ნეტგაზეთი • RU

ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია – კულტურა და ხელოვნება ჩატარდება

ხვალ, 14 ნოემბერს, 10:00 სათზე, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით – კულტურა და ხელოვნება: კვლევა და მართვა გაიხსნება. 

 

 

კონფერენციის მიზანია კულტურისა და ხელოვნების, კვლევისა და მართვის ახალი მიმართულებებისა და მეთოდების გაცნობა. 
მასში მონაწილეობს ოთხმოცდაათამდე  მკვლევარი, როგორც საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან, ასევე გერმანიის, ბოსნია-ჰერცოგოვინის, ბელორუსიის, უკრაინის, სომხეთისა და ყაზახეთის სასწავლო უნივერსიტეტებიდან.
 
კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება შემდეგი დარგები: ფერწერა, ქანდაკება, არქიტექტურა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, კინო, თეატრი, მუსიკა, კულტურისა და ხელოვნების მენეჯმენტი, კულტურული ტურიზმი, სატელევიზიო ხელოვნება და მუზეოლოგია.
 
 
 
საერთაშორისო კონფერენცია აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტიდან  – 18 888 ლარით ფინანსდება.
 
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები“