მთავარი,სიახლეები

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 7 ივლისი

07.07.2023 • 1001
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 7 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 7 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 232 810 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +510]
  • ტანკი – 4 070 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 7 944 ერთეული [+12]
  • საარტილერიო სისტემა – 4 330 ერთეული [+20]
  • MLRS – 658 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 408 ერთეული [+4]
  • თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 309 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 3 652 ერთეული [+17]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 271 ერთეული [+7]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 6 898 ერთეული [+10]
  • სპეცტექნიკა – 612 ერთეული [+7]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 7 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 452 თვითმფრინავი
  • 241 ვერტმფრენი
  • 4 921 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 426 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 10 566 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 135 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 5 370 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 11 493 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო

ამავე თემაზე:

უკრაინამ კონტრშეტევა იმაზე გვიან დაიწყო, ვიდრე ზელენსკის სურდა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: