უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 9 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 234 040 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +600]
- ტანკი – 4 078 ერთეული [+4]
- ჯავშანტექნიკა – 7 964 ერთეული [+11]
- საარტილერიო სისტემა – 4 366 ერთეული [+20]
- MLRS – 668 ერთეული [+7]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 413 ერთეული [+3]
- თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 309 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 3 685 ერთეული [+19]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 271 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 6 929 ერთეული [+15]
- სპეცტექნიკა – 628 ერთეული [+9]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 9 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 453 თვითმფრინავი
- 241 ვერტმფრენი
- 4 948 უპილოტო საფრენი აპარატი
- 426 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 10 604 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 137 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 5 396 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 11 547 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო
[yellow_box]„აზოვის“ პოლკის მეთაურის თქმით, ისინი ბრძოლას უბრუნდებიან[/yellow_box]
ამავე თემაზე:
ზელენსკიმ „აზოვსტალის“ დამცველები თურქეთიდან უკრაინაში წაიყვანა






