ფესტივალი ქობულეთში, წელს მეორედ ჩატარდა.

ბათუმელები
ფესტივალი ქობულეთში, წელს მეორედ ჩატარდა.

ტურნირი 3 აგვისტოს დაიწყო და 9 აგვისტოს დასრლდება. მისი საპრიზო ფონდი 10,000 დოლარია.


ქობულეთი | შიდა გზა სოფელ საჩინოში
პრეტენდენტ კომპანიას უნდა გააჩნდეს არანაკლებ ერთი ერთეული ექსკავატორი; არანაკლებ ორი ერთეული თვითმცლელი; არანაკლებ ოთხი ერთეული ბეტონ-მრეველი სხვადასხვა ტევადობისა; ბეტონის ქარხანა არანაკლებ 100 კვადრატული მეტრი წარმადობისა; გზების ბეტონით მოწყობის სამუშაოების გამოცდილება, არანაკლებ 500 000 ლარის ღირებულებისა, ხოლო წინადადების წარდგენასთან ერთად გააჩნდეს ყველა მათგანის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მუნიციპალიტეტის ძირითადი მოთხოვნებია სამუშაოები შეუფერხებლად და ხარისხიანად განხორციელდეს და ოთხ თვეში დასრულდეს.
მონაწილე ორგანიზაციის წინადადება და თანდართული დოკუმენტები პრეტენდენტმა კომპანიამ მხოლოდ ქართულ ენაზე უნდა წარადგინოს, ერთი დახურული კონვერტით 2015 წლის 10 აგვისტოდან 2015 წლის 13 აგვისტოს 15 საათამდე, მისამართზე: ქობულეთი, დ. აღმაშენებელის გამზირი №141.
წინადადებები გაიხსნება 2015 წლის 13 აგვისტოს 17 საათზე, მისამართზე: ქობულეთი, დ. აღმაშენებლის გამზირი №141.
კომპანიამ შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება თვითონ უნდა წარმოადგინოს. ქობულეთის მუნიციპალიტეტის განცხადებით შემსრულებელი ორგანიზაციის შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება იმ ორგანიზაციის წინადადებას, რომელშიც შესასრულებელი სამუშაოს შესრულება უფრო ნაკლები ღირებულებით იქნება განსაზღვრული. ერთნაირი ღირებულების შემთხვევაში კი უპირატესობა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მდგომარეობას და გამოცდილებას მიენიჭება.
კომისია წარმოდგენილ წინადადებებს შეაფასებს და შერჩეულ ორგანიზაციას გამოავლენს წინადადებების გახსნიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღის ვადაში და ხელშეკრულება გაფორმდება არაუგვიანეს 2015 წლის 14 აგვისტომდე.
ხანდაზმულთა ცენტრში არსებული კერვის, ქსოვისა და ქარგვის ჯგუფების წევრები თავიანთ შექმნილ ნაწარმს შესთავაზებენ დამთვალიერებლებსა და მყიდველებს.
შემოსული თანხა გადაირიცხება 13 ივნისს ვერეს ხეობაში სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად.
გამოფენა-გაყიდვის პარალელურად წითელი ჯვრის მოხალისეები ჩაატარებენ ტრენინგს, თუ როგორ უნდა აღმოუჩინოთ დაზარალებულს პირველადი დახმარება საჭიროების დროს.

აგვისტოს თვეში ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაეწევა 19 მეომრის ოჯახს – თითოეულს 3000 ლარის ოდენობით.

საქართველოდან 35-კაციანი ჯგუფი უკვე ექვსი თვეა სასწავლო პროგრამით საბერძნეთში ვიმყოფებით და საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციას, ძირითადად, ინტერნეტის მეშვეობით ვიღებთ. თუმცა, საქართველოში აგვისტოში განვითარებული მოვლენების დროს, ქართული საიტებით სარგებლობა შეუძლებელი გახდა. ჩვენი ინფორმაციის წყარო, ძირითადად, უცხოური მედია იყო.
საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ უამრავი კითხვა გაჩნდა, რომელზეც, როგორც ჩანს, პასუხის გაცემას არავინ ჩქარობს, არადა, უმძიმესი შედეგი გვაქვს სახეზე. არავინ იცის, რატომ დავტოვეთ კოდორის ხეობა, რატომ დავტოვეთ ცხინვალის რეგიონი, გორი და მიმდებარე სოფლები, რატომ დავტოვეთ მოსახლეობა შეიარაღებული არმიის პირისპირ ბედის ამარა, რატომ დავუტოვეთ სამხედრო შეიარაღების თითქმის ნახევარი მოწინააღმდეგეს…
საუბედუროდ, ალბათ, ხელისუფლებამაც არ იცის რა მოხდა, ყოველ შემთხვევაში, აქედან ასე ჩანს.
ოთხმოცდაათიან წლებში ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში ომის წაგება ხელისუფლებამ ჯარისკაცებს გადააბრალა, აქაოდა, არადისციპლინირებული ჯარი გვყავდაო. დღესაც იგივე მეორდება. როგორც ჩანს, უნდათ ყველაფერი ჯარისკაცებს გადააბრალონ. არადა, როგორც მაშინ, ახლაც ჯარმა ყველაფერი გააკეთა, სარდლობისგან მიტოვებულმა თვითორგანიზებისა და სიცოცხლის ფასად ბოლომდე გმირულად იბრძოლა, სარდლობის დილეტანტიზმისა თუ ღალატის გამო კი შედეგი ისევ სავალალო გვაქვს და ისევ ეძებენ გზებს პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად. მიზეზები კი ბევრი აქვთ (სამწუხაროდ, აზრსმოკლებული).
ისიც კი ითქვა, ოთხმოცი ათასი რუსის ჯარისკაცი გვებრძოდაო ცხინვალში. ამის სიტყვების ავტორს ჯარი, ალბათ, მხოლოდ აღლუმზე ჰყავს ნანახი და ეტყობა, იმავე ფორმით ეგონა ცხინვალშიც განლაგებული. სხვაგვარად ამდენი ჯარისკაცი ტექნიკის ჩათვლით, როგორ დაეტეოდა იმ ფართობზე, გაუგებარია.
ზოგიერთი პოლიტიკოსის განცხადებით, რუსეთმა მისი ნამდვილი სახე გამოაჩინა. როდის ჰქონდა რუსეთს სხვა სახე, არ ვიცი. ვისაც ეგონა, რომ რუსეთს სხვა სახეც აქვს, ეტყობა ჩვენი უახლოესი წარსულის შესახებ არ სმენია ან რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა ისტორიაზე წარმოდგენა არ აქვს.
ცალკე ყურადღების ღირსია განცხადება იმის შესახებ, რისთვისაც გამოიყვანეს ჯარი კონფლიქტური რეგიონებიდან – თბილისის დაცვა გვინდოდაო. ალბათ, ამ განცხადების ავტორსაც არ უფიქრია განცხადების შინაარსზე, თორემ ნამდვილად მიხვდებოდა, რომ თბილისთან იმ ჯართან მოგვიწევდა ბრძოლა, რომელსაც ჯავის ვიწრო ხეობიდან ან რიკოთიდან შემოვუშვებდით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი თბილისთან ვერ გაჩნდებოდნენ, რადგან ტელეპორტაცია მხოლოდ ფილმებშია შესაძლებელი.
როგორც ჩანს, ხელისუფლებამ სათანადოდ ვერ შეაფასა საფრთხე და არანაირი გეგმა არ არსებობდა მის თავიდან ასაცილებლად, სპონტანური გადაწყვეტილებების მიღებამ და ზოგიერთი უმაღლესი თანამდებობის პირთა არაკომპეტენტურობამ სწორედ ამ შედეგებამდე მიგვიყვანა.
როგორც აქედან ჩანს, კონფლიქტის შემდგომ ხელისუფლება თვითგადარჩენითაა დაკავებული, საპარლამენტო ოპოზიცია ხელისუფლებასთან დიალოგისა და თანამშრომლობის ილუზიის შექმნას ცდილობს, არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილს ხელისუფლებაში მოსვლის შანსი გაუჩნდა (მათივე აზრით) და ქვეყნის ხსნას რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაში ხედავს, ნაწილი კი (ყოფილი ხელისუფალიც) უხვად არიგებს ანტიქართულ ინტერვიუებს უცხოურ მედიაში და ამ გზით აპირებს რეიტინგის ამაღლებას.
ბევრი რამ იწერება საქართველოს შესახებ, ზოგი რამ ადეკვატური, ზოგი – არაადეკვატური, ჩვენ კი, სამწუხაროდ, დღემდე ვრჩებით ილიას ,,ბედნიერ ერად’’.

