კომპანია „სოკარმა“ ქართველი და აზერბაიჯანელი მოჭადრაკეები დაასაჩუქრა

2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის ფარგლებში, დღეს, 24 სექტემბერს, კომპანია „სოკარმა“ და მისმა გენერალურმა დირექტორმა, მაირ მამედოვმა,  საქართველოს ექვსი და აზერბაიჯანის ორი საჭადრაკო გუნდის ყველა წევრს საჩუქრები გადასცა.

მაირ მამედოვმა ყველა გუნდს წარმატება უსურვა და საჭადრაკო ოლიმპიადის ბათუმში გამართვის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ოლიმპიადა უზარმაზარი სპორტული მოვლენაა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ადამიანები ჩამოდიან ერთმანეთის, ქვეყნის გასაცნობად. ხედავენ რა მშვენიერია აქაურობა, როგორ თამაშობენ ქართველები ჭადრაკს, როგორი ლეგენდარული გვარები იცის მსოფლიომ საქართველოდან: გაფრინდაშვილი, ჩიბურდანიძე, ალექსანდრია, იოსელიანი და ა.შ.

ბედნიერები ვართ, რომ ჩვენი ქვეყნიდან, აზერბაიჯანიდან, არის მოჭადრაკეთა გუნდი ჩამოსული სათამაშოდ და ჩართულები ვართ საერთაშორისო დღესასწაულში. იმის მიუხედავად გუნდები მოიგებენ თუ წააგებენ, ჩვენ გადავწყვიტეთ საჩუქრებით გაგვემხნევებინა ოლიმპიადის მონაწილე ქართველი და აზერბაიჯანელი მოჭადრაკეები.“

წელს საქართველო რიგით 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადას მასპინძლობს, რომლის გენერალური სპონსორიც 2008 წლიდან კომპანია „სოკარია“. ოლიმპიადა გუშინ, 23 სექტემბერს, ბათუმში გაიხსნა. საჭადრაკო ოლიმპიადაზე წელს 190-მდე ქვეყნის მოჭადრაკე ქალთა და ვაჟთა გუნდები მიიღებენ მონაწილეობას.

 

რა ხორცი შედის ხელვაჩაურის საბავშვო ბაღებში – პოლიციამ ფაქტის შესწავლა დაიწყო

„საიდან მარაგდება ხელვაჩაურის საბავშვო ბაღები ხორცით, გაურკვეველია. დღეს საბავშვო ბაღების გაერთიანების ეზოში მოტანილი ხორცი უკან დააბრუნეს, ვიზუალურადაც ეტყობოდა, რომ გაფუჭებული იყო,“ – ამბობს მერაბ ღოღობერიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელი. მან საქონლის ხორცის წარმომავლობის რამდენიმე დოკუმენტი გვაჩვენა, რომელიც მას ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების გაერთიანებაში მიაწოდეს. დოკუმენტებით ჩანს, რომ ხორცი სასაკლაოდან იმ კომპანიას არ მოაქვს, რომელსაც ტენდერი აქვს მოგებული.

დოკუმენტების ნამდვილობა და ის, რომ ხორცი უკან დააბრუნეს, „ბათუმელებს“ ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების გაერთიანებაში დაუდასტურეს.

„დავაბრუნეთ ხორცი, რადგან ცენტრალურ ბაღში ვიზუალური დათვალიერების დროს სანიტარულმა ზედამხედველმა ხორცი დაიწუნა. ხორცის წარმომავლობაზე დოკუმენტი ჯერ არ მიგვიღია. დღის განმავლობაში ახალი ხორცი მოგვაწოდეს და პრობლემა არ შექმნილა, მხოლოდ ერთი ბაღიდან დავაბრუნეთ ხორცი,“ – აცხადებს ნატო შერვაშიძე, ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი.

ხელვაჩაურის საბავშვო ბაღებს საქონლის ხორცით შპს „სოფო“ ამარაგებს. ამ კომპანიამ ტენდერი მოიგო და მასთან კონტრაქტი 60 732 ლარზე 2018 წლის 29 აგვისტოს გაფორმდა.

„ჩვენ გაფრთხილება მივეცით ამ კომპანიას წინა კვირას. ოფიციალურად წერილობით ჩავაბარეთ გაფრთხილება. ახლა არ ვიცი, რა მოხდა, სატენდერო კომისია შეისწავლის საკითხს და ადეკვატურ გადაწყვეტილებას მიიღებს,“ – გვითხრა ნატო შერვაშიძემ.

გასულ კვირას შპს „სოფო“ ვეტერინარული მოწმობის გამო გააფრთხილეს. სატენდერო პირობების მიხედვით, კომპანიას ხორცი ქედის სასაკლაოდან, შპს „გიო 2001“-მა უნდა მიაწოდოს.

„ეს პირობა დაირღვა. ვეტერინალური მოწმობის მიხედვით, 16 სექტემბერს ხორცი, რომელიც მოგვაწოდეს, კომპანიამ ქობულეთში, ციხისძირის სასაკლაოდან წამოიღო,“ – ამბობს ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი.

ნატო შერვაშიძე ადასტურებს იმ დოკუმენტების ნამდვილობას, რომელიც მერაბ ღოღობერიძემ მოგვაწოდა. 16 სექტემბერს სურსათის ეროვნული სამსახურის მიერ გაცემული ვეტერინარული მოწმობის მიხედვით, ვინმე ყურბან გიოჯაევამ მიიღო ხორცი ციხისძირის სასაკლაოზე, 22 სექტემბერს კი ხორცი მუხამედ ბერიძემ მიიღო ქედის სასაკლაოზე და იგი ბათუმში, ლორიას 6-ში მიიტანა. ამ მოწმობებით არ ჩანს, რა კავშირი აქვთ დასახელებულ პირებს შპს „სოფოსთან“, რომელიც ხელვაჩაურის საბავშვო ბაღებს ხორცით ამარაგებს. ნატო შერვაშიძე ადასტურებს, რომ საქონლის ხორცის წარმოშობის ეს მოწმობები გაერთიანებას ნამდვილად შპს „სოფომ“ მიაწოდა.

„არ ვიცი, რატომ ფიგურირებენ სხვა პირები… ეს იყო პირველი შემთხვევა. კომპანიის წარმომადგენელი იყო ჩვენთან მოსული და გვითხრა, რომ რაღაც პრობლემა იყო ქედის სასაკლაოზე, კონკრეტულად რა – ვერ გავიგეთ. რატომ მიიტანეს ხორცი ლორიას 6-ში, ესეც უცნობია, ჩვენ ვიკვლევთ ამას,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ნატო შერვაშიძემ.

ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების გაერთიანებას საგამოძიებო ორგანოებისთვის არ მიუმართავს. პოლიციას მერაბ ღოღობერიძემ ქედაში მიმართა. ამბობს, რომ ეს მას შემდეგ გააკეთა, როცა დარწმუნდა, რომ ქედის სასაკლაო შპს „სოფოს“ არ გამოუყენებია.

„მიმდინარეობს ფაქტის შესწავლა ქედის პოლიციაში, გამოძიება ჯერ არ დაწყებულა,“ – გვითხრეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

„ბათუმელები“ შპს „სოფოს“ დირექტორს – სოფო გორგაძეს ტელეფონით დაუკავშირდა. „ჩვენ ყველა დოკუმენტს წარმოგიდგენთ, მერაბ ღოღობერიძე რასაც იძახის, აბსურდია და ჩვენ ამას დავადასტურებთ. დღეს პოლიციაშიც დაგვიბარეს, მაგრამ ვერ ვახერხებთ მისვლას,“ – გვიპასუხა ქალმა, რომლის თქმითაც ის სოფოს ახლობელია და თავად სოფო გორგაძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ გაგვესაუბრებოდა.

_______________________________

მთავარ ფოტოზე: დაწუნებული ხორცი ხელვაჩაურის მე-2 საბავშვო ბაღში. მერაბ ღოღობერიძის ფოტო.

მოქალაქე: მამაჩემის სიცოცხლე დაზღვეული იყო, ბანკი სესხის დაფარვას მაინც მემკვიდრეებს გვთხოვს

„იმედს ვიტოვებთ, გაგებით მოეკიდებით სადაზღვევო კომპანიის და ბანკის პოზიციას,“ – ამ ფრაზით სრულდება „საქართველოს ბანკის“ წერილი, რომელიც ბათუმში მცხოვრებმა ზვიად ბერიძემ 27 აგვისტოს მიიღო. ზვიად ბერიძის მამა 7 ივლისს გარდაიცვალა. იმის მიუხედავად, რომ მისი სიცოცხლე დაზღვეული იყო, ბანკი სესხის დაფარვას მემკვიდრეებს სთხოვს. მოქალაქე ბანკის წინააღმდეგ სასამართლო დავას აპირებს.

„დაკრძალვამდე შევატყობინე ბანკს, რომ მამა გარდაიცვალა,“ – გვიყვება ზვიად ბერიძე. მას ბანკში სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის მიერ შედგენილი სამედიცინო ცნობა წარუდგენია, სადაც ეწერა, რომ „გერასიმ ბერიძე ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა“ და პოლიციის მოწმობაც – სამართალდამცველებს გამოძიება არ დაუწყიათ.

გერასიმ ბერიძე 63 წლის იყო. მას ბანკის ვალი დაახლოებით 35 ათასი ლარი ჰქონდა. გარდაცვალებამდე გერასიმს ბანკთან სესხის დაფარვის კუთხით დავალიანება არ ჰქონია. სიცოცხლის დაზღვევისთვის გერასიმ ბერიძე თვეში 8 ლარს იხდიდა.

„გარდაცვალებიდან დაახლოებით ერთ თვეში, აგვისტოში, ბანკიდან შეგვატყობინეს, რომ დაზღვევა არ ანაზღაურდებოდა, რადგან გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია. ბანკში მისულს მითხრეს, რომ გვამის ექსპერტიზა უნდა ჩატარებულიყო. მე როგორ უნდა ჩამეტარებინა ექსპერტიზა?“ – კითხულობს ზვიად ბერიძე.

„ბანკის ეს მოთხოვნა კანონსაწინააღმდეგოა,“ – მიიჩნევს მირზა მამულაძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი. მისი განმარტებით, გვამის გაკვეთას შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი სჭირდება და სურვილის არსებობის შემთხვევაშიც კი, გვამს ოჯახის გადაწყვეტილებით ვერ გაკვეთავდნენ.

„დოკუმენტებიდან ჩანს, რომ პოლიციას არ დაუწყია გამოძიება, არც წინასაგამოძიებო მოქმედებები ჩატარებულა. სასწრაფო-სამედიცინო სამსახური კი სიკვდილის ზუსტ მიზეზს ვერ დაადგენდა. დაზღვევა, ბუნებრივია, ითვალისწინებს გამომრიცხველ გარემოებებს, როგორიცაა, მაგალითად, თვითმკვლელობა, ფსიქიკური აშლილობა, სისხლის სამართლის დანაშაული, საომარ ვითარებაში გარდაცვალება, მაგრამ ამ შემთხვევაში გამომრიცხავი გარემოება არ არსებობდა. ოჯახი თავისი სურვილით გვამის გაკვეთის თხოვნით ექსპერტიზას ვერ მიმართავდა, რეალურად ოჯახი ამ მტკიცებულებას ვერ შექმნიდა,“ – ამბობს იურისტი მირზა მამულაძე.

„გარდაცვლილი მსესხებლის ვალდებულების შესრულება ეკისრება მემკვიდრეს… ამასთანავე, ბანკი მზად არის კიდევ ერთხელ მიმართოს მზღვეველ კომპანიას სადაზღვევო ანაზღაურების მოთხოვნით, თუკი მოპოვებული იქნა სამედიცინო მოწმობა, სადაც მითითებული იქნება გერასიმ ბერიძის გარდაცვალების კონკრეტული, უტყუარად დადგენილი მიზეზი,“ – წერია ბანკის მიერ ზვიად ბერიძისთვის გაგზავნილ წერილში.

როგორ უნდა დადგინდეს გერასიმ ბერიძის გარდაცვალების „უტყუარი მიზეზი“, თუკი გამოძიება არ დაწყებულა და სამართალდამცავ ორგანოს გვამის გაკვეთის ვალდებულება არ მიუღია – განმარტება „საქართველოს ბანკს“ ვთხოვეთ, თუმცა წერილობით გვიპასუხეს: „აღნიშნული ინფორმაცია კონფიდენციალურია და სამწუხაროდ, არ გაიცემა მესამე პირზე.“

საია-ს იურისტი მირზა მამულაძე კიდევ ერთი მიმართულებით ხედავს პრობლემას: სიცოცხლის დაზღვევის კუთხით „საქართველოს ბანკს“ ხელშეკრულება „ალდაგთან“ ჰქონია გაფორმებული, რომელიც მისი შვილობილი კომპანიაა.

„დაზღვევის პირობების შესახებ ბანკსა და კლიენტს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში პრაქტიკულად არაფერი წერია. ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ სადაზღვევო პირობების შესახებ ინფორმაცია ოფიციალურ ინტერნეტგვერდზეა ხელმისაწვდომი. ამ კუთხით არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა. მსგავს ვითარებაში სასამართლომ მტკიცების ტვირთი დააკისრა სადაზღვევო კომპანიას, რადგან დაინტერესებული პირისთვის პირდაპირ ხელმისაწვდომი არ იყო შეთანხმება. გამოდის, რომ მთავაზობ კონკრეტულ პირობაზე შეთანხმებას ისე, რომ პირობის დეტალები ჩემთვის უცნობია,“ – აღნიშნავს მირზა მამულაძე.

„კაბალური პირობები“ – ასე აფასებს საია-ს იურისტი ბანკსა და მოქალაქეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების კიდევ ერთ პუნქტს: თუკი მემკვიდრემ დასაბუთებული უარი მიიღო, მას უფლება აღარ აქვს სადაზღვევო ანაზღაურება მოითხოვოს.

„მზღვევლის მიერ სადაზღვევო ანაზღაურებაზე მოტივირებული უარის თქმის შემთხვევაში „საქართველოს ბანკის“ წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესრულება დაზღვეულის მემკვიდრეების ვალდებულებად რჩება. ამგვარ შემთხვევაში, დაზღვეულის მემკვიდრეებს არ აქვთ უფლება მოსთხოვონ მზღვეველს სადაზღვევო ანაზღაურება,“ – ვკითხულობთ ხელშეკრულებაში.

„ფაქტობრივად სადაზღვევო კომპანია და ბანკი შეეცადნენ, დაინტერესებული პირისთვის წაერთმიათ სასამართლოსთვის მიმართვის უფლება, რაც წინააღმდეგობაში მოდის სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ უფლების სასამართლო წესით დაცვის საყოველთააობის პრინციპთან,“- დასძენს მირზა მამულაძე.

„დღემდე ჯარიმები ირიცხება, მამაჩემის პირადი ნომრით ვამოწმებ… 6 ათასი ლარი უკვე დამატებულია სესხს. უახლოეს დღეებში სასამართლოში ვაპირებ სარჩელის შეტანას,“ – გვითხრა ზვიად ბერიძემ.

„საქართველოს ბანკის“ წერილი ზვიად ბერიძეს

 

 

ბათუმში მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა დაიწყო

დღეს, 24 სექტემბერს, ბათუმის სპორტის სასახლეში 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა დაიწყო, რომელშიც 180 ქვეყნის 4000-მდე მოჭადრაკე მონაწილეობს. პირველი სიმბოლური სვლა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად შეასრულა.

საქართველო საჭადრაკო ოლიმპიადაზე ვაჟთა და ქალთა 3-3 ნაკრებითაა წარმოდგენილი.

43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა ბათუმში ორი კვირის მანძილზე, 6 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა ბათუმში
43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა ბათუმში
43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა ბათუმში

 

_____________

ფოტო: აჭარის მთავრობა 

160 ათასი ლარი ვენეციის ბიენალეზე წარსადგენი პროექტისთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ-ი, „შემოქმედებითი საქართველო“, ვენეციის 58-ე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს სახელით წარსადგენი პროექტის შესარჩევად  კონკურსს აცხადებს.

ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა 2019 წლის 11 მაისიდან 24 ნოემბრამდე იტალიაში, ქალაქ ვენეციაში გაიმართება, რომლის მთავარი თემაა „გეცხოვროთ საინტერესო დროს“ (May You Live in Interesting Times). კურატორი – რალფ რუგოფი (Ralph Rugoff).

საქართველოს ეროვნული პავილიონისათვის 74 კვ. მ ფართობის სივრცე ვენეციის ერთ-ერთ მთავარ საგამოფენო სივრცეში – „არსენალეზეა“ გამოყოფილი. თანხა გამარჯვებული პროექტისათვის 160 000 ლარს შეადგენს. გამოვლინდება მხოლოდ ერთი გამარჯვებული.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ იურიდიულ პირებს.  კონკურსზე განაცხადების მიღება უკვე დაიწყო და ამავე წლის 26 ოქტომბერს, 17:00 საათზე დასრულდება.

„შემოქმედებითი საქართველოს“ ინფორმაციით, საკონკურსო კომისია გამარჯვებულ და სარეზერვო პროექტებს მაქსიმუმ 10 სამუშაო დღის ვადაში გამოავლენს. განაცხადები მიიღება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: biennale@creativegeorgia.ge.

განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კომისია შედგება ქართველი და უცხოელი თანამედროვე ხელოვნების სფეროს კვალიფიციური 5 ექსპერტისაგან – ერთი თავმჯდომარე და 4 წევრი.

ნამუშევრის შეფასების ძირითადი კრიტერიუმია: კონცეფცია და მისი რელევანტურობა ბიენალეს მთავარ კონცეფციასთან, წარმოდგენილი პროექტის ვიზუალური მხარე, სამუშაო ჯგუფის გამოცდილება და წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის ადეკვატურობა წარმოდგენილ პროექტთან მიმართებაში.

გამარჯვებული ვლინდება კომისიის წევრების მიერ მინიჭებული ქულების დაჯამებით.

„58-ე საერთაშორისო სახელოვნებო გამოფენა ხაზს გაუსვამს ზოგად მიდგომებს ხელოვნების შექმნაში და ხელოვნების აღქმას სოციუმში, რომელიც მოიაზრებს როგორც სიამოვნების მიღებას, ასევე კრიტიკულ აზროვნებას.

ხელოვანები, რომლებიც ამ მიმართულებით აზროვნებენ, ხშირად განსხვავებულ აზრს შესძენენ ე.წ. ფაქტებს, კავშირების გაღრმავებით და ახალი შინაარსობრივი დატვირთვის მინიჭებით,“- ნათქვამია პრესრელიზში.

ვენეციის საერთაშორისო ხელოვნების ბიენალე თანამედროვე ხელოვნების ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟული გამოფენაა, რომელიც 1895 წელს დაარსდა.

დეტალური ინფორმაცია საკონკურსო პირობებისა და შერჩევის წესის შესახებ იხილეთ ბმულზე.

ნიკოლოზ ანთიძე ვაჟა-ფშაველას #13-სთვის ძეგლის სტატუსის მოხსნაზე: გარდაცვლილი უნდა დაკრძალო

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში, ვაჟა-ფშაველას #13-ს ძეგლის სტატუსი  მოუხსნა. ამ ადგილზე XIX საუკუნის ბოლოს აშენებული ორსართულიანი სახლი მშენებელმა კომპანიამ უნებართვოდ დაანგრია. საქმეს პროკურატურა იძიებს. რა არგუმენტები ჰქონდა და როგორ დაასაბუთა საბჭომ გადაწყვეტილება? – ამ თემაზე „ბათუმელები“ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორს, ნიკოლოზ ანთიძეს ესაუბრა.

  • როგორ დაასაბუთა საბჭომ ბათუმში ვაჟა-ფშაველას #13- სთვის ძეგლის სტატუსის მოხსნის გადაწყვეტილება?

სტატუსი ცარიელი მიწისთვის აღარ იყო მიზანშეწონილი, საბჭომ იმსჯელა და გადაწყვეტილება მიიღო. თუ ამაზე ისევ განხორციელდება შესაბამისი რეაგირება და რა თქმა უნდა განხორციელდება,  ჩვენი მხრიდან ახალი დასკვნები იქნება წარდგენილი, რომ მისი აღდგენა შეუძლებელია. ეს, რა თქმა უნდა, გულისხმობს, რომ ვანდალური აქტი მოხდა, შესაბამისად სამართალდამცავები თავის ნაწილს შეასრულებენ. ჩვენ უბრალოდ აღარ არსებულ ძეგლს, მიწას, მოვუხსენით სტატუსი.

შეიძლება ცოტა უხეში შედარება მქონდეს, მაგრამ იგივეა, როდესაც ადამიანი გარდაიცვლება, ის უნდა დაკრძალო, ანუ რეალურად მისი გათავისუფლება ძეგლის სტატუსიდან ეს არის  მეთოდი, მაგრამ ეს დამნაშავეს პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს. ჩვენ გამოვითხოვეთ მთელი რიგი ინფორმაციები როგორც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან, ასევე სხვადასხვა უწყებიდან და არც მისი ანაზომები არსებობს, არის მხოლოდ ფოტო, რითაც ფიზიკურად შეუძლებელია ძეგლის აღდგენა. დავამატებ იმასაც, რომ სააგენტოს გენერალური დირექტორი არის მხოლოდ გამფორმებელი  იმ გადაწყვეტილების, რასაც საბჭო მიიღებს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ადმინისტრირება ვერ ხდება საბჭოს გარეშე.

  • რას გულისხმობთ?

პიროვნულად ძეგლთა დაცვის ხელმძღვანელი ან ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას, ვიდრე ექსპერტების შეფასება და გადაწყვეტილება არ იქნება, მე ვერ გამოვცემდი აქტს მოხსნაზე ან მინიჭებაზე, თუ არ მექნება საბჭოს გადაწყვეტილება.

  • ასეთ ფაქტებს სხვა დროსაც ჰქონია ადგილი ბათუმში. ვინ და როგორ უნდა იმუშაოს იმაზე, რომ მსგავსი ფაქტები შემცირდეს?

სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს დამრღვევი, დასჯაში ვგულისხმობ თუ დადგინდება, რომ … როგორც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო, ასევე ჩვენც ვმონაწილეობდით ამ პროცესში, დაისჯება ადამიანი ან ჯგუფი, მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება მგონი პრევენცია. ბოდიშს ვიხდი, ცუდი შედარება მიწევს, მაგრამ, ასე ადამიანის ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებაც კანონმდებლობით აკრძალულია, მაგრამ სამწუხაროდ  ხდება ასეთი ფაქტები. ამიტომ ამის პრევენცია სამართალდამცავი ორგანოების პრეროგატივაა,  ჩვენ ამ პროცესში აქტიურად ვართ ჩართული.

სტატუსის ქონა ან არქონა არაფერს არ გადაწყვეტდა, რაიმე სახის შემორჩენილი ნაშთი მაინც რომ იყოს, იმ ადგილს სტატუსი არ ეხსნება. აქ არაფერი არ იყო შემორჩენილი და არც ანაზომები გვქონდა, რომ დაგვევალდებულებინა ის ადამიანი, აღედგინა პირვანდელი სახით, ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება სამართალდამცავების მუშაობას, რომ დამნაშავე უნდა იყოს დასჯილი.

  • ხშირად საქართველოში მესაკუთრეებს ჯერ კიდევ არ აქვთ გაცნობიერებული ძეგლის მნიშვნელობა, ამ კუთხით ცნობიერების ამაღლებაზე ვინ უნდა იმუშაოს?

კულტურული მემკვიდრეობის ქონა მესაკუთრისთვის დღეს რატომღაც აღიქმება, რომ არის სასჯელი. არადა, პირიქით არის საერთაშორისო პრაქტიკითაც, რომ კულტურული მემკვიდრეობის მესაკუთრეობა არის პრესტიჟი და ეს არის ფინანსური რესურსიც. კულტურული მემკვიდრეობა, როგორც ქონება, გაცილებით ძვირი ღირს, ვიდრე მომიჯნავე ქონება. საზოგადოების დიდ ნაწილში აღიქმება, რომ რადგან ძეგლია, თურმე იქ არაფერი არ შეიძლება, ძეგლზე ძალიან ბევრი კარგი რამის გაკეთება შეიძლება: ადაპტაცია, რეკონსტრუქცია, ახლებური გამოყენება…

ვაჟა-ფშაველას #13
ფოტო: მანანა ქველიაშვილი
  • ვინ უნდა იმუშაოს, რომ დაანახოს საზოგადოებას, რა არის ძეგლი და როგორ შეიძლება მისი გამოყენება ისე, რომ გადარჩეს. ვისი მოვალეობაა ეს?

ჩვენ ვმუშაობთ. თბილისის მაგალითზე გეტყვით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვეხება, ნებართვების გაცემის პროცესში, ყოველდღიურ რეჟიმში გვიწევს მუშაობა მესაკუთრეებთან, რომ მათი ქონება ბევრად უფრო ღირებულია, ვიდრე  …. ფინანსურ რეჟიმში გადამყავს.  და არამხოლოდ სადღეგრძელოს ნაწილში, რომ კულტურული მემკვიდრეობა ტურიზმს განავითარებს. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები არის კონკრეტული ღირებულებები ფულში გადატანილი, რომლითაც უფრო მეტი სარგებელი შეუძლია მიიღოს [მეპატრონემ], ვიდრე იმ ვანდალური აქტებით, რაც ხდება.

  • ხშირად თავადაც ფინანსურ ნაწილში გადაჰყავთ, ოღონდ ითვლიან იმის მიხედვით, რამდენად იყიდის ინვესტორი, რომ დაანგრიოს და ახალი ააშენოს…

ეს არის ძალიან მოკლე ვადაზე გათვლილი შემოსავალი, ძალიან ვიწრო და მოკლე პერსპექტივა. კულტურულ მემკვიდრეობას გაცილებით დიდი პერსპექტივა აქვს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ დღეს საქართველოში ტურიზმი განვითარებულია და რაც უფრო მეტი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი იქნება შენარჩუნებული, უფრო მეტი ინტერესი იქნება ამ ქვეყნის  მიმართ. ჩვენ ყოველთვის ვუწევთ მეთოდოლოგიურ დახმარებას ადამიანს, რომელსაც რაიმე ინტერესი აქვს ძეგლში სამუშაოების ჩატარების თვალსაზრისით. ნაბართვა აქვს თუ არა, ამას კი არ ვგულისხმობ, არამედ დახმარებას, რომ სწორად გააკეთოს, რომ არ დაზიანდეს. ზოგ შემთხვევაში უნებართვოდ ისე კეთდება, რომ დაზიანების ტოლფასია.

  • და რატომ კეთდება უნებართვოდ, ზედამხედველობა ვერ მუშაობს, კონტროლი არ ხორციელდება?

მაგალითად, ბათუმში კონტროლი ეკუთვნის სააგენტოს, მე ვიცი, რომ ისინი მუშაობენ და აჯარიმებენ კიდეც, ზოგჯერ უღირს ადამიანს იმ ჯარიმის გადახდა, მაგრამ დაჯარიმება არ ათავისუფლებს მას პასუხისმგებლობისაგან. მისი ჯარიმა შეიძლება გასამმაგდეს.

  • გასამმაგებულიც არ არის იმდენი, რომ „არ უღირდეს“…

არა, ეს დიდი თანხაა, ახლა გვქონდა შემთხვევა ქუთაისში გასამმაგებულმა თანხმა 120 000 ლარი შეადგინა. რა თქმა უნდა, გეთანხმებით, რომ ზედამხედველობა უფრო აქტიური უნდა იყოს ამ პროცესში, როგორც აჭარის, ასევე ჩვენიც, მაგრამ ყველაფერს ობიექტური მიზეზები აქვს, თუ რატომ ვერ ხდება დღეს ამ ზედამხედველობის ეფექტურად გატარება. მათ შორის ის მიზეზი, რომ ძალიან ბევრი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია დღეს საქართველოში, რაც, რა თქმა უნდა, არ ათავისუფლებს ძეგლთა დაცვის ორგანოებს პასუხისმგებლობისგან.

ბათუმში გამოძახებაზე მყოფ სასწრაფოს ექიმს ავტომობილი დაეჯახა

დღეს, 24 სექტემბერს, ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე გამოძახებულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმს ავტომობილი დაეჯახა.

„დანიშნულების ადგილზე მივიდა სასწრაფო დახმარების მანქანა, გადმოვიდა მედპერსონალი და როცა ქუჩაზე გადადიოდნენ, ამ დროს ექიმს სწრაფად მომავალი ავტომობილი დაეჯახა. ექიმი რესპუბლიკურ საავადმყოფოში სასწრაფოს მანქანით გადაიყვანეს. მას ცხვირი აქვს გატეხილი. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გამოძახების ადგილზე კი სხვა ბრიგადა მივიდა,“ – გვითხრეს ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე: საპრეზიდენტო კანდიდატის სიმაღლეს ვზომავთ მისი ფესვებიდან

დღეს, 24 სექტემბერს,  საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მხარდამჭერებს შეხვდა ბათუმში. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ: აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, მინისტრები, უმაღლესი საბჭოს წევრები, ბათუმის მერი და საკრებულოს წევრები.

შეხვედრაზე თორნიკე რიჟვაძემ და დავით გაბაიძემ ისაუბრეს იმაზე, თუ რატომ უჭერს აჭარის მთავრობა მხარს სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებას.

დავით გაბაიძე, თორნიკე რიჟვაძე, სალომე ზურაბიშვილი

დავით გაბაიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე: „რატომ ვუჭერთ ქალბატონ სალომეს მხარს? იმიტომ, რომ ის არის ძალიან კარგი განათლების პატრონი, ძალიან კარგი პოლიტიკური კარიერის მქონე, კარგი პროფესიული კარიერის მქონე და ასევე ძალიან კარგ ფესვებზე გაზრდილი.

აქ ბევრი ვისაუბრეთ ემიგრაციაზე, ვნახეთ ფილმი, სადაც ძალიან კარგად ნათქვამი სიტყვები მინდა შეგახსენოთ, რომ ხის სიმაღლე ზედაპირიდან კი არა, ფესვებიდან იზომება და ამ შემთხვევაში, ჩვენ ის მდგომარეობა გვაქვს, როდესაც საპრეზიდენტო კანდიდატის სიმაღლეს ვზომავთ მისი ფესვებიდან და ვფიქრობთ, ძნელად მოიძებნება საქართველოში ადამიანი, რომელიც ისეთ ფესვებზეა გაზრდილი, როგორც სალომე ზურაბიშვილი“.

თორნიკე რიჟვაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე: „რატომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი? ის გახლავთ ღირსეული წინაპრების ღირსეული შთამომავალი, წინაპრების, რომლებმაც დაუდეს საფუძველი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიას, ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას და სახელმწიფოებრიობას.

საპარლამენტო რესპუბლიკის მშენებლობა გულისხმობს დაბალანსებული, პრაგმატული პრეზიდენტის ინსტიტუტის არსებობას ჩვენს ქვეყანაში, სწორედ ამიტომ „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა ჰყავდეს ქვეყანას ზეპარტიული ლიდერი, მიუკერძოებელი პრეზიდენტი, რომელიც ღირსეულად შეძლებს ქვეყნის შიგნით და გარეთ ღირსეულად გაართვას თავი არსებულ გამოწვევებს, მას გააჩნია განსაკუთრებული გამოცდილება როგორც პოლიტიკის, ასევე დიპლომატიის განხრით და მისი ეს გამოცდილება ჩვენს ქვეყანას დაეხმარება ევროინტეგრაციის გზაზე.“

მაია ცქიტიშვილი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი: „ქალბატონი სალომე წარმოადგენს შთამომავალს იმ პატრიოტების, იმ პირველი დემოკრატიის რესპუბლიკის დამფუძნებელი მამების შთამომავლობას. ჩვენ ვხედავთ რა ოჯახში, რა გარემოში და ხალხში გაიზარდა ქალბატონი სალომე, მთელი მისი ცხოვრება გამსჭვალული იყო პატრიოტიზმით და ემიგრაციაშიც კი მოახერხეს ქართველობის შენარჩუნება.

ქალბატონ სალომეს ვიცნობ ჯერ კიდევ 2012 წლიდან, როდესაც ერთად დავიწყეთ საქართველოში ახალი დემოკრატიის განახლება. ახალი ბრძოლა სამართლიანობისთვის, ჩვენ მაშინაც ერთად ვიბრძოდით სამართლიანობისთვის“.

შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ პროფესორი შუშანა ფუტკარაძე, ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის ლექტორი გულიკო შერვაშიძე და სხვები.

 

აჭარის მთავრობა სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო შეხვედრაზე ბათუმში [ფოტო]

დღეს, 24 სექტემბერს, პრეზიდენტობის კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი, ხვდება ამომრჩევლებს ბათუმში, მუსიკალურ ცენტრში. შეხვედრაზე, რომელიც სამუშაო საათებში მიმდინარეობს,  აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს და ბათუმის მერიის წარმომადგენლებიც იმყოფებიან.

სალომე ზურაბიშვილი ოფიციალურად პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატია, თუმცა მას „ქართული ოცნება“ პირველივე დღიდან უჭერს მხარს. პარტიული ლიდერები ესწრებიან სალომე ზურაბიშვილის პრეზენტაციებსა და შეხვედრებს მოსახლეობასთან. გარდა ამისა, „ოცნებამ“ თავის შემომწირველებს მოუწოდა, თანხა სწორედ სალომე ზურაბიშვილს შესწირონ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე
ბათუმის მერი ლაშა კომახიძე
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე
აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ლადო მგალობლიშვილი და აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე
შეხვედრა სალომე ზურაბიშვილთან

ბათუმში ვაჟა-ფშაველას #13-ს ძეგლის სტატუსი მოუხსნეს

ბათუმში ვაჟა-ფშაველას #13-ს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მოუხსნეს, ამის შესახებ ინფორმაცია კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ დაადასტურა.

„გადაწყვეტილება ეროვნული სააგენტოს საბჭომ მიიღო, ჩვენ პრაქტიკულად არარსებულ ძეგლს მოვუხსენით სტატუსი,“- განაცხადა ნიკოლოზ ანთიძემ „ბათუმელებთან“.

ბათუმში, ვაჟა-ფშაველას #13-ში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი 2015 წლის ნოემბრის ბოლოს დაანგრიეს. XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე აგებულ სახლს საბოლოო დანგრევამდე მოხსნეს მოაჯირი, მოანგრიეს შიდა კედლები, ახადეს სახურავი ისე, რომ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს აღნიშნულ სამუშაოებზე ნებართვა არ გაუცია.

ბათუმში, ვაჟა-ფშაველას #13-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დანგრევისთვის ბათუმის საქალაქო სასამართლომ კომპანია „სლავა 2015″ 10 000 ლარით დააჯარიმა, თუმცა საქმეს იძიებს პროკურატურაც.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ 2017 წელს უარი უთხრა კომპანია „სლავა 2015″-ს სტატუსის მოხსნის შესახებ განცხადების განხილვაზე.

ამავე თემაზე: 

ვაჟა-ფშაველას 13 – გამოცხადებული ნგრევის ქრონიკა

ენმ: საუბნო კომისიების „დამოუკიდებელი“ წევრები რეალურად „ქართულმა ოცნებამ“ შეარჩია

„საუბნო კომისიების ე.წ. დამოუკიდებელი წევრები რეალურად „ქართულმა ოცნებამ“ დააკომპლექტა,“ – აცხადებს ირმა ხოროიშვილი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. მან დღეს გამართულ ბრიფინგზე მუნიციპალიტეტების მიხედვით საუბნო კომისიების წევრების ჩამონათვალი წარმოადგინა, რომლებიც სხვადასხვა საჯარო სამსახურში დასაქმებული საჯარო მოხელეების ოჯახის წევრები არიან.

„საუბარია ოლქის მიერ არჩეულ წევრებზე. ათობით არის ასეთი შემთხვევა, როცა საუბნო კომისიის წევრი მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლის ნათესავი, ან ოჯახის წევრია. მათ ნაწილს საარჩევნო გამოცდილება აქვს, მაგრამ კანონში პირდაპირ წერია, რომ ოლქის მიერ არჩეული წევრები ნეიტრალურები უნდა იყვნენ, მათ არ უნდა ჰქონდეთ პოლიტიკური გავლენა,“ – ამბობს ირმა ხოროიშვილი.

საუბნო კომისიებში 6-6 დამოუკიდებელი წევრი საოლქო კომისიებმა კონკურსის წესით შეარჩიეს, თუმცა გასაუბრება კანდიდატებთან არ შემდგარა. საოლქო კომისიებმა განმარტეს, რომ კანდიდატების სიმრავლის გამო ვერ მოხერხდა გასაუბრება.

რატომ უნდა ეთქვა უარი საოლქო კომისიას კონკრეტული პირის არჩევაზე, თუკი იგი რომელიმე საჯარო მოხელის მეუღლეა? – ირმა ხოროიშვილმა გვიპასუხა, რომ საჯარო მოხელეების ოჯახის წევრებს პოლიტიკური გავლენა ექნებათ.

„ზოგიერთი მათგანი წინა არჩევნებზე „ქართულ ოცნებასაც“ წარმოადგენდა. საოლქო კომისიები იტყვიან, რომ მათ ამის უფლება ჰქონდათ და კანონი არ დაურღვევიათ, მაგრამ ჩანს, რომ „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური გავლენა აქვს საარჩევნო ადმინისტრაციაზე,“ – დასძინა ირმა ხოროიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2018 წლის 28 ოქტომბერს ჩატარდება.

საგანგებო: გაუჩინარებული მამაკაცის ცხედარი ზღვამ გამორიყა

ბათუმში, მდინარე ჭოროხისა და შავი ზღვის შესართავთან, ზღვამ მამაკაცის ცხედარი გამორიყა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მამაკაცი, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით თურქეთის მოქალაქეა, გუშინ ჭოროხზე თევზაობდა და მდინარეში შესვლის შემდეგ გაუჩინარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 24-25 სექტემბერს ბათუმში და აჭარის სანაპიროზე მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ძირითადად – უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 22 – 27 გრადუსი
  • ღამით: 15 – 20 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი
  • ღამით: 6 – 11 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა აჭარის სანაპიროზე 24 გრადუსია. ტალღის სიმაღლე 7-12 დმ [2-3 ბალი].

სინოპტიკოსების ცნობით, ოთხშაბათიდან ბათუმში ისევ წვიმაა მოსალოდნელი.

__________

მარიამ ქველიაშვილის ფოტო 

გამოვლინდა უკანონო ნადირობისა და ნადირობისთვის აკრძალული იარაღის გამოყენების 248 ფაქტი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით,  18 აგვისტოდან 18 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში ამოღებულია 201 ხმოვანი სიგნალის გამომცემი ელექტრონული მოწყობილობა ე.წ. „მანოკი“, რომლითაც მოქალქეების მიერ ხდებოდა გადამფრენი ფრინველების მოზიდვა და შემდეგ მათზე ნადირობა.

ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული მოწყობილობების მეშვეობით გადამფრენ ფრინველზე ნადირობა აკრძალულია, ვინაიდან  „მანოკი“ არის ფრინველების მასობრივი განადგურების საშუალება.

თანამშრომლების მიერ ნადირობის სეზონის გახსიდან ერთი თვის მანძილზე, გამოვლენილია უკანონო ნადირობისა და ნადირობისთვის აკრძალული იარაღების გამოყენების 248 ფაქტი.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოუწოდებს მონადირეებს, არ გამოიყენონ ნადირობისთვის აკრძალული იარაღები.

გრანპრი, ერთი ფილმის სამი პრიზი და სხვა გამარჯვებულები – ბათუმის კინოფესტივალი დასრულდა

საავტორო კინოს ბათუმის მე-13 საერთაშორისო ფესტივალი დღეს, 23 სექტემბერს დასრულდა და უკვე ცნობილია კინოფესტივალზე გამარჯვებული ფილმების შესახებ.

  • ფესტივალის მთავარი პრიზი, გრანპრი – „რეი და ლიზი“, რეჟისორი რიჩარდ ბილინგემი [დიდი ბრიტანეთი]
  • საუკეთესო რეჟისურა – „ბედნიერი ლაზარო“, რეჟისორი ელის როუოჩერი  [იტალია]
  • საუკეთესო მსახიობი მამაკაცი – ადრიანო ტარდიოლო, ფილმი „ბედნიერი ლაზარო“
  • საუკეთესო მსახიობი ქალი – ელა სმიტი, ფილმი „რეი და ლიზი“

კინოფესტივალის მხატვრული ფილმების საკონკურსო პროგრამა შეაფასა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ: სერგეი რახლინი (აშშ) – ჟიურის თავმჯდომარე, ბეკე ფლიგაფი (უნგრეთი) – რეჟისორი, ოლეგ ნეგინი (რუსეთი) – სცენარისტი, ალინ ტასჩიანი (თურქეთი) – კინოკრიტიკოსი და ლევან თუთბერიძე (საქართველო) – რეჟისორი.

  • ქართველ კინოკრიტიკოსთა ჟიურის რჩეული ფილმი – „დონბასი“, რეჟისორი სერგეი ლოცნიზა [გერმანია, უკრაინა, საფრანგეთი]
  • ჟიურის სპეციალური პრიზი – „ბედნიერი ლაზარო“, რეჟისორი ელის როუოჩერი [იტალია]

ქართველ კინოკრიტიკოსთა ჟიური წელს პირველად იყო წარმოდგენილი კინოფესტივალზე. კინოკრიტიკოსთა ჟიურის წევრები იყვნენ კინომცოდნეები: გოგი გვახარია, თეო ხატიაშვილი და ლელა ოჩიაური. ამ ნომინაციაში გამარჯვებულ ფილმს გადაეცემა საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მიერ დაწესებული პრიზი – 1000 ევრო.

  • საუკეთესო დოკუმენტური ფილმი – მამების და შვილების შესახებ“, რეჟისორი ტალალ დერკი [გერმანია, სირია, ლიბანი]
  • ჟიურის სპეციალური პრიზი – „დროის ხიდები“, რეჟისორი ოდრიუს სტონისი და ქრისტინა ბრიდე [ლატვია]

დოკუმენტური ფილმების სექციის ჟიურის წევრები იყვნენ: ვიტალი მანსკი (ლატვია) – ჟიურის თავჯდომარე, რეჟისორი; ინა როსოვი (გერმანია) – კინოდისტრიბუცია; ზავენ სარგისიანი (სომხეთი) – ფარაჯანოვის მუზეუმის დირექტორი; სერგეი ლავრენტიევი (რუსეთი) – კინოკრიტიკოსი და მარიამ ჭაჭია (საქართველო) – რეჟისორი.

  • საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი  – „საშლელი“, რეჟისორი დავით ფირცხალავა [საქართველო]
  • ჟიურის დიპლომი [სპეციალური მოხსენიება] – „ყველა ის არსება“, რეჟისორი ჩარლზ ვილიამსი [ავსტრალია]; „საკვები მიტანით“, რეჟისორი იაზან ალ გჰაზავი [იორდანია] 

საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექციის ჟიურის წევრები იყვნენ: ნიკოლოზ ხომერიკი (რუსეთი) – ჟიურის თავჯდომარე, რეჟისორი; ჟალე არიკანი (გერმანია) – მსახიობი და ქეთევან დევდარიანი (საქართველო) – სცენარისტი.

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი 16-23 სექტემბრამდე გაგრძელდა. წელს კინოფესტივალზე, სხვადასხვა სექციაში, წარმოდგენილი იყო 40-მდე სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი და 40 მოკლემეტრაჟიანი ფილმი 30 ქვეყნიდან.

კინოფესტივალის ორგანიზატორია ხელოვანთა სახლი „არგანი“, ოფიციალური პარტნიორი კი ქალაქ ბათუმის მერია. ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის, განათლების, სპორტის და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, აჭარის კულტურის სამინისტრო, აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტო, „ბრიტანეთის საბჭო“, გოეთეს ინსტიტუტი, იტალიის საელჩო, ადამ მიცკევიჩის ინსტიტუტი.

____________

ქეთი ორაგველიძის ფოტო 

სარფი-ქემალფაშას გზაზე ავარიის შედეგად საქართველოს 11 მოქალაქე დაშავდა

ტრაბზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცნობით, დღეს, 23 სექტემბერს, დაახლოებით დილის 10 საათზე, სარფი-ქემალფაშას გზაზე, სარფის საზღვრიდან ერთ კილომეტრში, თურქული სანომრენიშნიანი მიკროავტობუსი ავტობუსს შეეჯახა, რის შედეგადაც დაშავდა მიკროავტობუსში მყოფი საქართველოს  11 მოქალაქე.

საკონსულოს ცნობით, საქართველოს მოქალაქეები გადაყვანილ იქნენ ხოფისა და არხავის სახელმწიფო საავადმყოფოებში,  სადაც მიიღეს პირველადი სამედიცინო დახმარება.

ამ დროისათვის საქართველოს მოქალაქეთა ერთი ნაწილი, პირადი სურვილით, გაწერილია საავადმყოფოებიდან, ხოლო 7 მოქალაქე, სამედიცინო დაკვირვების მიზნით, რჩება საავადმყოფოებში. სასწრაფოს დახმარების მთავარი ექიმის მოადგილის იაშარ დაღის განცხადებით, დამატებითი გამოკვლევის მიზნით,  ორი მოქალაქე გადაყვანილია ართვინის რეგიონალურ სახელმწიფო საავადმყოფოში.

საკონსულოს ცნობით, საქართველოს მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და დღის ბოლომდე მოხდება მათი გაწერა სამედიცინო დაწესებულებებიდან.

„გენერალური საკონსულო კონტაქტზეა სამედიცინო დაწესებულებების ექიმებთან და თვალყურს ადევნებს საქართველოს მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობას,“ – აღნიშნულია საკონსულოს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

შსს: ხულოში ეკლესიებისა და მეჩეთის გაქურდვის ფაქტები გახსნილია

შს სამინისტროს ცნობით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხულოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1967 წელს დაბადებული მ.თ. ეკლესიების გაქურდვის ბრალდებით დააკავეს, ხოლო 1999 წელს დაბადებულ თ.გ.-ს მეჩეთის გაქურდვის ფაქტზე ბრალი წარუდგინეს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მ.თ.-მ ხულოში მდებარე ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების და წმიდა ანდრია პირველწოდებულის ეკლესიებში ფანჯრიდან შეაღწია და შესაწირავის ყუთებში არსებული თანხა მოიპარა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავეს.

პოლიციამ ხულოს რაიონის სოფელ ბეღლეთში არსებული მეჩეთიდან თანხის და ნოუთბუქის მოპარვის ფაქტიც გახსნა. სამართალდამცველებმა თ.გ.-ს მეჩეთის გაქურდვის ფაქტზე ბრალი წარუდგინეს.

შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

საია წინასაარჩევნო გარემოსა და საარჩევნო ადმინისტრაციებში ნეპოტიზმის შემთხვევებზე 

მეორე თვეა წინასაარჩევნო გარემოს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ აკვირდება. ირმა პავლიაშვილი, საია-ს აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ სიმშვიდის მიუხედავად, პრობლემები ღიად ჩანს. ზოგიერთი მათგანი დაუხვეწავ კანონმდებლობას უკავშირდება, ზოგი – პოლიტიკურ ნებას.

საია ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად ისევ საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების საკითხს მიიჩნევს – საარჩევნო კომისიებს, რომლებსაც არჩევნების ჩატარების ვალდებულება აქვთ, დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება კიდევ უფრო გაუჭირდებათ – ფიქრობენ საია-ში. რა რჩება პრობლემად – „ბათუმელები“ ირმა პავლიაშვილს ესაუბრა, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აღმასრულებელ დირექტორს.

ქალბატონო ირმა, თქვენ აგვისტოდან აკვირდებით წინასაარჩევნო პერიოდს. რა დარღვევები დაფიქსირდა, რამდენად შეიცვალა საარჩევნო გარემო? 

საინტერესო ტენდენცია გამოიკვეთა: საარჩევნო პერიოდი მშვიდად მიმდინარეობს, მას პიკისთვის არ მიუღწევია, როცა საარჩევნო სუბიქტები დაპირისპირებულ მდგომარეობაში არიან, გარკვეული გამონაკლისის გარდა. თუმცა კონკრეტულ გამოწვევებს წელსაც ვხედავთ, მაგალითად, საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტება. ჩვენ გამოვითხოვეთ საჯარო ინფორმაცია საარჩევნო ოლქებიდან, თუ რა გამოცდილების მიხედვით შეარჩიეს ადამიანები, რამდენად ჰქონდათ მათ საარჩევნო კუთხით გამოცდილება. გამოიკვეთა, რომ 73-დან 10 შემთხვევაში ადამიანები, რომლებიც ოლქში ნეიტრალურ წევრებად აიყვანეს, წინა არჩევნებში მმართველ პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენდნენ.

გამოიკვეთა ნეპოტიზმის და პოლიტიკურ პარტიებთან სავარაუდო აფილირების შემთხვევებიც. ხუთ შემთხვევაში ოლქში წარმოდგენილი ადამიანი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის, ერთ შემთხვევაში კი, სუს-ის მაღალჩინოსნის ნათესავია. კანონის დარღვევასთან არ გვაქვს საქმე, მაგრამ ჩნდება კითხვა: როგორ მოხდა ამ კანდიდატებისთვის უპირატესობის მინიჭება?

საარჩევნო კანონმდებლობით გასაუბრების კომპონენტიც აღარ არის სავალდებულო. შესაბამისად, გამჭვირვალედ ვერ ვხედავთ: რამდენიმე კანდიდატის არსებობის შემთხვევაში, ვის რატომ ანიჭებს უპირატესობას კომისია.

საოლქო კომისიას ბათუმში ჰქონდა არგუმენტი, რომ საუბნო კომისიების წევრების შერჩევის დროს კანდიდატებს ვერ გაესაუბრებიან, მათი სიმრავლის გამო. 

სხვა საოლქო კომისიებსაც იგივე არგუმენტი ჰქონდათ. ამ არგუმენტის საპირწონედ ჩვენ 73 საარჩევნო ოლქიდან გამოვითხოვეთ ინფორმაცია იმის გასარკვევად, თუ საუბნო კომისიების დონეზე რამდენი კონკურსანტი იყო. ამის მიხედვით იქნება შესაძლებელია იმის თქმა: იყო თუ არა შესაძლებელი გასაუბრების ჩატარება. ჩვენ დეტალურ დასკვნებს ინფორმაციის დამუშავების შემდეგ წარვუდგენთ საზოგადოებას.

აქვეა მეორე კომპონენტი: ამ პირებს უნდა ჰქონდეთ საარჩევნო გამოცდილება და ზოგიერთ შემთხვევაში, არც კი ხდებოდა გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა კომისიებისთვის. გამოცდილების შესახებ კანდიდატებმა მხოლოდ საკონკურსო განაცხადებში მიუთითეს.

ფიქრობთ, რომ გასაუბრებას საოლქო კომისიებმა მიზანმიმართულად აარიდეს თავი? 

ჩვენ ვვარაუდობთ, რომ იმ ვადებში, რაც საოლქო კომისიებს საუბნო კომისიების წევრების შესარჩევად ჰქონდათ, გასაუბრების ჩატარება შესაძლებელი იყო. მთავარი იყო ამის სწორად ორგანიზება და ნება. ჩვენ გვქონდა ინიციატივაც, თუ რა ფორმით არის შესაძლებელი ამ პროცესის გამართვა შედარებით მოკლე დროში და იმგვარად, რომ პოლიტიკური გავლენებიც მეტნაკლებად გამოირცხოს.

ჩვენ ვთავაზობდით საარჩევნო ადმინისტრაციას ორდონიან ტესტირებას. ერთი – ეს იყო საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის და მეორე საოლქო და ცენტრალური საარჩევნო კომისიებისთვის, შესაბამისი კომპეტენციის დასადგენად. კანდიდატები, რომლებიც წარმატებით ჩააბარებდნენ ამ ტესტირებას, კანონმდებლობაში შესაბამისი პროცედურების ცოდნის კუთხით, შეიქმნებოდა ბაზა და შემდეგ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეარჩევდნენ ამ ბაზიდან პირებს საარჩევნო კომისიებისთვის, ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით. სამწუხაროდ, ამ ინიციატივის გაზიარებაზე უარი გვითხრეს.

სიტუაციას რამდენად ართულებს ის, რომ წელს უკვე მმართველ პოლიტიკურ პარტიას საარჩევნო კომისიებში სამი წევრი ეყოლება ერთის ნაცვლად. მესამე სექტორს კი არაერთხელ გამოგითქვამთ მოსაზრება, რომ კომისიის დანარჩენ დამოუკიდებელ ექვს წევრსაც ხშირად პოლიტიკური გავლენა ეტყობა. 

2017 წელს შეიცვალა ეს მდგომარეობა და განისაზღვრა, რომ შედეგობრივად პროპორციულად ხდება კომისიებში წევრთა რაოდენობის განსაზღვრა. კომისიის იმ წევრების შერჩევა, რომელიც ირჩევა პროფესიონალიზმიდან გამომდინარე, ხშირად დაკავშირებული იყო და გადაწყვეტილებებს იღებდა კონკრეტული პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ. ჩვენ ხშირად გვინახავს შემთხვევა, როცა კანონის ჩანაწერი ირღვევა და ეს პირები დამოუკიდებლად და მხოლოდ კანონიდან გამომდინარე არ იღებენ გადაწყვეტილებას.

იზრდება რისკი, რომ საარჩევნო კომისიებს კიდევ უფრო გაუჭირდებათ დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება? 

რისკი, რა თქმა უნდა, მაღალია. ჩვენ განგრძობითად დავაკვირდებით ამ საქმიანობას. რეალურად კომისიებში პროფესიონალური ნიშნით არის ვინმე არჩეული, თუ პოლიტიკური პარტიის მიერ, კანონი კომისიის ყველა წევრს ნეიტრალურობის და ობიექტურობის პრინციპის დაცვას ავალდებულებს. ერთიანობაში დააკვირდება საია საარჩევნო ადმინისტრაციების საქმიანობას.

დღეს როგორია საიას შეფასება, რამდენად სამართლიანი საარჩევნო გარემო გვაქვს? მოგვისმენია სხვადასხვა განმარტება პრობლემურ სიტუაციაში, რომ „კანონი არ დარღვეულა“. იგივე გვითხრა, მაგალითად, ბათუმის საოლქო კომისიის თავმჯდომარე – ციალა შავაძემაც, როცა მისი და ქედის საოლქო კომისიის წევრად აირჩიეს. 

ბევრი ასპექტი უნდა გავითვალისწინოთ. წინასაარჩევნო გარემო შეიძლება ითქვას სამართლიანია, მაგრამ გარკვეული გამოწვევები ისევ არის. ეს ეხება საარჩევნო კანონმდებლობასაც, რომელიც დახვეწას საჭიროებს. პრობლემა იყო, მაგალითად, ბათუმში ისიც, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობამ ვერ უზრუნველყო საარჩევნო სუბიექტებისთვის პლაკატების სტენდების განთავსება. პრობლემური საკითხია იგივე მედია მდგომარეობა, რამდენად თანაბრად ხელმისაწვდომია მედია ყველა პოლიტიკური სუბიექტისთვის და ბალანსის პრობლემა, ასევე კომუნიკაციის ეროვნული კომისია, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში არასწორ განმარტებებს აკეთებს. კომისიამ მიიჩნია, რომ წინასაარჩევნო პერიოდი დაიწყო პირველი აგვისტოდან, ანუ როცა პრეზიდენტმა არჩევნები გამოაცხადა და არა 28 აგვისტოს, არჩევნებამდე 60 დღით ადრე.

კანონში პირდაპირ წერია, რომ მხარეებს თანაბარი უფლებები და ვალდებულებები სწორედ არჩევნებამდე 60 დღეში წარმოეშობათ. ასევე კომუნიკაციების კომისიამ „რუსთავი 2“-ის შემთხვევა საარჩევნო კოდექსის ნორმების შესაბამისად განიხილა, „ობიექტივთან“ მიმართებაში კი მაუწყებლობის შესახებ კანონი გამოიყენა…

საზოგადოებრივი აზრის კვლევის კუთხითაც პრობლემური ნაწილი ისევ ღიად დარჩა. ამ შემთხვევაში კანონი ზუსტად არ განმარტავს, რა მეთოდოლოგიით, რა ფორმით უნდა შემოწმდეს საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების სანდოობა. ხანგრძლივი დისკუსიის შემდეგ, საბოლოოდ კომისიამ გვითხრა, რომ ისინი გამოკითხულ პირთა პერსონალურ მონაცემებს არ გაამჟღავნებდნენ, მაგრამ ანკეტებთან წვდომა უნდა ჰქონდეთ.

რამდენად გაძლიერდნენ ის ინსტიტუტები, რომლებმაც სამართლიანი საარჩევნო გარემო უნდა უზრუნველყონ? 

ამ კითხვის საპასუხოდ მინდა გავიხსენო ახლახანს ჩვენი მონიტორინგის შედეგის პრეზენტაცია, რასაც არაეთიკური გამოხმაურება მოჰყვა იგივე ცესკოს თავმჯდომარის მხრიდან. ეს იყო არაეთიკური გამოხმაურება, რადგან კანონის მიხედვით მას შეეძლო მხოლოდ ობიექტურ და დასაბუთებულ კრიტიკაში შემოსულიყო.

მანდატიდან გამოვიდა და ობიექტური არბიტრის ფუნქცია დაკარგა, ასევე უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარემ, რომელმაც ის  გაგვაკრიტიკა, რომ ჩვენი მონიტორინგის შედეგს არც კი გასცნობია – მან სხდომაზე მოითხოვა შედეგების ამობეჭდვა. ეს ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ როდესაც საჭიროა გარკვეული სენსიტიური გადაწყვეტილებების მიღება, შესაძლოა, ეს გადაწყვეტილებები არ იყოს კანონთან შესაბამისობაში და იყოს გარკვეული დისბალანსი.  ჩვენთან არსებობს როგორც კანონის დახვეწის, ისე მისი აღსრულების და ნებელობის პრობლემა.

უკვე 44 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია დარეგისტრირდა დამკვირვებლად. რეგისტრაციის პროცესი გრძელდება. რამდენად არსებობს რისკი, რომ ამ ორგანიზაციების დიდი ნაწილი რეალურად პოლიტიკური დაკვეთას ახორციელებდეს? 

ასეთი ორგანიზაციების რაოდენობა იზრდება. არაერთხელ ყოფილა შემთხვევა წინა არჩევნებზე, როცა ვითომდა სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელს უთქვამს, რომ ის რეალურად კონკრკეტულ პარტიას წარმოადგენს. იყო შემთხვევები, როცა ისინი ჩვენს წარმომადგენლებს ხელს უშლიდნენ უფლებამოსილების განხორციელებაში. ვხედავთ ისეთი ორგანიზაციების მომრავლებას, რომელთა ინტერესს არ წარმოადგენს ობიექტური, ნეიტრალური დაკვირვება და საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდება.

ვლევების მიხედვით, ისევ დიდია იმ ამომრჩეველთა რაოდენობა, ვისაც არჩევანი გამოკვეთილი არ აქვს. თქვენი აზრით, უნდა დაფიქსირდეს თუ არა იმ ამომრჩევლის პროტესტი, რომელიც არჩევნებზე მიდის და პროტესტის ნიშნად ყველა კანდიდატს ხაზავს? 

თუკი დავაკვირდებით, მართლაც დიდია ნიჰილისტური განწყობები. კანონის მიხედვით, როცა ყველა კანდიდატი გადახაზულია, ბიულეტენი ითვლება ბათილად და არ ფიქსირდება ამომრჩევლის პროტესტი. ჩვენი აზრით, ამას სჭირდება კვლევა: რეალურად რამდენია ბათილად მიჩნეულ ბიულეტენში ისეთი ბიულეტენი, სადაც ამომრჩევლებმა პროტესტის ნიშნად ყველა გადახაზეს. გარკვეულ ქვეყნებში ამ მიმართულებით არსებობს საკანონმდებლო რეგულაციები. ჩვენ ამ საკითხის შესწავლას ვაპირებთ.

“Why did I fail to study?” – women from the mountains

“Education is the only motivation in a woman’s life. Education enables a woman to be more daring. An educated person has more culture”, – think women, who failed to receive an education due to social, economic or cultural constraints.

Some of the protagonists of this photo story lack not only high school level but basic education as well. They were born in the era, when the issue of whether or not a woman should receive an education was resolved by others. In some cases, they simply lacked access to school. Elderly women living in the mountainous region of Adjara were children at this  time. Many of them still regret the fact that they could not receive sufficient education.

Batumelebi met with the women in pastures located in the Chirukhi mountains.

Tina Putkaradze. Photo by: Manana Kveliashvili/Batumelebi

Tina Putkaradze, 68 years old:

“I was raised in Shuakhevi, village Dgvani. I finished high school and wished to continue my studies, but I was forced to marry. I studied well and finished school with distinction. I especially liked Georgian language and literature. I knew half of the “Knight in the Panther’s Skin” by heart. If I was granted an opportunity, I would become a Georgian language teacher. I was thinking about applying to the university but my mother told me – “you will meet some guy in the city, will run with him and I will kill you”. Then what she did was  have me married. Now I will say it many times, she took this sin with her to the grave. If she did not go against it, I would now have higher education and a decent job. I always received A and B grades at school. My brother was a teacher; in bad weather he used to place me on his back and take me to school that way. I regret it very much.

Did I love my husband? Who would ask me? Nobody cared about it. It was a bargain. My husband had no education either.

Do you know what I remember the most? I  studied in Batumi for half a year before I married. There were sewing classes in a sewing factory. I have done physical work my whole life and I only had my own salary during those six months. On one hand they taught us and on the other – had us work in the factory. When I received my first salary, I bought a two-piece suit – a sport coat and a skirt. I could not think of a happier person in the whole world then. I was a kid, I was so happy. I even collected money for my own dowry .

I studied for six months, by the seventh month I got engaged and then married. I was not given a chance to finish my studies. If I had a chance, I would not get married, I would study, enter the grown up world, be educated, cleverer, however life appeared to be different. When I married, I found out that in the new family there was my sister-in-law, who was bound  to a wheelchair. I was looking after her for 20-21 years. Then we had kids. I started working on a collective farm, in the tobacco field, but there was no salary. When I received my salary, the money would be split in the family. If I needed something my  husband would give me some, but the salary earned by you is still different, when it is truly yours.”

Tina Putkaradze in Chirukhi, on summer pastures. Photo by Manana Kveliashvili/Batumelebi

I have six children. One of my sons works on a ship, he is a captain. None of my four girls have studied. Two of them were kidnapped at a very young age, so they did not even finish high school. The other two got married immediately after finishing high school. I wanted them to study, however. But at least my grandchildren do study.

One of my grandchildren is 23 years old, she finished university. She is told to get married on frequent occasions. She replies – “why should I get married? Am I doing something wrong now? I wish to set up my life first”. I support her in every possible way and advise her not to marry yet. Family is a very difficult thing. When you marry, you cannot live on your own any more. I would tell the youth not to be in a hurry, wait on marriage. First, they should make their own lives and then take this important step.

Nadia Ebralidze, Photo: Manana Kveliashvili/Batumelebi

Nadia Ebralidze, 85 years old

My education is comprised of eight years at school. I had to live in a very tough and poor period with no books, pens, pencils…At that time there was a shortage even in ink supply, so we could not write. We would scratch soot from a fireplace, apply it to the pen and write that way. I somehow finished eighth grade at school and haven’t thought of continuing my studies since then. Then only those living in towns would think of studying. I was 25 when I married my husband. I raised my children. I wished my daughters went to study, however they also failed to. I hope that my grandchildren will study though.

Aishe Dumbadze, Photo: Manana Kveliashvili/Batumelebi

Aishe Dumbadze, 80 years old:

I am 80 years old, already preparing to depart this world…I was an orphan. Somehow I managed to reach the third grade at school and then I left it, the school was far away. Nevertheless, I was cunning enough to learn to read and write myself. I know enough to sign. Besides, I used to write small letters, when my children were in the army. If I was not an orphan, who knows, maybe I would have reached something myself. I wished to be a doctor. Everybody is a doctor in my community.

I was 14 when I got married. I have five children – one girl and four boys. One of them studied, the others have high school level educations. My girl learned to sew.

What would education change in my life?  – I would have a better life, I would be an appreciated woman. Thank God I still have a good life, however education is still different. All of my children are doing good, they all have their homes and good lives. I feel all right from that perspective.

Aishe Beridze Photo by: Manana Kveliashvili/Batumelebi

Aishe Beridze, 78 years old:

Education was not accessible during my time. I wished to study but failed to. I got married and then had no time to study. I gave birth to six children and they required support and care. I wanted to be a doctor very much. It is a very good profession, you help people. I failed to reach that goal.

I married my husband at the age of 17; we loved each other and still do at this older age. We understand each other very well. We always look each other straight in the eyes. All of my people are good – my children, daughters-in-law, neighbors. I am satisfied with my life.

Eter Putkaradze Photo by: Manana Kveliashvili/Batumelebi

Eter Putkaradze, 60 years old:

I live in Darchidzeebi, the village is called Mtisubani. During summer we spend three months on mountainous summer pastures and live there. We make cheese, butter, some dairy products and take them down with us to consume in winter.

The life of a woman living in the mountains is difficult. There is no difference whether you are healthy or sick, whether you can or cannot do something. You should go and work. I got married immediately upon finishing school. I have not studied since I graduated. At the time when I finished school, girls never continued studies at a higher level, although I could study very well. I was very good at math. I helped my child with that subject throughout all the school years.

Why did I fail to study? Life was tough then. I was the first girl in the family. My mother had seven children and I raised my siblings. Time was spent working and it took my studying time away. Now  people graduate from universities and I am surprised and frustrated. I knew more than them, I understood more than them; knew but failed to study.

When my child finished school, it was a very difficult period for us, we were poor, however I managed to do the impossible and give her an education. My child never felt that we lacked anything. Whatever I lacked in terms of education, I made sure to provide my child with.

What I see in young girls is a trend that everybody does their best to get educated. They do everything to become students and study, since nothing is possible without education.

Mountain Chirukhi Photo by: Manana Kveliashvili/Batumelebi
Guguli Surmanidze. Photo by: Manana Kveliashvili/Batumelebi

 

Guguli Surmanidze, 81 years old:

My education is comprised of three years at a junior school. I  left the school after that. I worked on a farm, looked after cows. I still look after cows, it is my income. If there was any job in the village, I was doing it, worked on a collective farm, collected potato crops, and grew tobacco.

Salary? My husband was a postman and delivered newspapers. That was my salary. My own money? Where would I get my own money from, I was young then and had no pension. Now I have a pension. When I first received my pension, it was my personal money. Although we sold cheese, potatoes, and tobacco, the revenue was split within the family. I have four children. I have given no education to my children, however will certainly do that for my grandchildren.

Manana Putkaradze. Photo by: Manana Kveliashvili/Batumelebi

Manana Putkaradze, 57 years old:

I live in the village Tomasheti. I was 47 years old when my husband passed away. I have been a widow for the past 10 years. My boys are married and so is my daughter.

I finished high school and then got married. I had some education but then women generally would not study a lot. I usually received A and B marks at school. There was no opportunity; otherwise I would have gone for higher education. I truly wished to study – I used to say that “I plan to become a nurse” but I failed to. There was no opportunity, my parents would not let me go. I could not give education to my daughter either, however she was not interested in studying herself. I regret it. If I had an education, I would not have to look after cattle.

It is tough to lack education, you then have to work physically. Looking after cows is not an easy job. You must always spend time in a cattle-shed. Now I milk five cows. That is the way it is, you should do whatever life requires you to.

Tina Kartsivadze. Photo by: Manana Kveliashvili/Batumelebi

Tina Kartsivadze, 82 years old:

I have finished eight years of school. I used to study at Oladauri school in Shuakhevi. I was in  8th grade when my family was displaced from there. In 1951 we were sent to Kazakhstan and came back in 1953. We were in such a difficult situation; who would care about my education? Survival was the main issue to take care of. My parents were old fashioned people, they did not wish to study. They did not regret it too much that I was left without education.

When we came back to Georgia, I got married at their will. There were no love based marriages then. Somebody was arranged to be your husband based on your father’s will and you had to obey. That was the rule. I made it to a good family, so I did not regret the marriage too much. Life is difficult, but still I am satisfied. I have grandchildren and great-grandchildren. My children did not study but my grandchild, a girl, graduated from university. The grandchildren, boys, have graduated from musical school and now they are musicians.

P.S. The photo story is prepared on summer pastures located on the mountain Chirukhi, Shuakhevi municipality. Every year, by the end of May, people from various villages take their cattle to the mountains and spend the whole summer there. They are also called mountain inhabitants. The whole workload is on women. They look after cows, make cheese, butter, other dairy products and then sell them in the town and consume the products throughout the  winter.

Mountain Chirukhi. Photo by: Manana Kveliashvili/Batumelebi

რა ფილმებს ნახავთ დღეს ბათუმის კინოფესტივალზე [22 სექტემბრის აფიშა]

დღეს, 22 სექტემბერს, საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის ბოლო დღეა. ფესტივალი ხვალ, 23 სექტემბერს საზეიმოდ დაიხურება ბათუმის მუსიკალურ ცენტრში, დღეს კი კინოთეატრ „აპოლოში“ შემდეგი ფილმები იქნება ნაჩვენები:

  • 12 საათზე: „შამანური გაკვეთილები დამწყებთათვის“, რეჟისორი: სვეტლანა სტაცენკო 

ეს არის უცნაური მეგობრობის ამბავი ტუველ შამანსა და ამერიკელ ფსიქოლოგს შორის, რომელიც ტუვაში ჩადის შამანური პრაქტიკის შესასწავლად.

  • 14 საათზე: „სიცოცხლის კიდევ ერთი დღე“, რეჟისორები: დამიან ნენოვი, რაულ დე ლა ფუენტე

დამიან ნენოვისა და რაულ დე ლა ფუენტეს დოკუმენტური სურათი პოლონელი ომის რეპორტიორის, რიშარდ კაპუცკინსკის მოგზაურობაზეა ანგოლაში და 70-იანი წლების ომზე, რომელიც ამ ქვეყანაში მძვინვარებდა. ფილმი ანიმაციისა და დოკუმენტური კინოს სინთეზია.

  • 16 საათზე: “საშლელი”, რეჟისორი: დავით ფირცხალავა; “ღამის მორიგე”, რეჟისორები: გრიგოლ ჯანაშია & ნატო გაბუნია; Paganos, რეჟისორი: ნიკოლოზ ქობულავა; “დასასრულის დასაწყისი”, რეჟისორი: გიორგი ქასრაშვილი; “1943”, რეჟისორი: ბიძინა გოგიბერიძე, “ანდრო”, რეჟისორი: თორნიკე გოგრიჭიანი; “თევზაობა”, რეჟჲსორი: თორნიკე ბზიავა. 
  • 18 საათზე: “ბედნიერი ლაზარე”, რეჟისორი: ალიჩე რორვახერი 

იტალიელი რეჟისორისა და სცენარისტის, ელის როუოჩერის ეს ფილმი წელს კანის კინოფესტივალზე აჩვენეს, სადაც რეჟისორმა საუკეთესო ფილმის სცენარისთვის მიიღო პრიზი. ლაზარო 20 წლის მიამიტი ფერმერია, ტანკრედი – ახალგაზრდა დიდგვაროვანი, ისინი დამეგობრდებიან, რაც განსაკუთრებით ლაზაროსთვისაა მნიშვნელოვანი.

ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს იტალიაში მცხოვრები ქართველი მსახიობი, ლუკა ჩიქოვანი ასრულებს. იგი თავად წარადგენს ფილმს ბათუმის კინოფესტივალზე.

  • 20:30 საათზე:  “ჰორიზონტი”, რეჟისორი: თინათინ ყაჯრიშვილი 

ფილმის პრემიერა წელს ბერლინის კინოფესტივალის სექცია „პანორამაში“ შედგა. ფილმი განქორწინებული ცოლ-ქმრის, ანასა და გიორგის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. „ჰორიზონტში“ მთავარ როლებს ია სუხიტაშვილი, გიორგი ბოჭორიშვილი, სოსო გოგიჩაიშვილი, ნანა დათუნაშვილი, ჯანო იზორია და ლიკა ოყროშიძე ასრულებენ. 

  • 22:30 საათზე: “ყველამ იცის”, რეჟისორი: ასგარ ფარჰადი

ბუენოს-აირესში მცხოვრები ესპანელი ქალი მადრიდთან ახლოს, მშობლიურ ქალაქში ჩადის, დის ქორწილში. ეს მოგზაურობა საიდუმლოებებს ხდის ფარდას. ფილმში მთავარ როლებს ხავიერ ბარდემი და პენელოპა კრუსი ასრულებენ.

________

კინოჩვენებებზე დასწრება უფასოა. დასწრებისთვის საჭიროა ე.წ. „უფასო ბილეთი“ (რაც დაჯავშნისა და კონტროლისთვის გამოიყენება), რომლის აღებაც კინოთეატრ „აპოლოს“  BIAFF საინფორმაციო ცენტრშია შესაძლებელი.

ინგლისური ენის შესწავლის პროგრამა სოციალურად დაუცველი მოზარდებისთვის

ამერიკული ორგანიზაცია PH International-ი და „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით იწყებს „ინგლისური ენის შესწავლის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამას“ (English Access Microscholarship Program) სოციალურად დაუცველი და შეჭირვებული ოჯახებისთვის.

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 14-18 წლამდე მოზარდებს, რომლებიც ტესტირების საფუძველზე შეირჩევიან.

პროექტი საქართველოს რეგიონებში – ქუთაისში, ფოთში, ამბროლაურში, ოზურგეთში, თელავში, ბათუმში, მესტიაში, გორში, ყაზბეგში, ზუგდიდში, ახალქალაქში, ნინოწმინდაში, მარნეულში, დუშეთში, საგარეჯოში, რუსთავში, ახალციხესა და სოფელ ბირკიანში ხორციელდება.

პროგრამის ხელმძღვანელების ინფორმაციით, საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ, ხელვაჩაურში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მოზარდებსაც.

თითოეულ ქალაქში 25 მოზარდი შეირჩევა, რომლებიც გადანაწილდება 2 ჯგუფში წინასწარი ტესტირების საფუძველზე, ისე, რომ თითოეულ ჯგუფში მოსწავლეთა რაოდენობა არ აღემატებოდეს 13-ს.

პროგრამის მონაწილეებს ჩაუტარდებათ ინგლისურის სამი ორსაათიანი გაკვეთილი კვირის განმავლობაში. გაკვეთილი ჩატარდება არასასკოლო საათებში.

„პროგრამა მიზნად ისახავს ხელმისაწვდომი გახადოს ინგლისური ენის შესწავლა მოზარდებისთვის სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული ოჯახებიდან. გარდა იმისა, რომ ბავშვები შეისწავლიან ინგლისურ ენას, ისინი, ასევე ეზიარებიან ამერიკულ კულტურასა და წეს-ჩვეულებებს და განავითარებენ ლიდერის თვისებებს,“- ნათქვამია განცხადებაში.

პროგრამა ორწლიანია და მოიცავს სწავლების 4 სემესტრს.

პირველი სემესტრი: ოქტომბერ-დეკემბერი 2018;
მეორე სემესტრი: იანვარ-ივნისი 2019;
მესამე სემესტრი: სექტემბერ-დეკემბერი 2019;
მეოთხე სემესტრი: იანვარ-ივნისი 2020.

აპლიკაციის შემოტანის ბოლო ვადაა 7 ოქტომბერი.

აპლიკაციის შევსების ინსტრუქცია, პროგრამაში მონაწილეობის მოთხოვნათა ჩამონათვალი და სააპლიკაციო ფორმა.

 

როცა უნივერსიტეტი 100 პროცენტით აფინანსებს, მაგრამ სტუდენტი სწავლას მაინც ვერ აგრძელებს

19 სექტემბერს საქართველოს განათლების მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი, სან დიეგოს უნივერსიტეტის თბილისის ფილიალში მივიდა და სტუდენტებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

„საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ინჟინრების, ტექნოლოგების და სამეწარმეო მიდგომების მქონე ახალგაზრდები. ჩვენი მიზანია, საქართველო გავხადოთ ტექნოლოგიურად კონკურენტუნარიანი ქვეყანა, სადაც თქვენ, სტუდენტებს, ძალიან მნიშვნელოვანი როლი გეკისრებათ! “ – ასე მიმართა მინისტრმა სტუდენტებს.

ამ სტუდენტებს შორის იყო 17 წლის ბათუმელი მილენა ვარდანიანიც, რომელმაც წელს სან დიეგოს უნივერსიტეტში სამშენებლო ინჟინერიის სპეციალობაზე ჩააბარა.

ამერიკულმა სან დიეგოს უნივერსიტეტმა, რომელიც ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისა და აშშ-ს მთავრობის ჩართულობით გაიხსნა საქართველოში, მილენას სწავლის საფასური, წელიწადში 7 500 დოლარი დაუფინანსა, მაგრამ მილენამ, რომელმაც ოქროს მედალზე დაამთავრა ბათუმის #7 საჯარო სკოლა, ჯერ კიდევ არ იცის, გააგრძელებს თუ არა სწავლას, რადგან მის ოჯახს არ აქვს საშუალება დაფაროს თბილისში ცხოვრების ხარჯები.

მილენას ძალიან უჭირს ამ თემაზე საუბარი. შეკითხვებზე ჯერ უხერხულად დუმს და მერე ნაწყვეტ-ნაწყვეტ ყვება, რომ მამა გარდაცვლილი ჰყავს, დედა და და ბათუმში ცხოვრობენ, ოჯახის შემოსავალი მხოლოდ დის ხელფასია, რომლის დიდი ნაწილიც აქამდე გადასახადებს და ოჯახის აუცილებელ საჭიროებებს ძლივს ჰყოფნიდა. ახლა ეს ხელფასი ორ ნაწილად უნდა გაიყოს, რომ მილენას თბილისში ცხოვრების ხარჯს: ბინის ქირას, საკვებისა და გზის ფულს გასწვდეს, რაც, ფაქტობრივად, შეუძლებელია.

„სწავლაზეც აღარ ვფიქრობდი წელს, რადგან არ იყო ამის საშუალება. ახლა დროებით ვცხოვრობ სხვებთან. ბინა უნდა ვიქირავო სხვა სტუდენტთან ერთად, ასე უფრო იაფი იქნება, მაგრამ მაინც ძვირია და არ ვიცი რა იქნება.

სამშენებლო ინჟინერია ძალიან მოთხოვნადი პროფესიაა და უკვე რამდენი ხანია ამ მიმართულებაზე მინდა სწავლა, მიყვარს მათემატიკა და ფიზიკა. კურსზე უმეტესობა ბიჭია, თუმცა გოგოებიც არიან“, – ყვება მილენა.

მილენამ არ იცის, ვის შეიძლება მიმართოს დახმარებისთვის, სწავლის გაგრძელება რომ შეძლოს.

მართალია, აჭარის განათლების სამინისტროს აქვს პროგრამა, რომლის ფარგლებშიც აჭარაში მცხოვრებ სტუდენტებს საზღვარგარეთ სწავლის ან ცხოვრების ხარჯების დაფარვაში ეხმარება, მაგრამ ეს პროგრამა მილენაზე ვერ გავრცელდება – მიუხედავად იმისა, რომ მილენა ამერიკულ უნივერსიტეტში სწავლობს, რომლის პროგრამებს საერთაშორისო აკრედიტაცია აქვთ, აჭარის მთავრობა მას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაეხმარებოდა, თუ მილენა კალიფორნიაში, სან დიეგოს უნივერსიტეტში ისწავლიდა და არა თბილისში – ასეა გაწერილი პროგრამაში. გარდა ამისა, პროგრამა არ ვრცელდება ბაკალავრიატის სტუდენტებზე.

აჭარის მთავრობას არ აქვს სხვა პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მილენას და მის სტუაციაში მყოფ წარმატებულ სტუდენტებს, რომელთაც აქვთ სახელწიფო ან საუნივერსიტეტო გრანტი, მაგრამ არ აქვთ სხვა ქალაქში ცხოვრების ხარჯების დაფარვის საშუალება, შეეძლო დახმარება ან სტიპენდია მიეღო.

უნდა ჰქონდეთ თუ არა წარმატებულ, მაგრამ ღარიბ სტუდენტებს სახელწიფოს ხელშეწყობა სწავლისას და რას ურჩევდა თავად მილენას და მის სიტუაციაში მყოფ სტუდენტებს? – ეს შეკითხვები აჭარის განათლების მინისტრისთვის, ინგა შამილიშვილისთვის გვინდოდა დაგვესვა. მინისტრმა თემაზე კომენტარი პირადად არ გააკეთა, პრესსამსახურის მეშვეობით კი მოკლედ გვიპასუხა.

„სამინისტრო აფინანასებს ორ პროგრამას: სტუდენტთა დახმარების პროგრამას, რომელიც ხედავს სოციალურად დაუცველების კომპონენტსაც, მრავალშვილიანსაც, ხედავს დედ-მამით ობოლსაც და ხედავს ქედა-შუახევ-ხულოსაც. ასევე, აფინანსებს სწავლას საზღვარგარეთ. ეს არის მინისტრის პასუხი ამ თემასთან დაკავშირებით“, – გვითხრა აჭარის განათლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა, თეა ვადაჭკორიამ.

ოქროს მედალი, რომელიც ადასტურებს, რომ მისმა მფლობელმა სკოლაში ყველა საგანში უმაღლესი შეფასება მიიღო, მილენას ჯერ არ მიუღია. ოქროს მედლების გადაცემის ცერემონია ბათუმში, სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში გაიმართება. ამ ცერემონიას, ტრადიციულად, ესწრებიან აჭარის მთავრობის წევრები. დაჯილდოებულებს შორის იქნება მილენაც, რომელსაც იმ დროისათვის სტუდენტის აქტიური სტატუსი შესაძლოა აღარ ჰქონდეს.

რა ელის ცელოფნის პარკების ბიზნესს – აკრძალვა ძალაშია პირველი ოქტომბრიდან 

2018 წლის პირველი ოქტომბრიდან საქართველოში იკრძალება ოქსოდეგრადირებადი, ასევე 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია. პლასტიკის პარკი ნავთობპროდუქტებისა და ნარჩენი პლასტიკური ნივთიერებების გადამუშავებით მიღებული პროდუქტია, რომლის სრულ დაშლას 100 წელზე მეტი სჭირდება.

ოქსოდეგრადირებადი პლასტიკის პარკი, ეს არის პლასტიკის მასალისგან დამზადებული პარკი, რომელიც შეიცავს დანამატებს, რაც ხელს უწყობს პლასტიკის მასალის მიკროფრაგმენტებად დაშლას. ასეთი პარკი ბუნებაში ქრება, თუმცა, მას იმდენად აქტიური ქიმიური დანამატები აქვს, რომ გარემოს არანაკლებ საფრთხეს თავად ეს დანამატები უქმნის. საქართველოში კი, ძირითადად, სწორედ ასეთი ერთჯერადი პარკები გამოიყენება.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2014 წლის მონაცემებით, საქართველოში ერთი მოქალაქე, საშუალოდ, წელიწადში 525 ერთჯერად პლასტიკის პარკს მოიხმარს, ხოლო, მაგალითად, ირლანდიაში აღნიშნული საშუალო მაჩვენებელი არის 14 პლასტიკის პარკი, დანიასა და ფინეთში კი მხოლოდ 4.

ცელოფნის პარკები ბათუმის ნაგავსაყრელზე / ფოტო: „ბათუმელები“

რაც შეეხება 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკების აკრძალვას, ეს არის პლასტიკის [ცელოფნის] ერთჯერადი პარკები, ყოველგვარი დანამატის გარეშე, რასაც ყოველდღიურად აწვდიან მომხმარებელს მარკეტებსა თუ სხვა სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის შეძენისას.

„პირველი ოქტომბრიდან საუბარია პარკის სისქის გაზრდაზე. 15 მიკრონზე ნაკლები სისქის, ეს არის ყველაზე თხელი, სამომხმარებლო პარკები. პროდუქცია [ცელოფნის პარკები] იყიდება წონით, ამიტომ ბითუმად მოვაჭრეები და რეალიზატორები ცდილობენ, შეიძინონ [გაყიდონ] რაც შეიძლება თხელი პარკები, რათა კილოგრამში ცალობით იყოს მეტი და ამით შეუმცირდეთ ხარჯები. ამიტომ ასეთი პარკები ყველაზე მოთხოვნადია და მათი წარმოება-რეალიზაცია აიკრძალა. რაც შეეხება 15 მაკრონზე მეტს, ასეთი პარკები გაცილებით მძიმეა და ითვლება, რომ შედარებით შეგროვებადი და  კონტროლირებადია. თუმცა მომავალი წლიდან ისიც აიკრძალება“, – ამბობს ირაკლი ნემსაძე, რომელსაც ქობულეთში ცელოფნის პარკების საწარმო აქვს.

ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია კი, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ქვეყანაში 2019 წლის პირველი აპრილიდან აიკრძალება. ამ პერიოდიდან საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული იქნება მხოლოდ სტანდარტის შესაბამისი ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია.

ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკი – მთლიანად ან ნაწილობრივ ბიოლოგიური, განახლებადი ნედლეულის საფუძველზე წარმოებული პარკია, რომელიც ბიოდეგრადაციასა და კომპოსტირებას ექვემდებარება.

ირაკლი ნემსაძე ამბობს, რომ ცელოფნის პარკი შეგიძლია დაამზადო ჩვეულებრივი პოლიეთილენისგან, რომელიც დიდი ხნის მანძილზე არ იშლება და არ ქრება ნიადაგში. ბიოდეგრადირებადი პარკი კი, შეიძლება დამზადდეს ამავე პოლიეთილენზე შესაბამისი ნივთიერებების დამატებით, რაც საბოლოოდ ცელოფნის პარკის ბიოდეგრადირებას, ანუ ბუნებაში გაქრობას იწვევს. ეს ნივთიერებები ამ პროცესს აჩქარებს.

„ბიოდეგრადირებად პარკებს ახლა იშვიათად აწარმოებენ, ვინაიდან დღეს არ არის ამის აუცილებლობა და მოთხოვნა. მაგრამ მომავალი წლის აპრილიდან მხოლოდ ბიოდეგრადირებადი პარკებია დაშვებული. სხვა ყველა სახის პარკების წარმოება-რეალიზაცია იკრძალება, რაც ცელოფნის პარკების გაძვირებას გამოიწვევს, მინიმუმ სამჯერ, ვიდრე ჩვეულებრივი ცელოფნის პარკები. შედარებისთვის, თუ პოლიეთილენის პარკის გარკვეული რაოდენობა დღეს 4 ლარი ღირს, იმავე რაოდენობის ბიოდეგრადირებადი პროდუქციის ფასი 4,5 ევროა“.

კანონის მოთხოვნაა, ბიოდეგრადირებად პარკებზე დატანილი იქნას შემდეგი სავალდებულო ინფორმაცია: წარწერა − „ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკი“; ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკის მწარმოებელი;  ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკის შემადგენლობა.

ინფორმაცია პარკზე უნდა განთავსდეს გამოსაჩენ ადგილას, ხედვის ერთ არეალში. დაუშვებელია ინფორმაციის გადაფარვა სხვა წარწერით ან ნახატით. პარკზე განთავსებული ინფორმაცია მომხმარებლისთვის  უნდა იყოს ადვილად წასაკითხი და გასაგები. ნიშანდებამ და აღწერილობამ შეცდომაში არ უნდა შეიყვანოს მომხმარებელი. პარკზე შეიძლება დატანილ იქნეს სხვა ინფორმაციაც, თუ იგი არ შეამცირებს სავალდებულოდ განსათავსებელი ინფორმაციის აღქმადობას.

რა გავლენას იქონიებს მთავრობის დადგენილება ცელოფნის პარკების მწარმოებელ ბიზნესზე?

„ყველა შემთხვევაში დავზარალდებით ჩვენც და სხვებიც, ვინც ცელოფნის პარკებს აწარმოებს. ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოებაზე გადასასვლელად დამატებითი ხარჯი იქნება საჭირო ახალი ტექნიკის შესაძენად [ტექნიკის 50% იქნება შესაცვლელი]; გაძვირდება წარმოებული პროდუქცია, რაც მის რეალიზაციასაც შეამცირებს. თუმცა, ამას მხოლოდ ჩვენი ბიზნესის ჭრილში არ შევხედავთ. არის მცდელობა, რომ ეკოლოგიურად გარემო იქნას დაცული. ბუნებრივია, ეს ჩვენი გარემოცაა და ხელი უნდა შევუწყოთ ამ პროცესს. მთავარია, კანონი არ იქცეს მხოლოდ რეგულაციად ჩვენთვის და ვიღაცისთვის, რომ ჩამოიშოროს კონკურენტები. მთავარია, ასევე პრაქტიკაში როგორ იქნება დაცული კანონის მოთხოვნა. არასათანადო და არასრულყოფილი კონტროლის შემთხვევაში შესაძლოა დაზარალდეს ადგილობრივი მწარმოებელი, იხეიროს იმპორტიორმა, ან ექსპორტიორმა და არც ეკოლოგიას ეშველოს“, – ამბობს მალხაზ ნემსაძე, რომელსაც თავის საწარმოში 15 ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

მისივე თქმით, ამ ბიზნესისთვის პრობლემა იქნება ისიც, თუ ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოება, პროდუქცია იმდენად გაძვირდება, რომ ის მუყაოს პარკების კონკურენციას ვერ გაუძლებს: „ჯერჯერობით, ამის ზუსტი გათვლა შეუძლებელია“.

პლასტიკისა თუ ბიოდეგრადირებადი პარკების კონტროლს შემდეგი უწყებები განახორციელებენ:

[checklist]

  • პარკების წარმოებისას – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი;
  • პარკების იმპორტისას – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;
  • პარკების რეალიზაციისას – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო.

[/checklist]

პასუხისმგებლობა პარკის წარმოება-რეალიზაციის წესების დარღვევისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განისაზღვრება.


საქართველოში ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაცია დაწყებულია. გარემოს დაცვის სამინისტრო პოლიეთილენის პარკების ბიოდეგრადირებადი პარკებით ჩანაცვლების ინიციატივით 2015 წელს გამოვიდა და რამდენიმე მსხვილი სავაჭრო ცენტრი შეუერთდა კიდეც კამპანიას, ეს პროცესი ამ დრომდე ნებაყოფლობითი იყო.

 

ია ფრანგიშვილის ინფოგრაფიკა / „ბათუმელების“ არქივიდან

 

 

გამოსავალი ისევ ქალებშია, ანუ მეტი ქალი ბიზნესში

„იმ კომპანიებში, რომლებშიც ქალთა ჩართულობა მაღალია, ბიზნესმომგებიანობა 24 %-ით მაღალია,“ – ეს მონაცემი „სიდას“ აღმასრულებელმა დირექტორმა, სალომე ზურაბიშვილმა ბიზნესში ჩართულ ქალებთან შეხვედრის დროს გააჟღერა. რატომ არის საჭირო მეტი ქალი ბიზნესში – ამ თემაზე დღეს, 21 სექტემბერს, სასტუმრო „ჰილტონში“ ისაუბრეს. „სიდამ“ ბიზნესკომპანიები ქალთა გაძლიერების კუთხით პროგრამაში ჩასართავად მიიწვია. კომპანიებმა შეხვედრაზე დასასწრებად, ძირითადად, ქალი თანამშრომლები გამოუშვეს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა“ [სამოქალაქო განვითარების სააგენტო] ბიზნესსექტორში ქალთა გაძლიერების კუთხით კომპანიებს საკონსულტაციო მომსახურებას სთავაზობს. გაეროს ქალთა ფონდი „საქართველო“ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტს ახორციელებს. ამ პროექტის ნაწილია ბიზნესსექტორში ქალების გაძლიერება, რასაც ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით „სიდა“ ახორციელებს. პროგრამაში 2018 წლის იანვრიდან უკვე ჩართულია 18 კომპანია, აჭარიდან – არც ერთი. აჭარაში „სიდა“ ამ პროექტის განხორციელებას სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან თანამშრომლობით გეგმავს.

„თანამშრომლობისთვის კომპანიების მხრიდან მხოლოდ ხელის მოწერა არ კმარა. ჩვენი სამუშაო ჯგუფი შედის ორგანიზაციაში და იწყებს შეფასებას, წერს ინტერვიუებს, როგორც ქალ, ასევე კომპანიის მამაკაც თანამშრომლებთან. ამ შეფასების შემდეგ დგება სამოქმედო გეგმა კომპანიაში ქალთა გაძლიერების კუთხით. სამოქმედო გეგმას ხელს აწერს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი. ჩვენ ამ კომპანიებს უფასო ტრენინგებს და საკონსულტაციო მომსახურებას ვთავაზობთ,“ – უთხრა დარბაზში შეკრებილებს „სიდას“ აღმასრულებელმა დირექტორმა, სალომე ზურაბიშვილმა.

რა სახის დახმარება შეიძლება გაუწიოს „სიდამ“ კომპანიებს – სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, ეს სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს, მაგალითად, რეკლამის დაგეგმავს, სადაც ხშირად ქალი სამზარეულოში ჩანს, კაცი – ავტომანქანაში. კონსულტაცია შესაძლოა გაიცეს ასევე ვაკანსიის გამოცხადებაზეც, რომელიც, „სიდას“ დაკვირვებით, ხშირად იმ ფორმით ქვეყნდება, რომ მასში მონაწილეობა ქალებს უკვე აღარ სურთ – დისკრიმინაციული დამოკიდებულებების გამო.

„ჩვენ ვმუშაობთ კომპანიის შიგნით არსებულ დოკუმენტაციაში დისკრიმინაციული ჩანაწერების იდენტიფიცირებასა და მათ აღმოფხვრაზე. ტარდება, მაგალითად, ტრენინგები ადამიანური რესურსების სამსახურის ხელმძღვანელისთვის იმ კუთხითაც, რომ მას შეეძლოს სამსახურში იმის დაფიქსირება, არის თუ არა რომელიმე თანამშრომელი სექსუალური ძალადობის, ან ოჯახში ძალადობის მსხვერპლი. სხვადასხვა მიდგომაა, რითაც შეიძლება ქალთა გაძლიერება, მათი დაწინაურება, მენეჯერულ პოზიციებზე დანიშვნა. ჩვენ ყოველწლიურად დავაჯილდოებთ იმ კომპანიებს, რომლებიც სამოქმედო გეგმას წარმატებით შეასრულებენ,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ სალომე ზურაბიშვილმა.

„სიდას“ წარმომადგენლები ბიზნესში ჩართულ ქალებს მსოფლიოს სხვადასხვა ბიზნესკომპანიის მაგალითებს მოუყვნენ იმის შესახებ, თუ როგორ გააძლიერეს ქალები. მაგალითად, „ნესტლეს“ პაკისტანის ოფისს გამოცხადებული აქვს, რომ ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში ინტერვიუზე დაბარებული ადამიანების 50 % ქალი უნდა იყოს. ამ ორგანიზაციამ ასევე დანერგა „მიკერძოებულობის ტრენინგი ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის [HR] თანამშრომლებისთვის.

„დადასტურებულია, რომ HR-ის განწყობა ხშირად ბევრ რამეს ცვლის. მაგალითად, თუკი HR-ს ჰგონია, რომ სამშენებლო ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსად აუცილებლად კაცი თანამშრომელი სჭირდება, იქ აუცილებლად კაცი დასაქმდება,“ – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

ქალთა გაძლიერების კუთხით კიდევ ერთი მაგალითი „ეთიოპიის ავიახაზებმა“ შექმნა: ბანგკოკის მიმართულებით დანიშნულ რეისზე სრული შემადგენლობა ქალები არიან – პილოტიდან დაწყებული, ტექნიკური თანამშრომლების ჩათვლით.

როგორ დადგინდა, რომ ქალთა მეტი ჩართულობით ბიზნესი უფრო მომგებიანი ხდება? -„ბათუმელების“ ამ შეკითხვაზე „სიდას“ აღმასრულებელმა დირექტორმა გვითხრა, რომ კვლევა მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით ცნობილმა კომპანიამ – „მაკენზი კომ“ ჩაატარა  და შეისწავლეს მსოფლიო მასშტაბით 500-ზე მეტი კომპანია.

„კვლევით დადგინდა, რომ ქალების მენეჯერულ პოზიციებზე დანიშვნით ამ კომპანიებში ფინანსური სარგებელი გაიზარდა. ასევე დადგინდა, რომ, ზოგადად, თანამშრომლების მოტივაციას ზრდის ქალების ჩართულობა ბიზნესსაქმიანობაში, თანამშრომლების პროდუქტუნარიანობა იმავე კომპანიებში 22 %-ით გაიზარდა,“ – ამბობს სალომე ზურაბიშვილი, „სიდას“ აღმასრულებელი დირექტორი.

შეხვედრაზე კომპანია „m2“-ის მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა თამარ რამიშვილმაც წარმოადგინა პრეზენტაცია. ეს კომპანია უკვე ჩართულია „ქალთა გაძლიერების პროგრამაში“ და 2016 წელთან შედარებით, როცა კომპანიაში მხოლოდ 2 ქალი მენეჯერი  იყო, ახლა იგი ხუთამდე გაიზარდა.

შეხვედრაზე ბიზნესში ჩართულ ქალებს, ასევე კომპანიებში დასაქმებულ ქალებს კითხვები არ დაუსვამთ. „ხომ არ აპირებთ მიკროგრანტების გაცემას?“ – იკითხა შეხვედრის დასრულებამდე ასლან ლორთქიფანიძემ, აჭარის მცირე და საშუალო ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარემ.

„ამ პროექტის ფარგლებში ეს არ იგეგმება, თუმცა ეს კარგი იდეაა,“ – უპასუხა შეკითხვას „სიდას“ აღმასრულებელმა დირექტორმა.

სალომე ზურაბიშვილი, „სიდას“ აღმასრულებელი დირექტორი

„თითქმის იგივე შეუძლია ქალს“ – ეს ფრაზა ახსენა ბიზნესში სქესის უპირატესობაზე საუბრის დროს ერთ-ერთმა მეწარმემ, მაყვალა კვირიკაძემ. მას 1993 წლიდან ყვავილები მოჰყავს და ყიდის. მას ვკითხეთ, რატომ ახსენა „თითქმის“.

მაყვალა კვირიკაძე, მეწარმე

„მეუღლე რომ არ მყოლოდა გვერდით, ვერაფერს მივაღწევდი… მე თანასწორუფლებიანობის მომხრე ვარ. ქალებს ხშირად ეშინიათ საქმის დაწყების. თუ მოინდომებ, ყველაფერი გამოვა. არ უნდა იყოს განსხვავება ქალსა და კაცს შორის. ჩემს სოფელში, ახალსოფელში, ბერძნებს მოჰყავდათ ყვავილები, მერე მეც მომინდა და შემიყვარდა ეს საქმე,“ – გვითხრა მაყვალა კვირიკაძემ.

„თავდაპირველად ფუტკრების დედოფალს მეძახდნენ, ახლა მეფუტკრე მანანას. დაიჯერეს, რომ ბიზნესის კეთება შემიძლია,“ – ამბობს მანანა ბოლქვაძე. ის ფუტკრის ბიზნესშია ჩართული.

მანანა ბოლქვაძე მიიჩნევს, რომ მამაკაცისთვის უფრო ხელსაყრელია ბიზნესგარემო, ვიდრე ქალებისთვის და დისკრიმინაციულობის კუთხით არსებითად არაფერი შეცვლილა.

„ვგულისხმობ ფინანსებზე ხელმისაწვდომობას. ქალი ბიზნესმენი ხშირად ვერ იღებს ბანკისგან სესხს, რადგან ამას საბანკო უზრუნველყოფა სჭირდება, ქალი კი უძრავი ქონების მესაკუთრე არ არის. მე ქალ ბიზნესმენთა კოოპერატივების ასოციაციის კოორდინატორი ვარ და იქაც უთქვამთ, რომ ეჭვის თვალით უყურებენ, როცა ქონების გადაფორმებას ითხოვ. უთქვამთ, რომ ეს ოჯახში კონფლიქტის მიზეზი გამხდარა და ასე სესხის მიღება აღარ უნდათ.

საზოგადოება ეჭვის თვალით უყურებს ჯერ კიდევ იმას, რომ ქალს ბიზნესი გამოუვა. მეც თავდაპირველად „ფუტკრების დედოფალს“ მეძახდნენ ხუმრობით მამაკაცი ბიზნესმენები. დიდხანს ვგრძნობდი ეჭვს ჩემ მიმართ, არ მენდობოდნენ. ახლა მხვდებიან და ამბობენ, რომ ეს მეფუტკრე მანანაა. ქალს მეტი ძალისხმევის გაღება სჭირდება იმისთვის, რომ ეს დაამტკიცოს.

ვფიქრობ, გამოსავალი ისევ ქალებშია. ქალებმა უნდა გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები, „კუხნაში“ მათ არავინ დაინახავს, იქ არავინ მიაკითხავს მათი ნიჭის აღმოსაჩენად. ჩემზე ბევრად ძლიერი ქალები არსებობენ, მაგრამ ისინი იკარგებიან,“ – გვითხრა მანანა ბოლქვაძემ.

მანანა ბოლქვაძე, მეწარმე

„ხშირ შემთხვევაში, როცა ქალების ჩართულობაზე მიდის საუბარი, ორგანიზაციები ქალ თანამშრომელს უშვებენ შეხვედრაზე. ეს აჩვენებს დამოკიდებულებას, რომ კაცები არ, ან ნაკლებად საუბრობენ, ფიქრობენ ამ პრობლემაზე. ისინი თვლიან, რომ ქალებს აინტერესებთ მხოლოდ ეს თემა,“ – გვითხრა „სიდას“ აღმასრულებელმა დირექტორმა, სალომე ზურაბიშვილმა. მას ვკითხეთ მოსაზრება, თუ რატომ მოვიდნენ შეხვედრაზე ძირითადად ქალები.

 

 

 

საგრანტო კონკურსი მოკლემეტრაჟიანი ფილმების დასაფინანსებლად

აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრო მხატვრული მოკლემეტრაჟიანი ფილმების დაფინანსების საგრანტო კონკურსს აცხადებს.

ერთ კინომწარმოებელზე გაიცემა არაუმეტეს 15 000 ლარი. განაცხადების მიღების ვადა განისაზღვრა  20 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით.

სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსი პროგრამის – ,,კულტურის პოპულარიზაცია და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების ხელშეწყობა”   ფარგლებში ცხადდება.

საკონკურსო პირობების შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ.

რატომ დაამთხვია მერიამ კინოჩვენებას როკკონცერტი ევროპის მოედანზე – განმარტებები

20 სექტემბერს ბათუმში, ევროპის მოედანზე, ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალის (BIAFF ) ფარგლებში გასამართი კინოჩვენება დაგვიანებით დაიწყო. მიზეზი ევროპის მოედანზე მიმდინარე როკჯგუფ brainwashed-ის კონცერტი გახდა. სანამ კონცერტი არ დასრულდა, BIAFF -ის მენეჯმენტმა კინოჩვენების დაწყება ვერ შეძლო. კინოფესტივალის მთავარი ფინანსური მხარდამჭერი ბათუმის მერიაა.

ფესტივალის მენეჯერის ზვიად ელიზიანის თქმით, შვიდი წელია, რაც კინოფესტივალმა დახურულ ჩვენებებს დაამატა ღია ჩვენებები  ევროპის მოედანზე და ამ ხსნის განმავლობაში არ ყოფილა შემთხვევა, როცა კინოჩვენებას რაიმე სხვა ღონისძიება დამთხვეოდა.

ბათუმის მერიის განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის სამსახურის უფროსის მერაბ ქიძინიძის თქმით, ევროპის მოედანზე კინოჩვენების გამართვაზე ნებართვის მისაღებად ფესტივალის მენეჯმენტს მერიისთვის არ მიუმართავს. „ბათუმელების“ კითხვაზე, რატომ დაემთხვა  მერიის  მხარდაჭერილი ორი ღონისძიება ერთმანეთს, მერაბ ქიძინიძემ თქვა, რომ მისმა სამსახურმა წინასწარ არ იცოდა, როდის ჩატარდებოდა BIAFF-ის ფარგლებში დაგეგმილი კინოჩვენება ევროპის მოედანზე.

ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალის (BIAFF) 2018 წელს მეცამეტედ იმართება. ფესტივალის პროგრამა და განრიგი მის ჩატარებამდე რამდენიმე თვით ადრე ქვეყნდება. უშუალოდ საფესტივალო დღეებში კი აქტიური საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობს აფიშისა და ადგილების შესახებ, სადაც კინოჩვენებები გაიმართება.

კითხვაზე, როგორ მოხდა, რომ მერიის კულტურის სამსახურმა ზუსტი განრიგი არ იცოდა, მერაბ ქიძინიძე ამბობს, რომ უშუალოდ მისი სამსახურის კომპეტენციაში არ შედის  ნებართვის გაცემა და მასთან მხოლოდ კონსულტაციებს გადის ნებართვის გამცემი სამსახური.

„მიმართვის შემთხვევაში დამთხვევა არ მოხდებოდა,“ – განმარტავს ქიძინიძე.

მისივე თქმით, როკკონცერტი 6 საათზე უნდა დაწყებულიყო და საათ-ნახევარში დამთავრებულიყო.

„გვიან დაიწყეს, მაგრამ ბიაფის კინოჩვენება არ ჩაშლილა“, – განმარტავს მერაბ ქიძინიძე.

BIAFF-ის მენეჯერის, ზვიად ელიზიანის თქმით, 7 წლის მანძილზე, რაც ევროპის მოედანზე ღია კინოჩვენებები იმართება, მერიას არასდროს მოუთხოვია მენეჯმენტისთვის კინოჩვენების გასამართად ნებართვის მიღება.

 

როკკონცერტი ევროპის მოედანზე

საგრანტო კონკურსი მასწავლებლებისა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარებისთვის

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს საგრანტო კონკურსს მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში შემდეგი მიმართულებით:

1. „საჯარო სკოლების ქიმიის მასწავლებელთა თანამშრომლობითი კულტურის გაძლიერება და პროფესიული განვითარება“.

2. „საჯარო სკოლების ფიზიკის მასწავლებელთა თანამშრომლობითი კულტურის გაძლიერება და პროფესიული განვითარება“.

3. „საჯარო სკოლების ბიოლოგიის მასწავლებელთა თანამშრომლობითი კულტურის გაძლიერება და პროფესიული განვითარება“.

4. „საჯარო სკოლების მათემატიკის მასწავლებელთა თანამშრომლობითი კულტურის გაძლიერება და პროფესიული განვითარება“.

5. „საჯარო სკოლების გეოგრაფიის მასწავლებელთა თანამშრომლობითი კულტურის გაძლიერება და პროფესიული განვითარება“.

6. „საჯარო სკოლების დირექტორთა თანამშრომლობითი კულტურის გაძლიერება და  პროფესიული განვითარება“.

ცენტრის ინფორმაციით, წარმოდგენილი საგრანტო კონკურსების მოთხოვნები ეფუძნება ცენტრის პროექტის – „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების“ ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებს და მიზნად ისახავს პროექტის შედეგების მდგრადობის უზრუნველყოფას.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ განათლების სფეროში მოქმედ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილ, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებს ან/და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, რომლებიც გაივლიან რეგისტრაციას ან უკვე რეგისტრირებულნი არიან ცენტრის ელექტრონულ ბაზაში.

საგრანტო კონკურსში განაცხადების მიღება წარმოებს 2018 წლის 20 სექტემბრის 17:00 საათიდან 2018 წლის 8 ოქტომბრის 18:00 საათამდე.

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე.

 

ბინაზე მომსახურება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირებისათვის – ახალი პროგრამა

ბათუმში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ზოგიერთ პაციენტს ბინაზე მისვლით ემსახურებიან. პროგრამა მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებზეა გათვლილი, რომლებიც სტაციონარიდან გაწერის შემდეგ ამბულატორიას აღარ აკითხავენ, მედიკამენტებს სხვადასხვა მიზეზით აღარ იღებენ და მკურნალობას წყვეტენ. ბათუმში ამ დროისთვის მობილური ჯგუფი ბინაზე 65 ადამიანს აკითხავს. რიგშია დაახლოებით 80 ადამიანი. ბათუმის სამედიცინო ცენტრის მონაცემებით, ამ სერვისის მიღება ასობით ადამიანს სჭირდება.

„დამატებით მოთხოვნა არ ყოფილა, ვისაც სჭირდება, ყველა იღებს მომსახურებას,“ – ამბობს მარინა რუხაძე, ბათუმის მერიის ჯანდაცვის პოლიტიკური განყოფილების უფროსი. ბათუმის მერიამ მობილური ჯგუფის მომსახურებაზე პირდაპირი შესყიდვა მაისში გააფორმა ბათუმის სამედიცინო ცენტრთან [ბათუმის ყოფილი ფსიქიატრიული საავადმყოფო] და 50 პაციენტის მოვლისთვის 8 თვის განმავლობაში 51 600 ლარი გამოყო. მობილურ გუნდში შედიან: ექიმი-ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, ნევროლოგი, ექთანი და სოციალური მუშაკი. გუნდმა პაციენტი მინიმუმ თვეში რვაჯერ მაინც უნდა მოინახულოს.

პირდაპირი შესყიდვის დოკუმენტაციაში ბათუმის მერია აღწერს, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე 3 ათასი ადამიანია აღრიცხული ბათუმში, ხოლო ამბულატორიას აქედან დაახლოებით 300-350 ადამიანი აკითხავს, რაც ძალიან მცირე მაჩვენებელია. მერია ამ ციფრებით ასაბუთებს პროგრამის განხორციელების აუცილებლობას, პირდაპირ შესყიდვის გამოყენებას კი იმით ხსნის, რომ ფსიქიატრიული ხასიათის სამედიცინო მომსახურების დროს პირის მონაცემები კონფიდენციალურია და მსგავს პროგრამაზე ტენდერი ვერ გამოცხადდება.

„ეს მონაცემები პერიოდულად იცვლება. 3 ათასი, ალბათ, მთლიანად აჭარის მასშტაბით არის ეს მაჩვენებელი… ეს არის გარკვეულწილად საპილოტე პროგრამა. სამი-ოთხი თვე პროგრამის შესაფასებლად საკმარისი არ არის. ჩვენ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ვამოწმებთ პერიოდულად მობილური გუნდის მუშაობას,“ – გვითხრა მარინა რუხაძემ, ბათუმის მერიის ჯანდაცვის პოლიტიკის სამსახურის უფროსმა.

ბათუმში დამატებით 15 ადამიანს ბინაზე მისვლით კიდევ ერთი მობილური გუნდი ემსახურება, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსებით. ბათუმში ეს პროგრამა წელს ამოქმედდა. აჭარის დანარჩენ მუნიციპალიტეტებში ბინაზე მისვლის სერვისი ფსიქიკური პრობლემის მქონე ადამიანებისთვის გასული წლის შემოდგომიდან არსებობს. ყველა შემთხვევაზე მუნიციპალიტეტებმა პირდაპირი შესყიდვა „ბათუმის სამედიცინო ცენტრთან“ გააფორმეს. თითოეულ მუნიციპალიტეტს თითო მობილური გუნდი ემსახურება.

როგორ უნდა ჩაერთოს ადამიანი ამ პროგრამაში? – ბათუმის მერიაში გვითხრეს, რომ განცხადება „ბათუმის სამედიცინო ცენტრში“ უნდა დაიწეროს. სამედიცინო ცენტრში კი აღნიშნავენ, რომ ადგილები შევსებულია.

„მაშინ ვინმე უნდა ამოვარდეს, კონკრეტულ პირს უარი უნდა ვუთხრათ… ჩანს, რომ პროგრამამ გაამართლა, რადგან ჩვენი მიზანი იყო სტაციონირების შემცირება. ჩვენი მიზანია სტაციონარს მიღმა განვითარდეს მომსახურება და ადამიანებს ოჯახურ გარემოში შეეძლოთ მკურნალობის მიღება,“ – გვიყვება დიანა თურმანიძე, მობილური გუნდების კოორდინატორი.

დიანა თურმანიძის თქმით, ბათუმში ამ დროისთვის დაახლოებით 80 ადამიანი უკვე ითხოვს პროგრამაში ჩართვას. „არის შემთხვევები, როცა შეთავაზების მიუხედავად თავად პაციენტებს ან მათ ოჯახებს უარი უთქვამთ. ამ პრობლემის მქონე ადამიანებს ხშირად უწევთ გადაწყვეტილების მიღება, ან მისი დაცვა. მაგალითად, იწყება მკურნალობა და შემდეგ ოჯახი უარს ამბობს მის გაგრძელებაზე. ჯერ კიდევ ძლიერია სტიგმა ამ მიმართულებით. პროგრამის მთავარი მიზანია, ეს პაციენტი ისევ სტაციონარში არ მოხვდეს. მიუხედავად იმისა, რომ ბათუმში ახალი დაწყებულია პროგრამა, ერთი ადამიანი მოხვდა ისევ სტაციონარში. ზოგად მაჩვენებელს თუ შევხედავთ, მკვეთრად იკლო სტაციონარში დაბრუნების მაჩვენებელმა,“ – აღნიშნავს დიანა თურმანიძე.

როგორ შეარჩია „ბათუმის სამედიცინო ცენტრმა“ ის პაციენტები, რომლებიც ამჟამად ადგილზე მისვლის პროგრამაში არიან ჩართული?

„ჩვენ გვქონდა ამ ადამიანების ისტორიები, შევისწავლეთ… რთული იყო შერჩევა, რადგან რეალურად ძალიან ბევრია ისეთი, ვისაც ეს სჭირდება. შევარჩიეთ, პირველ რიგში, ის პირები, ვისაც ყველაზე მწვავე ფორმით ჰქონდათ დაავადება და ვისი მკურნალობაც სახლის პირობებში შესაძლებელია. იმედია, მერია დააკვირდება ამ პროცესს და პროგრამაში უფრო მეტი ადამიანის ჩართვის შესაძლებლობა გაჩნდება. ამ გზით თავიდან ავიცილებთ ადამიანების სტაციონირებას. ეს პაციენტისთვის კარგია და დამატებითი ხარჯებიც შეუმცირდება სახელმწიფოს,“ – გვითხრა ლევან კოხრეიძემ, „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ დირექტორის მოადგილემ.

რას აკეთებს მობილური გუნდი პაციენტთან ბინაზე მისვლის დროს? – ექიმი-ფსიქიატრი ლევან კოხრეიძე განმარტავს, რომ პირველი ვიზიტის შემდეგ ექიმი მკურნალობის გეგმას ადგენს, შემდეგ კი კონკრეტული საჭიროების მიხედვით გრძელდება მკურნალობა.

„სოციალური მუშაკი ცდილობს მოაგვაროს სოციალური პრობლემები, რის მოგვარებაც შეიძლება. ფსიქოლოგი გეგმავს ფსიქოთერაპიის ფორმას, რომელიც მისაღებია კონკრეტული პაციენტისთვის. ექთანი აკეთებს მანიპულაციებს და ასე შემდეგ. გარდა ამისა, პაციენტები თავად გვირეკავენ ტელეფონზე პერიოდულად. პროგრამა ასევე ითვალისწინებს პაციენტის ოჯახის წევრების სწავლებას, როგორ უნდა მოიქცნენ ისინი, რა დროს უნდა დაუთმონ პაციენტს რაღაც, როდის უნდა მიხვდნენ, რომ დათმობას აზრი აღარ აქვს და კლინიკას უნდა მიმართონ…“ – გვიყვება ლევან კოხრეიძე.

„ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ ბოლო მონაცემებით, მთლიანად აჭარაში 10 980 ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანი ცხოვრობს. საუბარია ადამიანებზე, რომლებიც აღრიცხულნი არიან სამედიცინო დაწესებულებაში. ქობულეთში  1907 ადამიანია აღრიცხული, ბათუმში – 3000, ხელვაჩაურში – 3671, ქედაში – 625, შუახევში – 793, ხულოში – 984.

მთავარი ფოტო: მობილური ჯგუფი ხელვაჩაურში პაციენტთან ვიზიტის დროს. ბათუმის სამედიცინო ცენტრის ფოტო.

მობილური ჯგუფი ხელვაჩაურში, სოფელ აჭარისაღმართში პაციენტთან მიდის

შაბათ-კვირას ბათუმში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, შაბათ-კვირას, 22-23 სექტემბერს, ბათუმში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა და ხანმოკლე წვიმა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

დღეს, 21 სექტემბერს, ბათუმში და აჭარის სანაპიროზე მოღრუბლული და ძირითადად უნალექო ამინდი შენარჩუნდება.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 22  – 27  გრადუსი  
  • ღამით: 15 – 20 გრადუსი 

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 15 – 20  გრადუსი 
  • ღამით: 6 – 11 გრადუსი 

ზღვის წყლის ტემპერატურა 24 გრადუსია. ტალღის სიმაღლე  7-12 დმ (2-3 ბალი)

20 ათასი ლარის უაქციზო სიგარეტის გადაზიდვის ოთხი ფაქტი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ოთხი  ფაქტი გამოავლინა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ სამეგრელოს, ქვემო ქართლისა და აჭარის რეგიონებში, დანაშაულში მხილებული პირები, შემდგომი რეალიზაციის მიზნით,  სხვადასხვა დასახელების, საერთო ჯამში, 4 211 კოლოფი უაქციზო სიგარეტის გადაზიდვას ახდენდნენ.

ხოლო,  კახეთის რეგიონში, ამოღებულია ე.წ. ელექტროსიგარეტის IQOS-ისთვის  განკუთვნილი „HEETS“ ფირმის 800 კოლოფი თამბაქოს  ნაწარმი.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული უაქციზო საქონლის საერთო საბაზრო ღირებულება 20 000 ლარს აღემატება,“ – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

გამოძიება მიმდინარეობს  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი და მეორე  ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

 

რა ფილმებს ნახავთ დღეს ბათუმის კინოფესტივალზე – 21 სექტემბრის აფიშა

დღეს, 21 სექტემბერს, საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალზე კინოთეატრ „აპოლოში“ შემდეგი ფილმები იქნება ნაჩვენები:

  • 12 საათზე: „დროის ხიდები“, რეჟისორი: ოდრიუს სტონისი 

„დროის ხიდები“ ლატვიელი რეჟისორების, ოდრიუს სტონისა და ქრისტინა ბრიდეს 2017 წელს გადაღებული ფილმია ბალტიისპირა ქვეყნების დოკუმენტური კინოს ისტორიის შესახებ. ფილმი წელს კარლოვი-ვარის კინოფესტივალზე აჩვენეს.

  • 14 საათზე: „წყნარი ქუჩა“, რეჟისორი: ალექსანდა მარკოვა;  „მოკლე“, რეჟისორი: რუსლან აღაზადე; „სუპერპრიზი“, რეჟისორი: კონსტანტინე ჭელიძე; „უნდა გიყვარდეს კუბრიკი“, რეჟისორი: ალმა ანდრესკუ; „საკვები მიტანით“, რეჟისორი: იაზან ალ გჰაზავი; „სიტყვა“, რეჟისორი: იგორ ვიშნევსკი. 
  • 16.30 საათზე: „ვნება და ხმაური დასავლეთ ბერლინში 1979-1989“, რეჟისორები: კლაუს მაეკი, იორგ ჰოპპე, ჰეიკო ლანგე

ფილმი 1980-იანის წლების დასავლეთ ბერლინს გვაჩვენებს. ფილმის მთხრობელი მუსიკოსი და პროდიუსერი მარ რიდერია, რომელიც ინგლისიდან გერმანიაში, ბერლინში ჩავიდა და ქალაქის კულტურული ცხოვრების ეპიცენტრში აღმოჩნდა. ფილმში გამოყენებულ საარქივო მასალაში ნახავთ ნიკ ქეივს, ბლიქსა ბარგელდს და სხვა მუსიკოსებს.

  • 18.30 საათზე: „მკვდარი ცხენის ნისლეული“, რეჟისორი: ტარიკ აკტაში

„მკვდარი ცხენის ნისლეული“ სტამბულში მცხოვრები რეჟისორის, ტარიკ აკტაში პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია, აქამდე იგი ფოტო და ვიდეოხელოვნებითა და მულტიმედიაპროექტებით იყო დაკავებული. გამოცემა variety წერს, რომ ფილმმა საავტორო კინოს მოყვარულებს შესაძლოა ცნობილი თურქი რეჟისორის, ნური ბილგე ჩეილანის გახმაურებული ფილმი – „ერთხელ ანატოლიაში“ გაახსენოს (ეს ფილმი 2011 წელს აჩვენეს ბათუმის კინოფესტივალზე), თუმცა ეს მსგავსება მხოლოდ ზედაპირულია.  ფილმი იმ სოფელშია გადაღებული, სადაც რეჟისორი საზაფხულო არდადეგებს ატარებდა ბავშვობაში. რეჟისორმა ამ ფილმისთვის წელს ლოკარნოს კინოფესტივალის ჯილდო მიიღო, როგორც საუკეთესო თანამედროვე რეჟისორმა.

  • 20.30 საათზე: „სტიქსი“, რეჟისორი: ვოლფგანგ ფიშერი

გერმანელი რეჟისორის, ვოლფგანგ ფიშერის „სტიქსი“ ამბავია მოგზაურ ქალზე, რომელიც ღია ოკეანეში ემიგრანტების გემს გადააწყდება. ფილმმა წელს ბერლინის კინოფესტივალის სამი ჯილდო მოიპოვა.

  • 22.30 საათზე: „ზაფხული“, რეჟისორი: კირილ სერებრენნიკოვი

„ზაფხული“ რეჟისორის უახლესი ფილმია, რომლის პრემიერაც წელს, კანის კინოფესტივალზე გაიმართა. ფილმი გასული საუკუნის 80-იანი წლების ლენინგრადს გვაჩვენებს, როცა ქალაქში პოლიტიკური რეპრესიების ფონზე როკმოძრაობა ძლიერდება.

___________

კინოფესტივალზე დასწრება უფასოა. ჩვენებებზე დასწრებისთვის საჭიროა ე.წ. „უფასო ბილეთი“ (რაც დაჯავშნისა და კონტროლისთვის გამოიყენება), რომლის აღებაც კინოთეატრ „აპოლოს“  BIAFF საინფორმაციო ცენტრშია შესაძლებელი.

ბათუმში კინოფესტივალი 23 სექტემბრამდე გაგრძელდება.

_____________

მთავარ ფოტოზე: კადრი ვოლფგანგ ფიშერის ფილმიდან „სტიქსი“

სამსახურის მაძიებლების შეხვედრა დამსაქმებლებთან ბათუმში

22 სექტემბერს,18:00სთ-ზე, ბათუმში ანბანის კოშკთან არაფორმალურ გარემოში დამსაქმებლებისა და სამსახურის მაძიებლების შეხვედრა იგეგმება.

შეხვედრა Batumi Jobs Studentjob.ge-ს, HR hub-ის, #საქართველოსუნივერსიტეტის, ბათუმის მერია/Batumi City Hall-სა და USAID-ის პროექტი ,„ზრდის“ მხარდაჭერით ხორციელდება.

ღია ცის ქვეშ წარმოდგენილი იქნებიან კომპანიები სხვადასხვა ვაკანსიებით და სტაჟირებით.

„გარდა ამისა, მოეწყობა წარმატების კუთხე. საქართველოს უნივერსიტეტს, რომლის კურსდამთავრებულთა 93% დასაქმებულია, წარმატების კუთხეში ეყოლება სპიკერი, რომელიც ისაუბრებს კარიერასა და პიროვნულ ზრდაზე. აქვე მოისმენთ სხვადასხვა წარმატებული ადამიანების გამოსვლებს მოტივაციაზე, წარმატებასა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე. დამსწრე აუდიტორიას საშუალება ექნება, კითხვები დაუსვას მისთვის საინტერესო სპიკერს და მიიღოს რჩევები,“-ნათქვამია პრესრელიზში.

ამავე ინფორმაციით, ბათუმი ჯობსის ფარგლებში გაიმართება ადგილობრივი სტარტაპების გამოფენა-გაყიდვა. ღონისძიება გაგრძელდება 20:00 სთ-მდე და დასრულდება კონცერტით.

დასაქმების ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ აქ დარეგისტრირდეთ.

დასაქმების ფესტივალში მონაწილეობის მიღება, დასაქმების მსურველ ნებისმიერ ახალგაზრდას შეუძლია.

ყველამ, ვინც გადაწყვეტს „ბათუმი ჯობს“-ზე დასწრებას, თან უნდა იქონიოს რამდენიმე რეზიუმე, რომლებსაც დამსაქმებლებს წარუდგენს.

„დედას ჰგონია, რომ გავთხოვდი, სინამდვილეში თავშესაფარში ვარ“ – ქალების ისტორიები

მახინჯაურის დედათა და ბავშვთა თავშესაფარში ის მარტოხელა დედები ცხოვრობენ, რომელთა შვილებსაც მამის გვარი არ აქვთ. ახლა თავშესაფარში 9 დედა და 13 ბავშვია. თუმცა თავშესაფარში ადგილების რაოდენობა იზრდება და 2019 წლიდან აქ კიდევ 20 ბენეფიციარის მიღებას შეძლებენ. თავშესაფარში მცხოვრებ ქალთა უმრავლესობა დასაქმებულია.

მშობლებს ხშირად რცხვენიათ ქორწინების გარეშე დაორსულებული შვილების შინ მიყვანის, შედეგად ბევრი დედა ქუჩაში რჩება პატარასთან ერთად. ასე ხვდებიან დედათა და ბავშვთა თავშესაფარში. თუმცა ზოგიერთ ბენეფიციარს მშობლის სახლში ცხოვრება შეუძლია, მაგრამ თავადვე ურჩევნია თავშესაფარში ყოფნა, რადგან ოჯახს ბავშვის რჩენის საშუალება არ აქვს. იყო შემთხვევა, როცა ქალმა სოლიდურ ასაკში შეგნებულად გააჩინა შვილი, რისთვისაც ის ძმამ სახლიდან გამოაგდო და არაფერი მისცა. ქალი თავშესაფარში აღმოჩნდა, შემდეგ კი – გათხოვდა. თავშესაფარში მცხოვრებ ქალებს სხვადასხვა ისტორია აქვთ.

 

„დედას ჰგონია, რომ გავთხოვდი და ქმარი მყავს, სინამდვილეში თავშესაფარში ვცხოვრობ,“ – მარიამი, 34 წლის

„ბათუმელი ვარ, 7  წელი თბილისში ვიყავი, ვმუშაობდი, შეყვარებული მყავდა, ვიცნობდი მის ოჯახს, ნათესავებსაც. ერთი წამითაც ვერ წარმოვიდგენდი მაშინ, რომ ეს ადამიანი საბოლოოდ საკუთარ შვილს არ მიიღებდა და თავშესაფარში აღმოვჩნდებოდი. თვითონ, დედამისი და მისი დები მემუქრებოდნენ, მაიძულებდნენ აბორტი გამეკეთებინა. მათგან არაფერი მინდოდა და შვილს მარტოც გავზრდიდი, მაგრამ მაინც უარზე იყვნენ. უსუსურ არსებად იქცა ჩემი შეყვარებული. ხელიც გამარტყა, როცა აბორტზე უარი ვთქვი.

თვითონ იეზიდი იყო, მე ქართველი ვარ. აღმოჩნდა, რომ ქართველი რძალი არ უნდოდათ ოჯახში, ტრადიციები უკრძალავთ დაქორწინებას უცხოზე. ორსულმა კარგა ხანს ვიცხოვრე თბილისში მარტო. მეგობრები მეხმარებოდნენ ქირის გადახდაში, პროდუქტები მოჰქონდათ, ექიმებთან მატარებდნენ… შორეული ნაცნობებიც მეგობრებად მექცნენ იმ პერიოდში…

ჩემი მშობლები აქვე, ბათუმში ცხოვრობენ და ვერაფერს ვამხელ. ჰგონიათ, რომ გავთხოვდი და თბილისში ვცხოვრობ. ასაკოვანია დედაჩემი და არ მინდა ვანერვიულო. ვიცი, დარდს ვერ გადაიტანს. ქალაქში ნიღბით გავდივარ, ნათესავებმა რომ ვერ მიცნონ. ძმა მთხოვს შინ მივიდე და იქ ვიცხოვრო, მაგრამ დედასთან ბავშვს ვერ გავზრდი, შვილი ჩემთვის სიხარულია და არ მინდა ის დედაჩემის დარდის მიზეზად იქცეს, თანაც  პამპერსი, წამლები, კვება… სახლში არ მაქვს ის პირობები, რაც აქ არის. მინდოდა მონასტერში წავსულიყავი, მაგრამ მერე უცებ ეს თავშესაფარი გამოჩნდა“.

„20 წლამდე მამას ჩემთვის ხელი არასდროს დაურტყამს, ოთხი თვის ორსულს დამარტყა,“ – ქეთი, 21 წლის

დანიშნულები ვიყავით, მალე ქორწილი უნდა გვქონოდა, ნიშნობის მერე დავორსულდი და ქორწილი ჩაშალა. ორი თვის ორსული მოვედი თავშესაფარში. როცა ბავშვი დაიბადა, დავურეკე და ვუთხარი, შენი შვილი დაიბადა და ნახვა არ გინდა-მეთქი? მე გეუბნებოდი აბორტი გაგეკეთებინა და რახან გააჩინე, როგორც გინდა ისე მოუარეო, მითხრა. გამითიშა. ძვლის ტვინის სიმსივნე აქვს. ქიმიოთერაპიას იკეთებს და ექიმები ეუბნებიან, რომ ორი წლის სიცოცხლე აქვს დარჩენილი. წავიდა და თურქეთში მუშაობს. მე 21-ის ვარ, ჩემი შვილის მამა – 28 წლის. ორი წელი ვიყავით შეყვარებულები. თავიდანვე ვეუბნებოდი, რომ სექსი არ გვექნებოდა ქორწილამდე. რახან დავინიშნეთ, ჩავთვალე, რომ შეგვეძლო უკვე ერთად ყოფნა – დავაშავე.

მამამ როცა ჩემი ორსულობის შესახებ ჩემი დისგან შეიტყო, დამირეკა და მითხრა ჩემი ფეხით გადავმხტარიყავი ზღვაში. 20 წლამდე მამას ჩემთვის ხელი არასდროს დაურტყამს. ოთხი თვის ორსულს დამარტყა.

34 წლის და მყავს, ორი შვილი ჰყავს, თბილისში ცხოვრობს. ერთხელაც არ ვუნახივარ. ერთადერთი, ვინც აქ მნახულობს, დედაჩემია. ფეხმძიმედ რომ ვიყავი, მამიდაჩემი, მამაჩემი და ბებიაჩემის და ექიმთან წავიდნენ, რომ აბორტზე შეთანხმებულიყვნენ. დედაჩემს არ უნდოდა, ბავშვი მომეშორებინა, მაგრამ მათ ვერ შეეწინააღმდეგა. დიდი ხნის ორსულის აბორტზე უარი თქვეს ექიმებმა. დაბრუნდნენ ჩემი ოჯახის წევრები და მითხრეს, რომ გამოჩნდა მდიდარი ოჯახი, რომელიც ცხრა თვე მომივლიდა, არაფერს მომაკლებდა, მერე გაჩენილ ბავშვში გადამიხდიდნენ ფულს, იმდენს, რამდენსაც მოვითხოვდი. ერთადერთი მოთხოვნა ჰქონდათ: ბავშვი არასდროს აღარ უნდა მომეკითხა.

ვთქვი, რომ შვილს არავის მივცემდი. ვერ დავიტანჯავდი მთელი ცხოვრება თავს იმაზე ფიქრით, თუ სად იყო ჩემი შვილი. ვერ ვიცხოვრებდი მთელი ცხოვრება დანაშაულის გრძნობით. არ მჭირდებოდა ასეთი ფული. მეორე დღეს ჩაჯდა მანქანაში მამაჩემი და წავიდა. მამა დედაჩემს აბრალებს ჩემს ამბავს ,,ვერ გაზარდეო“. ექვსი თვეა დედაჩემი არ უნახავს, აღარც ტელეფონით შეხმიანებია.

ორივე მამიდა ჩამოვიდა ორსულად რომ ვიყავი, ჯერ არდაბადებულ ბავშვს წყევლიდნენ და დედაჩემს ეჩხუბებოდნენ, რატომ გიზის ეს სახლში, გააგდე, მერე რა, რომ ორსულადააო.

სკოლა დავამთავრე. ატესტატი მაქვს, პროფესია – არა. ჯერ ბავშვს ვზრდი, სანამ ორი წლის არ გახდება და ბაგაში არ წავიყვან, ვერაფრის კურსებზე ვერ ვივლი. პატარაა, ჩემს გარდა ვერავინ მოუვლის.

„სტერეოტიპია, რომ ოჯახი ჰქვია დედას, მამას და შვილს. მე და ჩემი შვილიც სრულყოფილი ოჯახი ვართ,“ – ევა, 34 წლის

34 წლის ვარ. დედა 23 წლისას გარდამეცვალა, მამამ ცოლი მოიყვანა, დედ-მამიშვილებიც დაქორწინდნენ. სრულიად მარტო დავრჩი. მერე ჩემი შვილის მამა გავიცანი და 3 წელი ერთად ვცხოვრობდით. როცა დავორსულდი, თავიდანვე არ ესიამოვნა, მაგრამ მაინც გავაჩინე, დავშორდით. ჩემი ინიციატივა იყო შვილი მყოლოდა.

შვიდი თვისას აბორტისკენ მომიწოდებდნენ ოჯახის წევრები. ყველასთან გავწყვიტე კავშირი, ერთხელაც არავისთვის დამირეკავს დახმარების სათხოვნელად. არც მათ. ორი წლის შემდეგ თავად მომძებნეს და მოვიდნენ. როცა ყველაზე ძალიან გჭირდება ახლობლები და შენ გვერდით შეგნებულად არ დგანან, მერე ყველაფერი ცივდება. თუნდაც მშობლებთან, და-ძმებთან. მათ მიმართ აღარაფერს ვგრძნობ. შეგნებულ ასაკში გავაჩინე შვილი, მერე რა, რომ ქმართან არ ვცხოვრობ? რომელი კაცი გამოიჩენდა ჩემნაირ სიძლიერეს? – ვერავინ.

სტერეოტიპია, რომ ოჯახი ჰქვია დედას, მამას და შვილს. მე და ჩემი შვილიც სრულყოფილი ოჯახი ვართ.

რამდენი ოჯახია, რომ სახელად ჰყავთ ბავშვებს მამა, რომელიც არაფერში ეხმარება ცოლ-შვილს და ოჯახისთვის მხოლოდ სტრესი მოაქვს.

მარტოხელა დედები არ ჩანან არც ტელევიზორში, არც საარჩევნო კამპანიებისას პროგრამებში, ტელევიზიასაც რამდენჯერ ვთხოვე მივეწვიეთ ჩვენს პრობლემებზე სასაუბროდ, მაგრამ ამაოდ. მას შემდეგ, რაც ბავშვი გაიზრდება, სახელმწიფო გვთავაზობს თავშესაფარი დავტოვოთ, მინდობით აღსაზრდელად გადავცეთ შვილები და სამსახური ვიპოვოთ ბინის შესაძენად. თავშესაფრიდან წასვლა და მერე ცხოვრების აწყობა ძალიან რთული, გარდამავალი პროცესია, კარგი იქნებოდა „იაფი სახლის“ პროგრამაში მაინც იყოს მარტოხელა დედები პრიორიტეტულ ჯგუფად მიჩნეული, რომ სახლის ყიდვა შეღავათით შევძლოთ. ჩვენი დირექტორი ნანა საყვარელიძე ამისთვის იბრძვის“.

თავშესაფარში მარტოხელა დედები და ბავშვები უზრუნველყოფილები არიან კეთილმოწყობილი ოთახებით, სეზონისთვის შესაფერისი სამოსით, ოთხჯერადი კვებით და საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო დახმარებით.

„ჩვენი მიზანი მარტოხელა დედების არა მხოლოდ დროებით შეფარება, არამედ მათი საზოგადოებაში ინტეგრაციაა. ეს ნიშნავს, რომ დავეხმაროთ მათ პროფესიის დაუფლებაში, გადავამზადოთ, დასაქმებაში შევუწყოთ ხელი. საბოლოოდ მათ ცხოვრება დამოუკიდებლად უნდა განაგრძონ,“ – ამბობს თავშესაფრის დირექტორი, ნანა საყვარელიძე.

მარტოხელა დედათა თავშესაფარს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო აფინანსებს. გარდა ამისა, თავშესაფარი საგრანტო პროგრამებსა და სხვადასხვა პროექტშია ჩართული.

როგორც აქ გვეუბნებიან, თავშესაფარში ცხოვრების მსურველი ძალიან ბევრია, მაგრამ აქ მეტის ადგილი ფიზიკურად არ აქვთ.

რივიერა, იახტკლუბი და ჭაჭის კოშკი – ტრამპ თაუერის ნაცვლად სილქ თაუერი (გენგეგმის პრეზენტაცია)

„ბათუმი რივიერას“, იახტკლუბისა და „ჭაჭის თაუერის“ მიმდებარე ტერიტორიებს „სილქ როუდ ჯგუფის“ დაკვეთით საერთაშორისო კომპანია „ჩეპმენ ტეილორი“ ერთიანობაში დააგეგმარებს; „ჭაჭის თაუერის“ მიმდებარე სკვერი დარჩება სახელმწიფოს საკუთრებაში, ხოლო კომპანიის კუთვნილ ტერიტორიაზე აშენდება საცხოვრებელი სახლები, სასტუმროები და გაკეთდება ხელოვნური ყურე [ლაგუნა], მოეწყობა კაზინო თუ სხვა საზოგადოებრივი დაწესებულებები – ამის შესახებ დღეს, 20 სექტემბერს, ბათუმში, „ბათუმი რივიერას“ გენერალური გეგმის პრეზენტაციაზე, პროექტის დირექტორმა, გიორგი კაპანაძემ განაცხადა.

პროექტი, რომელიც „ტრამპ თაუერის“ ნაცვლად ბათუმში „სილქ თაუერის“ აშენებას, ასევე იახტკლუბის მოწყობას ითვალისწინებს, „სილქ როუდ ჯგუფი“ ახორციელებს. პროექტის ფინანსური მხარდამჭერი კი „თანაინვესტირების ფონდია“, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილია.

საერთო ჯამში, როგორც „სილქ როუდში“ აცხადებენ, მთლიანი ინვესტიცია, წინასწარი გათვლებით, მინიმუმ 350 მილიონ აშშ დოლარს მიაღწევს. მშენებლობის კონკრეტული ვადები ამ ეტაპზე უცნობია.

„პროექტის კიდევ ერთი პარტნიორი – კომპანია „ბათუმის იახტკლუბია“, რომელიც იახტკლუბის მართვის ვალდებულებას მინიმუმ 20 წლის ვადით იღებს. საწყის ეტაპზე იახტკლუბში 3 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება იგეგმება, რომელსაც „ბათუმის იახტკლუბი“ და “სილქ როუდ ჯგუფი“ თანაბრად გაინაწილებენ“, – ამბობს გიორგი კაპანაძე.

„მთლიანობაში პროექტი ოთხ ფაზად განხორციელდება. ამჟამად იწყება პირველი ფაზა, რომლის ჯამური ღირებულება 65 მილიონ აშშ დოლარია და მოიცავს „სილქ თაუერის“, იახტკლუბის, ხელოვნური ტბის და დამატებით 2 ჰექტარი ფართობის სალანდშაფტო-სარეკრეაციო პარკის განვითარებას“, – განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული პარკი [ჭაჭის თაუერის მიმდებარე ტერიტორია] „რჩება სახელმწიფო საკუთრებაში, როგორც ბათუმის ბულვარის განუყოფელი ნაწილი. აჭარის მთავრობასთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე ტერიტორიას მიენიჭება ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონის სტატუსი. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ნაწილში შენობა-ნაგებობები არ განთავსდება. პარკი ერთიანი ლადშაფტური კონცეფციის ნაწილი იქნება, რომლის განვითარებაზეც, აჭარის მთავრობასთან შეთანხმებით, „ჩეპმენ ტეილორი“ იმუშავებს“.

„ბათუმი რივიერა“ / გენერალური გეგმა, რომელშიც ცვლილებებიც შევა / გეგმის მიხედვით ხელოვნური ტბის ირგვლივ 6 შენობა აშენდება [საცხოვრებელი სახლები და სასტუმროები], ერთ-ერთი იქნება სილქ თაუერი.
პროექტი „ბათუმი რივიერა“, გენგეგმის მიხედვით, დაახლოებით 9 ჰექტარამდე ტერიტორიას მოიცავს. აქედან, საჯარო რეესტრის მონაცემებით, 59 042 კვ/მ ტერიტორია უშუალოდ „სილქ როუდის“ საკუთრებაშია, 923 კვ/მ ნავსაყუდელის ნაგებობა და იქვე არსებული 8 533 კვ/მ მიწის ნაკვეთი 20-წლიანი იჯარით აქვს აღებული კომპანიას, 10 226 კვ/მ ტერიტორია აჭარის საკუთრებაშია, ხოლო 8 631 კვ/მ ბათუმის მუნიციპალიტეტის [ჭაჭის თაუერი] საკუთრებაა.

თორნიკე რიჟვაძე: რომაული ბანაკები გონიოს ციხეში კიდევ უფრო მეტ ვიზიტორს მიიზიდავს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დღეს გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალს ეწვია და იმ ახალ აღმოჩენებს გაეცნო, რომელიც ციხის ტერიტორიაზე ბოლო არქეოლოგიური კვლევებით გამოვლინდა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ახალდანიშნულმა ხელმძღვანელმა ზაურ ახვლედიანმა მთავრობის თავმჯდომარეს ციხის დათვალიერების შემდეგ “რომაული სამხედრო ბანაკის მოწყობის” პროექტი წარუდგინა, რომელიც გონიოს მუზეუმ-ნაკრძალს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის ვიზიტორებისთვის.

გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალში "რომაული სამხედრო ბანაკი მოეწყობა"
გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალში “რომაული სამხედრო ბანაკი მოეწყობა”

თორნიკე რიჟვაძემ დაათვალიერა ასევე მუზეუმში დაცული რომაელი ლეგიონერის აღჭურვილობა, ჯარისკაცის ცხოვრებასთან და საქმიანობასთან დაკავშირებული ნივთები, საბრძოლო და საინჟინრო ინვენტარი. ზაურ ახვლედიანმა მთავრობის თავმჯდომარეს გონიოს ციხის ინფრასტრუქტურულ მოწყობასთან დაკავშირებული გეგმები გააცნო.

,,გონიო-აფსაროსის კომპლექსში დღეს გაიმართა კიდევ ერთი ახალი პროექტის პრეზენტაცია. ეს არის რომაული ბანაკის მოწყობა, რომელიც დაეხმარება, ერთი მხრივ, გონიოს ციხის პოპულარიზაციას და ასევე, ამ კომპლექსის კომერციალიზაციას. მნიშვნელოვანია შენარჩუნდეს მიმდინარე არქეოლოგიური სამუშაოები და ამ ყველაფრის ბალანსის საფუძველზე, ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ გონიო მართლაც იქცეს ქალაქისთვის სავიზიტო ბარათად,”-აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

ბოლო პერიოდში განხორციელებული გათხრების შედეგად გონიოს ციხის ტერიტორიაზე გამოვლინდა რომაული პერიოდის ახ. წ . I ს-ის II ნახევრით დათარიღებული აბანოს ნაშთები წყლის რეზერვუარებით, ქვაფენილით და მოზაიკიანი იატაკით. გონიოს ციხეში სხვადასხვა ექსპედიციის დროს ნაპოვნია ოსმალური, ბიზანტიური და რომაული პერიოდის მრავალრიცხოვანი არქეოლოგიური მასალა.

გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალში "რომაული სამხედრო ბანაკი მოეწყობა"
გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალში “რომაული სამხედრო ბანაკი მოეწყობა”
გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალში "რომაული სამხედრო ბანაკი მოეწყობა"
გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალში “რომაული სამხედრო ბანაკი მოეწყობა”
გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალში "რომაული სამხედრო ბანაკი მოეწყობა"
გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალში “რომაული სამხედრო ბანაკი მოეწყობა”

რატომ არ აღიარებს საქართველო დისტანციურ სწავლებას უცხოეთში

საქართველოს განათლების სამინისტრო არ აღიარებს უცხოეთში დისტანციური ფორმით მიღებულ უმაღლეს განათლებას, იმ შემთხვეავშიც კი, თუკი თქვენ მსოფლიოში აღიარებული აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის პროგრამას დაასრულებთ.  მსოფლიოში დისტანციური განათლების პროგრამაზე მოთხოვნა მზარდია, მათ შორის საქართველოშიც, თუმცა ამ მიმართულებით არსებული შეზღუდვები ადამიანებს შესაძლებლობას ართმევს, მიიღონ ხარისხიანი განათლება შედარებით ნაკლებ ფასად.

მაგალითად, ბათუმის საზღვაო საინჟინრო სასწავლებლის ხელმძღვანელი, ანზორ დიასამიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მსოფლიო ბაზარზე გემის მეთაურთა შემადგენლობაზე მოთხოვნა გაცილებით დიდია, ვიდრე რიგით შემადგენლობაზე.

„დღეს ჩვენ რიგით შემადგენლობაში 4000-მდე ადამიანი გვყავს, ვისაც სურს დისტანციურად გააგრძელოს სწავლა, რომ მომავალში მეთაურთა შემადგენლობაში დაიკავონ თანამდებობა, თუმცა ამის შესაძლებლობას ქართული კანონმდებლობა არ გვაძლევს“.

დღეს არსებული მოდელით, დისტანციური განათლების მიღება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ქვეყნის შიგნით იმყოფებით. იმ შემთხვევაში, თუკი თქვენ უცხოეთში ხართ და გადაწყვეტთ რომელიმე ქართულ უმაღლეს სასწავლებელში გაიაროთ უმაღლესი განათლების პროგრამა, ან პირიქით, უცხო ქვეყანაში, ამის შესაძლებლობას კანონი არ იძლევა.

„მეზღვაური ზღვაზე თუ არ წავიდა, როგორი მეზღვარი იქნება. მას იქედან უნდა შეეძლოს პროგრამის გავლა და კვალიფიკაციის ამაღლება. ჩვენი თხოვნაა, რომ მთავრობამ დაუშვას დისტანციური უმაღლესი განათლების უფლება,“ – გვეუბნება ანზორ დიასამიძე.

დისტანციური უმაღლესი განათლების როგორი პრაქტიკა არსებობს მსოფლიოში? – როგორც განათლების ექსპერტი, სიმონ ჯანაშია გვეუბნება, მსოფლიოში დისტანციურად უმაღლესი განათლების მიმღებთა რიცხვი მნიშვნელოვნად იზრდება. „ბოლო პერიოდში ოცმა მილიონმა ადამიანმა გაიარა დისტანციური პროგრამის კურსები.

მე შემიძლია დისტანციური კურსი გავიარო ჰარვარდის უნივერსიტეტში, ამ დროს შეგიძლია ძალიან მარტივად ჩააბარო ისე, რომ არც გამოცდები გაიარო, სკოლა დამთავრებული გაქვს თუ არა ხშირად იმასაც არ გეკითხებიან, მთავარია დარეგისტრირდე და გაიარო ის კურსი.

ანუ ამ კურსს აღიარებს ჰარვარდი – მთელი ამერიკა და ევროპა და არ აღიარებს საქართველო. ეს უკარგავს ადამიანებს, ახალგაზრდებს შესაძლებლობას, რომ ნაკლებ ფასად მიიღონ ხარისხიანი განათლება. რადგან ადამიანს შეიძლება უცხო ქვეყანაში წასვლის ფული არ ჰქონდეს, მაგრამ შესაძლებლობა ჰქონდეს თავისი ქვეყნიდან მიიღოს ხარისხიანი განათლება,“ – გვეუბნება  ჯანაშია.

მისი თქმით, დღეს სახელმწიფო აიძულებს ადამიანებს, ძვირად მიიღონ შედარებით უხარისხო განათლება, ვიდრე ნაკლებ ფასად – ხარისხიანი.

„რომ შევადაროთ, ჰარვარდში იმ ერთი კურსის დისტანციურად სწავლა უფრო იაფი ჯდება, ვიდრე ნებისმიერ კერძო უნივერსიტეტში საქართველოში. ეს არარაციონალურია“.

ჯანაშიას თქმით, აღნიშნული რეგულაცია თავის დროზე განათლების ხარისხის რეგულირების მიზნით გაკეთდა, თუმცა არ გაითვალისწინეს დეტალები.

„იყო იმის შიში, რომ, ვთქვათ, აზერბაიჯანულ, რუსულ, უკრაინულ სასწავლებლებში ეროვნული გამოცდების გვერდის ავლით მიიღებდნენ ადამიანები [დიპლომს], რომელიც მაინცადამაინც მიზანშეწონილი არ არის. მაგრამ შეიძლებოდა გაკეთებულიყო მსოფლიოში აკრედიტებული უნივერსიტეტების ჩამონათვალი, რომლის მიერ გაცემულ დიპლომსაც აღიარებდა სახელმწფო ან რომელს არ აღიარებდა“.

საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საერთაშორისო განათლების სამსახურის უფროსი ანა მაისურაძე ამბობს, რომ დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით სამინისტრო ცვლილებებზე მუშაობს და შესაძლებელია, ეს მომავალი წლისთვის განხორციელდეს.

„ვიცით, რომ თანამედროვე გამოწვევები არატრადიციული ფორმით მიღებული განათლების აღიარების მექანიზმების შემუშავებას გვავალდებულებს და ჩვენც გვსურს, რომ ფეხი ავუწყოთ ამას. ვმუშაობთ ცვლილებებზე, რომ დისტანციური განათლების მიღებაც გახდეს შესაძლებელი. თუმცა ეს არ იქნება უპირობო,“ – გვეუბნება მაისურაძე.

მისი თქმით, დისტანციურ განათლებას იმ შემთხვევაში აღიარებს საქართველო, „თუკი იმ კონკრეტული ქვეყნის უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები თავსებადი იქნება ჩვენი ქვეყნის მოთხოვნებთან. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება ჩვენი სურვილი, რომ მოხდეს მიღებული განათლების აღიარება“.

მაისურაძის თქმით, სხვა შემთხვევაში არსებობს რისკები, რომლებიც ქვეყანამ უნდა აირიდოს.

 

Exit mobile version