უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 3 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 511 130 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 270]
- ტანკი – 7 779 ერთეული [+14]
- ჯავშანტექნიკა – 15 002 ერთეული [+22]
- საარტილერიო სისტემა – 13 280 ერთეული [+47]
- MLRS – 1 090 ერთეული [+1]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 824 ერთეული [+3]
- თვითმფრინავი – 357 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 10 739 ერთეული [+40]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 268 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 27 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 18 159 ერთეული [+67]
- სპეცტექნიკა – 2 199 ერთეული [+4]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 3 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 609 თვითმფრინავი
- 274 ვერტმფრენი
- 25 081 უპილოტო საფრენი აპარატი
- 526 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 16 236 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 328 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 10 057 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 22 237 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
2025 წლისთვის რუსეთს მძიმე მდგომარეობა დაუდგება აღჭურვილობის და ტექნიკის მხრივ – ინტერვიუ