რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 29 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 29 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 171 700 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +910. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 381 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 23 658 ერთეული [+15] საარტილერიო სისტემა – 34 733 ერთეული …

ვერც ერთი ძალა ვერ მოიპარავს ხალხის არჩევანს, ევროპული მომავალი იქნება უზრუნველყოფილი – NGO 

ეს იყო პოლიტიკურად დანაშაულებრივი, ქართული საზოგადოების ნების პირდაპირი შეურაცხყოფა და საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის აშკარა დარღვევა – ასე აფასებენ საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები გასული წლის 28 ნოემბერს „ოცნების“ პრემიერის ირაკლი კობახიძის მიერ გახმოვანებულ გადაწყვეტილებას, ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების თაობაზე. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადებით გასული წლის 28 ნოემბრიდან დაწყებული უწყვეტი პიროტეტის პარალელურად ქვეყანაში განვითარებული მოვლენები შეაჯამეს: „ამ …

„გვასალია მხოლოდ 500 ლარით დააჯარიმეს, ეს შერჩევითი სამართალია“ – აქტივისტი, რომელსაც რწმუნებულმა აგინა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულის ადმინისტრაციის უფროსი, ლაშა გვასალია, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა, „დროას“ წევრის – მარიამ სიჭინავას და ზუგდიდელი სხვა აქტივისტების არაერთგზის შეურაცხყოფისთვის. როგორც მარიამ სიჭინავა „ბათუმელებთან“ ამბობს, შემთხვევა რამდენიმე თვის წინ მოხდა, თუმცა პოლიცია საქმეს არ იძიებდა. რამდენად სამართლიანია საჯარო მოხელის 500 ლარით დაჯარიმება, მაშინ როცა, აქტივისტებს ტროტუარზე დგომის გამო ადმინისტრაციულ პატიმრობას უსჯიან  ან …

ზელენსკიმ ერმაკი თანამდებობიდან გაათავისუფლა – მედია

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი თანამდებობიდან გაათავისუფლა. მანამდე, დღეს, 28 ნოემბერს, ცნობილი გახდა, რომ ანდრეი ერმაკის რეზიდენციაში ჩხრეკა ჩატარდა. ანდრეი ერმაკის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს САП-მა, უკრაინის სპეციალიზებულმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ და უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ (ნაბუ). უწყებებმა ოფიციალურად დაადასტურეს, რომ ჩხრეკა გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს. ჩხრეკის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა თავად ანდრეი ერმაკმაც. …

ხანძრის შედეგად ჰონგ-კონგში მინიმუმ 128 ადამიანი დაიღუპა

„როიტერსის“ ცნობით, ჩინეთში, ჰონგ-კონგში საცხოვრებელ კომპლექსში გაჩენილ ხანძარს, 28 ნოემბრის მონაცემებით, მინიმუმ 128 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაახლოებით 200 ადამიანი კი დაკარგულად მიიჩნევა. „ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ როდესაც პოლიცია დეტალური მოკვლევისთვის  შენობაში შევა, კიდევ მეტი ცხედარი აღმოაჩინონ“, – ციტირებს „როიტერსი“ ქალაქის უსაფრთხოების უფროსის, კრის ტანგს. ოფიციალური ცნობებით, 128 დაღუპულთაგან მხოლოდ 39 პირია იდენტიფიცირებული. ხანძარი ჰონგ-კონგში 31-სართულიან …

Eagle Hills-ის პროექტი გონიოში დაცულ ტერიტორიასაც შეეხება

არაბული Eagle Hills-ის პროექტი რომ ჭოროხის დელტაში დაცულ ტერიტორიას შეეხება საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროში „ბათუმელებს“ ფაქტობრივად დაუდასტურეს. სამინისტროში აცხადებენ, რომ საჭიროების შემთხვევაში „განისაზღვრება ზურმუხტის ქსელის ტერიტორიის მცირე ნაწილისთვის [სადაც დაგეგმილია განაშენიანება] საკომპენსაციო ღონისძიებების განხორციელების საკითხი.“ კრწანისის პარკისა და გონიოს მიმდებარე ტერიტორიებზე Eagle -Hills-ის საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობის 2025 წლის მარტის განკარგულებით, გარემოს დაცვისა და …

პოლიციის აკადემიას უმაღლეს სასწავლებლად გადააკეთებენ – „ოცნების“ მთავრობის კანონპროექტი

„ოცნების“ პარლამენტში კიდევ ერთი ინიციატივაა დარეგისტრირებული, რომლის მიხედვით, პოლიციის აკადემია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად უნდა გადაკეთდეს. პოლიციის აკადემიას შეეცვლება სახელწოდებაც. სასწავლებელში სტუდენტებს მიიღებენ ერთიანი ეროვნული გამოცდებით. კანონპროექტის მიხედვით, განისაზღვრება სტუდენტის სოციალური გარანტიები. „მათ შორის, ხაზგასასმელია, რომ პოლიციის აკადემიის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისთანავე სტუდენტს მიენიჭება უმცროსი სპეციალური წოდება – რიგითი, ხოლო ამავე პროგრამის კურსდამთავრებულს მიენიჭება საშუალო სპეციალური …

„არც ბავშვზეა ნაფიქრი და არც მასწავლებელზე“ – პედაგოგი შუახევიდან „ოცნების“ განათლების რეფორმაზე

„ვფიქრობ, ხალხსა და ხელისუფლებას შორის საერთოდ აღარ არსებობს ხიდი. ტიპური დისკრიმინაციაა სოფლად მცხოვრები ადამიანების და ჩემი აზრით, ფიქრის დონეზეც კი არ არის ნაფიქრი განათლების ამ რეფორმაზე“ – ამბობს დაბა შუახევის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლია ქამადაძე „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ განათლების რეფორმაზე. მისი შეფასებით, საჯარო სკოლებში მე-12 კლასების გაუქმება გამოიწვევს იმას, რომ …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 28 ნოემბრის 21 საათიდან 29 ნოემბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია უნალექო ამინდი. სააგენტოს ცნობით, 1-ელ დეკემბრამდე საქართველოში, მათ შორის აჭარაშიც, შენარჩუნებული იქნება უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 1-ელი დეკემბრიდან ზოგან გაწვიმდება და ბათუმში ჰაერის ტემპერატურა +14 +16 გრადუსამდე დაიკლებს. შაბათ-კვირას ჰაერის ტემპერატურა ბათუმში დღისით საშუალოდ +21 გრადუსი იქნება.  ამ …

ანდრეი ერმაკი ადასტურებს, რომ მის სახლს ჩხრეკენ

28 ნოემბერს, დილით, ჩხრეკა ჩატარდა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის რეზიდენციაში – ამის შესახებ დილიდანვე ინფორმაცია უკრაინულმა გამოცემა „უკრაინსკა პრავდამ“ გაავრცელა. ანრეი ერმაკის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს САП-მა, უკრაინის სპეციალიზებულმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ და უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ (ნაბუ). უწყებებმა ოფიციალურად დაადასტურეს, რომ ჩხრეკა გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს და მოგვიანებით გაავრცელებენ მეტ ინფორმაციას. „უკრაინსკა პრავდა“ წერს, რომ …

პროტესტის 1 წლის თავზე ბათუმში პროევროპული აქცია ისევ გაიმართება

დღეს, 28 ნოემბერს, ზუსტად ერთი წელი სრულდება, რაც საქართველოში პროევროპული აქცია უწყვეტად იმართება. საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. პროევროპული აქციის მონაწილეები ბათუმში დღესაც საკონსტიტუციო სასამართლოსთან შეიკრიბებიან. შესაძლოა, გაიმართოს საპროტესტო მსვლელობაც. აქცია საღამოს 7 საათზე დაიწყება. „უკვე 1 წელია ბათუმში არც ერთი დღე არ ყოფილა პროტესტის გარეშე. ვინც ყოველდღე ვერ ახერხებთ ან …

ბათუმის შემოვლით გზაზე 27 დეკემბრამდე შეზღუდვები იქნება

ბათუმის შემოვლით გზაზე ერთი თვის განმავლობაში შეზღუდვები დაწესდება. შეზღუდვები 27 ნოემბრის საღამოს დაიწყო. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით მიზეზი აღნიშნულ გზაზე გვირაბების ელექტრო და მექანიკური სისტემების მონტაჟის სამუშაოებია. „სამუშაოების ჩატარების მიზნით, გზის კმ 92–კმ 105 მონაკვეთზე [ბათუმის შემოვლითი გზა] 2025 წლის 27 ნოემბრიდან ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება ღამის საათებში: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით – 00:00 სთ-დან …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 28 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 28 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 170 790 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 100. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 380 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 23 643 ერთეული [+15] საარტილერიო სისტემა – 34 730 …

ერთი ამბავი აქციიდან, სადაც მთელი წელია დავდივარ – „ვხედავდი, როგორ აბიჯებდნენ ადამიანები შიშს“

2025 წლის 28 ნოემბერს ზუსტად ერთი წელი სრულდება, რაც საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციები დაიწყო. აქციების რამდენიმე მონაწილეს ერთი კონკრეტული ამბის, ეპიზოდის, დიალოგის გახსენება ვთხოვეთ, რაც ყველაზე მეტად დაამახსოვრდათ ამ ერთი წლის განმავლობაში. უწყვეტი პროტესტიდან ყველას თავისი მთავარი, ერთგვარად გარდამტეხი ამბავი აქვს. „ჩაპლინის ფილმივით ვუყურებდი პროცესს ფანჯრიდან. მაშინ გავიაზრე, რომ შინაგანი რწმენა უმთავრესია… “ „მთავარია შინაგანი …

გეგმავს თუ არა ბათუმის მერია სოციალური სახლის აშენებას – რა წერია 2026 წლის ბიუჯეტში

გეგმავს თუ არა ბათუმის მერია სოციალური სახლის მშენებლობას იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ გამოსყიდვის შესაძლებლობა არ აქვთ? – ბათუმის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი ერთი მხრივ ტოვებს შთაბეჭდილებას, თითქოს მერია მომავალ წელს ახალი სოციალური სახლის მშენებლობას გეგმავს, თუმცა, როგორც ირკვევა, ახალი სოციალური სახლის მშენებლობა კი არა, ისევ ე.წ. ხელმისაწვდომი საცხოვრისის, ანუ „იაფი სახლის“ მშენებლობაა დაგეგმილი. ბევრი …

„ბარათით ვერ ჩაასხამ“ – „ლუკოილის“ ბენზინგასამართ სადგურებზე მხოლოდ ნაღდი ფულით შეიძენთ საწვავს

„ლუკოილის“ ბენზინგასამართ სადგურებზე პლასტიკური ბარათით ვეღარ გადაიხდით. საწვავის შეძენა მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორებითაა შესაძლებელი. „ბარათით ვერ ვასხამ, ნაღდით ვასხამ, გააუქმეს ბარათები“, – უთხრეს „ბათუმელებს“ „ლუკოილის“ ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე, სადაც პრემიუმ ხარისხის ბენზინის ჩასასხმელად მივედით. კითხვაზე, რამდენი ხანია, რაც პლასტიკური ბარათებით გადახდა აღარ ხორციელდება, გვითხრეს, რომ ეს შეზღუდვა მეხუთე დღეა ამოქმედდა. „ინკასაცია მოდის და იმას მიაქვს ფული,“ …

სიმონ ჯანაშია „ოცნების“ სასკოლო რეფორმაზე – „ძალიან დიდ ქაოსს გამოიწვევს“

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მე-12 კლასი შენარჩუნდება მხოლოდ კერძო სკოლებში, საჯარო სკოლები კი 11-წლიან სწავლებაზე გადავა. მან ასევე ისაუბრა სპეც-კლასების შექმნაზეც, ვინც მაინც გადაწყვეტს მე-12 კლასის დასრულებას. რა არჩევანი აქვს სოფლად მცხოვრებ მოსწავლეს? – მიატოვოს სოფელი და ქალაქში ჩამოვიდეს მე-12 კლასის დასასრულებლად? ზრდის თუ არა „ქართული ოცნების“ ე.წ. განათლების რეფორმა სოციალურ უთანასწორობას ქვეყანაში? …

ხელვაჩაურის საკრებულოში 2 ფრაქციის თავმჯდომარეს 8 მოადგილე ეყოლება

ხელვაჩაურის საკრებულოში დღეის მდგომარეობით 2 ფრაქციაა, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეთა რაოდენობა კი ჯამში 8-მდე გაზარდეს. ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის ხელფასი თვეში 2 628 ლარია. 2025 წლის 4 ოქტომბრამდე ხელვაჩაურის საკრებულოში 3 ფრაქცია, შესაბამისად – ამ ფრაქციების 3 თავმჯდომარე და ფრაქციის თავმჯდომარის 3 მოადგილე იყო. „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობათა რანგირების განსაზღვრისა …

მზია ამაღლობელის მხედველობა საგანგაშო ნიშნულზეა – ომბუდსმენმა საქმისწარმოება დაიწყო

მზია ამაღლობელის ადვოკატების მიმართვის შემდეგ სახალხო დამცველმა საქმისწარმოება უკვე დაიწყო. საქმე მზია ამაღლობელის მიმართ სათანადო მკურნალობის უზრუნველყოფას ეხება. მზია ამაღლობელი გამოცემების – „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი და დირექტორია. ის უკანონო პატიმრობაშია თითქმის 11 თვე. საიამ 2025 წლის 24 ნოემბერს მიმართა შესაბამისი კვლევების და მკურნალობის უზრუნველყოფის მიზნით იუსტიციის მინისტრს და სახალხო დამცველს. მზია ამაღლობელის მხედველობა სასჯელაღსრულების …

„ბრძოლა ბოლომდე“ – პროევროპული პროტესტის ერთი წლის ქრონიკა საქართველოში

ზუსტად ერთი წლის წინ „ოცნების“ მთავრობის პრემიერმა განაცხადა, რომ აჩერებს ევროინტეგრაციის კურსს. „დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან”, – განაცხადა 2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ. 2024 წლის ოქტომბერში, არჩევნების შემდეგ, ანტიკონსტიტუციური და არალეგიტიმური მთავრობის ეს …

„მეშვიდეკლასელებს უკვე ქურდულ ვარსკვლავებს უხატავენ ხელებზე“ – რას წერს გორელი პედაგოგი სკოლაზე

„ჩემი 27-წლიანი პედაგოგობა გორის მე-10 საჯარო სკოლაში დასრულდა!“ – ასე იწყებს ირმა ამბარდნიშვილი საკუთარი ფეისბუქის გვერდზე პოსტს და სამსახურიდან წასვლის მიზეზად ბევრ პრობლემასთან ერთად სკოლებში ქურდული მენტალიტეტის გავრცელებას ასახელებს. პედაგოგის თქმით, „მეშვიდეკლასელებს უკვე ქურდულ ვარსკვლავებს რომ უხატავენ ხელებზე“, სისტემასთან ერთად მშობლებიც დამნაშავეები არიან. პედაგოგის თქმით, სკოლებში დანიშნული არაპროფესიონალი დირექტორები „დაქალოჩკებით“ დაკომპლექტებულ დისციპლინური კომისიით მხოლოდ პედაგოგების …

ბათუმელი მედროშე მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა – ის შიმშილობს

ბათუმელი მედროშე ზურაბ ჭავჭანიძე თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს, 27 ნოემბერს წინასწარ პატიმრობაში დატოვა. ზურაბ ჭავჭანიძე პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა ზურაბ ჭავჭანიძესთან ერთად დღევანდელ პროცესზე „4 ოქტომბრის საქმეზე“ დაკავებული კიდევ 13 ბრალდებული დატოვა პატიმრობაში: ვლადიმერ გველესიანი, სერგო მეგრელიშვილი, გიორგი რურუა, ამირან დოლიშვილი, ანტონ ვარდანიძე, გიორგი ქორქია, ალექსანდრე ჩილაჩავა, გენადი კუპრეიშვილი, ლაშა ივანიძე, ლევან ჯიქია, …

ემიგრანტები აშშ-ში საკონსულოში მივიდნენ და არჩევნების აკრძალვის გაუქმება მოითხოვეს

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლები ვაშინგტონში, საქართველოს საელჩოში მივიდნენ და წერილი მიიტანეს, რომლითაც ითხოვენ არ შეეზღუდოთ ემიგრანტებს  არჩევნებში მონაწილეობის უფლება. საელჩოში მისულ ემიგრანტებს კარი ვაშინგტონში, საქართველოს საელჩოს კონსულმა, პაატა პაპუაშვილმა გაუღო, კართანვე მოისმინა საკითხი და ჩაიბარა წერილი, რომელსაც ხელს აშშ-ში მოქმედი 9 დიასპორული ორგანიზაცია აწერს. „ქართული სათვისტომო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ერთხმად განვაცხადეთ იმ …

ქობულეთში დააკავეს ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი

შსს-ს ცნობით, პოლიციამ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1991 წელს დაბადებული ე.დ. ქობულეთში დააკავა. „მსჯავრდებული ინტერპოლის წითელი ცირკულარით, 2025 წლის 17 ოქტომბრიდან, თურქეთში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და სხეულის განზრახ დაზიანების ბრალდებით იძებნებოდა. ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული, წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს“ – წერს შსს. _____________ ფოტოზე: კადრი შს სამინისტროს ვიდეომასალიდან

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 27 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 27 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 169 690 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 140. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 373 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 23 628 ერთეული [+3] საარტილერიო სისტემა – 34 709 …

რას აშენებს „ოცნების“ შემწირველი გონიოში – სასტუმრო აპარტამენტები და ვილები სანაპიროსთან

შპს „გონიო 2020“ უკვე დამტკიცებულ განაშენიანების დეტალურ გეგმაში ცვლილებას ითხოვს. ამ ცვლილების მიხედვით, კომპანიას კ2-ის გაზრდისთვის დამატებითი, მაკომპენსირებელი ვალდებულებების აღება აღარ დასჭირდება, რადგან, მერიის განმარტებით, პროექტი კ2-ის გაზრდას აღარ ითვალისწინებს. ამ წინადადებაზე ბათუმის საკრებულომ 2025 წლის პირველ დეკემბერს სხდომაზე უნდა იმსჯელოს. მოქმედი შეთანხმებით, განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის [კ2] გადამეტების, მაკომპენსირებელი ღონისძიების სახით კომპანიას მუნიციპალიტეტისთვის უნდა გადაეცა …

რატომ აფარებენ „დიფსთეიტთან“ მებრძოლები თავს „დიფსთეიტს“ – რა მოუვიდა რიჟვაძეს

„იგლ ჰილსის“ პროექტი ხორციელდება ქართული კანონმდებლობის ქვეშ, საქართველოში. თუ წარმოიშვა დავა ორ მხარეს შორის – საქართველოს სახელმწიფოსა და კომპანია „იგლ ჰილსს“ შორის, ამ შემთხვევაში მოქმედებს ბრიტანული სამართალი. კონკრეტულად ციურიხის არბიტრაჟის მიერ განიხილება შესაძლო ნებისმიერი დავა. ეს არის გათვალისწინებული ამ ხელშეკრულებით“, – თქვა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას 26 ნოემბერს. ირაკლი კობახიძე, …

ბათუმში ავარიული სახლების პროგრამაში ცვლილებები შედის

ბათუმის მერია ითხოვს ცვლილებას დადგენილებაში, რომელიც მერის სათათბირო საბჭოს საქმიანობას განსაზღვრავს. ეს დადგენილება [#15] სამშენებლო კოდექსის იმ ნაწილს ეყრდნობა, რომელიც ბათუმის ტერიტორიაზე სივრცის დაგეგმარებასა და სამშენებლო საქმიანობას არეგულირებს. სათათბირო საბჭო ავარიული სახლების პროგრამის ფარგლებში მერიაში შესულ განცხადებებს განიხილავს და მერს რეკომენდაციას აძლევს – აკმაყოფილებს თუ არა განაცხადი [პროექტი] პროგრამის პირობებს. №15 დადგენილება არეგულირებს ავარიული შენობების …

ბათუმში 1, 8, 15 და 19 ავტობუსების მოძრაობის მარშრუტი დროებით იცვლება

ბათუმის მერიის ცნობით, გიორგი ცაბაძის ქუჩაზე (ყოფილი გოგოლის ქუჩა) საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით, სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება სევერიანე აჭარელის ქუჩიდან იოსებ ნონეშვილის ქუჩამდე მონაკვეთში. შეზღუდვის პერიოდში შეიცვლება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის სქემა: №1 სამარშრუტო ხაზი – ბარათაშვილის ქუჩა, ჭავჭავაძის ქუჩა, ბაქოს ქუჩა, ნონეშვილის ქუჩა, სვიშევსკის ქუჩა. უკუმიმართულება – სვიშევსკის ქუჩა, ნონეშვილის …

„შშმ ქალთა ალიანსი“ ევა შაშიაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით პროკურატურას მიმართავს

„შშმ ქალთა ალიანსი“ საპროტესტო აქციაზე დაკავებული ევა შაშიაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, გენერალურ პროკურატურას მიმართავს. ტექსტში, რომელიც დღეს, 26 ნოემბერს გავრცელდა, ჩამოთვლილია ის ძირითადი მოთხოვნები, რომელთა საფუძველზეც უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან ევა შაშიაშვილი. „ქალბატონი ევა შაშიაშვილი უკვე მეორე თვეა, რაც იმყოფება წინასწარ პატიმრობაში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში. გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ევა შაშიაშვილი არის ონკოლოგიური პაციენტი და …

მე-12 კლასის გაუქმების მოთხოვნა არ შეეხება კერძო სკოლებს – კობახიძე

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს, 26 ნოემბერს „ოცნების“ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ მე-12 კლასების შენარჩუნების საშუალება კერძო სკოლებს ექნებათ. საჯარო სკოლები კი 11-წლიან სწავლებაზე გადავა. „უნდა გადაიხედოს ზოგადი განათლების პროგრამის შინაარსი და ბოლო წლის პროგრამა უნდა იყოს მორგებული მისაღები გამოცდების მოთხოვნებზე და კიდევ, თუ არ არის აუცილებელი მიზნების მიღწევისთვის 12 წელი სწავლა, მაშინ, რა …

„თბილისში სტუდენტების წილი 60-%-მდე უნდა ჩამოვიდეს. ეს არის ამოცანა“ – კობახიძე 

„თბილისში სტუდენტების რაოდენობა 60-%-მდე უნდა ჩამოვიდეს“ – განაცხადა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს, 26 ნოემბერს, „ქართული ოცნების“ პარლამენტში გამოსვლისას. მისი თქმით, განათლების რეფორმა ითვალისწინებს ორი ქალაქის – ქუთაისისა და რუსთავის განვითარებას და სტუდენტების რაოდენობის გაზრდას ამ ქალაქებში. „დღეის მდგომარეობით, 85%-ზე მეტი სტუდენტების სწავლობს ქვეყნის დედაქალაქში, რაც იწვევს დედაქალაქის ჭარბ დატვირთვას და სათანადოდ არ არის …

ვინ ვეღარ ისარგებლებს ერაზმუსით და რატომ? – ევროკავშირის ოფიციალური პასუხი

ბოლო კვირებია სოციალურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სტუდენტები ვერ შეძლებენ სარგებლობას ევროკავშირის პროგრამით – ერაზმუს+-ით. ერაზმუსის პროგრამა, ევროინტეგრაციის ფარგლებში საქართველოს მოქალაქეებს, კერძოდ, სტუდენტებს, ლექტორ-მასწავლებლებს და ასევე საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებს წამყვან უნივერსიტეტებში გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევდა. პროგრამით სარგებლობდნენ მკვლევრებიც. „ბათუმელები“ დაუკავშირდა ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში და ჰკითხა, აპირებს თუ არა ევროკავშირი ერაზმუს+ის მთლიანად …

ბავშვებზე ძალადობის ბრალდებით დედა დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვემო ქართლში ბავშვებზე ძალადობის ბრალდებით ქალი დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2012 და 2016 წელს დაბადებულ არასრულწლოვან შვილებზე ფიზიკურად იძალადა. არასრულწლოვანებს ძალადობის შედეგად სხეულზე მრავლობითი დაზიანება აღენიშნებათ“ – წერს შსს. შს სამინისტროს ინფორმაციით,  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას …

ბათუმში 27%-ით მეტი ბინა გაიყიდა წინა წელთან შედარებით – კვლევა

„საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2025 წლის მესამე კვარტალში ბათუმში 4,893 ბინა გაიყიდა, რაც წინა წელთან შედარებით 27.0%-ით მეტია“, – ნათქვამია კომპანია „გალტ & თაგარტის“ მიერ ჩატარებულ კვლევაში. „გალტ & თაგარტმა“ ბათუმში 2025 წლის მესამე კვარტალში საცხოვრებელი უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის შესახებ კვარტალური მიმოხილვა გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად, 2025 წელს, ბათუმის პირველად ბაზარზე ბინების გაყიდვები გაიზარდა 2024 წელს შემცირებული …

რატომ ვერ ააშენეს ახალი გზა ბათუმში, რომელმაც ინასარიძისა და კაჩინსკების ქუჩები უნდა შეაერთოს

ბათუმში ინასარიძისა და კაჩინსკების ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა ამ დრომდე არ დაწყებულა. ამ ორი ქუჩის დასაკავშირებლად ხელშეკრულება ბათუმის მერიას 2025 წლის თებერვალში აქვს გაფორმებული ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ბონდი-2009“-თან,  ქალაქის 2025 წლის ბიუჯეტში კი ამისათვის 2,3 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ამავე კომპანიას ბათუმში, ფარნავაზ მეფისა და ფიროსმანის ქუჩების დამაკავშირებელი გზაც უნდა აეშენებინა, რისთვისაც ბიუჯეტში დამატებით 1,3 …

Exit mobile version