია აქვს. სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანი ადამ მახარაძე „ბათუმელებთან“ სწორედ ამ ფაქტორს უსვამს ხაზს და ამბობს, რომ „მოკლე ისტორიის მიუხედავად“ სასწავლო პროგრამამ განვითარება შეძლო.

 

„როდესაც ამ უნივერსიტეტში მე სამართალმცოდნეობის სწავლა დავიწყე, სულ ორი კაცი მასწავლიდა. იმათაც ცოტა დატვირთვა ჰქონდათ – სხვა საქმით იყვნენ დაკავებულები. დღეს ამ კუთხით საკმაოდ დიდი წინსვლაა“, – ამბობს ადამ მახარაძე და ამტკიცებს, რომ ბსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტზე, თუ სტუდენტს სურს, კარგ განათლებას მიიღებს. ამის საილუსტრაციოდ მას კურსდამთავრებულთა დასაქმების სტატისტიკა მოჰყავს:

 

„ჩვენი ფაკულტეტის დამთავრების შემდგომ სტუდენტთა დასაქმება მერყეობს 75-დან 85%-მდე. ეს საკმაოდ მაღალი პარამეტრია იმისათვის, რომ ვთქვათ აქედან გაშვებული კადრი ფლობს იმ უნარ-ჩვევებს, რომლის საფუძველზეც ის კონკურენტუნარიანია ბაზარზე. ვფიქრობთ, ჩვენთან განათლების ხარისხი საკმაოდ მაღალია“.

 

ადამ მახარაძე აკადემიური პერსონალის ნაკლებობაზე საუბრისას: „25 წელი არ არის საკმარისი იმისათვის, რომ კადრებით იყოს დახუნძლული. ამ პერიოდისათვის ფაკულტეტზე უკვე არის 14 პროფესორი. მათგან 11-ს ხარისხი აქვს დაცული და ეს უკვე საკმაოდ ბევრს მეტყველებს“.

 

კითხვაზე, რამდენი მოწვეული ლექტორი მუშაობს უნივერსიტეტში, ადამ მახარაძე პასუხობს, რომ მათი რიცხვი 15-დან 20-მდეა.

 

„ჩვენთან ლექციებს კითხულობენ როგორც თეორეტიკოსები, ასევე პრაქტიკოსი, გამოცდილი იურისტები. ვცდილობთ სასამართლოებიდანაც მოვიწვიოთ იურისტები. ასევე ჩვენთან თანამშრომლობენ სხვადასხვა მოსამართლეები, რომლებიც კითხულობენ ლექციებს. მოწვეული გვყავს თბილისიდან ოთხი პროფესორი მაგისტრატურაში. ისინი რეგულარულად ჩამოდიან. მგონი ჩვენი ფაკულტეტი ლექტორების დეფიციტს არ განიცდის. საკონსტიტუციო სასამართლოდან მუშაობდა ბაკურ ლილუაშვილი, რომელიც თბილისში გადავიდა. ამჟამად მუშაობს ზურაბ კვირკველია, რომელიც ასისტენტ-პროფესორია. მოლაპარაკებას ვაწარმოებთ მერაბ ტურავასთან. შესაძლებელია მან მაგისტრატურაში წაიკითხოს ახალი საგანი – სამოსამართლეო სამართალი“.

 

თავის მხრივ, მერაბ ტურავა ამბობს, რომ ჯერ არ იცის დათანხმდება თუ არა შეთავაზებას: „სხვა უნივერსიტეტში ვარ პროფესორი. სანამ გავხდებოდი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორი ვიყავი. როდესაც ამირჩიეს მოსამართლედ, ვფიქრობდი, რომ ამ უნივერსიტეტის ფილიალთან ბათუმში მქონოდა თანამშრომლობა. ამ შემთხვევაში ჩემთვის ძნელია იმის თქმა, დავთანხმდები თუ არა. მე ვიქნები თუ არა ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის პერსონალი, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ აეწყობა სასწავლო პროცესში ჩემი მონაწილეობის საკითხი, დრო რამდენად მექნება“.

