უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 10 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 479 710 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +980]
- ტანკი – 7 434 ერთეული [+5]
- ჯავშანტექნიკა – 14 313 ერთეული [+32]
- საარტილერიო სისტემა – 12 387 ერთეული [+47]
- MLRS – 1 062 ერთეული [+4]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 795 ერთეული [+2]
- თვითმფრინავი – 349 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 9 826 ერთეული [+51]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 192 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 26 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 16 691 ერთეული [+73]
- სპეცტექნიკა – 2 031 ერთეული [+4]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 10 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 594 თვითმფრინავი
- 270 ვერტმფრენი
- 23 905 უპილოტო საფრენი აპარატი
- 512 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 15 964 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 282 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 9 437 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 21 570 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.