უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 16 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 037 460 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 170]
- ტანკი – 11 025 ერთეული [+3]
- ჯავშანტექნიკა – 22 995 ერთეული [+2]
- საარტილერიო სისტემა – 30 395 ერთეული [+49]
- MLRS – 1 440 ერთეული [+0]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 196 ერთეული [+2]
- თვითმფრინავი – 421 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 340 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 46 164 ერთეული [+284]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 491 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 55 229 ერთეული [+82]
- სპეცტექნიკა – 3 932 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 15 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 663 თვითმფრინავი
- 283 ვერტმფრენი
- 69 593 უპილოტო საფრენი აპარატი
- 618 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 24 220 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 577 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 27 394 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 38 192 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
ტრამპმა ზელენსკის ჰკითხა, შეუძლია თუ არა მოსკოვის და პეტერბურგის დაბომბვა – მედია