 

მერაბ ტურავა რეგიონში საკონსტიტუციო სასამართლოს არსებობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს და ამბობს, რომ ბათუმი, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს მდებარეობის ადგილი, ასევე შესაძლებელია იყოს იურიდიული სამართლებრივი განათლების და განვითარების კარგი კერა:
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არის რეგიონში, ეს არის კარგი შესაძლებლობა იმისა, რომ უნივერსიტეტს, ახალგაზრდებს ჰქონდეთ ურთიერთობა ამ ინსტიტუციასთან. ეს კარგი საშუალებაა ბათუმი იყოს არამარტო საკონსტიტუციო სასამართლოს ადგილმდებარეობის ადგილი, არამედ ასევე ეს იყოს ცენტრი იმისთვის, რომ იურისტებმა მიიღონ კარგი განათლება, დამატებითი გამოცდილება სამართლის სფეროში“.

 

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე კოტე ვარძელაშვილი ასევე სასამართლოს როლზე საუბრობს საგანმანათლებლო პროცესში:

 

„საკონსტიტუციო სასამართლოს ბათუმში ყოფნა შესაძლებლობას აძლევს ბათუმის ბსუ-ს სტუდენტებს დაესწრონ სასამართლოში მიმდინარე პროცესებს და უკეთესად გაეცნონ საკონსტიტუციო სამართალწარმოებას. სასამართლოს გეოგრაფიული ადგილმდებარეობა პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს ბათუმელ სტუდენტებს სხვა უნივერსიტეტებთან შედარებით“.

 

კოტე ვარძელაშვილის თქმით, სასამართლოს თავმჯდომარე, ისევე როგორც სხვა მოსამართლეები, ხშირად ატარებენ საჯარო ლექციებს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში, მათ შორის ბათუმშიც:

 

„გარდა ამისა, სასამართლოს იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომლებს საათებიც აქვთ აღებული. სხვათა შორის, გასულ წელს სასამართლოს ოლიმპიადაში ბათუმის გუნდი სასამართლოს რჩეული გახდა და სასამართლომ მათ ანაზღაურებადი ექვსთვიანი სტაჟირება შესთავაზა. ასევე აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს და ბსუ-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმია გაფორმებული“.

არჩილ ხაბაძე ევროპის რეგიონულ ასამბლეას ესწრება

 

 

ევროპის რეგიონთა ასამბლეის კონგრესის სესიებზე განიხილება ასამბლეის წევრ რეგიონებში არსებული პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური საკითხები, მათ შორის სავალუტო კრიზისი და კლიმატის ცვლილება. შეხვედრაზე დამტკიცდება ევროპის რეგიონთა ასამბლეის პრიორიტეტები და სამოქმედო გეგმა.

 

„ევროპის რეგიონთა ასამბლეა წარმოადგენს რეგიონთაშორის თანამშრომლობის ფორუმს და ლობირებას უწევს რეგიონულ ინტერესებს ევროპულ დონეზე. მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია ევროპასთან დაახლოების გზაზე ჩვენ წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად. 

ასამბლეას ესწრება წევრი რეგიონების წარმომადგენლები, რაც შესაძლებლობას გვაძლევს გავიზიაროთ ევროპული გამოცდილება და დავამყაროთ ახალი კონტაქტები. ყოველ წელს გლობალური გამოწვევების შესაბამისად ერა ახალ პროგრამებს გვთავაზობს, შესაბამისად კარგი იქნება ამ პროგრამებში მონაწილეობა ჩვენი რეგიონის საკეთილდღეოდ“ – აღნიშნა არჩილ ხაბაძემ.

 

ასამბლეის საიუბილეო კონგრესს ესწრებიან ბელგიის სამეფო პრინცი ლავრენტი, ვესტრა-გეტალანდის რეგიონული საბჭოს პრეზიდენტი, ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის პრეზიდენტი, ევროპის რეგიონთა საკანონმდებლო ასამბლეის პრეზიდენტი და დელეგაციები წევრი რეგიონებიდან. 

 

 

ვიზიტის ფარგლებში არჩილ ხაბაძე და გია თავამაიშვილი ევროპის რეგიონთა ასამბლეის პრეზიდენტს ჰანდე იზსან ბოზათლის შეხვდებიან.

 

1985 წელს დაარსებული ევროპის რეგიონთა ასამბლეა (AER) უმსხვილესი დამოუკიდებელი რეგიონულ ხელისუფლებათა ქსელია ევროპაში, რომელშიც გაერთიანებულია 35 სახელმწიფოს 200-ზე მეტი რეგიონული ხელისუფლება და 15 რეგიონთაშორისი ორგანიზაცია.

12 ივნისს არჩილ ხაბაძე შეხვდება გოტებურგის მერს ქალბატონ ლენა მალმს, რომელზეც ბათუმსა და გოტებურგის ქალაქებს შორის სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრებენ.

ხვალ უნივერსიტეტში თვითმმართველობის თავმჯდომარეს აირჩევენ

 

 

როგორც დღევანდელი შეხვედრის ორგანიზატორი რიმა ცეცხლაძე ამბობს, ბექა მაკარაძეს გუშინ შეუთანხმდა, თუმცა ის დღეს სტუდენტებთან შეხვედრას არ დაესწრო. ორგანიზატორებს უთხრეს, მაკარაძე ქვეყნიდან გავიდა.

შეხვედრას დღეს ასევე უნდა დასწრებოდნენ თვითმმართველობის არჩეული წევრები [94 წევრი, რომლებმაც თავმჯდომარე უნდა აირჩიონ], შეხვედრაზე კი მხოლოდ  რამდენიმე დამოუკიდებელი კანდიდატი მივიდა. 

 

გიორგი ბაგრატიონი

ამირან კახიძეს – გილოცავთ მე-80 დაბადების დღეს

 

 

ბატონო ამირან, გილოცავთ თქვენი ცხოვრების ღირშესანიშნავ თარიღს, დაბადების მე-80 წლისთავს. სასახელო და მრავლისმეტყველია თქვენ მიერ განვლილი ცხოვრების გზა . ბუნებით თანდაყოლილ ნიჭიერებასთან ერთად, ეს არის თავდაუზოგავი შრომის, დაკისრებული საქმისადმი ერთგულების, ნამდვილი პროფესიონალიზმისა და შესაშურ ადამიანურ თვისებათა ნათელი მაგალითი. ამიტომაც სრულიად დამსახურებულია ის პატივისცემა და გულწრფელი სიყვარული, რომელსაც თქვენ იღებთ თქვენი კოლეგებისა და აღზრდილებისაგან. დღეგრძელობას და ჯანმრთელობას გისურვებთ. თქვენი ბიოგრაფიის კვლავ მრავალ სასახელო თარიღს შეხვედროდეთ თქვენეული უშრეტი ენერგიითა და ახალი მიღწევებით.

ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი

დისკუსია თემაზე – არასრულწლოვანთა ქორწინება

 

რეგისტრაცია მშობლების თანხმობის საფუძველზე მოეხდინათ:” გამომდინარე იქიდან, რომ ადრეულ ასაკში ქორწინების ინიციატორები ხშირად არასრულწლოვანთა მშობლები არიან და ზოგიერთ შემთხვევაში ქორწინება მათი იძულებითაც კი ხდება, ცვლილება შესაძლებლობას მოგვცემს ასეთი ტიპის შემთხვევების პრევენცია მოვახდინოთ და პატივსადები მიზეზის არსებობისას სასამართლომ იმსჯელოს არასრულწლოვან პირთა ქორწინების შესაძლებლობაზე”-წერია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

განცხადებაში ასევე წერია, რომ ამ ინიციატივით, საქართველოს სახალხო დამცველმა გაიზიარა ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის (CEDAW) კომიტეტის რეკომენდაცია, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს სწორედ ამგვარი ცვლილების განხორციელებისკენ მოუწოდებდებს.

საქართველოს სახალხო დამცველმა საკანონმდებლო წინადადებით საქართველოს პარლამენტს ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენციისათვის, 16–დან 18 წლამდე პირთა ქორწინებაზე თანხმობის წესის ცვლილების თაობაზე გასულ კვირას მიმართა.

