უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 8 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 552 190 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 200]
- ტანკი – 8 171 ერთეული [+16]
- ჯავშანტექნიკა – 15 685 ერთეული [+40]
- საარტილერიო სისტემა – 14 966 ერთეული [+29]
- MLRS – 1 115 ერთეული [+0]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 880 ერთეული [+1]
- თვითმფრინავი – 361 ერთეული [+1]
- ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 11 893 ერთეული [+31]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 353 ერთეული [+1]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 20 150 ერთეული [+47]
- სპეცტექნიკა – 2 503 ერთეული [+8]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 8 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 626 თვითმფრინავი
- 277 ვერტმფრენი
- 27 344 უპილოტო საფრენი აპარატი
- 540 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 16 528 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 369 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 11 556 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 23 453 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.