იმას, თუ რატომ არ დაწესდა მედიის შეზღუდვა, ორგვარი ახსნა შეიძლება ჰქონდეს. პირველი – მედიასაშუალებები თავად იცავდნენ საომარი მდგომარეობისთვის შესაფერის წესებს და მეორე – მედია იმდენად კონტროლდება ხელისუფლების მიერ, რომ საომარი მდგომარეობის პროპაგანდის წარმართვისთვის დამატებით რაიმე ფორმალური შეზღუდვა აღარ ესაჭიროებოდა. თუმცა, პირველი ვარიანტის გამორიცხვაც შეიძლება, რადგან საცეცხლე ობიექტების კოორდინატების სატელევიზიო კორექტივებით განმეორებით იბომბებოდა ქართული სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა: საავიაციო ქარხნის აეროდრომი, ვაზიანის სამხედრო ბაზა, ფოთის პორტი და ა.შ.
ანუ, მას შემდეგ, რაც რუსეთის თვითმფრინავები საცეცხლე ობიექტებს დაუზიანებლად ტოვებდნენ, ტელევიზიები მაშინვე სიამაყით აცხადებდნენ, რომ ზიანი არ იყო და რუსეთის თავდასხმები მიზანს ვერ აღწევდა. ამით პროპაგანდის მანქანა მაყურებელს აჯერებდა, რომ რუსული არმია არც ისე ძლიერი იყო. მაგრამ, ამის შემდეგ თვითმფრინავები უკან ბრუნდებოდნენ და ტელევიზიებისთვის საამაყო აღარაფერი რჩებოდა. ცხადია, ტელეკომპანიებისთვის `კოორდინატების დაზუსტება~ პირდაპირ განზრახვას არ წარმოადგენდა, ეს უბრალოდ, პროპაგანდის ნაკლოვანი მხარე იყო.
ცხადია, რომ ასეთი პროპაგანდის გეგმა ომის დაწყებიდან ხუთ წუთში არ ცხვება.
წარმოუდგენელი იყო, რომ ხელისუფლება, რომელიც მისი არსებობის განმავლობაში არ ენდობოდა მედიას, საომარი მდგომარეობის დროს არ ეცდებოდა კანონიერად შეეზღუდა ინფორმაციის მოპოვებისა და გავრცელების პირობები, თუ მას სრულად არ აკონტროლებდა. საინფორმაციო პოლიტიკის უკან იგრძნობოდა მყარი გარანტიები, რომ ქართული მედია სამხედრო პროპაგანდის პირობებს განუხრელად დაიცავდა.
ომის დაწყებისთანავე გაითიშა რუსული ვებ-გვერდები, რომელიც პროპაგანდის სულისკვეთებას არ შეესატყვისებოდა, მით უმეტეს, თუ ინფორმაციის წყარო ავტორიტეტული იყო და ა. შ.
რუსული პროპაგანდა
ზუსტად იგივე შეიძლება ითქვას რუსული მედიის მიერ განხორციელებულ პროპაგანდაზეც.
ვინ დაიწყო ომი
8 აგვისტოს შემდეგ ქართული მხარე ომის დაწყებას რუსულ მხარეს აბრალებდა, რუსული – ქართულს.
ახალ წელს ცხინვალში შეხვედრაზე გაკეთებული ცნობილი განცხადებით, ქართულმა მხარემ აშკარად პირველმა წამოიწყო საომარი რიტორიკა. 2004 წელს ქართულმა საჯარისო დანაყოფებმა ცხინვალზე იერიშიც მიიტანეს.
სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ არ წყდებოდა განცხადებები საომარი მზადყოფნის შესახებ და სამხედრო ბიუჯეტის ზრდა. თუნდაც ეს ფაქტები საკმარის არგუმენტებს სთავაზობდა რუსულ მხარეს ომის დაწყების ბრალდებისგან თავის დასაცავად, რომელიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აძლიერებდა სამხედრო პოტენციალს სამშვიდობოების (და არა მხოლოდ სამშვიდობოების) ფორმატში.
უფრო მეტიც, 8 აგვისტოს წინა პერიოდში ქართული საავადმყოფოები მოამარაგეს უფასო მედიკამენტებით და სისხლით.
სასწრაფო დახმარების ექიმები უფასოდ გაატარეს გადაუდებელი დახმარების კურსებზე, რაც მანამდე 135 ლარი ღირდა.
ომის დაწყებამდე არაერთი სამხედრო და პოლიტიკური პირი აკეთებდა ერთმნიშვნელოვან მინიშნებას, რომ ცხინვალის კონფლიქტს ქართული არმია მალე წერტილს დაუსვამდა. 8 აგვისტოს ომი დაიწყო. პირველადაც და მეორედაც ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი თავდაჯერებული იყო, რომ სამხედრო გზით ამ კონფლიქტის მოგვარებას შესძლებდა.
ბოლოს და ბოლოს, არ მგონია, რომ წმინდა სამხედრო ანალიზია საჭირო იმის დასადგენად, რამდენად შესაბამისი იყო ასეთი მასშტაბური სამხედრო მობილიზაცია, თუ იგი სეპარატისტული დაჯგუფებების თავდასხმების აღსაკვეთად იქნა განხორციელებული. და „კონსტიტუციური წესრიგის აღდგენაც“ ომის დაწყების შენიღბული ფორმა იყო, რაც ვერ ჩაჯდებოდა კონფლიქტის დარეგულირების მშვიდობიან ფორმატში.
კონფლიქტის ისტორია
ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში ცხინვალის ხელისუფლებასთან დაპირისპირება ეროვნულმა მოძრაობამ დაიწყო. ავტონომიის ხელმძღვანელობა კი კრემლთან პარტნიორობას ამჯობინებდა. კრემლმა საბჭოთა კავშირის რღვევის ფონზე მომეტებული ქართული ნაციონალიზმი ჯერ სამოქალაქო დაპირისპირების, შემდეგ კი კონფლიქტის გასაჩაღებლად გამოიყენა. სწორედ რუსული სამხედრო პოლკიდან დაიწყო ცხინვალელი მოქალაქეების შეიარაღება, რომლებიც სეპარატისტებად ჯერ კიდევ არ იყვნენ ჩამოყალიბებული.
რუსულ კულტუროლოგიურ და პოლიტიკურ გავლენაში მოქცეულ საბჭოეთის პერიფერიებს ვერ წარმოედგინათ ბოლშევიკური სოციალიზმის აღსასრული და კრემლს უფრო საიმედო პარტნიორად აღიქვამდნენ.
იმის მიუხედავად, რომ ეთნიკური ოსებისა და ქართველების დიდი ნაწილი რეგიონში შერეული ოჯახების სახით ცხოვრობდნენ, პოლიტიკური დაპირისპირება ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ქართული პრესა მრავლად ბეჭდავდა თეორიებს, რომ ოსები ცხინვალის ავტონომიის ტერიტორიაზე ავტოქთონური ერი არ იყო, რომ ისინი მხოლოდ ორიოდე ასეული წლის წინათ ჩამოსახლდნენ ჩრდილო ოსეთიდან და ა. შ. ოსები თავის მხრივ, სამხრეთ ოსეთის ავტონომიას საკუთარ სამშობლოდ მიიჩნევდნენ და ამის დამადასტურებელ დოკუმენტად ოსურ ენაში არსებულ სამხრეთულ დიალექტს ასახელებდნენ, რაც არ შეიძლებოდა დროის ასე მოკლე პერიოდში ჩამოყალიბებულიყო.
ქართულმა მხარემ ეთნიკური ოსების დისკრიმინაცია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაიწო. ჩემი თვალით მაქვს, ნანახი თეთრიწყაროს რაიონში ავტომატით დაცხრილული და დაცარიელებული ოსების სახლები, გაპარტახებული ნასახლარები საქართველოს სხვა კუთხეებში. ბაკურიანში მცხოვრები ოსები დღემდე ყვებიან შეიარაღებული ქართველების აგრესიაზე, თუ როგორ ყრიდნენ ავტობუსებში, სატვირთო მანქანების ძარებზე და ჩრდილო ოსეთში აძევებდნენ, მათ ქონებას კი ანიავებდნენ. ამ ადამიანებმა ოსურიც კი არ იცოდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა მითხრა, კონფლიქტამდე თავი ჩვეულებრივი ქართველი მეგონა, ისეთივე, როგორც კახელია ან მეგრელიო, მაგრამ სატვირთო მანქანის ძარაზე შეაგდეს და ვლადიკავკაზში მიაბრძანეს.
მოგვიანებით, ვლადიკავკაზში ვნახე როგორ ცხოვრობდა ქალაქის პარკში, კარუსელის ფიცრულში ერთი ოსური ოჯახი. უკიდურესი გაჭირვების მიუხედავად, ის ადამიანი ამბობდა, რომ აღარ უნდოდა იქ დაბრუნება, საიდანაც ასე დამამცირებლად გამოაძევეს. დისკრიმინაციის მოტივით, არაერთმა ეთნიკურმა ოსმა მოქალაქემ ითხოვა და მიიღო თავშესაფარი დასავლეთში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში.
ეთნიკური ოსებისთვის თავშესაფრის მინიჭება იმასაც ნიშნავდა, რომ გამსახურდიას პრეზიდენტობის ეს პერიოდი დასავლეთის სახელმწიფოების მხრიდან არ აღიქმებოდა დემოკრატიულად, იმის მიუხედავად, რომ იგი დემოკრატიულად იყო არჩეული ქართველი ხალხის მიერ. თანამედროვე დასავლეთის პოლიტიკურმა წრეებმა კი სააკაშვილის ხელისუფლების მთავარ ეპითეტად ფრაზა – „დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება“ აქციეს.
ოთხმოცდაათიანი წლების მეორე ნახევარში სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ლუდვიგ ჩიბიროვი არაერთხელ შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს და აშკარად გამოჩნდა ურთიერთობების გამოსწორების პერსპექტივები (სამწუხაროდ, საქართველომ ვერ შეუწყო ხელი ჩიბიროვის ხელისუფლების გახანგრძლივებას). ეკონომიკური თვალსაზრისით სრულიად მანკიერი ერგნეთის ბაზრობა საუკეთესო პოლიტიკურ იარაღად იქცა და ოსებსა და ქართველებს შორის ურთიერთობების დათბობა დაიწყო. ოსები იღებდნენ მატერიალურ შემოსავალს, ქართული ეკონომიკური სისტემა კი – გარკვეულ პრობლემებს. თუმცა, ამ ფონზე ეთნიკური უთანხმოებები ნელ-ნელა დავიწყებას ეძლეოდა.
სააკაშვილის ხელისუფლებამ პირველ რიგში ერგნეთის ბაზრობა დახურა, თუმცა, კონტრაბანდა გრძელდებოდა და მასში ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. საბოლოოდ, ოსებმა დაკარგეს შემოსავლები და საქართველო მათთვის საერთოდ უსარგებლო გახდა. ამასთან, სააკაშვილის ჰუმანიტარული აგრესია, ფქვილის ჩატანა, რკინიგზის აღდგენა და სამხედრო რიტორიკა ოსებს აიძულებდა თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესებაზე ეფიქრათ.
სააკაშვილის ხელისუფლებამ არ დასაჯა არც ერთი დამნაშავე, რომლებსაც ეთნიკური ოსების წინააღმდეგ დანაშაული ჰქონდათ ჩადენილი. უფრო მეტიც, ომის დაწყებიდან მეორე დღეს რუსეთის საელჩოსთან რუსულ აგრესიას ქართულ საზოგადოებასთან ერთად აპროტესტებდა ის ადამიანიც, რომელმაც 1991 წელს ცხინვალის შემოგარენში ქალებით და ბავშვებით სავსე ავტობუსი ააფეთქა, რაც კონფლიქტის გაღვივების საბაბი გახდა.
ერთადერთი მშვიდობიანი პროექტი, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებამ განახორციელა, სანაკოევის ადმინისტრაცია და `კოკოითი ფანდარასტი~ იყო, რომელიც ცხინვალის მმართველ პოლიტიკურ წრეებთან დაპირისპირებულ პირთა წრეს დაეფუძნა. თუმცა, ეს მშვიდობიანი აქციაც მხოლოდ დაპირისპირებას და მოწინააღმდეგე ოსური ნაწილის გამასხარავებას ისახავდა მიზნად. სხვათა შორის, არც სოფელ ქურთის აღმშენებლობა იყო აღქმული კონფლიქტის მოგვარების სიმბოლოდ ცხინვალის მოსახლეობის მხრიდან (სამწუხაროდ, ომის შემდეგ ყველაზე წარმატებული პროექტი `კოკოითი ფანდარასტ~, ყოველგვარი ირონიის გარეშე, სანაკოევის `ფანდარასტით~ დამთავრდა).
სააკაშვილის ხელისუფლება, რომელიც მოქალაქეებს ხოცავდა ქუჩებში, ახორციელებდა უკანონო დაპატიმრებებს, სისხლის სამართლის საქმეების ფაბრიკაციებს, ერეოდა მართლმსაჯულების სფეროში, ავიწროვებდა მედიას და, ფაქტობრივად, არ იცავდა ადამიანის უფლებებს, არანაირად მიმზიდველი არ აღმოჩნდა კონფლიქტური ზონის ოსი მოსახლეობისთვის.
საქართველოს ხელისუფლება მუდმივად მიანიშნებს იმაზე, რომ სეპარატისტები დამოუკიდებელ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ და რომ მათი თავისუფლების ხარისხი რუსეთზეა დამოკიდებული. რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია ეს შეზღუდულობის ხარისხიც, მაგრამ, აშკარაა, რომ ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის დიდი ნაწილი იბრძვის იარაღით ხელში და იბრძვის არა ქართველებთან ერთად, არამედ ქართველების წინააღმდეგ.
ვის სურდა ომის დაწყება
უკვე გამოვთქვით მოსაზრებები იმის შესახებ თუ ვინ დაიწყო ომი. თუმცა, რა თქმა უნდა, ის, ვინც ომი დაიწყო, შესაძლებელია არ იყოს ომის ინსპირატორი. ახლა შედეგების მიხედვით შეიძლება მსჯელობა იმის შესახებ, ვინ შეიძლება ყოფილიყო დაინტერესებული სამხედრო ესკალაციით, მაგრამ, მეორე მხრივ, შედეგებიც შეიძლება განსხვავებული იყოს კონფლიქტში ჩართული სუბიექტების შესაძლებლობებისგან.
რუსეთმა მოიგო ომი და მიიღო ის, რომ სეპარატისტული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი კიდევ უფრო მეტად დამოკიდებული გახდნენ რუსეთზე; კიდევ უფრო გაუარესდა კომუნიკაცია ქართველებსა და სეპარატისტულ რეგიონებს შორის; გაიზარდა რუსეთის გავლენა მთლიანად კავკასიაში; გაიზარდა გავლენა ამიერკავკასიის ენერგოდერეფნის პოტენციურ ინვესტიციებზე.
იმის მიუხედავად, რომ საომარი რიტორიკა საქართველოდან დაიწყო, რუსეთს არ უცდია პოლიტიკური მეთოდებით ამ გაუმართლებელი აღტკინების ჩახშობა. პირიქით, რუსეთმა ხელი შეუწყო კონფლიქტის ესკალაციას, მას ამ კონფლიქტიდან კონკრეტული სარგებლის მიღება შეეძლო.
ევროკავშირი ყოველთვის მოუწოდებდა საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგებისკენ, მაგრამ არ იყო სათანადოდ კატეგორიული, როცა საქართველოს სამხედრო სამზადისი თავდაცვის მოთხოვნებს აშკარად აჭარბებდა. შესაძლებელია, ევროკავშირის მოზომილი დამოკიდებულება დემოკრატიულად არჩეული საქართველოს ხელისუფლებისადმი საომარი მოქმედებების ინსპირაციას აღვივებდა ქართულ პოლიტიკურ ელიტაში, მაგრამ, სწორედ ამ ომის წყალობით, ევროკავშირმა შემოდგომის პირზე მიიღო პოლიტიკური ფრონტის საწინააღმდეგო ხაზზე მყოფი გაბრაზებული ენერგომიმწოდებელი.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ამ ომით მიიღო ვალდებულება ევროკავშირისგან, რომ იგი უფრო ერთგული პარტნიორი უნდა იყოს საერთაშორისო თანამშრომლობის ფორმატში რუსეთის წინააღმდეგ. თუმცა, მიიღო გალაწუნებაც რეგიონში საკუთარი ინტერესების (შესაძლოა არასწორი ან არასაკმარისი) ინვესტირების გამოც;
შესაძლბელია მიიღო ამერიკელი ხალხის ნებართვაც რეგიონში სამხედრო კომპონენტის გამოყენებაზე.
საქართველომ წააგო ომი, დაკარგა (როგორც ხელისუფლება აცხადებდა) რეგიონის საუკეთესო არმია და მიიღო ჰუმანიტარული დახმარება, თუმცა, თუ წარმოსახვით რეალობაში ომში გამარჯვებულ საქართველოს პრეზიდენტს შევაფასებთ, ის იქნებოდა გმირი 7 ნოემბრის მოვლენების მიუხედავად, ხელისუფლებისადმი ნდობის ხარისხის აშკარა გაუარესების მიუხედავად, ასევე, საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებისადმი საზოგადოების სრული უნდობლობის მიუხედავად. საქართველოს პრეზიდენტისადმი ნდობის აღსადგენად საქართველოში ტერიტორიული საკითხის მოგვარება ერთადერთი პანაცეა იყო.
ყბადაღებული წარმატება
ომის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სხვა წარმატებულ კომპონენტებთან ერთად, მნიშვნელოვანი იყო კონფლიქტის ინტერნაციონალიზაცია. უცნაურია, რომ წარმატებაზე საქართველოს მხარის გარდა არავინ ლაპარაკობს. სააკაშვილი ამაყობს იმით, რომ მოხდა კონფლიქტის ინტერნაციონალიზაცია. არის ეს იმის გარანტია, რომ აფხაზები და ოსები მოინდომებენ საქართველოს შემადგენლობაში შემოსვლას და რუსი სამხედროების გასვლას?!
11 აგვისტოს, როცა რუსული ტანკები დედაქალაქისკენ დაიძრნენ, მთავრობა განიხილავდა საკითხს, როგორ ეჩვენებინათ, რომ მთავრობა წარმატებულად მუშაობდა.
იმის მიუხედავად, იყო თუ არა ეს ომი რუსეთის პროვოცირებული, ხელისუფლებამ იგი ვერ აიცილა და აქტიური საომარი მოქმედებები წამოიწყო. რამდენიმე საათში ომში რუსეთის რეგულარული არმიის ნაწილები ჩაერთო და საბრძოლო სურათი ისე მომენტალურად შეცვალა, გაუგებარი დარჩა, რას ეფუძნებოდა საქართველოს ხელისუფლების რამდენიმეწლიანი გაუთავებელი ხმაური ქართული არმიის წარმატებული აღმშენებლობის შესახებ.
რუსულმა არმიამ საქართველოდან წარმატებით გაზიდა საქართველოს მოქალაქეების გადასახადებით შეძენილი სამხედრო აღჭურვილობა. იმ ბიუჯეტით შეძენილი, რომელიც წლების განმავლობაში სოციალურ მოთხოვნებს იგნორირებდა და უდიდეს ნაწილს საქართველოს სამხედრო წარმატებაში აბანდებდა.
ომის პერიოდში იყო ეპიზოდები, როცა ხელისუფლება წარმატებებზე ვეღარ მოგვითხრობდა, მაგრამ წარუმატებლობებს მაინც არ ავლენდა: ხელისუფლება და საპროპაგანდო მანქანა არ ამბობდა, რომ ქართული შენაერთები დიდ დანაკარგებს განიცდიდნენ, ამბობდნენ, რომ ისინი სამხრეთისკენ გადაჯგუფდნენ, რომ ათიათასობით მოქალაქე ტოვებდა საცხოვრებელს; უფრო მეტიც, დევნილები იკრიბებოდნენ მერიასთან, პარლამენტის შენობასთან, ისინი დახმარებას ითხოვდნენ, თუმცა, ხელისუფლება ამ ადამიანებს არ იმჩნევდა. ხელისუფლება არ ასახელებდა მსხვერპლის რაოდენობასაც. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კი პრესისთვის წარმატებული განცხადებების შემდეგ მთავრობის კულუარებში ჟურნალისტებთან ჩურჩულებდა, რომ საქართველოს ბრძოლისუნარიანობა საგრძნობლად იყო შერყეული.
ომის დღეებში დასავლეთი ცდილობდა დახმარებოდა საქართველოს, როგორც აგრესიის მსხვერპლს და საქართველოს პრეზიდენტი ამ დახმარებასაც საკუთარ წარმატებად მიიჩნევდა. დასავლეთის ძალისხმევა – შეეჩერებინათ რუსეთის აგრესია, ქართულმა პროპაგანდამ საქართველოს მთავრობის დამსახურებად გაასაღა.
ფაქტი იყო, რომ…
საქართველოს სამხედრო წარმატებას რუსეთი არ დაუშვებდა ერთი მთავარი მიზეზით – ოსეთში საქართველოს სამხედრო წარმატებას ჯაჭვურად მოჰყვებოდა გაყინული კონფლიქტების გააქტიურება ყარაბაღში, აფხაზეთში და მათი წარმატებით დასრულების შემთხვევაში რუსეთის გავლენა შემცირდებოდა;
კონფლიქტში რუსული რეგულარული ჯარების ჩართვამ და საომარი მოქმედებების კონფლიქტის ზონის გარეთ გატანამ გადაფარა `დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების~ მილიტარისტული აქტივობები და კრიტიკული შეფასებები მის მიმართ აღარ გაჟღერებულა (განსაკუთრებით ქართული ტელეკომპანიებით).
დასავლეთმა არასათანადოდ შეაფასა სააკაშვილის დასავლური თამაშები. მისთვის საკმარისი აღმოჩნდა ის, რომ საქართველოს პრეზიდენტმა თავი გამოაცხადა ნატოს და დასავლური დემოკრატიის მოკავშირედ და სათანადოდ არ აფასებდა, რომ სააკაშვილის ხელისუფლება ავტორიტარულ რეჟიმს აშენებდა. დასავლეთმა გადაწყვიტა, რომ დემოკრატიის ის დოზა, რაც სააკაშვილის დროს საქართველოში დარჩა, საკმარისი უნდა ყოფილიყო ქართველი ხალხისთვის.
და ბოლოს
სამხედრო აგრესიის შემდეგ, რუსეთის ხელისუფლებისგან გაიჟღერა, რომ მათ სააკაშვილის ხელისუფლების გადაყენება სურდათ. ეს მოწოდება მიუღებელი აღმოჩნდა როგორც დასავლელი პოლიტიკური წრეებისთვის, ასევე ქართული ოპოზიციისთვის.
რუსეთის მხარემ კი, რომელმაც სააკაშვილის გადაყენება მოითხოვა, მშვენივრად ისარგებლა სააკაშვილის მიერ გაყვანილი გზით კოდორის ხეობაში და კოდორის ხეობა აფხაზეთს შეუერთა. ასევე, ისარგებლა ქართული პოზიციებიდან ცხინვალის მიმართულებით გახსნილი ცეცხლით და ომში ჩაერთო, საიდანაც მიიღო მინიმუმ ის, რაზეც ზევით ვისაუბრეთ.
რატომ უნდა მოეთხოვათ რუსებს ყოველივე ამის შემდეგ სააკაშვილის გადაყენება და, თუ მაინც და მაინც ეს სურდათ, განა მათთვის ცხადი არ იქნებოდა, რომ მათი ლოზუნგები მოწინააღმდეგე მხარისთვის მიუღებელი იქნებოდა და ისევ სააკაშვილის ხელისუფლების გაძლიერებას შეუწყობდა ხელს…