დღევანდელი დისკუსიის ორგანზიატორი დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის წარმომადგენლები იყვნენ. დისკუსიის მონაწილეთა ერთ ნაწილს მიაჩნია რომ ეს კანონი არარეგისტრირებულ ქორწინების რაოდენობას გაზრდის, ნაწილი კი საკანონმდებლო ინიციატივას იწუნებს.

სალიბაურში მომხდარ ფაქტზე შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო

 

პოლიცია

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციის სალიბაურის საჯარო სკოლის მოსწავლეეები თავს კარგად გრძნობენ. ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრიდან მათ სავარაუდოდ დღეს საღამოს გაწერენ.

  

რაც შეეხება იმას თუ რამ გამოიწვია სკოლის ექვსი მოსწავლის ჯანმრთელობის ერთდროულად გაუარესება ამას უახლოეს მომავალში ლაბორატორიული კვლევა დაადგენს.

დღეს,  11 ივნისს,  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლაში  სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა დაახლოებით 10:00 საათზე გამოიძახეს. ადგილზე მისულ ექიმებს სკოლის  ექვსი მოსწავლე  შეუძლოდ დახვდათ.

რვიდან თორმეტ წლამდე ასაკის  ექვსი მოსწავლე მუცლის ჭვალის დიაგნოზით ბათუმის დედათა და ბავშვთა რეგიონულ ცენტრში გადაიყვანეს.

პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულის საქმე

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

 

პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ბრალდებულის საქმეში 4 ივნისს პროკურორ ადილარ წირღვავას სასამართლოში მოწმეები უნდა დაეკითხა, თუმცა სასამართლო პროცესზე არც მოწმეები მოსულან და არც თავად პროკურორი. წირღვავას ნაცვლად სასამართლო პროცესზე პროკურორი დავით კირჩხელი გამოცხადდა და სასამართლოს გადადება მოითხოვა იმ არგუმენტით, რომ საქმის მასალებს არ იცნობს.

 

“ზედამხედველი პროკურორი ქალაქიდან გავიდა, ქობულეთში სასტუმროს დაწვასთან დაკავშირებით”, – უთხრა მოსამართლეს დავით კირჩხელმა.

“ამ პროცესის ხშირად გადადება იწვევს საქმის გაჭიანურებას, ადვოკატი და ბრალდებული თბილისიდან დადიან, იხარჯება ადამიანური რესურსი, თქვენ, ბატონო პროკურორო გაფრთხილებთ, შემდეგ პროცესზე თუ არ იქნებიან მოწმეები და ბრალდების მხარე, თქვენს მტკიცებულებებს ჩავთვლი გამოქვეყნებულად. ეს გინდ შენიშვნად მიიღეთ, გინდ გაფრთხილებად, მომდევნო პროცესზე გადავალ დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოქვეყნების ეტაპზე”,- უთხრა მოსამართლემ პროკურორ კირჩხელს.
“დაჯარიმებაც შეიძლება”, – დაამატა ადვოკატმა მამუკა ნოზაძემ, რომელსაც მიაჩნია, რომ ბრალდების მხარე შეგნებულად აჭიანურებს საქმის დასრულებას. ბრალდებული პატიმრობიდან გირაოს საფუძველზეა გათავისუფლებული.


როგორც ადვოკატმა მამუკა ნოზაძემ “ბათუმელებს” უთხრა, ბრალდებული უდანაშაულოა:

“მე, როგორც მისი უფლებების დამცველს, არ მინდა საპროცესო შეთანხმება, თუმცა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ეს მიაჩნია მართებულად, ის მუშაობს, არჩენს ოჯახს, ოთხი წლის შვილს და მეუღლეს, ამიტომ ურჩევნია საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ აღიაროს ის ბრალდება, რაც არ ჩაუდენია. პროკურატურა საპროცესო შეთანხმების პირობებში ექვსთვიან პატიმრობას ითხოვს”.

 

მამუკა ნოზაძის ინფორმაციით, საქმის მასალებით თავდასხმა არ დასტურდება: “გვაქვს მტკიცებულებები, რომელიც გამორიცხავს ბრალდებულის თავდასხმის ფაქტს იმიტომ, რომ კანონმდებლობა განსაზღვრავს რა არის თავდასხმა. პოლიციელები ამბობენ, რომ მათ შორიდან დაინახეს, დანა რომ ჰქონდა ბრალდებულს. თავდასხმა არის სიცოცხლისთვის სახიფათო ქმედება, საშიშროებას უნდა წარმოადგენდეს ადამიანისთვის, ამ კონკრეტული ინციდენტის დროს კი არავინ დაშავებულა. ბრალდებული რომ საშიში არაა საზოგადოებისთვის, ეს მოსამართლემ აღკვეთი ღონისძიების შეფარდების დროსაც შეაფასა”.

 

ბრალდებული არის სოციალურად დაუცველი. მომდევნო სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ მტკიცებულებები უნდა გამოაქვეყნოს, მოწმეები დაკითხოს, დაცვის მხარეს მოუსმინოს და ამით დასრულდება ამ საქმის განხილვა, მოსამართლემ მხარეებს ურჩია დაილაპარაკონ საპროცესო შეთანხმებაზე. მხარეები საპროცესო შეთანხმებაზე შეთანხმებულები ჯერ არ არიან.

სალიბაურის სკოლის მოსწავლეები თავს კარგად გრძნობენ

 

რაც შეეხება იმას თუ რამ გამოიწვია სკოლის ექვსი მოსწავლის ჯანმრთელობის ერთდროულად გაუარესება ამას უახლოეს მომავალში ლაბორატორიული კვლევა დაადგენს.

დღეს,  11 ივნისს,  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლაში  სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა დაახლოებით 10:00 საათზე გამოიძახეს. ადგილზე მისულ ექიმებს სკოლის  ექვსი მოსწავლე  შეუძლოდ დახვდათ.

რვიდან თორმეტ წლამდე ასაკის  ექვსი მოსწავლე მუცლის ჭვალის დიაგნოზით ბათუმის დედათა და ბავშვთა რეგიონულ ცენტრში გადაიყვანეს.

ვულოცავთ პატარა ელენას

 

უკვე ერთი წელია ყველა დღე შენთან ერთად ფერადი და ხალისიანია, ამიტომ, გვინდა დიდი სიყვარულით მოგილოცოთ შენი პირველი იუბილე. გისურვებთ ლაღ და ბედნიერ ბავშვობას, წარმატებულ მომავალს და დიდხანს სიცოცხლეს.


დიდი სიყვარულით – ბებო ირმა დიდმანიძე, ლევან ბაბუ, მარიამ და ლელა ხაბაზები


საზოგადოება ბათომი ხოფის ბაზრობაზე ხანძრით დაზარალებულს დაეხმარა

 

„გადავწყვიტეთ,ერთ ადამიანს დავხმარებოდით, ვინც ამას ყველაზე მეტად საჭიროებდა. მარინე ჩეჩელაშვილს, რომელსაც მე-6 რიგში აქვს ხაჭაპურის საცხობი, დამწვარი ტექნიკის სანაცვლოდ გადავეცით მაცივარი და ელექტროჩაიდანი, სულ 938 ლარის ღირებულების“ – წერს ჯგუფში „ბათომის” ერთ-ერთი დამფუძნებელი შოთა გუჯაბიძე. 


ხანძარი ხოფის ბაზრობაზე 2014 წლის 7 დეკემბერს გაჩნდა. ცეცხლი ფეიერვერკების მაღაზიას გაუჩნდა და სხვა მაღაზიებზე გადავიდა. ხანძრის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, მათგან ორი ბაზრობაზე დაიწვა, ერთი კი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა ხანძრის დროს მიღებული დაზიანებების შედეგად.  


ხანძრის შედეგად დაზარალებული პირების დასახმარებლად ინიციატივა მხოლოდ ჯგუფ „ბათომს“ ჰქონდა.  

 

 

 

ქობულეთი-ჭახათი-ცხემლვანას გზის შეკეთებაზე მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯება

 

ჩასატარებელი სამუშაოების საერთო ღირებულება, ტენდერის მიხედვით, 1 მილიონ 152 ათას ლარს შეადგენს. სამუშაოები 2015 წლის აგვისტოში უნდა დასრულდეს.  

სამუშაოებს აწარმოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „კომპანია ბლექ სი გროუპი“. აჭარის მთავრობის ვებგვერდის ცნობით, დასაქმებულია 15 ადამიანი, მათ შორის 8 ადგილობრივი. 

ბათუმში ახალი უნივერსიტეტი გაიხსნა

 

უნივერსიტეტის მშენებლობა 2013 წელს დაიწყო. ამ დროისათვის დასაქმებულია 100-მდე ადამიანი. სულ კლინიკისა და უნივერსიტეტის მშენებლობაზე დაიხარჯა 45 მილიონი აშშ დოლარი. „ბაუ“-ს სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ მონაწილეობა გაცვლით პროგრამებში Bau Global-ის ქსელში არსებულ უნივერსიტეტებში.


უნივერსიტეტს გააჩნია კლინიკური ბაზა – ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი, რომელიც მდებარეობს უნივერსიტეტის შენობაში, სადაც სტუდენტებს შეეძლებათ პრაქტიკული მეცადიონეობების გავლა. სამედიცინო ფაკულტეტი პირველ ეტაპზე გათვლილია 50 სტუდენტზე.


———————————————–


ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ:  როგორ იმუშავებს საუნივერსიტეტო კლინიკა და ახალი უნივერსიტეტი ბათუმში

 

სალიბაურის სკოლიდან ექვსი ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, რვიდან თორმეტ წლამდე ასაკის  ექვსი მოსწავლე მუცლის ჭვალის დიაგნოზით ბათუმის დედათა და ბავშვთა რეგიონულ ცენტრში გადაიყვანეს.

ამ დროისათვის ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მათ უტარდებათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება.

კლინიკაში იმყოფება აჭარის აჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილი.

ამ წუთებში სალიბაურის N2 საჯარო სკოლაში ვითარების ადგილზე გაცნობის მიზნით იმყოფებიან აჭარის ჯანდაცვის მინიტრის პირველი მოადგილე ლევან გორგილაძე და აჭარის  განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე სულიკო თებიძე, ინფექციონისტი და აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები.

სპეციალისტები ამბობენ, რომ სხვა ბავშვებს რაიმე დაავადების დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები არ აღენიშნებათ.

დამატებით ინფორმაციას „ბათუმელები“ მოგვიანებით გამოაქვეყნებს.

რა უნდა გავაკეთოთ საკვებით მოწამვლის დროს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, ზაფხულში რამდენჯერმე მატულობს საკვებისმიერი ინტოქსიკაციების, როგორც ერთეული, ისე ჯგუფური შემთხვევები – ეპიდაფეთქებები, რაც უმეტესად დაბინძურებული სასმელი წყლის მოხმარებას და კვების ობიექტებში არასწორად მომზადებულ-შენახული საკვების მიღებას უკავშირდება.

ექიმი-ტოქსიკოლოგი დავით მურვანიძე ამბობს, რომ საკვებისმიერ ინტოქსიკაციებს საწყის ეტაპზე შემდეგი სიმპტომები ახასიათებს: შემცივნება, ტემპერატურის მატება, გულის რევა, ღებინება, რასაც შემდეგ ერთვის დიარეა. ექიმის თქმით, საკვებით მოწამვლის კლინიკური გამოვლინება დიდებსა და პატარებში მსგავსია, თუმცა თუ დიდების შემთხვევაში პირველადი დახმარების აღმოჩენა მოწამლული ადამიანისთვის სახლშიც არის შესაძლებელი, ბავშვების შემთხვევაში უმჯობესია დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს.
“წლამდე ასაკის ბავშვები, სიმპტომების პირველივე გამოვლინებისას, იმავე წუთში უნდა გადაიყვანონ სტაციონარში, რადგან ასეთ დროს ექიმთან დაგვიანებულ მიმართვას შესაძლოა ძალიან ცუდი შედეგები მოჰყვეს”, – ამბობს დავით მურვანიძე. მისივე თქმით, სიმპტომები შესაძლოა ინფიცირებული პროდუქტის მიღებიდან რამდენიმე საათში ან რამდენიმე დღის შემდეგაც დაიწყოს და ინტოქსიკაციის სიმძიმიდან გამომდინარე 1-დან 10 დღემდე გაგრძელდეს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, ქვეყანაში რეგისტრირებულ შემთხვევათა უდიდესი წილი (60-65%) ბავშვებზე მოდის. ეს შეიძლება აიხსნას არა მარტო ამ ასაკში დაავადების მაღალი მიმღებლობით, არამედ მოზრდილი ასაკის ავადმყოფთა შორის ფართოდ გავრცელებული თვითმკურნალობის პრაქტიკით. ცენტრის ცნობით, დიარეული დაავადებების დროს თვითმკურნალობა ართულებს დიაგნოსტიკას და ხელს უწყობს ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული (გამძლე) შტამების შექმნას, რომელთა გავრცელება გარემოში სერიოზულ პრობლემებს უქმნის დიარეულ დაავადებათა მკურნალობასა და პაციენტთა გამოჯანმრთელებას.

დიარეით მიმდინარე დაავადებების შემთხვევაში, მკურნალობის მეთოდს ექიმი კლინიკური გამოვლინებების შესაბამისად არჩევს. “საკვებისმიერი მოწამვლისას პირველი ზომა კუჭის ამორეცხვაა, თუ მაღალი სიცხეა – ცხელების საწინააღმდეგო პრეპარატების მიცემა. თუ პაციენტს უგრძელდება ღებინება და არ შეუძლია მედიკამენტის პერორალურად მიღება (დალევა), მაშინ საჭირო ხდება გადასხმა”, – ამბობს ექიმი.

დავით მურვანიძის თქმით, ზაფხულობით საკვებისმიერი მოწამვლის შემთხვევების უმეტესობა ჰიგიენას, უფრო ზუსტად კი, მის არ დაცვას უკავშირდება: “ზაფხულის სეზონზე უმეტესად ეს უკავშირდება ხილის მიღებას, პირველ რიგში ხილი უნდა იყოს ძალიან კარგად, სუფთა წყლით გარეცხილი. გარდა ამისა, ზაფხულში ქუჩაში ხშირად შეხვდებით სხვადასხვა სახის მზა საკვებს, იქნება ეს მოხარშული სიმინდი თუ სხვა რამ. ჩვენ არ ვიცით როგორი დამუშავებულია ეს საკვები, რა პირობებშია მომზადებული, ამას ემატება ქუჩის მტვერი, ამიტომ ასეთი საკვების ყიდვას უნდა მოერიდოთ”- ამბობს ტოქსიკოლოგი.

რა საკვები უნდა მიიღოს ადამიანმა საკვებით მოწავლის დროს? ექიმი ტოქსიკოლოგი ნაირა არველაძე ამბობს, რომ პაციენტმა, რომელსაც საკვებისმიერი ინტოქსიკაციის დიაგნოზი დაესმება – აუცილებელია დაიცვას დიეტა, რომელშიც შედის მხოლოდ მოხარშული საკვები და რომელიც გამორიცხავს ნებისმიერ შემწვარ საკვებს. “არ შეიძლება ცხარე და მჟავე საკვები. მათ აუცილებლად უნდა მიიღონ ელექტროლიტები – სარეჰიდრაციო სითხეები, დაახლოებით 7-8 დღე. მოზრდილებისთვის სასურველია გაზგასული მინერალური წყლების მიღება”- ამბობს ტოქსიკოლოგი. მისივე თქმით, მოწამლულმა ადამიანმა დაახლოებით ერთი კვირის მანძილზე რაციონიდან უნდა ამოიღოს რძის პროდუქტები, ხილიდან კი რეკომენდირებულია მხოლოდ ვაშლი და ბანანი.

Exit mobile version