ბათუმის საკრებულოს ოპოზიცია მომავალი წლის ბიუჯეტში, რაიდ და დელფინოთერაპიის პროგრამის მომზადებისთვის 2016 წლის ბიუჯეტში თანხის გათვალისწინებას ითხოვდა. მერიამ პროგრამის დაფინანსებაზე უარი თქვა.
რაიდთერაპია ცხენით მკურნალობაა, მსოფლიოში გავრცელებული მოასაზრების თანახმად ცხენით ჯირითი ადამიანის ყველა კუნთის ტონუსში მოყვანას უწყობს ხელს. მიიჩნევენ, რომ ცხენი ერთდროულად მასაჟისტიც არის, ფსიქოლოგიც და ექიმიც. ცხენთან ურთიერთიერთობა ადამიანს აჯანსაღებს და უფრო კონტაქტურს ხდის. იმავე მოსაზრებებით ურჩევენ პაციენტებს დელფინებთან ურთიერთობასაც.
„პროგრამის მთავარი მიზანი იქნება ცხოველების გაწვრთნა და პერსონალის შესაბამისად მომზადება. მეორე ეტაპზე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სამსახური ვაუჩერის გაცემის გზით მოახდენს ბენეფიციართა დაფინანსებას. ბენეფიციარები ისარგებლებენ საცხენოსნო კლუბისა და დელფინარიუმის რესურსით,“ – ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც საკრებულოს ოპოზიციამ მერიას ბიუჯეტის პირველადი ვარიანტის შესწავლის შემდეგ გადაუგზავნა.
ბათუმის მერიამ პროგრამის დაფინანსებაზე უარი თქვა იმ მიზეზით, რომ მსოფლიო მედიცინა მკურნალობის ამ მეთოდს არ ცნობს და არც შესაბამის კოდს ანიჭებს მას.
ქობულეთში საახალწლო ღონისძიებები, დღეიდან – 2 იანვრის ჩათვლით, ყოველდღიურად გაიმართება.
საახალწლო ღონისძიებათა ჩამონათვალი ქობულეთში:
21 დეკემბერი 16:00 სთ – საახალწლო ზღაპარი “სტუმრად საზღაპრეთში” – კულტურის სახლი
22 დეკემბერი 19:00 სთ – ანსამბლ “მხედრულის” კონცერტი – ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი
23 დეკემბერი 16:30 სთ – საახალწლო წარმოდგენა პატარებისთვის “ზეიმი მხიარულების კუნძულზე”, ნაძვის ხის ანთება – კულტურის სახლი
24 დეკემბერი 16:00 სთ – საახალწლო კონცერტი საჯარო სკოლების შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით – კულტურის სახლი
25 დეკემბერი 11:00 სთ, 13:00 სთ, 15:00 სთ – “საშობაო ზღაპარი” – კულტურის სახლი
26 დეკემბერი 13:00 სთ, 15:00 სთ – “საშობაო ზღაპარი” – კულტურის სახლი
27 დეკემბერი 16:00 სთ – კონცერტი ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით – კულტურის სახლი
28 დეკემბერი 16:00 სთ – საქველმოქმედო კონცერტი “ძალა ერთობაში” – კულტურის სახლი.
29 დეკემბერი 18:00 სთ – ანსამბლ “მხედრულის” კონცერტი – კულტურის სახლი
30 დეკემბერი 15:00 სთ – საახალწლო კონცერტი – სახელოვნებო სკოლის დარბაზი
31 დეკემბერი 17:00 სთ – გალა კონცერტი – კულტურის სახლი
00:00 სთ – ფოიერვერკი – ცენტრალური მოედანი
1 იანვარი 15:00 სთ – საახალწლო წარმოდგენები პატარებისთვის – კულტურის სახლი 2 იანვარი 15:00 სთ – საახალწლო წარმოდგენები პატარებისთვის – კულტურის სახლი
საახალწლოდ ბათუმში ტურისტების მოსაზიდად აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი საქართველოს ქალაქებში სარეკლამო კამპანიას მართავს. სარეკლამო აქციების გასამართად, რომელიც ფლაერების დაბეჭვა-გავრცელებას და სხვა აქტივობებსაც მოიცავს, 163 855 ლარი დაიხარჯება.
დეპარტამენტის ცნობით, 19-დან 24 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის უბნებში იწყება მსვლელობა ბრენდირებული ავტობუსით, რომელიც გამვლელების ყურადღებას მუსიკით მიიქცევს. ავტობუსიდან „საქართველოს ხმა 2015“-ის მონაწილე ბათუმელი ალექსანდრე ზედანია მოსახლეობას მოუწოდებს არ გამოტოვონ გრანდიოზული საახალწლო ღონისძიებები ბათუმში. ავტობუსი პერიოდულად გაჩერდება ხალხმრავალ ადგილებში, სადაც პრომოუტერი გოგონები საახალწლო ღონისძიებების ამსახველ სარეკლამო ფლაერებს დაარიგებენ. აქცია დასრულდება სპეციალური შეჯიბრებით, რომელიც წინასწარ შერჩეულ ადგილას გაიმართება. შეჯიბრებისას გამოვლინდება გამარჯვებული, რომელსაც საჩუქრად 31 დეკემბრისა და 1 იანვარის ღამის 2 კაციანი საგზური გადაეცემა ბათუმში. საგზური ბათუმში გამომგზავრებასა და ღამისთევას ითვალისწინებს.
დეპარტამენტის ცნობით, გათამაშება თბილისში ყოველ დღე, 24 დეკემბრის ჩათვლით, სხვადასხვა უბანში, ხალხმრავალ ადგილას გაიმართება.
21 დეკემბერი – 19:00 გათამაშება 9 აპრილის ბაღში.
22 დეკემბერი – 19:00 – გათამაშება მრგვალ ბაღში.
23 დეკემბერი – 19:00 – გათამაშება ბუკიას ბაღში.
24 დეკემბერი- 19:00 – გათამაშება ჭონქაძის ქუჩაზე, ვილნიუსის სკვერში.
თბილისის პარალელურად სარეკლამო აქციები ზუგდიდში, ქუთაისსა და თელავში გაიმართება. აქციის დროს ქუთაისის ცენტრალურ უბნებში მოეწყობა მსვლელობა, რომლის დროსაც გავრცელდება სარეკლამო ფლაერები აჭარაში საახალწლოდ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. აქციები რეგიონებშიც გათამაშებით დასრულდება. ყველა გათამაშებაზე ერთი ბათუმის საგზური გათამაშდება. რეგიონებში სარეკლამო აქციები 22 დეკემბერს დაიწყება და 25 დეკემბერს დასრულდება.
ზუგდიდი, 22 დეკემბერი – 19:00 გათამაშება ცენტრალურ ბაღში.
ქუთაისი, 23-24 დეკემბერი – 19:00 გათამაშება ცენტრალურ ბაღში (ქუთაისის ბულვარი).
თელავი, 25 დეკემბერი – 19:00 გათამაშება ერეკლეს ძეგლის მიმდებარე სკვერში.
წელს ბათუმის მერიამ ქალაქის მოსართავად ახალი საახალწლო აქსესუარები შეიძინა, რომლის შეძენისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 1 419 999,96 ლარი გამოიყო.
ახალი წლის დღეებში, ევროპის მოედანზე ევროპული ტიპის საშობაო გამოფენა-ბაზრობა მოეწყობა. საახალწლო ნაძვის ხესთან არსებულ სცენაზე ცოცხალი შესრულებით უფასო კონცერტებს ჩაატარებს მუსიკალური ჯგუფი მგზავრები, ბათუმის ჯაზ-ბიგ-ბენდი, გუფი ლენდი, სოფო ხალვაში და სხვა ცნობილი შემსრულებლები.
30 დეკემბერს 18:00 საათზე, ბათუმის მუსიკალურ ცენტრში, ახალგაზრდული მუსიკალური თეატრი წარმოგიდგენთ საბავშვო მუსიკალურ ზღაპარს – „პეპის მოგზაურობა“.
პიესის ავტორი და რეჟისორი ზურაბ ქავთარაძეა,
მთავარი ქორმაისტერი და ვოკალის პედაგოგი მანანა ჩაუშბა;
მხატვარ – სცენოგრაფი ლუკა ბესელია;
კოსტუმების მხატვარი – გოგლა გოგიბერიძე;
ქორმაისტერი – მიმოზა კილაძე
კონცერტმაისტერი – ევგენია ღოღელიანი
ქორეოგრაფი – გოჩა არობელიძე
გაორკესტრება და არანჟირება – იასონ ხომერიკი, მინდია ხითარიშვილი
პროექცია – რომან შიშმანიძე
მუსიკალურ სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: ნინო კახიძე, ირაკლი გვარჯალაძე, ელენე მეხეშიძე, პაატა ფაცია, რამაზ ვარშანიძე, ირაკლი გოგიტიძე, მარიამ ძნელაძე, პაატა აბესლამიძე და თეატრის მოსამზადებელი ჯგუფის აღსაზრდელები.
ახალგაზრდული მუსიკალური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი – თენგიზ შამილაძეა.
აჭარის ღია ჩემპიონატი 2003 წელს დაბადებულ კალათბურთელთა შორის გუშინ, 20 დეკემბერს დასრულდა. ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს აჭარის ნაკრების და ქუთაისის გუნდები დაუპირისპირდნენ, ორთაბრძოლაში გამარჯვება აჭარის ნაკრებმა მოიპოვა, ანგარიშით 59-50.
აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ცნობით, მესამე ადგილი აჭარის ნაკრების 2004 წელში დაბადებულ კალათბურთელთა გუნდმა დაიკავა, რომელმაც ოზურგეთის გუნდს ანგარიშით 46-43 სძლია.
გამარჯვებული გუნდები სასპორტო სკოლის დირექტორის მოადგილემ ნოდარ ბოლქვაძემ, ვეტერანმა კალათბურთელმა ლაშა კეშელავამ და აჭარის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, გოდერძი კორძაძემ დააჯილდოვეს.
ბათუმის მერიამ საკრებულოს შენიშვნების გათვალისწინებით 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი დააკორექტირა და საკრებულოს დაუბრუნა განსახილველად. შეცვლილი ბიუჯეტი სამი მილიონი ლარითაა გაზრდილი. მერიამ შენიშვნების ნაწილი გაითვალისწინა, იმ ნაწილზე კი, რომელიც არ გაითვალისწინა, საკრებულოს განმარტებები გადაუგზავნა.
პრიორიტეტები
ინფრასტრუქტურა, განათლება, კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი; ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა; თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება – ეს სფეროები ბათუმის მერიამ 2016-2019 წლების პრიორიტეტებად გამოაცხადა.
მერიის ფინანსისტების ინფორმაციით, ბათუმის პრიორიტეტების განსაზღვრისას მთავარი მიზანი „ქალაქის ეკონომიკური განვითარების ტემპის შენარჩუნება, ბიუჯეტიდან გასაწევი ხარჯების ეფექტიანობის გაზრდა, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებაა“.
ბიუჯეტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმა მერიამ საქართველოს მთავრობისა და აჭარის მთავრობის წევრებთან ერთად ბათუმში არსებული სიტუაციის ანალიზის გათვალისწინებით ჩამოაყალიბა.
ინფრასტრუქტურული მშენებლობისთვის მომავალ წელს მერია 74 მილიონზე მეტ ლარს დახარჯავს. [იხილეთ დიაგრამა]
რჩება თუ არა ქალაქი ისევ „გენგეგმის“ გარეშე
ბათუმის გენერალური განაშენიანების გეგმაზე მუშაობის დაწყება და მისი მომზადება ბათუმის მერის გიორგი ერმაკოვის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო. 2015 წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას ეს საკითხი დაფინანსებულ პროექტებს შორის არ მოხვდა, რის გამოც მერიამ შენიშვნები როგორც საკრებულოს ოპოზიციისგან, ასევე არასამთავრობო სექტორისგან მიიღო. მერი ამბობდა, რომ გენგეგმის მოსამზადებლად საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსების მოპოვებას გეგმავდა. სინამდვილეში ამ დრომდე ამ მხვრივ არაფერი გაკეთებულა – 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველად ვარიანტში ბათუმის გენგეგმაზე მუშაობის დასაწყებად ერთი თეთრიც არ იყო გათვალისწინებული. გენგეგმის დაფინანსების არარსებობა ბიუჯეტში `თავისუფალმა დემოკრატებმა~ შენიშვნების ჩამონათვალში პირველ ნომრად ჩაწერეს. ფრაქცია რესპუბლიკელები კი აცხადებდნენ, რომ გენგეგმის პროექტის დაფინანსების გარეშე ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერდნენ, იგივე პოზიცია ჰქონდათ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსაც. კორექტირებულ ბიუჯეტში მერიამ ბათუმის განვითარების გენერალური გეგმის დოკუმენტის შესამუშავებლად ტექნიკური პირობების მომზადებისთვის 50000 ლარი გაითვალისწინა.
უარი მუნიციპალურ აუზს, ტბელის სახელობის პლანეტარიუმსა და სხვა იდეებს
საკრებულოს ოპოზიცია მუნიციპალური აუზის მშენებლობის დაფინანსებას ითხოვდა. მერიამ ეს შენიშვნა კორექტირებულ ბიუჯეტში არ გაითვალისწინა. „გამომდინარე იქიდან, რომ 2016 წელს მერიის მიერ პრიორიტეტად განსაზღვრულია ე.წ. „ჭაობის“ ქუჩების სამშენებლო-სარეაბილიტაციო, სანიაღვრე და საკანალიზაციო არხების სამშენებლო-სარეაბილიტაციო, გზების, ქუჩებისა და ტროტუარების, ასევე საბავშვო ბაღების მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და რემონტის სამუშაოები, ბათუმში მუნიციპალური საცურაო აუზის მშენებლობა მიმდინარე ეტაპზე არ გაითვალისწინება. ფინანსური რესურსების მობილიზების შემთხვევაში წლის განმავლობაში მოხდება მუნიციპალური საცურაო აუზის მშენებლობის სამუშაოების დაფინანსება“, – ნათქვამია დოკუმენტში. იმავე მიზეზით უთხრა უარი მერიამ ოპოზიციას ბათუმში ტბელ აბუსერიძის სახელობის პლანეტარიუმის დაარსებაზეც.
შენიშვნებისა და თხოვნის მიუხედავად მერიამ პროექტში არც მუნიციპალური ტუალეტისა და მიწისქვეშა ავტოსადგომის მშენებლობის დაფინანსება გაითვალისწინა. მერიამ უარი თქვა საზოგადოებრივი ინტერესების კვლევის დაფინანსებაზეც. „საზოგადოებრივი ინტერესების კვლევა ახალგაზრდული ცენტრის ფარგლებში გათვალისწინებული ინიციატივების დაფინანსების დროს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად განისაზღვრება“, – ნათქვამია დოკუმენტში.
ოპოზიციის იდეა იყო ასევე საზაფხულო საბავშვო ბაღების დაფინანსება სოციალურად დაუცველებისთვის. მერიამ ამაზე უარი წერილობით ასე ჩამოაყალიბა: „ამ საკითხის ბიუჯეტში გათვალისწინება ვერ მოხდება, რადგან საჭიროა დაზუსტდეს ბენეფიციართა რაოდენობა, რომლებზეც შესაძლებელია გავრცელდეს საზაფხულო ბაღებით მომსახურება. ა(ა)იპ „ქ. ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების“ მიერ მოხდება საკითხის შესწავლა და კვლევის შედეგებზე დაყრდნობით მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება“.
ხელფასები და პრემიები
შრომის ანაზღაურების ნაწილში მომავალი წლისთვის მერიამ გასულ წელთან შედარებით ორი მილიონი ლარით მეტი – 20 მილიონი ლარი გაითვალისწინა. განმარტებებში, რომელიც მერიამ საკრებულოს გადაუგზავნა, ნათქვამია, რომ 2016 წელს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოებში (მერია, საკრებულო) შრომის ანაზღაურების პრინციპი არ იცვლება, ცვლილებები შეეხო მხოლოდ მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მიერ დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს (შპს, ა(ა)იპ), სადაც ინფრასტრუქტურულ ორგანიზაციებში გათვალისწინებულია კვარტალში 100%-იანი საპრემიო ფონდები, დანარჩენ ორგანიზაციებში 1-3 კვარტალის განმავლობაში დაგეგმილია 75%-იანი საპრემიო ფონდები, მე-4 კვარტალში კი – 100 %-იანი.
გარდა ამისა, მერიამ ახალი აიპი შექმნა, რომელიც ტურისტული ინფრასტრუქტურის სამუშაოებს უზრუნველყოფს. ეს, სავარაუდოდ, შტატების გაზრდასაც გამოიწვევს.
იმ ქონების საერთო საწყისი ფასი, რომლის გასხვისებასაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო მომავალ წელს აპირებს, 18 მილიონ ლარზე მეტია. სავარაუდო საპრივატიზაციო ჩამონათვალში ისეთი ქონებაცაა, რომელიც ადრე ვერ გაიყიდა. მაგალითად, ყოფილი საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე, რომლის გასაყიდი საწყისი ფასი ამჯერად 1 მილიონ 430 აშშ დოლარი იქნება.
ახალი ბულვარის მიმდებარედ, კახაბრის დასახლებაში 36400 კვ/მ მიწის ნაკვეთი სამინისტროს ამ ეტაპზე 4 მილიონ 368 ათას ლარად აქვს შეფასებული; მიწის სამი ნაკვეთი გაიყიდება ბათუმში, ტბელ აბუსერიძისა და ფიროსმანის ქუჩებს შორის მონაკვეთში [გმირთა ხეივნის მიმდებარედ] – საწყისი გასაყიდი ფასი, ჯამში 3 844 750 ლარი; 661 ათას აშშ დოლარადაა შეფასებული ბათუმში, „მაკდონალდსის“ მიმდებარედ არსებული 3055 კვ/მ ფართობის მიწის ნაკვეთი; გამეორებით გაიტანენ აუქციონზე შპს ,,მახინჯაურის მრავალპროფილიანი პოლიკლინიკის“ აჭარის საკუთრებაში არსებულ 100%-იან წილსა და და უძრავ ქონებას, ამჯერად, 315 ათას აშშ დორად; მიწის ნაკვეთები გასხვისდება ხელვაჩაურში, ასევე ბათუმში, ფსიქიატრიულის, ხოლო ქობულეთში აღმაშენებლის 383-ის მიმდებარედ. ამ ქონების უმეტესობა სავარაუდოდ პირობებით გასხვისდება.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ „2016 წელს გამოსაცხადებელი სავარაუდო ობიექტთა ნუსხა“ სავარაუდო საწყისი ფასებით, აჭარის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის გადამუშავებულ პროექტს დაურთო, რომელიც უმაღლეს საბჭოში გადააგზავნა. საბჭომ ბიუჯეტი 2016 წლის 1 იანვრამდე უნდა დაამტკიცოს.
ქართული თხილის წარმოება და საექსპორტო პოტენციალი ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ბაზარზე თხილის მოთხოვნამ დაინტერესება გაზარდა – მოსახლეობამ თხილის ბაღების გაშენება დაიწყო. როდის უნდა დაირგოს თხილი, რომელი ჯიშის თხილის მოშენება არის რეკომენდებული და რა უნდა გაითვალისწინონ დამწყებმა ფერმერებმა თხილის ბაღების გაშენებისას? – ამ თემაზე ,,ბათუმელები“ აგრონომ ლევან ბერიძეს ესაუბრა.
ბატონო ლევან, როდის უნდა დაირგოს თხილი? რას ურჩევდით ფერმერებს თხილის ბაღების გაშენებისას?
თხილი შემოდგომაზე უნდა დავრგოთ, რადგან გაზაფხულზე მცენარე ადრე იღვიძებს, შემდეგ გვალვა უსწრებს და მცენარეს გახარება უჭირს. თხილი ნოემბრის 15 რიცხვიდან იანვრამდე შეიძლება დავრგოთ, მაგრამ, რადგან ჩვენთან შეიძლება იანვარში გათოვდეს, უმჯობესია ნოემბერში დავიწყოთ დარგვა.
მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, მიწას, სადაც თხილი უნდა გაშენდეს, რა დანიშნულება ჰქონდა მანამდე, გამოიყენებოდა თუ არა და როგორ მუშავდებოდა. იმ შემთხვევაში, თუ მიწა წლების განმავლობაში გამოუყენებელი და დაუმუშავებელი იყო, აუცილებელია ნიადაგი კარგად მომზადდეს: მოიხნას, დამუშავდეს და ისევ მოიხნას. ნიადაგის დამუშავების შემდეგ, იქ, სადაც თხილი უნდა ჩაირგოს, 60 სანტიმეტრი სიღრმისა და 50 სანტიმეტრი სიგანის ორმო უნდა გაკეთდეს და ფხვიერი მიწით, მინერალური და ორგანული სასუქებით შეივსოს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ, რადგან მინერალური სასუქი ძნელად ხსნადია და ახალდარგული მცენარის ფესვთა სისტემა შეიძლება დაწვას. სასუქი ნიადაგში მცენარის დარგვამდე ერთი თვით ადრე უნდა იქნეს შეტანილი. რაც შეეხება ორგანულ სასუქს, ერთ ძირზე 6 კილოგრამი ორგანული სასუქის შეტანაა რეკომენდებული. რა ინტერვალით შეიძლება თხილის დარგვა?
თხილის გასაშენებლად მიწის ნაკვეთი ფერდობზე იქნება თუ არა, ამას არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია, ნიადაგი კარგად მომზადდეს და ნერგი სიღრმეში დაირგოს.
ზოგადად, ცნობილია თხილის კვადრატული და წრიული გაშენება, მაგრამ დღეს უპირატესობას წრიულ გაშენებას ანიჭებენ. თხილის კვადრატული გაშენებისას ერთ კვადრატში 4 ძირი ირგვება, წრიული გაშენებით კი 6 ძირი. სპეციალურად მომზადებულ ორმოში ორი ძირი უნდა დაირგოს, ორიდან ერთი მაინც გაიხარებს. აქვე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ერთი ჯიშის თხილი ერთ ნაკვეთზე გაშენდეს. მართალია, ერთ ნაკვეთზე სხვადასხვა ჯიშის თხილის დარგვა ჯიშთაცვლას არ იწვევს, მაგრამ თხილის მოსავლის შემდგომი დახარისხებისთვის არ არის ხელსაყრელი. ყველა სამრეწველო ბაღში აუცილებელია ველური ჯიშის, ანუ ე.წ. ტყის თხილის დარგვა, რადგან ამ ჯიშის თხილი დამტვერვას მაქსიმალურად ხელს უწყობს და ცრუ ნაყოფი აღარ ექნება მცენარეს.
თხილი ვეგეტატიურად ანუ ამონაყრით მრავლდება. შეიძლება ნაყოფით გამრავლებაც, მაგრამ ის არ იქნება მსხმოიარე, მინიმუმ ერთი წლის ნაზარდი ნერგი უნდა გადაირგოს, შესაძლებელია მეტისაც, მაგრამ გახარება რთულია. რომელი ჯიშის თხილის გაშენებას ურჩევდით ფერმერებს?
ჩვენს კლიმატურ პირობებში მაღალპროდუქტიული, მოთხოვნადი და ძვირადღირებული ანაკლიური ჯიშის თხილია, რომელიც მოსახლეობაში ბერძნულის სახელით არის ცნობილი. იგი საუკეთესოა როგორც ნაყოფით, ასევე ხარისხით და ადგილობრივ კლიმატს კარგად არის შეგუებული. გარდა ანაკლიურისა, კარგია გერასუნის ჯიშის თხილიც, მართალია, მისი ნაყოფი ანაკლიურ ჯიშთან შედარებით მცირე ზომისაა, მაგრამ უხვი მოსავლით გამოირჩევა. თუ ბერძნული ჯიშის თხილის ერთ ბუჩქზე შეიძლება მივიღოთ 5-8 კილოგრამამდე მოსავალი, გერასუნი, კარგი მოვლის პირობებში, 15-კილოგრამამდე ნაყოფს იძლევა. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ ანაკლიური ჯიშის თხილზე მოთხოვნასა და სამრეწველო დანიშნულებას, უკეთესია ანაკლიური ჯიშის თხილის გაშენება. დარგვის შემდეგ სჭირდება თუ არა განსაკუთრებული მოვლა თხილს?
შემოდგომასა და გაზაფხულზე თხილის ძირი პერიოდულად უნდა შემოიბაროს და ორგანული სასუქები შევიდეს. საჭიროა ზედმეტი ტოტების გასხვლა, სრულ მსხმოიარობაში მყოფ თხილის ბუჩქს 7-12 განვითარებული ტოტი უნდა ჰქონდეს, ზედმეტი კი უნდა გამოისხლას. გვალვაში საჭიროა მინიმუმ 2-3-ჯერ მორწყვა, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ნაყოფის ზრდის პერიოდში. თუ არ მოირწყვება, არ ექნება სრული ნაყოფი. მაგალითად, წელს გვალვა იყო და ნაყოფმა გული ამიტომაც ვერ შეივსო. რამდენად მნიშვნელოვანი და აუცილებელია შხამქიმიკატების გამოყენება?
თხილს ბევრი დაავადება უჩნდება, მაგრამ ჩვენთან ბოლო დროს განსაკუთრებით გავრცელდა თხილის ნაცარი ნაცრისფერი ფიფქი მცენარეს ფოთლებზე, ყლორტებზე, ყვავილსა და ნაყოფზე უჩნდება. დაავადება ძირითადად გაზაფხულზე ჩნდება, რაც ფოთლების გაყვითლებას იწვევს და საბოლოოდ მცენარის გახმობაც შეუძლია. მცენარე უნდა შეიწამლოს „კუმულუსით“, „ვივიანტით“ ან „სტრობით“. მცენარეს წამლობა გაზაფხულზე სჭირდება, ორჯერ სრულიად საკმარისია. თქვენ, როგორც სპეციალისტი, რა პრობლემას ხედავთ ამ კუთხით და რა უნდა გაკეთდეს?
იქედან გამომდინარე, რომ თხილზე დაინტერესება დიდია და მოსახლეობამ ბაღების გაშენება დაიწყო, პრობლემა შეიძლება შექმნას ნერგის ნაკლებობამ. მაგალითად, ქედაში არ არსებობს სანერგე მეურნეობები. აუცილებელია სანერგე მეურნეობების მოწყობა. რაც შეეხება სახელმწიფოს მიდგომას, სამინისტრო მაქსიმალურად დაინტერესებულია თხილის ბაღების გაშენების ხელშეწყობით – მოსახლეობას თხილის ნერგს თანადაფინანსებით აწვდის, რაც ძალიან კარგია. თხილის მოშენება თითოეული ფერმერის ოჯახზე აისახება.
აჭარის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტში ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებზე გადასაცემი კაპიტალური ფინანსური დახმარება ჯამში 46 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული. ბათუმის მუნიციპალიტეტი 16 მილიონ ლარს მიიღებს, ქობულეთი – 18 172 600 ლარს, ხელვაჩაური – 3 მილიონს, შუახევი – 2 მილიონს და ხულოს მუნიციპალიტეტი – 3 მილიონ ლარს.
აჭარის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი უმაღლესმა საბჭომ 2016 წლის 1 იანვრამდე უნდა დაამტკიცოს. კაპიტალური ფინანსური დახმარებით მუნიციპალიტეტებში დასაფინანსებელი ღონისძიებების ჩამონათვალი კი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ უმაღლეს საბჭოში ბიუჯეტის პროექტთან ერთად გადააგზავნა:
ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტში 2016 წელს განსახორციელებელი პრიორიტეტული ღონისძიებები
ღონისძიების დასახელება
სულ
ე.წ. „ჭაობის დასახლებაში“ ქუჩების კეთილმოწყობის პირველი ეტაპი
11 038 300
დაბა ჩაქვში მდებარე 177 073 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ქ. ბათუმისათვის ახალი სასაფლაოს მოწყობა
2 235 400
ანგისის დასახლებაში სპორტული ბაზის მშენებლობა
2 476 300
აეროპორტის დასახლებაში ახალი ბულვარის მოპირდაპირედ ახალი ქუჩების მშენებლობა
250 000
ჯამი
16 000 000
ქობულეთის მუნიციპალიტეტში 2016 წელს განსახორციელებელი პრიორიტეტული ღონისძიებები
ღონისძიების დასახელება
სულ
ქ. ქობულეთში ბაგრატიონის ქუჩის (საგზაო ინფრასტრუქტურა) კეთილმოწყობა
281 640
ქ. ქობულეთში აბაშიძის ქუჩის (მდ. კინტრიშიდან კარიერის დასახლებამდე საგზაო ინფრასტრუქტურა) კეთილმოწყობა
246 688
ქალაქ ქობულეთში რუსთაველის ქუჩა ცენტრალურ სასაფლაომდე მისასვლელი გზის (საგზაო ინფრასტრუქტურა) კეთილმოწყობა
872 908
ქალაქ ქობულეთში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობა
1 231 317
სოფელ დაგვაში (საჯარო სკოლის ეზოში) მინი სტადიონის მშენებლობა
60 242
ქ. ქობულეთში თამარ მეფის სანაპიროს სასმელ-სამეურნეო წყალსადენის სისტემის რეაბილიტაცია (წყლის სისტემის მოწყობა და გამრიცხველიანება)
280 150
ქ. ქობულეთში ჩოლოქის დასახლებაში წყალსადენისა და საკანალიზაციო სისტემის მოწყობა
392 836
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ხუცუბნის წყალსადენის სისტემის მოწყობა
1 427 000
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ჩაისუბანში წყალსადენის სისტემის (პირველი ეტაპი სათავე ნაგებობისა და რეზერვუარის) მოწყობა
1 095 280
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფ.ზედა სამების წყლის სისტემის მოწყობა
453 080
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ლეღვაში წყალსადენის სისტემის (პირველი ეტაპი სათავე ნაგებობისა და რეზერვუარის) მოწყობა
1 038 143
ქაქუთის წყალსადენის სისტემის მოწყობა
1 403 460
ქალაქ ქობულეთში „მტს“ და კარიერის უბნის საკანალიზაციო სისტემის და მისი ელემენტების სამშენებლო სამუშაოები II ეტაპი
1 448 319
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემში (სოფლებში საჩინოში და ქვედა აჭყვაში წყლის სათავეს და ქსელის მოწყობა) წყლის სათავე ნაგებობის, რეზერვუარისა და ცენტრალური მაგისტრალის მოწყობა. პირველი ეტაპი
1 039 660
სოფელ ჭახათის წყალსადენის სისტემის რეაბილიტაცია სოფლების: აჭყვისთავის, ზენითის, ალამბრის, მუხაესტატეს და წყავროკას წყლის სისტემების რეაბილიტაცია
709 250
სოფელ ზენითში საბავშვო ბაღის მოწყობა
248 504
ქალაქ ქობულეთში ფიჭვნარში საბავშვო ბაღის მოწყობა
400 000
დაბა ჩაქვში აღმაშენებლის ქუჩა #28-ში საბავშვო ბაღის მშენებლობა
39 793
ქალაქ ქობულეთში (მემედ აბაშიძის ქუჩაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის წინ და ცენტრალური ბიბლიოთეკის მიმდებარედ) სკვერების მოწყობის სამუშაოები
331 730
სოფელ დაგვას საბავშვო ბაღის მოწყობა
404 816
სოფელ ცეცხლაურის საბავშვო ბაღის მოწყობა
422 077
ქ.ქობულეთში რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიის მოწყობა
603 000
სოფელ ხუცუბნის წყლის სათავე ნაგებობის რეზერვუარისა და ქსელის რეაბილიტაცია
161 495
ქ. ქობულეთში ჯავახიშვილის უბნის (ჯავახიშვილის ქუჩის, ჯავახიშვილის პირველი, მეორე, მესამე შესახვევის და რუსთაველის პირველი შესახვევის საგზაო ინფრასრუქტურა) კეთილმოწყობა
758 747
ქალაქ ქობულეთში კომახიძის ქუჩის (კომახიძის ქუჩის, კომახიძის ქუჩისა და გოგებაშვილის ქუჩის შესასვლელის რუსთაველის ქუჩამდე საგზაო ინფრასტრუქტურა) კეთილმოწყობა
660 517
ქ. ქობულეთში ლესელიძის ქუჩის (ლესელიძის ქუჩისა და ლესელიძის შესახვევის საგზაო ინფრასტრუქტურა) კეთილმოწყობა
375 390
ქალაქ ქობულეთში გელაურში საბავშვო ბაღის მოწყობა
233 880
გელაურისა და კარიერის უბნის საკანალიზაციო სისტემის და მისი ელემენტების სამშენებლო სამუშაოების I ეტაპი
495 969
სპორტული მოედნების (ორი მოედანი) მოწყობა (ქ.ქობულეთის თავისუფალი ტურისტული ზონის ტერიტორია)
561 910
სოფელი ჭახათის ე.წ.”კურჩხულას” წყალსადენის სათავე ნაგებობისა და სოფლებში მუხაესტატესა და წყავროკაში ახალი ჭაბურღილების მოწყობა
494 814
ჯამი
18 172 614
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 2016 წელს განსახორციელებელი პრიორიტეტული ღონისძიებები
ღონისძიების დასახელება
სულ
მტირალა ყოროლისთავის წყალსადენის მოწყობა
1 972 319
სოფ. ერგეში (კაპანდიბის დასახლება) ჭაბურღილისა და სასმელი წყლის მაგისტრალის მოწყობა
154 214
სოფ. დავითაძეებში 60 ოჯახისათვის 60 ტონიანი წყლის აუზისა და მაგისტრალის მოწყობა
216 709
სოფ. ძაბლავეთში 40 ოჯახისათვის წყალმომარაგების მოწყობა
178 524
სოფ. წინსვლაში 1500 გრ/მეტრი სასმელი წყლის მილის მოწყობა
109 662
სოფ. სიმონეთში სასმელი წყლის მილებისა და სათავე ნაგებობების მიმართ სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოების ჩატარება
108 712
სოფ. აჭარისწყლის ცენტრში 80 ტონიანი სასმელი წყლის აუზისა და 2000 გრძ/ მეტრი მაგისტრალის მოწყობა
259 860
ჯამი
3 000 000
ქედის მუნიციპალიტეტში 2016 წელს განსახორციელებელი პრიორიტეტული ღონისძიებები
ღონისძიების დასახელება
სულ
დაბა ქედაში მდინარე აკავრეთას და აჭარისწყლის ნაპირსამაგრი სამუშაოები
1 249 200
ხარაულა-ჯალაბაშვილების სასმელი წყლის სისტემის მშენებლობა
613 442
ოქტომბრის ბაგა-ბაღის მშენებლობა და ინვენტარით აღჭურვა
347 337
ცხმორისის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში (ახო, კოკოტაური, ცხმორისი, გობრონეთი) მეწყერსაწინააღმდეგო გასატარებელი ღონისძიბების სამუშაოები
125 000
დაბა ქედის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში (ზენდიდი, სოფ. ქედა, ხუნკუდა, შევაბური, აქუცა, ძენწმანი, გულები) მეწყერსაწინააღმდეგო გასატარებელი ღონისძიბების სამუშაოები
101 247
დანდალოს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში (ბალაძეები, ხარაულა, ჯალაბაშვილები, დანდალო) მეწყერსაწინააღმდეგო გასატარებელი ღონისძიბების სამუშაოები
94 132
მახუნცეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში (ზუნდაგა, ზედა მახუნცეთი, ზედა ბზუბზუ, ქვედა ბზუბზუ, უჩხითი, დოლოგანი, ჭინკაძეები, ქოსოფელი) მეწყერსაწინააღმდეგო გასატარებელი ღონისძიბების სამუშაოები
83 762
მერისის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში (სოფ. მერისი, გარეტყე, ინაშარიძეები, გუნდაური, სილიბაური) მეწყერსაწინააღმდეგო გასატარებელი ღონისძიბების სამუშაოები
81 286
პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში (აგარა, პ/მაისი, კოლოტაური) მეწყერსაწინააღმდეგო გასატარებელი ღონისძიბების სამუშაოები
79 283
მინი სპორტული მოედნების მშენებლობა (2 მოედანი) და რეაბილიტაცია (16 მოედანი)
80 000
ზვარის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში (სირაბიძეები, ზესოფელი, ზვარე, კვაშტა, ვაიო) მეწყერსაწინააღმდეგო გასატარებელი ღონისძიბების სამუშაოები
65 213
ოქტომბრის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში (მეძიბნა, აგოთა, გოგინიძეები, კუჭულა, ოქტომბერი) მეწყერსაწინააღმდეგო გასატარებელი ღონისძიბების სამუშაოები
64 558
წონიარისის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში (წონიარისი, აბუქეთა, ვარჯანისი, კანტაური, ტიბეთა) მეწყერსაწინააღმდეგო გასატარებელი ღონისძიბების სამუშაოები
61 669
ამბულატორიებისათვის ავტომანქანის შეძენა
60 000
სოფელ ზესოფლის ცენტრის ტერიტორიის კეთილმოწყობა
39 700
სოფ. ქვედა მახუნცეთში (25 მეტრიანი) გაბიონის მოწყობა
30 000
ზესოფელი-ხუნკუდა-გულების სასმელი წყლის წყალსადენის მშენებლობა
669 171
აწჰესის ტერიტორიის კეთილმოწყობა
65 000
მგზავრთა მოსაცდელების რემონტი (დაზიანებული კედლების ბათქაშის აღდგენა და შეღებვა)
20 000
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი დანიშნულების საპირფარეშოების მშენებლობა-რეაბილიტაცია (ახო, ცხმორისი, წონიარისი, ზვარე და აწჰესი)
25 000
მუნიციპალიტეტის კუთვნილი ავარიული-შენობა ნაგებობების საკვლევი და გამაგრებითი სამუშაოები (დემონტაჟი).
45 000
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება
11 100
ზვარის თემის ადმინისტრაციული შენობისა და კულტურის სახლის მშენებლობა
18 000
შიდა სასოფლო-საუბნო გზების რეაბილიტაცია
28 100
სოფელ გობრონეთის ბარის უბნისათვის სასმელი წყლის სისტემისათვის ავზის მშენებლობა
10 000
სოფელ პირველ მაისში სასმელი წყლის სისტემის გამართვა
5 000
სოფელ ახოს, ძირვენახის უბნის საავტომობილო გზის მშენებლობა
81 000
ჯამი
4 153 200
შუახევის მუნიციპალიტეტში 2016 წელს განსახორციელებელი პრიორიტეტული ღონისძიებები
ღონისძიების დასახელება
სულ
სხალთის ხეობიდან ფურტიო- ბუთურაული-ნენიისათვის წყალსადენის ქსელის მშენებლობა
2 000 000
ჯამი
2 000 000
ხულოს მუნიციპალიტეტში 2016 წელს განსახორციელებელი პრიორიტეტული ღონისძიებები
ღონისძიების დასახელება
სულ
კურორტ ბეშუმის შიდა გზების რეაბილიტაცია
960 000
სხალთის კულტურის ცენტრის მშენებლობა – რეაბილიტაცია
210 000
კურორტ ბეშუმში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია
ბათუმში, ჭაობის დასახლებაში, ლადო ასათიანის ჩიხში, სულ 16 გარეგანათების ბოძი დგას. მათგან ღამის განმავლობაში მხოლოდ ორი ბოძია განათებული. ეს პატარა ჩიხი ყოველთვის კარგად იყო განათებული, მაგრამ ბოლო რამდენიმე თვეა სურათი თანდათან იცვლება. ქალაქში სხვადასხვა დაზიანებისა თუ, უბრალოდ, ნათურების მოძველების გამო ცუდად განათებული ქუჩების რაოდენობა ბევრ ადამიანს აწუხებს.
მერიის კეთილმოწყობის სამსახურში აცხადებენ, რომ ქუჩებში გარეგანათების გამორთვის მიზეზი, ელექტროენერგიის ცვალებადობასთან ერთად, კერძო კომპანიების უპასუხისმგებლობასაც უკავშირდება. მერიის ინფორმაციით, ქუჩებში კომუნიკაციების გაყვანის დროს კომპანიები ელექტროგადამცემ სისტემას აზიანებენ, ინფორმაციას კი – მალავენ.
მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის, თენგიზ პეტრიძის ინფორმაციით, დაზიანებული განათების სისტემების შესახებ მოქალაქეებისგან ყოველდღიურად ბევრი ზარი შედის: `ახლახან დაგვირეკეს ჭავჭავაძის ქუჩიდან, პუშკინის ქუჩიდანაც დარეკეს და სხვა უბნებიდან შემოდის შეტყობინება, რომ განათება დაზიანებულია. ჩვენ ოპერატიულად ვახდენთ რეაგირებას და გავდივართ დაზიანების აღმოსაფხვრელად.“
თენგიზ პეტრიძის თქმით, ღამის განათების ელექტროსისტემის დაზიანების მიზეზი არის როგორც დენის ცვალებადობა, ასევე ქუჩების ხშირი გადათხრა სხვადასხვა მიზეზით.
„იქნება ეს „სოკარი“, „ენერგო-პრო ჯორჯია“ თუ „ბათუმის წყალი“ არსებობს წერილობითი შეთანხმება, რომ გათხრების დროს ერთმანეთის სისტემები არ უნდა დააზიანონ. ამაზე ხელს ჩვენი სამსახურიც აწერს. მიუხედავად ამისა, არის ბევრი შემთხვევა, როცა შეთანხმებას მხარეები არღვევენ. გადათხრიან ქუჩას და ელექტროკაბელების დაზიანების შემთხვევაში საქმის კურსში არ აყენებენ შესაბამის სამსახურებს, მალავენ ფაქტს, კუსტარულად, ტექნიკური ნორმების დაცვის გარეშე აბამენ ამ კაბელებს და ასე დებენ მიწაში. ბუნებრივია, ასეთ მდგომარეობაში კაბელები ზინადება და შემდეგ ხდება ისე, რომ ერთი დაზიანება მთელ ხაზს წვავს“.
თენგიზ პეტრიძის თქმით, ასეთ შემთხვევაში კომპანია დაჯარიმებას ექვემდებარება: „მას მერიის სპეციალურ ანგარიშზე შემოაქვს თანხა, რითაც მოხდება დაზიანებული კაბელების აღდგენა.“
ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, ღამის განათების სისტემების დაზიანების ფაქტზე 2015 წელს მხოლოდ ერთი იურიდიული პირი, სახაჭაპურე „რეტრო“ დაჯარიმდა. სამსახურის უფროსის ზაალ მამუჭაძის თქმით, კაბალების დაზიანების გამო ზურაბ გორგილაძის ქუჩა მთლიანად გაითიშა.
„ჩვენ დავაჯარიმეთ სახაჭაპურე, თუმცა მან სასამართლოზე განაცხადა, რომ დაზიანებას თვითონვე აღმოფხვრიდა და სასამართლომ თანხის გადახდა აღარ დააკისრა“.
კანონის მიხედვით, საჯარომო თანხა იურიდიული პირების შემთხვევაში 1000-2000 ლარია, კერძო პირების შემთხვევაში კი – 500 ლარი.
კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის თქმით, არის შემთხვევები, როცა დაზიანების კერის დადგენა ვერ ხერხდება: „ერთ ქუჩაზე ლაბორატორიის მიყვანა გახდა საჭირო დაზიანებული კაბელის აღმოსჩენად. თუ ვერ ვიპოვით, იძულებული ვართ მთელი ხაზი გამოცვალოთ“.
ღამის განათებების გათიშვის მიზეზი შეიძლება გახდეს ნათურების საექსპლუატაციო ვადის გასვლაც. ოფიციალური ინფორმაციით, ქალაქში დამონტაჟებული ღამის განათებების დიდი ნაწილი თითქმის რვა წლის წინ დამონტაჟდა.
თვითმმართველობის ბიუჯეტიდან განათების სისტემების ექსპლუატაციისთვის ყოველწლიურად ერთ მილიონზე მეტი ლარი იხარჯება. წელს განათების სისტემისთვის ერთი მილიონ 49 ათასი ლარი იყო გამოყოფილი. როგორც მერიაში ამბობენ, ამ თანხაში არა მარტო არსებული ელექტრობოძების მოვლა-შენახვა შედის, არამედ ახალი ელექტრობოძების მონტაჟიც.
თენგიზ პეტრიძის ინფორმაციით, ქალაქში გარე განათების 17 ათას 82 წერტი და 342 ელექტროგამანაწილებელი კარადაა დამონტაჟებული. არის როგორც ერთნათურიანი, ასევე ორნათურიანი ელექტრობოძები. „ამ თანხის ფარგლებში შეიღება ორი ათასი ელექტრობოძიც“.
2016 წელს განათების სისტემის ექსპლუატაციისთვის ბიუჯეტში ერთი მილიონ 41 ათასი ლარია გათვალისწინებული. ტენდერი გამოცხადებულია და შედეგები მომავალი წლისთვის იქნება ცნობილი. წელს ტენდერი „აჭარგანათებამ“ მოიგო.
ახალი განათების სისტემების დამონტაჟებაზე წელს 886 ათასი ლარი იყო გამოყოფილი, მომავალ წელს კი 202 ათასი ლარია გათვალისწინებული. თენგიზ პეტრიძის ინფორმაციით, 2016 წელს 13 ქუჩაზე 177 ბოძი უნდა დამონტაჟდეს. 2015 წელს კი 69 ქუჩაზე და მის მონაკვეთებზე დაამონტაჟეს ახალი ელექტრობოძები, ძირითადად, ქალაქს შემოერთებულ ტერიტორიებზე.
კეთილმოწყობის სამსახურის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე ქუჩაზე ღამის განათება გაითიშება ან რაიმე სახის დაზიანება დაფიქსირდება, მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ცხელ ხაზზე: 595 95 83 81.
დახაზული და დაუხაზავი ქუჩები
ქუჩების დახაზვა, ბორდიურებისა და ველობილიკების შეღებვა, მერიის სამსახურის – „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სააგენტოს“ ფუნქციებში შედის.
სამსახურის უფროსის, გიორგი ჩხეიძის ინფორმაციით, ქუჩებს ყოველ ექვს თვეში ერთხელ ხაზავენ. „ბარცხანის ხიდიდან აეროპორტთან მისვლამდე ყველა ქუჩა დახაზულია, თუმცა არსებობს ისეთი ქუჩებიც, რომლებსაც ვერ ვხაზავთ, რადგან არაასფალტირებულია,“ – ამბობს გიორგი ჩხეიძე.
ქალაქში ე.წ. ჭაობის დასახლებაში თითქმის ყველა ქუჩა არაასფალტირებულია, რადგან მიწისქვეშა სამოშაოები არ დასრულებულა.
ქუჩების ხშირი გადათხრის გამო ზიანდება ნიშნულებიც. მძღოლები ამბობენ, რომ წვიმაში თითქმის არ ჩანს ღერძულა ხაზი, რამაც შესაძლოა მოძრაობის წესების დარღვევა გამოიწვიოს.
„ჩვენ საღებავს არ ვაკლებთ, არც ველობილიკებს და არც ქუჩებს, თუმცა, კლიმატიდან გამომდინარე, ხშირი წვიმის გამო საღებავი ადვილად ზიანდება. ის ქუჩები, სადაც ინფრასტრუქტურა მოწესრიგებულია, ყველა დახაზულია. ახლახან დავასრულეთ ხიმშიაშვილის ქუჩის დახაზვა, ჭავაჭავაძის მხოლოდ ნახევარი დავხაზეთ, რადგან აქაც ქუჩის ნაწილი გადათხრილია,“- ამბობს გიორგი ჩხეიძე.
მისივე ინფორმაციით, წელს სამივე ფერის საღებავზე – წითელი ველობილიკებისთვის, შავი ბორდიურებისთვის და თეთრი ქუჩის ხაზებისთვის, – 50 ათასი ლარი დაიხარჯა. რამდენი დაიხარჯება მომავალ წელს ქუჩებისა და ველობილიკების შეღებვა-დახაზვაზე, გიორგი ჩხეიძის თქმით, ამ ეტაპზე დაზუსტებული არ არის.
აჭარის ნაკრების წევრმა, მოკრივემ გელა აბაშიძემ ფინალში იმ მოწინააღმდეგეს მოუგო, ვისთანაც შარშან დამარცხდა და გახდა დიდებს შორის, 69 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონი. ეს ტიტული მისი მწვრთნელის, გოჩა აბაშიძის შემდეგ 16 წლის განმავლობაში აჭარიდან არავის მოუგია.
მარჯვნივ გელა აბაშიძე, საქართველოს ჩემპიონი დიდებს შორის 69 კილოგრამ წონით კატეგორიაში |თბილისი, 2015
გოჩა აბაშიძე გარდა მწვრთნელობისა, გელა აბაშიძის ძმაა, მას მრავალწლიანი შრომა დასჭირდა იმისთვის, რომ იგივე შედეგისთვის მიეღწია, რომელიც 1999 წელს ბათუმში გამართულ საქართველოს პირველობაზე მოიპოვა – გახდა საქართველოს ჩემპიონი, რის შედმეგაც ამერიკაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზა.