როგორია ეს ახალი პირობები? ჩვენთვის, ყველასთვის არც ისე სასიკეთო პირობებში, ისე უნდა ვიმოქმედოთ, რომ ცოტათი მაინც წინ წავიწიოთ, ცხოვრების გაუმჯობესების გზაზე და არ გავნადგურდეთ საბოლოოდ და უიმედოდ? ახლა სწორედ ის დროა, როდესაც ეს ორი საკითხი არა მხოლოდ პრეზიდენტებისა და მთავრობების წინაშე დგას… რეგიონის ყველა მცხოვრებზე დღეს არსებობს მოთხოვნილება არა, როგორც ექიმზე, პედაგოგზე, მძღოლზე, გლეხზე, არამედ როგორც საზოგადოებაზე, რომელსაც მოუწევს ახალი რეალობის სხვადასხვა ასპექტის გააზრება. გააზრება არა პოლიტიკური განათლებისთვის, არამედ – გადარჩენისთვის. იმისთვის, რომ გაიგო – უნდა იცოდე.
ყოველი დაპირისპირებული საზოგადოება კავკასიის სხვადასხვა რეგიონში, ფიქრობს, რომ მას სრული ინფორმაცია გააჩნია, მაშინ როცა, სინამდვილეში მხოლოდ პატარა ნაწილი ფლობს. რამდენი რამ შეიძლება გაკეთდეს, თუ ეს ნაწილები გაერთიანდება და მთლიანი სურათის დანახვას შევძლებთ. იქნებ ბოლოს და ბოლოს მოვახერხოთ განხეთქილების გადალახვა და დავინახოთ, რომ მარტო ვერც ერთი ქვეყანა და ტერიტორია ვერაფერს გადაწყვეტს; შემდეგ კი, თავი დავაღწიოთ შიდა და გარე კონფლიქტებს – და, უბრალოდ, დავიწყოთ ცხოვრება. ვინმემ პირველმა უნდა დაიწყოს იმის გაგება, რომ დახურულ საზღვრებს მიღმა ისევე ფიქრობენ, როგორც ჩვენ. ამ თვალსაზრისით, როგორც წესი, პირველები, ძირითადად, ისინი არიან, ვინც მიეკუთვნებიან „სამოქალაქო საზოგადოებას“- უფლებათადამცველები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ჟურნალისტები.
იანვრის ბოლოს, ბრიუსელში ბრიტანული საერთაშორისო ორგანიზაციის International Alert დახმარებით, ერთმანეთს შეხვდა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დიდი ჯგუფი – ქართველები, აფხაზები, ოსები, აზეირბაიჯანელები, სომხები. ომის შემდგომ ეს იყო ერთ-ერთი პირველი შეხვედრა; ურთიერთობა იყო რთული, ამიტომაც ის მიმდინარეობდა დახურულ ფორმატში. შესაბამისად, ამ სტატიაში არც ერთი მონაწილის სახელი არაა მოხსენებული. ერთმანეთის მოსმენამ და საერთო სურათის გააზრებამ, ხელი შეუწყო საერთო შეთანხმებას ორ მთავარ საკითხზე:
1. ომმა ვერ გადაწყვიტა ყველაზე მნიშვნელოვანი – მშვიდობა ვერ დამყარდა;
2. თუ თავად საზოგადოებები არ დაიწყებენ ერთმანეთის შეცნობას, მოსმენას და ერთმანეთის გრძნობებისა თუ აზრების გათვალისწინებას, კატასტროფა გარდაუვალია.
და აი, პირველი მცდელობა რას ფიქრობს კავკასიის სხვადასხვა კუთხეში საზოგადოება?: „ამ ომით სინამდვილეში ყველამ მოიგო. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მათ უკვე აღარ ეშინიათ, აქვთ დამოუკიდებლობა და არიან დაცულები. საქართველო მრავალი წლის შემდეგ ჭრილობები გაეხსნა; ტერიტორიული პრობლემის მოგვარება დიდი ხნით გადაიდო, მას ქვეყნის სხვა რეგიონების განვითარებაზე შეუძლია კონცენტრირება. რუსეთი – დაამტკიცა თავისი ძლიერება და მიიღო ახალი საშუალება ჩრდილოეთ კავკასიაში გაბატონებისთვის. სომხეთი ომის გვერდითი მოვლენების შედეგად, აქტიურად დაიწყო სომხეთ-თურქული ურთიერთობის განვითარება, და გარკვეული დროით გაიყინა ყარაბაღის პრობლემები. აზეირბაჯანი შემცირდა მზარდი მუქარა ყარაბაღში ახალი ომის თაობაზე, რადგან ,,ცხელი თავები’’ შეგრილდა; დაინახეს არაღიარებული ტერიტორიების საკითხი როგორ წყდება და ასევე დაინახეს, ყოველივე ამით რა საფრთხე შეიძლება შეექმნას ნავთობსადენებს. აშშ დაინახა, როგორი ფეთქებადი მდგომარეობაა სამხრეთ კავკასიაში და თავს შეიკავებს ირანში სიტუაციის ესკალაციისაგან“.
„ამ ომით ყველამ წააგოგარდა რუსეთისა. საქართველომ დაკარგა ტერიტორიები და დამცირებულია. აფხაზეთმა და ოსეთმა დაკარგეს ძალიან მნიშვნელოვანი – ხელისუფლებისა და საზოგადოების დამოუკიდებლობა, რაც მათ გააჩნდათ, სანამ არ აღმოჩნდნენ რუსეთის ძალაუფლების ქვეშ, მათი დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ. მთელ რეგიონში, რომელმაც გააცნობიერა საკუთარი დაუცველობა და უსუსურობა, შიშისა და იმედგაცრუების ფონზე, რამაც მოიცვა სამოქალაქო საზოგადოება და მთლიანად საზოგადოება, სწრაფად ყვავის დიქტატურა. მხოლოდ რუსეთმა გააძლიერა თავისი დიქტატორული და იმპერიალისტური შესაძლებლობები“.
„აფხაზეთში ესმით, რომ არ არის მიღწეული სტაბილური მშვიდობა და მომავალიც გაურკვეველია. ოღონდაც, ილუზიაა, როცა ამბობენ – აი, აფხაზეთი დაინახავს რუსეთის რეალურ თამაშს და უკან, საქართველოსთან მოუნდება. ეს რეალური სიტუაციისა და აფხაზეთის განწყობის უცოდინრობაა. გარდა ამისა, თბილისში უნდა ესმოდეთ, რომ ნებისმიერი აგრესიული ქმედება საქართველოდან, აფხაზეთში რუსეთის პოზიციას აძლიერებს, და არა პირიქით“.
„თბილისშიცა და ცხინვალშიც არასამთავრობო ორგანიზაციები აღმოჩნდნენ დამოკიდებულნი. ომის დროს, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, რეალურად – Human Rights Watch და რუსეთის უფლებადამცველებმა იმუშავეს. ისინი ყოველთვის ეპიცენტრში იმყოფებოდნენ და სახელისუფლებო თუ პატრიოტული პოზიციებისგან დამოუკიდებელ შეფასებებს აკეთებდნენ. ბევრი ქართველის სიცოცხლე გორისა და ახალგორის რაიონში სწორედ მათ გადაარჩინეს, რამდენადაც პირადად აჩერებდნენ ოს ბოევიკებს“.
„ომმა იმის დემონსტრირება მოახდინა, სად უფრო მწიფეა სამოქალაქო საზოგადოება და მთავრობა. აფხაზეთის მთავრობა არ წამოეგო პროვოკაციას, მოწოდებას არც მაშინ, როცა იყო კოდორის მოვლენები და იქ ქართული ძალები შევიდნენ და არც აგვისტოს მოვლენების დროს. აფხაზეთი, არც ისეთი მარიონეტია რუსეთის, როგორც ამბობენ. ომის დაწყებისთანავე რამდენიმე აფხაზური არასამთავრობო ორგანიზაცია ყველაფერს აკონტროლებდა გალის რაიონში, რათა მოვლენების საშიში განვითარების შემთხვევაში ჩარეულიყვნენ და მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი აერიდებინათ“.
„ჩვენ, კავკასიის მცხოვრებლებს, ძალიან ცოტა ინფორმაცია გვაქვს ერთმანეთის შესახებ. ჯერჯერობით, არარეალურია Euronews -ის მსგავსი დამოუკიდებელი კავკასიური არხის შექმნა. მაგრამ შეიძლება, მაგალითად, მოველაპარაკოთ RTVI -ს, რომელიც ყველა ხელისუფლებისგან დამოუკიდებელია და რომელსაც უყურებს მთელი კავკასია, და ყოველდღიურად კავკასიის ახალი ამბების ერთსაათიანი საინფორმაციო გამოშვება მოვამზადოთ“.
„რუსეთი დღეს კავკასიაში არსებულ ყველა ქვეყნისა და ტერიტორიისთვის მთავარი ფაქტორია. კავკასიას შეუძლია გამარჯვება თუ გაერთიანდება – არა რუსეთის წინააღმდეგ, არამედ რუსეთის საკითხის გარშემო“. „საერთაშორისო კვლევები აჩვენებს, რომ ყველაზე ხშირად კონფლიქტები გვარდება მშვიდობიანი გზით და არა ომით. ჩვენ კი, ვინც მტრობაში ვართ ჩაფლული, გვეჩვენება, რომ კონფლიქტებს მხოლოდ ომით აგვარებენ“.
უნდა ავაღორძინოთ რეალური თანამშრომლობა ადამიანებისა, კავკასიის რესურსის მეშვეობით. ამ ტიპის კავშირებში რაც შეიძლება ბევრი ადამიანი უნდა ჩაერთოს. მხოლოდ ასე მოვახერხებთ რაღაცის გაგებას, სწავლას. როგორც შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ თქვა, არსებობს ასეთი პრინციპი: „იტყვი და მე ვერ დავიმახსოვრებ, მაჩვენებ და მე რაღაცას დავიმახსოვრებ, ჩამრთავ და მე ყველაფერს დავიმახსოვრებ“.

მეუღლე ოსი მყავდა. როდესაც ჩემი ბიჭი წლინახევრისა იყო, მეუღლეს გავცილდი. ბიჭი ახლა თბილისშია. ტყვედ არ ჩავარდნილა. რვაში ძალით გამოვაგდე, არ მოდიოდა.
ქართულ-ოსურმა კონფლიქტმა ჩემი ორი ძმა შეიწირა. ერთი 23 წლის იყო, მეორე – 28-ის. ისინი 1993 წელს ცხინვალში დაიჭირეს, მას შემდეგ თვალით არავის გვინახავს.
ჩვენი ცხოვრება, ამ თვრამეტი წლის განმავლობაში, ძალიან ტრაგიკულია.
ორივე ჩვენი ბატონია, გინდ ამერიკა, გინდ _ რუსეთი. რომელიც მთლიანობას შეგვინარჩუნებდა, ისევ ის მერჩივნა, რუსეთი.
ძალიან აწამებენ ხალხს. მე მოვკვდები, ერთი პატარა რგოლი ვარ. დაე, ჩემი შვილიც მოკვდეს, ოღონდ ქვეყანას ეშველოს, მაგრამ აღარაფრის მჯერა.
ეგეთი მაგარი ხეობა ორ საათში დავკარგეთ, თან ოფიციალურად არც კი გამოგვიცხადეს, ვინც გაიგო ყურმოკვრით, წამოვიდა. ჩვენ გამგებელ დათაშვილს რუსების შემოსვლამდე თავისი ცოლი წამოუყვანია და წამოსულა. ხალხი რჩებოდა, იმათი დარდი არავის ჰქონდა. თუ ქალაქის მერმა ან სხვა მმართველმა არ შეგატყობინა, რომ უნდა დაცალოთ სამყოფელი, არ წამოხვალ. მეგონა ხალხი ჭორს იყო აყოლილი.
აყვანა
გამწვავება 2008 წლის 5 აგვისტოდან დაიწყო, ჩვენი სოფლის (თამარაშენი) ინტენსიურად დაბომბვა კი _ 7 აგვისტოდან. 10 აგვისტოს რუსის ჯარი შემოვიდა. ჯავის გზიდან შემოვიდნენ ხეობაში, ქართული სოფლების გამოვლით. რუსის ჯარს წინ მოსდევდნენ შეიარაღებული ჯარისკაცები, რომლებიც გზის გასწვრივ სახლებში შერბოდნენ, როგორც აგვიხსნეს იმ მიზნით, რომ შეიარაღებულ ქართველ ჯარისკაცებს ეძებდნენ.
ჩვენ ვიმალებოდით. მთელი სამი დღის განმავლობაში თამარაშენში მეზობლის, არსენ ხუცინაშვილის სახლის სარდაფში ვიმალებოდით. შვიდი ქალი ვიყავით. მამაკაცებმა და ბავშვებმა მოასწრეს გადმოსვლა, უძლურები კი დარჩნენ. ხეობა დაცლილი იყო.
დილით ბეტეერმა გამოიარა, რომელსაც ქართული დროშა ეკეთა। გვეგონა, რომ ქართველები იყვნენ. ოსები აღმოჩნდნენ ქართული დროშით, შეამოწმეს როგორი რეაგირება ექნებოდა იქ დარჩენილ ხალხს. ჩვენ, რა თქმა უნდა, გაგვეხარდა და ცუდს არც მოველოდით. ერთი-ორი საათის შემდეგ წამოვიდა რუსის ჯარი, საათნახევრის განმავლობაში 200 ტანკი დავთვალე, დანარჩენ ტექნიკას კი არ ვიცნობ. თითოეულზე აუარება ჯარისკაცი იჯდა. მეგონა სამშვიდობოები იყვნენ, ვიკითხე და მითხრეს – ჩვენ რუსეთის შეიარაღებული ძალა ვართ და გვინდა საქართველოში წესრიგი დავამყაროთო.
დაგვინახეს სადაც ვიყავით, მაღლა სახლის კარები შეამტვრიეს. შეგვეშინდა, სარდაფში არაფერი შემოეგდოთ და გარეთ გამოვედით. ბოდიში მოგვიხადეს, არ გვეგონა, სახლში თუ იყავითო და იქიდან რომ არავის ესროლა, ამიტომ დავათვალიერეთო.
ცოტა ქვემოთ ტანკი იდგა। იმ ტანკიდან გადმოსულებმა მეზობლის სახლიდან ჩანთები გამოიტანეს. ხალხს ჩანთებში ტანსაცმელი, თეთრეული და სხვა ნივთები ჰქონდა გამზადებული წამოსაღებად და ვერ მოასწრო.
იცოდნენ, რომ გვერდით ბინაში ვიყავით, მაგრამ ამას ხელი არ შეშლია და დაახლოებით ათი მეტრის მოშორებიდან ტანკებით სოფლის დაბომბვა დაიწყეს। რამდენიმე ჭურვმა ჩვენს სახლსაც გადაუარა, მაგრამ არ მოხვედრია. სოფელს ინტენსიურად ბომბავდნენ. ას მეტრს რომ გაივლიდნენ, გააჩერებდნენ, დაბომბავდნენ მთელ პერიმეტრზე, მერე ისევ გააგრძელებდნენ, მთელი სოფელი ასე ჩაიარეს. ეს ხდებოდა 9 აგვისტოს. დაბომბვის დროს ერთი-ორი სახლი დაიწვა, რომელშიც, ალბათ, გაზის ბალონი აფეთქდა.
ესენი რომ წამოვიდნენ, მერე ოსები გამოჩნდნენ, თეთრი ნაჭრები ეკეთათ ხელზე। გინებით შემოვარდნენ. ჩვენ ისევ სარდაფში ჩავედით, დავიმალეთ. ძალიან შეგვეშინდა. მათ დაგვინახეს, რომ სახლში შევცვივდით და მაღლა ავიდნენ გინებით, ყვირილით… იძულებული გავხდით, გარეთ გამოვსულიყავით. აფეთქების შეგვეშინდა, იძახდნენ – მე კარგად ვიცი ოსური – სახლს ავაფეთქებთო. გამოვედით და მიგვაყენეს კედელთან, გინებით, ლანძღვით. ერთს უნდოდა სროლა, მაგრამ მადლობა ღმერთს, კარგი ადამიანები ყველგან არიან. ოსის ბიჭმა აუკრა ხელი და მეორე კიდევ გვაწყნარებდა. ამ ოსის ბიჭს ეტყობა ეშინოდა დანარჩენების, ორი ძალიან აგრესიული იყო, ისინი სხვა მხარეს რომ წავიდოდნენ, გვაწყნარებდა, ნუ გეშინიათო.
მერე ერთმა ცხინვალის მილიციის მანქანა გამოიძახა, ჩაგვსხეს ამ მილიციის მანქანაში…
ჩემი ოჯახიდან პირველად მე წამიყვანეს. დღეს როგორც ვარ, ეგრე ვიყავი, სარდაფში ფეხზე შემცივდა, დახეული ჩუსტები მეცვა, საშუალება არ მომცეს სახლიდან რამე გამომეტანა.
წინ რუსების ტანკები მიდიოდნენ, ჩვენ ნელა მივყვებოდით უკან. ქუჩაში ნაცნობი შემხვდა. მისი ყურადღება მივიქციე. მომიახლოვდა, მე ახლა არაფრის შველა შემიძლიაო (ნაცნობი ოსი იყო, მაგრამ ახლა სახელიც კი არ მახსოვს) და მითხრა, რომ გირჩევნიათ ისევ ციხეში იყოთ, დღეს იქნება თუ ხვალ გაგცვლიან, ქართველებსაც ჩვენი ტყვეები ჰყავთ წაყვანილიო. ქუჩაში თუკი დარჩებით, შეიძლება მოგკლანო.
იზოლატორში
რვანი ჩაგვიყვანეს ცხინვალის იზოლატორში। იმავე საღამოს ოცდაოთხნი გავხდით – ხეობელები დაგვემატნენ. დაახლოებით ორ საათში დედაჩემიც მოიყვანეს. სამი დღის შემდეგ კი – მამაჩემი.
დედა ოსი მყავს, მაგრამ პირიქით, ციხეში მას უფრო მკაცრად ექცეოდნენ, ქართველებთან როგორ ცხოვრობ ოსიო.
12 დღე ვიყავით იზოლატორში। 12-საწოლიანი ოთახი იყო და ზოგჯერ ოცდახუთნიც კი ვიყავით. თავიდან იზოლატორის კარებს კეტავდნენ და სინათლეს აქრობდნენ. ერთ სკლეროზიან, სულით დაავადებულ ქალს ეშინოდა და კარებზე აბრახუნებდა. ამის გამო ჩამოგვეჭრებოდნენ ხოლმე ლანძღვა-გინებით. სამი დღის შემდეგ კარები საერთოდ აღარ იკეტებოდა; ეზოში იმდენი ხალხი იყო, რომ ფეხი არ ჩაიდგმებოდა. ზოგს დგომაც უჭირდა. ეზო, ალბათ, ათი კვადრატული მეტრი იქნებოდა. ერთი მამაკაცი გვყავდა ძალიან ხნიერი, ახლა თბილისშია, საავადმყოფოში, უნიტაზზე იყო ხოლმე ჩამომჯდარი.
ქართველი ტყვეები სულ 161 ვიყავით. თავიანთი ტყვეებიც ჰყავდათ, რომლებსაც მოპარვაზე წაასწრეს. ეს არავის უთქვამს, ჩემი მიხვედრილობაა, რომ მაროდიორებიც ორი კატეგორია იყო _ რომლებსაც ჰქონდათ გაძარცვის უფლება და რომლებსაც არ ჰქონდათ. ციხეში სწორედ ისინი ჰყავდათ.
ციხეში დაგვხვდნენ თბილისელი ბიჭები, ორნი თუ სამნი. მშვიდობიანი მოსახლეები იყვნენ. არ იცნობდნენ რეგიონს. გორის ხიდამდე ცენტრალური ტრასა რომ გადის, ოსები აკონტროლებდნენ და ვინც მოხვდებოდათ, იჭერდნენ. თბილისელებიც იქ აიყვანეს.
ჩვენთან იყო ქართველი გოგონა ტყვარჩელიდან, შორენა, 25 წლის। ისიც ეგრე აიყვანეს. სამარშრუტო ტაქსიდან მძღოლი და სხვა მგზავრები ჩამოსვეს, გოგონა კი ჩვენთან ჩამოიყვანეს. ვიცი, რომ თბილისში რომელიღაც კაფეში მუშაობს.
დაკითხვაზე იძახებდნენ ხოლმე। არ შემიმჩნევია, რომ ნაცემი იყო. ორი დღით ადრე, სანამ ჩვენ გამოგვიშვებდნენ, გვიან ღამე სადღაც გაიყვანეს. კითხვის გვეშინოდა, მაგრამ მაინც ვკითხეთ თუ რა უყვეს იმ გოგოს. გვითხრეს, პროკურატურაში წავიყვანეთო. გამოსვლის წინ, მე პირადად ვკითხე მცველს და თქვა გავუშვითო. რამდენად მართალია, არ ვიცი. იმ გოგონას ბედით ძალიან შეწუხებული ვარ.
ორი ზედამხედველი ერთმანეთს ელაპარაკებოდა, ჩვენ როგორი ჰუმანურები ვართ, მისთვის ხელი არ დაგვიდია, ეგრე გავუშვით და ქართველები კიდევ ჩვენ გოგონებს რას უშვებიანო।
იზოლატორში ჩვენთან ერთად რამდენიმე ძალიან ხნიერი მამაკაცი იყო, ზოგი – მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 95 წლის მამაკაცს შარდის ბუშტის ქრონიკული დაავადება ჰქონდა. მაროდიორებმა სცემეს სახლიდან გამოყვანისას, მხარი სტკიოდა. თვალწინ სახლი დაუწვეს. ჩვენ როგორც მოვახერხეთ, მილი ჩავუდგით, მაგრამ მაინც ტკიოდა. შემდეგ ექიმი მოვიდა, წითელი ჯვრიდან და ეს მამაკაცი თან წაიყვანეს.
თავიანთ მოქალაქეებს, ოსებსაც ძალიან ცუდად ექცეოდნენ। ერთ მამაკაცს, გვარად ცხოვრებოვს, ჩვენს საჭმელს ვაძლევდით, მას არ აჭმევდნენ. ცხოვრებოვი ლოთი კაცი იყო და ოსის სარდაფში დაიჭირეს, ალბათ ღვინოს იპარავდა. მაგრად ცემეს და იმით დაამცირეს, რომ ჩვენთან, ქართველ ღორებთან შემოაგდეს.
ერთი კიდევ სოფელ დიღმიდან იყო, დასაფლავებაზე ყოფილა სადღაც და რომ ბრუნდებოდა, გზა აერია – შიგ ცხინვალში ჩავიდა. შეიარაღებული მილიციონერებისთვის უკითხავს თბილისისკენ მიმავალი გზა. ვკითხეთ, როგორ ვერ შენიშნა ცხინვალის დანგრეული სახლები. ქუჩებში კაციშვილი ვერ ვნახე და გზა ვისთვის უნდა მეკითხაო.
სოფელ მერეთიდან მოიყვანეს კაცი, რომელსაც ცალი მხარე სულ სისხლით ჰქონდა მოთხვრილი – კაცი დაუკლავთ ზედ“.
ფული ვისაც კი რამე ჰქონდა, არაფერი დაუტოვეს. მე ცოტა კი გამოვიყოლე, ნასკში მქონდა ჩადებული. ტელეფონები, ყველაფერი წაართვეს პატიმრებს. ერთ მოხუც კაცს ხარები გაეყიდა, ათი ათასი ლარი ჰქონდა და წაართვეს. ერთ ქალს _ ოთხი ათასი ლარი. ორი ლარიც კი წაურთმევიათ ვიღაცისთვის. ეს ყველაფერი ცხინვალის ციხეში ხდებოდა.
ორი ძალიან კარგი ზედამხედველი გვყავდა, კარებსაც გვიღებდნენ, წყალსაც გვაწვდიდნენ და ცოტა მობოდიშებითაც იყვნენ। ერთი ძალიან თავისუფლად ლაპარაკობდა ქართულად, ალბათ დედა ჰყავდა ქართველი. ერთი საშინელება იყო – ღორებს გვეძახდა. პურს შემოგვიგდებდნენ – ჭამეთ ღორებოო. პირველი ოთხი-ხუთი დღე ძალიან აგრესიულები იყვნენ. მერე წიწიბურასაც გვაძლევდნენ და უშაქრო ჩაისაც.
ჩვენი სამხედროები მამაკაცებს დაამარხინეს _ 45 ცხედარი. დაამარხინეს ყველა ჯარისკაცი, ვინც უპატრონოდ ეყარა. 15 ერთგან დამარხეს, დანარჩენი ზნაურისკენ, რომელიღაც სოფელში. შემოვიდა ინფორმაცია, რომ ერთი ჯარისკაცი ყოჩიშვილი იყო, გვარი ამოუკითხიათ, მეორე კი – ცაბაძე, დანარჩენის ვინაობა ვერ გაარკვიეს.
ორი დღის წინ სამუშაოდან ნაცემი დაბრუნდა ერთი ბიჭი। ძალიან ჩასხმული ბიჭი იყო, მაგრად ეცემათ.
ფრანგი ჟურნალისტი იყო მოსული, საპატიმროში არ შემოუშვეს, ჩვენ გაგვიყვანეს მასთან. მისი თანდასწრებით ოსების რომელიღაც ჩინოსანმა ილაპარაკა, რომ საქართველო არ მოდის მოლაპარაკებაზე ჩვენს დასახსნელად, რომ ჩვენ მათ არ ვაინტერესებთ. თქვენი მიცვალებულებიც არიანო, თქვა და მაშინ დრო ვიხელთე და ვკითხე, რამდენი მიცვალებული იყო (ჟურნალისტთან თავს ხომ არ გამიჩეხავდა, მაგდენი შნო კი ჰქონდათ, რომ იმათთან თავი კულტურულად დაეჭირათ). 45 კაციო, მიპასუხა.
მაროდიორობა
ოსი მაროდიორები, რომლებიც სოფელს შეესივნენ, ბევრნი იყვნენ। ჩვენი სოფელი ძალიან მდიდარი იყო, დიდი მშენებლობა წარმოებდა. შეიძლება მილიონერები არ იყვნენ, მაგრამ ყველამ რაღაც შეიძინა ბოლო რამდენიმე წელიწადში. მამაჩემს სახლიდან ტელევიზორი გამოატანინეს და მანქანაზე დაადებინეს. მამა 68 წლისაა.
სარდაფებში შედიოდნენ ღვინოს წასაღებად। მოხუცებულ მამას ძალით ასმევდნენ, ეგონათ, რომ მოწამლული ღვინოები დავტოვეთ და თუ მოკვდებოდა, ესე იგი ღვინო არ ვარგოდა. ძლივს გამოვიდა კაცი მდგომარეობიდან. მამაჩემი დღესაც ციხეშია.
მეურნეობა გამართული გვქონდა, სოფელში არ იყო ოჯახი, რომელსაც სამი ძროხა, ღორები, ქათმები არ ყოლოდა। ყველას საქონელი წაიყვანეს და სახლები გაძარცვეს, მერე კი დაწვეს. სოფელში, ხეობაში, ალბათ, სახლების 99% დამწვარია. ჩემი სახლიც დამწვარია, მამაჩემმა ნახა. ისე, ცხინვალიც კარგა მაგრად არის დანგრეული, მაგრამ ჩვენთან შედარებით – არა, ჩვენთან სახლი აღარ დარჩა.
რაღაც აქვთ, შეაგდებენ და ასე წვავენ. სახლში, სადაც აგვიყვანეს, საბუთები მქონდა შენახული. წამოსვლის წინ გვკითხეს, კიდევ ვინმე თუ არისო. ვუპასუხეთ, რომ არავინ იყო. თუ ვინმე კიდევ დარჩა სახლში, მოკვდებაო და ეგრევე შეაგდეს ასაფეთქებელი. დარწმუნებული არ იყო, რომ იქ არავინ იქნებოდა და მაინც შეაგდო.
ოსურ–ქართული ურთიერთობა
თავიდან ოსებთან ურთიერთობა ძალიან ცუდი იყო, მერე უკვე კარგი გახდა। ერთმანეთს ვინათესავებდით. ქორწილშიც მივდიოდოთ. ჩემს ახლობელს ორ წელიწადში დედა, მამა, შვილი, შვილიშვილი დაეღუპა და მთელი ცხინვალი მოვიდა მაგათ გასვენებაში. ბებიაჩემი 2 წლის წინ რომ დაიღუპა, ნახევარი ცხინვალი მოვიდა. ძალიან თბილი ურთიერთობა გვქონდა.
ცხინვალში და ოსურ სოფლებში გადაადგილება ჩვეულებრივად ხდებოდა, მოძრაობდა კეხვი-ცხინვალი। 5 აგვისტომდე ჯერ კიდევ დავდიოდი ლილოში, ვაჭრობით ვირჩენდი თავს. ხეობიდან თუ ორი კაცი ვიყავით (მძღოლიც ხეობელი იყო) სამარშრუტო ტაქსში, დანარჩენი ცხინვალელი ოსებით იყო სავსე.
დაძაბულობა და გაუცხოვება ამ ზამთარს, იანვარში დაიწყო. ჩემმა ახლობელმა შვილი გაათხოვა და ქორწილში ვიყავი. თამარაშენი და ცხინვალი ერთმანეთს ემიჯნება, მაგრამ შემოვლითი გზით წავედით, პირდაპირ არაფრით გაგვიშვეს, თუმცაღა ძალიან ვთხოვეთ ხან ოსურად, ხან რუსულად. სანაკოევის რეზიდენციაა სოფელ ქურთაში, ის რატომ მიიყვანეთ, თქვენი ბრალიაო. ჩემი რა ბრალია, მე უბრალო მიწის მუშა ქალი ვარ.
ქორწილში კოკოითის სადღეგრძელო ფეხზე დგომით დალიეს. კოკოითი ძალიან უყვართ, პატივს სცემენ. ცხინვალში ამბობდნენ მაშინ, ეგ ჩვენ გამარჯვებამდე მიგვიყვანსო. ოსებს რუსეთთან უნდათ შეერთება, რა დამოუკიდებლობაზეა ლაპარაკი, მაგათ რომ დამოუკიდებლობა უნდოდეთ, რუსეთი ეგრე გაიგიჟებს თავს?
იანვრამდე იმათთან ძალიან თბილად ვიყავი, თავიანთად მთვლიდნენ। იანვარში კი ძალიან დათრგუნული წამოვედი.
ოსები დარწმუნებული არიან, რომ ეს მათი ძირძველი მიწაა და მათ ეკუთვნით। ჩვენ კი ჩასახლებული ვიყავით. პირადად მითხრა ერთმა ხიშტმოღერებულმა – ახლა ხომ გაიგეთ, ვისი მიწააო, თქვენ რა ქალები ხართ – პირდაპირ გვაფურთხებდნენ – რა შვილები გაზარდეთო.
ოსებმა რუსული მოქალაქეობა მიიღეს, აქვთ დიდი პენსიები, რუსეთისთვის შეიძლება ის პენსია არაფერია, მაგრამ ჩვენი რეგიონისთვის დიდი ფულია. მე ვისთანაც ვიყავი, ომის მონაწილეა და 11 ათას რუსულ მანეთს იღებდნენ, ეს, ალბათ, 600 ლარია. პენსიონერი კი ზოგს ორი ჰყავს ოჯახში. მათ შვილებსაც პრივილეგიები აქვთ რუსეთში სწავლის მხრივ, საერთო საცხოვრებლითაც აკმაყოფილებენ და შეღავათებსაც უწევენ. როცა შენი არ არის, იმას ადვილად გასცემ, ადვილად გაიღებ და გადადიხარ მეორე მხარეს.
სამი წლის წინ მოსკოვში დავდიოდი ხშირად। ყველაზე გასაკვირი ის არის, რომ იქ ოსი და ქართველი ძმები არიან და ერთმანეთს მხარში უდგანან. აქ კიდევ ერთმანეთის მტრები გაგვხადეს ამ დამპლებმა. იქ რუსებისგან აგრესია მოდის კავკასიელების მიმართ, ამიტომ ერთმანეთს გვერდზე უდგანან და აქ კიდევ…
როგორი ცუდებიც არ უნდა იყვნენ ოსები, მაინც ჩემი ნათესავები არიან, მე ძალიან ბევრ ქართველს მირჩევნია ისინი… მიყვარან… ჩემი შვილი აქ რომ არ ყოფილიყო და მე იმათთვის რომ შემეტყობინებინა, ციხიდან გამომიყვანდნენ. მაგრამ ჩემი შვილი აქ იყო და ისედაც სად უნდა წავსულიყავი? ცხინვალში ვინ მომცემს სახლს და ჩემს ბიჭს იქ არ ეცხოვრება. ოსები ვინც იყვნენ გვარით და ვისაც მოაკითხეს, გაათავისუფლეს. ორნი იყვნენ თამარაშენლები, ცხოვრებოვები, რომელთაც საუბედუროდ, ერთი სიტყვა ოსური არ იცოდნენ, დედა ქართველი ჰყავთ, დედით თაობიდან თაობაზე ქართველები არიან. მოხუც კაცს ერთი კიდევაც ჩასცხეს. დედაჩემსაც საყვედურობდნენ, ოსი რომ ხარ, ქართველებში რა გინდაო. ამან უთხრა, 68 წლის ქალი ვარ, გუშინ ხომ არ გავთხოვილვარო.

მე გორიდან ვარ. ჩემი სახლი სატანკო ბატალიონის წინ დგას. 7 აგვისტოს, ქართული ტანკები იქ იყო განლაგებული. ტანკები პერიოდულად გამოჰყავდათ, ბენზინს ასხამდნენ და ისევ უკან აყენებდნენ. როცა ტანკები მთებიდან უკან ბრუნდებოდნენ, ვფიქრობდით, რომ ყველაფერი რიგზე იყო. შემდეგ ქართული დროშები ააფრიალეს, წავიდნენ და მთელი ღამე ცხინვალის მხარეს ცაზე სროლებს ვხედავდით. ეს ხდებოდა რვაში გამთენიისას. ვერ ვისვენებდი, მეხუთე სართულზე ვცხოვრობ და იქიდან გადავცქეროდი, მთელი ღამე არ გვძინია. დილით ბაზარში წავედი, მეთქი რა ხდება გავიგო. ბაზარში როგორც კი მივედი, 15 წუთი არ იყო გასული, ბომბი ჩამოვარდა.
თვითმფრინავები დაფრინავდნენ, მაგრამ ჩვენი თვითმფრინავები გვეგონა. გორიჯვართან რომ დაეცა, თქვეს, ეტყობა ჩვენებს ჩამოუვარდათო.
ბაზარში ატყდა აურზაური. ყველაფერი დავყარე, რაც კი ნაყიდი მქონდა. მსხვერპლი არ მინახავს. თქვეს, პერაშკს რომ დაატარებდა, ის ქალი მოკვდაო.
სახლში ვეუბნები, ხალხნო გვბომბავენ-მეთქი. სიცილად არ ეყოთ მეზობლებს. არაო, ქალაქს ვინ დაბომბავსო. რუსეთის ჯარმა ბომბები შეიძლება ისეთ ადგილზე ჩამოყაროს, რომ შეგვაშინოს, მაგრამ დასახლებულ ადგილზე რომ ჩამოაგდოს – ეგ არ არსებობსო.
ჩვენ როცა წამოვედით, დაგვცინოდნენ. ამ დროს ტელევიზორში არაფერს აცხადებდნენ. გამოვედით, ხალხი თბილისისკენ გარბოდა. ჩემი ძმაც იქვე ცხოვრობს. ძმიშვილს ვუთხარი, წამოდით შვილო-მეთქი. რას წამოვალთო, მანქანა ჰყავდათ, რაც იქნება იქნებაო. სულ გრუხუნი ისმოდა, გული მისკდებოდა ისე მივდიოდი.
ცხრაში, დილით, გორში ვაპირებდი წამოსვლას, ტელევიზორი ჩავრთე და ვხედავ ჩემი ბინა აფეთქდა. ჩემი ძმა რეზერვში იყო, ძმისშვილები და რძალი კი იქ იყვნენ.
ვერ ვუკავშირდები ვერც ძმას, ვერც ძმიშვილებს და თბილისიდან ჩამოვედი. შიგ ხომ არ მოყვნენ-მეთქი. პატრული არ გვიშვებდა, მაგრამ როგორც იქნა შევედით. ჩემი ძმის ოჯახი სახლში ყოფილა. უნდა ებანავათ, თურმე ონკანი ვერ მოუშვეს ვერაფრით და გარეთ გავიდნენ. ბომბი ჩამოვარდა და მათი მეზობლები დაიხოცნენ. ამბობენ, რომ კორპუსში 17 ადამიანი დაიღუპა. ისეთ დროს ჩამოაგდეს, ხალხს რომ ეძინა. დაჭრილებიც აუარება. ჩემი ძმის სადარბაზო მეორე სართულამდე ჩამოიტანა.
გრუხუნში დავბორიალობდი, ვერ ვიხსენებდი საბუთები სად მქონდა. ტელევიზორი იყო მეორე ოთახში გადავარდნილი, ფანჯრები აღარ იყო.
გული მიგრძნობდა ბაზებს არ დასცხონ-მეთქი. იქ რომ ვცხოვრობდი, ყოველთვის შიში მქონდა რაღაცის… საბედნიეროდ გადავრჩით.
ამბობდნენ, მსხვერპლი არა გვყავსო. 7-ში ღამე დაბომბვის მერე, სასწრაფო სასწრაფოზე მოდიოდა. 8-ში დილით ეგეთი მსხვერპლი იყო და მერე რაღა იქნებოდა.
პირველ დღეს 40 კაციაო ამბობდნენ, დაჭრილიც და დაღუპულიც. დაღუპული პირველ დღეს 9-10 არისო, მერე აბა…
ჩემი ქმარი თბილისში მუშაობს და ბინა ჰქონდა ქირით აღებული, ბიჭებთან ერთად. ეს ბიჭები წავიდნენ, ცოლ-შვილი იმათაც გორში ჰყავდათ. ეს ბინა თურმე ლიფტთან ყოფილა და ღამე ერთი სამჯერ წამოვხტი, გვეგონა გვბომბავდნენ. შიში გამომყვა.
ახლა ქირას ვეღარ გადავიხდით, სამუშაო აღარ არის და ვიღა დაგვარჩენდა აბა? გვითხრეს, გვჭირდება ეს ბინაო, წამოვედით და გუშინ აქ მოვედით. სხვა წასასვლელი არ გვაქვს. აქ არის ჩემი სოფლელი ბიჭიც. მე სოფელში, აძვიში მშობლები მყავს.
გუშინ წავიდა მამაჩემი თბილისიდან. აძვიში დედაჩემი იყო მარტო და ფეხით წავიდა. დედაჩემიც, მამაჩემიც პრინციპიანი ხალხია. დაგვხოცონ და ჩვენ სახლში ვიქნებით, არსად წავალთო. ჩვენთან ქართველები და ოსები ძალიან ახლოს არიან. ჩვენს მაღლა არცევი და აძვისთავია (ოსური სოფლები). იმ ხალხს, ჩვენი ოჯახის წევრებად ვთვლით. გუკა, დათო… რა ვიცი, ყველა ისე არიან ჩვენთან, როგორც ერთი ოჯახი. მამაჩემმა და დედაჩემმა თქვეს, ისინი არ გაგვიმეტებენო – ჩვენი ოსები. ჩემმა ძმამ დაურეკა იქ ოსს – რა ხდებაო და ნუ გეშინიათო, ასე უთხრეს.
ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა მათთან. ომი რომ იყო პირველად, ერთმანეთს ვინახავდით. ოსებს არ ვუჭირვებდით, ერთმანეთს მხარში ვედექით. ამ სამ სოფელში ისეთი მარადიორობა არ ხდება, როგორც, მაგალითად, კარალეთში. ესენი უფრო ქართული დასახლებებია. მეჯვრისხევს ღრომი ინახავსო, ჯერჯერობით. ღრომი ოსური სოფელია და ერთად არიან.
რუსებიც რა, ესენი კაზაკები და ჩეჩნები არიან, ფაქტიურად. დედამაც ეგა თქვა, რომ გამოიარეს, ოსები არ იყვნენო.
სანტემ ამოგვიტანა ქვეყანა რაღაცეები, მოსახლეობა ამოდის, აი, ეს (ლეიბი), ოჯახმა მომიტანა, ბავშვი გყავთო. მოსახლეობა მხარში გვიდგას. ძალიან ვებრალებით.
ჰუმანიტარული ტანსაცმელი ჯერ არ მიგვიღია. მოსახლეობამ მოიტანა, მაგრამ ისეთი გამოუსადეგარია, ბალიშად ვიყენებთ, თავი რომ ავიმაღლოთ.
ლეიბები მოიტანეს, მაგრამ ხუთ-ხუთი აიღო ხალხმა, არათანაბრად გაანაწილეს. რაღაცას რომ მოიტანენ, ზედახორაა. ვეუბნები – ხალხნო, პირველ რიგში ბავშვებს მიეცით-მეთქი. ხალხი ძალაობს მაინც. უკვე ისეა დაშინებული, დაპანიკებული.
როცა ვიყავით ვაჟა ფშაველას 20 ნომერში, იწერდნენ უცხოელი ჟურნალისტები, იწერდნენ და გვისვამდნენ კითხვას, ეს ყველაფერი სააკაშვილისგან მოდისო? ვეუბნებოდით, რომ არა.
დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს, დუბლინის პორტის ბათუმთან თანამშრომლობის განვითარებას – ეკონომიკის, განათლების, ტრანსპორტის, ტურიზმისა და გარემოს დაცვის საკითხებში.

ბათუმისა და დუბლინის პორტის დამეგობრება ირლანდიაში საქართველოს წარმომადგენლობის ინიციატვივით ხორციელდება.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და მთავრობის წევრები ირლანდიის დელეგაციას გუშინ შეხვდნენ. ირლანდიის დელეგაციის შემადგენლობაში შედიან დუბლინის საზღვაო პორტის აღმასრულებელი დირექტორი ეამონ ო’ რეილი, დუბლინის საზღვაო პორტის საერთაშორისო ურთიერთობათა უფროსი ჩარლი მერფი, საქართველოს დროებითი რწმუნებული ირლანდიის რესპუბლიკაში გიორგი ზურაბაშვილი და სხვები.

გია ქარცივაძე „ბათუმელებთან“ საუბარში აცხადებს, რომ ტელევიზიაში მუშაობა მას ჯერ კიდევ „საიადან“ წამოსვლის დროს შესთავაზეს.
„სახალხო დამცველის აპარატში კონტრაქტით ვმუშაობდი, რომელსაც პირველ სექტემბერს გასდის ვადა. ერთი თვეა რაც შევატყობინე, რომ კონტრაქტის გაგრძელებას აღარ ვაპირებ, რადგან ტელევიზიაში მუშაობა გადავწყვიტე“.
გია ქარცივაძის თქმით, აღნიშნულ თანამდებობაზე მანამდე არავინ მუშაობდა: „ახალი სტრუქტურული ერთეული იქმნება. გაიყო საქმის წარმოების და ადამიანური რესურსების განყოფილება და ცალკე შეიქმნა ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება.“
გია ქარცივაძის თქმით, ამ განყოფილების ფუნქცია თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლება და საქმიანობაში წარმატების მიღწევაა.
ოსმალეთის იმპერიას სულ 37 სულთანი ჰყავდა. დადასტურებულია, რომ აქედან სამ სულთანს ჰყავდა ქართველი დედა. მიჰრიშაჰი, ნაკშიდილი და ბეზმიალემი – ეს ის სამი ქართველი ქალია, რომელიც სხვადასხვა დროს ოსმალეთში ჩაიყვანეს, როგორც მონები თავიანთი სილამაზის, ჭკუისა და მოხერხების წყალობით კი უზარმაზარი გავლენა მოიპოვეს სულთნებზე. რიგ შემთხვევებში მათი გავლენა იმდენად დიდი იყო, რომ იმპერიის მართვაშიც კი ერეოდნენ.
ორასი წლის წინ ახალციხის ერთ-ერთი სოფლიდან 12 წლის პატარა გოგო ტყვედ გაყიდეს ოსმალეთში. გოგო სულთნის ჰარამხანაში მოხვდა, სადაც უფლისწულ მაჰმუდის მსახურად გაამწესეს. ამბობენ, რომ როცა 1808 წელს, როცა აჯანყებულებმა ოსმალეთის იმპერიის სულთანი სელიმ მესამე მოკლეს, მისი უმცროსი ძმის, მაჰმუდის მოკვლაც სურდათ, თუმცა ვერ შეძლეს. მომავალი სულთანი სიკვდილს მსახურმა გოგომ გადაარჩინა. სხვადასხვა ცნობების მიხედვით გოგოს ფატიმა ქუთათელაძე ერქვა. მაჰმუდმა თავის მხსნელს ამაგი დაუფასა და კარგი განათლება მისცა. მოგვიანებით კი, როდესაც სრულწლოვანი გახდა, ცოლად შეირთო. სასახლეში მოხვედრილ ფატიმას, ოსმალური ტრადიციის მიხედვით, სახელი შეუცვალეს და ბეზმიალემი უწოდეს. ტყვედ გაყიდული, პატარა ქართველი გოგო, სულთნის საყვარელი ცოლი იყო. მას 1823 წლის 25 აპრილს უფლისწული აბდულმეჯიდი შეეძინა, რომელიც მაჰმუდ მეორეს გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ავიდა, ბეზმიალემი კი ვალიდე სულთანი – დედა დედოფალი გახდა.
ბეზმიალემ ვალიდე სულთანი მეცხრამეტე საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო მთელს ოსმალეთის იმპერიაში. ახალგაზრდა აბდულმეჯიდი გამოუცდელი იყო და უზარმაზარი იმპერიის მართვა არ შეეძლო, სწორედ ამის გამო პოლიტიკასა და მთავრობის ხელმძღვანელობის საქმეებში დედა გახდა მისი მთავარი მრჩეველი.
მისი ჩამოყალიბებაც, როგორც პოლიტიკური მოღვაწის, დედამ შეძლო. ბეზმიალემი მთელი ცხოვრების განმავლობაში, აქტიურად მონაწილეობდა სახელმწიფო ცხოვრებაში. აკონტროლებდა სახელმწიფო საქმეებს და ბრძანებებს აძლევდა ჩინოვნიკებს.

ბეზმიალემ სულთნის ბეჭედი ფოტო: ვიკიპედია
ისტორიკოსი მურატ კასაბი წიგნში „ოსმალეთის ქართველები“ წერს, რომ ბეზმიალემ ვალიდე სულთანი ჭკვიანი, წინდახედული, გულისხმიერი, გულუხვი და გამორჩეულ პიროვნება იყო. „მან მოახერხა ამქვეყნიური პატივმოყვარეობისა და ფარისევლობისგან გათავისუფლება. ამ თვისებებით ის განსხვავდებოდა ოსმალეთის ისტორიიდან ცნობილი იმ ქალებისგან, რომელთა ინტრიგებმაც და მზაკვრობამაც მრავალი უბედურება გამოიწვია. იგი წინ აღუდგა აბდულმეჯიდის აზარტულობასა და მფლანგველობას. აუცილებლობის შემთხვევაში ეხმარებოდა მას სახელმწიფო საქმეებში, მაგრამ ბოროტად არასოდეს გამოუყენებია საკუთარი მდგომარეობა. სახელმწიფოსაგან მიღებულ პენსიას და სხვა შემოსავლებს ურიგებდა ღარიბებსა და უპოვრებს, ბევრს ხარჯავდა საქველმოქმედო საქმეებზე, ზრუნავდა სუფისტ სწავლულებზე, თექეებსა და დერვიშთა სავანეებს დიდი რაოდენობით შესაწირს უგზავნიდა. დადიოდა ქუჩებში და ღარიბ-ღატაკებს დახმარების ხელს უწვდენდა. ობოლ გოგონებს ათხოვებდა, მათ ვინც ვალებს ვეღარ იხდიდა ან საპატიმროში იჯდა, ფულს და სხვადასხვა ნივთებს უგზავნიდა. ოსმალეთის იმპერიის ბოლო პერიოდის ყველაზე პატივსაცემი პიროვნება ვალიდე სულთანი იყო“.
ბეზმიალემ სულთანი იშვიათი ქველმოქმედებით გამოირჩეოდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით არაერთი საქველმოქმედო დაწესებულება და ფონდი დააარსა. მოგვიანებით ამ ფონდებს ნაყოფიერი მიწები შესწირა. ვალიდე სულთნის სახელს უკავშირდება ცნობილი გალათას ხიდის აგება სტამბოლში, რომელიც 1844 წელს მცურავი ხის კაპარჭინების საფუძველზე აიგო. ბეზმიალემ სულთანი აშენებდა საავადმყოფოებს, სასწავლებლებსა და მეჩეთებს, მან დაიწყო დოლმაბაჰჩეს მეჩეთის მშენებლობაც, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ მისმა შვილმა დაასრულა.
ბეზმიალემი ხშირად ავადმყოფობდა. სულთანი აბდულმეჯიდი კი ცდილობდა დედისთვის ყურადღება არ მოეკლო.
„ჩირაღანის სასახლეში როდესაც მივედი, სავარძელი შევნიშნე, რომელზედაც მორთული, ფერაჯეთი შემოსილი ქალი იჯდა. ეს იყო ვალიდე სულთანი. წინ ჰარემის აღა მიმიძღოდა. მოწიწებით მივუახლოვდი. ჰარემის აღამ ფადიშაჰის სიტყვები გადასცა, რის შემდეგაც ვალიდე სულთანმა გულთბილად მიმიღო. დაჯდომა შემომთავაზა.
ნახევრადგამჭვირვალე საბურველის ქვეშ ალისფერი ლოყები მოუჩანდა. აღელვება შევნიშნე. ზრდილობისთვის მისი პატივცემული შვილის ჯანმრთელობის შესახებ მოვახსენე. სამედიცინო კითხვებს სრული სიმშვიდით და ადვილად გასცა პასუხი. იმ დროს ის 36 წლის იყო და ორგანიზმიც კარგად უწევდა წინააღმდეგობას დაავადებას. ყურადღებას იპყრობდა ამ ქართველი ქალის თვალისმომჭრელად თეთრი, ნაზი ხელები და არაჩვეულებრივი სილამაზის სახის სწორი ნაკვთები და სიმტკიცე. წამოსვლისას ძალიან კეთილგანწყობილად მომექცა, ფერაჯის ჯიბიდან ოქროთი სავსე ქისა ამოიღო და ჰარემის აღას ხელით გადმომცა“ – წერს სულთან აბდულმეჯიდის პირადი ექიმი შპიცერი, რომელიც ერთხელ იმყოფებოდა ჰარემში ვალიდე სულთნის სამკურნალოდ. ბეზმიალემ ვალიდე სულთანი 1853 წელს ბეშიქთაშის სასახლეში გარდაიცვალა.
ბეზმიალემ სულთნის ქმრის, სულთან მაჰმუდ მეორის დედა ნაკშიდილ ვალიდე სულთანიც ქართველი იყო. მას სულთან აბდუჰამიდ I-სგან 1785 წელს შეეძინა მაჰმუდ II. ქმრის გარდაცვალების შემდეგ, სასახლის კარის ინტრიგებს ვერ გაუძლო. ნაკშიდილი სულთნის სასახლიდან გააძევეს და 19 წლის მანძილზე, სტამბოლში, ძველ სასახლეში ცხოვრობდა. 1808 წელს როდესაც მაჰმუდ მეორე ტახტზე ავიდა, ნაკშიდილი ვალიდე სულთანი გახდა. შვილმა დედა თოფქაფის სასახლეში საზეიმო მსვლელობით დააბრუნა. ნაკშიდილ ვალიდე სულთანს მაჰმუდ მეორეზე დიდი გავლენა ჰქონდა. მას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის თოფქაფის სასახლის დაცლასა და სულთნის ოჯახის ბეშიქთაშის დოლმაბაჰჩეს სასახლეში გადასახლებაზე. იგი მაჰმუდ მეორეს დასავლური ორიენტაციისკენ აქეზებდა და სულთანმა რამდენიმე რეფორმა დედის რჩევითაც კი განახორციელა.

ნაკშიდილ სულთანი, ფოტო მურატ კასაბის წიგნიდან „ოსმალეთის ქართველობა“
ცნობილია, რომ ოსმალეთის იმპერიის სულთნები და სხვა დიდებულები განსაკუთრებულად ინტერესდებოდნენ კავკასიით. გამომდინარე იქიდან, რომ ქართველ ფეოდალთა დიდი ნაწილისთვის ტყვეებით ვაჭრობა შემოსავლის უზარმაზარი წყარო იყო, ოსმალეთის იმპერიაში მრავლად შეხვდებოდით ქართველებს. მართალია, გოგონები ძირითადად სულთნების ჰარამხანაში ხვდებოდნენ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა სულთნის ცოლი შეიძლებოდა გამხდარიყო. სულთნის მეუღლეები ხშირად პატარა გოგონებს თავიანთი უფლისწულებისთვის არჩევდნენ.

ტურნირში, რომელშიც 32 ქვეყნიდან მოწვეული 1000-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობს. საქართველოდან 13 წლის ზურაბი იასპარეზებს. აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ცნობით, შეჯიბრი ახალბედა სპორტსმენისთვის საკონტროლო მატჩი იქნება მსოფლიო ჩემპიონატის წინ, რომელიც აგვისტოს თვეში კორეაში გაიმართება, საქართველოს ღირსებას ისევ ზურაბ კინწურაშვილი დაიცავს.

მედიაჯგუფების შემადგენლობაში არიან ისრაელისა და ბელორუსიის როგორც ბეჭდური საშუალებების, ისე ტელევიზიისა და ინტერნეტპორტალების ჟურნალისტები. მათ შორის: Tv Europa plus და რეიტინგული ინტერნეტპორტალები tut.by holiday.by, onliner.by. ასევე ისრაელში წამყვანი სატელევიზიო არხის CH. 9-ის გადამღები ჯგუფი, რადიო “Rishon”-ის ჟურნალისტი და რამდენიმე ბლოგერი.
საინფორმაციო ტურები ზღვაზე დასვენებასთან ერთად, რეგიონში არსებული სხვა შესაძლებლობებისა და ტურისტული პოტენციალის გაცნობას მოიცავს. სტუმრები დაათვალიერებენ ქალაქის ღირშესანიშნაობებს, ბოტანიკურ ბაღს, მტირალას ნაციონალურ პარკს. გაეცნობიან ღვინის მარშრუტს, აჭარულ სამზარეულოსა და ტრადიციებს.
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, უახლოეს მომავალში დეპარტამენტი აზერბაიჯანელ ჟურნალისტებაც უმასპინძლებს. მათივე ცნობით, იანვრიდან დღემდე ტურიზმის დეპარტამენტმა უკვე უმასპინძლა 200-მდე უცხოელ ჟურნალისტსა და ტუროპერატორს.

ახალი დესკი მუშაობს ყოველდღიურად, შაბათ-კვირის ჩათვლით, 10:00-20:00სთ-მდე. სესხის ასაღებად მხოლოდ პირადობის მოწმობაა საჭირო. პირველი სესხის აღება 0%-შია შესაძლებელი. ყოველი განმეორებითი სესხი კი ყველაზე დაბალ პროცენტში გაიცემა. თანხის აღება საბანკო გადარიცხვითაც არის შესაძლებელი.
Vivus.ge ერთადერთი ონლაინსესხების კომპანიაა, რომელმაც წინა წელს სესხების ხელზე გაცემა დაიწყო. ამჟამად, ბათუმის გარდა, 5 სტენდი თბილისშია განლაგებული.
Vivus.ge საერთაშორისო საფინანსო კომპანიის – 4ფინანსის ბრენდია, რომელიც 17 ქვეყანაში ოპერირებს. საქართველოში vivus.ge-ს იცნობენ როგორც ყველაზე სანდო ონლაინსესხების ბრენდს, რომელიც მომხმრებელს სწრაფ და კომფორტულ მომსახურებას სთავაზობს.
ფესტივალის დღევანდელი შემსრულებლები არიან: ანტიბიოტიკი / Antibiotic, მთვარის დაბნელება – Mtvaris Dabneleba, The Jack Wood, KID Jesus.
დასაწყისი: 18 საათზე. დასწრება უფასოა.
ფესტივალის ორგანიზატორია „ერედელი არტი“. პროექტი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტორსა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ხორციელდება.
პულმონოლოგი მარინა გაჩეჩილაძე ამბობს, რომ ზოგადად თანამედროვე კონდინციონერები ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგეს, თუმცა მათი გამოყენებისას აუცილებელია გარკვეული წესების გათვალისწინება. ექიმი ამბობს, რომ კონდინციონერით გაგრილებული ოთახიდან სიცხეში გასვლისას ტემპერატურულ ცვლილებას ვერ ეგუება ორგანიზმის თბორეგულაციის სისტემა, მას უჭირს სიცხესთან შეგუება და ამ დროს შესაძლოა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვადასხვა გართულებები განვითარდეს. სწორედ ამიტომ, სხვაობა გარე და ოთახის ტემპერატურას შორის დაახლოებით 10 გრადუსი უნდა იყოს.
ოტორინოლარინგოლოგი ბეხრი დიასამიძე ამბობს, რომ კონდინციონერთან დიდი ხნის განმავლობაში არ უნდა გაჩერდეს ადამიანები, რომელთაც სასუნთქი გზების დაავადებები აწუხებთ: “ასთმიანი ადამიანებისთვის ძალიან ცუდია მთელი დღის განმავლობაში კონდინციონერთან გაჩერება, მათ უჭირთ ასეთ გარემოში სუნთქვა, არ ყოფნით ჰაერი და შესაძლოა გარკვეული გართულებებიც განვითარდეს ამის გამო” – ამბობს ის. მისივე თქმით, კონდინციონერით მუდმივად ცივ ოთახში ყოფნამ, შესაძლოა ცხვირის ლორწოვანას სიმშრალეც გამოიწვიოს.
ექიმების რეკომენდაციით, დაუშვებელია კონდინციონერიდან გამომავალი ჰაერი მიმართული იყოს პირდაპირ ადამიანებისკენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზმის გაციება გარდაუვალია. სასურველია ეს ფაქტი თავიდანვე, კონდინციონერის სახლში ან ოფისში დამონტაჟების დროსვე გაითვლისწინოთ: კონდინციონერი არ უნდა მდებარეობდეს საწოლის თავზე საძინებელში და სამუშაო მაგიდის თავზე ოფისში.
ოტორინოლარინგოლოგი ომარ ფუტკარაძე ამბობს, რომ მის პრაქტიკაში ხშირია პაციენტები, რომელთაც გართულებები ოტიტების (ყურის ანთების) სახით, სწორედ კონდინციონერის ცივი ჭავლის, ყურზე ნაკადის სახით ზემოქმედების შედეგად განუვითარდათ. `ხოლო, როცა კონდინციონერის ცივი ჭავლი პირდაპირ შუბლზე ურყამს, სადაც სამწვერა ნერვის მე-2 და მე-3 ტოტი გადის, ეს იწვევს გაძლიერებულ, მუდმივ თავის ტკივილებს. გარდა ამისა, კონდინციონერის ცივი ჭავლის ხანგრძლივი ზემოქმედება იწვევს გაცივებას, რის შედეგადაც ვითარდება ცხვირის დანამატი წიაღების ანთება, ეს შეიძლება იყოს ფრონტიტის ან გაიმორიტის სახით. ამიტომ უნდა ვერიდოთ კონდინციონერის უშუალო ზემოქმედება განსაკუთრებით შუბლის არეში”, ამბობს ექიმი.
ექიმების რეკომენდაციით:
ჩემპიონატი 3 წონით კატეგორიაში 65 კგ, 75 კგ, 85 კგ. აბსოლიტურ მარჯვენა და მარცხენა მკლავში ვაჟებსა და დიდებს შორის ჩატარდა.



აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ინფორმაციით, გამარჯვებულები და საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენები აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ლაშა ჩავლეშვილმა და ახალგაზრდობის განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა მინდია სიხარულიძემ, თასებით, ფასიანი საჩუქრებით, მედლებით, სიგელებითა და ფულადი პრემიებით დაჯილდოვეს.

მარცხენა მკლავში სხვადასხვა წონით კატეგორიაში პირველი ადგილები დაიკავეს: 65 კგ. იმედა ჭინჭარაული, 75 კგ. ბექა ონიანი, 85 კგ. ზურაბ თავბერიძე.


”ბათუმში, ტროტუარის მონაკვეთებში, უკვე დიდი ხანია შეუძლებელია თავისუფლად გავლა იმის გამო, რომ მაღაზიისა და კაფე-ბარების მეპატრონეებმა დანიშნულება შეუცვალეს ტროტუარს. შეუძლებელია იქ თავისუფლად გავლა ეტლით მოსარგებლე შშმ პირისთვის და ასევე მშობლისთვის, რომელიც ბავშვს საბავშვო ეტლით ასეირნებს. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ზედამხედველობის სამსახური არაეფექტურად მუშაობს და მივმართავ ზედამხედველობის სამსახურის უფროსს, დროულად მოაწესრიგოს ტროტუარზე არსებული პრობლემები, ან გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან. ასევე მივმართავ ქალაქის მერს გიორგი ერმაკოვს, ის ხალხმა იმისთვის აირჩია, რომ მან ქალაქში არსებული პრობლემები მოაგვაროს, ვფიქრობ მან პირად კონტროლზე უნდა აიყვანოს ეს საკითხი.” – ამბობს დავით ბერიძე.
მისივე თქმით, მერიის ზედამხედველობის სამსახურს ყველა ბერკეტი აქვს ამ პრობლემის მოსაგვარებლად, ”ის, რომ ერთჯერადად გაიარეს ქალაქში, გააფრთხილეს ან დააჯარიმეს გარემოვაჭრეები – არ არის საკმარისი. საჭიროა მუდმივი კონტროლი. თუ ზედამხედველობის სამსახური ერთჯერადი ღონისძიებების ნაცვლად მუდმივ კონტროლს დააწესებს ამ პრობლემაზე, ეს მოგვარდება”.
დავით ბერიძის თქმით, თუ ზედამხედველობის სამსახური სათანადო რეაგირებას არ მოახდენს, შემდეგი ნაბიჯი საპროტესტო აქცია იქნება.

მინისტრი გაეცნო საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიმდინარე პროგრამებს, დაინტერესდა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დეტალებითა და სისტემაში არსებული პრობლემებით.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ასევე დაათვალიერა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის შენობა და ვაქცინების შესანახი ოთახ–მაცივარი.


პროექტის 14 მონაწილე ჯგუფურ და ინდივიდუალურ ნამუშევრებს 10 დღის განმავლობაში ქმნიდნენ.

ბათუმის ქუჩის გამოფენაში მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში მომუშავე მულტიმედია არტისტები მონაწილეობენ.

ფესტივალში მონაწილე არტისტების ნამუშევრების ინსპირაცია ეზოს მცხოვრებლების საინტერესო პერსონალური ისტორიები, ოჯახებში არსებული ფოტომასალები, საყოფაცხოვრებო საგნები, ეზოს ურბანული გარემო ან ყოველდღიური ცხოვრება ხდება, რომელსაც არტისტები სხვადასხვა გამომსახველობითი ხერხებითა და საშუალებით აჩვენებენ.

ახალი ისტორიები და საინტერესო ნამუშევრები ძველ ბათუმში, ღია ცის ქვეშ, 6-დან 8 აგვისტოს ჩათვლით გამოიფინება.



პროექტში წელს მონაწილეობენ მხატვრები: ნატალია ავალიანი, ქეთა ღვინეფაძე, გიორგი მაღრაძე თამარ ჩადუნელი, გოჩა ჟღენტი, გიორგი ქათამაძე, გიორგი შენგელია /ქეუ მეფარიშვილი, ზურა ჩართოლანი,
იან ჰუდოჟილოვი (ჩეხეთი, შვეიცარია), ალბერტ ალგეირი (ავსტრია), ფერნანდო მანველ დოს სანტოს მესკიტა (პორტუგალია), ფრენსის ბელზერი (შვეიცარია), ლია კარლ (ავსტრია), მაგდალენა სპარსკა (პოლონეთი).
კენჭისყრის შედეგები:
პირველ კენჭისყრაზე რეგისტრაცია გაიარა 21-მა დეპუტატმა:
ირაკლი გვარამია – მომხრე – 11, წინააღმდეგი – 9, ბათილი – 1;
ზურაბ გოლიაძე – მომხრე – 13, წინააღმდეგი – 8, ბათილი – 0;
მეორე კენჭისყრაზე რეგისტრაცია გაიარა 20-მა დეპუტატმა [რეგისტრაცია არ გაუვლია დავით ბაციკაძეს]:
რამაზ გოლომანიძე – მომხრე -12, წინააღმდეგი – 8, ბათილი – 0;
სოფიო კახაძე – მომხრე – 9, წინააღმდეგი -9, ბათილი – 2;
მესამე კენჭისყრაზე რეგისტრაცია გაიარა 21-მა დეპუტატმა:
თორნიკე მჟავანაძე – მომხრე -13, წინააღმდეგი – 8, ბათილი – 0;
გია ქარცივაძე – მომხრე – 10, წინააღმდეგი -10, ბათილი – 1.
[უმაღლეს საბჭოში „ქართულ ოცნებას“ დღეს 9 წევრი ჰყავს [ფრაქციები: „ქართული ოცნება“, „ქართული ოცნება – აჭარა“ და „ქართული ოცნება – თავისუფლება“], «ნაციონალურ მოძრაობას» – 8 წევრი [ფრაქციები: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ნაციონალური მოძრაობა – მაჟორიტარები“], «თავისუფალ დემოკრატებს» – სამწევრიანი ფრაქცია „დემოკრატიული აჭარა“; საბჭოში არის ასევე ფრაქციის გარეშე დარჩენილი ერთი დეპუტატი – მედეა ვასაძე.]
უსკოს ახალი წევრები:
ზურაბ გოლიაძე – 2014 წლის თებერვლიდან დღემდე მუშაობს უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიაში უფროს სპეციალისტ-მდივან რეფერენტად. მანამდე კი ამავე კომისიის მიწვეულ სპეციალისტად [შტატგარეშე მოსამსახურედ] მუშაობდა. 2006-2010 წლებში იყო აჭარის საარქივო სამმართველოს მთავარი სპეციალისტი [იურისტი]; ხოლო 2016-2010 წლებში ადვოკატი. სხვადასხვა არჩევნების დროს იყო #81 საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი.
რამაზ გოლომანიძე – 2014 წლის ივლისიდან დღემდე არის ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი; ქედის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება – ეროვნული ფორუმის“ ხელმძღვანელი; 2014 წელს, ერთი თვით, მუშაობდა N83 ხელვაჩაურის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად, 2013 წლის ივლისიდან ამავე წლის ნოემბრამდე «ეროვნული ფორუმის» მიერ დანიშნული იყო დროებით კომისიის წევრად ბათუმის N79 საოლქო საარჩევნო კომისიაში; 2012 წელს იყო N80 ქედის საარჩევნო კომისიის წევრი.
თორნიკე მჟავანაძე – 2015 წლის პირველი იანვრიდან დღემდე ბათუმის საკრებულოში შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსია. მანამდე მუშაობდა აჭარის ტელევიზიაში გადაცემა „ეკონომისტის“ წამყვანად; 2013-2014 წლებში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტად; ხოლო 2012-2013 წლებში აჭარის უმაღლეს საბჭოში იყო ფრაქცია „ქართული ოცნება – თავისუფალი დემოკრატების» მიწვეული სპეციალისტი.
უსკოს ახალი სამი წევრების არჩევის შესახებ უმაღლესი საბჭოს შესაბამისი დადგენილება ძალაში 2015 წლის 26 აგვისტოდან შევა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის [უსკო] წევრობის კანდიდატთა 6-კაციანი სია აჭარის უმაღლეს საბჭოს 22 ივლისს გადაუგზავნა.
უსკოს წევრი 5 წლის ვადით აირჩევა. წევრის ხელფასი დღეს 1500 ლარია, რომელსაც კვარტალური დანამატი – დაახლოებით 2000 ლარი ემატება.
უსკო შედგება თავმჯდომარისა და 5 წევრისაგან, ხოლო საარჩევნო პერიოდში – თავმჯდომარისა და 12 წევრისაგან. უსკოს 7 წევრს საარჩევნო პერიოდში ნიშნავენ პოლიტიკური პარტიები.
უმაღლეს საარჩევნო კომისიაში კომისიის წევრის სამი ვაკანსია 25 აგვისტოდან გაჩნდება. ამ დროისთვის უფლებამოსილების ვადა უსკოს სამ წევრს ეწურება: გია გარსევანიშვილს [უსკოს თავმჯდომარის მოადგილე], ქეთევან ჯიქიასა [უსკოს მდივანი] და ასლან ჩავლეიშვილს.
უსკოს წევრებად რჩებიან: კომისიის თავმჯდომარე არჩილ მიქელაძე [რომელსაც წევრობა 2016 წლის პირველ მარტს შეუწყდება], თამარ ხოზრევანიძე [წევრობა შეუწყდება 2016 წლის აპრილში] და გუგული დუაძე [რომელიც კომისიის წევრად მიმდინარე წლის იანვარში აირჩიეს].

პლანშეტის სერვისით სარგებლობა ძალიან მარტივია. მომხმარებელი პირდაპირ სავაჭრო ობიექტში დამოუკიდებლად გადის რეგისტრაციას და იღებს პირველ ან განმეორებით სესხს. საჭიროების შემთხვევაში კლიენტს იქვე მყოფი პლანშეტის ოპერატორი გაუწევს კონსულტაციას. სერვისი მუშაობს ყოველ დღე, შაბათ–კვირის ჩათვლით, 12:00-20:00სთ-მდე.
VIVUS.GE-სგან პირველი სესხის აღება 0%-ში შეიძლება, ხოლო ყოველი მომდევნო სესხი ყველაზე დაბალ პროცენტში გაიცემა. სესხის ასაღებად მხოლოდ პირადობის მოწმობაა საჭირო.



ბათუმში, ალექსანდრე პუშკინის #174-ში მდებარე ხელოვნურ საფარიანი მინი მოედანი

წარწერა ალექსანდრე პუშკინის #174-ში მდებარე მინი-მოედანზე
მოსახლეობისთვის, უფრო კი ბავშვებისთვის, განკუთვნილი ეზოს სპორტული მინიმოედნები ბათუმში – აეროპორტის, აღმაშენებლის, ბაგრატიონის, ბონი-გოროდოკის, მწვანე კონცხის, თამარის, კახაბრის, რუსთაველის, ძველი ბათუმის, ხიმშიაშვილის, ჯავახიშვილის, გონიოკვარიათისა და სამრეწველო უბნებშია განთავსებული. მოედნების მოვლა-შენახვა ბათუმის მერიის ორგანიზაცია ა(ა)იპ „ბათუმის კორპუსის“ პასუხისმგებლობაში შედის.
„ბათუმის კორპუსისგან“ მიღებული ინფორმაციით, ამჟამად ერთ ახალ მოედანს კახაბრის გამგეობასთან აშენებენ. სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს შემდეგ მოედნებზე: ინასარიძის #18/32; კობალაძის #5; პუშკინის #150; სულაბერიძისა და შაფათავას კვეთაში; გიორგი ბრწყინვალის #50-52; თამარის დასახლება #18, ბაქოს #74. შეკეთება დაგეგმილია: ჭავჭავაძის #78/88; აღმაშენებლის #26-28; 26 მაისის #53; მაიაკოვსკის #3; მელიქიშვილის #110; ჯავახიშვილის #51; ლერმონტოვის #107; ტაბიძის #1 და გოგოლის #11-ში. ხოლო შეაკეთეს მოედნები გორგილაძის #44; ტბელ აბუსერიძის #4; კობალაძის # 9; თამარის დასახლება #10; ფარნავაზ მეფის #73; მელიქიშვილის #4; რუსთაველის #59-61 და სვიშევსკის #141.
ეზოს მოედნებიდან 53 ხელოვნურსაფარიანია, 27 – მოასფალტებული, ზოგი კი გრუნტისა და ბეტონისაა. მხოლოდ ორი მოედანიაბუნებრივსაფარიანი. ერთი მათგანი თამარის დასახლებაში, კაზინეცის #13 მდებარეობს და შეკეთებასჭირდება, მეორე კი სამრეწველო უბანში, დიდაჭარის ქუჩა #35-შია განთავსებული. ბათუმის კორპუსის დირექტორი ზურაბ ნაკაიძე ამბობს, რომ ხელოვნურსაფარიანი მოედნები უფრო მოსახერხებელია გასაკეთებლად და მოსავლელად. „ჯერ ჩვენ რაც გავაკეთეთ – არის ის, რომ გამოვცვალეთ ეკოლოგიურად სუფთა, უკეთესი ხარისხის საფარით. ბუნებრივსაფარიანი მოედნების მოწყობა დაგეგმილი არ არის. ბათუმი წვიმიანია და უფრო მოსახერხებელია, დრენაჟი ნაკლები სჭირდება ხელოვნურსაფარიან მოედანს“.
ყველაზე მეტი მოედანი (16) ბაგრატიონის დასახლებაშია მოწყობილი. ზურაბ ნაკაიძის თქმით, სპორტულ მოედნებს მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე აშენებენ და მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზევე შეუძლიათ მათი დანგრევა. „მოსახლეობა მოგვმართავს, რომ მათ სურთ სპორტული მოედნების გაკეთება ან შეკეთება. არის სხვა მომართვებიც, მაგალითად, 26 მაისის ქუჩა #53-ში სამი სახლის ამხანაგობა ითხოვს მოგვაშორეთ სტადიონიო; ასევე რურუას ქუჩიდანაცაა მომართვა – არ გვინდა სტადიონიო, სულაბერიძისა და ქობულეთის კვეთაში კი ხელმოწერები მოაგროვა მოსახლეობამ, სკვერად გადაგვიკეთეთ და ატრაქციონები გაგვიკეთეთ ბავშვებისთვისო. მოსახლეობის მომართვის მიზეზი მოედანზე შექმნილი ხმაური და ჩხუბია“, – ამბობს ზურაბ ნაკაიძე.
როგორც ზურაბ ნაკაიძემ „ბათუმელებს“ უთხრა მინისტადიონების უმრავლესობა არასტანდარტული და შესაცვლელია. „დღეისთვის 93 სტადიონი გვაქვს აღწერილი. აქედან 80% შესაკეთებელია. ეს სტადიონები 2004-2006 წლებში გაკეთდა. „შეწერილ სტადიონებს“ ვეძახი მე მაგას, რომელიც ბიზნესმენებს დაავალეს და გააკეთებინეს მაშინ. უმეტესობა არის არასტანდარტული და შესაცვლელია, რაც ბევრ თანხებთანაა დაკავშირებული. ყველა სტადიონი რომ შევაკეთოთ, მინიმუმ 6 მილიონი მაინც დასჭირდება. მაგალითად, შვიდი პატარა სტადიონი რომ შევაკეთეთ, 200 000 ლარი დაჯდა, თითოეული მათგანი საშუალოდ 30000 ლარი. მოზრდილ მოედანს კი 60000 ლარი დასჭირდება“.
ეზოს მოედნებთან მიმართებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი მისი უსაფრთხოებაა. 2007-2011 წლებში თბილისში ეზოში მოწყობილ სპორტულ მოედნებზე ოთხი ბავშვი დაიღუპა, ოთხივე მათგანი ერთი მიზეზით – ბავშვები გადასაადგილებელმა საფეხბურთო კარმა მოიყოლა, რომელიც სპეციალურად იმისთვის არის რომ საჭირო შემთხვევაში მოედნის ნებისმიერ ადგილას განთავსდეს კარები.
ზურაბ ნაკაიძე ამბობს, რომ მოძრავი კარების პრობლემა ბათუმშიცაა: „ჩვენმა ოთხკაციანმა ბრიგადამ, რომელიც შეკეთებაზე დადის, ახლახან კარები დაამაგრა ტბელ აბუსერიძის #3-ში, ბენზეში, კობალაძეზე, გიორგი ბრწყინვალის ქუჩებზე. დაფიქსირებული არ გვაქვს, მაგრამ ჭორის დონეზე ყოფილა ბავშვების დაზიანების სამი-ოთხი შემთხვევა, შარშან და შარშანწინ“.
ზურაბ ნაკაიძის თქმით, უსაფრთხოებას სპეციალური ჯგუფი არ უწევს მეთვალყურეობას – ბავშვების უსაფრთხოების დაცვაში მათ უბნის მოსახლეობა, მშობლები და ამხანაგობის თავმჯდომარეები ეხმარებიან.

„ნათია სირაბიძე ახლო პერიოდში დაინიშნება განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში მოადგილის პოზიციაზე,“ – განაცხადა არჩილ ხაბაძემ.
ნათია სირაბიძე პროფესიით ჟურნალისტია, სხვადასხვა დროს მუშაობდა საკონსტიტუციო სასამართლოში პრეს-მდივნის პოსტზე, აჭარის ტელე-რადიო დეპარტამენტში, საზოგადოებრივ მაუწყებელში, რადიო „მწვანე ტალღაში“ და სხვა. პარალელურად ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას.

ბათუმის საბაგირო გზა „არგო“ ტურისტებისათვის ყველაზე მიმზიდველი ადგილია. 2015 წლის პირველი იანვრიდან ივლისის ბოლომდე „არგომ“ 82 000 ბილეთი გაყიდა. „არგო“ გასულ წელსაც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ობიექტი იყო, 2014 წელს ბათუმის საბაგირო გზით 227 841-მა ადამიანმა ისარგებლა.
ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, 2015 წლის პირველი იანვრიდან 28 ივლისამდე, 55 319 დამთვალიერებელი ეწვია, მათი უმრავლესობა – 39 300 ადამიანი, უცხოელი იყო. ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ უცხოელ ტურისტებს შორის თურქეთიდან ჩამოსული ჯგუფები ჭარბობენ.
ბოტანიკურ ბაღში აღრიცხავენ სტუდენტებსა და მოსწავლეებზე გაყიდულ ბილეთებსაც: წელს, ბოლო მონაცემებით, ბაღს 956 სტუდენტი და 4 889 მოსწავლე ეწვია. ბათუმის ბოტანიკურ ბაღში უფასოდ დათვალიერების უფლებით სარგებლობენ ომის მონაწილეები და საქართველოს შეიარაღებული ძალების ვეტერანები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ობლები, მშობელთა მზრუნველობას მოკლებული მოზარდები და სტუდენტები, ასევე 10-წლამდე ბავშვები და იმ ოჯახების წევრები, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა არ აღემატება 57 000-ს. ბაღი უფასოდ წელს 779-მა ადამიანმა დაათვალიერა. გასულ წელს ბათუმის ბოტანიკური ბაღი 198 787 ადამიანმა მოინახულა.
ბოტანიკურ ბაღში შესვლა საქართველოს მოქალაქეებს 3 ლარად, უცხოელებს 8 ლარად, სტუდენტებს – 2 ლარად, მოსწავლეებს კი 1 ლარად შეუძლიათ.
ბათუმის დელფინარიუმი წელს, ისევე როგორც გასულ წელს, ტურისტებისთვის საყვარელი ადგილების პირველ სამეულშია. წელს, 28 ივლისის მონაცემებით, დელფინების შოუზე დასასწრებად ბილეთი 39 598-მა ადამიანმა შეიძინა, გასულ წელს კი დელფინარიუმს 128 640 დამთვალიერებელი ეწვია.
აჭარაში მდებარე დაცულ ტერიტორიებსა და ნაკრძალებს შორის მტირალას ეროვნული პარკი ტურისტებისთვის ყველაზე ცნობილი ადგილია. წელს მტირალას ეროვნული პარკი ჯერ მხოლოდ 5 576-მა ვიზიტორმა მოინახულა, მაშინ როცა გასულ წელს მხოლოდ ივლისში იმყოფებოდა 4599 ტურისტი მტირალაზე, მთლიანობაში კი, 2014 წელს მტირალას 22 968 ვიზიტორი ეწვია.
კინტრიშის დაცულ ტერიტორიებს 2015 წლის იანვრიდან ივლისის ბოლომდე 1992 ვიზიტორი ეწვია. მათგან 1706 იყო ქართველი. ადმინისტრაციის უფროსის, ამირან ხინიკაძის განმარტებით, უცხოელებს შორის უკრაინელები, რუსები და ბალტიისპირეთის ქვეყნების წარმომადგენლები ჭარბობენ. გასულ წელს კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე სულ 2 138 ვიზიტორი იმყოფებოდა. მათგან 2003 – ქართველი.
რაც შეეხება ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს, ადმინისტრაციის დირექტორის, რევაზ მოისწრაფიშვილის თქმით, ისპანის ჭაობში წელს ვიზიტორების მატების ტენდენციაა. 2015 წლის ივლისის ბოლომდე ტორფნარი, რომელსაც რამსარის კონვენცია იცავს, 4 356-მა ვიზიტორმა მოინახულა, გასული წლის მანძილზე ვიზიტორების რაოდენობა 4300 იყო. რევაზ მოისწრაფიშვილი ამბობს, რომ მათი დაკვირვებით, იმატა ტურისტების რაოდენობამ რუსეთიდან და უკრაინიდან.
ტურისტებისათვის ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილია გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალი. წელს გონიოს 26 188 ადამიანი ეწვია. 2014 წელს კი – 66 314 ვიზიტორი.
ბათუმში მდებარე მუზეუმებს შორის გასული წლის ზაფხულში ყველაზე პოპულარული ხარიტონ ახვლედიანის სახელმწიფო მუზეუმი იყო. წელს მუზეუმში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, სხვა მუზეუმების სტატისტიკა კი ასე გამოიყურება:
დამთვალიერებლების რაოდენობით მუზეუმებს შორის ლიდერობს არქეოლოგიური მუზეუმი. მუზეუმს 2015 წლის პირველი იანვრიდან ივლისის ბოლომდე 4 259 ვიზიტორი სტუმრობდა, 2014 წელს კი მუზეუმს, მთლიანობაში, 11 474 დამთვალიერებელი ჰყავდა. გასულ წელს მუზეუმში გაიხსნა ოქროს ფონდი და მთავარი ექსპოზიცია – არქეოლოგიურ მუზეუმში ამ გარემოებებით ხსნიან გასულ წელს ვიზიტორების მეტ რაოდენობას.
წელს, ივლისის ბოლომდე, აჭარის ხელოვნების მუზეუმს 3 337 დამთვალიერებელი სტუმრობდა, გასულ წელს კი, მთლიანობაში, ხელოვნების მუზეუმს 5 625 დამთვალიერებელი ეწვია.
ძმები ნობელების სახელობის ტექნოლოგიურ მუზეუმს წელს, 20 ივლისამდე, 619 ვიზიტორი ეწვია, მათგან 337 ფასიანი და 282 უფასო ვიზიტორი. გასულ წელს მუზეუმს სულ 1918 დამთვალიერებელი ჰყავდა.
წელს, ივლისის ბოლომდე, 1555 დამთვალიერებელი ჰყავდა ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმს, გასულ წელს კი – 1130 დამთვალიერებელი. მუზეუმში ამბობენ, რომ ზაფხულობით მუზეუმს უფრო მეტი უცხოელი ვიზიტორი სტუმრობს.
2015 წელს, ივლისის ბოლომდე, 420 დამთვალიერებელი ჰყავდა რელიგიის მუზეუმს, გასულ წელს ეს მუზეუმი სულ 1027-მა ადამიანმა მოინახულა.
2015 წლის პირველი იანვრიდან ივლისის ბოლომდე 97 ადამიანი ეწვია მემედ აბაშიძის სახლ-მუზეუმს. გასულ წელს მუზეუმში სულ 335 დამთვალიერებელი იმყოფებოდა. მუზეუმში ამბობენ, რომ ბოლო ორი წელია სახლ-მუზეუმის დათვლიერება უფასოა.
იმ ადგილებში, სადაც გასულ წელთან შედარებით ტურისტების რაოდენობის კლების ტენდენცია შეინიშნება, ამას უამინდობით ხსნიან და იმედოვნებენ, რომ აგვისტოში სტატისტიკა გაიზრდება.
იმავეს ფიქრობენ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტშიც. დეპარტამენტის თავმჯდომარის თანაშემწე და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი სოფო გუჯაბიძე ამბობს, რომ ტურიზმის დეპარტამენტი ყველაფერს აკეთებს აჭარაში მდებარე კულტურული და ღირსშესანიშნავი ადგილების პოპულარიზაციისთვის: მუზეუმების, ნაკრძალებისა და სხვა ღირსშესანიშნავი ადგილების შესახებ ინფორმაცია შედის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ გაიდებში, რომელსაც დეპარტამენტი სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს. „ასევე, მედიატურების ფარგლებში ყოველთვის შეგვყავს მუზეუმებში უცხოელი ჟურნალისტები და ბლოგერები. ყველანაირად ვცდილობთ, მათ ვაჩვენოთ ეს პოტენციალი და ხელი შევუწყოთ ტურისტების მოზიდვას ამ ადგილებში. ეს ჟურნალისტები შემდეგ თავიანთ სტატიებში სწორედ ამ ობიექტებზე წერენ“, – ამბობს სოფო გუჯაბიძე. მისი თქმით, გასული, 2014 წელი ერთ-ერთი საუკეთესო იყო აჭარაში ჩამოსული ტურისტების დინამიკით. წელს დეპარტამენტმა, ძირითადად, ამ ნაკადის შესანარჩუნებლად იმუშავა.
„ჩვენი მთავარი მიზანი წელს, იმ რეალობიდან გამომდინარე, რომელიც ზოგადად შავი ზღვის აუზის ქვეყნებში შეიქმნა, იყო ნაკადის შენარჩუნება. ექვსი თვის მონაცემებით, გვაქვს ორპროცენტიანი ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. გვაქვს კლება სომხეთის მიმართულებით, რაც აიხსნება წვიმიანი ამინდით, სომხური ბაზარი ძირითადად დაინტერესებულია ზღვით – წვიმაში არ ჩამოვიდნენ ტურისტები. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, გვაქვს საკმაოდ კარგი სურათი.
არის მატებაც, მაგალითად, რუსეთიდან ტურისტების 2,3-პროცენტიანი მატება დაფიქსირდა, პოლონეთიდან – 1,2-პროცენტიანი მატებაა, ყაზახეთიდან 9-პროცენტიანი მატება გასულ წელთან შედარებით, თურქეთიდან ჩამოსული ტურისტების დინამიკაც შენარჩუნებულია“.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ღირსშესანიშნავი ადგილების სტატისტიკის ანალიზს სექტემბრის ბოლოს, სეზონის დასასრულს გააკეთებს. სოფო გუჯაბიძის თქმით, ამის შემდეგ დეპარტამენტი გარკვეულ რეკომენდაციებსაც გასცემს.
„ბათუმელები“ აჭარის კულტურულ და ტურისტულ ადგილებში ვიზიტორთა სტატისტიკის ანალიზს სეზონის დასრულების შემდეგაც შემოგთავაზებთ.


მარი მეჯიდოვასთვის ეს პირველი გამოსვლა იყო დიდ საერთაშორისო ტურნირზე, „აქამდე არც ერთ საერთაშორისო შეჯიბრზე არ ყოფილა მარი,“ – უთხრა „ბათუმელებს“ მისმა მწვრთნელმა შალვა პატარაიამ.
მარი მეჯიდოვა ფინალისთვის ბრძოლაში გამოეთიშა ასპარეზობას და 21 სპორტსმენს შორის მე-16 ადგილზე გავიდა. პირველი ადგილი კი რუსეთის წარმომადგენელმა ეკატერინა პროხოდკოვამ მოიპოვა.
„შედეგით კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ მაქსიმალური გავაკეთე იმისთვის, რომ ფინალში მოვხვედრილიყავი,“ – გვითხრა ახალგაზრდა სპორტსმენმა.
მარი 16 წლისაა. ის მძლეოსნობის სპორტულ კლუბ „ათლეტიკას“ სპორტსმენია. „თბილისი 2015“-ის საგზური მან საქართველოს პირველობის მოგების შემდეგ მოიპოვა. „თბილისი 2015“ ასპარეზობისთვის ორთვიანი ვარჯიში თბილისში გაიარა.
შალვა პატარაია: „მარიმ სიმაღლეზე ხტომა 150 სანტიმეტრიდან დაიწყო, რომელიც თავისუფლად დაფარა. 161 სანტიმეტრზე ცოტა გაუჭირდა. როცა 165 სანტიმეტრზე ფინალში გადასასვლელი ბედი წყდებოდა, ცოტა ინერვიულა, ვეღარ შეძლო მაგის დაფიქსირება, თორემ ვიქნებოდით ფინალში 12 ბავშვს შორის და უფრო მეტი შანსი გვექნებოდა საპრიზოსთვის. თუმცა მე-16 ადგილიც საკმარისია იმისთვის, რომ სპორტსმენს სტიმული მიეცეს, გააგრძელოს ასპარეზობა. მარი პერსპექტიული ახალგაზრდაა. არ არის ამ ასაკში ასეთი შედეგის დაფიქსირება ადვილი. ფაქტობრივად, თავის თავს გადაახტა სიმაღლეზე ხტომაში.“
„ჰილტონ ბათუმმა“ შეხვედრაზე წარმოადგინა სტუმრების მიერ გამოგზავნილი უკმაყოფილო წერილები, რომლებიც ასევე გამოქვეყნებულია tripadvisor.com-სა და booking.com-ზე საჯაროდ. საიტებზე გამოქვეყნებულ წერილებში ნათქვამია, რომ სტუმრები ვერ ახერხებდნენ დაძინებას და რეკომენდაციას არ გაუწევდნენ სასტუმროს (აღვნიშნავთ, რომ ამ საიტებით სარგებლობენ ტურისტები სასტუმროში ჩამოსვლამდე, ინფორმაციის მისაღებად). შეხვედრაზე მერიის წარმომადგენლებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საღამოს 11 საათზე მოსულიყვნენ სასტუმროში, კლუბ „სექტორ 26“-ის წარმომადგენლებთან ერთად და გაეზომათ მუსიკის სიხშირე“, – მსგავსი შინაარსის წერილი მიიღო „ბათუმელებმა“ სასტუმრო „ჰილტონის“ ადმინისტრაციისგან.
წერილს მართლაც ახლავს თან „ჰილტონის“ სტუმრების უარყოფითი ჩანაწერები, სადაც წერენ იმაზე, თუ როგორ შემაწუხებელია მუსიკის ხმაური ღამის 3-4 საათზე, რის გამოც მთელი ღამე დაძინება ვერ მოახერხეს.
სასტუმროს ადმინისტრაციამ დახმარების თხოვნით მიმართა ტურიზმის დეპარტამენტს. როგორც სასტუმრო „ჰილტონის“ მარკეტინგის მენეჯერმა ლინდა ბალაძემ განმარტა, დეპარტამენტის მხარდაჭერა გამოიხატა იმაში, რომ ბათუმის მერიაში ამ საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა: „შეხვედრას ესწრებოდნენ ქალაქ ბათუმის მერის მოადგილე ბაგრატ მანველიძე, მერიის თანამშრომელი სოფიო მიქელაძე, „სექტორ 26“-ის წარმომადგენელი, კლუბ „ბუმ ბუმ ბიჩის“ წარმომადგენლები, „ჰილტონ ბათუმის“ წარმომადგენელი მარტინსი, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენელი თამარ კაიკაციშვილი. შეხვედრაზე, რომელიც ნახევარი საათის დაგვიანებით დაიწყო, განხილული იქნა კლუბ „სექტორ 26“-დან გამოსული ხმამაღალი მუსიკით გამოწვეული პრობლემები, რომელიც ყოველდღე დილის 4, 5 ან 6 საათამდე გრძელდება“.
ლინდა ბალაძის ინფორმაციით, ამ შეხვედრის შემდეგ, 10 ივლისს მართლაც მივიდნენ სასტუმროში. „გაზომეს სიხშირე და დაგვპირდნენ, რომ ორშაბათს, 13 ივლისს შეგვატყობინებდნენ შედეგს, თუმცა მათთგან ამ საკითხს გამოხმაურება არ მოჰყოლია და ჩვენს ზარებსაც აღარ პასუხობდნენ“, – ამბობს ლინდა ბალაძე, რომელიც ადასტურებს, რომ მას შემდეგ, დღემდე, არაფერი შეცვლილა და ხმაურით უკმაყოფილო სტუმრები კვლავაც წერენ შენიშვნებს.
„ბათუმელებმა“ სცადა გაერკვია ქალაქის მერიაში, რა გადაწყვეტილება მიიღეს ამ ერთ კონკრეტულ საჩივართან დაკავშირებით, მაგრამ მერიის პრესსამსახური საკითხის გარკვევით არ დაინტერესებულა. განმარტებების მიღება შეუძლებელი აღმოჩნდა მერიაში გამართული შეხვედრების მონაწილეებისგანაც. ტურიზმის დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის, სოფო გუჯაბიძის თქმით კი, მათი როლი ამ პროცესში შეხვედრის ორგანიზებით შემოიფარგლა, რადგან სამართლებრივად მათ სხვა ბერკეტი არ გააჩნიათ.
„ბათუმელები“ თავად ღამის კლუბ „სექტორ 26“ ხელმძღვანელს მამუკა გიორგაძეს დაუკავშირდა. მან თქვა, რომ „სექტორი 26“-ში მუსიკის ხმას დაუწიეს და ის აღარ არის შემაწუხებელი. „მაგრამ ერთიც არის, სეზონი სულ ორ თვეს გრძელდება. თუ ღამის კლუბები მუსიკას ვერ დაუკრავენ, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ბიზნესი დაიხურება. ჩვენ ვიწვევთ ცნობილ დიჯეებს, მათ თანხას ვუხდით. თუ არ მოვა ხალხი, რანაირად ვიმუშაოთ. აქ არის ზღვის სანაპირო, საერთოდ გავთიშეთ მუსიკა და როცა შევამოწმეთ ხმაური, მაინც დადგენილ ნორმაზე 50%-ით მაღალი ხმა დაფიქსირდა. რა ხმაზეც არ უნდა ჩავრთოთ მუსიკა, ხმაური მაინც იქნება. გარდა ამისა, ჩვენ მეზობლად არის ბუნგალო, სადაც ისეთი აპარატურა აქვთ დამონტაჟებული, მთელ საქართველოში სხვა მაგის მსგავსი არ არის. მისი ხმა ყველაფერს შთანთქავს“, – ირწმუნება მამუკა გიორგაძე.
ბოლო ორი წელია ხმაურის გარდა კიდევ ერთი ტენდეცია იკვეთება ბათუმის ბულვარის გასართობ დაწესებულებებში – ბევრი დაწესებულებიდან ისმის რუსული ესტრადის ვარსკვლავების სიმღერები. ამაზე საჯარო დაწესებულებებში ერთი შეხედულება აქვთ – „თუ უსმენენ ამ მუსიკას, ესე იგი, მოსწონთ“.
ღამის საათებში ხმაური კვალიფიცირდება როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. წესით, დარღვევაზე გარემოს ზედამხედველობის სამსახური რეაგირებს. „ბათუმელებმა“ სამსახურის ხელმძღვანელთან დაკავშირება სცადა, თუმმცა უშედეგოდ. შესაბამისად, ვერ მოხერხდა იმის დადგენა, რამდენი სამართალდარღვევის აქტი აქვს სამსახურს ამ სეზონზე შედგენილი.
6 აგვისტოდან ქართველი და უცხოელი ხელოვანები ძველ ბათუმში, ჟორდანიას ქუჩაზე, შვიდი ეზოს ამბებს გააცოცხლებენ. მზადების პროცესი უკვე დაწყებულია. პროექტში მონაწილე არტისტები პატარა, ბათუმურ ეზოებში იცხოვრებენ და აქ იმუშავებენ.

„ახლა სამუშაო პროცესის პირველი ფაზაა. ეზოს ამბებში მონაწილე მხატვრები აქტიურად მუშაობენ კონცეფციებზე, დადიან ეზოებში, ცდილობენ მოსახლეობა ჩართონ, განავითარონ იდეები,“ – ამბობს პროექტის მენეჯერი მარიამ ნატროშვილი.

ჟორდანიას ქუჩაზე, ერთ პატარა ეზოში, ორი უცხოელი ხელოვანი მუშაობს. ისინი აქ მცხოვრებთათვის სადილს ამზადებენ და მათთან ერთად შიშსა და სიყვარულზე საუბრობენ. „ეს ურთიერთობის ხელოვნებაა, ყველაზე მნიშვნელოვანი თანამედროვე ხელოვნებაში სწორედ ისაა, რომ ხელოვნება ადამიანებთან ერთად იქმნება,“ – ამბობს პორტუგალიელი ხელოვანი ფერნანდო მესკიტა. ის „ბათუმის ეზოს ამბებში“ პირველად მონაწილეობს, თუმცა როგორც ამბობს, სახელოვნებო სოციალურ პროექტებში ევროპის არაერთ ქვეყანაში აქვს მონაწილეობა მიღებული. ის ბათუმში ავსტრიელ მეუღლესთან ერთად არის ჩამოსული, ეზოს ამბების შექნაში ისიც მონაწილეობს. კორნელია გაზქურასთან დგას და სადილს ამზადებს.
ფერნანდო ამბობს, რომ პროექტის მონაწილეები „ფეისბუქის“ მეშვეობით დაუკავშირდნენ, კონკურსში მონაწილეობა შესთავაზეს და ასე აღმოჩნდნენ ბათუმში. წელს მათთან ერთად ბათუმის ეზოს ამბებში კიდევ ოთხი უცხოელი არტისტი იქნება ჩართული. ფერნანდოს მსგავსად, ისინიც „ეზოს ამბების“ შექმნაში პირველად მონაწილეობენ.
„მონაწილეებიც და ეზოებიც ყოველ წელს იცვლება. იცვლება დამატებითი სივრცეც, შარშან ასეთი სივრცე აბანო იყო, წელს კი ნოე ჟორდანიას ქუჩაზე არსებული დაუმთავრებელი შენობა ავარჩიეთ, სადაც საუნდ პერფორმანსი გვექნება. აქ გამოიფინება ნამუშევრების ნაწილიც,“ – ამბობს მარიამი.

„ბათუმის ეზოს ამბების“ მთავარი არსი ხელოვანებისა და მოსახლეობის ერთად მუშაობაა. დასავლეთში, როგორც მარიამი ამბობს, ამ პროცესს მონაწილეობრივ, სოციალურად ჩართულ ხელოვნებას ეძახიან.
„ჩვენთან ხშირ შემთხვევაში ხელოვნება აღიქმება როგორც ორ განზომილებაში გაკეთებული ფერწერა კედელზე. თანამედროვე ხელოვნებაზე ნაკლებად აქვთ ინფორმაცია ადამიანებს. ზუსტად ამისთვის არის კარგი ეს პროექტი, რომ იმ ადამიანებმა, რომლებიც არ დადიან გალერეებსა და მუზეუმებში, გაიგონ თანამედროვე ხელოვნების შესახებ,“ – ამბობს მარიამი.
პროექტში მონაწილეობს ბათუმელი ხელოვანი გოჩა ჟღენტიც. მისი თქმით, თავიდან რთულია, მაგრამ შემდეგ ადამიანები ინტერესით ერთვებიან ეზოს ამბების გაცოცხლებაში.
„არტისტი უნდა შეეცადოს, რომ რეალური ამბავი ხელოვნებაში გადაიტანოს და ადამიანებს სხვა ფორმით აჩვენოს,“ – ამბობს გოჩა.
მარიამი ეზოს ამბებში მონაწილე ერთ ქალზე გვიამბობს: „მედეა ჰქვია. მან გვაჩვენა თავისი ფოტოალბომები, სადაც კოლაჟები აქვს გაკეთებული. მასთან ერთად ფოტოგრაფი ქეთა ღვინეფაძე იმუშავებს, ქეთა გადაიღებს ფოტოს, მედეა კი კოლაჟებს გააკეთებს. გარდა ამისა, მედეა ძალიან კარგად მღერის და ეს კომპონენტიც იქნება გამოყენებული.“
„ბათუმის ეზოს ამბები“, ხელოვანების თქმით, არის ადამიანების კულტურის, მათი ყოველდღიური ცხოვრების ხელოვნების ენაზე „თარგმნა“, შემოქმედებით სივრცეში გადატანა და ადამიანებში შემოქმედებითი პროცესის გაღვივება.
„ბათუმის ეზოს ამბები“ სამ დღეს გაგრძელდება. პირველ დღეს შერჩეულ შვიდივე ეზოში გაიხსნება პროექტი და მოეწყობა კატალოგების პრეზენტაცია, სადაც თავმოყრილი იქნება „ეზოს ამბების“ სამწლიანი ისტორია. მეორე დღეს აჩვენებენ ფილმს, რომელსაც ჯერჯერობით არ ასახელებენ, თუმცა როგორც მარიამი ამბობს, იაპონელი რეჟისორის ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი.
მესამე დღე კი დაეთმობა საუნდპერფორმანსს – „ეზოში ავი ძაღლია“. პროექტში მონაწილეობს რვა ქართველი და ექვსი უცხოელი ხელოვანი: ნატალია ავალიანი, გიორგი მაღრაძე, ქეთა ღვინეფაძე, თამუნა ჩადუნელი, ფრენსის ბელზერი, [შვეიცარია], კორნელია აუინგერი [ავსტრია], ფერნანდო მანველ დოს სანტოს მესკიტა [პორტუგალია], მაგდალენა სპარსკა [პოლონეთი], იან ჰუდოჟილოვი [ჩეხეთი/შვეიცარია], ალბერტო ალგაიერი [ავსტრია], გიორგი ქათამაძე, ზურა ჩართოლანი, გოჩა ჟღენტი, გიორგი შენგელია/ქეუ მეფარიშვილი.
მონაწილეები კონკურსის წესით, პორტფოლიოების მიხედვით შეარჩიეს.
თვალი ადევნეთ პროექტს ფეისბუქზე: ბათუმის ეზოს ამბები/Batumi Backyard Stories IV

თხილის კრეფის სეზონი აჭარაში დაწყებულია. 1 კილოგრამი ახალი [ნედლი] თხილის ფასი 3,5-4,5 ლარია. 3,5 ლარია ადგილზე, ოჯახიდან თხილის გაყიდვა მეზობელ გურიაშიც. გამომშრალი თხილის ფასი იზრდება.
ხუცუბანში მცხოვრები თამაზ თხილაიშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ამ ფასად თხილის ჩაბარება არ უღირს:
„გასულ წელს, აპრილში ჩავაბარე ქობულეთში – 1 კილოგრამი 12 ლარად. წელსაც გვიან გავყიდი ალბათ, თუმცა ფასებს მაინც ბაზარი არეგულირებს და რა ეღირება, წინასწარ ვერ განსაზღვრავ“.
„მოსავლიანობის, ბაზარზე არსებული მოთხოვნისა და ფასების გამო თხილის სეგმენტის განვითარება აჭარის რეგიონში სწრაფად მიმდინარეობს“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დარგობრივი განვითარების განყოფილების უფროსმა მამუკა თურმანიძემ.
სამინისტროში აცხადებენ, რომ რეგიონის მაჩვენებელი ქვეყნიდან მთლიან ექსპორტში მცირეა, თუმცა, რა რაოდენობის თხილია აჭარიდან ექსპორტირებული, ვერ აკონკრეტებენ.
მამუკა თურმანიძის თქმით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო თხილის კულტურის განვითარებაში აქტიურად ჩართვას აპირებს. თუმცა ეს ჯერჯერობით მხოლოდ ადგილობრივი პროგრამების განხორციელებით შემოიფარგლება. სამინისტრო უკვე ახორციელებს ფერმერებისთვის ნერგების დარიგების პროგრამას, რომლის ფარგლებშიც 2013 წელს 20 ათასი ძირი თხილის ნერგი გადანაწილდა მოსახლეობაზე, აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში.
„პროგრამის ფარგლებში ვაპირებთ შემოდგომაზე 32 ათასი ძირი თხილის ნერგის შემოტანას. ნერგებს ტენდერით შევისყიდით და ფერმერებს თანადაფინანსების პრინციპით ვურიგებთ – ღირებულების 70%-ს იხდის სახელმწიფო და 30%-ს ფერმერი. წლევანდელი ნერგის ფასი ფერმერს დაუჯდება ალბათ 21 თეთრამდე“.
ნერგები, რომლებიც სამინისტროს შემოაქვს, ორი წლისაა და დარგვიდან მესამე წელს იძლევა ნიშანს [ისხამს ნაყოფს], ხოლო 6-7 წლიდან, უკვე როგორც ხე-ბუჩქი, შედის მსხმოიარობის აქტიურ ფაზაში. თხილის ნარგავებს პლანტაციის სახით რეგიონში მხოლოდ 400 ჰა-მდე ფართობი უკავია, გაცილებით მეტია გაფანტული ნარგავების სახით.
სამინისტროს ინფორმაციით, ნოემბრის თვე საუკეთესო პერიოდია თხილის დარგვისთვის, ვინაიდან შემოდგომაზე დარგული ნერგების გახარების მაჩვენებელი გაცილებით მაღალია.
თხილის ნერგებზე მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე სამინისტროს დაგეგმილი აქვს მომავალ წელს 200-300 ათასამდე თხილის ნერგი შემოიტანოს. „ასევე ვგეგმავთ რეკომენდაცია გავუწიოთ და ხელი შევუწყოთ ფერმერებს თხილის ბაღების გაშენებაში, ნაკვეთის შერჩევაში, დავეხმაროთ ნიადაგის მომზადებაში – მინერალური და ორგანული სასუქებით უზრუნველყოფაში“, – განაცხადეს სამინისტროში.
მამუკა თურმანიძის თქმით, გასათვალისწინებელია ის, რომ სწორად შეირჩეს თხილის სამრეწველო ჯიშები. სამინისტროს, ძირითადად, „ანაკლიური“ [იგივე „ბერძნულა“] ჯიშის თხილის ნერგები შემოაქვს.
„ანაკლიური“ – ადგილობრივი ჯიშია, ბუჩქი სწრაფად იზრდება, მოსავალი იკრიფება ივლისის ბოლოს – აგვისტოს პირველ ნახევარში, უხვმოსავლიანია, ბუჩქის საშუალო მოსავალი 4,5-5,5 კგ-ია. „ანაკლიური“ ძირითადი სამრეწველო ჯიშია სამეგრელოში, აფხაზეთში, გურიასა და აჭარაში. კარგი სამრეწველო ჯიშებია ასევე „გულშიშველა“ [ბუჩქის საშუალო მოსავალი 5-7 კგ], „დედოფლის თითი“ [7-9 კგ], „შველისყურა“ [ბუჩქის საშუალო მოსავალი 6,5-7,5 კგ].
გარდა აღნიშნული ჯიშებისა, საქართველოში ფართოდ გავრცელებულია როგორც ადგილობრივი, ისე შემოტანილი ჯიშები – 50-მდე სახეობა, რომელთაგან ზოგიერთმა (ათა-ბაბა, განჯა, ჯენტილე, ტონდა, რომანა და სხვა) საქართველოს პირობებში კარგი შედეგი აჩვენა. მიუხედავად ამისა, ქართული ადგილობრივი ჯიშები მსოფლიო ბაზარზე უპირატესობით სარგებლობს.
თხილის ბუჩქის სიცოცხლის ხანგრძლივობა 180-200 წელია, თითოეული დედატოტისა კი – 70-80 წელი. მცენარე ნაყოფს იძლევა 150 წლის განმავლობაშიც კი, თუმცა საჭიროა ტოტების პერიოდული გაახალგაზრდავება.
თხილის ნაყოფი გამოირჩევა მაღალი შენახვისუნარიანობით, ორი წლის განმავლობაში არ კარგავს სასაქონლო მაჩვენებლებსა და კვების ღირებულებას. არის ადვილად ტრანსპორტირებადი.
მამუკა თურმანიძის თქმით, თხილის სამრეწველო ბაღების გაშენება ზოგადად რეკომენდებულია ზღვის დონიდან 600 მეტრ სიმაღლემდე, „თუმცა თურქეთის მაგალითს თუ გავითვალისწინებთ, სრულიად შესაძლებელია თხილის სამრეწველო ბაღები გავაშენოთ 1200 მეტრ სიმაღლემდეც. მაგალითად, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭახაურაში [ღორჯომის თემი, ზღვის დონიდან 1150 მეტრომდე] ვნახეთ კარგად გაშენებული და გახარებული თხილის სამრეწველო ბაღი. აქედან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ თხილის კულტურის განვითარების პოტენციალი აჭარაში არის საკმაოდ დიდი. თუმცა, გასათვალისწინებელია მთელი რიგი ფაქტორები, როგორიცაა ჯიშების სწორად შერჩევა, აგროტექნიკური ღონისძიებების სრული გათვალისწინება, ნიადაგის გეოგრაფიული მდებარეობის სწორად შერჩევა და სხვა“.
მაღალმთიანი აჭარის სოფლები ძირითადად 1200-1300 მეტრომდეა ზღვის დონიდან [თუმცა არის უფრო მაღლა, 1600 მ-დე მდებარე სოფლებიც]. ამ სიმაღლეზე, სპეციალისტების თქმით, თხილის ბიზნესის წამოწყებას აჭარაში პერსპექტივა აქვს. ზოგადად კი, ველური, ტყის თხილი საქართველოში ბუნებრივად იზრდება ზღვის დონიდან 1500-1800 მეტრამდე.
თხილის კულტურას ყველაზე დიდი ფართობი კი თურქეთში უკავია. ეს ქვეყანა მსოფლიო ბაზრის მოთხოვნის 75 პროცენტს აკმაყოფილებს. საქართველოს, ბოლო წლების განმავლობაში, თხილის ნარგავების ფართობების მოცულობის მხრივ მსოფლიოში მეშვიდე ადგილი ეკავა.
თხილი საუკეთესო ანტიეროზიული მცენარეცაა, იგი ზედა ფენაში განვითარებული ძლიერი ფესვთა სისტემით ამაგრებს ნიადაგს და იცავს მას ჩამორეცხვისაგან. თხილის ბაღის გაშენება რეკომენდებულია ისეთ ადგილებში, სადაც ჰაერის მინიმალური ტემპერატურა -25 გრადუს/ცელსიუსამდე არ ეცემა.
აჭარაში მსხვილი მეურნეობები, რომლებიც უშუალოდ თხილის ბიზნესითაა დაკავებული, ჯერჯერობით ჩამოყალიბებული არ არის. ძირითადად გლეხური, კერძო მეურნეობებია. თუმცა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, არის რამდენიმე კოოპერატივი, უშუალოდ თხილის ბიზნესზე ორიენტიებული და საკმაოდ წარმატებულადაც მუშაობენ.
ქართული თხილის გასაღების ბაზარი ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებია. პროდუქტი გააქვთ აზიისა და რუსეთის ბაზარზეც. „საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციაში“ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ევროპის ბაზარზე ძირითადად გარჩეულ თხილის გულზეა მოთხოვნა და 1 კგ. თხილის გულის ფასი, დღეს არსებული მონაცემებით, 12-13 აშშ დოლარია.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო კი თხილის ტექნიკური რეგლამენტის პროექტზე მუშაობს. ტექნიკური რეგლამენტის მიღების მიზანია, დადგინდეს მოთხოვნები თხილის მიმართ და თხილის წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციის ეტაპებზე განისაზღვროს რეგულირების ერთიანი პრინციპები, ამასთან, დაცული იყოს მომხმარებელთა უფლებებიც.
სამართალდამცავებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 560 აბი სამედიცინო პრეპარატი „აქტიფედი“ ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, 33,6 გრ ფსიქოტროპულ ნივთიერება „ფსევდოეფედრინს“ შეიცავს. შს სამინისტროს ცნობით, ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 261-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 263-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).