მთავარი,სიახლეები,სპორტი

ბათუმელმა ზურაბ კინწურაშვილმა საერთაშორისო ტურნირში ოქროს მედალი მოიპოვა

19.03.2018
ბათუმელმა ზურაბ კინწურაშვილმა საერთაშორისო ტურნირში ოქროს მედალი მოიპოვა

ბათუმელმა სპორტსმენმა, ზურაბ კინწურაშვილმა, საერთაშორისო ტურნირზე ტაეკვონდოში ოქროს მედალი მოიპოვა.

G-1 სარეიტინგო საერთაშორისო ტურნირი ტაეკვონდოში ბელგიაში მიმდინარეობს. ტურნირში 1200 სპორტსმენი მონაწილეობს. ზურაბ კინწურაშვილი პირველ ადგილზე გავიდა და ოქროს მედალი მოიპოვა ახალგაზრდებში, 51 კგ. წონით კატეგორიაში.

აჭარის ტაეკვანდოს ფედერაციის პრეზიდენტის, ირაკლი ცენტერაძის ინფორმაციით, ზურა კინწურაშვილი სარეიტინგო ბრძოლაში პირველად მონაწილეობს:

„ამ ტურნირში პირველ ადგილზე გასვლით ახალგაზრდა სპორტსმენის რეიტინგი წამოიწევს. უახლოეს მომავალში ზურა არგენტინაში, მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 4 აპრილს დასრულდება. შემდეგ უკვე 7 აპრილს, ასევე არგენტინაში, დაიწყება სალიცენზიო ბრძოლა ოლიმპიადისთვის, სადაც ზურაბ კინწურაშვილიც მიიღებს მონაწილეობას“.

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.