გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 27 ნოემბრის 21 საათიდან 28 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:
- დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
- ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო
მთიან რაიონებში:
- დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო
- ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო
მაღალმთიან ზონაში:
- დღისით: 2 – 7 გრადუსი სითბო
- ღამით: 2 – 7 გრადუსი ყინვა
ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება. ზღვის წყლის ტემპერატურა +16 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, 29 და 30 ნოემბერს აჭარაში მოსალოდნელია უნალექო ამინდი.






