უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 5 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 659 220 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 280]
- ტანკი – 8 916 ერთეული [+8]
- ჯავშანტექნიკა – 17 658 ერთეული [+31]
- საარტილერიო სისტემა – 19 037 ერთეული [+72]
- MLRS – 1 216 ერთეული [+4]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 970 ერთეული [+5]
- თვითმფრინავი – 368 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 328 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 16 529 ერთეული [+35]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 613 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 25 905 ერთეული [+85]
- სპეცტექნიკა – 3 344 ერთეული [+11]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 5 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 646 თვითმფრინავი
- 283 ვერტმფრენი
- 32 871 უპილოტო საფრენი აპარატი
- 580 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 18 527 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 469 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 15 619 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 26 942 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე: