როგორ ხუმრობს ქრისტეზე „სიწმინდეების მცველი“ ბათუმის თეატრის დირექტორი

ბათუმის დრამატული თეატრის დირექტორმა კოტე მჟავიამ, რეჟისორ გიორგი სიხარულიძესთან და მსახიობ გიორგი შანიძესთან ერთად ე.წ. „ეროვნული ფასეულობების დაცვის“ მოტივით, საინიციატივო ჯგუფი დააფუძნა. ამის შესახებ ახალი საინიციატივო ჯგუფის წევრებმა 30 ივლისს განაცხადეს. მათი თქმით, გამოხატვის თავისუფლება თითოეული ადამიანის უმთავრესი ღირებულებაა, თუმცა, „ეს უფლება არ შეიძლება იქცეს ინსტრუმენტად იმ სიწმინდეების და ფუნდამენტური ფასეულობების შეურაცხყოფისთვის, რომლებიც ქვეყნის ისტორიულ, …

ზურაბ მენთეშაშვილმა 9-თვიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა – ის „გზის მეორედ გადაკეტვის“ გამო იყო დაკავებული

დღეს, 31 ივლისს, გლდანის ციხე დატოვა სინდისის პატიმარმა, ზურაბ მენთეშაშვილმა, რომელსაც 9-თვიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი  საპროტესტო აქციის დროს გადაკეტილ გზაზე განმეორებით დგომისთვის, რაც, „ოცნების“ რეპრესიული რეგულაციებით, უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია. 61 წლის ზურაბ მენთეშაშვილი აქციაზე გზის „ხელოვნურად“ გადაკეტვის საბაბით პირველად 24 ოქტომბერს დააკავეს ადმინისტრაციული წესით და 25 ოქტომბერს 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს. ფოთის იზოლატორის დატოვების შემდეგ, …

„მხოლოდ ფუფუნებაზე ზრუნავენ“ – პოლიტიკოსი უმაღლესი საბჭოს 4 ახალი ჯიპის შესყიდვაზე

„როცა რეგიონში ასობით ოჯახს ელემენტარული სოციალური მხარდაჭერა სჭირდება, ხალხი სიღარიბეს ებრძვის, ჩინოვნიკების ფუფუნებაში ცხოვრება არის საზოგადოების აბუჩად აგდება,“ – მიიჩნევს აზა გაბუნია, „თავისუფლების მოედნის“ ერთ-ერთი ლიდერი, აჭარის უმაღლესი საბჭოს მორიგ ტენდერზე: 2026 წლის იანვარში შეძენილი Chery Tiggo 7-ების შემდეგ აჭარის უმაღლესმა საბჭომ ამჯერად ტენდერი 4 ერთეული მაღალი გამავლობის მსუბუქ ავტომანქანაზე გამოაცხადა. შესყიდვის სატენდერო ფასი ჯამში …

დრონები კვლავ დაესხნენ თავს Wildberries-ის საწყობს – ამჯერად ვოლგოგრადში

31 ივლისის ღამეს დრონები თავს დაესხნენ რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადში მდებარე Wildberries-ის სადისტრიბუციო ცენტრსა და ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას. ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორი ანდრეი ბოჩაროვი აცხადებს, რომ დრონით თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა ვოლგოგრადის სამხრეთით მდებარე საწვავისა და ენერგეტიკის კომპლექსის სამრეწველო ობიექტში, ასევე, ძერჟინსკის რაიონის საწყობებში. რუსული კომპანია Wildberries-ის პრესსამსახურმა დაადასტურა ლოჯისტიკურ ცენტრზე თავდასხმა, რამაც ხანძარი გამოიწვია. ასევე გუშინ, 30 …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 31 ივლისის 21 საათიდან პირველი აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან ხანმოკლე წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 26 – 31 გრადუსი სითბო ღამით: 16 – 21 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: დღისით: 15  – 20 …

კაცის ნაჯახით მკვლელობის მცდელობის საქმე შუახევში – რა გაირკვა სასამართლო სხდომაზე

„იმ დღეს საავადმყოფოში მორიგე ვიყავი, როცა დაჭრილი მოიყვანეს, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები ჰქონდა, სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა ჭრილობით, ძლიერი სისხლდენა,“ – უთხრა მოსამართლე ნინო სახელაშვილს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმმა, ლევან კონცელიძემ, რომელმაც 30 ივლისს სასამართლოს მოწმის სახით ჩვენება მისცა. მკვლელობის მცდელობის ჩადენას განსაკუთრებული სისასტიკით პროკურატურა ტარიელ მ.-ს ედავება. საუბარია 2026 წლის 11 იანვარს, დაბა შუახევში მომხდარ …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 31 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 31 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 446 150 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 340. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 231 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 25 056 ერთეული [+7] საარტილერიო სისტემა – 47 045 …

„მოსამართლემ თქვა: განვარისხეთ გურული ქალიო“ – რატომ აწყობს „ოცნებას“ საქმეების გაჭიანურება

„6 წელია მოსამართლის თანაშემწე ასე მპასუხობს: იქნება, მალე იქნება თქვენი პროცესიო, მაგრამ პროცესი არ ტარდება… გვაწვალებენ. სხვა რა ჰქვია ამას? ალბათ იმედი აქვთ, რომ დავიღლებით, დავნებდებით და შევეშვებით. ვიღაცამ თვალი დაადგა ამ მიწას და ამიტომ გვჩაგრავენ,“ – უყვება „ბათუმელებს“ გონიოში მცხოვრები 62 წლის მალხაზ ბარამიძე. ეს მოსარჩელე არაა გამონაკლისი, ვინც წლებია ელის „ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე …

წინასწარ გამოცხადებული კორუფცია – ამჯერად ქობულეთში

ქობულეთის მერიამ, პირველ ოქტომბრამდე ვადით, ორი მიწის ნაკვეთი გაასხვისა თამარ მეფის სანაპიროზე, პლაჟთან ახლოს. ერთ ნაკვეთზე უკანონოდ აშენებული კაფეა, მეორეზე უკანონოდ დაწყებული და დაუსრულებელი მშენებლობა. ერთ შემთხვევაში აუქციონი მოიგო იმან, ვინც უკანონოდ დაიწყო სახელმწიფოს ტერიტორიაზე მშენებლობა 2023 წელს, მეორე შემთხვევაში კი იმან, ვისაც სანაპიროზე უკანონოდ აშენებული კაფე აქვს უკვე მეოთხე წელია. ერთ შემთხვევაში აუქციონზე გაიტანეს …

„ირანს იმედი აქვს, რომ ამერიკა ვერ გაბედავს სახმელეთო ოპერაციის დაწყებას“ – ინტერვიუ

„კონფლიქტი ირანს და აშშ-ს შორის ყველა მიმართულებით ფართოვდება,“ – ამბობს ირანისტი ვასილ ღლონტი, რომელიც არც იმას გამორიცხავს, კონფლიქტი შავ ზღვასაც შეეხოს. „ირანს აქვს იმის იმედი, რომ ამერიკა ვერ გაბედავს სახმელეთო ოპერაციის დაწყება ირანში. რეალურად ირანს რა ოდენობით აქვს გამდიდრებული ურანი და სად ინახავს, არავინ იცის. მთათა სისტემაშია ჩამალული – სიღრმეებში. მე ირანში ვსწავლობდი და ბევრჯერ …

„წაგვართვეს ჰექტრობით მიწა, ხეხილის ბაღები“ – მოსახლეობის პროტესტი სოფელ მახოში

ხელვაჩაურში, სოფელ მახოში მცხოვრები ადამიანები „ბათუმელებთან“ ამბობენ, რომ მიწები, რომლებსაც წლების განმავლობაში მათი წინაპრები ამუშავებდნენ, სახელმწიფომ დაისაკუთრა. „წაგვართვეს ჰექტრობით ხეხილის ბაღები“, – გვეუბნებიან სოფლის მცხოვრებლები. მიწის საკუთრების აღიარების პრობლემა ამ სოფელში სულ ცოტა 17 ოჯახს მაინც აქვს. ჩვენ დღეს, 30 ივლისს, რამდენიმე მათგანს გავესაუბრეთ. მაგალითად, გენო მსხალაძე ამბობს, რომ სახელმწიფომ მის საკუთრებაში დაარეგისტრირა ის მიწაც …

აჭარის ხელოვნების მუზეუმს ახალი დირექტორი ჰყავს

აჭარის ხელოვნების მუზეუმის ახალი ხელმძღვანელი ლელა ცხოიძე იქნება. ახალი მმართველი დღეს, 30 ივლისს წარუდგინეს მუზეუმის თანამშრომლებს. აჭარის კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ლელა ცხოიძე 2025 წლიდან  მუშაობდა აჭარის კულტურის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტში. „აქვს კულტურული პროექტების განხორციელებისა და ღონისძიებების ორგანიზების, ასევე სახელოვნებო განათლების სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. სხვადასხვა პერიოდში  მუშაობდა საჯარო და კერძო სექტორში“, – ნათქვამია …

როგორ დააფინანსებს სახელმწიფო უნივერსიტეტებს – სამინისტრო ახალ მოდელზე საუბრობს

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2027 წელს უმაღლესი განათლების დაფინანსების საერთო მოცულობა 170 მილიონ ლარს მიაღწევს. სამინისტროს ინფორმაციით, მოდელი, რომელიც მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით შემუშავდა, ორ ძირითად კომპონენტს – საბაზო და შესრულებაზე დაფუძნებულ დაფინანსებას მოიცავს. „საბაზო დაფინანსება გულისხმობს დაფინანსების განსაზღვრას აკადემიური პროგრამების განსხვავებული ღირებულების შესაბამისად, სწავლის სფეროებისა და უმაღლესი განათლების საფეხურების – ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის მიხედვით. ამასთან, უნივერსიტეტების …

84 წერილი და ცარიელი სკამი მზია ამაღლობელისთვის ჩრდილოეთ ირლანდიაში, Irish PEN-ზე

29 ივლისს, საღამოს, ჩრდილოეთ ირლანდიაში, ქალაქ არმაში, Irish PEN-ზე გამართულ ღონისძიებაზე, „წერის თავისუფლება“ – მონაწილეებმა ღია ბარათები მისწერეს პატიმრობაში მყოფ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელსა და ჟურნალისტს, მზია ამაღლობელს. Irish PEN-ის მაყურებლებმა სულ 84 ბარათი მისწერეს მზია ამაღლობელს, ციხეში გასაგზავნად, საერთაშორისო სოლიდარობის ნიშნად. ქალაქ არმაში, ჯონ ჰიუიტის საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში გამართულ Irish PEN-ის ღონისძიებაზე, სცენაზე ცარიელი …

ბათუმის ნაწილს 1 ღამით წყლის მიწოდება შეუწყდება

ბათუმის მერიის შპს „ბათუმის წყლის“ განცხადებით: „31 ივლისის ღამის 12 საათიდან 1 აგვისტოს 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდებათ რუსთაველის ადმინისტრაციული ერთეულის ნაწილს, ბაგრატიონის, აღმაშენებლის, ჯავახიშვილის, ხიმშიაშვილის, აეროპორტისა და სამრეწველოს ადმინისტრაციული ერთეულების, ასევე ადლიის მიმართულებით მცხოვრებ აბონენტებს“. კომპანიის  ინფორმაციით „მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის მეხუთე ფაზის ფარგლებში, წყალმომარაგების მიმართულებით, ინჯალოს რეზერვუარზე ცენტრალური მილსადენის დაერთების სამუშაოები იგეგმება“. „სამუშაოების სპეციფიკიდან …

საქართველში 110 ათასზე მეტმა ადამიანმა აიღო 600 ლარზე ნაკლები ხელფასი

მიმდინარე წლის ივნისში, საქართველოში სხვადასხვა სამსახურში დასაქმებულმა, დაახლოებით 110 ათასზე მეტმა ადამიანმა აიღო 600 ლარზე ნაკლები ხელფასის სახით. შემოსავლების სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით, გასული თვის დასაქმების სტატისტიკას პოლიტიკის და მართვის კონსალტინგ ჯგუფი (PMCG) აქვეყნებს. PMCG-ის კვლევის მიხედვით, 2026 წლის ივნისში იმ ადამიანების ოდენობა, რომლებიც თვიურად ხელფასს იღებდნენ, 1 024 954 შეადგინა. ეს მონაცემი 2026 წლის მაისთან …

ბათუმში ხელოვნური კუნძულისთვის ბალასტის საწარმო გზშ-ს გარეშე იმუშავებს

სასარგებლო წიაღისეულის [ბალასტის] გადამამუშავებელი საწარმოს, რომელიც ბათუმში ხელოვნური კუნძულის სამშენებლო სამუშაოებს მოემსახურება, ექსპლუატაცია გარემოზე ზემოქმედების შეფასებას [გზშ] არ დაექვემდებარა. გადაწყვეტილება გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 2026 წლის 29 ივლისს მიიღო. კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ კუთვნილი ბალასტის საწარმო ბათუმში, ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზეა განთავსებული. მის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთებზე კი ამავე კომპანიის კუთვნილი ბეტონის საწარმოც ფუნქციონირებს. სასარგებლო წიაღისეულის …

„ოცნებამ“ 1,5 მილიონამდე ლარის შეწირულება მიიღო სათამაშო ბიზნესიდან – „გამჭვირვალობა“

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ცნობით, სათამაშო ბიზნესის ნებართვის მიმღებ 10 კომპანიასთან დაკავშირებულმა პირებმა „ქართულ ოცნებას” და მის საპრეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს 1,496,500 ლარი შესწირეს. ორგანიზაციის ცნობით, პარტიის შემწირველებს შორის 29 პირი სათამაშო ბიზნესის ლიცენზიის მქონე კომპანიების მოქმედი/ყოფილი მეწილეები და დირექტორები არიან. „გამჭვირვალობა“ წერს, რომ ბიძინა ივანიშვილის პარტიის სასარგებლოდ ყველაზე მსხვილი შეწირულება გაიღეს „ევროპაბეთის“ (ყოფილი …

ბათუმის საზღვაო ნავსადგურში ტვირთბრუნვა გაიზარდა – ბათუმის პორტი

ბათუმის საზღვაო ნავსადგურის  საერთო ტვირთბრუნვა მიმდინარე წლის პირველ ნახევარში გაიზარდა და 4 მლნ 24 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2025 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 8%-ით მეტია. ინფორმაციას ამის შესახებ ნავსადგურის ადმინისტრაცია ავრცელებს. „ტვირთბრუნვის ზრდა ადასტურებს პორტის მომსახურებაზე სტაბილურ მოთხოვნასა და ტვირთნაკადების მოსაზიდად გაწეული სამუშაოების ეფექტიანობას. გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდში ნავსადგურმა შემოსავლების გაზრდისკენ მიმართული ინიციატივები განახორციელა. 2026 …

იანვარ-ივნისში 5,2 მილიონი კვ.მ ფართობის მშენებლობაზე გაიცა ნებართვები – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2026 წლის იანვარ-ივნისში გაცემულია 5 391 ნებართვა, ეს  წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.6 პროცენტით ნაკლებია. გაცემული ნებართვები ითვალისწინებს 5 275 7 00 კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობას, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.7 პროცენტით მეტია. ნებართვების თითქმის სამი მეოთხედი ნაწილი მოდის ქვეყნის ოთხ რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი …

სარფში 1,2 კგ ოქროს ნაკეთობების მალულად შემოტანის ფაქტზე 1 პირი დააკავეს – საგამოძიებო

ფინანსთა სამინისტროს  საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების უკანონო გადმოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავა „ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ღონისძიების შედეგად გამოვლინდა, რომ საქართველოს მოქალაქემ, საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, თავისი მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანით, სხვადასხვა ნივთში მალულად განთავსებული 1 215.52 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები გადმოიტანა, რომლის საბაჟო ღირებულება 246 857 ლარს შეადგენს.“ – …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 30 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 30 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 444 810 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 310. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 230 ერთეული [+3] ჯავშანტექნიკა – 25 049 ერთეული [+5] საარტილერიო სისტემა – 47 003 …

საქართველოში კვლავ ექთნების დეფიციტია

საქართველოში 22.5 ათასი ექიმი და 21.3 ათასი საექთნო პერსონალია – ასეთია საქსტატის უახლესი მონაცემები, რომელიც 2025 წელს მოიცავს. სტატისტიკური ინფორმაცია ცხადად აჩვენებს, რომ საქართველოში კვლავ საექთნო პერსონალის დეფიციტია. ეს პრობლემა საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში წლებია შეინიშნება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანახმად, ევროკავშირის ქვეყნებში ერთ ექიმზე, საშუალოდ, 2-3 ექთანი მოდის; საქართველოში – ერთ ექიმზე ერთი ექთანიც კი …

რუსეთის ქალაქ პენზაში დრონებმა Wildberries-ის ცენტრს შეუტიეს

30 ივლისის ღამეს, დრონები თავს დაესხნენ Wildberries-ის დახარისხების ცენტრს რუსეთის ქალაქ პენზაში. ტელეგრამზე გამოქვეყნებული ფოტო/ვიდეო მასალის თანახმად, ადგილზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. ეს ადგილი Wildberries-ის ერთ-ერთი მთავარი სადისტრიბუციო ცენტრია, რომელიც ვოლგის ფედერალურ ოლქს ემსახურება. პენზის ოლქის გუბერნატორმა ოლეგ მელნიჩენკომ ფაქტი დაადასტურა. მან განაცხდა, რომ ადგილზე მეხანძრეები მუშაობენ. ტელეგრამ არხის, ASTRA-ს ცნობით, თავდასხმის შემდეგ ქალაქში საჰაერო სირენები …

ბათუმის მაგისტრალზე საწვავმზიდს ცეცხლი გაუჩნდა

ბათუმის ავტომაგისტრალზე, ხელვაჩაური-ახალშენის გვირაბთან, საწვავმზიდს ცეცხლი გაუჩნდა. თვითმხილველების თქმით, იყო ძლიერი აფეთქების ხმა. შემთხვევა დღეს, 29 ივლისს, საღამოს მოხდა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შს სამინისტროს პრესცენტრის ცნობით, სსკ-ის 187 მუხლით დაიწყო გამოძიება, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ცეცხლის წაკიდებით.

რა ღირს დასვენება წელს ბეშუმში

ბეშუმში ტურისტული სეზონის პიკია. როგორც კურორტზე „ბათუმელებს“ უთხრეს, დამსვენებლებს კოტეჯების დაქირავება აქ დღეში საშუალოდ 100-200 ლარად შეუძლიათ. ფასი, ძირითადად, დამსვენებლების რაოდენობასა და პირობებზეა დამოკიდებული. „ბათუმელები“ რამდენიმე ადამიანს ესაუბრა, რომლებიც კოტეჯებს აქირავებენ ბეშუმში და ჰკითხა, როგორია წელს სეზონი, არის თუ არა მთაში დამსვენებელი და რომელი ტურისტი უფრო სჭარბობს, – ადგილობრივი თუ უცხოელი? აჩიკო ქედელიძე ამბობს, რომ …

აჭარის უმაღლესი საბჭო კიდევ 4 ახალ ჯიპს ყიდულობს

2026 წლის იანვარში შეძენილი Chery Tiggo 7-ების შემდეგ, აჭარის უმაღლესმა საბჭომ ამჯერად ტენდერი 4 ერთეული მაღალი გამავლობის მსუბუქ ავტომანქანაზე გამოაცხადა, სადაც ტექნიკური მოთხოვნები უფრო მკაცრი, ღირებულება კი – მეტია. შესყიდვის სატენდერო ფასი ჯამში 366 ათას 788 ლარია, ანუ 1 ავტომანქანის შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაა 91 ათას 697 ლარი. ამ ტექნიკური მახასიათებლების გარდა, უმაღლესი საბჭოს დოკუმენტებში აღნიშნულია, …

სურსათის სააგენტომ ფოთში ორი რესტორნის მუშაობა შეაჩერა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქალაქ ფოთში ორ რესტორანს, „თევზის სახლსა“ და „ჯარგვალს“ საწარმოო პროცესი შეუჩერა. სააგენტო წერს, რომ ფოთში რესტორანი „თევზის სახლი“ გურიის ქ. N11-ში არაგეგმურად შეამოწმეს და ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები -ჰიგიენური ნორმების დარღვევა, არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია, ინფრასტრუქტურის გაუმართაობა. „ასევე დარღვეული იყო მომხმარებლისთვის ზღვის პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესი, მიკვლევადობის მოთხოვნები და ბიზნესოპერატორი არ იყო რეგისტრირებული …

მოგება ექვს თვეში 74%-ით გაიზარდა და 112.3 მლნ ლარია – საქართველოს რკინიგზა

საქართველოს რკინიგზა აცხადებს, რომ სატვირთო გადაზიდვებში რეკორდული მაჩვენებლები აქვს. რკინიგზის ცნობით, 2026 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით, ჯამურად გადაზიდული ტვირთების რაოდენობა 6,9 მლნ ტონაა, რაც წინა წლის ამავე პერიოდთან მიმართებით 10%-ით მეტია. რკინიგზა წერს, რომ აღნიშნული მაჩვენებელი საქართველოს რკინიგზას ბოლო ათწლეულებია არ ჰქონია. „აღსანიშნავია, რომ კომპანიას ახალი ტვირთებიც დაემატა. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში რკინიგზის გადაზიდვებში გამოჩნდა ისეთი …

ახალციხეში იმამის ცემის საქმეზე „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ შსს-ს მიმართავს

ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ განცხადებას ავრცელებს ახალციხეში ნაცემი იმამის საქმეზე და პროკურატურას მიმართავს. „დამოუკიდებლად შეისწავლონ დაზარალებულის განცხადება საჩივრის გამოტანისკენ მიმართული შესაძლო პირდაპირი ან ირიბი ზეწოლის შესახებ და უზრუნველყონ დაზარალებულებისა და მოწმეების უსაფრთხოება,“ – ეს ერთ-ერთი რეკომენდაციაა, რომლითაც „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ პროკურატურას მიმართავს. ახალციხის მეჩეთის იმამს, შევქეთ დვალიძეს, ორი კვირის წინ, 18 ივლისს, ახალციხეში, მამის სახლის …

გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტებისთვის პირველადი შედეგები გამოაქვეყნა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტებისათვის ქართული ენისა და ლიტერატურის, ოსური ენის, ისტორიის, ქიმიის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებისა და სამოქალაქო განათლების გამოცდების პირველადი შედეგები გამოაქვეყნა. ცენტრის ინფორმაციით, საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და რვანიშნა პაროლი. პირად გვერდზე გამოსაცდელს აქვს საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული …

რუსეთმა ტელეგრამის დამფუძნებელ პაველ დუროვაზე ძებნა გამოაცხადა

რუსული სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო „ტასის“ ცნობით, Telegram-ის თანადამფუძნებელს პაველ დუროვს რუსეთში ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობაზე ბრალი წაუყენეს და მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა. „ტასის“ ცნობით, Telegram-ის ადმინისტრაციამ არ წაშალა მესენჯერზე არხები,  რომლებსაც აქტიურად იყენებენ უკრაინის დაზვერვის ჯგუფები „…რამაც გამოიწვია მრავალი ადამიანის მსხვერპლი, მათ შორის ქალებისა და ბავშვების, ასევე მილიარდობით დოლარის მატერიალური ზიანი“. რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 205.1 …

აჭარაში ყალბი დოლარების გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჯგუფურად დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, აჭარის რეგიონში გაასაღეს 20 500 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 100- და 50-დოლარიანი კუპიურები.“ – წერს საგამოძიებო სამსახური. ამავე სამსახურის ინფორმაციით გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით, …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 29 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 29 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 443 450 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 310. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 227 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 25 044 ერთეული [+6] საარტილერიო სისტემა – 46 962 …

რუსეთის ქალაქ რიაზანში დრონებმა Wildberries-ის ცენტრზე მიიტანეს შეტევა

29 ივლისს რუსეთის ქალაქ რიაზანზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა. სამიზნე Wildberries-ის ლოჯისტიკური ცენტრი იყო. რიაზანის ოლქის გუბერნატორმა პაველ მალკოვმა განაცხადა, რომ ქალაქში ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა დრონების თავდასხმის მოგერიების შემდეგ. მან მოსახლეობას ურჩია შენობებში დარჩნენ და ფანჯრების გაღებისგან თავი შეიკავონ. მისივე თქმით, 6 ადამიანია გადაყვანილი საავადმყოფოში. განცხადება გაავრცელა Wildberries-მაც. ორგანიზაცია იუწყება, რომ „რიაზანში კომპანიის ლოჯისტიკური …

ახალციხეში ნაცემი იმამის თქმით, მას 10 კაცი დაესხა თავს, მაგრამ პოლიციამ „აქტიურად იმუშავა“ და საჩივარი უკან გაატანინა

ახალციხის მეჩეთის იმამს, შევქეთ დვალიძეს, ორი კვირის წინ, 18 ივლისს, ახალციხეში, მამის სახლის ეზოში სცემეს. დაზარალებულების თქმით, 56 წლის იმამს ათზე მეტი კაცი დაესხა თავს, თუმცა პოლიციამ მხოლოდ ორი მათგანი დააკავა. მოგვიანებით ორივე თავდამსხმელი სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. შევქეთ დვალიძეს კი პოლიციიდან საჩივარი გამოატანინეს. რა მოხდა ახალციხეში 18 ივლისს  შევქეთ დვალიძე, ახალციხის მეჩეთის იმამი, რომელსაც …

Exit mobile version