უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 23 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 294 700 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +870]
- ტანკი – 5 093 ერთეული [+12]
- ჯავშანტექნიკა – 9 653 ერთეული [+22]
- საარტილერიო სისტემა – 7 057 ერთეული [+25]
- MLRS – 825 ერთეული [+0]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 551 ერთეული [+2]
- თვითმფრინავი – 320 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 5 345 ერთეული [+6]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 536 ერთეული [+1]
- გემი/ნავი – 20 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 9 419 ერთეული [+15]
- სპეცტექნიკა – 998 ერთეული [+7]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 23 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 508 თვითმფრინავი
- 253 ვერტმფრენი
- 8 176 უპილოტო საფრენი აპარატი
- 441 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 12 882 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 169 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 6 853 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 14 583 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
რუსეთს ავდიივკას მიმართულებაზე დამატებითი ძალები გადაჰყავს – ISW