გოჩააბაშიძე: „გელამ ფინალში მოუგო იმას, ვისთანაც შარშან ფინალში დამარცხდა, ჯემალ შალამბერიძესთან. ის ქუთაისელი მოკრივეა, საკმაოდ ტექნიკური. გელა წელს უკეთ მოემზადა, ჩემპიონატამდე ორი ორკვირიანი შეკრება გაიარა ბათუმსა და თბილისში.
ფინალში ტაქტიკურად და ტექნიკურად აჯობა მოწინააღმდეგეს, ქულები აუღო და მთავარი მსაჯის გადაწყვეტილებით გაიმარჯვა. ასე რომ, მას რევანში აუღო. კი ვმეგრობთ ჩვენ [მოწინააღმდეგეები], მაგრამ რინგზე მეგობრობა არ არის“.
შეხვედრის მთავარი მსაჯი მამუკა წიკლაური იყო. გელამ ფინალში 3:0 დაამარცხა ჯემალ შალამბერიძე. გამარჯვებულის შეფასებით წელს რთული ჩემპიონატი იყო.
გელააბაშიძე: „წინა ოლიმპიური წელიწადია და ყველა მომზადებული იყო წელს. სამი შეხვედრა ჩავატარე. ყველაზე დაძაბული ფინალური ორთაბრძოლა გამოდგა.
წელსროგორშეძელითმისიდამარცხება?
წელს უკეთ მოვემზადე ევროპის ჩემპიონატზე მივიღე მონაწილეობა და უფრო მეტი გამოცდილება დავაგროვე“.
გელა აბაშიძე ამჟამად ორკვირიან შეკრებაზე იმყოფება ბაკურიანში, რის შემდეგაც A კლასის საერთაშორისო ტურნირიში მიიღებს მონაწილეობას.
თებერლიდან კი „რიო 2016“-ის ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირები დაიწყება. გელა აბაშიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მისი მთავარი მიზანი ამ ეტაპზე სწორედ ამ ლიცენზიის მოპოვება იქნება.
დიდებს შორის საქართველოს ჩემპიონატი კრივში 9-13 დეკემბერს თბილისში გაიმართა. აჭარის ნაკრები შეჯიბრზე 9 მოკრივეთი იყო წარდგენილი, ორი გოგოთი და შვიდი ბიჭით.
გარდა გელა აბაშიძის ოქროს მედლისა აჭარის ნაკრებმა კიდევ ხუთი საპრიზო ადგილი მოიპოვა. მესამე ადგილებზე გავიდნენ დავით შერვაშიძე (49 კგ), გრიგოლ გაგუა (52 კგ), ნიაზ გორგოშაძე (91 კგ) და მარიამ ჭაბაშვილი (64 კგ), ხოლო ვერცხლის მედალი მარიკა ხორავამ მოიგო 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში.
გუნდურ პირვლობაში კი აჭარის ნაკრებმა მეოთხე ადგილი დაიკავა, პირველ ადგილზე ქუთაისის ნაკრები გავიდა.
საჭადრაკო ტურნირზე “Qatar Masters Open 2015-ზე”, ეროვნული ნაკრებისა და ბათუმის კლუბ “ნონას” მოჭადრაკემ ნინო ბაციაშვილმა მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ მაგნუს კარლსენთან, შავი ფიგურებით ყაიმით დაამთავრა შეხვედრა.
მაგნუს კარლსენი და ნინო ბაციაშვილი
მაგნუს კარლსენი ნორვეგიელი მოჭადრაკეა. მას მსოფლიო რეიტინგში 2834 ქულა აქვს, ნინო ბაციაშვილის კი – 2498 ქულა. კარლსენი და ბაციაშვილი 20 დეკემბერს პირველ რაუნდში შეხვდნენ ერთმანეთს. ტურნირი 9 რაუნდად ჩატარდება და 29 დეკემბერს დასრულდება.
“Qatar Masters Open 2015” კატარის ჭადრაკის ასოციაციის ორგანიზებით, ქალაქ დოხაში იმართება. დაწესებულია საპრიზო ფონდებიც. ტურნირის საუკეთსო მოთამაშე $27,000, სუკეთესო ქალი მოთამაშე კი – $ 8,000 მოიგებს.
აჭარაში „მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, სესხის სახით შესაძლებელია გაიცეს 4 598 200 ლარი, რაც აჭარის მთავრობის განცხადებით, „საქართველოს ბანკთან“ მიმდინარე მოლაპარაკებაზე იქნება დამოკიდებული.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, პროგრამის ბენეფიციართა შემდგენი კომისია 2014 წლის მაისში შეიქმნა, რომელმაც მოქალაქეების განცხადებების საფუძველზე მოამზადა 188 ბენეფიციარისაგან [რომელთაც გააჩნდათ მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესი] შემდგარი მსესხებელთა რეესტრი.
აღნიშნული რეესტრი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ 2014 წლის ივლისში გადაეგზავნა „ლიბერთი ბანკს“, განხილვისა და შემდგომში სესხის გაცემის მიზნით. ამ ეტაპისათვის ბანკის მიერ გაცემულ იქნა სესხი მხოლოდ 25 ბენეფიციარზე – 1 401 800 ლარი.
დღეს კი, აჭარის მთავრობასა და სს „საქართველოს ბანკს“ შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება „მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის“ გაგრძელებასთან დაკავშირებით, რათა მოხდეს პროგრამის ფარგლებში დაუკმაყოფილებელ ბენეფიციარებზე [163 ბენეფიციარი] სესხის გაცემა.
მთავრობაში აცხადებენ, რომ პროგრამის ფარგლებში საკრედიტო რესურსი განსაზღვრული იყო 6 მილიონი ლარი: „მიმდინარე ეტაპზე საკრედიტო რესურსი ათვისებულია 1 401 800 ლარი [„ლიბერთი ბანკის“ მიერ გაცემული სესხის ოდენობა], ხოლო ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან შესაბამისად თანადაფინანსებამ 2015 წლის პირველი დეკემბრისათვის შეადგინა 141 778,98 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე პროგრამის ფარგლებში სესხის სახით შესაძლებელია გაიცეს 4 598 200 ლარი“.
აჭარის რესპუბლიკურ ბიუჯეტში „მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში თანადაფინანსების თანხები შემდეგნაირადაა გათვალისწინებული: 2016 წელი – 672 ათასი ლარი; 2017 წელი – 640 ათასი ლარი; 2018 წელი – 553 ათასი ლარი.
უმაღლესი საბჭოს დეპუტატები „ნაციონალური მოძრაობიდან“ აცხადებენ, რომ „მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამა“ – იგივე ე.წ. „იპოთეკარების“ პროგრამა გრძელდება, თუმცა, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ზეპირი განმარტებით, მოსალოდნელი იყო მისი სახეცვლილება, რასაც საბოლოოდ უფრო მეტი ბენეფიციარის სახეცვლილი პირობებით დაფინანსება უნდა გამოეწვია. 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის წარმოდგენილ პროექტში კი მსგავსი არაფერია. ამდენად, „იპოთეკარების“ მიმართ „ქართული ოცნების“ მიერ გაცემული დაპირებები კვლავაც შეუსრულებელი რჩება“.
ქობულეთში ასე მიგასწავლიან: ლიანდაგს რომ გადაკვეთ იქ ცხოვრობენ ბოშები. რკინიგზა ქობულეთის სამხრეთიდან შესასვლელში, ცენტრალურ ავტო და რკინიგზის სადგურთანაა. რკინიგზის უკან ქობულეთის ერთ-ერთი უბანი გელაურია, სწორედ აქ ცხოვრობს ბოშების, დაახლოებით, ასამდე ოჯახი.
რკნიგზის სადგური ქობულეთში. ლიანდაგს რომ გადაკვეთთ იქ ბოშები ცხოვრობენ. ამ უბანს გელაურს უწოდებენ
ზოგი მათგანი ნაქირავებში ცხოვრობს, ზოგი – წინაპრების მიერ დატოვებულ სახლებში. რუსლან მელამეტოვსა და მის მეუღლეს, ნანას ექვსი შვილი ჰყავთ, 12 წლის იანიკი, 10 წლის ლოვარკა, 9 წლის ხვიჩა, 8 წლის ერიკი, ხანა – 6 წლის და იურა, რომელიც ორი თვის წინ შეეძინათ. ისინი ერთ პატარა ოთახში ცხოვრობენ. რუსლანი ბავშვებს უვლის ნანა კი ბათუმში მუშაობს – ყიდის კალგოტკებს, წინდებს, სუნამოებს და გვიან საღამოს ბრუნდება სახლში.
„მე პატარაობიდან აქ ვცხოვრობ, აქ ცხოვრობდნენ ჩემი ბებია და ბაბუაც. მეზობლები პატივს მცემენ, მეც პატივს ვცემ მათ. როცა დავქორწინდით ნორმალურად ვცხოვრობდით, ყველაფერი გვქონდა. ექვსი წლის მერე სახლი დაგვეწვა. ნახევარი ეზო გავყიდეთ. მეც ვვაჭრობდი, მერე ვაგზალზე ვმუშაობდი დასუფთავების კომპანია „სუფთა ქალაქში”, მაგრამ ბავშვების გამო თავი დავანებე, დრო აღარ მაქვს – ვის უნდა დავუტოვო ბავშვები. მთავრობისგან დახმარებას ვიღებთ ბავშვებისთვის 220 ლარი თვეში და შიმშილით არ ვკვდებით, თუმცა ხანდახან ისე ვცხოვრობთ, რომ პური და შეშაც კი არ გვაქვს”.
კითხვაზე, როგორ გინდა ცხოვრობდეთ, რუსლანი ამბობს, რომ მშვიდად ცხოვრება უნდა: “არ იყოს ომი, რუსეთი და საქართველო მშვიდობიანად ცხოვრობდნენ ერთად. საქართველო ჩემი ოჯახია. სიმდიდრე არ მინდა, სიმდიდრეა თუკი ჩემი შვილები მშვიდად იქნებიან”.
რუსლანის შვილები გელაურში მდებარე #5 საჯარო სკოლაში დადიან, თუმცა აცდენენ ხშირად. „უნდათ დადიან, უნდათ – არაო” – ასე პასუხობს რუსლანი. ხვიჩა სკოლაში არ დადის, მას ფეხბურთელი უნდა რომ გამოვიდეს. ხანაც დადიოდა სკოლაში, მაგრამ ტიროდა. ლოვარკა ამბობს, რომ ხანას უნდა კლასში მარტო თვითონ იყოს, ერთი მოსწავლე.
42 წლის რუსლან ბერესრამი მარტო ცხოვრობს, „ძალიან გაგვიძნელდა ცხოვრებაო” – გვეუბნება ის. „ზამთარია, შეშა გვინდა ვიყიდოთ მაგრამ ძვირია, ვეღარ ვვაჭრობთ უწინდებურად, დახმარება გვინდა მაგრამ არ გვაქვს, ჩემი და იღებდა დახმარებას, მაგრამ ახლა აღარ იღებს”. მისი თქმით დახმარებას სახელმწიფოსგან სოციალური დახმარება იმიტომ შეუწყდათ, რომ ნათესავებთან ერთდ სამშენებლო სამუშაოებზე დაიწყო მუშაობა.
ის დედის მიერ დატოვებულ სახლში ცხოვრობს დედა დიდი ხანია გარდაეცვალა, დაეღუპა და და კიდევ ორი ძმა. დარჩა მხოლოდ ერთი და რომელიც ბათუმში ცხოვრობს და წინდებით, სუნამოებითა და სხვა წვრილმანის გაყიდვით ირჩენს თავს. ჰყავს ორი შვილი და მეუღლე.
18 წლის კოტე მელამეტოვი მისი ძმისშვილია. ამბობს, რომ ისურვებდა სამუშაოს და უკეთ ცხოვრებას: „დიდი სახლი არ მინდა, მანქანა რად მინდა, ნორმალურად რომ ვიცხოვრო, ეს მინდა”.
ქუჩის პირას მდგარ ერთ-ერთ მოზრდილ სახლში მესამე წელია სამი ოჯახი ცხოვრობს. ისინი დღიურად ორ ლარს იხდიან. მანამდე 10 წელი თბილისში ცხოვრობდნენ. მათ არ ისურვეს ვინაობის დასახელება. „რამდენჯერ იყვნენ ჩვნეთან, რამდენჯერ დაწერეს ჩვენზე – რა აზრი აქვს არაფერი არ იცვლება” – გვითხრა ახალგაზრდა ქალმა, რომელიც 5 შვილის დედაა. ისიც სხვების მსგავსად ქალაქიდან ქალაქში – ბათუმში, ქობულეთსა და ოზურგეთში დადის წვრილმანებით სავაჭრობ და საღამოს ბრუნდება შვილებთან.
სავაჭრო საქონელს ისინი ლილოს ბაზრობაზე ყიდულობენ, ან ხოფაზე ეგრეთ წოდებულ “ოფტავშიკებთან”. ბევრი არაფერი გვრჩება, ერთი-ორი ან სამი ლარი დღეშიო, ამბობენ ისინი.
ერთ-ერთი მასპინძელი ქალი ამ სახლიდან გვეუბნება, რომ ის საქართველოს მოქალაქეა, მონაწილეობს არჩევნებში, მაგრამ ამ უფლებას არაფერი შეუცვლია მის ცხოვრებაში.
“ეს ცხოვრებაა? ვინ თქვა რომ ეს ცხოვრებაა. არის ისეთი დღეები, რომ ვერაფერს ვვაჭრობთ, ზამთარში მითუმეტეს. სკოლაში დადიან ჩვენი ბავშვები შეიძლება… რაღაცა იქნება…. იქნება მუშაობა. შეიძლება შეიცვლება ცხოვრება, სხვა დრო დადგეს”.
P.S. გზაზე 10 წლისლოვარკამგამოგვაცილა, რომელიცდაგვეხმარარამდენიმეოჯახთანგასაუბრებაში. იგისიხარულითიმეორებდა, ორშაბათსსკოლაშიმივალო. მასუნდარომექიმიგამოვიდეს.
ბათუმის ბულვარის მართვას სულ ცოტა 2019 წლამდე კვლავ აჭარის მთავრობა გეგმავს. შესაბამისად, თვითმმართველობისთვის ბულვარის დაბრუნების საკითხი, ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილების მიუხედავად, მთავრობაში არ განიხილება. ფაქტობრივად, ღია რჩება ბათუმის ბულვარში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების განკვარგვასთან დაკავშირებული საკითხებიც. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ბულვარის განვითარების კონცეფციის საბოლოო ვერსიის წარმოდგენის შემდგომ, ბათუმის ბულვარში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების განკვარგვასთან დაკავშირებული საკითხები შესათანხმებელი იქნება როგორც აჭარის მთავრობასთან, ასევე ქალაქის თვითმმართველობასთან
„გამომდინარე იქედან, რომ ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს მუშაობა ბათუმის ბულვარის განვითარების კონცეფციაზე, ბულვარის თვითმმართველობისთვის უკან დაბრუნება არამართებულად მიგვაჩნია. სსიპ „ბათუმის ბულვარის“ 2016-2019 წლის განმავლობაში დაგეგმილი აქვს ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, რომელიც პირდაპირ კავშირში იქნება დაგეგმარების კონცეფციასთან. ამასთან აღსანიშნავია, რომ ბულვარის განვითარების კონცეფციის საბოლოო ვერსიის წარმოდგენის შემდგომ, როგორც აჭარის მთავრობასთან, ასევე ქალაქის თვითმმართველობასთან შესათანხმებელი იქნება ბათუმის ბულვარში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების განკვარგვასთან დაკავშირებული საკითხები,“ – აცხადებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო.
„მიგვაჩნია, რომ ბულვარი ქალაქს უნდა დაუბრუნდეს. შესაბამისად, მისი დაფინანსებისათვის საჭირო თანხაც თვითმმართველობის ბიუჯეტში უნდა იყოს გათვალისწინებული,“ – აღნიშნულია „ნაციონალური მოძრაობის“ შენიშვნებში აჭარის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით.
უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისია კი ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან ნახევარ მილიონამდე ლარის გამოყოფას ბულვარში „მასწავლებლის ხეივნის“ მოწყობისთვის ითხოვდა: „ჩვენს კუთხეში მოღვაწე ამაგდარ პედაგოგ-მასწავლებელთა შრომის ღირსეული დაფასებისათვის, სასურველია ბათუმის ბულვარის ერთ-ერთ ხეივანს ეწოდოს `მასწავლებლის ხეივანი“. ამ მიზნით 2016 წლის ბიუჯეტებში გამოიყოს თანხა 460 ათასი ლარის ფარგლებში“.
