ქონება საპატრიარქოს მოქმედი ხელისუფლებისგან 40 ლარად

 

მთავრობამ ზემოაღნიშნულ პერიოდში საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას 1 ლარად საკუთრებაში გადასცა მსუბუქი ავტომანქანა „Toyota Landcruiser LC 200“ [გამოშვების წელი – 2010, ფერი – შავი, მაღალი გამავლობის, ძრავის მოცულობა – 4700]; ასევე 1 ლარად – ავტომანქანა „Mercedes-Benz S 500“ [გამოშვების წელი – 2012, ფერი – შავი, ტიპი – სედანი, ძრავის მოცულობა – 4700]; ეკლესიას 1 ლარად გადაეცა აგრეთვე ორი ავტომობილი: „MERCEDES-BENZ 310 და „ნივა“; ასევე 1 ლარად – ორი ავტობუსი, ხოლო უფასოდ ორი ტრაქტორი – „SAME SOLARIS 55“; ეკლესიას 1 ლარად მიჰყიდეს სახელმწიფოს კუთვნილი 97 ძირი კრიპტომერიის ხის მორიც.

 

გარდა მოძრავი ქონებისა, საპატრიარქოს 1 ლარად გადასცემდნენ [მიმდინარე წლის მაისიდან კი სრულიად უფასოდ] უძრავ სახელმწიფო ქონებასაც – მიწას და შენობა-ნაგებობებს. მოქმედი ხელისუფლების მიერ საქართველოს საპატრიარქოს 917 504 კვ/მ ფართობის ათეულობით მიწის ნაკვეთი გადაეცა თბილისსა და საქართველოს სხვა ადგილებში. მათ შორის ოცზე მეტი ნაკვეთი, მათზე არსებული შენობა-ნაგებობებით.

 

აღსანიშნავია, რომ იმ შენობა-ნაგებობების ფართობების დადგენა, რომლებიც საპატრიარქოს მიწასთან ერთად გადაეცემა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ეს შენობა-ნაგებობები რეესტრის ამონაწერებში ხშირ შემთხვევაში მხოლოდ დანომრილია და ფართობი არ არის მითითებული. საპატრიარქოსთვის გადაცემული შენობების  საერთო ფართობის შესახებ ინფორმაცია კი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და მისმა ქვემდებარე სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, მოთხოვნის მიუხედავად, არ მოგვაწოდა.

 

სამინისტრომ არც იმ სახელმწიფო ქონების საბალანსო ღირებულების [რომ არაფერი ვთქვათ საბაზრო ღირებულებაზე] შესახებ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომელიც საპატრიარქოს 1 ლარად ან/და უსასყიდლოდ გადასცეს. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გადაცემული ქონების უმეტესობა სახელმწიფოს შეფასებული არც აქვს.სამინისტრომ დაზუსტებით არც ის ინფორმაცია მოგვაწოდა, საპატრიარქომ გადაიხადა თუ არა ზემოაღნიშნულ პერიოდში გადაცემული სახელმწიფო ქონების საპრივატიზაციო ღირებულება _ ჯამში 40 ლარი.

 

უმეტეს შემთხვევაში არ არის დაკონკრეტებული თუ რის საფუძველზე, რა მოტივითა თუ პირობებით გადასცემენ [ფაქტობრივად ჩუქნიან] საპატრიარქოს სახელმწიფო ქონებას.

 

დოკუმენტებს თუ გადავხედავთ, მექანიზმი ერთი შეხედვით  მარტივია – მთავრობაში შედის საპატრიარქოს წარმომადგენლების შუამდგომლობა, რომლითაც საპატრიარქო ამა თუ იმ ქონების 1 ლარად პრივატიზებას, საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემას, ან უსასყიდლო უზუფრუქტით გადაცემას ითხოვს.

 

დოკუმენტებიდან ისიც ჩანს, რომ მთელი ეს შუამდგომლობა-დაკმაყოფილება ფორმალობაა და წინასწარი მოლაპარაკებებით ყველაფერი გარკვეულია. ანუ, როცა საპატრიარქოს შუამდგომლობა შედის ამა თუ იმ სახელმწიფო სტრუქტურაში, გარკვეული ქონების გადაცემის თხოვნით, ამ ქონების ბედი იმ დროისთვის უკვე გადაწყვეტილია. მთავრობა საპატრიარქოს თითქმის ყველა შუამდგომლობას ქონების გადაცემაზე  აკმაყოფილებს, ეკლესიის სასარგებლოდ.

 

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპატრიარქოსთვის გადაცემის შუამდგომლობებს კი საპატრიარქოს მხრიდან ხელს ძირითადად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი, ასევე ქორეპისკოპოსი, მიტროპოლიტი თეოდორე და კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი აწერენ.

 

მოქმედი ხელისუფლების მიერ საპატრიარქოზე უსასყიდლო უზუფრუქტით კი შემდეგი სახელმწიფო ქონებაა გადაცემული: ქ. ახალქალაქში 2207 კვ/მ და ქ. ქობულეთში 11 810 კვ/მ [ბობოყვათის ყოფილი სამთავრობო რეზიდენციის მიმდებარე პლაჟი] მიწის ნაკვეთები ამ ნაკვეთებზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებთან ერთად.

 

სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საქართველოს საპატრიარქოს სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის შუამდგომლობის საფუძველზე, ეკლესიას მთავრობამ თავშესაფრისთვის 1 ლარად ინვენტარი და აღჭურვილობა გადასცა. თუმცა მთავრობის შესაბამის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ 43 დასახელებისა და სხვადასხვა რაოდენობის ინვენტართან ერთად, იმ ერთ ლარში, საპატრიარქოს ჯამში 1127 კვ/მ ფართობის სამი მიწის ნაკვეთიც გადაეცა თბილისში.

 

სამინისტროს მხრიდან ვითხოვდით ასევე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული რა უძრავ-მოძრავი ქონების გადაცემა იყო დაგეგმილი საპატრიარქოსთვის და რა ფორმით. ასეთი ინფორმაცია ვერ მივიღეთ.

 

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ საპატრიარქოზე გადაცემული ქონების ნუსხა 4 ნოემბერს მოგვაწოდა, თუმცა მასში არ არის საქართველოს მთავრობის მიერ მიმდინარე წლის 29 ოქტომბრის განკარგულებით საპატრიარქოსთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემული შემდეგი ქონება: 14 ტრაქტორი, 1 სათიბელა, 7 ცალი სამფრთიანი და ერთიც ხუთფრთიანი გუთანი, დისკებიანი ფარცხი, 5 კულტივატორი და სამი სიმინდის სათესი.

 

აღსანიშნავია, რომ ქონების ეროვნულმა სააგენტომ მოგვაწოდა საპატრიარქოსთვის გადაცემული იმ უძრავ-მოძრავი ქონების ჩამონათვალი, რომელიც ადრე სახელმწიფო საკუთრებაში იყო. შესაბამისად, რა უძრავ-მოძრავ ქონებას გადასცემენ მუნიციპალიტეტები მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში თუ სარგებლობაში, ეს ცალკე საკითხია.

 

2012 წლის პირველი ოქტომბრიდან მიმდინარე წლის 6 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში  საჯარო რეესტრში საპატრიარქოს წარმომადგენლების მიერ 633 სხვადასხვა შინაარსის განცხადებაა შეტანილი, უძრავ ქონებასთან დაკავშირებით. ამ განცხადებებით საპატრიარქო, ძირითადად, საკუთრების უფლების რეგისტრაციას ითხოვს ამა თუ იმ ქონებაზე.

 

საქართველოს საპატრიარქო

 

 

პოლიტიკური პარტიების დახურული ოფისები

 

”ქართული ოცნების” ოფისი ქედაში

  

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე, რომელიც დღემდე ინარჩუნებს პარტია „ქართული ოცნების“ რაიონული ოფისის თავმჯდომარის პოზიციას ქედაში, ამბობს, რომ ოფისს მუშაობა არ შეუჩერებია. თუმცა იმასაც დასძენს, რომ ოფისი აქტიური პოლიტიკური მუშაობით არ გამოირჩევა. ის იმედოვნებს, რომ 2016 წელს არჩევნები ქედაში „ქართული ოცნების“ გამარჯვებით დასრულდება.

 

ამირან ცინცაძე კონკურენტი პარტიის მუშაობასაც აფასებს და ამბობს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ აქტიურობას აზრი არ აქვს. „ყველა პარტია თუ ოფისი ქედაში შესაძლებლობის მიხედვით მუშაობს. რაც მთავარია, ერთნაირ პირობებშია ყველა. რაც შეეხება ქართული ოცნების პარტიის რაიონულ ოფისს – არ დაკეტილა, ყოველ დილით 11 საათზე იხსნება და საღამოს ოთხ საათამდე მუშაობს. შესაძლოა ერთ დღეს არ იყო იქ თანამშრომელი მხოლოდ. იქედან გამომდინარე, რომ პარტიის ოფისში ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი ადამიანი მუშაობს, ის პასუხისმგებელია როგორც ოფისის კარების გახსნა-დაკეტვაზე, ასევე ინვენტარის მოვლა-პატრონობაზე და თუ ვინმე მივა შტაბში, პასუხიც უნდა გასცეს. უახლოეს ხანში ჩატარდება კონფერენცია, პარტიის ოფისი განათლებული და ავტორიტეტული ადამიანებით აკომპლექტდება. მომავალ არჩევნებზე იმაზე კარგი შედეგი გვექნება, ვიდრე გასულ წელს იყო. რაც შეეხება პარტიის თავმჯდომარეობას, ვინ გახდება ახალი  ავმჯდომარე, ამას დელეგატები გადაწყვეტენ. მე ვაპირებ მონაწილეობა მივიღო შიდა პარტიულ არჩევნებში იმ პოზიციის დასაკავებლად, რომელიც ამჟამად მიკავია. თუ პარტიის წევრები სხვას აირჩევენ, გვერდით დავუდგები და ისევ პარტიის ინტერესებს გავატარებ. ჩემი ინფორმაციით, ნოემბრის ბოლომდე უნდა დაკომპლექტდეს პარტიული ოფისი“, – აცხადებს ამირან ცინცაძე.

 

ამირან ცინცაძეს არ ეთანხმება ქედის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ვაჟა ბოლქვაძე. ის ამბობს, რომ აქ პარტიებს არათანაბარ პირობებში უწევთ მუშაობა. საოფისე ფართობი „ენმ“-ს ქედაში გამგეობისგან 2013 წლამდე იჯარით ჰქონდა აღებული. ვადის გასვლის შემდეგ ქედის გამგეობამ პარტიას ფართობის სარგებლობისთვის საიჯარო ხელშეკრულება აღარ გაუგრძელა, ამის მიზეზად კი ორსართულიან შენობაში იმ სამი ოთახის რემონტი დაასახელა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური საქმიანობისთვის იყენებდა. ენმ-ის ქედის ორგანიზაციამ ოფისისთვის ფართობი კერძო მესაკუთრისგან ქედის ცენტრში დაიქირავა. სამი ოთახი, რომლის დაცლაც პარტიას დაგეგმილი რემონტისთვის მოუხდა, ამ დრომდე არ გარემონტებულა. გასარემონტებლად თანხა გამგეობამ გასულ თვეში გამოყო, სარემონტო სამუშაოები აქ რამდენიმე დღის წინ დაიწყო. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქედის რაიონული ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი ზვიად თურმანიძე ამბობს, რომ პარტიას მუშაობა არ შეუჩერებია: „პირიქით, აქტიურად ვმუშაობთ. გავდივართ სოფლებში და ვსწავლობთ თუ რა პრობლემები აწუხებთ, ვამოწმებთ, რამდენად სრულდება მმართველი პარტიის დაპირებები. ამ დროისთვის ენმ-ის ქედის ორგანიზაციაში 170 ადამიანს აქვს პარტიული ბილეთი, 70 ადამიანი კი ითხოვს პარტიული ბილეთის მიღებას“.

 

საინიციატივო ჯგუფის ჩამოყალიბების შემდეგ გეგმავს „ეროვნული ფორუმი“ პარტიული ოფისის გახსნას ქედაში. „ეროვნული ფორუმის“ პოლიტსაბჭოს წევრი და აჭარის რეგიონის კურატორი დავით ანანიძე ამბობს, რომ საინიციატივო ჯგუფის თავმჯდომარე ქედაში ერთი თვეა არ ჰყავთ, რადგან ყოფილი თავმჯდომარე და ქედის საკრებულოს წევრი სხვა სამსახურში გადავიდა და პარტიიდან გასვლა მოითხოვა.

 

„ქედაში პარტიულ ოფისს კონფერენციის ჩატარების შემდეგ გავხსნით, რაც შეეხება ყოფილ ოფისს, დაქირავებულ ფართობზე სხვასაც ჰქონდა პრეტენზია და დათმობა მოგვიხდა. თუ დაიქირავებ ფართობს, არანაირი პრობლემა არ არის, ყველა პარტიას ერთნაირ პირობებში უხდებოდა მუშაობა. ქედაში ჩვენ საინიციატივო ჯგუფის თავმჯდომარის პოზიციას ვინ დაიკავებს, ეს კონფერენციის ჩატარების შემდეგ გახდება ცნობილი“, – ამბობს დავით ანანიძე.

 

საკუთარი ოფისი არც „ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციას“ აქვს ქედაში, ამ კოალიციის ოფისი თვითმმართველობის არჩევნებიდან რამდენიმე კვირაში დაიხურა. დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს წარმომადგენელი ქედის საკრებულოში მურმან დავითაძე ამბობს, რომ ოფისის არარსებობა პარტიულ მუშაობაში ხელს არ უშლის.




ავტომანქანები, რომლებსაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ყიდის

 

ავტომანქანა „VOLKSWAGEN JETTA” (სახელმწიფო ნომრით PO992OP) აუქციონზე განმეორებით, 20%-იანი ფასდაკლებით იყიდება. საწყისი ფასი ამჯერად 400 აშშ დოლარია.  ავტომანქანა არის ცუდ მდგომარეობაში, გამოშვების წელი 1993; საწვავი – ბენზინი. აუქციონი 16 ნოემბერს დასრულდება.

 

VOLKSWAGEN JETTA

 

 

ავტომანქანა „ვოლგა 3110“ (სახელმწიფო ნომრით PO993OP), განმეორებით, 20%-იანი ფასდაკლებით; საწყისი გასაყიდი ფასი – 600 აშშ დოლარი; გამოშვების წელი – 1998; მექანიკა; ცუდ მდგომარეობაში; საწვავი – ბენზინი. აუქციონი 16 ნოემბერს დასრულდება.

 

ვოლგა 3110

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა „ტოიოტა პრადო“ (სახელმწიფო ნომრით QB-699-BQ) განმეორებით, 20%-იანი ფასდაკლებით, იყიდებოდა თუმცა აუქციონი არ შედგა. ამ ავტომანქანის საწყისი ფასი თავიდან 13 700 აშშ დოლარი იყო, განმეორებით აუქციონზე კი, რომელიც ასევე არ შედგა 9 ოქტომბერს – 10 960 აშშ დოლარი. ხელახალი აუქციონი სამინისტროს ჯერ არ გამოუცხადებია. აღნიშნული „ტოიოტა პრადო“-ს გამოშვების წელია 2008; ავტომატიკა; საშუალო მდგომარეობაში; ძრავის კუბატურა – 2,9; საწვავი – დიზელი.


ტოიოტა პრადო



72 108 128 ლარი – კერძო პირების შემოწირულობა მთავრობას

 

„რამდენი თანხა გადმოირიცხა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივ ბიუჯეტებში, აგრეთვე საბიუჯეტო ორგანიზაციებში კერძო ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ შემოწირულობების [ქველმოქმედებისთვის, ამა თუ იმ ღონისძიების, სამუშაოების დასაფინანსებლად და ა.შ.] სახით, 2013 წლის პირველი იანვრიდან დღემდე პერიოდში [შემომწირველების ვინაობა, შემოწირული თანხის ოდენობა და გადმორიცხვის მიზანი. ამასთან, გთხოვთ, მიუთითოთ თუ რას მოხმარდა აღნიშნული თანხები.]“ – ამ კითხვით `ბათუმლებმა~ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმდინარე წლის 30 სექტემბერს მიმართა.

 

სამინისტრომ არასრულყოფილი პასუხი, ისიც თავისივე ქვემდებარე სახაზინო სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით, ორი კვირის შემდეგ გაგვცა:

 

„გაცნობებთ, რომ სახაზინო სამსახური ბიუჯეტის შემოსულობებს აღ¬რიცხავს შემოსულობების სახეების მიხედვით და ცალკეული გადამხდელებისა და დანიშნულების მიხ¬ედვით სისტემურ აღრიცხვას არ ახორციელებს. აქვე გაცნობებთ, რომ წერილში აღნიშნული თანხები აღირიცხება როგორც  – ნებაყოფლობითი ტრანსფერები, გრანტების გარდა“.

 

სახაზინო სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ სახეში – „ნებაყოფლობითი ტრანსფერები, გრანტების გარდა“, შემოსულმა თანხამ 2013 წლის პირველი იანვრიდან 2015 წლის პირველ ოქტომბრამდე პერიოდში შეადგინა 72 108 128 ლარი და 25 თეთრი. აქედან, სახელმწიფო და ადგილობრივ ბიუჯეტებში 2013 წელს მხოლოდ 1,8 მილიონი ლარი, 2014 წელს – 21,6 მილიონი, ხოლო მიმდინარე წლის 9 თვეში – 48,5 მილიონზე მეტი ლარია ნებაყოფლობით ჩარიცხული.

 

რამდენადაც „ბათუმელებმა“ გაარკვია, უშუალოდ ბათუმისა და აჭარის ბიუჯეტებში ამ ფორმით თანხა არ შესულა.

 

ვინ გადარიცხა სახელმწიფო და სხვა ადგილობრივ ბიუჯეტებში ზემოაღნიშნული 72,1 მილიონი ლარი? ანუ ვინ შეწირა ეს ფული სახელმწიფოს? – საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ამ კითხვაზე პასუხი არ გაგვცა, თუმცა არც უარის მიზეზი განუმარტავს.

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელი, გიორგი ხიმშიაშვილი კი განმარტავს, რომ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია ზოგადი სტატისტიკის [ანუ ბიუჯეტში გადარიცხული თანხის ოდენობის] შესახებ: „რაც შეეხება ბიუჯეტში გადამრიცხველების შესახებ ინფორმაციას, აღნიშნული ინფორმაცია არის საიდუმლო. აქ გარდა კანონის ვალდებულებისა, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ შემომწირველთა ინტერესებიც, ვინაიდან ხშირად ქველმოქმედების გამწევ პირებს არ სურთ საჯარობაა“.

 

ვინაიდან სამინისტროს პასუხში არ იყო აღნიშნული, თუ რატომ ვერ გასცემდნენ  ინფორმაციას [თუნდაც შემომწირველების თანხმობის გარეშე], იგივე ინფორმაცია ხელახლა გამოვითხოვეთ. სამინისტროდან კონკრეტული პასუხი ვერც ამჯერად მივიღეთ.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ არც ის ინფორმაცია გაასაჯაროვა, თუ რა მიზნით გადაურიცხეს მთავრობას ეს ფული ნებაყოფლობით.

 

ნებაყოფლობით ტრანსფერთან მიმართებაში აღსანიშნავია ისიც, რომ თბილისში მიმდინარე წლის 13 ივნისს სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად მსურველებს ქველმოქმედებისთვის თანხის გადარიცხვა სახელმწიფო სახაზინო ანგარიშზე შეეძლოთ. ამასთან უნდა მიეთითებინათ, რომ ისინი ნებაყოფლობით ტრანსფერს ახორციელებდნენ.

 

სამინისტროს და არც ხაზინას არ დაუკონკრეტებია, თუ რამდენი ლარი შევიდა ამ კუთხით ბიუჯეტში. მეტიც, ჩვენი მოთხოვნის მიუხედავად, სამინისტრომ დამალა ინფორმაცია, თუ რა ღონისძიებები დაფინანსდა კონკრეტულად ამ თანხით, ანუ ნებაყოფლობითი ტრანსფერებით.

 

„საბიუჯეტო ხარჯვის შესახებ ინფორმაცია სრულიად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. სწორედ, საჯაროობა და ინფორმირება უწყობს ხელს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების ჯანსაღ გარემოში წარმართვას და რაც მთავარია, სწორი გადაწყვეტილებების მიღებას მოქალაქეთა მხრიდან. ხოლო თუ ჩვენ შევუზღუდავთ მოქალაქეებს „საჯარო ინფორმაციის“ კონსტიტუციურ თავისუფლებას, ეს ყოველივე იღებს ჯაჭვურ რეაქციას და თანაბრად იწვევს სხვა უფლებების ხელყოფას. ამიტომ, მიზანშეწონილია ადმინისტრაციული ორგანოები მეტი სიფრთხილით მოეკიდონ ამ უფლების შეზღუდვას,“ – ამბობს გიორგი ხიმშიაშვილი.

 

ზოგადად, „ტრანსფერი“ გარკვეული მიზნით ფულადი სახსრების გადაცემას ნიშნავს. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის ბრძანებით განსაზღვრულია, რომ კატეგორია – „ნებაყოფლობითი ტრანსფერები, გრანტების გარდა“ [რომელიც თითქმის 2007 წლიდან მოქმედებს] მოიცავს ფულად შემოწირულობებს და სხვა ნებაყოფლობით ტრანსფერებს, რომლებსაც ფიზიკური პირები, კერძო არამომგებიანი ორგანიზაციები, არასამთავრობო ფონდები და ორგანიზაციები, საწარმოები და კორპორაციები (მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების გარდა) გადასცემენ სახელმწიფოს.

 

გამარტივებული შესყიდვები ილია II-ის აღსაყდრებისადმი მიძღვნილი ღონისძიებისთვის

 

„სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, 2017 წლის 25 დეკემბერს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის აღსაყდრების 40 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების სრულფასოვნად და მაღალი სტანდარტებით ჩასატარებლად, ქ. თბილისში, მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრისა და სამონასტრო კომპლექსის მშენებლობისა და შესაბამისი ღონისძიებების ჩატარებასთან დაკავშირებული საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ – თბილისის განვითარების ფონდის მიერ, განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით“ – აღნიშნულია საქართველოს მთავრობის განკარგულებაში.

 

მთავრობის შესაბამის განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მიმდინარე წლის 9 ნოემბერს მოაწერა.

 

2011 წლის 12 მაისს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა მახათას მთაზე, მთავარი ტაძრის საძირკველი აკურთხა

 

ილია მეორის ინთრონიზაცია სვეტიცხოვლის ტაძარში 1977 წლის 25 დეკემბერს შედგა. 

 

 

 

საგარეო ვაჭრობამ გასულ წელთან შედარებით იკლო

 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მთლიანი სავაჭრო ბრუნვიდან, ექსპორტი 1832 მლნ. აშშ დოლარი იყო [24 პროცენტით ნაკლები, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით], ხოლო იმპორტი 6289 მლნ. აშშ დოლარი [10 პროცენტით ნაკლები].

 

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2015 წლის იანვარ-ოქტომბერში 4457 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 55 პროცენტი შეადგინა.


სტატისტიკის სამსახური

ჯანდაცვის პროგრამებისთვის დამატებით 100 მილიონი ლარია საჭირო

 

ჯანდაცვის სამინისტროსთვის შესაბამისი სახსრების დამატება, მთავრობის დავალებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საბიუჯეტო კანონის ცვლილების პროექტის მომზადების დროს უნდა უზრუნველყოს.

 

მთავრობის გადაწყვეტილებით საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვისათვის გათვალისწინებული ასიგნებების 60 სამოცი მილიონი ლარით და ასევე სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების   2 მილიონი ლარით შემცირების ხარჯზე, გაიზარდა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ასიგნებები 20 მილიონი ლარით, ხოლო საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდის ასიგნებები 42 მილიონი ლარით;

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ასევე დაევალა საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდის 21 მილიონი ლარით გაზრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ასიგნებების ამავე თანხით შემცირების ხარჯზე.



“თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა” – აქცია თბილისში საფრანგეთის მხარდასაჭერად

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, გრიგოლ გეგელიას თქმით, მნიშვნელოვანია მსგავსი აქციით მხარდაჭერის გამოხატვა. საზოგადოება ვალდებულია ამჟამად, საერთო იდეის გარშემო  გაერთიანდეს.

“პოლიტიკური თავისუფლება და სამართლიანობა – ეს არის ის იდეალები, რომლებიც ყველა ჩვენგანმა უნდა დაიცვას. მიხარია, რომ ასე სპონტანურად ორგანიზებულ აქციაზე ამდენი ადამიანი ვდგავართ. ეს ადასტურებს, რომ ქართველ ადამიანებს ადარდებთ თანასწორობა, ძმობა, თავისუფლება. ეს იდეალები საფრანგეთმა აჩუქა მსოფლიოს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ გაიაზროს რა პრობლემის წინაშე ვდგავართ – რელიგიური ფუნდამენტალიზმი არ არის მხოლოდ საფრანგეთის პრობლემა,”- ამბობს გეგელია.

აქციაზე ანთებული სანთლებითა და ყვავილებით მონაწილეებმა პატივი მიაგეს ტერაქტების დროს გარდაცვლილთა ხსოვნას. როგორც ისინი აცხადებენ, აქციის მიზანი არ ყოფილა ვინმეს მისამართით პროტესტი გამოხატვა.

თბილისში საფრანგეთისადმი სოლიდარობის აქცია გაიმართა. 14.11.15 ფოტო: გუკი გიუნაშვილი

როგორ ამოვიცნოთ დეპრესია

 

 

ფსიქიატრის აზრით, საზოგადოება ვერ აცნობიერებს, თუ რამდენად საშიში შეიძლება იყოს დეპრესია:     “საზოგადოება ხშირ შემთხვევაში ვერ ასხვავებს დეპრესიას დარდისგან,  რომელიც  სინამდვილეში ნორმალური ცხოვრებისეული ემოციაა და როცა კი მისი გამომწვევი გარემო ფაქტორი გაივლის, დარდიც გაჰყვება. დეპრესია კი არის სერიოზული სამედიცინო დაავადება,  რმელის დროსაც  რამდენიმე სიმპტომი  ერთი და იმავე დროს ჩნდება და  გრძელდება ორ კვირაზე მეტ ხანს   და ართულებს ადამიანის ჩვეულ ფუნქციონირებას, ამ  შემთქვევაში აუცილებელია პროფესიონალური მკურნალობა.“

 

საქართველოში ფსიქიკურ აშლილობის გავრცელების შესახებ ზუსტი მონაცემები არ არსებობს.  ოფიციალურად აღრიცხვაზეა დაახლოებით 80 000 – მდე სხვადასხვა  ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანი, მაგრამ თუ რამდენი ადამიანი იტანჯება დეპრესიით არ არის ცნობილი.

 

ექიმის განმარტებით,  დეპრესიული ეპიზოდის მახასიათებელი ნიშნები განსხვებულია  და მათი დაყოფა სხვადასხვაგვარადაა  შესაძლებელი.   არსებობს მსუბუქი, საშუალო სიმძმის და მძიმე დეპრესიული ეპიზოდი.   მაგალითად ზომიერი დეპრესიის ძირითადი მახასიათებლებია გუნებ-განწყობის დაქვეითება, ინტერესებისა და სიამოვნების მიღების უნარის დაკარგვა, – როცა ადამიანს აღარ სიამოვნებს ის საქმიანობა, რაც აქამდე მისთვის მნიშვნელოვანი იყო და პოზიტიურ ემოციებს უკავშირდებოდა, ასევე ენერგიის დაქვეითება და აქტივობების  შემცირება  ანუ იმას, რასაც აქამდე ყოველდღიურად, მარტივად აკეთებდა ადამიანი (სამსახურში ან სასეირნოდ გასვლა, სადილის მომზადება და ა.შ.) ახლა ვეღარ აკეთებს ან საჭიროებს ძალიან დიდ ძალისხმევას.  

 

გარდა ამისა, დეპრესიის დამატებითი ნიშნებია: ყურადღების კონცენტრაციის უნარის დაქვეითება, თვითრწმენის  და თვითშეფასების დაქვეითება, თავით ბრალდებისა და თვითდამცირების იდეები,  პესიმისტური ფიქრები, თვითდაზიანების იდეები – ფიქრი თვითმკვლელობაზე , ძილის დარღვევა და მადის დაქვეითება ან ზოგჯერ მომატება.

 

არ არსებობს ღრმა დეპრესიის გამომწვევი მხოლოდ ერთი მიზეზი. ფსიქოლოგიურ, ბიოლოგიურ და გარემო ფაქტორებს გარკვეული წვლილი მიუძღვით მის განვითარებაში.

 

რა აფერხებს დეპრესიის ეფექტურ მკურნალობას? – მანანა შარაშიძე ამბობს, რომ უმეტესად ადამიანები ვერ ხვდებიან, თუ რა ხდება მათ თავს, რადგან არ არიან ინფორმირებულნი დეპრესიის ნიშნების შესახებ და ხშირად ვერც სპეციალისტს ირჩევენ სწორად – „ფსიქიატრთან მკურნალობასთან დაკავშირებული სტიგმით გაუცნობიერებლად თუ გაცნობიერებულად სრგებლობენ   სხვადსხვა არასპეციალისტები:  არატრადიციული მედიცინის წარმომადგენლები, ფსიქოლოგები, მომიჯნავე სპეციალობის  მქონე ექიმები, პაციენტების მიზიდვისას ისინი წარმატებით  უწევენ კონკურენციას ფსიქიატრებს, რომლებთანაც მკურნალობა „სასირცხვილოა“ – ამბობს ის.

 

მიუხედავად იმისა, რომ დეპრესია განკურნებადია, ჯანმოს ცნობით, მსოფლიოს მასშტაბით დეპრესიის მქონე ადამიანთაგან მხოლოდ ნახევარი თუ ახერხებს ეფექტური მკურნალობის მიღებას. განვითარებად ქვეყნებში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო დაბალია (10%-ზე ნაკლები). ჯანმოსვე ცნობით, ამის მიზეზი რესურსების სიმცირე, კვალიფიციური სპეციალისტების ნაკლებობა და ფსიქიკურ აშლილობებთან დაკავშირებული სოციალური სტიგმაა. ასევე, მნიშვნელოვანი ბარიერია დეპრესიის არაზუსტი დიაგნოსტიკაც. ჯანმოს ცნობით, მაღალი თუ დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში, ადამიანები რომელთაც დეპრესია აქვთ, ხშირად არ არიან სათანადოდ დიაგნოსტირებული, მაშინ, როცა სხვა ადამიანებს, რომელთაც საერთოდ არ აქვთ ასეთი პრობლემა, ზოგჯერ არასწორად უსვამენ დიაგნოზს და ანტიდეპრესანტებს უნიშნავენ.

 

მანანა შარაშიძის თქმით, კვალიფიციური კადრების დეფიციტი საქართველოშიც არსებობს, ოღონდ ეს ფსიქიატრიის გარდა, სხვა სფეროებზეც ვრცელდება და ამის ძირითადი მიზეზი ქვეყანაში არსებული  დიპლომის შემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების დაბალი ხარისხია:  “ექიმის ცოდნა ძველდება ყოველ 5 წელიწადში და საჭირო ხდება მისი განახლება სხვადასხვა ტრენინგებით,  კონფერენციებითა და სასერტიფიკაციო გამოცდის  ჩაბარებით. ეს სისტემა ჩვენთან არ არის განვითარებული“ –     ამბობს ის.  

 

დიაგნოსტიკის თავისებურებები: დეპრესიის დიაგნოზის დასმისას  აუცილებელია გამოირიცხოს სხვადასხვა სომატური დაავადებები, რადგან დეპრესიული ეპიზოდები შესაძლოა ზოგიერთმი დაავადებითაც იყოს გამოწვეული – „ეს დაავადებებია: პანკრეასის სიმსივნე,  შიდსი, ღვიძლის ციროზი, პარკინსონის დაავადება, ჰიპოთირეოიდიზმი, ჰიპერთირეოიდიზმი, კუშინგის სინდრომი, ადისონის დაავადება, შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები, ავიტამინოზები,  ჰანტინგტონის ქორეა, ინსულტი, ტვინის სიმსივნეები, გაფანტული სკლეროზი და მრავალი სხვა.“   – ამბობს ფსიქიატრი.

 

მანანა შარაშიძე ამბობს, რომ სოციალური სტიგმა განსაკუთრებით ამძიმებს სიტუაციას მამაკაცების დეპრესიის დიაგნოსტირებისას, რადგან გარდა “გიჟის” იარლიყის მიკერებისა, ისინი დეპრესიას სისუსტედ მიიჩნევენ და ხშირად საკუთარ თავსაც კი არ უტყდებიან, რომ დახმარება სჭირდებათ. “მამაკაცებს ისეთი სოციალური როლი აქვთ მოხვეული, რომ საკუთარ თავთანაც კი უჭირთ ამის აღიარება. ეს განსაკუთრებით პრობლემატურია კავკასიაში. მიაჩნიათ, რომ დეპრესია ქალების დაავადებაა და მამაკაცს არ ეკადრება.”

 

მკურნალობა –  მძიმე  დეპრესიით დიაგნოსტირებული ადამიანებიდან 80-დან 90 პროცენტის ეფექტური განკურნება შესაძლებელია. ექიმის განმარტებით არსებობს სამი დადგენილი ტიპი დეპრესიის მკურნალობისა:   მედიკამენტოზური, ფსიქოთერაპიული და ელექტროშოკური თერაპია.  საქართველოში ელექტროშოკური თერაპია არ ტარდება. ყველაზე ეფექტურად  ფსიქოთრეაპიისა  და მედიკამენტური მკუნალობის ერთდროული გამოყენება მიიჩნევა. მკურნალობის შერჩევა დამოკიდებულია პაციენტის სურვილზე და ფსიქოთრეაპიის ჩატარების შესაძლებლობაზე.

 

საქართველოში დეპრესიის და სხვა ფსიქიკური აშლილობების მკურნალობა ფინანსდება  ფსიქიკური ჯანმრთელობის სახლმწიფო პროგრამიდან, მაგრამ მედიკამენტების  შეძენა   სახელმწიფო ფსიქიატრიული დაწესებულებებისთვის  სახელმწიფოს შესყიდვების შესახებ კანონის  მიხედვით, ტენდერის მეშვეობით ხდება, რომლის დროსაც მთავარი კრიტერიუმი, შესაძენი პროდუქტის დაბალი ფასია და არა მისი ხარისხი. “ამიტომ ფსიქოტროპული წამლები არ არის შესაბამისი ხარისხის. არ მიმაჩნია, რომ  ჩვენნაირ ღარიბ ქვეყანაში აუცილებელია  ყველაზე ძვირადღირებული მედიკამენტების შეძენა, მაგრამ დაბალი ფასი არ უნდა იყოს განმსაზღვრელი წამლის შეძენისას, რაღაც ოქროს შუალედი უნდა გამოიძებნოს,” – ამბობს მანანა შარაშიძე.

 

არსებობს სხვადასხვა სახის ანტიდეპრესანტები, ექიმის განმარტებით მათი უმეტესობა, გარკვეული გვერდითი მოვლენებით ხასიათდება (მაგალითად: შეკრულობა, პირის სიმშრალე, წონის მატება და ა.შ.), ამ დროს სწორად უნდა შეფასდეს რა უფრო დიდია – მედიკამენტებით მიღებული სარგებელი თუ წამლებით გამოწვეული დისკომფორტი.

ანტიდეპრესანტები არ იწვევენ  დამოკიდებულობას – “მიჩვევას იწვევს ბენზოდიაზეპინის ჯგუფის მედიკამენტები, იმ შემთხვევაში, თუ ისინი სწორად არ იქნა დანიშნული და არა ანტიდეპრესანტები, როგორც ეს ბევრს ჰგონია,” – ამბობს ფსიქიატრი.

 

რეკომენდაციები – სპეციალისტების აზრით, დეპრესიის დროს ექიმთან მიმართვიანობის პრობლემა   საზოგადოების განთლების ამაღლებს გზით უნდა მოგვარდეს.  ასევე მნიშვნელოვანია პირველადი ჯანდაცვის ოჯახის ექიმების ინსტიტუტის გაძლიერება.  მანანა შარაშიძის თქმით,  ოჯახის ექიმები რამდენიმე თვის განმავლობაში მაინც უნდა სწავლობდნენ ფსიქიატრიას, რათა საჭიროების შემთხვევაში შესძლონ დეპრესიის  და სხვა ფსიქიკური აშლილობის ამოცნობა და პაციენტის შესაბამის სპეციალისტთან დროულად  გადამისამართება.

 

რატომ გაიზარდა კერძო სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა

 

 

სკოლა „ნიკეს“ მოსწავლეები/ფოტო: ფეისბუკის გვერდიდან

 

ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრება ბევრად უფრო გაძვირდა, ვიდრე მანამდე იყო. 50-დან 100-ლარამდე გაძვირდა კერძო სკოლებში სწავლის საფასურიც. ამის მიუხედავად, კერძო სკოლებში მოსწავლეთა ნაკადი არ შემცირებულა, პირიქით – უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც გაიზარდა.

 

ბათუმში არსებული 19 კერძო სკოლიდან „ბათუმელებმა“ 11 სკოლის ხელმძღვანელთან ისაუბრა. აქედან, ყველაზე მეტი პირველკლასელი წელს სკოლა „ნიკემ“ მიიღო. მას ასი ახალი მოსწავლე ჰყავს.

 

სკოლის დირექტორის იზოლდა ტაკიძის აზრით, კერძო სკოლებში მოსწავლეების მატების მიზეზი სწავლების ხარისხია:
„კერძო სკოლაში მოსწავლე უფრო დაცულია და სწავლების ხარისხიც საჯაროსთან შედარებით მაღალია. ზრდა განაპირობა იმანაც, რომ კლასებში 15-20 მოსწავლეზე მეტი არ ზის, გაიზარდა კონკურენცია კერძო სკოლებს შორისაც – ყველა ცდილობს სიახლე შემოიტანოს. წელს ჩვენთან კემბრიჯის სტანდარტით ისწავლება ინგლისური ენა“.

 

სკოლა „ნიკეს“ ადმინისტრაციამ წელს, გასულ წელთან შედარებით, სწავლის საფასური ათი პროცენტით გაზარდა. რაც შეეხება წარმატებას, ამის საზომად იზოლდა ტაკიძე ორი კურსდამთავრებულის მიღწევას ასახელებს: `ერთი სწავლობს აშშ-ში, ერთ-ერთ კოლეჯში, მეორე კი – პრაღის უნივერსიტეტში“.

 

80 ახალი მოსწავლე მიიღო სკოლა „გორდამ“. დირექტორი ნინო მურვანიძე მიიჩნევს, რომ ეს სწავლის ხარისხმა და სკოლის რეიტინგმა განაპირობა:
„ჩემი მოსწავლე რეპეტიტორთან არ ემზადება. გარდა ამისა, სასწავლო პაკეტში შედის ბატიკა, ხატვა, გობელენი და ბავშვს დამატებით არ უწევს სხვაგან წასვლა, გვაქვს გაძლიერებული სწავლება. გვყავს წარმატებული მოსწავლეებიც, რომლებიც პირველივე კლასიდან ჩვენთან სწავლობდნენ. აქედან ერთი სწავლობს სან დიეგოს უნივერსიტეტში, მეორე – იტალიაში. უკრაინის მოქალაქეები გვყავდა, რომლებიც ახლა უკრაინაში აგრძელებენ სწავლას. მოპოვებულმა გრანტებმა განაპირობა კონტინგენტის ზრდა“.

 

„გორდაში“ სწავლის წლიური საფასური ასი ლარით გაიზარდა.

 

15 ახალი მოსწავლე მიიღო სკოლა „განათლებამ“. დირექტორის ქეთევან გოშხეთელიანის თქმით, სკოლა მოსწავლეებს ზესტანდარტულ საათებს სთავაზობს, რაც გამოარჩევს მას საჯარო სკოლისგან. `მეორე დღის გაკვეთილებსაც სკოლაში ამზადებენ, რაც მისაღებია როგორც მშობლისთვის, ასევე მოსწავლისთვის“. სწავლის საფასური „განათლებამ“ ასი ლარით გაზარდა.

 

„შარშან 18-მა ბავშვმა დაამთავრა სკოლა, ორი ასპროცენტიანი დაფინანსებით სან დიეგოს უნივერსიტეტის საქართველოს ფილიალში მოხვდა, ცხრა გრანტი ავიღეთ. ყველა აბიტურიენტი სტუდენტი გახდა“, – ამბობს დირექტორი.

 

15 მოსწავლით გაიზარდა „ევრო 200“-ის კონტინგენტიც. „ფასებიც გაიზარდა, 200 ლარია თვეში გადასახადი, შარშან 160 ლარი იყო. ჩვენი სკოლა გაძლიერებულ გერმანულს ასწავლის. შარშან ხუთი აბიტურიენტი წავიდა გერმანიაში სასწავლებლად, წელს – ერთი“, – ამბობს მარინე ცივაძე, დირექტორი.

 

დირექტორის ინფორმაციით, 15 ახალი მოსწავლე მიიღო გიმნაზია „იბერიამაც“. სკოლაში სწავლის საფასური არ გაზრდილა, რადგან, როგორც დირექტორი მადონა მახარაძე ამბობს, მშობლები დაბალ ფასს და სწავლების მაღალ სტანდარტს ანიჭებენ უპირატესობას. რას მიიჩნევს დირექტორი მაღალ სტანდარტად? – ამ კითხვაზე ზოგად პასუხს გვცემს: „დამატებითი სააღმზრდელო და საგანმანათლებლო მომსახურება აინტერესებთ“. სკოლას ჯერ მე-12 კლასი არ გამოუშვია.

 

ათი მოსწავლით გაიზარდა „თაობა XXI-ს“ კონტინგენტი. დირექტორის ომარ მიქელაძის თქმით, წელს ერთი თვის სწავლის საფასური დაემატათ. სკოლის დირექტორი წარმატებად ოთხ ასპროცენტიან გრანტს მიიჩნევს, რომელიც ეროვნულ გამოცდებზე აიღეს კურსდამთავრებულებმა. „ქართულ უნივერსიტეტებში ჩააბარეს, უცხოეთში არავინ წასულა“, – ამბობს დირექტორი.

 

მცირე ზრდა აქვს სკოლა „ახალგაზრდობას“, – ხუთი ახალი მოსწავლე მიიღეს. „სწავლის საფასური არ გაგვიზრდია, მხოლოდ მოსამზადებელს დაემატა 15 პროცენტი“, – ამბობს დირექტორი ტარიელ ქობულაძე.

 

ფრანგული სკოლის დირექტორის თქმით, წელს სკოლას 20-პროცენტიანი ზრდა აქვს. მისი აზრით, მოსწავლეების მატება ფრანგული ენით დაინტერესებას უკავშირდება. „ორი კურსამთავრებული სწავლობს უცხოეთში, ერთი ბელგიაშია, მეორე – ჩეხეთში“. სკოლაში სწავლის საფასური არ გაზრდილა.

 

მოსწავლეთა კონტინგენტი არ გაზრდილა „გიმნაზია 21 საუკუნესა“ და სასულიერო გიმნაზიაში. სკოლა „ლედას“ კი მხოლოდ პირველი საფეხურის მოსწავლეები ჰყავს. მოსწავლეთა რაოდენობა არც ამ სკოლაში გაზრდილა. შესაბამისად, არც სწავლის საფასური.

 

სამოქალაქო განვითარების პროგრამების ხელმძღვანელის თამარ მოსიაშვილის შეფასებით, კერძო სკოლებში მოსწავლეთა კონტინგენტის მატებას სწავლების ხარისხი განაპირობებს:

 

 

„კერძო სკოლებს აქვთ ერთი პლუსი, – საჯაროსთან შედარებით სკოლების ავტონომიურობის მაღალი ხარისხი. შესაბამისად, შეუძლიათ დამოუკიდებლად დაგეგმონ სასწავლო პროცესი, მოიზიდონ პრიფესიონალი კადრები. ის, რომ ბავშვები მაინც ემზადებიან რეპეტიტორებთან, ეს საგანმანათლებლო სისტემის ბრალია, მიმაჩნია, რომ ეს საგამოცდო სისტემასთან არის კავშირში. კარგად აწყობილი სისტემა სადაც გვაქვს, იმ კერძო სკოლებშიც კი ემზადებიან ბავშვები დამატებით.

 

 

გარდა ამისა, მშობელს აინტერესებს, რომ მისი შვილი იყოს უსაფრთხოდ, პრესტიჟულ კერძო სკოლებში ფიზიკური გარემო არის მოსწავლეზე მორგებული. თბილისში არის ისეთი სკოლები, რომლებსაც ISO ხარისხის მართვის სერტიფიკატი და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ბაზაზე კვალიფიციური კადრები ჰყავთ. თუმცა, ისეთი კერძო სკოლებიც მინახავს, რომლებსაც არც ინფრასტრუქტურა აქვთ და არც მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე ხარჯავენ რესურსს“.

 

სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში სულ 27 კერძო სკოლა ფუნქციონირებს. ბათუმში ამ დროისთვის 19 კერძო სკოლაა, ქობულეთში – ოთხი, ხელვაჩაურში – ორი, შუახევში – ერთი და ერთიც ხულოში.

საპატრიარქოს გიმნაზია-პანსიონში 13 წლის მოზარდი დააბრუნეს

 

 

სოციალური მუშაკის ნინო ცეცხლაძის ინფორმაციით, 13 წლის მოზარდი მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზია-პანსიონში ერთი კვირის წინ დააბრუნეს. „ჩვენ ვაწარმოებდით ოჯახის წევრებთან მოლაპარაკებას, რომ 13 წლის მოზარდი საოჯახო ტიპის სახლში გადაგვეყვანა საცხოვრებლად. თუმცა, ამ თემის მედიაში აქტიურად გაშუქების შემდეგ, პანსიონის ხელმძღვნელობამ ბავშვი უკან დააბრუნა. როცა მოზარდს მივაკითხეთ, აღმოჩნდა, რომ ის უკვე წაყვანილი ჰყავდათ გიმნაზია-პანსიონში. როგორც გამოშვების დროს არ ჩაუყენებიათ სოციალური მუშაკი საქმის კურსში, ასევე არც დაბრუნების თაობაზე უცნობებიათ ჩვენთვის“, – ამბობს ნინო ცეცხლაძე.

 

სოციალური მუშაკის ინფორმაციით, 13 წლის მოზარდს გიმნაზია-პანსიონის სასწავლო ნაწილის ხელმძღვანელმა ეკატერინე ჭელიძემ მიაკითხა და პანსიონში დააბრუნა.

 

„ჩვენ არც ამის შემდეგ შეგვხვედრია პანსიონის ხელმძღვანელობა. თუმცა, მონიტორინგის ფარგლებში სოციალური მუშაკი შეხვდება ბავშვს და მის მდგომარეობას მოიკითხავს. ბავშვის დაბრუნება მაინც კარგია, რადგან მას უნდოდა უმცროს ძმასთან ერთად ყოფნა, რომელიც ამავე გიმნაზია-პანსიონში ცხოვრობს და სწავლობს. ისინი მიჩვეული არიან პანსიონის გარემოს, ამიტომ ახალ გარემოსთან შეგუება, ალბათ, ორივე ბავშვისთვის უფრო რთული იქნებოდა“, – გვეუბნება სოციალური მუშაკი.

 

ფერიის გიმნაზია-პანსიონში ასზე მეტი მზრუნველობა მოკლებული ბავშვი ცხოვრობს. გიმნაზია-პანსიონიდან მოზარდების გამოძევებისა თუ გაქცევის ფაქტები წინა წლებშიც დაფიქსირდა.

„იაფი სახლის“ კრიტერიუმების შესამუშავებლად მერიას ექვსი თვე აქვს

 

  

 

ბატონო თამაზ, რა იყო კომისიის პირველი შეხვედრის მიზანი, რაზე იმსჯელეთ?

 

 კომისია 5 ნოემბერს შეიკრიბა და იმ პროექტის პრეზენტაცია შედგა, რისი აშენებაც იგეგმება. შემდეგ კი მერიის საფინანსო და ეკონომიკურ სამსახურებს პირველადი კრიტერიუმების მომზადება დაევალა. როცა პირველადი კრიტერიუმები მომზადდება, გასაცნობად გადაეგზავნება კომისიის ყველა წევრს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს. თუკი ექნებათ შენიშვნები ან დამატებები – გავითვალისწინებთ.

 

 რა ვადა აქვთ საფინანსო და ეკონომიკურ სამსახურებს კრიტერიუმების შესამუშავებლად?

 

15 დღის ვადა აქვთ მერიის სამსახურებს. ამის შემდეგ პირველად მონაცემებს გადმოგვიგზავნიან ჩვენ. ჩვენს კომისიას და არასამთავრობო ორგანიზაციებსაც 15 დღე ექნებათ იმისათვის, რომ ამ დოკუმენტს გაეცნონ. ამის შემდეგ, კომისია მეორედ შეიკრიბება.

 

 „სოციალური კვლევებისა და ანალიზის ინსტიტუტმა“ გასულ წელს სხვადასხვა სამიზნე ჯგუფის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საჭიროების კვლევა ჩაატარა, რომლის პრეზენტაცია საკრებულოში იყო. თუ აპირებთ ამ სოციოლოგიური კვლევების გამოყენებას „იაფი სახლის“ ბენეფიციართა კრიტერიუმების შესამუშავებლად?

 

 შენიშვნების სახით, რა თქმა უნდა, ჩაემატება ეს კვლევებიც და ის გამოკითხვებიც, რომლებიც სხვადასხვა დროს გაკეთდა. კომისიის ყველა წევრი გაითვალისწინებს კვლევის შედეგებს.

 

 კომისია რამდენი წევრისგან შედგება და რომელი სფეროს წარმომადგენლები არიან?

 

 25 წევრია კომისიაში, შედიან როგორც მერიისა და საკრებულოს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. პირველ შეხვედრას მხოლოდ 15 წევრი ესწრებოდა. გარდა ამისა, კომისიის სხდომაზე დასწრება თავისუფალია და ყველას შეუძლია მოსვლა.
 


რატომ არ ესწრებოდნენ დანარჩენი წევრები?

 

 სხვადასხვა მიზეზით. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ კომისიის სხდომებს ყველა წევრი ესწრებოდეს, რათა ამან შემდგომში არ გამოიწვიოს გაუგებრობები.

 

2016 წლიდან რეალურად რა სახის დოკუმენტი იქნება ხელშესახები?

 

დღევანდელი დღის ჩათვლით, ექვსი თვის განმავლობაში უნდა იყოს კრიტერიუმების საბოლოო ვარიანტი შემუშავებული.

 

 მოქალაქეებს როდიდან შეეძლებათ მერიას მიმართონ ამ სახლში ბინის შესაძენად?

 

 როცა დაიდება კრიტერიუმები, კომისია მიიღებს ყველა იმ მოქალაქის განცხადებას, რომელსაც აღნიშნული კრიტერიუმები მიესადაგება.

 



შენიშვნა:  ბლიც-ინტერვიუს ჩაწერის დროს, თამაზ თურმანიძე ბათუმის საკრებულოში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე იყო. ის აღნიშნული თანამდებობიდან 11 ნოემბერს გაათავისუფლეს. 

სამაშველო სამსახური: „უსაფრთხო ადგილზე 14 ოჯახი და 80 პირუტყვია გადაყვანილი“

 

 „ადამიანების გარდა, სამაშველო სამსახურის მიერ, დამეწყრილი ადგილებიდან გამოყვანილია 80 პირუტყვი“- ამბობს მამუკა თურმანიძე. მისივე ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შემდეგად მეწყერული პროცესები თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში განვითარდა:

 

„მეწყერია შუახევში, ქედაში და ხულოშიც.  დაზიანებულია ხულო-ადიგენის გზა, რომელიც ნაწილობრივ არის ჩაკეტილი. გუშინ, 13 ნოემბერს,  წყალი შევარდა სოფელ ხაბელაშვილების ერთ-ერთ ოჯახში, სადაც ექვსი ადამიანი ცხოვრობდა. დაზარალებული პირები გადაყვანილნი არიან მეზობელ სოფელში, ნათესავის ოჯახში“.

 

 მამუკა თურმანიძის თქმით, გზების აღსადგენად მობილიზებულია ტექნიკა.   

 

არჩილ ხაბაძე და ნოდარ ხადური სტიქიით დაზარალებულ სოფლებში იმყოფებიან

 

 

არჩილ ხაბაძე და ნოდარ ხადური დამეწყრილ სოფლებში

 

სოფელ პირველ მაისში რიზმან ყადიძის ოჯახი მოინახულეს, სადაც წუხელ, გვიან ღამით ჩამოწოლილი მეწყერი საცხოვრებელ სახლში შევარდა. სტიქიის შედეგად ჩაიხერგა სოფლების – გულებისა და ხუნკუდას დამაკავშირებელი გზა. სოფელ კოლოტაურში ძლიერმა ქარმა წააქცია ხის სახლი, სადაც ჯემალ სალაძის მრავალშვილიანი ოჯახი ცხოვრობდა. ამჟამად ოჯახი გახიზნულია. სოფელ მახუნცეთში, ცენტრალურ მაგისტრალთან ახლოს მცხოვრები ოთხი ოჯახი ევაკუირებულია. ამ დროისთვის, სტიქიის ზონაში ადგილობრივი სამსახურები აქტიურად განაგრძობენ სალიკვიდაციო სამუშაოებს.

 

სოფლების დათვალიერების შემდეგ არჩილ ხაბაძემ და ნოდარ ხადურმა ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში საგანგებო შეხვედრა გამართეს. მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა მათ სოფლებში არსებული მდგომარეობისა და მიმდინარე სალიკვიდაციო სამუშაოების შესახებ დეტალურად მიაწოდეს ინფორმაცია.

 

„ჩვენ ადგილზე გავეცანით შექმნილ მდგომარეობას. სამწუხაროდ, წუხელ უამინდობის გამო რამდენიმე ობიექტზე კვლავ განმეორდა მეწყრის საშიშროება. მობილიზებულია როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლება, ადგილებზე მუშაობენ სამაშველო სამსახურები. უახლოეს პერიოდში დაიწყება სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის დათვლა და საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტი ინფრასტრუქტურულ ხარჯებს დააფინანსებს,“-განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.

 

 

დამეწყრილი სახლი

 

„ამ დროისთვის საგრძობლად დიდი ზიანი მიადგა ქედის რაიონს. მძიმე სიტუაციაა შუახევსა და ქედაში. რაიონში დაზიანდა ერთი ხიდი. რამდენიმე მიმართულებით პარალიზებულია გზა ხულოში და შუახევში. მეწყრული პროცესების შედეგად დაზიანდა კომუნიკაციები. დილიდანვე მუშაობს გზების დეპარტამენტი. ამ დროისათვის გაწმენდითი სამუშაოების დიდი ნაწილი შესრულებულია,“ – აღნიშნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ.

 

სალიკვიდაციო სამუშაოები აჭარის რეგიონში შეუჩერებლივ ხორციელდება. სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლას უახლოეს პერიოდში დაიწყებენ.

„ოცნების ქალაქის“ მაცხოვრებლები არჩილ ხაბაძის განცხადებას აპროტესტებენ

 

საპროტესტო აქცია „ოცნების ქალაქში“

 

„ბათუმელები“ აქციის ერთ-ერთ მონაწილეს როინ გუნდაძეს ესაუბრა.

 

„არჩილ ხაბაძემ ამ გადაცემაში განაცხადა, რომ ისინი საცხოვრებელ ფართს მხოლოდ მარტოხელა დედებს და უსახლკარო ოჯახებს შესთავაზებენ. ჩვენ მოვითხოვთ რომ ხელისუფლებამ დაამატოს კატეგორიები და საცხოვრებელი ფართი მრავალშვილიანი და გასაყოფი ოჯახებისთვისაც გამოყოს. ასევე, მოვითხოვთ რომ საცხოვრებელი ფართი გამოეყოს აფხაზეთის ომის მონაწილე ვეტერანებს და შშმ პირებს“.

 

როინ გუნდაძე ამბობს, რომ „ოცნების ქალაქის“ მაცხოვრებლები  არჩილ ხაბაძესთან შეხვედრას მოითხოვენ:

 

„გვინდა რომ მოვიდეს და ნახოს რა პირობებში ცხოვრობთ ოჯახები. ასევე განგვიმარტოს, რა იგულისხმა ძალისმიერ მეთოდებში“.

 

როინ გუნდაძის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, ისინი საპროტესტო აქციები მთავრობის სახლის წინ გადაინაცვლებს.

 

 

აქციის მონაწილეები

 

ქობულეთში მოშიმშილეები ოთხი პოლიციელის დასჯას მოითხოვენ

 

„დაისაჯონ დამნაშავე პოლიციელები, რომლებიც აწამებენ ხალხს. ის ოთხი პოლიციელი, რომელიც ჩემმა შვილმა ამოიცნო, რადგან სხვებისგანაც ვიცით, თუ როგორ ექცევიან ადამიანებს. ჩემი შვილიც მათი მსხვერპლი გახდა და ბესიკ მახარაძეც.  ჩემს შვილს ჯერ კიდევ აქვს თავის ტკივილი და დაზიანებები კისრის არეში“-განაცხადა „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში  რეზო ტაკიძის მამამ ავთო ტაკიძემ.

 

მისი თქმით, პოლიციელები რომლებმაც მის შვილზე იძალადეს, მეორე შვილზე ძალადობითაც ემუქრებოდნენ.

 

„ჩემს პატარა გოგონაზეც ემუქრებოდნენ, შენი დის და ოჯახის წევრების წამებას გაყურებინებთო, ეუბნებოდნენ. მე პირადად სახლში არ წავალ რადგან მეშინია რომ რამე არ ჩამიდონ“- ამბობს ავთო ტაკიძე.   

 

ოთხი მოშიმშილე პირი აცხადებს, რომ  შს სამინისტროდან ამ დრომდე არავინ გამოხმაურებიათ.  შს სამინისტროს ინფორმაციით, საქმე პროკურატურაშია გადაგზავნილი. 

    

 

შსს: ბათუმში ძარცვის ფაქტზე ძებნილი გურიაში დააკავეს

 

„გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 2014 წლის 2 ნოემბერს ბათუმში, თანამზრახველ, 1976 წელს დაბადებულ გოჩა ტ-სთან ერთად, ძალადობის გამოყენების მუქარით მოქალაქეს ტყავის ქურთუკი, ფული გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების შედეგად გოჩა ტ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. ამჟამად დაკავებულია ბრალდებული ზაურ გ-ც, რომელიც ძებნაში იმყოფებოდა. ზაურ გ. ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ძალადობის გამოყენების მუქარით ძარცვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით)“ – აღნიშნულია სსს-ს განცხადებაში.

შსს: ბანგლადეშის ორმა მოქალაქემ საქართველოს საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა

 

„აღნიშნულმა პირებმა საპასპორტო კონტროლის გვერდის ავლით, უკანონოდ გადაკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით)“ – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.


არჩილ ხაბაძე საფრანგეთში დატრიალებულ ტრაგედიას ეხმაურება

 

„შემაძრწუნებელია საფრანგეთში დატრიალებული ტრაგედია. ვუსამძიმრებ ფრანგ ხალხს, საფრანგეთის ხელისუფლებას და საფრანგეთში მცხოვრებ ქართველებს! ვგმობ ტერორისტულ აქტებს ქალაქში, რომელიც ყველასათვის კულტურულ და ისტორიულ ღირებულებას წარმოადგენს და სხვა დანარჩენ მსოფლიოსაც საფრთხეს უქმნის!“- ნათქვამია განცხადებაში. 

 

გუშინ, 13 ნოემბერს ღამით, პარიზში, ექვს სხვადასხვა ადგილას ერთდროულად მომხდარი აფეთქებებისა და შეიარაღებული თავდასხმების შედეგად ბოლო მონაცემებით  120 ადამიანზე მეტი დაიღუპა, თუმცა რიცხვი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მისი ბრძანებით, საფრანგეთის სახმელეთო საზღვარი ჩაიკეტა.

 

 

ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია – კულტურა და ხელოვნება ჩატარდება

 

კონფერენციის მიზანია კულტურისა და ხელოვნების, კვლევისა და მართვის ახალი მიმართულებებისა და მეთოდების გაცნობა. 
მასში მონაწილეობს ოთხმოცდაათამდე  მკვლევარი, როგორც საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან, ასევე გერმანიის, ბოსნია-ჰერცოგოვინის, ბელორუსიის, უკრაინის, სომხეთისა და ყაზახეთის სასწავლო უნივერსიტეტებიდან.
 
კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება შემდეგი დარგები: ფერწერა, ქანდაკება, არქიტექტურა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, კინო, თეატრი, მუსიკა, კულტურისა და ხელოვნების მენეჯმენტი, კულტურული ტურიზმი, სატელევიზიო ხელოვნება და მუზეოლოგია.
 
 
 
საერთაშორისო კონფერენცია აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტიდან  – 18 888 ლარით ფინანსდება.
 

არჩილ ხაბაძე ევრაზიის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ევრაზიის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა აჭარის რეგიონის მიმართ ინტერესი გამოხატეს. ისინი ფიქრობენ, რომ ქსელის გაფართოების მიზნით ბათუმში ფაკულტეტის დაფუძნება ხელს შეუწყობს ადგილობრივი აბიტურიენტებისა და აკადემიური პერსონალის საგანმანათლებლო პროცესის გაუმჯობესებას.

ტრაპზონის ევრაზიის უნივერსიტეტი 2010 წელს დაარსდა. იქ ამ დროისათვის დაახლოებით 5 000 სტუდენტი სწავლობს. უნივერსიტეტს აქვს საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტრო და პროფესიული პროგრამები.

ევრაზიის უნივერსიტეტს ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი აქვს გაფორმებული ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბათუმის საზღვაო აკადემიასთან.

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარის ვიზიტი ბათუმში

დღეს, ვიზიტის ფარგლებში ნილს მუჟნიეკი აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძეს შეხვდა. შეხვედრას კომისარის მრჩევლები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის წარმომადგენელი ქეთევან გვენეტაძე და აჭარის მთავრობის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ნაყეური ესწრებოდნენ.

აჭარის მთავრობის პრესცენტრის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს რეგიონში ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებზე. ასევე საუბარი შეეხო იმ ვალდებულებების შესრულების საკითხებს, რაც სახელმწიფოს სამართლიანი კრიტერიუმების გათვალისწინებით ეკომიგრანტთა განსახლების კუთხით აკისრია. გარდა ამისა, შეხვედრაზე ხაზი გაესვა რეგიონში შშმ პირების, დევნილების და რელიგიური უმცირესობების უფლებრივი მდგომარეობის საკითხებსაც.

Jpeg

დღეს ნილს მუჟნიეკი აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს მედეა ვასაძესაც შეხვდა. შეხვედრა ჟურნალისტებისგან დახურულ ფორმატში გაიმართა. აჭარის უმაღლესი საბჭოს ცნობით, უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა და ევროკომისარმა იმსჯელეს – შშმ პირთა უფლებების დაცვასა და ამ მხრივ არსებულ მდგომარეობაზე, ქალთა უფლებებსა და გენდერულ თანასწორობაზე. ასევე დეტალურად განიხილეს ქობულეთში, რელიგიური ნიშნით შეუწყნარებლობის კონკრეტული შემთხვევა და საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული საკითხები. ამ მხრივ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გონიოში მიწის ნაკვეთების საკუთრებაში გადაცემისა და იპოთეკით დაზარალებულთა პრობლემებს.

მაღაზია ”წიგნები ბათუმში” ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღეს აღნიშნავს

 

“წიგნები ბათუმში” საბავშვო სახელოვნებო–შემეცნებითი ჟურნალის „არმარიუმის“ პრეზენტაციასაც გამართავს. ბავშვებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ჟურნალს და მონაწილეობა მიიღონ დისკუსიაში ჟურნალის პირველ ნომერში წარმოდგენილ თემებსა და რუბრიკებზე. 

 

„არმარიუმის“ პირველი ნომერი ნოემბერში გამოვიდა. სახელოვნებო – შემეცნებითი ჟურნალი 12 წლამდე მკითხველებისთვისაა განკუთვნილი და მოიცავს რამდენიმე თემატურ რუბრიკას: ხელოვნება, მეცნიერება, მხატვრული ლიტერატურა, კულინარია და სხვა. 

პრეზენტაციაზე შესაძლებელი იქნება ჟურნალის პირველი ნომრის შეძენა – ფასი 5 ლარი.”

 

 

აჭარაში განვითარებული სტიქიის შედეგები – ბოლო მონაცემები

 

მუნიციპალიტეტებში მოსულმა უხვმა ნალექმა და ძლიერმა ქარმა დააზიანა მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები, კერძოდ – გადახადა სახურავები. მთავრობის ცნობით, ამ წუთისთვის მოსახლეობა უზრუნველყოფილია დროებითი გადახურვით (ბრეზენტი). გარდა ამისა, სტიქიის დროს მსუბუქი დაზიანებები მიიღო რამდენიმე მოქალაქემ, რომელთაც დროულად გაეწიათ სამედიცინო დახმარება.

 

ქედის მუნიციპალიტეტში სოფელ მახუნცეთში მეწყერმა ჩაკეტა, მილ-ხიდი. მდინარემ კი დატბორა გზა და მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთები. მთავრობის ინფორმაციით ამ წუთისთვის მეწყერი გაწმენდილია და მდინარე დაუბრუნდა ჩვეულ კალაპოტს.

 

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლოვნის მოსახლეობა, რომელსაც საფრთხე შეუქმნა განვითარებულმა მეწყერმა,  გადაყვანილია უსაფრთხო ადგილას (მეზობლებთან, ნათესავებთან), გეოლოგებმა შეისწავლეს მდგომარეობა, შესაბამისი ღონისძიებები გატარდება დასკვნის შემდეგ.

 

“გარკვეული პრობლემა შეგვექმნა გუშინ სოფელ ვაშლოვანში, სადაც მეწყრული პროცესები განვითარდა. გარემოს დაცვის დეპარტამენტის გეოლოგები გუშინვე ავიდნენ ვაშლოვანში და მუშაობენ აქტიურად. ევაკუირებული იქნა თუ არ ვცდები 5 ოჯახი, დანარჩენი გაჩერდა, მაგრამ დღეს გვექნება დასკვნა, მოხდება თუ არა ამ მოსახლეობის იმ ტერიტორიებიდან გადასახლება,” – განაცხადა არჩილ ხაბაძემ. 

 

აჭარის მთავრობის ცნობით, სტიქიისგან მიყენებული ზარალის აღწერა ამ წუთებშიც მიმდინარეობს და დღის ბოლომდე დასრულდება.

 

აჭარის საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩაკეტილია ქედა-დანდალო-არძენაძეების გზა, ნიგაზეულის-დიდი რიყეთის გზები, სადაც მოძრაობა დღის ბოლომდე აღდგება. დანარჩენი მიმართულებით მოძრაობა აღდგენილია.

 

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ხულო-ახალციხის გზაზე განვითარებულია მეწყრული პროცესები, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, მოძრაობა არ არის შეწყვეტილი; გოდერძის უღელტეხილზე კი თოვლისა და ნამქერის გამო, საქართველოს საგზაო დეპარტამენტის გადაწყვეტილებით მოძრაობა აკრძალულია.

 

სს “ენერგო-პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, ელექტროენერგია ჯერაც არ მიეწოდება 5000-მდე აბონენტს.

 

სასწავლო პროცესი აღდგენილია ყველა სკოლაში.

 

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, მთავრობისა და მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურებთან ერთად, მუშაობენ საგანგებო რეჟიმში.

 

 

 

თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

 

 

შს სამინისტროს ინფორმაციით, 11 ნოემბერს, თემურ ხ-მ ქობულეთში მცხოვრები, 1981 წელს დაბადებული ანეტა გ. სამსახურიდან იარაღის მუქარით, იძულებით გამოიყვანა, რის შემდეგაც თანამზრახველებთან ერთად მას თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა. ბრალდებულებმა რეზო ხ-ს კუთვნილი ავტომანქანით ანეტა გ. ოზურგეთში ერთ-ერთი ნაცნობის სახლში წაიყვანეს, სადაც მას თავისუფლად გადაადგილების საშუალებას რამდენიმე საათის განმავლობაში არ აძლევდნენ.

 

 

როგორც შს სამინისტრო იუწყება, ბრალდებულები მომხდარიდან რამდენიმე საათში ოზურგეთში დააკავეს, თემურ ხ-ს და რეზო ხ-ს პირადი ჩხრეკისას ორი ცეცხლსასროლი იარაღი, 11 ვაზნა და 2 მჭიდი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს, ნარკოლოგიური ექსპერტიზით კი მანუჩარ თ-ს მარიხუანის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

 

 

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, ხოლო თემურ ხ-ს და რეზო ხ-ს მიმართ ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის 2-ე და 3 ნაწილებით).

 

 

 

 

ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები, შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოსა და გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩაატარეს.

 

რა არ გაკეთდა ბათუმში

 

 

ბათუმის რიგ უბნებში ქუჩები ისევ გადათხრილია. სულ ცოტა წვიმა და ორმოები წყლით ივსება, შესაბამისად, გადაადგილება სახიფათო ხდება როგორც ფეხით მოსიარულეთათვის, ისე მანქანებისთვის. არადა, წინ გრძელი ზამთარია ბათუმური წვიმით. ქალაქის ცენტრში უკვე მერამდენედ გადათხარეს ახალგაკეთებული ტროტუარები. ქალაქის გარეუბნებში კი წლებია ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ან ამ მიმართულებით სამუშაოების დაწყებას ელოდებიან. უშედეგოდ.
2015 წლის ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ჩასატარებლად მერიას სამ კვარტალში 58 მილიონი ლარი უნდა დაეხარჯა, დახარჯულია 51 მილიონი ლარი. ვერ დახარჯული 7 მილიონიდან მილიონი ლარი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მოდის. ამ თანხით მერია გორგილაძის ქუჩაზე შუქნიშნების დამატებას გეგმავდა. მერიის საფინანსო-ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურში განმარტეს, რომ პრობლემა ტენდერით გათვალისწინებული პროცედურის გაჭიანურებამ გამოიწვია: “ერთ-ერთმა პრეტენდენტმა ტენდერის პირობები გაასაჩივრა, რასაც პროცედურის გაჭიანურება მოჰყვა. შესაბამისად, სამუშაოებმა მეოთხე კვარტალში გადაიწია”.

ინფრასტრუქტურის დაფინანსების ნაწილში ვერ დახარჯული შვიდი მილიონიდან მილიონი გზების, ტროტუარებისა და ქუჩების კეთილმოწყობისთვის გათვალისწინებული თანხაა. ამ შემთხვევაშიც სამუშაოების დროულად ვერ დასრულება ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიერ შეთანხმებული ვადის დარღვევით ახსნეს.

ვერ დასრულდა ქალაქის ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოებიც. მერიის საფინანსო ეკონომიკური სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის არჩილ ვანაძის ინფორმაციით, “ბათუმის კორპუსს” კვარტალური განაწილების საკითხში ოპტიმისტური გეგმა ჰქონდა საფინანსო სამსახურისთვის წარდგენილი, თუმცა სამუშაოები დათქმულ ვადაში მაინც ვერ დასრულდა:
“სახსრების დიდი ნაწილი ცხრა თვეზე იყო გადანაწილებული, თუმცა რიგი სამუშაოებისა ვერ განხორციელდა. ეს იყო ეზოების კეთილმოწყობის ხარჯი. რამდენიმე კონტრაქტორმა და მათ შორის “ნიუ სტეიჯმა” ნახევარ მილიონამდე ღირებულების სამუშაოები ვერ დაასრულა. შესაბამისად, გადაიწია ამ სამუშაოების დასრულების ვადამ. კომპანია დაჯარიმდება, უბრალოდ, გვიან დაასრულებს სამუშაოებს. როდესაც კომპანია ვერ ასრულებს სამუშაოებს, უნდა გათვალო ღირს გააგრძელოს სამუშაოები, თუ არა, დააჯარიმო მხოლოდ, თუ შეუწყვიტო ხელშეკრულება და ხელახალი ტენდერი გამოაცხადო, რიგ შემთხვევაში წყვეტ, რომ დაგვიანებით შესრულდეს შეთანხმება, რადგან ხელახალი ტენდერის გამოცხადება კიდევ უფრო მეტ პროცედურასთანაა დაკავშირებული. ერთი თვე სჭირდება ტენდერის პროცედურას და ამან შეიძლება ფასიც გაზარდოს, ამიტომ თუ ამბობს კომპანია ხუთ თვეში დავამთავრებო, ჩვენც ვეთანხმებით, რომ გაგრძელდეს სამუშაოები.”

ზედამხედველობისთვის საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესადგენად წელს, სამ კვარტალში, მერიას 500 000-მდე ლარი უნდა დაეხარჯა. ამ ნაწილში მხოლოდ 65 პროცენტი აითვისეს. ამ თანხით მერიას ბარცხანა-გოროდოკის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაცია უნდა შეესყიდა. არჩილ ვანაძის განმარტებით, “ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს კვარტალის ბოლომდე ჰქონდათ ვადა. მათ რამდენიმე დღით დააგვიანეს დოკუმენტაციის წარდგენა, რის გამოც თანხის გადარიცხვა დადგენილ ვადაში ვერ მოხერხდა. “ეს გადაირიცხება მეოთხე კვარტალში”.
ქალაქის დაგეგმარებისთვის გათვალისწინებული 26 000 ლარიდან მხოლოდ 3 219 ლარი დახარჯეს – თანხა აქტივების რუკის შექმნას ითვალისწინებდა.

მხოლოდ 53%-ით შესრულდა ქალაქის ისტორიული უბნების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის გათვალისწინებული თანხის ათვისებაც.

მილიონი ლარი ვერ აითვისა მერიამ პარკების, სკვერებისა და მოედნების კეთილმოწყობის ნაწილში. ეს თანხა ლერმონტოვის ქუჩაზე ახალი სკვერის აშენებას ითვალისწინებდა. მერიამ იქ ჩასახლებული ოჯახებისთვის საკომპენსაციო თანხაც გაითვალისწინა ბიუჯეტში, რასაც საკრებულოც დაეთანხმა, თუმცა მოგვიანებით გადაწყვეტილება შეცვალეს.
თანხის მხოლოდ 23%-ის ათვისება მოახერხა ბათუმის განვითარების ფონდმა, 213 000 ლარიდან 49 000 ლარი დახარჯეს. აქედან 40 000 ლარი ხელფასების ნაწილში, ხოლო 8000 ლარი – საქონლით მომსახურების ნაწილში. ამ შემთხვევაშიც მიზეზად ტენდერის ორჯერ ჩაშლა სახელდება.

გათვალისწინებული 8 მილიონ 37 400 ლარიდან მხოლოდ 5 მილიონ 630 000 ლარის ათვისება შეძლეს განათლების, კულტურის, სპორტის ობიექტების რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვის ნაწილში. აქედან 2 მილიონი სპორტის, ხოლო მილიონი ლარი სკოლამდელ დაწესებულებებზე მოდის. დაგვიანდა ანგისის სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება, ასევე ვერ დასრულდა რამდენიმე ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

 

კონკურსი ბრიტანეთში უფასოდ სწავლის გრანტის მოსაპოვებლად

 

 

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 20 ნოემბერი.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია “ითიაი ორიათასის” ოფისში, ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა, 13:00-დან 19:00 საათამდე.

ოფისი მდებაროებს ფარნავაზ მეფის 136 ნომერში. საკონტაქტო ნომერი: 555-60-03-30

 

როგორ უნდა შეავსონ თვითშეფასების კითხვარი მასწავლებლებმა

ქალბატონო სოფო, როგორც ვიცი, პედაგოგებს თვითშეფასების კითხვარი სექტემბრისთვის უნდა შეევსოთ, მაგრამ ვადა სასწავლი წლის ბოლომდე გადაიწია, რა იყო ამის მიზეზი?

პირველ რიგში, განვმარტოთ რა მნიშვნელობა აქვს თვითშეფასებას, რას წარმოადგენს თვითშეფასების კითხვარი. თვითშეფასება უნდა განვიხილოთ როგორც განმავითარებელი შეფასების ტიპი, რომლის დროსაც მასწავლებელი აკეთებს რეფლექსიას, აფასებს თავისივე მუშაობის პროცესს, წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესრულების ხარისხს. თვითშეფასებით იგი აკეთებს თავისი ძლიერი და სუსტი მხარეების იდენტიფიცირებას და მუშაობის პროცესში ცვლილებები სწორედ რეფლექსიისა და ანალიზის საფუძველზე შეაქვს.

წარმატებული ქვეყნების საგანმანათლებლო სისტემებში დანერგილია მასწავლებლის საქმიანობის თვითშეფასების მრავალფეროვანი მეთოდები, რომელთა გამოყენება ეხმარება მასწავლებლებს ობიექტურად შეაფასონ საკუთარი საქმიანობა, დახვეწონ კომპეტენციები და სწავლა-სწავლების პროცესი გააუმჯობესონ. თვითშეფასების ერთ-ერთ მეთოდს წარმოადგენს წინასწარ შემუშავებულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით თვითშეფასების კითხვარით საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის შეფასება.

ჩვენ მიერ შემუშავებული თვითშეფასების კითხვარი დაეფუძნა მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს. თვითშეფასების კითხვარი ჩვენ უნდა განვიხილით, როგორც მასწავლებლის მხარდამჭერი ინსტრუმენტი, რომელიც მას ეხმარება განვითარდეს პროფესიულად. მხოლოდ და მხოლოდ ეს მიზანი აქვს თვითშეფასების კითხვარის, როგორც სქემის აუცილებელი კომპონენტის შემოტანას. იმისათვის, რომ მასწავლებელი გულწრფელი იყოს თვითშეფასებაში, ობიექტურად შეაფასოს საკუთარი საქმიანობა, სწორად დაგეგმოს საკუთარი პროფესიული განვითარების გზა, იგი სქემის ფარგლებში არ ფასდება კრედიტებით.

ეს კითხვარი რამდენ ხანში ერთხელ ივსება?

 სქემაში ჩართული ნებისმიერი სტატუსის მქონე მასწავლებელი ვალდებულია ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში შეავსოს თვითშეფასების კითხვარი, შეაფასოს საკუთარი საქმიანობა და შეადგენოს ინდივიდუალური სამოქმედო გეგმა. ზუსტ დროს არეგულირებს სკოლის დირექტორი ბრძანებით. მაგრამ, ვინაიდან წელს გახლავთ სქემის პილოტირების წელი და ახლა მიმდინარეობს ფასილიტატორების გადამზადება, სკოლების უმრავლესობამ თვითშეფასების კითხვარის შევსების ვადა პირველი სემესტრის ბოლოსთვის გადაიტანა.

 თქვენ ამბობთ, რომ ახლა მიმდინარეობს ფასილიტატორების გადამზადება. კონკრეტულად რა ევალებათ მათ?

 ფასილიტატორები არიან სკოლის პედაგოგები, რომლებსაც ირჩევს პედაგოგიური საბჭო. ისინი არიან ასევე შიდა შეფასების ჯგუფის წევრები და, გარდა იმისა, რომ მათ ევალებათ მასწავლებლის საქმიანობის შეფასება, ისინი ასევე ეხმარებიან მასწავლებელს საკუთარი საჭიროებების იდენტიფიცირებაში, ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენაში და ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის შემუშავებაში. ფასილიტატორი აანალიზებს მისი ზედამხედველობის ქვეშ მყოფი მასწავლებლების თვითშეფასების შედეგებს, გამოკვეთს და აჯგუფებს პრობლემებს და ამის საფუძველზე გეგმავს ინდივიდუალურ ან ჯგუფურ კონსულტაციებს კოლეგებთან, აძლევს მათ რეკომენდაციებს, სთავაზობს რესურსებს, უზიარებს საკუთარ გამოცდილბას, თვალს ადევნებს მათ საქმიანობას. ფასილიტატორი შიდა საგაკვეთილო დაკვირვების შემდეგ აძლევს მასწავლებლებს განმავითარებელ შეფასებას. სასწავლო წლის ბოლოს კი ეხმარება პედაგოგებს ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის გაანალიზებაში და იმის შეფასებაში, რამდენად დაეხმარა განხორციელებული აქტივობები მასწავლებელს პროფესიულ ზრდასა და სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებაში.

 ფასილიტატორები გადამზადდნენ თუ ჯერ ისევ მიმდინარეობს პროცესი?

ფასილიტატორების გადამზადების პროცესი მიმდინარეობს, რომელიც პერმანენტულდ გაგრძელდება სხვადასხვა თემატიკაზე. პირველი ტრენინგი, რომელიც ახლა დაიწყო და 15 დეკემბრისთვის ყველა ფასილიტატორი უნდა იყოს გადამზადებული, ეხება თვითშეფასებას, მის მნიშვნელობას მასწავლებლის პროფესიული ზრდისთვის, თვითშეფასების კითხვარის შევსებას და თვითშეფასების საფუძველზე პროფესიული განვითარების ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის შემუშავებას. ფასილიტატორების ტრენინგებზე ერთ-ერთი ძირითადი აქცენტი გადატანილია იმაზე, თუ როგორ უნდა იმუშავონ მათ ეფექტურად კოლეგებთან. 

 რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ პედაგოგი ვერ შეავსებს თვითშეფასების კითხვარს, ვთქვათ, წლის განმავლობაში?

 მართალია, თვითშეფასების კითხვარი კრედიტქულით არ ფასდება, მაგრამ ოთხივე სტატუსის მქონე მასწავლებლისთვის ეს გახლავთ სავალდებული აქტივობა. შესაძლებელია მასწავლებელს წარმატებით ჰქონდეს განხორციელებული სტატუსით განსაზღვრული ყველა აქტივობა, მაგრამ მას თუ არ ექნება თვითშეფასების კითხვარი შევსებული და, ასევე შემუშავებული ინდივიდუალური სამოქმედო გეგმა, შიდა შეფასების ჯგუფი ვერ შემოვა მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში სტატუსის მინიჭებისა თუ შენარჩუნების შესახებ ინიციატივით.

[soundcloud url=”https://api.soundcloud.com/tracks/18926659″ comments=”true” auto_play=”false” color=”ff7700″ width=”100%” height=”81″]რამდენგვერდიანია ეს კითხვარი და რა დრო სჭირდება მის შევსებას, ტექნიკურად რამდენად რთულია?

 თვითშეფასების კითხვარი, როგორც დოკუმენტი არ არის პატარა მოცულობის. იგი შედგება ორი მიმართულებისგან, ერთია სასწავლო პროცესის მართვა და მეორეა პროფესიული პასუხისმგებლობები, რომლებიც, თავის მხრივ, განაწილებულია სფეროებად, ქვესფეროებად, ბლოკებად და პუნქტებად. თითოეული პუნქტი შეგვიძლია განვიხილოთ როგორც ინდიკატორი. მასწავლებელი თითოეულ პუნქტთან საკუთარი პრაქტიკის შესაბამისობას აფასებს ოთხდონიანი შეფასების სკალით.

ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ყველა მასწავლებელს ელექტრონულ სისტემაში გამოყოფილი აქვს პროფილი, სადაც ატვირთულია თვითშეფასების სტანდარტიზებული კითხვარი. მასწავლებელი კითხვარს ავსებს ონლაინრეჟიმში. კითხვარი ეკრანზე მასწავლებელს გამოუჩნდება ქვესფეროების მიხედვით. როდესაც იგი შეავსებს ერთი ქვესფეროს ყველა ველს, მიეცემა შესაძლებლობა გადავიდეს მომდევნო გვერდზე და ა.შ. მასწავლებელს შესაძლებლობა აქვს თვითშეფასების კითხვარი შეავსოს თანდათანობით, სფეროების მიხედვით.

მიუხედავად დოკუმენტის არც თუ ისე პატარა მოცულობისა, მის შევსებას არ სჭირდება დიდი დრო. ინსტრუმენტის გამოცდამ დაგვანახა, რომ მასწავლებლებს თვითშეფასების კითხვარის თავიდან ბოლომდე შევსებისთვის საშუალოდ ესაჭიროებოდათ ერთი საათი და 30 წუთი.

 თვითშეფასების კითხვარში შეტანილია ისეთი საკითხები, როგორიცაა მოსწავლეთა ტოლერანტობის გრძნობის წახალისება და თანასწორუფლებიანობის უზრუნველყოფა. სხვადასხვა კვლევა აჩვენებს, რომ ქართულ სკოლებში მაღალია ჰომოფობიური/ქსენოფობიური განწყობები. თქვენი აზრით, რამდენად გულწრფელები იქნებიან მასწავლებლები ამ ველის შევსების დროს?

 ბუნებრივია, რომ თვითშეფასების კითხვარში მოსწავლეებში ტოლერანტობის გრძნობის წახალისებისა და თანასწორუფლებიანობის უზრუნველყოფა შეტანილია, რადგან ეს მასწავლებელს მოეთხოვება სტანდარტის მიხედვით, თვითშეფასების კითხვარი კი ეყრდნობა მასწავლებლის სტანდარტს. რაც შეეხება იმას, რამდენად გულწრფელები იქნებიან მასწავლებლები. თუ მასწავლებლები გააცნობიერებენ, რომ თვითშეფასების კითხვარზე მუშაობა არის მათ საკეთილდღეოდ და ამა თუ იმ პუნქტის დაბალი თვითშეფასება არ გახდება სკოლის ხელმძღვანელობის მხრიდან დასჯის საბაბი, მაშინ არაგულწრფელობის პრობლემაც მოიხსნება.

 სოციალურ ქსელებში თვალი გადავავლე მასწავლებლების შეფასებებს ამ კითხვართან დაკავშირებით, ერთ-ერთი პედაგოგი წერს: „ყველა კითხვას რომ გავცემ პასუხს და კრედიტებსაც რომ დავაგროვებ მინიმუმ ოთხ წელიწადში, ამით ბავშვების ცოდნის დონე გაიზრდება?“- თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად კარგად აქვთ პედაგოგებს ამ კითხვარის მნიშვნელობა გააზრებული?

 ჩვენ ყველას გაცნობიერებული უნდა გვქონდეს რომ თვითშეფასებით იწყება პროფესიული განვითარება. თითოეულმა მასწავლებელმა თავის თავს უნდა ჰკითხოს, რაში მდგომარეობს მისი სისუსტე და სიძლიერე, მის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული რომელი აქტივობა არის წარმატებული თუ წარუმატებელი. საკუთარი პრაქტიკის მიუკერძოებელი და თვითკრიტიკული ანალიზითა და შეფასებით არის შესაძლებელი მიზანმიმართული პროფესიული წინსვლა.პროფესიონალი მასწავლებლის გარეშე კი შეუძლებელია სწავლა-სწავლების ხარისხისა და მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესება. ჩვენი საზრუნავი სწორედ ეს გახლავთ, რომ მასწავლებლებმა ეს ყოველივე გააცნობიერონ.

 კიდევ ერთი პედაგოგის პოსტ წაგიკითხავთ: „სისტემური ცვლილებებია საჭირო და არა კრედიტების დაგროვება და კითხვარების შევსება. ეს ყველაფერი კომუნისტებისდროინდელ ბიუროკრატიულ სისტემას მაგონებს, როცა საქმე ქაღალდზე კეთდებოდა და უამრავი უსარგებლო რამ იწერება. რატომ აქვთ ასეთი განცდა პედაგოგებს?

 ასეთი დამოკიდებულება იმით არის გაპირობებული, რომ ბევრს ბოლომდე არ აქვს გაცნობიერებული სქემის არსი. მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა სწორედ სისტემურ ცვლილებას ეხება და არა მხოლოდ კრედიტების დაგროვებას. ეს არ არის ფრაგმენტული და ეკლექტური ნაბიჯები. ამიტომ ამ კომენტარში ვერ დავეთანხმები კოლეგას. თუ ეს პედაგოგი და სხვებიც დაკვირვებით გაეცნობიან სქემის დოკუმენტს, აუცილებლად შეამჩნევენ, რომ სქემის ამოცანაა მასწავლებლის მომზადების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ერთიანი სისტემის დანერგვა, რომელიც უზრუნველყოფს კვალიფიციური კადრების მოზიდვას, არსებული პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლებას და რაც მთავარია, სკოლაში სწავლების ხარისხის ამაღლებასა და მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესებას.

ტექნიკურ მხარეზე მინდა გკითხოთ, ჩვენ ვიცით, რომ ყველა მასწავლებელს არ აქვს კომპიუტერი და ვერ ფლობენ კომპიუტერთან მუშაობის უნარებს. ასეთ შემთხვევაში როგორ შეავსებს პედაგოგი თვითშეფასების კითხვარს? ხომ არ აღმოჩნდება ისე, რომ ფასილიტატორებს მოუწევთ მათ ნაცვლად კითხვარების შევსება?

 მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა უზრუნველყოფილია ინტერნეტკავშირით. ამიტომ დოკუმენტაციების ატვირთვის პრობლემა არ უნდა შეიქმნას. იმ მასწავლებლისთვის, რომელიც ვერ ფლობს კომპიუტერთან მუშაობის უნარებს, ეს მოთხოვნა არის ერთგვარი მოტივაცია იზრუნოს ამ უნარების განვითარებაზე. პირველ ეტაპზე კი ვიმედოვნებთ, მათ საინფორმაციო მენეჯერები და ის კოლეგები დაეხმარებიან, რომლებიც კომპიუტერულ უნარებს კარგად ფლობენ.

შს სამინისტროს თანამშრომლებმა მარტოხელა ქალს სახლის სახურავი შეუკეთეს

გულიკო ჩოგაძე

ვეტერან მობილიარდეთა შორის, ბათუმში ტურნირი მიმდინარეობს

უფროსი ასაკისა და ვეტერან მობილიარდეთა ტურნირი | ბათუმი 12 ნოემბერი 2015

ტურნირი აჭარის სპორტისა და აზალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ეგიდითა და აჭარის ბილიარდის ფედერაციის ორგანიზებით ტარდება.

აჭარის რეგიონიდან ტურნირში 5 ვეტერანი მონაწილებს, მათ შორის ყველაზე უფროსი 81 წლის თენგიზ რომანაძეა. შეჯიბრებაში ასევე გამოდის, აჭარის ფედერაციის პრეზიდენტი თემურ კახიძეც.

აჭარის ბილიარდის ფედერაციის გენერალური მდივნის თეიმურაზ კახიძის თქმით, პირველ სამ ადგილზე გასულ ვეტერანებს, თასები, სიგელები, მედლები და ფასიანი საჩუქრები გადაეცემათ.

ტირნირი 15 ნოემბერს ფინალური შეხვედრებით დამთავრდება.

უფროსი ასაკისა და ვეტერან მობილიარდეთა ტურნირი | ბათუმი 12 ნოემბერი 2015

შსს: სოფელ ვაშლოვანში მეწყრის შედეგად დაზარალებულები გადავარჩინეთ

 

შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხულოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებთან ერთად, საცხოვრებელი სახლებიდან 16 მოქალაქე გამოიყვანეს, მათ შორის, 3 მცირეწლოვანია. ამ დროისთვის ყველა მათგანი ამავე სოფლის ტერიტორიაზე უსაფრთხო ადგილას არის გადაყვანილი.

 

პოლიციის თანამშრომლები, მაშველებთან ერთად, აქტიურად მონაწილეობენ მეწყერთან ერთად ჩამოტანილი ხეებისგან აღნიშნული ტერიტორიის გაწმენდით სამუშაოებში“.

შსს: პოლიციელებმა გოდერძის უღელტეხილზე 30 მოქალაქე გადაარჩინეს

 

შს სამინისტრო
შს სამინისტრო

შს სამინისტროს ცნობით, დიდთოვლობის გამო გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთზე, გვიან ღამით ჩარჩენილი იყო 7 ავტომანქანა და 30 მოქალაქე. ღამის საათებში გოდერძის უღელტეხილზე ჩარჩენილი იყო ადიგენიდან მომავალი რამდენიმე მსუბუქი ავტომანქანა, ერთი სამარშრუტო ტაქსი და ერთი სატვირთო ავტომანქანა. სამართალდამცველებმა მგზავრები გადაიყვანეს ახლომდებარე ორ სოფელში. ასევე უკვე გამოყვანილია დღეს დილიდან ჩარჩენილი ავტომანქანებიც“.

შსს: გოდერძის უღელტეხილზე მოქალაქეები თოვლში არიან ჩარჩენილი

 

მოქალაქეების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ამ დროისთვის გამოჰყავთ ერთი სამარშრუტო ტაქსი, რომელშიც 8 მგზავრი იმყოფება და ერთი მსუბუქი ავტომობილი მძღოლთან ერთად. ხულოს რაიონში, გოდერძის უღელტეხილზე, ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობა შეზღუდულია. აჭარის დანარჩენ ტერიტორიაზე გზის არც ერთ მონაკვეთზე მოძრაობა შეჩერებული არ არის.

ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, ავტომანქანებით მოძრაობა შეჩერებულია

ფოტო: ბათუმის მერია

ბათუმი, 6 მაისის პარკი. ფოტო ბათუმელები

Exit mobile version