„ბათუმის“ მწვრთნელი: „დიდი მადლობა ბიჭებს და გულშემატკივარს“

ბათუმის სარაგბო კლუბ „ბათუმის“ მთავარმა მწვრთნელმა დავით გუგუშვილმა  რუმინეთის გუნდთან, „ტიმიშოარა სარასენსისთნ“ „ბათუმის“ გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა: „პირველ რიგში მინდა მივულოცო ბიჭებს, მათ ზეიმი მოუტანეს დღეს ბათუმს, დიდი მადლობა მინდა ვუთხრა თავდადებისთვის, ამ ჟინისთვის, რომ ბოლო წუთამდე, რა დავალებაც ჰქონდათ შესასრულებელი, ზედმიწევნით კარგად შეასრულეს და დასახული მიზანი რაც გვქონდა, რომ ჯგუფიდან გავსულიყავით ის შევასრულეთ. ვნახოთ …

ბათუმელი მორაგბეები გადამწყვეტი მატჩის წინ – თამაში 16 დეკემბერს

16 დეკემბერს, ბათუმის რაგბი არენაზე, საქართველოს ვიცე-ჩემპიონი, სარაგბო კლუბი „ბათუმი“ რუმინულ კლუბ „ტიმიშოარა სარასენს“ შეხვდება. ევროპული რაგბის კონტინენტის ფარი, რომლის ფარგლებშიც თამაში ბათუმში იმართება, მესამე დონის ევროტურნირია. თუ თამაშს „ბათუმი“ მოიგებს, ამ გამარჯვებით ფლეი ოფში მოხვდება და 2018-2019 წლების სეზონის „ჩელენჯ ქაფში“ მოსახვედრ საგზურს ერთი ნაბიჯით მიუახლოვდება. იტალიიდან დაბრუნებული მორაგბეები, ძალების აღდგენას ცდილობენ და ბათუმი …

ბათუმში სტადიონის მშენებლობის ზედამხედველობაზე ტენდერი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება

შპს „სტადიონის“ დირექტორის, სულხან ხალვაშის ინფორმაციით, ბათუმში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველის შერჩევაზე ელექტრონული ტენდერი შესაძლოა მიმდინარე თვეში გამოცხადდეს, ან არაუგვიანეს მომავალი წლის იანვრისა. „სტადიონის“ დირექტორის ინფორმაციით, მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულება მიმდინარე კვირაში გაფორმდება. „გამარჯვებულ კომპანიას სატენდერო კომისიის მიერ მოთხოვნილი ყველა საჭირო დოკუმენტაცია ამ დროისთვის წარმოდგენილი აქვს,“ – აცხადებს სულხან ხალვაში. ბათუმში სტადიონის მშენებლობაზე …

საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ჩემპიონატის მე-2 ტური ბათუმში

9-10 დეკემბერს ბათუმში, ყინულის მოედანზე, საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ჩემპიონატის მე-2 ტური გაიმართება. ტურის განრიგი ასე გამოიყურება: – შაბათი, 19:00-20:30 – 18 წლამდელთა ეროვნული ჩემპიონატი, ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ბათუმისა და თბილისის გუნდები. – შაბათი, 20:45-22:45 – ეროვნული ჩემპიონატი: ბაკურიანის “მიმინო” – თბილისის “რუხი მგლები”. – კვირა, 09:00-10:30 – 18 წლამდელთა ეროვნული ჩემპიონატი, ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ბათუმისა და …

ტარიელ შავაძე ვეტერანთა შორის მსოფლიო ჩემპიონია

ვეტერანთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ტარიელ შავაძე, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, 70 წონით კატეგორიაში, მსოფლიო ჩემპიონი გახდა. საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, ჩემპიონატი, რომელიც ბულგარეთში ჩატარდა, შავაძემ ფინალურ თამაშში სომეხ არამიას პოღოსიანს 1:0 მოუგო, მანამდე კი  ფრედერიკ მიშელ პაულსი ანგარიშით 3:0, ანდრეს ჰამერსი – 8:0 და ერგუდერ ბეკისდამატსი – 10:0 დაამარცხა. ტარიელ შავაძე წარმოშობით ხულოდანაა,  წლებია გერმანიაში ცხოვრობს და …

ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერების საფეხბურთო ტურნირი

7 ოქტომბერს, ბონის სპორტულ დარბაზში მინი ფეხბურთის ტურნირი ჩატარდა პრობაციონერებისა და ყოფილი პატიმრების მონაწილეობით. ტურნირში დემოკრატიის ინსტიტუტის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს  აჭარის ბიუროს ბენეფიციარები მონაწილეობდნენ. ღონისძიების მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა, ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია და საზოგადოებაში ინტეგრაციაა. სპორტულ ღონისძიებაზე აჭარის, გურიის, იმერეთის, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის გუნდები ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. გამარჯვებულ გუნდებს თასები და სიგელები გადასცეს. …

ბათუმში სპორტის სასახლის მშენებლობა დათქმულ ვადაში ვერ დასრულდა – მთავრობის განმარტება

ბათუმში ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა წელს ზაფხულში უნდა დასრულებულიყო. აჭარის მთავრობაში ირწმუნებოდნენ, რომ ამ სასახლეში წელსვე ევროპის ჩემპიონატი ჩატარდებოდა ხელბურთში, თუმცა ჯერ მშენებლობა არ დამთავრებულა. ახალი კომპლექსი იმ პროგრამის შემადგენელი ნაწილია, რომლის განხორციელებისთვის სახელმწიფო 54 მილიონი აშშ დოლარს დახარჯავს. „ბათუმელები“ დაინტერესდა, რატომ ვერ დასრულდა მშენებლობა და როდის არის დაგეგმილი კომპლექსის გახსნა. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში …

ბათუმში ქვიშის რაგბის ფესტივალი 2017 იწყება

29-30 ივლისს ბათუმი მე-10, საიუბილეო ქვიშის რაგბის ფესტივალს უმასპინძლებს. ფესტივალი ბათუმის „რაგბი არენაზე“ (ლეონიძის 5) გაიმართება.  ტურნირი 14 საათზე გაიხსნება და თამაშები 19 საათამდე გაგრძელდება. საქართველოს ქვიშის რაგბის კავშირის ინფორმაციით, წლევანდელ საერთაშორისო ტურნირში კაცთა  8 და ქალთა 4 გუნდი მონაწილეობს, მათ შორის ბრიტანული, რუსული და თურქული გუნდები. კაცთა ტურნირის მონაწილეები არიან: მეკობრეები, თიბისელები, ვითიბი, წრე, დევები, ბია, ბულდოგები (დიდი …

ბათუმის “დინამოს” და პოლონეთის „იაგელონიას“ ფანებმა ქუთაისში თამაშის დაწყებამდე იჩხუბეს

ქუთაისში ბათუმის „დინამოსა“ და პოლონეთის „იაგელონიას“ გულშემატკივრებმა საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე იჩხუბეს. როგორც თვითმხილველმა „ბათუმელებს“ უთხრა, გულშემატკივრები ერთმანეთს ბოთლებს ესროდნენ, აგინებდნენ და სცემდნენ. ისინი პოლიციამ დაშალა. შს სამინსიტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გულშემატკივრებს შორის ძირითადად სიტყვიერი დაპირისპირება იყო და დაკავებული არავინაა. საფეხბურთო მატჩი ბათუმის „დინამოსა“ და პოლონეთის „იაგელონიას“ შორის დღეს, 8 საათზე, ქუთაისში  გაიმართება.  

სოფელ ვაიოს სკოლის მოსწავლეები მსოფლიო სასკოლო ოლიმპიადაზე იასპარეზებენ მაგიდის ჩოგბურთში

მსოფლიო სასკოლო ოლიმპიადაზე, რომელიც 2018 წლის აპრილში მალტაში ჩატარდება, მაგიდის ჩოგბურთის სახეობაში საქართველოდან, ვაიოს საჯარო სკოლის გოგონათა გუნდი  იასპარეზებს. ვაიოს საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა, რომლის შემადგენლობაში ოთხი სპორტსმენია: ელზა მახაჭაძე, ლინდა ჩიკვაიძე, მირანდა გორგილაძე და ქეთი შავიშვილი, მსოფლიო ჩემპიონატის საგზური 27 ივნისს, ქუთაისში გამართულ საფინალო თამაშში, თბილისის სასკოლო გუნდებთან გამარჯვებით მოიპოვა. „ფინალურ თამაშში, რომელიც ქუთაისში …

ოლიმპიური გარბენა ბათუმის ბულვარში

23 ივნისს, 11:00 საათზე, საერთაშორისო ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებით, ბათუმის ბულვარში ოლიმპიური გარბენა მოეწყობა. სტარტი ბათუმის ბულვარის ქვიშის მოედანთან იქნება, ფინიში – კი ანბანის კოშკთან. მსურველებს რეგისტრაციის გავლა დღეს, 18:00 საათამდე, სამშენებლო კომპანია “სვეტის” ოფისში (რუსთაველის ქუჩა #22) შეეძლებათ. ოლიმპიური გარბენის ორგანიზატორია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი. მონაწილეებს გადაეცემათ მაისური და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სერტიფიკატი. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სპეციალური ოლიმპიური პრიზებითა …

კლუბი „ნონა“ საჭადრაკო ფესტივალისთვის ემზადება

ბათუმის საჭადრაკო კლუბი „ნონა“ ემზადება საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალისთვის –  „ბათუმის მერიის თასი -2017“  . ფესტივალი ბენზეს ჭადრაკის სასახლეში პირველ ივლისს გაიხსნება და თორმეტ ივლისამდე გაგრძელდება. საჭადრაკო ტურნირი ბათუმში წელს მესამედ ჩატარდება და ცხრა ტურად გაიმართება. მასში 18  ქვეყნის  განსხვავებული ასაკობრივი კატეგორიის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალში მონაწილე ყველა კატეგორიის გამარჯვებულს ბათუმის მერია თასებით, მედლებით, დიპლომებითა და …

ბათუმის დინამოს პლაჟის ფეხბურთის გუნდი ჩემპიონთა თასის მერვედფინალშია

ბათუმის დინამოს პლაჟის ფეხბურთის გუნდმა ჩემპიონთა თასის ჯგუფური ეტაპი დაძლია და მერვედფინალში ითამაშებს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ბათუმურმა კლუბმა ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში ინგლისური სენტ ნიოტსი 7:2 დაამარცხა და C ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა.                               ამავე თემაზე: ბათუმის „დინამოს“ ქვიშის ფეხბურთის …

ბათუმის „დინამოს“ ახალი მწვრთნელი ჰყავს

29 მაისს ბათუმის საფეხბურთო კლუბ „დინამოს“ ახალ მთავარ მწვრთნელად  კონსტანტინ ფროლოვი დაინიშნა. „ბათუმის დინამოს“ ხელმძღვანელის, ოთარ ფედიჩკინის თქმით, ახალ მწვრთნელთან ბათუმის „დინამომ“ კონტრაქტი 2018  წლის ბოლომდე გააფორმა. „დინამომ“ ახალ მწვრთნელთან ერთად უკვე გამართა პირველი ვარჯიში.  

ქედაში ავთანდილ ბერიძის სახელობის ტურნირი მიმდინარეობს ფრენბურთში

ქედის სასპორტო სკოლაში, ავთანდილ ბერიძის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი მიმდინარეობს ფრენბურთში. ერთმანეთს რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტის ნაკრები სასკოლო გუნდები ეჯიბრებიან. ავთანდილ ბერიძის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი ყოველწლიურად იმართება ქედაში. ტურნირი წელს მესამედ ტარდება.  ავთანდილ ბერიძე წლების განმავლობაში ქედის სასპორტო სკოლის დირექტორი და ფრენბურთის მწვრთნელი იყო. მისი სახელობის ტურნირს ფრენბურთში ქედის გამგეობა აფინანსებს.  ტურნირის ჩასატარებლად ქედის გამგეობამ 2200 ლარი …

ბათუმში საბრძოლო ხელოვნებათა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

3 ივნისს ბათუმში, „ბასკოს“ დარბაზში, საბრძოლო ხელოვნებათა საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნება. ფესტივალში სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის (6 წლიდან 45 წლამდე) 1000-მდე სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას საქართველოდან, ყაზახეთიდან, ირანიდან, თურქეთიდან, ისრაელიდან და სხვა ქვეყნებიდან. შოტოკან კარატე-დოს მსოფლიო ფედერაციის შეფ-ინსტრუქტორის დამხმარე ასისტენტის და ფესტივალის სტუმრის, დევი ხაჯიშვილის თქმით, ეს ფესტივალი გამორჩეულია წინა ფესტივალებისგან იმით, რომ მასში არა მხოლოდ შოტოკან კარატე-დოს, …

რა ბედი ეწია ბათუმის სტადიონის პროექტს

ბათუმში ასაშენებელი საფეხბურთო სტადიონის პროექტი, რომელშიც აჭარის ბიუჯეტიდან 767 ათასი ლარია გადახდილი, „ვარგისიანობაზე“ ექსპერტიზას ამ დრომდე გადის. შპს „სტადიონში“ ირწმუნებიან, რომ ექსპერტიზა მიმდინარე წლის ზაფხულის შუა რიცხვებში საბოლოოდ დასრულდება და მშენებლობაზე ტენდერიც გამოცხადდება. პროექტი რამდენიმე თვეა ექსპერტიზაზეა. კითხვაზე, რატომ გაჭიანურდა პროცესი დროში? – შპს „სტადიონის“ დირექტორმა სულხან ხალვაშმა გვიპასუხა, რომ „პროექტის ექსპერტიზა დამთავრდა, მაგრამ ამ ექსპერტიზამ …

ბათუმის „დინამოს“ ქვიშის ფეხბურთის გუნდი პორტუგალიაში მიემგზავრება

ბათუმის „დინამოს“ ქვიშის ფეხბურთის გუნდი ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად 26 მაისს პორტუგალიაში გაემგზავრება.  ქალაქ ნაზარეში ევროპის  ჩემპიონთა თასის გათამაშება 29 მაისი – 4 ივნისის შუალედში გაიმართება. გუნდი სამი ქართველი, ოთხი – ესპანელი, ორი – იტალიელი, ერთი შვეიცარიელი და ერთი ტრინიდად-ტობაგოელი ფეხბურთელითაა დაკომპლექტებული. C ჯგუფში მოასპარეზე ბათუმის „დინამოს“   მწვრთნელი იტალიელი მარკო კასარსაა. ჯგუფში რომის …

მკლავჭიდელი გოგონები აჭარიდან მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადებიან

16 წლის მარიამ ნოდია საქართველოს ჩემპიონია მკლავჭიდში. ეს ტიტული მან თბილისში, 10-11 აპრილს გამართულ ჩემპიონატზე მოიპოვა. მარიამი ხელვაჩაურის #1 სკოლის მე-11 კლასში სწავლობს და თავისუფალ დროს მკლავჭიდს უთმობს. მარიამი ამბობს, რომ ეს მისი პირველი წარმატებაა. მიუხედავად იმისა, რომ სპორტისადმი მიდრეკილება და გარკვეული ფიზიკური მონაცემებიც ბავშვობიდანვე ჰქონდა, სულ რამდენიმე თვეა, რაც მკლავჭიდით აქტიურადაა დაკავებული. მარიამის სპორტული …

ქართველი ჰოკეისტების წარმატება მსოფლიო ჩემპიონატის III დივიზიონში

ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის III დივიზიონში, რომელშიც სულ რვა გუნდი მონაწილეობდა, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მესამე ადგილი მოიპოვა. ტურნირის ბოლო თამაშში, 16 აპრილს, საქართველოს ნაკრები ჰონგ-კონგის ეროვნულ ნაკრებს შეხვდა, რომელიც დიდი სხვაობით –  14-ით 3 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ხუთი შაიბა ივან შვეცოვმა გაიტანა, ორი – ვიტალი დუმბაძემ, სამი –  არტიომ კოზიულინმა, ორი – დავით ოგანეზიანმა, ერთი შაიბა გაიტანა არტიომ კურბატოვმა, საბოლოო …

ახალი სპორტსკოლის მშენებლობისთვის ხარჯთაღრიცხვა ორ თვეში უნდა მომზადდეს

„სპორტული კომპლექსი წარმოადგენს არაოლიმპიურ საწვრთნელ ე.წ. „სასპორტო სკოლის“ კომპლექსს, სამაყურებლო დარბაზით“ – აღნიშნულია შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე, სადაც შპს „სტადიონს“ ბათუმში  სპორტსკოლის მშენებლობისთვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე ტენდერი აქვს გამოცხადებული. სპორტული კომპლექსი ბათუმში ლეონიძის ქუჩაზე აშენდება. აქ 15 000 კვ/მ მიწის ნაკვეთი საქართველოს მთავრობამ აჭარას საკუთრებაში მიმდინარე წლის 11 იანვარს გადასცა. სავარაუდო საერთო სამშენებლო ფართობი კი 21 …

ქედელი მორაგბეების მეორე სეზონის წაუგებელი სერია

სარაგბო კლუბი ქედაში ორი წლის წინ ქედელმა ახალგაზრდებმა ჩამოაყალიბეს, გუნდი დასავლეთ ლიგის ჩემპიონატში მეორე სეზონია ასპარეზობს. 2016-2017 წლის სეზონზე „ფირალებმა“ რვა თამაში გამართეს, ყველა მოიგეს და მეორე ლიგაში მოთამაშე გუნდებს შორის 35 ქულით ლიდერობენ. ქედის სარაგბო კლუბი „ფირალები“ ორი წლის წინ ჩამოყალიბდა. ასპარეზობა ქედელმა მორაგბეებმა მეორე ლიგაში 2014 წლის ზაფხულში დაიწყეს. არსებობიდან დღემდე „ფირალებმა“ ჩემპიონთა …

„ნონა“ ევროპის ჩემპიონატის სამზადისში

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე სპორტსკოლაში მოჭადრაკეები ვარჯიშობენ. ამ მისამართზე მდებარეობს ბათუმის საჭადაკრო კლუბი „ნონა“, ევროპის ორგზის ჩემპიონი. აქ, კლუბის ხელმძღვანელების თქმით, 250-ზე მეტი ბავშვი სწავლობს ჭადრაკის თამაშს. სექტემბრის ბოლოს საჭადრაკო კლუბი „ნონა“ საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა, ახლა კი მოჭადრაკეები ევროპის ქალთა საკლუბო ჩემპიონატისთვის ემზადებიან, რომელიც სერბეთში გაიმართება 5-13 ნოემბერს. ზედიზედ ორი წელია „ნონა“ ამ …

სენსეი მაკა მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება

28 წლის მაკა ქებურია 20 წლის იყო, როცა ბავშვობის ოცნების ახდენა გადაწყვიტა და კიოკუშინ კარატეში ვარჯიში დაიწყო. ერთი წლის შემდეგ საქართველოს ჩემპიონი გახდა, შემდეგ წლებში კი ევროპის ჩემპიონის ტიტული ორჯერ მოიპოვა. იგი პირველი ქართველი ქალი სენსეი [ოსტატი] და სამი შავი ქამრის მფლობელია. სანსეი მაკა ახლა მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება. ნოემბრის ბოლომდე მან იაპონიაში, მსოფლიო ჩემპიონატზე გასამგზავრებელი …

ბათუმში „ეზოს ფეხბურთის“ საშემოდგომო ლიგა იწყება

დღეს, ბათუმში „ეზოს ფეხბურთის“ საშემოდგომო ლიგა იწყება, რომელიც 15 დეკემბრამდე გაგრძელდება. ჩემპიონატში 10 ადმინისტრაციული ერთეულის სამი ასაკობრივი ჯგუფი იასპარეზებს. მასში მონაწილეობას 30 გუნდი, ჯამში 400-ზე მეტი სპორტსმენი მიიღებს. პროექტი „მასობრივი სპორტის განვითარების“ ქვეპროგრამის ფარგლებში, ბათუმის მერიის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით ხორციელდება, რისთვისაც ქალაქის ბიუჯეტიდან 50 000 ლარია გამოყოფილი.

საჭადრაკო კლუბი „ნონა“ საქართველოს ჩემპიონია

ბათუმის საჭადრაკო კლუბმა “ნონამ” საქართველოს საკლუბო ჩემპიონატში გამარჯვება მოიპოვა.  იგი ფინალურ შეხვედრაში თბილისის ,,თბილისს“ შეხვდა და მატჩი ფრედ დაასრულა, თუმცა წინა თამაშებში მოპოვებული ქულებით ჩემპიონი გახდა. ტურნირმა სტარტი 22 სექტემბერს აიღო და 28 სექტემბერს დასრულდა. მასში საქართველოს 8 რეგიონალურმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. ტურნირი წრიული სისტემით 7 ტურად გაიმართა. თითოეული გუნდი 6 მოჭადრაკისგან იყო დაკომპლექტებული, ტურნირის საპრიზო ფონდმა …

ბათუმელი პარასპორტსმენი: მინდა, არავინ ჩაიკეტოს სახლში

27 წლის ზვიად დუმბაძე ბათუმელი პარასპორტსმენია მშვილდოსნობაში. მან ათი წლის ასაკში უბედური შემთხვევის გამო მარჯვენა ფეხი დაკარგა. ამ სპორტს უკვე მეოთხე წელია მისდევს. ყოველდღიურად სამიდან ოთხ საათამდე ვარჯიშობს, რომ მომდევნო პარაოლიმპიადის – „ტოკიო 2020“ საგზური მოიპოვოს. მისი მთავარი მიზანი მსოფლიო ჩემპიონობაა. „ფეხი 1998 წელს დავკარგე, მანქანაში ვიჯექი, რომელიც აფეთქდა… ახლა პროთეზს ვატარებ… ეს ისეთი ასაკი იყო, …

Batumi Ladies Open 2016-ის გამარჯვებული ბათუმელი მარიამ ბოლქვაძეა

ბათუმში გამართული საერთაშორისო ტურნირის „Batumi Ladies Open”-ის გამარჯვებული წელს ბათუმელი მარიამ ბოლქვაძე გახდა. პროფესიონალ ქალ ჩოგბურთელთა ტურნირი „Batumi Ladies Open 2016” ბათუმში მეცხრამეტედ ტარდება და მასში, აჭარის მთავრობის ინფორმაციით, წელს 8 ქვეყნის 40 სპორტსმენი მონაწილეობდა, მათ შორის 7 ქართველი.  „Batumi Ladies Open”-ის არსებობის ისტორიაში კი ტურნირს პირველად ყავს ბათუმელი გამარჯვებული. საპრიზო მეორე ადგილი რუსმა ჩოგბურთელმა ალექსანდრა …

6 სპორტსმენი აჭარიდან რიოს ოლიმპიადაზე

წელს რიო დე ჟანეიროს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან 40 სპორტსმენია წარდგენილი, აქედან ექვსი აჭარიდანაა. მათ წარმატებებსა და შანსებზე აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსს, მუხრან ვახტანგაძეს ვესაუბრეთ. ბატონო მუხრან, რომელი სპორტსმენები მონაწილეობენ აჭარიდან რიოს ოლიმპიურ თამაშებში და სპორტის რა სახეობებში? ოლიმპიურ თამაშებში რიო დე ჟანეიროში აჭარიდან სულ ექვსი სპორტსმენია წარდგენილი: ამირან პაპინაშვილი და ვარლამ …

ბათუმის კლუბი შვიდკაცა რაგბის ჩემპიონატის პირველ ეტაპზე მესამე ადგილზე გავიდა

ბათუმის სარაგბო კლუბი შვიდკაცა რაგბის ჩემპიონატის პირველ, შესარჩევ ეტაპზე, მესამე საპრიზო ადგილზე გავიდა. 16 მონაწილე გუნდიდან ოთხი გამოეთიშა ჩემპიონატს, დარჩენილი 12 გუნდი კი გააგრძელებს ასპარეზობას ჩემპიონატის მეორე და მესამე ეტაპებზე, რომლებიც შემოდგომასა და ზამთარში, ფოთსა და თბილისში გაიმართება. გუნდის მწვრთნელის, გიორგი სვინტრაძის თქმით, ამ ჩემპიონატისთვის გუნდს მოსამზადებლად ბევრი დრო არ ჰქონდათ, რადგან ძირითად აქცენტს ეროვნულ …

გიგა ფარტენაძის სახელობის ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში დასრულდა

ბათუმის სასპორტო სკოლაში ბათუმელი მოჭიდავის გიგა ფარტენაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში დღეს დასრულდა. ტურნირში საქართველოს რეგიონებიდან და საზღვარგარეთიდან მოჭიდავეთა ნაკრები გუნდები მონაწილეობდნენ. შეჯიბრება ორ ასაკობრივ ჯგუფში ათ წონით კატეგორიაში გაიმართა. გამარჯვებულები და საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენები დაჯილდოვდნენ მედლებითა და ფასიანი საჩუქრებით. ტურნირს ესწრებოდა და ორგანიზატორებთან ერთად გამარჯვებულებს საჩუქრები გადასცა გიგა ფარტენაძის ძმამ კობა ფარტენაძემ: „ჩემი …

რამაზ ზოიძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონი გახდა

 22 ივნისს რუმინეთის ქალაქ ბუქარესტში,  ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა, სადაც აჭარის მკვიდრმა, საქართველოსა და აჭარის ნაკრების წევრმა რამაზ ზოიძემ 66 კგ. წონით კატეგორიაში უკრაინელი ათლეტი – ფარვიზ ნასიბოვი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. რამაზ ზოიძე 2012 წლის ევროპის ჩემპიონია ჭაბუკებში და 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონი ახალგაზრდებში.    

ძალოსნები უშუქოდ და ცივი შხაპით სხვის შენობაში

დაბა ჩაქვში ძალოსნები უკვე არაერთი წელია ისეთ დარბაზში ვარჯიშობენ, სადაც არც შუქი აქვთ და არც საშხაპე ცხელი წყლით. ფაქტია, რომ ეს პრობლემა არავის აწუხებს, გარდა სპორტსმენებისა, რომლებმაც დასახმარებლად გაზეთ „ბათუმელებს“ მომართეს. სპორტსმენებს ასევე აინტერესებთ რამდენი თანხა გამოიყოფა მათთვის და რამდენი ხმარდება მათ. რატომ არ უნდა ჰქონდეს 21-ე საუკუნეში ელექტროენერგია სპორტდარბაზს? – ამ საკითხით და იმით, …

ბათუმში ქუჩის კალათბურთის ტურნირი იწყება

ბათუმში, მერიის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით ქუჩის კალათბურთის (Streetball) ტურნირი იწყება. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ტურნირში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს. რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე.

საერთაშორისო ტურნირი კალათბურთში დღეს დაიწყება

  დღეს ბათუმში ,,საერთაშორისო ტურნირი კალათბურთში ვ. ალთაბაევის თასზე“ იწყება. პირველი თამაში ბათუმის სასპორტო სკოლაში 17:00 სთ-ზე დაიწყება და 3 დღეს გაგრძელდება.  ტურნირში 2002-2003 წელს დაბადებულ ჭაბუკთა 2 ქართული და 2 უცხოური გუნდი მონაწილეობს. ღონისძიების ორგანიზებისათვის მუნიციპალური ბიუჯეტიდან 20 000 ლარია გამოყოფილი.  ტურნირი მერიის ,,სპორტის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში იმართება. დაჯილდოების ცერემონიალი 12 ივნისს, 14:30 სთ-ზე გაიმართება.  

15 წლის ჩოგბურთელი ქედიდან საქართველოს სახელით იასპარეზებს

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაიოში მცხოვრები 15 წლის ანრი დევაძე ერთ-ერთია საქართველოს მაგიდის ჩოგბურთის ეროვნული ნაკრებიდან, რომელიც წელს ზაფხულში, ხორვატიაში დაგეგმილ ჩემპიონატზე საქართველოს სახელით იასპარეზებს. წარმატების მისაღწევად ხუთი წელია, კვირაში რამდენიმე დღე სავარჯიშოდ სოფელ ვაიოდან ბათუმში დადის. მალე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით პირველად იასპარეზებს და ამისთვის ახლა საგულდაგულოდ ემზადება. სპორტის ამ სახეობით ადრეულ ბავშვობაში დაინტერესდა, მაშინ …

Exit mobile version