„2015 წლის 7 ოქტომბერს სსიპ „ბათუმის ბულვარსა“ და შპს `სასტუმრო სანატორიუმ ოაზის“-ს შორის გაფორმდა სახელმწიფო ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად საბოლოო ვერსია ბათუმის ბულვარის ტოპოგრაფიული გეგმისა და ბათუმის ბულვარის განვითარების კონცეფციისა წარმოდგენილი უნდა იქნეს 2016 წლის 15 მაისამდე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ამ ეტაპისათვის, როცა ჩვენთვის ცნობილი არ არის ბულვარის განვითარების კონცეფციის საბოლოო სახე, მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია 2016 წლის ბიუჯეტში გამოიყოს თანხა 460 ათასი ლარის ფარგლებში იმისათვის, რომ ბათუმის ბულვარის ერთ-ერთ ხეივანს ეწოდოს „მასწავლებლის ხეივანი“. განვითარების კონცეფციის წარმოდგენის შემდგომ, თვითმმართველობასთან თანამშრომლობით შესაძლებელია, აღნიშნული საკითხის განხილვა,“ – აცხადებს აჭარის მთავრობა.
ბათუმის ბულვარი მართვაში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2009 წელს გადაეცა. ბათუმის მერიამ მოახდინა აიპი „ბათუმის ბულვარის“ ლიკვიდაცია. ამ პროცესის პარალელურად კი აჭარის მთავრობამ შექმნა სსიპ „ბათუმის ბულვარი“, რომელსაც თვითმმართველი ქალაქის საკუთრებაში არსებული ქონება – კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ბათუმის ბულვარი, მართვაში უზურფრუქტის წესით გადაეცა.
უზურფრუქტის წესი ნიშნავს, რომ ქონება რჩება მესაკუთრეს, ხოლო მართვაში გადაეცემა იმ ორგანოს, რომელთანაც მესაკუთრე ხელშეკრულებას აფორმებს.
უზურფრუქტის წესით მართვაში ქონების გადაცემა შეიძლება იყოს ვადიანი ან უვადო. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ბათუმის ბულვარის გადაცემის შემთხვევაში ვადები ხელშეკრულებაში დაფიქსირებული არ ყოფილა.
ბათუმის საკრებულომ ბულვარის დაბრუნების საქმის წარმოების დაწყების გადაწყვეტილება 2014 წელს მიიღო.
გაყინული ქათამი 1 ცალი, შაქარი 2 კგ, ფქვილი 2 კგ, ზეთი 1 ბოთლი, შოკოლადის ასორტი 1 კგ, შედედებული რძე 1 ცალი, გოზინაყი 2 ცალი და 10 ცალი კვერცხი – ეს იმ პროდუქტების ჩამონათვალია, რასაც ბათუმის კულტურის ცენტრი ერთ პაკეტში მოათავსებს და სოციალურად დაუცველ მოქალაქეს გადასცემს. 1041 ასეთ პაკეტს საჩუქრად ბათუმში ამდენივე ბენეფიციარი მიიღებს.
ბათუმის კულტურის ცენტრი „სოციალურად მოწყვლადი კატეგორიის“ ადამიანებისთვის წინასაახალწლოდ სასაჩუქრე ნობათს 34 900 ლარად შეისყიდის.
როგორც კულტურის ცენტრში აცხადებენ „აღნიშნული საკითხი არ იყო გათვალისწინებული წლის დასაწყისისთვის, თანხა გამოიყო ნოემბრის ბოლოს, შესაბამისად, გამოცხადდა ტენდერი, თუმცა ტენდერი არ შედგა“. ამიტომ, კულტურის ცენტრი სურსათს გამარტივებული წესით შეიწყიდის და საჩუქარს ბენეფიციარებს 28 დეკემბრამდე გადასცემს.
როგორ უნდა ჩაერთოთ მიკრო და მცირე მეწარმეობის განვითარების პროგრამაში და ვის უნდა მიმართო, თუ გსურ ბიზნესი წამოიწყო ან არსებული განავითარო? „ბათუმელები“ დაინტერესდა რა ეტაპზეა მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება, რასაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ითვალისწინებს.
რას ნიშნავს მცირე საწარმო და რა შეღავათებია მისთვის კანონმდებლობით განსაზღვრული? – მეწარმეობის განვითარების სააგენტოში, რომელიც ახორციელებს საქართველოს მთავრობის ინიცირებულ პროგრამას – „აწარმოე საქართველოში“, აცხადებენ, რომ „მცირე საწარმოს თანამშრომელთა რაოდენობა არ უნდა აჭარბებდეს 20 ადამიანს, ხოლო ბრუნვა – 0,5 მილიონ ლარს. საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებულია შეღავათები მიკრო და მცირე მეწარმეებსა და ინდმეწარმეებზე.“
სააგენტოს ინფორმაციით, „პროგრამა ითვალისწინებს კერძო სექტორში მრეწველობის წახალისებას სხვადასხვა ფინანსური და არაფინანსური მექანიზმების საშუალებით. ეს გულისხმობს საბანკო სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას 10%-ის ოდენობით, ხოლო ლიზინგის ობიექტზე 12%-ის ოდენობით და სესხის 50%-მდე გირაოში თანადგომას, როგორც ახალი, ასევე არსებული საწარმოებისთვის. ეს კომპონენტი მეწარმეებს აძლევს შესაძლებლობას, ისარგებლონ 0, 1, 2 ან მაქსიმუმ 3%-იანი კომერციული სესხით. ხოლო, პროგრამით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული კომპონენტის ფარგლებში დაინტერესებულ მეწარმეს გადაეცემა სახელმწიფოს ბალანსზე არსებული ქონება 1 ლარად, გარკვეული საინვესტიციო ვალდებულებების სანაცვლოდ“.
სააგენტოში მიიჩნევენ, რომ პროგრამა წარმატებით ხორციელდება და არგუმენტად სტატისტიკა მოჰყავთ: „ერთწლიანი პერიოდში პროგრამას ჰყავს 129 ბენეფიციარი კომპანია, რომელთა მიერ განსახორციელებელი ჯამური ინვესტიციის მოცულობა აღემატება 340 მილიონ ლარს. ისინი 2 წლის განმავლობაში შექმნიან 6700-მდე ახალ სამუშაო ადგილს. პროგრამა ორიენტირებულია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე. ამას ადასტურებს პროგრამის ფარგლებში კომერციული ბანკიდან აღებული სესხის მოცულობა, რომელიც 2-დან 2,5 მილიონ ლარს შეადგენს“.
სახელმწიფო პროგრამას – „აწარმოე საქართველოში“, წელს დაემატა კიდევ ერთი მიმართულება – მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობა.
„პროგრამის ძირითადი დანიშნულებაა წაახალისოს რეგიონებში ახალი ბიზნესების წამოწყება, დანერგოს ინოვაციები და ხელი შეუწყოს უკვე არსებული მცირე და მიკრობიზნესების განვითარებას. პროგრამა ასევე ითვალისწინებს საკონსულტაციო მომსახურებას, ტრენინგ/სემინარებს. 26-თვიანი პროგრამის განმავლობაში ტრენინგი ჩაუტარდება 6000-მდე ადამიანს, დაფინანსდება 3000-მდე ბიზნესიდეა და შეიქმნება 5000-მდე ახალი სამუშაო ადგილი,“ – აცხადებენ სააგენტოში.
გარდა ზემოაღნიშნულისა, პროგრამას დაემატა კიდევ ორი ახალი კომპონენტი: სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობა რეგიონებში გულისხმობს ქვეყანაში საერთაშორისო ბრენდების შემოყვანის მიზნით Franchising-ის გადასახადებში თანამონაწილეობასთან ერთად, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას, უზრუნველყოფაში თანამონაწილეობას და საკონსულტაციო სერვისების თანადაფინანსებას;
მეორე – საქართველოში კინოწარმოების ხელშეწყობის მიმართულება, გულისხმობს საქართველოში კინოინდუსტრიის წახალისებას და განვითარებას.
ვის უნდა მიმართოს აჭარაში მცხოვრებმა ადამიანმა, თუ მას სურს ჩაერთოს მიკრო და მცირე მეწარმეობის პროგრამაში? – საწარმოთა განვითარების სააგენტოს ერთ-ერთი მენეჯერის თეონა ბაბუნაშვილის განმარტებით: „საქართველოს ყველა მოქალაქემ, რომელიც არის 18 წელს მიღწეული და სურს აჭარაში წამოიწყოს ბიზნესი ან არსებული განავითაროს, უნდა მიმართოს შპს „ჯი-ემ-სი-ჯის“, რომლის ბათუმის ოფისი მდებარეობს ქ. ბათუმში, მელაშვილის ქ. N2-ში [ცხელი ხაზი: 16100]. აღნიშნული პროგრამის მეორე ეტაპი დაიწყება 2016 წლის პირველი კვარტალიდან“.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, მეორე ეტაპი თებერვლის დასაწყისში იმერეთის რეგიონიდან დაიწყება. სააგენტოში აცხადებენ, რომ მიკრო და მცირე დაფინანსების კომპონენტის ფარგლებში კარდაკარ ინფორმაციის გავრცელების მეთოდსაც მიმართავენ.
რაც შეეხება პროგრამის პირველ ნაწილს, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის აჭარაშიც ჩატარდა. „რადგან ეს ინფორმაცია არის პერსონალური და მოითხოვს თანხმობას თითოეული ბენეფიციარისგან, მათ ვინაობას ვერ გავცემთ“, – აცხადებს თეონა ბაბუნაშვილი. – „რაც შეეხება იმას, თუ რამდენს გაუფორმდა ხელშეკრულება, ასეთი ქვეყნის მასშტაბით, 1530 ბენეფიციარია“.
საჭიროა თუ არა რაიმე საკანონმდებლო ცვლილება მცირე საწარმოების განვითარებისთვის? – სააგენტოში აცხადებენ, რომ – არა.
„ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის [DCFTA] ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წელს მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა უნდა მოემზადებინა.
მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, ეროვნული სტრატეგია დასრულების ეტაპზეა და 2015 წლის ბოლოს შესაძლებელი იქნება მისი გაზიარება [სტრატეგია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის [OECD] მხარდაჭერით მზადდება].
საქართველოს მთავრობამ „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონის საფუძველზე, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭების, შეჩერებისა და შეწყვეტის წესი დაამტკიცა. ასეთი სტატუსის მქონე საწარმო გარკვეული ვადითა და წესით გათავისუფლდება გადასახადებისგან. სტატუსის მინიჭების წესი 2016 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.
მთავრობის დადგენილებით, მეწარმე სუბიექტს (საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საწარმო/მეწარმე ფიზიკური პირი) მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსს ანიჭებს საქართველოს მთავრობა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარდგინებით.
მეწარმე სუბიექტი, რომელსაც მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ვადითა და წესით თავისუფლდება გადასახადებისაგან, თუმცა ასეთი მეწარმე სუბიექტი ვალდებულია, საქმიანობას ახორციელებდეს მხოლოდ შესაბამისი მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე.
მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მისაღებად დაინტერესებული პირი განცხადებით (წერილობითი ან ელექტრონული ფორმით) მიმართავს შემოსავლების სამსახურს.
განცხადება უნდა შეიცავდეს: პირის სარეგისტრაციო მონაცემებს (საიდენტიფიკაციო ნომერი, სახელწოდება, მისამართი); საქმიანობის მოკლე აღწერას (მათ შორის, საქმიანობის სახე და განხორციელების ადგილი).
საჭიროების შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, განმცხადებელს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია.
შემოსავლების სამსახური ვალდებულია, განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 60 დღის ვადაში: განცხადება თანდართულ მასალებთან ერთად წარუდგინოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს მთავრობის სხდომაზე განხილვის მიზნით, ან უარი თქვას განცხადების სამინისტროსათვის წარდგენაზე, რის შესახებაც წერილობით აცნობებს განმცხადებელს.
შემოსავლების სამსახური სამინისტროს არ წარუდგენს განცხადებას, თუ: მეწარმე სუბიექტი არ აკმაყოფილებს „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს ან/და თუ მეწარმე სუბიექტის მიერ არ იქნა აღმოფხვრილი ხარვეზი დადგენილ ვადაში.
მეწარმე სუბიექტისათვის მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭების შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ეგზავნება მეწარმე სუბიექტს და შემოსავლების სამსახურს.
მთავრობის დადგენილებით მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის წესიც დამტკიცდა. მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე პირთა რეესტრს კი შემოსავლების სამსახური აწარმოებს.
ბათუმში, გენერალ ასლან აბაშიძისა და ბაგრატიონის ქუჩების კვეთაში მდებარე ჰოსპიტალი ახალი წლის შემდეგ ამოქმედდება. ჰოსპიტალმა სტაციონარული დაწესებულების ნებართვა უკვე მიიღო, რითაც, როგორც დაწესებულებაში აცხადებენ, სრულყოფილი მრავალპროფილური სამედიცინო საქმიანობის უფლება მიენიჭა.
სტაციონალური დაწესებულების ნებართვა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ გასცა. სააგენტოს ინფორმაციით შპს „Brothers“-ს აქვს შემდეგი სამედიცინო საქმიანობის ნებართვა: ქირურგია, ნეიროქირურგია, გინეკოლოგია, მეანობა, ნეონატოლოგია, ოფთალმოლოგია, რენტგენოლოგიური დიაგნოსტიკა.
„Brothers“-ი, რომელიც „ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის“ მფლობელია თურქული კომპანიაა. ის ბათუმში 2012 წელს დაფუძნდა. ჰოსპიტალში, აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე არ არის საუბარი ონკოლოგიაზე, რაც, მათი მხრიდან გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მინიმუმ 2-3 წლის პერსპექტივაა.
პაციენტების მიღება საავადმყოფოს გახსნისთანავე იგეგმება, თუმცა სხვადასხვა მიმართულება არა ერთად, არამედ ეტაპობრივად ამოქმედდება. პაციენტთა მომსახურება კი დღეს არსებულ ფასებთან შედარებით სავარაუდოდ 10-15%-ით ძვირი იქნება, თუმცა ჰოსპიტალი აპირებს თითქმის ყველა სახელმწიფო პროგრამაში ჩართვას იმის მიხედვით, რის საშუალებასაც ის თავისი ფუნქციებიდან გამომდინარე იძლევა. ჰოსპიტალი სადაზღვევო სისტემებშიც ჩაერთვება. როგორც ჰოსპიტალში „ბათუმელებს“ უთხრეს, ვაკანტური ადგილები აღარ არის. ჰოსპიტალში 200-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის რადიოსა და ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს წევრი ირაკლი დარცმელიძე სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” უცენზურო და შეურაცხმყოფელი სიტყვებით გამოეხმაურა ევროკომისიის მიერ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით პოზიტიური ანგარიშის გამოქვეყნებას.
ვფიქრობთ, რომ ამგვარი დამოკიდებულება ქვეყნის ევროპულ არჩევანთან და პერსპექტივასთან დაკავშირებით, კატეგორიულად მიუღებელია საჯარო უწყებაში მომუშავე ყველა პირისგან, განსაკუთრებით საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრისგან, რომელიც ერთი მხრივ, შრომით ანაზღაურებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მონაწილეობს მაუწყებლის პროგრამული პრიორიტეტების განხილვა-დამტკიცებაში.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” განსაკუთრებით ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ მაუწყებლის პროგრამულ პრიორიტეტებში ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება სწორედ ევროპულ ღირებულებებს, კერძოდ, სამოქალაქო კულტურას, ადამიანის უფლებებსა და პიროვნების თავისუფლებას ეთმობა. გაუგებარია, როგორ გახდა შესაძლებელი ირაკლი დარცმელიძის პერსონალური პოზიციის (რაც სოციალური ქსელით გამოჩნდა) შეჯერება ამ დოკუმენტის მთავარ პრინციპებთან.
ამასთან, “მაუწყებლობის შესახებ” კანონის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების, მათ შორის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში (შემდგომ − ნატო) და ევროკავშირში ინტეგრაციის, პოპულარიზაცია. ცხადია, კანონის ეს მოთხოვნა მრჩეველთა საბჭოს წევრის საჯარო გამოსვლებზეც ვრცელდება.
მოვუწოდებთ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრებს იმსჯელონ ირაკლი დარცმელიძის საჯარო განცხადებასთან დაკავშირებით, თავად დარცმელიძემ კი ასევე საჯაროდ განმარტოს საკუთარი პოზიცია და ბოდიში მოიხადოს საზოგადოების წინაშე.
ბათუმის ბულვარში კომპანია „ლიტომმა“ ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყო. კომპანიის წარმომადგენელის განცხადებით, აღნიშნული ცვლილებები ბულვარის ამ ნაწილში, ბულვარის ახალი კონცეფციით გათვალისწინებულია. სამუშაოების შესრულებაზე ერთი მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.
„უნივერსიტეტიდან კაფე „ტყუპებამდე“, ბულვარის სამი სავალი ნაწილის დემონტაჟი მიმდინარეობს. აქედან ერთი, შუა სავალი ბილიკი გაუქმდება და გამწვანება გაკეთდება. დაირგვება ყვავილები. პირველ და მესამე ზოლში დაიგება ახალი ფერადი ქვაფენილი, მოეწყობა ბორდიურები, გაკეთდება ახალი კანალიზაცია და სანიაღვრე ჭები“- გვეუბნება კომპანია „ლიტომის“ სამუშაოთა მწარმოებელი ბადრი ქართველიშვილი.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოები 2016 წლის მარტის დასაწყისში უნდა დასრულდეს.
„ბულვარის სხვა რომელიმე ნაწილში კიდევ დაიწყება თუ არა სამუშაოები ვერ გეტყვით, რადგან ჩვენ მხოლოდ ამ ნაწილზე გვაქვს ტენდერი მოგებული“-გვეუბნება ის.
ბულვარის ახალი კონცეფცია მიმდინარე წელს დამტკიცდა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ბორდის წევრი ირაკლი დარცმელიძე, საქართველოს ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციას საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ასე გამოეხმაურა:
„მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი, ხშირად მესმის ეგ ფრაზა. მე ასე ვიტყვი, მე ვარ ქართველი და ამით ყველაფერი ნათქვამია. მ…ტ ლგბტ ევროპა. შეშფოთებული ამერიკის და ვითომ ერთმორწმუნე რუსეთის დედაც…“
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ბორდში, ირაკლი დარცმელიძის კანდიდატურა „ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით იყო წარდგენილი, თუმცა აჭარის უმაღლესმა საბჭომ მის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა.
ბორდში „ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით წარდგენილმა კიდევ ერთმა კანდიდატმა, ბეჟან გობაძემ და ირაკლი დარცმელიძემ სასამართლოს მიმართეს. ირაკლი დარცმელიძის უფლებამოსილება უმაღლესმა საბჭომ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, 2015 წლის მაისში ცნო.
როგორც „ბათუმელებისთვის“ არის ცნობილი, ირაკლი დარცმელიძის კანდიდატურა თავის პარტიას – „ნაციონალურ მოძრაობას“ სწორედ უმაღლესი საბჭოს წევრმა პეტრე ზამბახიძემ შესთავაზა. პეტრე ზამბახიძე ამბობს, რომ ის ევროპული ღირებულებების მატარებელია და მისთვის მსგავსი განცხადებები მიუღებელია.
„მე მოვუწოდებ ხოლმე ჩემს კოლეგებს, უმაღლესი საბჭოს წევრებს, რომ სოციალურ ქსელებში არ გააკეთონ კერძო შეფასებები, რადგან კერძო შეფასებები არ არის პოლიტიკოსის საქმე და არის დამღუპველი ქვეყნისთვის. რაც შეეხება დარცმელიძეს, მე არ ვიცი ნამდვილად მან გამოაქვეყნა თუ არა ეს პოსტი“.
დღეს 19 დეკემბერს ბათუმში, სასტუმრო „დივანში“ გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ კვების დეფიციტის პრობლემაზე სემინარი გაიმართა. ბავშვთა ფონდის კვლევების მიხედვით, დღეს საქართველოში მილიონ ნახევარზე მეტი ადამიანი კვების დეფიციტს განიცდის.
სპეციალისტების თქმით, კვების დეფიციტს მხოლოდ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსალეობა არ განიცდის. კვების დეფიციტს იწვევს არაჯანსაღი, დაუბალანსებელი კვება, რის შედეგადაც ორგანიზმში მიკროელემენტების დეფიციტი ჩნება.
რას ნიშნავს ნუტრიციული ანუ კვების დეფიციტი? გაეროს ბავშვთა ფონდის ჯანდაცვის სპეციალისტის თამარ უგულავას განმარტებით, როდესაც ვსაუბრობთ სურსათის ანუ საკვების დეფიციტზე და კვების დეფიციტზე, ეს ორი ტერმინი ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ.
„სურსათის დეფიციტი ნიშნავს საკვებ პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობას, მაგრამ როდესაც ვლაპარაკობთ კვების დეფიციტზე, ამ შემთხვევაში ვლაპარაკობთ იმ მნიშვნელოვანი ელემენტების ვიტამინების და მიკროელემენტების ნაკლებობაზე, რომელიც ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის არის აუცილებელი და რომლის ნაკლებობასაც კვებით დეფიციტამდე მივყავართ. კვებითი დეფიციტი კი არის ის პრობლემები და დაავადებები, რომლებიც ჩვენდება ვიტამინებისა და მიკროელემენტების ნაკლებობის შედეგად“- ამბობს თამარ უგულავა.
თამარ უგულავას თქმით, იყო შემთხვევები როცა კვების დეფიციტი განხილული იყო როგორც შიმშილი, რაც არასწორია.
„ადამიანმა შეიძლება მიიღო ნახშირწყლებით მდიდარი საკვები დიდი ხნის განმავლობაში, რის შედეგადაც მას შეიძლება განუვითარდეს კვების (ანუ ნუტრიციული) დეფიციტი, მაგრამ ის ადამიანი არ იშიმშილებს და იქნება ნახშირწყლებით გაჯერებულ საკვებზე. მაგრამ კვებითი დეფიციტის დროს, ორგანიზმი მოკლებულია ყველა საჭირო ვიტამინდა და მიკროელემენტს. ბუნებრივია რომ გარკვეული კავშირი შიმშილსა და კვები დეფიციტს შორის არსებობს, რადგან საჭირო მიკროელემენტები და ვიტამინებით არ მარაგდება ორგანიზმი, თუმცა ამ ტერმინს შორის განსხვავება მაინც არსებობს“.
რა პრობლემებამდე მიჰყავს ადამიანი ორგანიზმითვის საჭირო მიკროელენეტების ნაკლებობას და რა საკვები უნდა იყოს განლაგებული თეფშზე, რომელსაც დღის განმავლობაში ვიღებთ?
პედიატრის მაია ხერხეულიძის განმარტებით, საქართველოში რომელიც ძრითადად ხილისა და ბოსტნეულის ქვეყანაა, კვლევამ აჩვენა რომ მოსახლეობის დიდი ნაწილში ბოსტნეულის მოხმარება არის მინიმალური. „ამ დროს ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ბოსტნეული გარდა იმისა, რომ ნახშირწყლებით არის მდიდარი, მიკროელემენტებითაც ყველაზე მდიდარია. ამ ნაწილის ამოღება რაციონიდან შეიძლება სერიოზულ პრობლემას ქმნიდეს“.
პედიატრის განმარტებით ნიშვნელოვანია ასევე ბოსტნეულის და ხილის დამუშავების ტექნოლოგია რომ დარჩეს მასში ვიტამინების და მიკროელემენტების რაოდენობა.
მაია ხერხეულიძის თქმით, გარდა აღნიშნული პროდუქტებისა ორგნიზმისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნია ცილების მიღება, რომელიც წარმოადგენს ორგანიზმის საშენ მასალას.
„ცილოვან საკვებს მიეკუთვნება ხორცი, თევზი, კვერცხი, პარკოსნები და ამავე ჯგუფში შედის თხილი, ნიგოზი, არახისი და მზესუმზირა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რძე და რძის პროდუქტები.
პირველ საფეხურზე უნდა განვალაგოთ ხილი და ბოსტნეული, შემდეგ მარცვლეული პროდუქტები, ცილოვანი პროდუქტები და რძის პროდუქტები, სულ ბოლოს კი ნახშირწყლების შემცველი პროდუქტები“.
პედიატრის თქმით, ჯანსაღი კვების კულტურა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფეხმძიმობის დროს, რადგან სწორად მოხდეს ნაყოფის განვითარება. „ორსულობის პირველ ეტაპზე აუცილებელია ორსულმა მიიღოს ფოლიუმის მჟავა და რკინა, რადგან სწორად მოხდეს ნაყოფის ფორმირება.
კვლევის მიხედვით საქართველოში ყოველ მეხუთე ბავშვს რკინის დეფიცი აქვს, რომელიც განპირობებს ბავშვის ზრდას და მის განვითარებას.
რკინის დეფიციტი მთელ მსოფლიოში ორ მილიონ ადამიანს აღენიშნება, რისკის ჯგუფს წარმოადგენს ჩვილი და სამ წლამდე ასაკის ბავშვი, მოზარდი გოგონები და ოსრული ქალები. თუ ჩვენ სწორად არ დავიწყეთ ჯერ ნაყოფის და შემდეგ ბავშვის ორგანიზმის რკინით მომარაგება, ასეთ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს რკინის დეფიციტი, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ბავშვის გნვითარებას“.
სპეციალისტის თქმით, რკინა მონაწილეობს თავის ტვინის გარსების ფორმირებაში, ამიტომ მისი დეფიციტის შემთხვევაში სახეზე გვაქვს მეხსიერების დარღვევა, მეტყველების, კითხვის და მეტყველების, ყურადღების პრობლემები. ასევე, ძილიანობა დ აპატია რომელიც შემდგომში აისახება სწავლაზე.
დღეს ბათუმის თვითმმართველობაში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ინვენტარიზაციის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.
ბათუმის ტერიტორიაზე არსებული, დაახლოებით 250-მდე შენობა-ნაგებობის ინვენტარიზაციის პროექტის სამუშაოები, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია “გეოგრაფიკმა“განახორციელა.
სპეციალისტები ძეგლების ინვენტარიზაციასა და შენობების კონსტრუქციულ, არქიტექტურულ, სამართლებრივ და მხატვრულ-ისტორიული ღირებულებების შეფასებაზე ექვსი თვის განმავლობაში მუშაობდნენ.
სპეციალისტების რეკომენდაციით, პროექტის ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი უნდა გაუუქმდეს 13 ობიექტს, რომლებიც ფიზიკურად აღარ არსებობს,222-ს შეუნარჩუნდა ძეგლის სტატუსი. გარდა ამისა, კიდევ 42 ობიექტს, ექსპერტების აზრთ, უნდა მიენიჭოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. მათ შორის არის მემედ აბაშიძის გამზირიზე 17 ნომერში არსებული კინოთეატრი აპოლოს შენობა. ასევე საცხოვრებელი სახლები:
JpegJpegJpeg
კომპანია “გეოგრაფიკის“ დირექტორი გიორგი გოცირიძის თქმით, კულტურული ძეგლების სიაში არსებულ 179 ობიექტს რესტავრაცია-რეკონსტრუქცია ესაჭიროება, 3 ობიექტს კონსერვაცია, 14 ობიექტს რესტავრაცია-რეკონსტრუქცია/ადაპტაცია და კიდევ 68 ობიექტი საჭიროებს მცირე რეაბილიტაციას.
სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 100 ათასი ლარი დაიხარჯა.
ბათუმში „სასტუმრო“ კოლიზეუმში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებისა და უმაღლესი ლიგის კლუბების პრეზიდენტების დახურული შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრაზე სფფ-ს ხელმძღვანელობის სრული შემადგენლობა იმყოფება: სფფ-ს პრეზიდენტი ლებან კობიაშვილი, გენერალური მდივანი დავით მუჯირი და ვიცე-პრეზიდენტები ნიკოლოზ ჯღარკავა და კახა ჭუმბურიძე.
როგორც პრესსამსახურში „ბათუმელებს“ განუცხადეს შეხვედრაზე ფეხბურთში არსებულ ხარვეზებსა და მომავალი გეგმებზე ისაუბრებენ, მომავალში კი ამ ფორმატის შეხვედრები რეგიონებში პერიოდულად გაიმართება.
შეხვედრა რამდენიმე საათს გაგრძელდება.
სფფ-ს ხელმძღვანელობასა და უმაღლესი კლუბების ხელმძღვანელების შეხვედრა ბათუმში | 18 დეკემბერი, 2015
ბათუმის ცენტრში, ვაჟა-ფშველას ქუჩაზე, კერძო კომპანიამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი უნებართვოდ, კანონდარღვევით, ორი კვირის წინ დაანგრია. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ, რომლის უშუალო მოვალეობაა ძეგლების დაცვა, სახლი დანგრევას ვერ გადაარჩინა, იმის მიუხედავად, რომ ნგრევა რამდენიმე თვეს გრძელდებოდა. საქმეს პროკურატურა იძიებს, არასამთავრობო ორგანიზაციები კი ამბობენ, რომ პასუხისმგებლობა ეკისრება სააგენტოსაც.
ბათუმში XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე აგებული სახლის დანგრევას რომ აპირებდნენ, ამის შესახებ წელს, აპრილში გახდა ცნობილი. ამ სახლში მცხოვრებ რამდენიმე ოჯახს შპს „სლავა 2015“ მოელაპარაკა, სახლი მობინადრეებისგან დაცალა და დემონტაჟი მერიის ნებართვის გარეშე დაიწყო, რვასართულიანი კორპუსის ასაგებად.
ეჭვი, რომ კომპანიას უკვე ზეპირი შეთანხმება ჰქონდა მერიისგან და ამიტომაც დაიწყო სახლის დემონტაჟი, მაშინვე გაუჩნდათ კულტურული მემკვიდრეობის ქომაგებს. მაშინ ამბობდნენ, რომ არა ზეპირი შეთანხმება, ქალაქის ცენტრში, სადაც ფასადზე კონდიციონერის მიმაგრებაც კონტროლდება, კერძო კომპანია სახლის დემონტაჟს ვერ გაბედავდა.
ვაჟა-ფშაველას #13
ბათუმის მერიამ მაშინ დემონტაჟი შეაჩერა, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, მირანდა ჩარკვიანმა კი ფეისბუქზე, ჯგუფ „ბათომში“, სადაც კულტურული მემკვიდრეობის თემატიკით დაინტერესებული ადამიანები წერენ, ჯგუფის წევრებს მიმართა, ერთად მისულიყვნენ და ადგილზე შეესწავლათ ვითარება.
სახლის დაცვას ორი გარემოება ართულებდა: პირველი ის, რომ სახლს არ ჰქონდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი [ამ სტატუსს შენობას კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო ანიჭებს] და მეორე – სახლში მცხოვრებთა პროტესტი, რომლებიც აცხადებდნენ, რომ შენობაში ცხოვრება გაუსაძლისია, მათ ინტერესებში იყო ამ ადგილას კორპუსის აშენება და ახალი ბინების მიღება.
ამ ამბიდან დაახლოებით ოთხი თვის შემდეგ, 7 ივლისს, ვაჟა-ფშაველს #13-ში მდებარე სახლს ეროვნულმა სააგენტომ კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიანიჭა, ანუ მისი კულტურული ღირებულება და დაცვის აუცილებლობა აღიარა. ძეგლის სტატუსი საკმარისი უნდა ყოფილიყო სახლის დასაცავად, თუმცა ასე არ მოხდა. ივლისიდან ნოემბრამდე, ხუთი თვის მანძილზე, სახლს თანდათან მოხადეს სახურავი, მოანგრიეს შიდა კედლები, მოხსნეს მოაჯირი და ოქტომბერში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისგან მხოლოდ ფასადის კედელი დარჩა. შპს „სლავას~ წარმომადგენელმა, მურმან ჯინჭარაძემ „ბათუმელებთან~ აღნიშნა, რომ მოაჯირი სარესტავრაციოდ ჰქონდა წაღებული და ამის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოც იყო ინფორმირებული. „ჩვენ სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე არაფერს ვაკეთებთ“, – უთხრა მაშინ „ბათუმელებს“ კომპანიის წარმომადგენელმა.
ნოემბრის ბოლოს ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ნანგრევებიღა იყო დარჩენილი.
ნანგრევები ვაჟა-ფშაველას 13 ნომერში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ადგილას
ვინ არის პასუხისმგებელი
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალი პროკურატურისთვის მიმართვას ამზადებს. საია იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვს, რომელთაც ბათუმში, ვაჟა-ფშაველას #13-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დანგრევაში მიუძღვით წვლილი. მიმართვაში აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს პასუხისმგებლობაზეც იქნება საუბარი, რომელმაც ქალაქის ცენტრში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვა ვერ უზრუნველყო.
„აქ იქნება ყველა იმ პირზე პასუხისმგებლობა, ვინც ვალდებული იყო დაეცვა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა ძეგლთან მიმართებაში გარკვეული ღონისძიებები, რაც იწვევდა მის დაზიანებას და ნგრევას. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო, ჩვენი ინფორმაციით, შემოიფარგლებოდა მხოლოდ გარკვეული სახის შენიშვნით და გაფრთხილებებით, ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლით, მაგრამ ეს ხომ არ არის საკმარისი იმისთვის, რომ კულტურული მემკვიდრეობა დაიცვა?! სახეზეა არათანმიმდევრული მოქმედება სააგენტოს მხრიდან. გამოძიების ეტაპზე უნდა დადგინდეს, ეს გულგრილობა იყო თუ არა კულტურული მემკიდრეობის ძეგლის დაზიანებისა და ნგრევის განმაპირობებელი. გულგრილობას რომ ჰქონდა ადგილი, ეს სახეზეა, მაგრამ ხარისხობრივი მაჩვენებელი უკვე გამოძიებით უნდა დადგინდეს“, – ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი გიორგი ხიმშიაშვილი.
სანამ საია მიმართვას ამზადებს და მტკიცებულებებს აგროვებს, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ უკვე მიმართა პროკურატურას საქმის გამოძიების მოთხოვნით. სააგენტოს ხელმძღვანელი მირანდა ჩარკვიანი მიიჩნევს, რომ სააგენტომ ყველაფერი გააკეთა ძეგლის დასაცავად და მისი მისამართით კრიტიკა უსაფუძვლოა.
„260 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია ბათუმში, მე არ მყავს ცოცხალი ძალა, რომ მესაკუთრეებისგან დასაცავად შენობებს დავუყენო დაცვა. ის, რომ ვიღაც ბულდოზერით მიადგა შენობას და გადაურა… თუ ვინმე მეტყვის, რომ ყოველდღე მკვლელობა რომ ხდება, რატომ წინასწარ თავს ვერ ვიზღვევთ და რატომ ვერ ვაკეთებთ ისე, რომ არ მოხდეს, ცოტა რთულია. დანაშაული ხდება ქვეყანაში და მოხდა დანაშაული. ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი და მე ზუსტად ვიცი, გავაკეთე მაქსიმალური და რაც არ უნდა გამაკრიტიკონ, ის ცენზურა, რაც მე საკუთარი თავისთვის მაქვს, ამაზე მეტს ვერ ჩამირთავს ვერავინ. მე ძალიან ვბრაზობ იმ ადამიანებზე, ვინც ეს გააკეთა და ბოლომდე მივყვები ამ საგამოძიებო პროცესს, მაგრამ თავს რომ ვადანაშაულებდე, არ მაქვს ეს განცდა. მაქსიმალურად ყველაფერი გვაკეთე იმისთვის, რომ ეს არ მომხდარიყო“, – ამბობს მირანდა ჩარკვიანი.
მირანდა ჩარკვიანის თქმით, მას ხშირი სატელეფონო კონტაქტი ჰქონდა შპს „სლავას~ ხელმძღვანელთან და მისგან ძეგლის რეაბილიტაციის პროექტის დროულად მიწოდებას ითხოვდა. სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ პირად საუბარში კომპანია სააგენტოსგან დემონტაჟის უფლებასაც ითხოვდა: „ოფიციალურად არ მოუმართავს კომპანიას, მე ვუთხარი, რომ ამის მოთხოვნას აზრი არ ჰქონდა, რადგან არ მივცემდით ამის უფლებას. როდესაც მე დავუკავშირდი კომპანიას [შპს „სლავა 2015~] და ვთხოვე დაეჩქარებინათ ძეგლის რეაბილიტაციის პროექტის წარმოდგენა, რომლის წინასწარი ესკიზი საბჭომ შეითანხმა, მითხრეს, რომ მიმართეს ეროვნულ სააგენტოს სტატუსის მოსახსნელად. მე თვითონ დავუკავშირდი სააგენტოს და ვკითხე, ჰქონდათ თუ არა ამ თემაზე გადაწყვეტილება მიღებული. სააგენტომ თქვა, რომ გადაწყვეტილება იყო უარყოფითი და წერილობით შეტყობინებას მიიღებდა განმცხადებელი ამის შესახებ. აქედან რამდენიმე დღეში უკვე მოხდა ის, რაც მოხდა – შენობას გადაუარეს ბულდოზერით.“
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მცდელობას არასაკმარისად მიიჩნევს ნათია აფხაზავა, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს და საზოგადოება „ბათომის“ წევრი.
„სააგენტოს უფრო ეფექტური მექანიზმი და გზები უნდა გამოეყენებინა ძეგლის დასაცავად. კანონმდებლობა ითვალისწინებს, რომ თუ მესაკუთრესთან ვერ ხერხდება კომუნიკაცია სასამართლოს გზით, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს შეუძლია მიიღოს ნებართვა და შეაჩეროს სამუშაოები, რომელიც სტატუსის მქონე ძეგლს აზიანებს. ამავე დროს, სააგენტოს შეეძლო შუალედური დაჯარიმების გზით შეეჩერებინა ეს პროცესი და გადაერჩინა ძეგლი. ჩვენი ინფორმაციით, ასეთი ღონისძიებები სააგენტოს არ გაუტარებია. რაც შეეხება უშუალოდ სააგენტოს პასუხისმგებლობას, აქ შეიძლება დადგეს უფრო თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი. ზემდგომმა ორგანომ უნდა შეისწავლოს საკითხი და ადმინისტრაციული წესით მოხდეს გადაწყვეტილების მიმღებ პირებზე გარკვეული პასუხისმგებლობის დაკისრება“, – ამბობს ის.
საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებლის შოთა გუჯაბიძის თქმით, სააგენტომ მთელი ამ ხნის მანძილზე იცოდა, რომ ძეგლის დემონტაჟი გრძელდებოდა: „ეს თემა იხილებოდა ძეგლთა დაცვის საბჭოში, ამაზე იწერებოდა „ფეისბუქში“, შუქდებოდა მედიაში… ფაქტია, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დაინგრა, რისი თანამონაწილეც არის სააგენტო თავისი უმოქმედობით თუ გულგრილობით. სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ სისტემატური კავშირი ჰქონდა კომპანიის წარმომადგენელთან. კომპანიის წარმომადგენელმა თქვენს გამოცემასთან აღნიშნა, რომ რასაც აკეთებს, ყველაფერს ათანხმებს სააგენტოსთან. თუ ის კაცი ტყუის, აგებინოს მაშინ სააგენტომ პასუხი ცილისწამებისთვის.
ოქტომბრის შუა რიცხვებში, ჩემი აზრით, ვაჟა-ფშაველას #13-ში უკვე სისხლის სამართლის დანაშაული იყო ჩადენილი. შენობის იმდენად ღირებული ნაწილი განადგურდა, ამას შეიძლებოდა მისცემოდა ძეგლის შეგნებულად განადგურების კვალიფიკაცია. სააგენტო შეიძლებოდა აქტიურად ჩარეულიყო, ამისთვის მას დაახლოებით ორი თვე ჰქონდა, მაგრამ ასე არ მოხდა. საზოგადოება „ბათომი“ აპირებდა ამის გაკეთებას, გამოვითხოვეთ ყველანაირი დოკუმენტაცია, რომ სარჩელი შეგვეტანა. ბოლო დოკუმენტი მოგვივიდა სახლის საბოლოო დანგრევამდე ორი-სამი დღით ადრე, შესაბამისად, ვერ მოვასწარით მიგვემართა სამართალდამცავებისთვის.“
ვაჟა-ფშაველას #13, ოქოტომბერი. შენობას არ აქვს სახურავი, მოხსნილია აივნის მოაჯირი, მონგრეულია შიდა კედლები
კულტურული მემკვიდრეობა – ინვესტორების თავის ტკივილი
ბათუმში, ისევე როგორც თბილისში, ინვესტორები თუ მენაშენეები პირველ რიგში ქალაქის ცენტრით, ისტორიული უბნებით ინტერესდებიან, იმ ადგილებით, სადაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებია თავმოყრილი. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ხშირად ხდება დაინტერესებული ბიზნესმენის თავის ტკივილის მიზეზი, რადგან ძეგლს კანონი იცავს, მისი დანგრევა და გადაკეთება არ შეიძლება. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის განზრახ დაზიანება ან განადგურება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
სულხან სალაძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი, რომელიც წლებია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ადვოკატირებაზე მუშაობს, ამბობს, რომ არ ახსენდება ფაქტი, როცა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ხელყოფისათვის ვინმეს მიმართ თავისუფლების აღკვეთა გამოიყენეს.
„ამ ტიპის საქმეებზე გამოძიება იმდენად არაეფექტურია, რომ რეალურად ეს ვერ ახდენს გავლენას პრაქტიკის შეცვლაზე. ჩვენ ვიცით ძალიან გახმაურებული საქმეები, რომელიც თაროზეა შემოდებული ამ დრომდე და რეალურად არ გამოკვეთილა კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი, გამოძიება ან საერთოდ არ არის დაწყებული, ან არაეფექტურია. მაგალითად, მირზა შაფის ქუჩის შემთხვევა თბილისში, როცა კულტურული მემკვიდრეობა განადგურდა. იმის გარკვევაც ჭირს, ელემენტარულად, მიდის თუ არა გამოძიება და კონკრეტულად, რა მუხლით.
არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ გარკვეული ადამიანებისთვის, არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, შეიძლება გაცილებით უფრო მისაღებია, გაანადგუროს კულტურული მემკვიდრეობა და ის სარგებელი მიიღოს შემდეგში, რასაც ვერ მიიღებდა, თუ კონკრეტული ობიექტი დარჩებოდა როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. ჯარიმას გადაიხდის და იმ ფორმით გაარძელებს მუშაობს, როგორც სურს“, – ამბობს სულხან სალაძე.
ვაჟა-ფშაველას ქუჩა ბათუმის ცენტრში მდებარეობს. ამ ადგილას 1 კვ. მეტრი ბინის ფასი 800-1000 დოლარიდან იწყება. „ბათუმელების“ ხელთ არსებული ინფორმაციით, ჯარიმის მაქსიმალური ოდენობა, რაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ხელყოფის გამო კომპანიისთვის სახელმწიფოს დაუკისრებია, 10 000 ლარია.
გამოსავალი
კითხვაზე, მისი აზრით, რა შედეგის დადგომაა სასურველი აღნიშნულ საქმეზე, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ კანონმდებლობა, რომელიც კულტურულ მემკვიდრეობას იცავს, საკმაოდ რბილია: „მე მომხრე ვიქნებოდი, რომ გამკაცრებულიყო, მაგრამ არსებულ საკანონმდებლო პირობებში, ვიღაცის დაჭერას მე მირჩევნია, რომ ფინანსური ტვირთი აიღოს კომპანიამ. მე მომხრე ვიქნები დაგვევალდებულებინა კომპანია რეკონსტრუქცია მოხდეს შენობის. ბუნებრივია, ასი წლის აგურით ვეღარ აღადგენ, მაგრამ არსებობს ექსტერიერის ამსახველი კარგი მასალა და შეიძლება ექსტერიერის რეკონსტრუქცია გავაკეთოთ, მე ასე ვფიქრობ. თუ ჩვენ კომპანიას ვეტყვით, რომ იქ ისევ ის, ორსართულიანი აგურის შენობა უნდა ააშენოს, ეს სხვებისთვის იქნება მაგალითი, რომ თქვენ როცა დაანგრევთ, 10 და 15-სართულიან შენობას არავინ აგაშენებინებთ, დარჩებით ისევ იმ მასშტაბში“, – ამბობს მირანდა ჩარკვიანი.
ვაჟა-ფშაველას #13-ში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რესტავრაცია რომ მოხდება, ამის შოთა გუჯაბიძეს არ სჯერა. „არსებული ძეგლი დაინგრა და ახლა დანგრეულის აღდგენაზე რომ ვინმე იზრუნებს, ზღაპარია. ეს არის მიზეზების მოძებნა, რისიც არავის სჯერა. ვინ უნდა დაავალოს კომპანიას ძეგლის აღდგენა? ვინც დანგრევის თანამონაწილეა? ვის უჩივი და ბატონს და ვისთან უჩივი და ბატონთანო – ამას ჰგავს ეს ამბავი“, – ამბობს შოთა გუჯაბიძე.
იგი მიიჩნევს, რომ პასუხი იმ კომპანიამაც უნდა აგოს, რომელმაც უშუალოდ დაანგრია ძეგლი და სააგენტომაც, რომელმაც ვერ შეაჩერა დანაშაული:
„პრეცედენტი მაინც შევქმნათ, რომ კულტურული მემკვიდრეობის დანგრევა არავის შერჩება, თორემ რა გამოდის? იმ 260 ძეგლიდან, რომლებიც ქალაქშია, ხვალ შეიძლება ნებისმიერი ძეგლი დაანგრიონ და პასუხს არავინ აგებს?!“
მირანდა ჩარკვიანი ამბობს, რომ ის იმ კანონის გამკაცრების მომხრეა, რომელიც კულტურულ მემკვიდრეობას იცავს, თუმცა იურისტი სულხან სალაძე მიიჩნევს, რომ ამას შედეგი არ ექნება: `თუ არსებული ნორმებიც არ გამოიყენება პრაქტიკაში, რაღა აზრი აქვს კანონის გამკაცრებას?!“ – ამბობს ის.
ვაჟა-ფშაველას #13-ში კულტურული მემკვიდრეობის დანგრევის ფაქტზე 27 ნოემბერს საპატრულო პოლიციაც გამოიძახეს. შს სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მეორე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ორ წლამდე. გამოძიების პარალელურად ვაჟა-ფშაველას #13-ში ბულდოზერი მუშაობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასაგამოძიებო ღონისძიებები ჯერ არ დაუსრულებია ბათუმში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, წმ. ბარბარეს ეკლესიის ხელყოფის ფაქტზე. 2016 წლის 11 იანვარს ზუსტად ორი წელი შესრულდება, რაც შს სამინისტრო ამ ფაქტს იძიებს. ამ დროში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დაანგრიეს და ამ ადგილას ახალი შენობაც ააგეს.
არსებობს თუ არა განაწესი, რომელიც მოსწავლეს საგაკვეთილო პროცესის დატოვებას უკრძალავს? რა არგუმენტები აქვთ პედაგოგებს, რომლებიც ამბობენ, რომ 45 წუთის განმავლობაში ბავშვმა უნდა „მოითმინოს“ და რას ამბობენ მოსწავლეები ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე, რომელიც ცალკეული პედაგოგების მხრიდან ხორციელდება?
სკოლაში ბავშვების ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების შეზღუდვის შესახებ ფსიქოლოგი ანა არგანაშვილი ფეისბუკის გვერდზე წერდა. ის ამბობდა, რომ ბოლო კვირაში მან თბილისისა და ქუთაისის სკოლებიდან ამ ტიპის ძალადობაზე რამდენიმე შეტყობინება მიიღო. ფსიქოლოგის აზრით, მსგავსი ტიპის შეზღუდვა ბავშვისთვის არის ტრავმა.
ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის მოსწავლეები იმ მიზეზებზე საუბრობენ, რის გამოც მათ ცალკეული მასწავლებლები გაკვეთილიდან რამდენიმე წუთით გასვლის უფლებას არ აძლევენ. „ერთმა მასწავლებელმა გვითხრა, მანდატური დადის გარეთ და უხერხულია გასვლაო“, – გვეუბნება მეშვიდეკლასელი საბა. „მიღებულია, მოსწავლემ 45 წუთი გაუძლოს, ამიტომ მოთმენა მიწევს“, – ამბობს რობერტი.
მოსწავლეები ერთ უსიამოვნო ფაქტსაც იხსენებენ: „მაშინ მე-4 კლასში ვიყავით, თანაკლასელმა ვერ მოითმინა და ჩაისვარა“.
გარეთ გაშვებაზე უარის თქმის მიზეზებზე პირველი საჯარო სკოლის მე-8 კლასელებიც საუბრობენ: „მასწავლებელს ვეუბნები, – მასწ, საჭირო ოთახში მინდა, ის მპასუხობს: „დაეგდე“.
„დასვენება რისთვისაა?“, „მალე იქნება ზარი და გახვალ“, „ჯერ გაკვეთილი არ მოგიყოლია და გარეთ მირბიხარ?“- ეს არის ის არგუმენტები, რის გამოც მასწავლებლები კლასიდან გასვლაზე უარს ეუბნებიან მოსწავლეებს. თუმცა, მოსწავლეები იმასაც აღიარებენ, რომ გარეთ გასვლას ყოველთვის ფიზიოლოგიური მიზეზები არ აქვს. „მე ვიტყუებოდი ხოლმე და შემდეგ აღარ მიშვებდნენ“, – ამბობს მარი. ტყუილის მიზეზს კი იმით ხსნის, რომ გაკვეთილზე იღლებოდა.
„მე მოსწავლის გარეთ გაშვების წინააღმდეგი ვარ, რადგან არ არის დაზღვეული უსიამოვნებისგან. თუმცა, ფიზიოლოგიური მოთხოვნილების შემთხვევაში უარს ვერ ვეტყვი“, – ამბობს მე-16 საჯარო სკოლის პედაგოგი ხათუნა ჯანელიძე.
ამავე სკოლის დირექტორის თამთა კვარაცხელიას აზრით, „იქნება ეს საპირფარეშო, წყლის დალევა თუ უბრალოდ ის, რომ მოსწავლეს არ შეუძლია გაჩერება გაკვეთილზე, მასწავლებელი უნდა არეგულირებდეს“.
დირექტორის მოსაზრებით, მასწავლებელს უნდა ჰქონდეს იმის კომპეტენცია, რომ არავერბალური მინიშნებითაც მიხვდეს რა სჭირდება მოსწავლეს იმ მომენტში.
„წლების განმავლობაში ერთ სახელს როცა გავიგონებდი, ყოველთვის ჩემი კლასელი გოგონა მახსენდებოდა, რომელსაც სწორედ იმის გამო დასცინოდნენ, რომ ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად გაკვეთილიდან გარეთ არ უშვებდნენ და რეიტუზი სულ გამობერილი ჰქონდა. 30 წელი დამჭირდა, ეს ფსიქოლოგიური სტრესი რომ დამეძლია. წარმოიდგინეთ იმ ბავშვის ტრავმა“,- გვეუბნება თამთა. – „ტრენინგებს ან შეხვედრებს როცა ვესწრებით, ნახევარი საათის შემდეგ განტვირთვა გვჭირდება. მოსწავლეს კი ვითხოვთ 6-7 გაკვეთილის განმავლობაში იყოს ყურადღებით. ბავშვის ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ემოციური მდგომარეობისგან გამომდინარე, ეს შეუძლებელია“.
დირექტორს ერთი, კონკრეტული შემთხვევა მოჰყავს, რაც, მისი აზრით, იმაზე მეტყველებს, რომ მოსწავლე გაკვეთილიდან ყოველთვის ყალთაბანდობის მიზნით არ გადის. „ერთი მოსწავლე ყოველთვის მაშინ მთხოვდა საპირფარეშოში გასვლას, როცა რაღაც იყო მოსაყოლი. თავიდან მეგონა, რომ ამას თავის არიდების მიზნით აკეთებდა, მაგრამ როცა შემოდიოდა ეგრევე უნდოდა, რომ მეკითხა გაკვეთილი. გარეთ სიჩუმეში ვიმეორებ გაკვეთილსო, მითხრა. მე თუ ამას დავუშლი, შეიძლება საერთოდ აღარ იაქტიუროს“, – ამბობს თამთა კვარაცხელია.
ფსიქოლოგი ანა არგანაშვილი ბავშვისთვის ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილებაზე უარის თქმას ბავშვის უფლებების დარღვევად მიიჩნევს. ის „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ზედიზედ ორი ზარი მიიღეს ქუთაისიდან და თბილისიდან, სადაც ბავშვები ამ პრობლემაზე საუბრობდნენ.
„მანამდეც გვქონდა ზარები, სადაც ბავშვები გვიყვებოდნენ, რომ ვერ შეიკავეს ფიზიოლოგიური მოთხოვნილება და გახდნენ დაცინვის, ბულინგის მიზეზი“, – ამბობს ანა.
მისი თქმით, საპირფარეშოს აკრძალვა, გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის მიხედვით არის ბავშვზე ძალადობის ერთ-ერთი მძიმე ფორმა. „ბავშვს უწევს ტკივილის მოთმენა, სირცხვილის და ემოციური სტრესის სუბიექტად ყოფნა, დამცირება, ღირსების შელახვა. მსგავსი რამ უფროსი ასაკის ადამიანს რომ გაუკეთოს, ვთქვათ, დამსაქმებელმა, ან პატიმარს უთხრას ვინმემ უარი ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილებაზე, მაშინვე მიეცემა არაადამიანური მოპყრობის კვალიფიკაცია. ბავშვების შემთხვევაში უფრო მკაცრები უნდა ვიყოთ, რადგან ეს შეიძლება მთელი ცხოვრება გაყვეს მას მძიმე ტრავმად“.
ანა არგანაშვილის შეფასებით, თუ ბავშვს ეზარება გაკვეთილზე ჯდომა და ამის გამო იმიზეზებს გარეთ გასვლას, ეს უკვე გაკვეთილის პრობლემაა. „ესე იგი, ის ვერ დააინტერესეს. ბავშვი არასდროს იტყუება, ის მხოლოდ სიგნალს გვაძლევს, რომ რაღაც რიგზე არ არის და ჩვენ უნდა წავიკითხოთ ბავშვის სიგნალები. არსად წამიკითხავს რომ ამის აკრძალვის უფლება ვინმეს აქვს“.
დღეს, 2 საათზე, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, ზღვისპირა პარკში (ჩაქვის შემოსასვლელიდან) გირჩების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.
ბათუმის ბოტანიკური ბაღის ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 50 სახეობის გირჩი. ასევე მოეწყობა გირჩებისგან დამზადებული საახალწლო აქსესუარების გაყიდვა. დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ გასინჯონ, ბოტანიკურ ბაღში დამზადებული ფიჭვის მტვრით შეზავებული თაფლი და ჩაი.
გირჩების გამოფენა-გაყიდვა განმეორებით, 26 დეკემბერს ბათუმში, ზვიად გამსახურდიას № 1/5-ში, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში გაიმართება.
ქობულეთის ცენტრალურ მოედანზე ნაძვის ხე და საახალწლო განათება დაამონტაჟდა.
მუნიციპალიტეტის ცნობით, საახალწლო განწყობის შესაქმნელად შემუშავებულია საახალწლო პროგრამაც, რომელიც მოიცავს ყოველდღიურ ღონისძიებებს – 21 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით.
საახალწლო ღონისძიებები ინდივიდუალური შემსრულებლების, ადგილობრივი ანსამბლებისა და შემოქმედებითი კოლექტივების მონაწილეობით ჩატარდება.
სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დღეს 11:10 საათის მონაცემებით, პარკირების წესების დარღვევაზე ბათუმში 200-მდე ადამიანია დაჯარიმებული.
მათ შორის ყველაზე მეტი – 143 პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომის გამო, 3 – დგომის მეთოდის დარღვევის გამო, 20- ნიშანში დგომის გამო, 18 – ტროტუარზე დგომისთვიდ, 1 – ტაქსის და სპეცტქნიკის პარკირების საფასურის გადაუხდელობისთვის, 1 – დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის და კიდევ 1 ავტობუსის გაჩერებაზედგომის გამო.
საქართველოს პრემიერ მინისტრის ინფორმაციით, ვიზა ლიბერალიზაციის პროგრესის შესახებ ანგარიშის გამოქვეყნება ტექნიკური მიზეზების გამო გადაიდო. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის თქმით, არაოფიციალური კომუნიკაციით ცნობილია, რომ ეს მიზეზი არ არის დაკავშირებული საქართველოსთან. მინისტრმა განაცხადა, რომ დასკვნა საქართველოზე არის დადებითი და წლის ბოლომდე, ან შეიძლება უფრო ადრეც გამოქვეყნდეს.
ევროკომისიის ანგარიში ვიზის ლიბერალიზაციის პროგრესის შესახებ, რომელიც საქართველოსა და უკრაინას ეხება, 15 დეკემბერს უნდა გამოქვეყნებულიყო. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ანგარიშის გამოქვეყნება რამდენიმე დღით გადაიდო,
2 დღით ადრე ცნობილი გახდა ცნობილი. შესაძლებელია თუ არა, რომ საქართველომ 2015 წელს შეძლოს უვიზო მიმოსვლის გადაწყვეტილების მიღწევა? და რატომ არის ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი საქართველოს მოქალაქეებისთვის? – ივანე ჩხიკვაძე ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველოს” წარმომადგენელი ისაუბრებს ამ თემაზე შაბათს, 18 დეკემბერს 15 საათზე ბათუმის საზღავაო აკადემიაში.
დისკუსია მზადდება თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის ორგანიზებით.
პროექტი ხორციელდება „დემოკრატიის მხარდამჭერი ნაციონალური ფონდის“ (NED) მხარდაჭერით;
15 დეკემბეს batumelebi.ge-ზე გამოქვეყნებულ, ბათუმის ბავშვთა საავადმყოფოში 6 წლის ბავშის გარდაცვალების ამბავს, უბნის ექიმი მაია ბოლქვაძე გამოეხმაურა.
მან „ბათუმელებს“ განუცხადა, რომ ბავშვს წითელას სავარაუდო დიაგნოზი დაუსვა და მშობლებს რეკომენდაცია მისცა, რომ ინფექციურ საავადყოფოში გადაეყვანათ.
მაია ბოლქვაძე, უბნის ექიმი: „ბავშვს პარასკევს საღამოს ჰქონდა სიცხე, დავალევინეთ წამალი. იმის მერე აღარ ჰქონდა. მერე კვირა საღამოს, სოფლის ექთანმა დამირეკა მაღალი სიცხე აქვს და გამონაყარიცო. ორშაბათს, დაახლოებით 11 საათზე ვიყავი უბანზე, ვნახე ბავშვი და სავარაუდო დიაგნოზი – წითელა დავუსვი, მშობლებს რეკომენდაცია მივეცი, რომ გადაეყვანათ ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში, მაგრამ გადაყვანაზე ოჯახმა უარი განაცხადა, ჯანდაცვასაც ვუთხარი, რომ გადაყვანაზე უარი განაცხადეს და ისინიც ელაპარაკნენ ოჯახს – ბავშვი პირდაპირ ინფექციურში წაეყვანათ.
ბავშვი აქტიური იყო კარგად მესაუბრა, დარბოდა, ვესაუბრე, შენი სიარული არ შეიძლება, კარგად უნდა ჭამო, სითხე უნდა მიიღო-მეთქი. სამშაბათ დილით, როცა დავრეკე და ვიკითხე ბავშის მდგომარეობა, ძლივს სუნთქავსო-მითხრეს და მაშინვე მოხდა სასწრაფოს გამოძახება, ბავშვი სასწრაფოთი ჯერ შუახევის საავადმყოფოში შემდეგ კი ბათუმში ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს“.
მაია ბოლქვაძის თქმით, გარდაცვლილი ბავშვის ზუსტი დიაგნოზი 14 დღეში ანალიზების პასუხის შემდეგ დადგინდება.
17 დეკემბერს აჭარის უმაღლეს საბჭშო მთავრობის თავმჯდომარე, არჩილ ხაბაძე ანგარიშით წარსდგა.
სხდომას არ ესწრებიან ორი ფრაქციის, „თავისუფალი დემოკრატებისა“ და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეები, სულხან ღლონტი და აკაკი ძნელაძე. როგორც სხდომაზე განმარტეს, სულხან ღლონტი ანგარიშის წარდგენას პროტესტის ნიშნად არ ესწრება, აკაკი ძნელაძე კი თბილისში იმყოფება.
უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დეპუტატმა მედეა ვასაძემ იკითხა, ხდებოდა თუ არა სხდომის ტრანსლირება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ეთერით. სხდომაზე ამ საკითხის გასარკვევად შესვენება ორჯერ გამოცხადდა, მედეა ვასაძემ კი იმის გამო, რომ სხდომა პირდაპირი ეთერით არ გადაიცემა, სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.
არჩილ ხაბაძის ანგარიშის ნაწილი დეპუტატებმა უკვე მოისმინეს.
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები დღეს 17 დეკემბერს, კამპანია “ეს შენ გეხებას” ფარგლებში მომზადებულ სარჩელს განიხილავენ.
მოსარჩელეები კანონის იმ ნორმებს ასაჩივრებენ, რის საფუძველზეც სამართალდამცავ ორგანოებს კომუნიკაციებთან წვდომის შესაძლებლობა აქვთ, რაც საიას იურისტის გიორგი გოცირიძის განმარტებით ადამიანის თვალთვალისა და მოსმენების უფლებას სასამართლო ნებართვის გარეშე იძლევა:
„მიგვაჩნია, რომ სამართალდამცავი ორგანოების ამგვარი შესაძლებლობა კონსტუტიციის მე-16 და მე-20 მუხლებს ეწინააღმდეგება, რაც პირად ცხოვრებაში უსაფუძვლოდ ჩარევას ნიშნავს“- განმარტა „ნეტგაზეთთან“ გიორგი გოცირიძემ.
გიორგი გოცირიძის შეფასებით, მოსმენების გასაღები უნდა ჰქონდეს ნეიტრალურ მხარეს ან მობილურ ოპერატორებს, როგორც ეს ევროპის ქვეყნების უმრავლესობაშია.
მოპასუხე მხარე საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელია.
სასამართლო დღეს პროკურატურის წარმომადგენელს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს თამარ ქალდანს დაკითხავს. სასამართლო პროცესი 10 საათზე უნდა დაწყებულიყო და ჯერაც არ დაწყებულა.
ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ცენტრში 15 დეკემბერს ქუნთრუშას დიაგნოზით 6 წლის ბავშვი დაიღუპა. ბავშვი შუახევის სოფელ მაწყვალთიდან სამედიცინო ცენტრში გადაყვანის შემდეგ ხუთ საათში გარდაიცვალა.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის ნინო ნიჟარაძის თქმით, გარდაცვლილ ბავშვს ოჯახის ექიმის მიერ წითელას დიაგნოზი ჰქონდა დადგენილი, თუმცა ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში მძიმე სეფტიურ-ტოქსიური შოკით ქუნთრუშა დაუდგინეს.
ანგისაში მდებარე დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ცენტრში 15 დეკემბერს გარდაცვლილი ბავშვის ოჯახიდან კიდევ ორი მცირეწლოვანი მიიყვანეს, მაღალი სიცხითა და ოტიტით (ყურის ანთებით).
„ორივე მათგანს ამბულატორიული დანიშნულება მიეცა“, – უთხრა ნინო ნიჟარაძემ „ბათუმელებს“.
მისივე ინფორმაციით, ბავშვები სახლში გადაიყვანეს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„ადგილზე, მაწყვალთაში ჩვენი ორგანიზაციის შუახევის განყოფილება იყო ორჯერ გასული. დღეს სკოლას ჩაუტარდა დეზინფექცია. აღვწერეთ კლასი, სადაც 14 ბავშვი სწავლობს, ისინი ჯანმრთელები არიან და არანაირი კლინიკური გამოვლინება არ აქვთ, მიეცათ რეკომენდაციები მშობლებსა და სკოლას. ქუნთრუშა ჰაერწვეთოვანი, ბაქტერიული ბუნების ინფექციაა და საჭიროებს, მაგალითად, ოთახების ხშირად განიავებას. ასევე, აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ თუ ბავშვს რაიმე ჩივილები დაეწყება, დროულად მოხდეს ექიმთან მიმართვა“ – უთხრა „ბათუმელებს“ ნინო ნიჟარაძემ.
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ორგანიზებით დაიწყო ტრენინგების მეორე ეტაპი კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის. ტრენინგის ფარგლებში იგეგმება 145 ადამიანის გადამზადება ისეთ საკითხებში, როგორებიცაა კვებისა და განთავსების ობიექტებში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და სტანდარტები, სასტუმროს განყოფილებების ფუნქციონირება, მარკეტინგი და გაყიდვები, ასევე კვების ობიექტების მართვის თანამედროვე პრინციპები და სურსათის უვნებლობა.
ტრენინგს ძირითადათ კვებისა და განთავსების ობიექტების მენეჯერები, მიმტანები, დამლაგებლები, რეზერვაციის სამსახურის თანამშრომლები და ტუროპერატორები ესწრებიან. ტრენინგის მიზანი რეგიონში მომსახურების ხარისხის ამაღლება და გაუმჯობესებაა. ტრენინგი სასტუმრო ჰილტონში 13 დეკემბერს დაიწყო და 24 დეკემებერს დასრულდება. ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცემათ.
მიმდინარე წლის დასაწყისში დეპარტამენტმა უკვე გადაამზადა ტურიზმის დარგში დასაქმებული 155 ადამიანი. წლის ბოლოს, დეპარტამენტის ცნობით, კი ეს რაოდენობა 300-მდე გაიზრდება.
ტრენინგი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით ტრენინგი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით