1918-1919 წლებში ესპანური გრიპით (H1N1) 40 მილიონი ადამიანი დაიღუპა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ავრცელებს ინფორმაციას 2015-2016 წლებში აჭარაში გრიპისა და მძიმე მწვავე რესპირაციული დაავადებების გავრცელების შესახებ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო საზოგადოებას მოუწოდებს იმ წესების დაცვაზე, რაც აუცილებელია გრიპის ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად: გრიპის პანდემიები XIV საუკუნიდან არის აღწერილი; 10-50 წლიანი ინტერვალებით მეორდება; პანდემიის დროს შესაძლებელია დედამიწის მოსახლეობის 25-30% დაავადდეს; შესწავლილი (მე-20 და 21-ე საუკუნის) პანდემიები …

ბათუმის მერია: სამსახურები მუშაობას საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ

ბათუმის მერიის ინფორმაციით, მერიის სამსახურები, ბათუმში მოსული უხვი ნალექის გამო, მუშაობას საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ. მთელი ღამის განმავლობაში, ინტენსიურად გაგრძელდება გზის გაწმენდითი სამუშაოები. მობილიზებულია მძიმე ტექნიკა, იწმინდება სამანქანე გზები, იყრება ტექნიკური მარილი. მერიის ინფორმაციით ამ დროისათვის, ბათუმში, სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება შეუფერხებლად არის შესაძლებელი. ამასთან, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს ბათუმის მერიის ცხელი ხაზი – 27 26 09; 24 …

ბათუმის მერია: პროექტი არ ითვალისწინებდა ბულვარში ბილიკის გაუქმებას

ბათუმის ძველ ბულვარში ბილიკის გაუქმებასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას, რომელიც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსგან გამოვითხოვეთ, თან ახლდა ბათუმის მერის 2015 წლის 29 ივლისის [N25/14704] წერილი, რომლითაც ქალაქის მერია თანახმა იყო ბულვარში სამუშაოების დაწყებაზე. სსიპ ,,ბათუმის ბულვარი“-ს მიერ მერიაში წარდგენილი პროექტით იყო თუ არა გათვალისწინებული ძველ ბულვარში სამი პარალელური ალეიდან [სავალი ბილიკიდან] შუა ალეის გაუქმება და მის …

გრიპისმაგვარი დაავადებების სტატისტიკა აჭარაში

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს დღევანდელი მონაცემებით, აჭარის სამედიცინო დაწესებულბებში გრიპის მაგვარი დაავადებების სიმპტომებით რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებულია 7 პაციენტი. 63 პაციენტი მკურნალობის კურსს სტაციონარში გადის. სამედიცინო დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, წლის მე–3 კვირის მდგომარეობით რეგიონში აღირიცხა გრიპისმაგვარი დაავადების 1548 ამბულატორიული და მძიმე მწვავე რესპირატორული ინფექციის სტაციონარული 209 შემთხვევა. სამინისტროს ინფორმაციით, გაიცემა რეკომენდაციები სამედიცინო დაწესებულებებში, ზოგადსაგანმანათლებლო და …

ირაკლი ჩავლეიშვილი: ქალაქის განვითარებაში მნიშვნელოვანია მოქალაქეების აზრი და არა ჩინოვნიკების

დღეს 25 იანვარს, ბათუმის საკრებულოს წევრები გერმანიის ქალაქ როსტოკის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს ანდრიას შუბერტსა და რობერტ შტახს  შეხვდნენ. შეხვედრა ბათუმსა და როსტოკს შორის გაფორმებული პარტნიორული ხელშეკრულების ფარგლებში მიმდინარეობდა, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობას ქალაქის განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორის, სატრანსპორტო დაგეგმვის, ნარჩენების მენეჯმენტის, კლიმატის ცვლილებების, ეკონომიკისა და კულტურის მიმართულებით. როგორც შეხვედრაზე ითქვა, ამჟამად მიმდინარეობს ერთობლივ დოკუმენტზე – „ბათუმი …

წერილი ბათუმის ციხიდან

პატიმარი კ. მ. ბათუმის მე-3 საპყრობილიდან ამბობს, რომ 14 იანვრიდან შიმშილობს.  საპყრობილედან გამოგზავნილი წერილის მიხედვით, მან რკინის მეტალი 8 იანვარს გადაყლაპა, რითაც ციხეში სამედიცინო მომსახურება გააპროტესტა. პატიმარის თქმით, ამის გამო საპყრობილის რეჟიმის უფროსმა დავით შატაკიშვილმა იგი  განმარტოებით საკანში 10 იანვარს გადაიყვანა, სადაც გაუსაძლისი პირობებია. „ხელბორკილებით მაქვს ხორცები ამოგლეჯილი, რაც დააფიქსირა მორიგე ექიმმა. მივედი იმ ზომამდე, …

უხვი ნალექის გამო ზოგიერთ სკოლაში სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობს

აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, უხვი ნალექის გამო ქალაქის სკოლებში მოსწავლეების ნაკლებობაა. მოსწავლეთა გამოუცხადებლობის გამო სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობს  მუნიციპალიტეტების რამდენიმე სკოლაში: „ქედაში 4 საჯარო სკოლაში, ქობულეთის მაღალმთიანი სოფლების 10 სკოლაში და ხელვაჩაურის 6 სკოლაში  შეჩერდა სასწავლო პროცესი უხვი ნალექის გამო,“- განაცხადეს აჭარის განათლების სამინისტროს პრესსამსახურში. მათივე ინფორმაციით, არც ერთ  საჯარო სკოლაში გათბობის პრობლემა …

ქობულეთში 6 000 აბონენტი გათიშულია – რა მდგომარეობაა აჭარის მუნიციპალიტეტებში

აჭარაში დილიდან თოვს, თუმცა, მუნიციპალიტეტების გამგეობების ცნობით, გზებზე გადაადგილება შეზღუდული არ არის. ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება ორ მუნიციპალიტეტს – ქობულეთსა და შუახევს. ხულოს გამგებლის, ბესიკ ბაუჩაძის ინფორმაციით, ხულოს სოფლებში თოვლის საფარი 20-15 სანტიმეტრია, დაბაში კი – 10 სანტიმეტრი. „ტექნიკა მზად არის, დაახლოებით 13-15 ერთეული, რომელიც საჭიროების შემთხვევაში იქნება ამოქმედებული. რაც შეეხება დანისპარაულის მიმართულებას, სადაც უფრო მაღალია …

მერიის ინფორმაციით, თოვლისგან მხოლოდ ცენტრალური ქუჩები გაიწმინდა

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ქალაქის ცენტრალური ნაწილი გაწმენდილია, მეორე ნაწილში კი სამუშაოები დღის განმავლობაში გაგრძელდება. ქუჩების გაწმენდით სამუშაოებს შპს „სანდასუფთავება“ ახორციელებს. კომპანიის წარმომადგენლის ირაკლი თედორაძის განცხადებით, ამ დროისთვის მხოლოდ ქალაქის ცენტრალური ნაწილია თოვლისგან გაწმენდილი: „ღამის 4 საათიდან ვმუშაობთ, ძირითადად ცენტრალური ნაწილი იწმინდება, მემედ აბაშიძის, რუსთაველის, გორგილაძის, გოგებაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩები გაწმენდილია, მოძრაობს მუნიციპალური ავტოტრანსპორტი“. ირაკლი თედორაძის თქმით, …

გიორგი კეკელიძე თავის ახალ წიგნსა და ლიტერატურაზე

„ … გვეუბნებოდნენ რომ წიგნები, რომლებსაც წავიკითხავთ, აუცილებლად უკეთესს გაგვხდის, რამდენიმე მარტივი მიზეზის გამო ეს ვერ იქნება ასე. რამდემიმე მარტივი მიზეზის გამო ლიტერატურა გარდა ჰაგიოგრაფიული და დიდაქტიკური ნაწილისა, რომელიც ძალიან პატარა მომენტს მოიცავდა მსოფლიო ლიტერატურის განვითარების ისტორიაში, იწერებოდა არცთუ ხუთოსან ადამიანებზე, ისეთ ადამიანებზე, რომლებიც თანამდროვე სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ბუნებრივია, ვერ იქნებოდნენ სამაგალითონი. მაგალითად, ავთანდილი ვერც ერთ …

რესან კონცელიძე აჭარის პოლიციის დეპარტამენტში მოადგილედ დაინიშნა

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად 30 წლის ლაშა გოგნიაშვილის დანიშვნის შემდეგ „ბათუმელებისთვის“ კიდევ ერთი ცვლილების შესახებ გახდა ცნობილი: ქედის პოლიციის 53 წლის უფროსი რესან კონცელიძე გადაყვანილია ლაშა გოგნიაშვილის ერთ-ერთ მოადგილედ. ამ ცვლილების შედეგად აჭარის პოლიციიდან სხვა რეგიონში სამუშაოდ გადავიდა დავით პაპავა, რომელიც მანამდე დეპარტამენტში მუშაობდა მოადგილის პოზიციაზე. როგორც შს სამინისტროს პრესცენტრში ამბობენ, ვაკანტურია ქედის მუნიციპალიტეტში პოლიციის ხელმძღვანელის …

რატომ არ ჩატარდა დღეს ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია

დღეს, 24 იანვარს, ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში მზია ოქრაძესთვის ღვიძლი უნდა გადაენერგათ. მზიას დონორიც ჰყავს – თავისი და ლამზირა. მაგრამ ოპერაცია გადაიდო – მიზეზი ოჯახს არ აქვს ოპერაციისთვის აუცილებელი 125 ათასი ლარი. ამ დროისთვის მზია ოქრაძის ოპერაციისთვის მხოლოდ 35 ათასი ლარს მობილიზება გახდა შესაძლებელი, აქედან 15 ათასი ლარი ახალგაზრდა ქალის სიცოცხლის გადასარჩენად სხვადასხვა მოქალაქეებმა შესწირეს. მზია …

საარჩევნო მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდები იწყება

სასერტიფიკაციო გამოცდების ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია ელექტრონული ფორმით 2016 წლის 20 იანვრიდან დაიწყო და 2 თებერვლამდე გაგრძელდება. 2016 წლის 10 თებერვლიდან კი გამოცდები დაიწყება. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დამატებით ინფორმაციას გაეცნონ ვებგვერდებზე: www.cesko.ge და www.electionreforms.ge

2,4 მილიონი ლარი სტადიონისა და საავადმყოფოს მშენებლობის ზედამხედველობისთვის

ქალაქ ბათუმში, მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე 20 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონის სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურებაში შპს „სტადიონი“ მაქსიმუმ 1 მილიონ 750 ათას ლარს, ხოლო ანალოგიურ მომსახურებაში, „რესპუბლიკურის“ ტერიტორიაზე ასაშენებელი ახალი საავადმყოფოს შემთხვევაში, 665 182 ლარს გადაიხდის. აღნიშნული მომსახურებების შესყიდვებს „სტადიონი“ გამარტივებული ელექტრონული ტენდერების საშუალებით განახორციელებს. შესაბამისი თანხმობის განკარგულებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძემ ხელი 2016 წლის 14 იანვარს …

მაშველებმა კლდიდან გადაჩეხილი ნუკრი იპოვეს

შვლის ნუკრის გადარჩენის შესახებ ინფორმაციასა და ფოტომასალას საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ავრცელებს. ფაქტი ქედის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა. შვლის ნუკრი, როგორც სამაშველო სამსახურში აცხადებენ, გარემოს დაცვის უწყებას გადაეცა.

გიორგი კეკელიძის წიგნის პრეზენტაცია ბათუმში [ფოტო]

დღეს ბათუმში, კაფე „გარდენსში“ გიორგი კეკლიძის წიგნის „ორი თავგადასავალი“ პრეზენტაცია შედგა. წიგნი გამომცემლობამ „წიგნები ბათუმში“ გამოსცა. “ეს გურული ბიჭის თავგადასავალია. ერთი მხრივ – თბილისი. სტუდენტური ქალაქი. დედის წერილები. ოთხმოცდაათიანი წლები. კრიმინალური საძმო. ფიზიკის ინსტიტუტი. სისხლი. ფული. შურისძიებები. პოსტსაბჭოთა საქართველოს ნაცნობი ნიშნები. მეორე მხრივ – სიკვდილზე და სიცოცხლეზე დაკვირვება, სიყვარულთან გაუცხოება, ვერახდენილი ოცნებები, წარსულის შიში, საზღვრებთან …

სულხან სალაძე ბულვარში ხეივნის შენარჩუნებაზე: განცხადება მედიაში არ ნიშნავს, რომ ეს ქაღალდზე გაფორმდება

ბათუმის ბულვარის სამივე ხეივნის შენარჩუნებაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზეპირი განცხადება, ნიშნავს თუ არა იმას, რომ მთავრობა დათმობაზე რეალურ მიდის და საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნები მთლიად შესრულდება? – ამ და სხვა კითხვებზე „ბათუმელებს“ იურისტმა სულხან სალაძემ უპასუხა. სულხან, მთავრობა ამბობს, რომ ბათუმის ბულვარის სამივე ხეივანს შეინარჩუნებს. თუმცა, დოკუმენტურად ეს გადაწყვეტილება ჯერ არავის უნახავს. არის თუ არა ეს …

ხიჭაურის სკოლის მოსწავლე: მამა ლაზარემ თათარი დაგვიძახა [ვიდეო]

ხიჭაურის სკოლის მენეჯერის, ნუგზარ ზოსიძის გათავისუფლების მოსწავლეების საპროტესტო აქცია მოჰყვა. გუშინ, 23 იანვარს სკოლის ადმინისტრაციამ მოსწავლეების მშობლები დაიბარა სასწავლებელში.ვიდეო მასალაში ჩანს მშობლებისა და ერთ-ერთი სასულიერო პირის დიალოგი. მშობლები აპროტესტებენ იმას, რომ მათი შვილები ერთ-ერთმა მღვდელმა “კედელთან გააჩერა” და ასევე იმას, რომ ბავშვებს სასულიერო პირმა „თათრები” დაუძახა.

ხიჭაურის გიმნაზიის ყოფილი მენეჯერი: სასულიერო პირები ბავშვებს კბილების ჩამტვრევით ემუქრებოდნენ

ხიჭაურის სასულიერო გიმნაზიის მენეჯერის, ნუგზარ ზოსიძის გათავისუფლებას მოსწავლეების საპროტესტო აქცია მოჰყვა. სამსახურიდან წასვლის მიზეზებზე ნუგზარ ზოსიძე “ბათუმელებს” ესაუბრა. ბატონი ნუგზარ, სკოლის მოსწავლეები გვეუბნებიან, რომ თქვენ საკუთარი განცხადების საფუძველზე წახვედით გიმნაზიიდან. ასე უთქვამთ მათთვის აქციაზე სასულიერო პირებს. რა იყო თქვენი წასვლის მიზეზი? სკოლის დირექციამ თავის ფეისბუქგვერდზე გაავრცელა განცხადება, რომელიც პირადად ჩემთვის არის სასაცილო და შეურაცხმყოფელი, საზოგადოებისთვის თვალის …

საქართველოს საპატრიარქოს ხიჭაურის სკოლის დირექციის განცხადება

საქართველოს საპატრიარქოს ხიჭაურის სკოლაში 20-23 იანვარს სასწავლო პროცესი ჩაიშალა. მოსწავლეები სკოლის მენეჯერის, ნუგზარ ზოსიძის გათავისუფლებას აპროტესტებდნენ. ამასთან დაკავშირებით სკოლის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „საქართველოს საპატრიარქოს ხიჭაურის წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის სკოლის დირექცია აცხადებს, რომ სკოლის კიდევ უფრო მეტად უკეთესად ფუნქციონირების მიზნით, მოხდა სკოლის სამეცნიერო აკადემიური კადრებით გაძლიერება. კერძოდ, დამფუძნებლის მიერ: 1. …

აჭარის მთავრობა: ბათუმის ბულვარს კვლავ სამი ხეივანი ექნება

„არჩილ ხაბაძის გადაწყვეტილებით ბათუმის ბულვარი 2016 წლის ტურისტულ სეზონს სამი განახლებული ხეივნით შეხვდება“, – ამ სათაურით განცხადება აჭარის მთავრობამ ოფიციალურ ვებვერდზე საინიციატივო ჯგუფის წევრებთან შეხვედრის შემდეგ გამოაქვეყნა. შეხვედრა გუშინ ღამის საათებში შედგა. შეხვედრის შემდეგ კი საინიციატივო ჯგუფის წევრებმა აჭარის ტელევიზიის ეთერში მთავრობასთან კონსესუსის მიღწევის გამო კმაყოფილება გამოთქვეს. გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, „აჭარის მთავრობამ გაითვალისწინა საზოგადოების აზრი …

„იაფი სახლის“ კრიტერიუმების დამდგენი კომისიის სხდომა-ერთით ნაკლები წევრი და ბევრი გაურკვევლობა

ერთით ნაკლები წევრი და ბევრი გაურკვევლობა – ამ შედეგით დასრულდა ე.წ იაფი სახლის კრიტერიუმების დამდგენი კომისიის სხდომა. სხდომის დასაწყისშივე თავმჯდომარემ აღნიშნა რომ „კომისიის წევრები შესაცვლელია“, რაც არავის გაუპროტესტებია. უფრო მეტიც სხდომაზე ისხდნენ წევრებიც, რომლებიც ძირითადად ტელეფონით იყვნენ დაკავებულები და მათ განხილვის პროცესში მონაწილეობა ფაქტობრივად არ მიუღიათ. სხდომის დასასრულს კი მას შემდეგ რაც არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ …

მოსწავლეები ეპისკოპოს სპირიდონის გადაწყვეტილების წინააღმდეგ – საპროტესტო აქცია ხიჭაურში

ხიჭაურის სასულიერო გიმნაზიის მოსწავლეები უკვე მესამე დღეა საპროტესტო აქციას მართავენ. მოსწავლეების პროტესტი გამოიწვია ეპისკოპოს სპირიდონის მიერ სასწავლებლის ხელმძღვანელის გათავისუფლებამ. მოსწავლეები დირექტორის დაბრუნებას ითხოვენ. ხიჭაურის გიმნაზია საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია. ხიჭაურის გიმნაზიის მოსწავლეები პირველად პროტესტის ნიშნად გაკვეთილებზე 20 იანვარს  არ შევიდნენ, როდესაც საშობაო არდადაგებიდან დაბრუნებულებს გიმნაზიის ხელმძღვანელი, ნუგზარ ზოსიძე გათავისუფლებული დახვდათ. პროტესტი გაგრძელდა 21 იანვარსაც. საპროტესტო აქცია მოსწავლეებს …

ახალი ჰოსპიტალი ბათუმში პირველ თებერვალს გაიხსნება

2016 წლის პირველი თებერვლიდან ბათუმში, ახალი, მრავალპროფილური ჰოსპიტალი ამოქმედდება. საერთაშორისო სტანდარტების სამედიცინო კლინიკაში თებერვლიდან იმუშავებს მიმღებ-დიაგნოსტიკური ცენტრი, კარდიოლოგიური, გულ-სისხლძარღვთა და ზოგადი ქირურგიის, მეან-გინეკოლოგიისა და რეპროდუქტოლოგიის, ოფთალმოლოგიის, უროლოგიისა და რადიოლოგიის განყოფილებები, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი ლაბორატორია. რაც შეეხება სხვა მიმართულებებს, ისინი ჰოსპიტალში ეტაპობრივად ამოქმედდება.   ჰოსპიტალის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება კი იქნება კარდიოლოგია და მას თურქეთში, სტამბოლში მოღვაწე …

“არ ვიცოდით ძეგლი თუ იყო“ – კომპანიის არგუმენტი ვაჟა-ფშაველას #13-ში ძეგლის დანგრევაზე

41 ავტომობილი საჩუქარად უსაფრთხოების სამსახურს „საქართველოს რკინიგზისგან“

15 ერთეული „suzuki swift“, 16 ერთეული „toyota corolla“ და 10 ერთეული „hyundai tucson“ – ის ავტომობილებია, რომლებიც „საქართველოს რკინიგზამ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის საჩუქრად შეიძინა. უსაფრთხოების სამსახურისთვის საჩუქრად გადასაცემი ავტომობილების საერთო ღირებულებამ კი ჯამში 509 ათას 800 აშშ დოლარი და 144 ათასი ევრო შეადგინა. „საქართველოს რკინიგზამ“ 10 ერთეული „hyundai tucson“ სს „ჰიუნდაი ავტო საქართველოსგან“ 257 …

ვაკანსიები სახალხო დამცველის რეგიონულ სამმართველოებში

სახალხო დამცველის აჭარის რეგიონული სამმართველოს აპარატის უფროსის თანამდებობა ვაკანტურია. კონკურსი იგივე თანამდებობაზე სხვა რეგიონებშიც გამოაცხადეს. სხვა მოთხოვნებთან ერთად კონკურსანტს იურიდიული განათლება უნდა ჰქონდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ რეგიონულ რწმუნებულებს, რომლებიც ბოლო რამდენიმე წელია ამ მიმართულებით მუშაობენ, მაგრამ იურიდიული განათლება არ აქვთ, შესაძლია სხვა სამსახურის მოძებნა მოუწიოთ. სახალხო დამცველის აპარატს ამ დრომდე საქართველოს რვა რეგიონში ჰყავდა …

არჩილ ხაბაძე: ბულვარში სამივე ალეა უნდა აღდგეს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ბათუმის ბულვარში სამივე ალეა უნდა აღდგეს: „მზაობა მთავრობის მხრიდან, პირადად ჩემი მხრიდან არის, რომ უნდა აღდგეს სამივე ალეა, მე მხედველობაში მაქ… საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, მოსახლეობის და ბათუმის ბულვარის გულშემატკივრების მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, ამას ერთმნიშვნელოვნად ვამბობ. მაგრამ რამდენიმე დღე კიდევ დამჭირდება, ვაწარმოებთ კონსულტაციებს, რომ ეს პროცესი …

კონცეფციამდე წასაკითხი

ავტორი: სულხან სალაძე, საქართველოს ახალგაზრდა ასოციაციის (საიას) იურისტი. გამოქვეყნდა საიას ოფიციალურ ვებგვერდზე   XIX საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში ფრანგი მებაღისა და დეკორატორის მიხეილ დ’ალფონსის თაოსნობით ბათუმის ბულვარის განაშენიანება დაიწყეს. იმ დროიდან მოყოლებული ბათუმის ბულვარი ყველა იმ ამბის და მოვლენის მომსწრეა, რომელიც ბათუმის, როგორც ქალაქის განვითარებას ახლდა თან. ამ ხნის განმავლობაში ვინ არ ნახა ბულვარმა: რუსეთის …

ამ საქმიდან საბოლოოდ გამარჯვებული მაინც ბათუმელები გამოვლენ!

ავტორი: სულხან ღლონტი ბათუმის ბულვარის დასაცავად გამართული აქციები, ჩვენი ქალაქის ისტორიის რეალურად ახალი და უნიკალური ფურცელია. იგი თავისი არსით მეტია ვიდრე ერთ კონკრეტული მოთხოვნა. დღემდე არსებული „ტრადიციული სისტემა“ გულისხმობდა ხელისუფლების გადაწყვეტილებების პრაქტიკულად უაპელაციოდ მიღებას და აღსრულებას. ნგრევა თუ შენება ხელისუფლების ექსკლუზივი იყო და აქამდე არც ერთ გადაწყვეტილებას ასეთი ორგანიზებული წინააღმდეგობა არ შეხვედრია მოქალაქეების მხრიდან. დღეს …

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება გრიპის ვირუსითან დაკავშირებით

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან სეზონური პოლიკლინიკები ვირუსული დაავადებების შემთხვევათა მატების პაციენტებს 21 საათამდე მოემსახურებიან. ამის შესახებ განცხადებას ავრცელებს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. „ბათუმის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების პოლიკლინიკები პაციენტებს 09:00-დან 21:00 საათამდე მოემსახურებიან, საჭიროების შემთხვევაში მედიკოსები შეასრულებენ ბინაზე გამოძახებას. პოლიკლინიკები დილის 9 საათიდან საღამოს 6 საათამდე სრული დატვირთვით იმუშავებენ, 18:00 -დან 21 …

მთავრობა ბათუმის ბულვარში ხეების გადარგვას გეგმავს

ბათუმის ბულვარში დიოდთოვლობის გამო მოგლეჯილ ხეების ადგილას ახალ ხეებს ჩარგავენ – ამის შესახებ გასულ კვირას აჭარის მთავრობამ იმ ბრძანების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნა, რომელიც ბიძინა ივანიშვილისთვის ბუკნარის ტერიტორიიდან გიგანტური ხეების ამოღების კანონიერებაზე მიუთითებდა. აჭარის მთავრობის მიერ გასულ კვირას გავრცელებული განცხადების თანახმად, ბათუმის ბულვარში ხეების გადარგვას ფინანსური თუ ტექნიკური თვალსაზრისით ბიძინა ივანიშვილი უზრულველყოფს. „ამავე პროექტის ფარგლებში …

H1N1 ვირუსისგან პრევენცია ბათუმის საბავშვო ბაღებში

H1N1 ტიპის ვირუსისგან პრევენციის მიზნით ბათუმის საბავშვო ბაღებში გატარებულია შესაბამისი ღონისძიებები. ყველა საბავშვო ბაღში შეტანილია სადეზინფექციო სითხე, ხდება ოთახების ხშირი განიავება, აღსაზრდელებს ხშირად ბანენ ხელებს. გაციებული თანამშრომლები და აღსაზრდელები ბაღებში არ დაიშვებიან. აღნიშნული ინფორმაცია ქალაქ ბათუმის მერიამ გაავრცელა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში H1N1-ის ოთხი შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურდა, 17 პაციენტის მონაცემები კი თბილისშია გადაგზავნილი და …

არჩილ ხაბაძის ბრძანება ივანიშვილისთვის ხეების გადასაცემად

აჭარის მთავრობამ გასული წლის 31 დეკემბერს გამოსცა ბრძანება, რომლითაც ციხისძირის ყოფილ სანერგე მეურნეობაში არსებული სამი ძირი გიგანტური ხის ამოღების უფლება კერძო კომპანიას – „შპს ზიმოს“ გადასცა. აჭარის მთავრობის მიერ ამ საკითხთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია არაერთ ბუნდოვან დეტალს შეიცავდა. მთავრობამ მხოლოდ ახლახან „ბათუმელებს“ დაუდასტურა, რომ 200-წლოვანი გიგანტური ხეები ნამდვილად ბიძინა ივანიშვილის პარკში გადააქვთ. ბუნდოვანი ბრძანება გასული …

სასამართლო დღეს ვაჟა-ფშაველას #13-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის საქმეს განიხილავს

დღეს, 21 იანვარს, ბათუმის საქალაქო სასამართლო ვაჟა-ფშაველას #13 ნომერში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დანგრევის საკითხს განიხილავს. სასამართლო სხდომა 17:30 საათზეა ჩანიშნული. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციის თანახმად, ოქმის შემდგენი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოა, სამართალდამრღვევი კი – „სლავა 2015″, რომელიც ვაჟა-ფშაველას #13-ში შვიდსართულიანი სახლის აშენებას გეგმავს. ბათუმში, ვაჟა-ფშაველას #13-ში კულტურული მემკიდრეობის ძეგლი ნოემბრის ბოლოს დაანგრიეს. XIX-XX …

Exit mobile version