ავტოიმპორტიორები და სექტორში დასაქმებულები ივანიშვილს მიმართავენ

საქართველოს ავტომფლობელებისა და ავტოიმპორტიორების ასოციაცია ღია წერილით ბიძინა ივანიშვილს მიმართავს. ავტომფლობელები, ავტოიმპორტიორები და სექტორში დასაქმებული ადამიანები ივანიშვილს სთხოვენ ხელი შეუწყოს სამუშაო ჯგუფის შექმნას, რომელშიც იქნებიან სახელმწიფოს, ექსპერტებისა და სექტორის წარმომადგენლები და შემუშავდეს გონივრული, გარდამავალი პერიოდის რეგულაცია. ავტოიმპორტის სექტორში დასაქმებულთა მოთხოვნაა, აქცენტი გაკეთდეს რეალურ ეკოლოგიურ კრიტერიუმებზე (ემისიები, ტექნიკური მდგომარეობა) და არა მხოლოდ მაღალ გადასახადებზე. „ბოლო პერიოდში …

„კურსებში დამეწყრილ ოჯახებს არ აქვთ ინფორმაცია, სად და როგორ გააგრძელებენ ცხოვრებას“

„მიგვაჩნია, რომ ეს შემთხვევა სახელმწიფოს პრევენციული პოლიტიკის ჩავარდნის ერთ-ერთი ნათელი გამოხატულებაა“ – აცხადებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, ტყიბულში, სოფელ კურსებში განვითარებულ პროცესებზე. ორგანიზაციის განცხადებით, ამ კონტექსტში არსებითია, რომ უმოკლეს ვადებში იყოს დაცული, ერთი მხრივ, მოსახლეობის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, მეორე მხრივ, ამ ადამიანების ღირსეული გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა. ბუნებრივი კატასტროფების დროს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტები სახელმწიფოს პასუხისმგებლობის სამ …

„ფანჯრის მინის ნამსხვრევებისგან მიიღო ქალბატონმა მცირედი დაზიანება“ – გეკა გელაძე სპეცოპერაციაზე

შსს ამბობს, რომ წუხელ, 17 მარტს ღამით, აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად 72 პირი დააკავეს, მათ შორის 3 ქალი „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით. „კიდევ 5 პირს კი ბრალი წარედგინა. ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი – დაუსწრებლად. მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს“, – ამბობს გეკა გელაძე. „ქართული ოცნების“ შს მინისტრის თქმით, დაკავებულებს ბრალად ედებათ „ქურდული სამყაროს წევრობა, ქურდული …

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჰოსპიტალიზებულია – განახლებადი

საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქი ილია მეორე დღეს, 17 მარტს, კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, ის კლინიკაში კუჭიდან მასიური სისხლდენით შეიყვანეს და ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. 18:08 სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო განცხადებას ავრცელებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომაროების გაუარესებაზე. „გამოვხატავ პატივისცემას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიმართ და ვწუხვართ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო. ამ რთულ …

ახალციხის ტბაზე „ოცნების“ შემწირველს მშენებლობის უფლება მისცეს – „კორპუსის ეზოდ გადაიქცევა“

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, ახალციხეში, რეკრეაციულ ზონაში, ახალციხის ტბის პირველ ზოლში, მერიამ 11-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის ნებართვა „ოცნების“ მსხვილ შემომწირველს მისცა. მან „ოცნებას“ 160 000 ლარი შეწირა. ქალაქის მთავარი დასასვენებელი ადგილი ერთი კორპუსის ეზოდ გადაიქცევა. „გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, იმედა მუმლაძე და იაკობ კუბლაშვილი „ქართული ოცნების” შემწირველები არიან. „იმედა მუმლაძემ „ქართული ოცნების“ ანგარიშზე 2025 წელს 10,000 ლარი შეიტანა. …

ძმები წულუკიძეები დააკავეს

ბათუმში სპეცოპერაციისას დააკავეს ძმები რეზო და ფირუზ წულუკიძეები. ინფორმაცია „ბათუმელებს“ რეზო წულუკიძის მეუღლემ დაუდასტურა. „რეზო იყო ფირუზთან ერთად, შევარდნენ და დააკავეს. აბუსერიძის ქუჩაზე იყო სპეცოპერაცია. სპეცრაზმით იყო ეზო სავსე. სახლში არ შეგვიშვეს. რომ ჩამოიყვანეს ბიჭები, ვკითხეთ იქ პოლიციელებს, რატომ იჭერთ-მეთქი და ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით არიან დაკავებულიო. აბსურდია. რეზო და ფირუზი პირიქით, მაგ სამყაროს ებრძვიან. …

აჭარის დაცვის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი დააკავეს – შსს

შსს-ს ინფორმაციით, უწყების გენერალურმა ინსპექციამ აჭარის დაცვის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი სიყალბის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა. „გამოძიებით დადგინდა, რომ აჭარის დაცვის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა, 1981 წელს დაბადებულმა კარლო ურუშაძემ ბოროტად გამოიყენა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება – კერძოდ, მის დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომელს პერიოდულად ავალებდა არაგაბარიტული ტვირთების დაცვა-გაცილების შესახებ ბრძანებებში …

„სპეცოპერაციის დროს ბებიაჩემი დაჭრეს“ – დაკავებების სერია ხელვაჩაურში

17 მარტს, გვიან ღამით ხელვაჩაურში მიმდინარე სპეცოპერაციისას, ოჯახის წევრის ცნობით, 75 წლის ქალი დაჭრეს. როგორც დაჭრილი ქალის შვილიშვილი, ნია მიქელაძე „ბათუმელებს“ უყვება, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც სპეცრაზმი ბიძამისის დაკავებას ცდილობდა. „დაახლოებით 15-20 ფორმიანი შემოვარდა, ჩამოლეწეს ფანჯრები. ჩემებს ეძინათ. ბებიაჩემს ფეხში ესროლეს და დაჭრეს, ბიძაჩემი დააკავეს. არ ვიცით მიზეზი, რატომ დაიჭირეს, არავინ არაფერი გვითხრა. ნიღბებით …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 17 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 17 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 280 860 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +930. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 783 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 24 218 ერთეული [+3] საარტილერიო სისტემა – 38 477 ერთეული …

მემედ აბაშიძის გამზირზე ქვაფენილს ბათუმის მერია ტენდერის გარეშე ყრის

ბათუმის მერიამ მემედ აბაშიძის გამზირზე ქვაფენილის აყრა ისე დაიწყო, რომ სამუშაოები არც ქალაქის ბიუჯეტშია გაწერილი და არც სახელმწიფო შესყიდვების პორტალზე ფიქსირდება ტენდერი. მიუხედავად იმისა, რომ გამზირი არცერთ ოფიციალურ დოკუმენტში არ ფიგურირებს, ადგილზე სამუშაოებს კერძო კომპანია „ბონდი-2009“ აწარმოებს. მერიის ინფრასტრუქტურის სამმართველოდან ამ დრომდე ვერ მივიღეთ განმარტება – რის საფუძველზე მიმდინარეობს სამუშაოები და რა სახსრებით ფინანსდება. ბათუმის …

ევროკავშირის ქვეყნები და აშშ – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი ფული საქართველოში

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა თებერვლის თვის ფულადი გზავნილების სტატისტიკა გამოაქვეყნა. სტატისტიკის თანახმად მიმდინარე წლის თებერვლის თვეში ყველაზე მეტი თანხა, 132.51 მილიონი დოლარი ევროკავშირის ქვეყნებიდან გადმოირიცხა, 162.81 მილიონი აშშ დოლარი კი – დანარჩენი ქვეყნებიდან. ფულადი გზავნილების მიხედვით, პირველი ხუთეული ასეთია: – აშშ (54.34 მლნ აშშ დოლარი), იტალია (52.85 მლნ აშშ დოლარი), რუსეთის ფედერაცია (36.02 მლნ აშშ დოლარი), …

323 დღე მივლინებაში – „ღვინის ეროვნული სააგენტოს“ თანამშრომლების რეკორდი: დახარჯეს 1.3 მილიონი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანახმად, 2022-2023 წლებში, 13-მა სახელმწიფო უწყებამ ქვეყნის შიგნით და გარეთ მივლინებებში 12 მლნ 168 918 ლარი დახარჯა ბიუჯეტიდან. აქედან, ყველაზე მეტი თანხა – 1 მლნ 324 666 ლარი, „ღვინის ეროვნულმა სააგენტომ“ დახარჯა. როგორც სახელმწიფო აუდიტი ამბობს, „ღვინის ეროვნული სააგენტოს“ წარმომადგენლები „არაგონივრულად ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში“ იმყოფებოდნენ მივლინებებში. ეს გამოიხატება იმაში, რომ მივლინებაში გატარებული …

სარფში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანას ცდილობდნენ – შემოსავლები

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სარფის საბაჟოზე დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღკვეთეს. „მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, საერთო ჯამში 242 გრამი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს. არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 78 332  ლარი შეადგინა,“ – წერს შემოსავლების სამსახური. შემოსავლების სამსახურის …

აჭარის კულტურის სამინისტროს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში დირექტორის დანიშვნა აუკრძალეს

ბათუმის საქალაქო სასამართლომ აჭარის კულტურის სამინისტროს აჭარის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ახალი დირექტორის დანიშვნა აუკრძალა. ინფორმაციას ამის შესახებ, უფლებათა დაცვის საერთაშორისო ცენტრის (ICFRP) „მართლმსაჯულების სამსახური“ ავრცელებს. სწორედ ამ ორგანიზაციას მიმართა საკუთარი უფლებების დასაცავად მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ყოფილმა დირექტორმა თამარ მესხიძემ. როგორც უფლებათა დაცვის საერთაშორისო ცენტრის განცხადებაშია ნათქვამი, მათ „გადაუდებელი უზრუნველყოფის ღონისძიების“ გამოყენების შუამდგომლობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 16 მარტის 21 საათიდან 17 მარტის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა. ღამით უმეტეს რაიონში წვიმა, დღისით უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო მთიან მუნიციპალიტეტებში: …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 16 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 279 930 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +760. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 781 ერთეული [+0] ჯავშანტექნიკა – 24 215 ერთეული [+2] საარტილერიო სისტემა – 38 457 ერთეული …

ხელვაჩაურში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ ერგესთან ახლოს, ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. დაღუპული კაცია. დაშავებული პირები საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. შემთხვევა დღეს, 15 მარტს მოხდა. ავარიის გამო ცენტრალურ გზაზე გრძელი საცობი წარმოიშვა და გადაადგილება დაახლოებით 1 საათის განმავლობაში შეფერხებული იყო. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლით, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, …

6 აპრილის ჩათვლით, ბათუმის ცენტრალურ ქუჩებზე სატრანსპორტო მოძრაობა იზღუდება

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბათუმში, რამდენიმე ქუჩაზე გადაადგილება იზღუდება. 16 მარტის ჩათვლით მოძრაობა შეზღუდულია გოგებაშვილის ქუჩაზე, ილია ჭავჭავაძის ქუჩიდან შოთა რუსთაველის ქუჩამდე მონაკვეთში. მერიის განცხადებით, გადაადგილების შეზღუდვა ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას უკავშირდება. სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება მემედ აბაშიძის ქუჩაზეც. ასევე, პეტრე მელიქიშვილის ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას ქუჩამდე მონაკვეთში. „შეზღუდვა უკავშირდება მემედ აბაშიძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას, პეტრე მელიქიშვილის …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 15 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 15 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 279 170 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +740. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 781 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 24 213 ერთეული [+1] საარტილერიო სისტემა – 38 438 ერთეული …

100 მილიონი ლიტრის ბაზარს ვკარგავთ, დღეს რომ გავაუქმოთ პლასტმასის ბოთლები – ლუდის მწარმოებელი

„პრეცედენტი არ არსებობს მსოფლიოში ამის აკრძალვის. შესაბამისად, ჩვენ უბრალოდ არ ვიცით რა მდგომარეობა გვექნება“, – ამბობს ბიზნესმენი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი, რომელსაც „ბათუმელები“ პლასტმასის ბოთლების აკრძალვაზე ესაუბრა. 2026 წლის პირველი ივლისიდან აიკრძალება საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის პლასტმასის ბოთლებით სასმლის მიწოდება, ხოლო 2027 წლის 1 თებერვლიდან აიკრძალება პლასტმასის ბოთლებში სასმელების წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტი და ბაზარზე …

„ვეწინააღმდეგებით კატეგორიულად ამ ჩანაწერს“- რას უპირებს „ოცნება“ მიუსაფარ ცხოველებს?

დღეს 14 მარტს, პარლამენტის წინ, საპროტესტო აქცია გამართეს ცხოველთა უფლებადამცველებმა. ისინი აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ მთავრობის განკარგულებაში არსებულ ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც, აკრძალულია სტერილიზაციის მიზნით გადაყვანილი ცხოველის დაბრუნება, სკოლამდელი აღზრდის და სამედიცინო დაწესებულებებთან, ასევე, საზოგადოებრივი კვების ობიექტებთან, აგრარულ ბაზრებთან, სასტუმროსთან, საბავშვო და სპორტულ მოედნებთან. რატომ არის სარისკო ეს ჩანაწერი და რას უპირებს სახელმწიფო ქუჩიდან აყვანილ ცხოველებს? – …

„აქამდე რიჟვაძეს და ჩიქოვანს ჰქონდათ ბულვარი გადანაწილებული, ახლა – ცინცაძეს და თამაზაშვილს“

რამდენიმე კვირაა, ბათუმის მერია ბულვარში და სანაპირო ზოლზე არსებულ სავაჭრო ობიექტებს ანგრევს. „უსახური და უნებართვო“ – ასე მოიხსენიებს მერიის მუნიციპალაური ინსპექცია დანგრეულ ობიექტებს, რომლებსაც ბულდოზერით გადაუარეს. თუკი ჯიხურები და სხვა ობიექტები უნებართვოდ იყო განთავსებული ბულვარში, როგორ აძლევდა მერია წლების განმავლობაში მათ ფუნქციონირების საშუალებას? სად იყო მერი, სად იყვნენ ზედამხედველობისა და აღსრულების სამსახურები? ბათუმის საკრებულოს წევრი …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 14 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 14 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 278 430 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +810. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 777 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 24 212 ერთეული [+10] საარტილერიო სისტემა – 38 421 ერთეული …

ელოდება „მოსკოვის მექანიზმით“ ბიძინა ივანიშვილს ჰააგა? – ინტერვიუ

საქართველოში, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის და დემოკრატიის მკვეთრი უკუსვლის გამო, ეუთოს „მოსკოვის მექანიზმი“ ამოქმედდა. ეუთოს 24 წევრი ქვეყანა მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“ აღმოფხვრას დემოკრატიული უკან დახევა და სრულად შეასრულოს მოსკოვის მექანიზმის რეკომენდაციები. თუ „ქართული ოცნება“ ამჯერადაც უგულებელყოფს ამ რეკომენდაციებს, როგორ მოხდება „მოსკოვის მექანიზმის“ აღსრულება და შესაძლებელია თუ არა ამ მექანიზმის ფარგლებში, ჰააგაში ივანიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს …

„ყაზახები და ყირგიზები იხეირებენ. ზეიმი აქვთ, რადგან ჩვენ ამ წრიდან ჩაგვხსნეს“ – ავტოიმპორტიორი

საქართველოში 6 წელზე მეტი ხნის მანქანების იმპორტი აღარ აიკრძალება, მაგრამ 5.6-ჯერ გაძვირდება ამ ასაკის ავტომობილების განბაჟება. გადაწყვეტილება მიღებულია. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილებზე დაწესდება განბაჟების 4.5-ლარიანი ტარიფი, ნაცვლად დღეს არსებული 80 თეთრისა. რა გავლენას იქონიებს განბაჟების გაძვირება ბაზარზე? – „ბათუმელები“ საქართველოს ავტოიმპორტიორთა და ავტომფლობელთა ასოციაციის ხელმძღვანელს, ალექსი ნონიაძეს ესაუბრა. ბატონო ალექს, …

„ყველაფერი გაძვირდება, რაც ბოთლში ისხმება – წყალი იქნება, ბორჯომი თუ ლუდი“: რას გამოიწვევს პლასტმასის აკრძალვა

„გაცილებით სერიოზული პრობლემაა პლასტმასი გერმანიაში დღესაც, მაგრამ იქაც არ გაუკეთებიათ ასე – ერთიანად არ აუკრძალავთ ყველაფერი, მიუხედავად იმისა, რომ ფასები გერმანიისთვის გაცილებით ნაკლები პრობლემაა, გაძვირებულ პროდუქციას კი გერმანელი მომხმარებელი უფრო მარტივად აიტანდა, ვიდრე ქართველი მომხმარებელი. საქართველოში პირდაპირ გადაწყვიტეს, რომ ხალხზე გადაიტანონ ეს ტვირთი?“ – ამბობს ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი. მას მთავრობის ახალ გადაწყვეტილებაზე ვესაუბრეთ, რომლის მიხედვითაც …

სახელმწიფო სამ როლექსის საათს ყიდის

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ყიდის სამ ძვირადღირებულ მაჯის საათს. ელექტრონული აუქციონის საიტზე სააგენტომ საათები გასაყიდად 11 მარტს დადო. აუქციონზე გასაყიდად გამოტანილია სამი Rolex-ის ფირმის საათი. 149 600 ლარად იყიდება Rolex-ის ვარდისფერი ოქროს საათი [MODEL 126715CHNR, SERIAL 664177K8], რომელსაც სამაჯურზე დატანილი აქვს გრავირება: ROLEX, GENEVA, SWISS MADE, Au750,  8GY, ROLEXSA. [აუქციონზე ვაჭრობის ბიჯია 2 992 ლარი]. …

ბულვარში გამწვანებულ ადგილს აბეტონებენ – 374 ათასი ლარი საბავშვო კუთხისთვის

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია ახალ ბულვარში გამწვანებული ადგილის ჩაბეტონებას და საბავშვო კუთხის მოწყობას გეგმავს. რკინა-ბეტონის ფილით და კაუჩუკით სულ მცირე 500 კვადრატული მეტრი ფართობი დაიფარება. მოეწყობა ბეტონის სკამები. სამუშაოებზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 374 ათას 201 ლარია. ადგილი, სადაც საბავშვო კუთხის მოწყობაა დაგეგმილი [ატრაქციონებით, სკამებით, განათებით და სხვ.], ახალი ბულვარის მწვანე ზოლია – …

ბათუმის პარკიდან ქვის სკამებს ხულოში, გოდერძის ალპურ ბაღში წაიღებენ

ბათუმის ცენტრალური პარკიდან ქვის სკამები აიღეს. ცენტრალური პარკისთვის ქვის სკამებისა და სხვა ინვენტარის შესაძენად მერიამ თავის დროზე მილიონ ლარამდე დახარჯა. ქვის სკამებს ბათუმის მერია ხულოს მუნიციპალიტეტში მდებარე გოდერძის ალპურ ბაღს გადასცემს, მათ ნაცვლად კი ცენტრალურ პარკში ხის სკამები უკვე განათავსეს. „ქვის სკამები გაირეცხება, მოწესრიგდება და ალპურ ბოტანიკურ ბაღში განთავსდება. რაც შეეხება ხის სკამებს, რომელიც მეტობით …

„თითქოს მიწა ღმუოდა, ისმოდა ხეების ტკაცატკუცი, ისმოდა გუგუნი“- რა ხდებოდა მეწყერის ღამეს კურსებში

„იცით როგორი ხმა იყო? თითქოს მიწა ღმუოდა, ისმოდა ხეების ტკაცატკუცი და იყო გუგუნის ხმა. მეზობელმა რომ გაიგონა ეს ხმები, მეორე მეზობელს დაურეკა და ასე გადავძახეთ ერთმანეთს. დავრეკეთ საგანგებოშიც და ისინიც დაგვეხმარნენ გამოსვლაში. გაგვიმართლა იმაში, რომ არ იყო წვიმა. რამდენიმე დღე იყო მზიანი და ქარიანი ამინდი და ნელა მოდიოდა მეწყერი, თორემ სწრაფად რომ წამოსულიყო, ნახევარი სოფლის …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 13 მარტის 21 საათიდან 14 მარტის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 6-11 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 13 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 13 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 277 620 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +860. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 773 ერთეული [+7] ჯავშანტექნიკა – 24 202 ერთეული [+5] საარტილერიო სისტემა – 38 369 ერთეული …

„ის კარტი, რომლითაც „ოცნება“ თამაშობდა, აღარ აქვს – ალტერნატივა გაჩნდა“ – ინტერვიუ 

„ფაშინიანმა კი ისაუბრა ურთიერთობების გაყინვაზე ევროკავშირსა და საქართველოს შორის, მაგრამ არ დაუსახელებია ვისი მიზეზით გაიყინა ეს ურთიერთობები. იგი ამ დეტალებში აღარ შესულა, თუმცა ეს გამგებისთვის სავსებით ნათელია… სომხეთისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია კარგი ურთიერთობა საქართველოსთან. ამასთან, მნიშვნელოვანია საქართველოს დაბრუნება ევროინტეგრაციის გზაზე,“ – ამბობს დიპლომატი დავით ბაზერაშვილი. მას სომხეთის პრემიერის, ფაშინიანის გზავნილებზე ვესაუბრეთ ევროპარლამენტიდან. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი …

ITF-ის რეკომენდაციები საომარ ზონაში მყოფ მეზღვაურებს – კომპენსაცია და ბონუსები

საომარ ზონაში მოხვედრილ მეზღვაურებისთვის, ავტორიტეტულმა საზღვაო ორგანიზაციებმა ერთობლივი რეკომენდაციები შეიმუშავეს. ირანში მიმდინარე მოვლენების გამო საომარი მოქმედებების ზონად (WOA) განისაზღვრა ჰორმუზის სრუტე, ომანის ყურე და სპარსეთის ყურე. საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის განცხადებით, დაახლოებით 20 000 მეზღვაური და საკრუიზო გემის 15 000 მგზავრია ჩარჩენილი ყურეში საომარი მოქმედებების გამო. მეზღვაურებს, რომლებიც საომარი მოქმედებების ზონაში მყოფ გემებზე მუშაობენ, შეუძლიათ უარი …

რესტორნებში აიკრძალება პლასტმასის ბოთლებით სასმელის მიწოდება

2026 წლის 1 ივლისიდან საქართველოში აიკრძალება საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის პლასტმასის ბოთლებით სასმელის მიწოდება. რაც იმას ნიშნავს, რომ კაფეში ან რესტორანში ვეღარ შეძლებთ, მაგალითად, წყალი პლასტმასის ბოთლით იყიდოთ. აკრძალვის მორიგი ეტაპი 2027 წლის 1-ლი თებერვლიდან დაიწყება. ამ თარიღიდან აიკრძალება პლასტმასის ბოთლებში სასმელების წარმოება [გარდა ექსპორტის მიზნით], იმპორტი და ბაზარზე განთავსება. „სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი, პლასტმასისგან …

ილიაუნს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამასაც უჩერებენ

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ილიაუნიში ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამაზეც აჩერებს სტუდენტების მიღებას. ასეთია მაგალითად ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი პროგრამა, რომელიც 2017-2018 სასწავლო წლიდან ავსტრიასთან თანამშრომლობით წარმატებით ხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. „ქართველი სტუდენტები დამატებითი კონკურსის საფუძველზე ყოველწლიურად ერთი სემესტრის განმავლობაში სწავლობენ ავსტრიულ უნივერსიტეტში, ხოლო ავსტრიელი სტუდენტები – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. სტუდენტები ეუფლებიან საერთაშორისო მარკეტინგისა …

Exit mobile version