უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 8 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 517 290 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 210]
- ტანკი – 7 843 ერთეული [+9]
- ჯავშანტექნიკა – 15 105 ერთეული [+9]
- საარტილერიო სისტემა – 13 533 ერთეული [+36]
- MLRS – 1 095 ერთეული [+0]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 834 ერთეული [+1]
- თვითმფრინავი – 357 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 10 945 ერთეული [+59]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 277 ერთეული [+7]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 18 484 ერთეული [+68]
- სპეცტექნიკა – 2 248 ერთეული [+10]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 8 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 610 თვითმფრინავი
- 275 ვერტმფრენი
- 25 397 უპილოტო საფრენი აპარატი
- 528 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 16 294 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 330 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 10 208 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 22 355 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
საფრანგეთი უკრაინას გამანადგურებლებს გადასცემს და უკრაინელ პილოტებს მოამზადებს
2025 წლისთვის რუსეთს მძიმე მდგომარეობა დაუდგება აღჭურვილობის და ტექნიკის მხრივ – ინტერვიუ