უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 22 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 728 300 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 050]
- ტანკი – 9 399 ერთეული [+1]
- ჯავშანტექნიკა – 19 156 ერთეული [+13]
- საარტილერიო სისტემა – 20 736 ერთეული [+5]
- MLRS – 1 254 ერთეული [+1]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 004 ერთეული [+1]
- თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 329 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 19 260 ერთეული [+1]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 764 ერთეული [+8]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 29 777 ერთეული [+32]
- სპეცტექნიკა – 3 675 ერთეული [+1]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 21 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 648 თვითმფრინავი
- 283 ვერტმფრენი
- 36 467 უპილოტო საფრენი აპარატი
- 586 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 19 420 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 490 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 18 318 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 28 573 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთმა პირველად გამოიყენა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა
ზახაროვას ბრიფინგზე დაურეკეს და უთხრეს, სარაკეტო თავდასხმაზე არ ესაუბრა, ზარი მიკროფონებმა ჩაიწერეს
პუტინის თქმით, რუსეთმა დნიპროში „უახლესი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა“