აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრების საზღვარგარეთ საქმიანი ვიზიტების მიზნობრიობასა და დაფინანსებას თუ გადავხედავთ, შესაძლოა გაგვიჩნდეს კითხვა – ისინიც ხომ არ უნდა დაექვემდებარონ ახალ კანონპროექტს „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ? გერმანია, საფრანგეთი, შვედეთი, პოლონეთი, პორტუგალია, ჩეხეთი, ბელგია, ნიდერლანდები, ესპანეთი – ეს იმ ქვეყნების არასრული ჩამონათვალია, სადაც აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები საქმიანი ვიზიტით, გამოცდილების გასაზიარებლად, ერთობლივ კონფერენციებში მონაწილეობის მისაღებად …
Category Archives: მთავარი
„დაგვიტოვეთ სპორტული მოედანი“ – აქცია ბათუმში
„ჩვენ ვითხოვთ სპორტული მოედანი დაგვიტოვონ,“ – ამბობს თამარის დასახლებაში, დევნილების კორპუსების მახლობლად მცხოვრები დავით ბერიძე. აქ მცხოვრებმა მოქალაქეებმა დღეს, 23 თებერვალს, მოედანზე შესვლის საშუალება არ მისცეს მიწის მესაკუთრე კომპანიის ტრაქტორს. ადგილზე იყო პოლიციაც. „წინასაარჩევნოდ გვითხრეს, რომ მიწას გაყიდდნენ იმ პირობით, რომ მოედანი მოედნად დაგვრჩებოდა და პირიქით, კეთილმოაწყობდნენ. ახლა კი, ტექნიკა პირდაპირ მოედნის ადგილზე იწყებს მუშაობას“, …
Continue reading “„დაგვიტოვეთ სპორტული მოედანი“ – აქცია ბათუმში”
ეს მოქალაქეებს აიძულებს, გაიქცნენ ქვეყნიდან, რომელიც დარჩება ასობით ათას რუსს – ისტორიკოსი
ხელისუფლება აპირებს მიიღოს რუსული კანონი, რომლის თანახმადაც ყველა მედია და არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი უცხოეთიდანაა, აგენტად მიიჩნევა. რას ნიშნავს აგენტის იარლიყი პოსტსაბჭოთა ქვეყანაში და რაში სჭირდება ხელისუფლებას რუსული კანონი, რომელმაც რუსეთში გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი? – „ბათუმელები“ ამ თემაზე ისტორიკოს ირაკლი ხვადაგიანს ესაუბრა, „საბჭოთა წარსული კვლევის ლაბორატორიის“ მკვლევარს. ხელისუფლება, ვგულისხმობ …
„არამეგობარ მოლდოვაში“ ვიზიტი? – რატომ გაუშვეს სამსახურიდან აჭარის სპორტის დეპარტამენტის უფროსი
აჭარის სპორტის დეპარტამენტის უფროსი ლაშა ჩავლეშვილი და მისი მოადგილე მინდია ქათამაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ამის მიზეზი დეპარტამენტის უფროსის მოლდოვაში ვიზიტი გახდა, მისი მოადგილე კი, მინისტრის გინებისთვის გაათავისუფლეს. „ჭორებს შევეშვათ, არანაირი მიზეზი არ ყოფილა,“ – ასე გვიპასუხა ლაშა ჩავლეშვილმა, აჭარის სპორტის დეპარტამენტის უკვე ყოფილმა დირექტორმა, როცა მას მოლდოვაში ვიზიტთან დაკავშირებით ვკითხეთ. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მისი თანამდებობიდან …
როგორ ამოვიცნოთ დისბაქტერიოზი – ექიმის რჩევები
ადამიანის კუჭ-ნაწლავში „კარგი“ და „ცუდი“ ბაქტერიები მიკრობიომს, იმავე მიკროფლორას ქმნიან, ბაქტერიების ბალანსის დარღვევას კი დისბაქტერიოზი ეწოდება. „ბათუმის სამედიცინო ცენტრის” გასტროენტეროლოგი თამარ გორგოშაძე ამბობს, რომ დისბაქტერიოზის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი არასათანადო კვებაა. ქალბატონო თამარ, რა არის დისბაქტერიოზი? დისბაქტერიოზი იგივე დისბიოზი არის ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის დისბალანსი. ეს არის მდგომარეობა, რომელიც ძირითადად გამოწვეულია სასარგებლო ბაქტერიების განადგურებით. დისბაქტერიოზს ახასიათებს სეზონურობა, …
Continue reading “როგორ ამოვიცნოთ დისბაქტერიოზი – ექიმის რჩევები”
მდინარაძემ ქართველ მუსლიმებს ბოდიში უნდა მოუხადოს – ნაკაიძე
საქართველოს პარლამენტის წევრი ტარიელ ნაკაიძე „ქართული ოცნების“ წევრის, მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმაურება, სადაც ის ამბობს, რომ „რადიკალური ისლამიზმის მიმდევრობებს და კონცეფციებს რომ აფინანსებენ ამ ქვეყანაში, საიდან რა ფინანსდება, რისი პროპაგანდა მიდის, ამაზე რატომ არ ვლაპარაკობთ?…“ ტარიელ ნაკაიძის თქმით, მსგავსი განცხადება საქართველოში მცხოვრები მუსლიმების წინააღმდეგ სიძულვილის გაღვივებაა. მისი თქმით, მდინარაძე რადიკალურ ისლამიზმს და რუსულ კანონპროექტს ერთმანეთს …
Continue reading “მდინარაძემ ქართველ მუსლიმებს ბოდიში უნდა მოუხადოს – ნაკაიძე”
ქობულეთში ზღვაში გაუჩინარებულ ადამიანს ეძებენ
ქობულეთში ზღვაში ადამიანს ეძებენ. ინფორმაცია ერთი პირის ზღვაში გაუჩინარების შესახებ „ბათუმელებს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. უწყების ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ, 22 თებერვალს მოხდა. პრესცენტრის თქმით, სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სხვა დეტალების შესახებ ინფორმაციის მოწოდებაზე უარს აცხადებენ. TV25-ის ინფორმაციით კი, ზღვაში ორი გოგო ძაღლის გამოსაყვანად შევიდა. აქედან ერთმა გამოცურა ნაპირზე, მეორემ …
Continue reading “ქობულეთში ზღვაში გაუჩინარებულ ადამიანს ეძებენ”
უკრაინელები ინარჩუნებენ მომარაგების მარშრუტებს ბახმუტთან – ბრიტანეთის დაზვერვა
გაერთიანებული სამეფოს დაზვერვა 23 თებერვლის ანგარიშში ბრძოლის ველზე მდგომარეობას მიმოიხილავს. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ბოლო 48 საათის განმავლობაში გრძელდება მძიმე ბრძოლა ბახმუტის სექტორში. უწყების ცნობით, ამ სექტორში, მიუხედავად რუსების ექვსკვირიანი ალყაში მოქცევის აქტიური მცდელობისა, უკრაინელები კვლავაც ღიად ინარჩუნებენ მომარაგების მარშრუტებს დასავლეთისკენ. გარდა ამისა, ბრიტანეთის დაზვერვა იუწყება, რომ სამხრეთ დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქი ვუჰლედარი კვლავაც მძიმე დაბომბვის …
Continue reading “უკრაინელები ინარჩუნებენ მომარაგების მარშრუტებს ბახმუტთან – ბრიტანეთის დაზვერვა”
ახალ ბულვარში სკეიტპარკის მოსაწყობად 1,2 მილიონი ლარი დაიხარჯება
ბათუმის ახალ ბულვარში სკეიტპარკის მოწყობას ბულვარის ადმინისტრაცია მაქსიმუმ 1 167 949 ლარად გეგმავს. სკეიტპარკი უკრაინის მოქალაქის პროექტის მიხედვით მოეწყობა, სამუშაოებს კი ბულვარი ტენდერით შეისყიდის. ტენდერის გამოცხადებამდე ბულვარის ადმინისტრაცია ბაზარს იკვლევს. „ელექტრონული ტენდერის დაგეგმვის, ჩატარებისა და შემდგომი ადმინისტრირების მიზნით, მიმდინარეობს წინასწარი ბაზრის კვლევა, პოტენციური მიმწოდებლის გამოცდილების დადგენის მიზნით“ – აღნიშნულია ბულვარის განაცხადში და ის დაინტერესებული პირებისგან …
Continue reading “ახალ ბულვარში სკეიტპარკის მოსაწყობად 1,2 მილიონი ლარი დაიხარჯება”
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 23 თებერვალი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 23 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 145 850 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში + 790] ტანკი – 3 350 ერთეული [+16] ჯავშანტექნიკა – 6 593 ერთეული [+24] საარტილერიო სისტემა – 2 352 ერთეული [+7] MLRS – 471 ერთეული [+0] საზენიტო საბრძოლო სისტემა …
Continue reading “რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 23 თებერვალი”
თოვლით დაფარული სკოლა ხულოში – დანისპარაულში სასწავლო პროცესი შეფერხდა
მაღალმთიან აჭარაში ბოლო დღეებია გადაუღებლად თოვს. ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დანისპარაულში დიდთოვლობის გამო სწავლა შეფერხდა. ინფორმაცია „ბათუმელებს“ დანისპარაულის სკოლის მოსწავლეების მშობელმა დაუდასტურა. სკოლის 2 მოსწავლის მამის თქმით, ოჯახი სკოლასთან ახლოს ცხოვრობს, მაგრამ მისი შვილები დღეს, 22 თებერვალს, სკოლაში დიდთოვლობის გამო ვერ წავიდნენ და ამავე მიზეზით, სასწავლო პროცესი სკოლაში შეფერხდა. „ბათუმელებმა“ დანისპარაულის სკოლის დირექტორთან სცადა დაკავშირება დეტალების …
Continue reading “თოვლით დაფარული სკოლა ხულოში – დანისპარაულში სასწავლო პროცესი შეფერხდა”
რა შემთხვევაში შეეხება ემიგრანტებს და მათი ოჯახის წევრებს რუსული კანონი
რა შემთხვევაში შეეხება რუსული კანონი ემიგრანტებს ან სხვა ფიზიკურ პირებს, თუ „ქართული ოცნება“ საზოგადოების წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც მიიღებს ღირსების შემლახავ კანონს, საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ? საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი თამარ კორძაია „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ თუ „უცხო ქვეყნის გავლენის აგენტის“ შესახებ კანონი ხელისუფლებამ მაინც დაამტკიცა და ისეთივე გაგრძელება მიიღო, როგორც რუსეთში, „აგენტის“ სახელით დევნის ობიექტი გახდებიან არა …
Continue reading “რა შემთხვევაში შეეხება ემიგრანტებს და მათი ოჯახის წევრებს რუსული კანონი”
უკრაინიდან ლტოლვილებს საქართველოში არალეგალობა ემუქრებათ – ომის 1 წელი
აქსანა ჟემიაკინა გასული წლის მარტში სამ შვილთან ერთად საქართველოში უკრაინიდან ომს გამოექცა. უკრაინა ავტობუსით დატოვა, ჯერ ბულგარეთში ჩავიდა, მერე – რუმინეთში და ბოლოს – თურქეთში. აქსანა და მისი შვილები ახლა საქართველოში ტურისტული ვიზით არიან. საქართველოში ყოფნის ერთი წელი 18 მარტს უსრულდებათ. 18 მარტის შემდეგ მათი საქართველოში ყოფნა არალეგალური იქნება. „თბილისში, უკრაინის საელჩოში, შეიძლება პასპორტების გაკეთება, …
Continue reading “უკრაინიდან ლტოლვილებს საქართველოში არალეგალობა ემუქრებათ – ომის 1 წელი”
„მომხრე ვარ, სააკაშვილს სასჯელი გადაუვადდეს“ – ყოფილი პატიმარი
„მომხრე ვარ, რომ სააკაშვილს სასჯელი გადაუვადდეს და მოხდეს მისი საზღვარგარეთ გადაყვანა,“ – ამბობს თამაზ ბაკურიძე. ის მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს პატიმრობაში იყო. ყოფილი პატიმარი დღეს არასამთავრობო ორგანიზაციის „ჩვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელია და სოციალურად დაუცველი ჯგუფების ინტერესების დაცვაზე მუშაობს. თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 თებერვალს არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების …
Continue reading “„მომხრე ვარ, სააკაშვილს სასჯელი გადაუვადდეს“ – ყოფილი პატიმარი”
18 ახალი ავტობუსი ბათუმში კვირის ბოლოს ჩამოვა
ბათუმის ავტოტრანსპორტის ცნობით, 60 ახალი ავტობუსის ეტაპობრივი მოწოდება ბათუმში მიმდინარე კვირის ბოლოდან დაიწყება. საწყის ეტაპზე ქალაქში 18 ახალი, 10 მეტრი სიგრძის ავტობუსი ჩამოვა, რომლებიც სამარშრუტო ხაზებზე მარტიდან იმოძრავებენ. ბათუმი 2023 წელს 65 ახალ ავტობუსს იყიდის, თუმცა მერიის განცხადებით, აქედან ქალაქში მხოლოდ 60 ავტობუსი იმოძრავებს. „ბათუმელების“ ინფორმაციით 5 ახალი ავტობუსი აჭარაში, ერთ-ერთ მუნიციპალიტეტს გადაეცემა, სავარაუდოდ, ეს …
Continue reading “18 ახალი ავტობუსი ბათუმში კვირის ბოლოს ჩამოვა”
თოვლი არის, მაგრამ გზა არა და შუქიც ქრება – რა ხდება კურორტ გოდერძიზე
მაღალმთიან აჭარაში ბოლო დღეებია გადაუღებლად თოვს. „ბათუმელები“ დაინტერესდა, რა ხდება კურორტ გოდერძიზე, რამდენად ახერხებენ კურორტამდე მისვლას მომხმარებლები, ჰყავთ თუ არა სტუმრები საოჯახო სასტუმროს მფლობელებს მეზობელ სოფელში და ა.შ.? ლერი გელაძეს საოჯახო სასტუმრო „ალავერდი“ აქვს გოდერძისთან ახლოს მდებარე სოფელ დანისპარაულში. მისი თქმით, სოფელში თოვლის სიმაღლე მინიმუმ 3 მეტრია. „ალავერდში“ სხვადასხვა ქვეყნიდან გვყავდა დამსვენებლები და კარგი მუშაობაც …
Continue reading “თოვლი არის, მაგრამ გზა არა და შუქიც ქრება – რა ხდება კურორტ გოდერძიზე”
რა გადაწყვიტა საკონსტიტუციომ კანონზე, რაც ტელევიზიებისთვის „ცენზურის ეფექტს“ ქმნიდა
დღეს, 22 თებერვალს, საკონსტიტუციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ოთხი ტელევიზიის სარჩელი და არაკონსტიტუციურად მიიჩნია კონკრეტული სამართლებრივი ნორმა, რაც კრიტიკული ტელევიზიების შეფასებით, ხელისუფლებას ცენზურის საშუალებას აძლევდა. დავის საგანი იყო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს „მაუწყებლისთვის სანქციის დაკისრების შესაძლებლობას არასრულწლოვანისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის/მასალის პირდაპირი ეთერის მიმდინარეობისას გადაცემისათვის ისეთ პირობებში, როდესაც მაუწყებელმა შესაბამის …
პუტინი საუბრობს მძიმე დროზე და იმაზე, რომ რუსეთში ყველაფერი მშვენივრადაა – ბრიტანეთის დაზვერვა
გაერთიანებული სამეფოს დაზვერვა 22 თებერვლის ანგარიშში 21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, საპარლამენტო გამოსვლას განიხილავს. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ეს 2021 წლის შემდეგ პუტინის პირველი მსგავსი სიტყვა იყო და ამ გამოსვლისას მან ნათლად განმარტა, რომ უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელებას აპირებს. ერთ-ერთი აქცენტი პუტინის სიტყვიდან, რომელსაც უწყება გამოყოფს, არის რუსეთის მიერ „ახალი სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შეთანხმების“ …
„ეს კანონპროექტი თითოეული მოქალაქის წინააღმდეგაა“- არასამთავრობოები აჭარის მთიდან
რას ფიქრობენ აჭარის მთიან მუნიციპალიტეტებში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციები რუსულ კანონპროექტზე, რომლის მიღების შემთხვევაშიც ყველა მედია და არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი უცხოეთიდანაა, „უცხოური გავლენის აგენტად“ ჩაითვლება? – „ბათუმელები“ ამ თემაზე აჭარის მთიან მუნიციპალიტეტებში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებით დაინტერესდა. თორნიკე აბულაძე ორგანიზაცია “სოლიდარობის თემის” აღმასრულებელი დირექტორია. ამ ორგანიზაციის ძირითადი საქმიანობა აჭარის რეგიონებში მცხოვრები სხვადასხვა …
Continue reading “„ეს კანონპროექტი თითოეული მოქალაქის წინააღმდეგაა“- არასამთავრობოები აჭარის მთიდან”
ჩავიკეტეთ, სიცოცხლის რისკის ფასად დავდივარ სკოლაში – მასწავლებელი სოფელ ძმუისიდან
ტყიბულის მუნიციპალიტეტში სოფელი ძმუისი ჩაკეტილია, სოფელში არ არის მისასვლელი გზა, არ მიეწოდება ელექტროენერგია. „ბათუმელებს“ ამ სოფლის საჯარო სკოლის მასწავლებელი ლაურა გოტიაშვილი ესაუბრა. მისი თქმით, სოფელში ვერც სასწრაფო დახმარების ავტომანქანა მიდის, არც აფთიაქია და სურსათის რესურსიც იწურება. „თოვლი არის ძალიან დიდი, ორი კვირა თოვდა, ახლა წვიმს, რაც აუარესებს მდგომარეობას, რადგან ღამით ყინვაა და გზებზე გადაადგილება შეუძლებელია. …
Continue reading “ჩავიკეტეთ, სიცოცხლის რისკის ფასად დავდივარ სკოლაში – მასწავლებელი სოფელ ძმუისიდან”
„გამოფინეთ უკრაინის დროშა სახლებზე” -24 თებერვალს ბათუმში დაგეგმილი აქციების განრიგი
24 თებერვალს, რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან 1 წლის თავზე ბათუმში უკრაინელი, ქართველი და ბელორუსი აქტივისტები მასობრივ ღონისძიებებს მართავენ. დაგეგმილია 2 მშვიდობიანი აქცია და აუქციონი. ასევე, თავისი მხარდაჭერა ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია გამოხატოს უკრაინელების მიმართ – გადმოფინონ დროშები საკუთარი სახლების აივნებზე. „მოვუწოდებ ჩვენს თანამემამულეებს, მოვიდნენ აქციაზე და გვერდში დაუდგენ მოძმე უკრაინელ მეგობრებს. ეს არის საერთო ომი …
„დოსიე“: კრემლი გეგმავდა არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ბელარუსის დაპყრობას
კრემლი აპირებდა ბელარუსის კანონმდებლობის ადაპტირებას რუსულთან, რომ ამ ქვეყნის შიდა პოლიტიკა რუსეთის ინტერესების მიხედვით ემართა; ასევე გეგმავდა გაეზარდა სამხედროების ყოფნა ბელარუსის ტერიტორიაზე და მიეღწია იმისთვის, რომ რუსული ენა ყოფილიყო ბელარუსულთან მიმართებაში უპირატესი; ასევე დაერიგებინა ბელარუსებისთვის რუსეთის მოქალაქეობა. ყველა ამ მიზნის მიღწევა კი დაგეგმილი იყო ცხრა წლის განმავლობაში – 2030 წლისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ „დოსიე“ აქვეყნებს, …
Continue reading “„დოსიე“: კრემლი გეგმავდა არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ბელარუსის დაპყრობას”
კაცს ცოლ-შვილის და დედის მოკვლით ემუქრებოდნენ და 20 000 ლარს სთხოვდნენ – დააკავეს 4 პირი
შსს-ს ინფორმაციით, დიდი ოდენობით ქონების ჯგუფურად გამოძალვის და ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 4 პირი დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა – ა.ჩ.-მ [(მეტსახელად „ბუფალო“) და ლ.ღ.-მ 2023 წლის 20 იანვარს ნაცნობი – პ.ჩ. მოტყუებით მიიყვანეს ზაჰესში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, სადაც გადასცეს 300 გრამი ნარკოტიკული საშუალება, მისი რეალიზებისთვის 2 კვირის ვადა მისცეს და ნარკოტიკის …
„უცხოური გავლენის“ პროექტები აჭარაში – წყალი, კანალიზაცია, ავტობუსი, სახანძრო კიბე
სასმელი წყლისა და საკანალიზაციო სისტემების, სანიაღვრე არხების რეაბილიტაციის პროექტს, რომელიც ბათუმში, ათ წელზე მეტია ეტაპობრივად ხორციელდება, გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკი აფინანსებს. გარდა ძველი და მწყობრიდან გამოსული სისტემის სრულად ახლით ჩანაცვლებისა, ამ პროექტის ფარგლებში დააფინანსეს და ააშენეს გამწმენდი ნაგებობებიც. თითოეული ფაზის განხორციელებისთვის მილიონობით ევრო დაიხარჯა. პროექტის მეხუთე ფაზის დაწყების შესახებ ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა, გასული წლის მეორე …
რუსეთში დაწერილი სცენარით ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეების დევნას იწყებს
ხელისუფლება აპირებს მიიღოს კანონი ჟურნალისტების, სამოქალაქო ორგანიზაციების და ყველა იმ მოქალაქის წინააღმდეგ, ვისაც დასავლური ფონდები ფინანსურად ეხმარებიან. როგორ აპირებს ხელისუფლება მოსახლეობის მოტყუებას და როგორ უნდა დაიცვას საზოგადოებამ თავი რუსული კანონისგან? – ამ თემაზე „ბათუმელები“ დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დამფუძნებელს, ყოფილ ომბუდსმენს, უჩა ნანუაშვილს ესაუბრა. ბატონო უჩა, „ქართული ოცნება“ ღიად არ ამბობს, რომ არ სურს საქართველოს ევროკავშირში …
Continue reading “რუსეთში დაწერილი სცენარით ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეების დევნას იწყებს”
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 22 თებერვალი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 22 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 145 060 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში + 620] ტანკი – 3 334 ერთეული [+8] ჯავშანტექნიკა – 6 569 ერთეული [+7] საარტილერიო სისტემა – 2 345 ერთეული [+7] MLRS – 471 ერთეული [+0] საზენიტო საბრძოლო სისტემა …
Continue reading “ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 22 თებერვალი”
დღეს ხელისუფლებას მხოლოდ საზოგადოებრივი აზრი აკავებს – ინტერვიუ პოლიტოლოგთან
„ომის შიშის გამო მოსახლეობის ნაწილი მზადაა ამ ეტაპზე ხელისუფლების მიმართ ნაკლებად კრიტიკული იყოს, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ხალხს აქვს მოთმინების ფიალა,“ – ამბობს პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია, რომელსაც ვესაუბრეთ ხალხის პროტესტზე: როდის შეიძლება მოქალაქეებმა გავლენა იქონიონ პროცესზე, როცა ლიდერები არ არიან, მაგრამ ხელისუფლება აშკარად ხალხის ნების წინააღმდეგ მოქმედებს? „ერთადერთი, რაც დღეს აკავებს ხელისუფლებას, არის საზოგადოებრივი აზრი. …
Continue reading “დღეს ხელისუფლებას მხოლოდ საზოგადოებრივი აზრი აკავებს – ინტერვიუ პოლიტოლოგთან”
ჯაპანა-სამტრედიის მონაკვეთზე მშენებარე ხიდის ნაწილი ჩაინგრა
ჯაპანა-სამტრედიის მშენებარე ავტობანზე რიონზე გადასასვლელი ხიდი ჩაინგრა. ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა ფეისბუქზე ვრცელდება. ვიდეომასალაში ასევე ჩანს გზაზე გადავარდნილი ტრაილერი. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, მდინარე რიონის სტიქიური ადიდებით გამოწვეულმა წყალმოვარდნამ, სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის პირველ მონაკვეთზე დააზიანა მდინარეზე მშენებარე ხიდის მე-8 ბურჯი. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შემთხვევის შედაგად არავინ დაშავებულა. დეპარტამენტში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ შემთხვევის ადგილზე ჯგუფი გავიდა …
Continue reading “ჯაპანა-სამტრედიის მონაკვეთზე მშენებარე ხიდის ნაწილი ჩაინგრა”
ვის აქვს მიღებული დაფინანსება “უცხოური ძალისგან” აჭარის ხელისუფლებაში
საპარლამენტო უმრავლესობა რუსული კანონის მიღებას გეგმავს. „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის თანახმად, იმ ადამიანებს, რომლებიც თანამშრომლობენ ან დაფინანსებას იღებენ უცხოური ორგანიზაციებიდან, „უცხოური ძალის“ ან/და „უცხოური გავლენის აგენტის“ სტატუსი უნდა მიენიჭოთ. აჭარის მთავრობასა და უმაღლეს საბჭოში არაერთი მაღალჩინოსანი თუ რიგითი თანამშრომელია, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობდნენ, უცხოური დაფინანსებით სწავლობდნენ ან ისეთ პროექტებში იყვნენ ჩართულები, რომლებიც საერთაშორისო დონორებისგან …
Continue reading “ვის აქვს მიღებული დაფინანსება “უცხოური ძალისგან” აჭარის ხელისუფლებაში”
ბათუმში #1 პოლიკლინიკას ახალი შენობა ექნება
ბათუმში სამ სამედიცინო დაწესებულებას – ტუბერკულოზის რეგიონულ ცენტრს, ბათუმის N1 პოლიკლინიკას და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ბათუმის ცენტრს ახალი შენობები ექნებათ. ამის შესახებ დღეს, 21 თებერვალს, აჭარის მთავრობის სხდომაზე ითქვა. სამივე შენობა სახელმწიფო საკუთრებაშია. იანვრის თვეში „ბათუმელებმა“ დაწერა სასწრაფო დახმარების ახალი შენობის პროექტის შესახებ, რომელიც ძველი რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის ადგილას აშენდება. ამავე ტერიტორიაზე, …
Continue reading “ბათუმში #1 პოლიკლინიკას ახალი შენობა ექნება”
ბავშვობაში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი დები პროკურატურამ დაზარალებულად ცნო – PHR
საქართველოს პროკურატურამ დაზარალებულად ცნო დები, რომლებიც ბავშვობაში, ნათესავის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდნენ. მათ უფლებებს არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ – PHR – იცავს. „ეკა* 31 წლის არის. დაახლოებით 7 წლის იყო, როდესაც მის მიმართ ბიძამ სექსუალური ძალადობა დაიწყო. ეკას მიმართ სექსუალური ძალადობა ხშირად ხდებოდა და წლების განმავლობაში გრძელდებოდა. მარიამი* დღეს 24 წლისაა. მის მიმართ …
ამ კანონზე ხელმოწერით, თქვენ გადახაზავთ საკუთარ წარსულს – ნაცვლიშვილი პაპუაშვილს
დღეს, 21 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტში ისაუბრა რუსული კანონის – უცხოეთის გავლენის აგენტების საფრთხეებზე და განაცხადა, რომ კანონი მიმართულია არა გამჭვირვალობისკენ, არამედ სამოქალაქო საზოგადოების გაუქმებისკენ. შალვა პაპუაშვილი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებაში (GIZ) 10 წელზე მეტი მუშაობდა. „ბატონო შალვა, უკვე ხვდებით, რომ ამ კანონს ხელს არ მოაწერს საქართველოს პრეზიდენტი და პირადად თქვენი სახელის …
Continue reading “ამ კანონზე ხელმოწერით, თქვენ გადახაზავთ საკუთარ წარსულს – ნაცვლიშვილი პაპუაშვილს”
როდის გამოიდარებს ბათუმში | ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 21 თებერვლის 21 საათიდან 22 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით წვიმა. აჭარის მთებში მოსალოდნელია თოვა. იქროლებს ცვალებადი დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. დღისით: 7 – 12 გრადუსი სითბო ღამით: 1- 6 გრადუსი სითბო შიდამთიან რაიონებში: დღისით: 0 – 5 გრადუსი სითბო ღამით: …
Continue reading “როდის გამოიდარებს ბათუმში | ამინდის პროგნოზი”
თურქეთში გუშინ მომხდარ მიწისძვრას 3 ადამიანი ემსხვერპლა, 213 – დაშავდა
20 თებერვალს, საღამოს, თურქეთში, ჰატაის პროვინციაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა და 213 დაშავდა – ამის შესახებ თურქული მედია წერს ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით. მინისტრის თქმით, ამავე დროს, სამ ობიექტზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. 6,4 მაგნიტუდის მიწისძვრა დაახლოებით 20:04 საათზე მოხდა და მას სამი წუთის შემდეგ 5,8 მაგნიტუდის ბიძგები მოჰყვა. ორი …
Continue reading “თურქეთში გუშინ მომხდარ მიწისძვრას 3 ადამიანი ემსხვერპლა, 213 – დაშავდა”
დიზელის სინჯებში დარღვეულია გოგირდის შემცველობა, აფეთქების ტემპერატურა და სიმკვრივე
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ცნობით, საქართველოში 29 ავტოგასამართ სადგურზე დიზელის საწვავის ხარისხი კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს არ აკმაყოფილებდა. ნიმუშებში დარღვეული იყო გოგირდის შემცველობა, აფეთქების ტემპერატურა და სიმკვრივე. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით, 100 ავტოგასამართი სადგურიდან აიღეს საავტომობილო ბენზინის 50 და დიზელის საწვავის 50 ერთეული სინჯი, მათში ხარისხობრივი მაჩვენებლების მნიშვნელობების მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ნორმებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. უწყების …
m²-ს მეზღვაურებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს
m²-ში მეზღვაურებისთვის სპეციალური შეთავაზება დაიწყო. დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, m² Highlight-ის პროექტში მომგებიანი პირობებით ისარგებლონ და შეიძინონ მათ სურვილებსა და საჭიროებებზე მორგებული სახლი. აქციის ფარგლებში, მეზღვაურები ისარგებლებენ 0%-იანი შიდა განვადებით, სახლის შეძენისას გადაიხდიან ღირებულების მხოლოდ 10%-ს, მშენებლობის დასრულებამდე, ეტაპობრივად დაფარავენ ღირებულების 80%-ს, დასრულებისას კი, – 10%-ს. აქცია ძალაშია 2023 წლის 20 თებერვლიდან 15 მარტამდე. m² …
Continue reading “m²-ს მეზღვაურებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს”