ბათუმში, ე.წ. ფარეხის მიმდებარე ტერიტორიაზე, 360 აბონენტს შუქი გუშინ, 3 თებერვალს, გვიან ღამით შეუწყდა და ამ დრომდე არ ჩართულა. „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზი დაზიანებული კაბელია. „ამ წუთას მიდის მუშაობა, გასული ბრიგადა,” – ამბობენ ენერგოკომპანიაში.
Category Archives: მთავარი
ბათუმში მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფი: მეჩეთის აშენების მოთხოვნით 12 ათასი ხელმოწერა შეგროვდა
ხვალ, 4 თებერვალს, ორგანიზაცია: „ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფი“, ბათუმის ცენტრალური მეჩეთის ეზოში მედიისთვის პრესკონფერენციას გამართავს. თემა, რომელზეც საინიციატივო ჯგუფი აპირებს საუბარს, ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობას ეხება – თემი ამ მოთხოვნით ხელისუფლებას მიმართავს. საინიციატივო ჯგუფმა თავისი პოზიცია წერილობით გაავრცელა, რომლის ტექსტსაც „ბათუმელები“ უცვლელად აქვეყნებს: „ქართველი მუსლიმი თემი წლების განმავლობაში ითხოვს ხელისუფლებისგან ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის …
ახალი პროგრამა აჭარაში მცხოვრები ონკოპაციენტებისთვის
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო წელს ახალ პროგრამას იწყებს. პროგრამა აჭარის რეგიონში მცხოვრებ ონკოლოგიურ პაციენტთა დამატებით სამედიცინო მომსახურებას ითვალისწინებს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსი, მანანა ფაღავა ამბობს, რომ პროგრამა დააფინანსებს როგორც ძვირადღირებული წამლების შეძენას, ისე სხვა მომსახურებას, რასაც საყოველთაო ჯანდაცვა არ აფინანსებს. პროგრამის ბიუჯეტი 700 ათასი ლარია. პროგრამის დეტალებზე „ბათუმელების“ კითხვებს მანანა ფაღავამ უპასუხა. ქალბატონო მანანა, …
Continue reading “ახალი პროგრამა აჭარაში მცხოვრები ონკოპაციენტებისთვის”
უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პოლიტიკურად ნეიტრალური უნდა იყოს
ავტორი:: სულხან ღლონტი, უმაღლესი საბჭოს წევრი ხვალ, უმაღლესი საბჭოს სხდომის დღის წესრიგის ერთადერთი საკითხია აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევა. ბოლო დღეების ყველაზე მწვავე პოლიტიკური საკითხი, ერთ წინადადებაში ასე ითარგმნება – ხელისუფლებას უნდა უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, რომელსაც თვითონ ენდობა. მისი დილემა შემდეგია, უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის კანდიდატის დადგენილი ერთ-ერთი კრიტერიუმი არის მაღალი საზოგადოებრივი ნდობა. …
Continue reading “უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პოლიტიკურად ნეიტრალური უნდა იყოს”
საინიციატივო ჯგუფის „დაიცავი ძველი ბულვარი“ განცხადება
საინიციატივო ჯგუფი „დაიცავი ძველი ბულვარი“, ეხმიანება აჭარის მთავრობის განცხადებას ბულვარის დირექტორისა და მისი ორი მოადგილის თანამდებობიდან განთავისუფლებასთან დაკავშირებით: „აღვნიშნავთ, რომ სსიპ „ბათუმის ბულვარის“ თანამშრომლების განთავისუფლება არ არის არც საინიციატივო ჯგუფის და არც საზოგადოების მოთხოვნა. ჩვენი მიზანია ბათუმის ბულვარის, როგორც ისტორიული ბაღის დაცვა და შენარჩუნება“, – აღნიშნულია საინიციატივო ჯგუფის განცხადებაში. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ბათუმის ბულვარი მერიას იმ …
Continue reading “საინიციატივო ჯგუფის „დაიცავი ძველი ბულვარი“ განცხადება”
ივანიშვილის პარკში გადასატანი ხეების ამოთხრა დაიწყო [ფოტო, ვიდეო]
„ხეების გადატანა, თუ ამინდმა ხელი შეგვიწყო, ერთი თვის ვადაში უნდა დავასრულოთ“, – განაცხადა კომპანია „ზიმოს“ წარმომადგენელმა ირაკლი შანავამ. მისივე ინფორმაციით, ხეების გადატანის პროცესი ერთი თვეა მიმდინარეობს. გიგანტური ხეების გატანა იგეგმება გემებით. საჭირო ინფრასტრუქტურის – ზღვამდე გზის გაყვანაზე და ხეების გადატანაზე სწორედ კომპანია „ზიმო“ მუშაობს. გასული წლის 31 დეკემბრით დათარიღებულ N431 ბრძანებით, რომელსაც აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი, არჩილ ხაბაძე აწერს ხელს, შპს …
Continue reading “ივანიშვილის პარკში გადასატანი ხეების ამოთხრა დაიწყო [ფოტო, ვიდეო]”
4 თებერვალს ონკოლოგიური საავადმყოფო ბათუმში პაციენტებს უფასოდ მოემსახურება
4 თებერვალი კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ბათუმში ონკოლოგიურმა კლინიკა „მედცენტრმა“ საკუთარი ინიციატივით გადაწყვიტა ხვალ მოქალაქეებს, ონკო პაციენეტებს უფასო კონსულტაცია გაუწიოს. რა შედის უფასო კონსულტაციაში? – ამის შესახებ „ბათუმელების“ კითხვებს ექიმი-ონკოლოგი მზია ხალვაში პასუხობს. ქალბატონო მზია, რატომ გადაწყვიტეთ ხვალისთვის პაციენტების უფასოდ მიღება? ონკოლოგებმა გადავწყვიტეთ ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით გავერთიანდეთ და მოვემსახუროთ ონკოპაციენტებს, ასევე მათ, ვისაც ამ …
Continue reading “4 თებერვალს ონკოლოგიური საავადმყოფო ბათუმში პაციენტებს უფასოდ მოემსახურება”
დიდთოვლობის გამო სპეცტექნიკის დაქირავების თანხას მერია ეტაპობრივად გადაიხდის
დიდთოვლობის გამო ბათუმის მერიას დაქვემდებარებულმა ორგანიზაციებმა – შპს „სანდასუფთავებამ“ და შპს „ბათუმის წყალმა“ გაწმენდითი სამუშაოებისთვის შესაბამისი სპეცტექნიკა დამატებით დაიქირავეს. დამატებითი ტექნიკის დაქირავება მერიის დავალებით განხორციელდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, კერძო იურიდიულ თუ ფიზიკურ პირებს შესრულებული სამუშაოს საფასური ამ დრომდე არ მიუღიათ. „სანდასუფთავებაში“ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ხარჯი გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე ვარაუდობდნენ, თუმცა ზუსტ ციფრს ამ დროისთვის ვერ ასახელებენ. …
Continue reading “დიდთოვლობის გამო სპეცტექნიკის დაქირავების თანხას მერია ეტაპობრივად გადაიხდის”
არჩილ ხაბაძე უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატად დავით კვაჭაძის შერჩევაზე
აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის კანდიდატად დავით კვაჭაძის დასახელებასთან დაკავშირებით აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ განმარტა, რომ მას ჰქონდა მოლოდინი, რომ წარდგენილი კანდიდატებიდან ნებისმიერის დასახელების შემთხვევაში მის მიმართ იგივე პრეტენზიები ექნებოდათ, რაც ახლა აქვთ: „ სულ სხვადასხვა განცხადებებს აკეთებდნენ, სულ მარჩიელობდნენ. პარმენ ჯალაღონია რომ ამერჩია, იტყოდნენ, მისი კაციაო. ქარცივაძეც ქართულ ოცნებასთან ასოცირდებოდა, რადგან ის პოლიტიკური …
Continue reading “არჩილ ხაბაძე უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატად დავით კვაჭაძის შერჩევაზე”
აჭარის მუნიციპალურ ა[ა]იპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მუნიციპალიტეტების ა[ა]იპ-ებში 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ დასაქმებულთა რაოდენობა 4007-დან 4415 საშტატო ერთეულამდე [408 საშტატო ერთეულით] გაიზარდა,“ – ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ აქვეყნებს. ორგანიზაციამ ააიპ-ებში განხორციელებულ ცვლილებებზე ანგარიში დღეს გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, ა[ა]იპ-ებში საშტატო ერთეულების გაზრდის გამო ხელფასებზე გასაწევი საბიუჯეტო ხარჯი წლიურად 2,4 მილიონით გაიზარდა. ყველაზე მეტად, 122 შტატით, დასაქმებულთა რაოდენობა …
Continue reading “აჭარის მუნიციპალურ ა[ა]იპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა”
ეკომიგრანტებისთვის სახლების შეძენის კრიტერიუმებს მთავრობა განიხილავს
ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამას აჭარის მთავრობა წელს პირველად განახორციელებს. პროგრამის ბიუჯეტი სამ მილიონ ლარს შეადგენს. პროგრამის შესრულების წესის დახვეწაზე აჭარის მთავრობის სხდომაზე იმსჯელეს. საკითხი ჯანდაცვის მინისტრმა, ნუგზარ სურმანიძემ წარადგინა. პროგრამით ისარგებლებენ აჭარის მთავრობის მიერ ერთიან ელექტრონულ ბაზაში დარეგისტრირებული ეკომიგრანტები, რომელთაც მინიჭებული აქვთ პრიორიტეტულობის ქულა. პროგრამის მიხედვით, საცხოვრებელი ფართობის ღირებულებას მთავრობა, ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისად, ეკომიგრანტ …
Continue reading “ეკომიგრანტებისთვის სახლების შეძენის კრიტერიუმებს მთავრობა განიხილავს”
„თავისუფალი დემოკრატები“ აჭარის მთიდან მიწის რეფორმას აკრიტიკებენ
ხულოს, შუახევისა და ქედის საკრებულოს წევრებმა – თემურ ავალიანმა, ოთარ ცეცხლაძემ და არმაზ ბახტაძემ პარტია „თავისუფალი დემოკრატებიდან“ დღეს ბათუმში ბრიფინგი გამართეს. ისინი ხელისუფლებას მიმართავენ ყურადღებით მოეკიდონ აჭარაში მიწის საკუთრების პრობლემას. „სამწუხაროდ, პრობლემის მოგვარების პერსპექტივას ვერ ვხედავთ ვერც დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან, რადგან სრულიად მოულოდნელად მან კურსი აიღო დაურეგისტრირებელი მიწების არა კერძო საკუთრებაში, არამედ პირიქით, სახელმწიფო საკუთრებაში …
Continue reading “„თავისუფალი დემოკრატები“ აჭარის მთიდან მიწის რეფორმას აკრიტიკებენ”
ენმ ბიძინა ივანიშვილს ხეების გადატანის ნაცვლად სოციალური პროექტების დაფინანსებას ურჩევს
გიგანტური ხეების ციხისძირიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადატანა დღეს კიდევ ერთხელ გააპროტესტეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა. მათი ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი საკუთარ პარკში დაახლოებით 40 ხეს გადაიტანს, რაც 10 მილიონ ლარზე მეტი დაჯდება. „ეს ინფორმაცია შემსრულებელმა კომპანიამ მოგვაწოდა. დღევანდელი აქციით გვინდა შევახსენიოთ ბიძინა ივანიშვილს მისი წინასაარჩევნო დაპირებები. 10 მილიონი ლარით, რაც ხეების გადატანას დასჭირდება, იპოთეკარების პრობლემის მოგვარება შეიძლება, …
დაურეგისტრირებელ მიწებს სახელმწიფო დაირეგისტრირებს
მიწის ნაკვეთები, რომლებიც მოქალაქეთა სარგებლობაშია, შესაძლოა სახელმწიფომ დაირეგისტრიროს. ეს შეეხება ყველა იმ ნაკვეთს, რომელზეც ამა თუ იმ ფიზიკური ან იურიუდიული პირის საკუთრება, ან სარგებლობაში ქონა, რეესტრის დოკუმენტებით არ დადასტურდება. საქართველოს მთავრობა მიწის აზომვებისა და საკუთრებაში რეგისტრაციის დაწყების სამზადისშია და პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტიც აქვს შეტანილი. დაინტერესებულ პირს კანონის ამოქმედებიდან ექნება ერთწლიანი ვადა, რათა მიწის რეგისტრაციისთვის მიმართოს …
Continue reading “დაურეგისტრირებელ მიწებს სახელმწიფო დაირეგისტრირებს”
დავით კვაჭაძე: ბოლო პერიოდში დავინტერესდი უსკოს საქმიანობით
როგორც წინასწარ იყო ცნობილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ უმაღლესი საარჩევნო კომისიის [უსკო] თავმჯდომარის პოსტზე დავით კვაჭაძე შეარჩია. კანდიდატურა მან აჭარის უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად უკვე წარუდგინა. დავით კვაჭაძეს სახელისუფლებო გუნდის კანდიდატად მოიხსენიებდნენ. ითქვა, რომ ის თვითმმართველობის არჩევნებზე “ქართული ოცნების” შტაბს ხელმძღვანელობდა. ბატონო დავით, თუ უმაღლესი საბჭო თქვენთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს, რა სიახლეს შეიტანთ უსკოს მუშაობაში, გარდა იმისა, …
Continue reading “დავით კვაჭაძე: ბოლო პერიოდში დავინტერესდი უსკოს საქმიანობით”
H1N1 ვირუსი – ბოლო მონაცემებით აჭარაში 3 ადამიანია გარდაცვლილი
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, 3 თებერვლის 10:30 საათის მდგომარეობით, აჭარაში გრიპის 2015–2016 წლის ეპიდსეზონზე ლაბორატორიული კვლევისთვის აღებული იქნა სულ 62 ნიმუში, მათ შორის 40 შემთხვევაში დადასტურდა A/H1p. 11 პაციენტი რჩება სტაციონარში (მათ შორის, 3 ბათუმის რეანიმაციაში), 3 პაციენტი გარდაიცვალა, 26 გამოჯანმრთელდა.
სულხან სალაძე: „თუ პროცესი გართულდება, აჭარის მთავრობა იტყვის, რომ მხარე ბათუმის თვითმმართველობაა“
აჭარის მთავრობა ამბობს, რომ ბულვარს სამართავად ბათუმის მერიას უბრუნებს და მისი მართვის პროცესში აღარ ჩაერევა. მანამდე კი ბულვართან დაკავშირებით შექმნილ საინიციატივო ჯგუფს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე კონცეფციის შეცვლას და მესამე ალიას შენარჩუნებას შეჰპირდა. მანვე თქვა, რომ კომპანია, რომელიც ბულვარში სამუშაოებს აწარმოებს, ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანაზე თანახმაა. რა მოხდება მას შემდეგ, რაც ჯერი ამ ყველაფრის დოკუმენტურად გაფორმებაზე …
ართვინში ქართული კულტურის ძეგლების რეაბილიტაცია დასრულებულია – მემედ ალიოს თურქი
„როგორც ჩემთვის ცნობილია, ქართული კულტურის ძეგლების რეაბილიტაცია, რომლის უმრავლესობა იუსუფელის რაიონშია, დასასრულს უახლოვდება. შეიძლება ითქვას, რომ დასრულებულია. პირადად გუბერნატორი თვალყურს ადევნებს და აკონტროლებს ამ პროცესს. საქართველოს პატრიარქი, ასევე საქართველოს პრეზიდენტი და რელიგიის საკითხთა სამმართველოს თავმჯდომარეც იმყოფებოდნენ ართვინში“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ ართვინის გუბერნატორის მოადგილემ, მემედ ალიოს თურქიმ. ის დღეს ბათუმში, ხელოვნების მუზეუმში, თურქი მხატვრის პერსონალურ გამოფენაზე იმყოფებოდა. თურქეთის …
Continue reading “ართვინში ქართული კულტურის ძეგლების რეაბილიტაცია დასრულებულია – მემედ ალიოს თურქი”
რატომ არ „გაბრწყინდა ივერია“
ავტორი: გიორგი თავაძე, ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, ენერგეტიკის აკადემიის ნამდვილი წევრი ნანატრი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მოპოვების 25-ე ახალ წელს საქართველო კვლავ ივერიის გაბრწყინებისა და დალაგებულ, ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრების ტრადიციადქცეული სურვილებით შეხვდა. ნორმალურ ქვეყნებად ქართველებისთვის, რა თქმა უნდა, ინგლისი, საფრანგეთი და გერმანია იგულისხმება. უკიდურეს შემთხვევაში სინგაპური, რომელიც ძალიან პოპულარული იყო ჩვენში ნაციონალების ხელისუფლების მმართველობის დროს. ცნებამ „სინგაპური“ …
თურქი მხატვრის პერსონალური გამოფენა ბათუმში
დღეს, 2 თებერვალს, ბათუმის ხელოვნების მუზეუმში თურქი მხატვრის ქემალ ჩელიქის პერსონალური გამოფენა გაიმართა. ცოტა ხნის წინ ბათუმმა კიდევ ერთი თურქი მხატვრის გამოფენას უმასპინძლა. გამოფენის გახსნას დაესწრნენ თურქი და ქართველი ოფიციალური პირები. სტუმრებს ნაციონალური კოქტეილით გაუმასპინძლდნენ. გამოფენა ხელოვნების მუზეუმის დირექტორმა ნინო ნიჟარაძემ გახსნა: „ჩვენი ახლო მეზობლობა ართვინთან მეგობრობაში და შემოქმედებითი ურთიერთობების გაზიარებაში გამოიხატება. პეიზაჟი ერთ-ერთი პოპულარული …
Continue reading “თურქი მხატვრის პერსონალური გამოფენა ბათუმში”
საახალწლო კონცერტები ტენდერის გარეშე
საახალწლო კონცერტი, რომელიც წელს ბათუმში მაყურებლის ნაკლებობით გამოირჩეოდა, ბიუჯეტს 491 228 ლარი დაუჯდა. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ კონცერტის მოსაწყობად ტენდერის ნაცვლად პირდაპირი შესყიდვის ხელშეკრულება გააფორმა „მიმოდრამის თეატრთან“ 2015 წლის 4 დეკემბერს. „პირდაპირი შესყიდვა გავაკეთეთ იმიტომ, რომ ტენდერს ვერ მოვასწრებდით. საახალწლო კონცერტისთვის თანხა წლის დასაწყისში არ იყო გათვალისწინებული. ტენდერების ეკონომიის ხარჯზე გამოთავისუფლდა ფული და ეს …
არჩილ ხაბაძე: თურმე ბულვარში ოქროს ზოდებია და თუ ასეა, ჩვენ ვუბრუნებთ მას მერიას (ვიდეო)
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ბათუმის ბულვარი მერიას იმ ბიუჯეტთან ერთად გადაეცემა, რაც წელს იქ განსახორციელებელი პროექტების დასაფინანსებლად იყო განსაზღვრული. ეს 11 მილიონი ლარია. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ბულვარის მართვაში აღარ ჩაერევა. უზურფრუქტის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც წინა ხელისუფლების დროს საკრებულომ ბულვარი სამართავად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს გადასცა, ჯერჯერობით არ გაუქმდება. „რადგან ბათუმის მერიას არ აქვს …
აჭარის მთავრობა ბულვარს ბათუმის მერიას უბრუნებს
ბათუმის მერიისთვის ბულვარის დაბრუნების საკითხი აჭარის მთავრობამ დღეს გამართულ სხდომაზე გადაწყვიტა. ბულვარი მერიას გადაეცემა თავისი ბიუჯეტით, რომელიც აჭარის მთავრობამ მისთვის წლის დასაწყისში გამოყო. სხდომაზე ითქვა, რომ მთავრობამ ეს გადაწყვეტილება საზოგადოების დაკვეთით მიიღო. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინსტრმა დავით ბალაძემ განაცხადა, რომ კვირის ბოლომდე გაათავისუფლებს ბულვარის ადმინისტრაციის ხელმძღვანელსა და მის მოადგილეეებს თანამდებობებიდან, რის შემდეგაც ბათუმის მერიას, …
Continue reading “აჭარის მთავრობა ბულვარს ბათუმის მერიას უბრუნებს”
274 ათასი ლარი საჯარო ლექციების დასაფინანსებლად
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სამინისტროში საბუთების მიღება იწარმოებს ორ ეტაპად: პირველი ეტაპი: 2016 წლის პირველი თებერვლიდან 11 მარტამდე, იმ ღონისძიებების დასაფინანსებლად, რომლებიც ჩატარდება 2016 წლის პირველი მაისიდან 26 ივნისის ჩათვლით. მეორე ეტაპი: 2016 წლის 2 მაისიდან 25 ივნისამდე, იმ ღონისძიებების დასაფინანსებლად, რომლებიც ჩატარდება 2016 წლის 20 სექტემბრიდან 10 დეკემბრამდე. საჯარო ლექციები გაიმართება სტუდენტების, ასევე ლექტორების, მასწავლებლებისა და …
Continue reading “274 ათასი ლარი საჯარო ლექციების დასაფინანსებლად”
უმაღლეს საბჭოში უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატს მოუსმენენ
აჭარის უმაღლეს საბჭოში დღეს ფრაქციები აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის [უსკო] თავმჯდომარეობის კანდიდატს, დავით კვაჭაძეს მოუსმენენ. კანდიდატს ფრაქციები დღეს, 2 თებერვალს, სხვადასხვა დროს შეხვდებიან. ბიუროს გადაწყვეტილებით, საბჭო დავით კვაჭაძის კანდიდატურაზე ხვალ, 3 თებერვალსაც იმსჯელებს. საკონკურსო კომისიამ უსკოს თავმჯდომარის პოსტზე არჩილ ხაბაძეს სამი კანდიდატი წარუდგინა: პარმენ ჯალაღონია, დავით კვაჭაძე და დავით ქარცივაძე. არჩილ ხაბაძემ კი უმაღლეს საბჭოს …
Continue reading “უმაღლეს საბჭოში უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატს მოუსმენენ”
ხელოვნების უნივერსიტეტში წყალი ჩამოდის
ხელოვნების უნივერსიტეტის შენობაში წყალი ჩამოდის, რის გამოც კედლები რამდენიმე ადგილას დაზიანებულია. ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორის ერმილე მესხიას თქმით, წყალი შენობაში 2012 წლიდან ჩამოდის, ანუ მას შემდეგ, რაც შენობის რეაბილიტაცია დასრულდა და იგი სახელმწიფო ბიუჯეტს 6 499 499 ლარი დაუჯდა. „ჩვენ არაერთხელ მივმართეთ სამუშაოების მწარმოებელ კომპანიას წერილობით, მაგრამ პასუხიც კი არ მიგვიღია. წყალი ყოველთვის ჩამოდის, როცა წვიმს,“ – უთხრა …
2 თებერვალს ბულვარის საკითხს აჭარის მთავრობა სხდომაზე განიხილავს
აჭარის მთავრობის სხდომაზე ბათუმის ბულვართან დაკავშირებული საკითხის განხილვაა დაგეგმილი, მომხსენებელი კი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, დავით ბალაძეა. სხდომა 2016 წლის 2 თებერვალსაა ჩანიშნული. უცნობია, კონკრეტულად რა ჭრილში დააყენებენ ბათუმის ბულვარში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან დაკავშირებით საკითხს მთავრობის სხდომაზე. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში შესულია მოქალაქეთა პეტიცია, ძველ ბულვარში სამივე სასეირნო ბილიკის [ალეა] შენარჩუნების მოთხოვნით. ჩვენივე ინფორმაციით, …
Continue reading “2 თებერვალს ბულვარის საკითხს აჭარის მთავრობა სხდომაზე განიხილავს”
ხელოვნების უნივერსიტეტი მისამართს იცვლის
ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი მისამართს იცვლის. უნივერსიტეტი განთავსდება გორგილაძის ქუჩაზე მდებარე პირველი სკოლის ფილიალის შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. პროექტის შესყიდვაზე ხელოვნების უნივერსიტეტი ტენდერის გამოცხადებას მარტის ბოლოსთვის გეგმავს. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 45 ათასი ლარი იქნება. ჯერ უცნობია, მიმდინარეობს თუ არა კონსულტაციები აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან. სააგენტოს ხელმძღვანელმა მირანდა ჩარკვიანმა ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხა. „ჯერ …
საკონსტიტუციო სასამართლო სახარების რწმენის ეკლესიის სარჩელს განიხილავს
დღეს, პირველ თებერვალს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის სარჩელის დასაშვებობის საკითხს განიხილავს. დღეს არის მეორე განმწესრიგებელი სხდომა. სახარების რწმენის ეკლესია საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის დადგენილებას აპროტესტებს, რომელიც ეხება საბჭოთა პერიოდში რელიგიური გაერთიანებებისთვის ზიანის ანაზღაურებას. „ჩვენ, როგორც მოსარჩელეებმა, წარვადგინეთ არაერთი საარქივო დოკუმენტი, ძველი განაჩენები, მედიამასალები, რელიგიათა საბჭოს დოკუმენტები, ენციკლოპედიური თუ სხვა ტიპის …
Continue reading “საკონსტიტუციო სასამართლო სახარების რწმენის ეკლესიის სარჩელს განიხილავს”
ბათუმი დიდთოვლობის შემდეგ [ფოტო]
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 2 თებერვალს ბათუმში იწვიმებს, ხოლო 3 თებერვლიდან 7 თებერვლამდე კვლავ მშრალი ამინდია მოსალოდნელი. „16 ნარგავია სულ დაზიანებული, სამი ნარგავი გასწორდა, შეიძლება გასწორდეს კიდევ ორი ნარგავი. დარჩება 11 დაზიანებული ნარგავი. აქედან ოთხი მაღალტანიანი ხე იყო და მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ძირითადად ფიჭვის ხეებია დაზიანებული. გადატეხილი ტოტების შეგროვება მიმდინარეობს, რომელსაც გადავცემთ მერიას. …
ბათუმში საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი გაიხსნა
საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალმა დღეს პირველი პაციენტი მიიღო. ჰოსპიტლის წარმომადგენელთა ინფორმაციით, პირველი თებერვლიდან კლინიკა სრული დატვირთვით ამოქმედდა. საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი მრავალპროფილურია, სადაც გათვალისწინებულია მაღალი ხარისხის ამბოლატორიული და სტაციონარული მომსახურება. ჰოსპიტალში მუშაობს მიმღებ-დიაგნოსტიკური ცენტრი, კარდიოლოგიური, გულ-სისხლძარღვთა და ზოგადი ქირურგიის, მეან-გინეკოლოგიისა და რეპროდუქტოლოგიის, ოფთალმოლოგიის, უროლოგიისა და რადიოლოგიის განყოფილებები, თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი ლაბორატორია. „ჰოსპიტალი უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი. მსოფლიო …
გაცდენილი საათების ანაზღაურების დროს სკოლები გადაწყვეტენ
ერთკვირიანი შესვენების შემდეგ საჯარო სკოლებში სწავლა დღეს, პირველ თებერვალს, განახლდა. სკოლებში სასწავლო პროცესის შეფერხების მიზეზი ცალკეულ რეგიონებში დიდთოვლობა იყო, ძირითადად კი გავრცელებული გრიპის ვირუსი, რის შედეგადაც ქვეყანაში 7 ადამიანი გარდაიცვალა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, გაცდელი საათები შაბათის ხარჯზე უნდა ანაზღაურდეს. აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებს უფლება აქვთ თვითონ გადაწყვიტონ, როდის აანაზღაურებენ გაცდენილ საათებს: „შეუძლიათ …
Continue reading “გაცდენილი საათების ანაზღაურების დროს სკოლები გადაწყვეტენ”
ინტერვიუ თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელთან
7 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველომ ალიანსის მომავალი წევრობისთვის ნატოს წევრი ქვეყნების მხარდაჭერა მოიპოვა. საქართველო „ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, სანდო და პატივსაცემი პარტნიორია, თუმცა, მას ჯერ კიდევ არ აქვს მკაფიოდ განსაზღვრული სახელმძღვანელო ნატოში გაწევრებისთვის სამოქმედო გეგმის სახით, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა IHS Jane’s-თან ინტერვიუში. თინათინ ხიდაშელი, რომელიც თავდაცვის სამინისტროს მაისიდან ხელმძღვანელობს, აცხადებს, რომ …
Continue reading “ინტერვიუ თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელთან”
კიდევ ერთი ხანძარი ხოფის ბაზრობაზე
ბათუმში, ეგრეთ წოდებულ ხოფის ბაზრობაზე ხანძარი გაჩნდა, – ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ თვითმხილველებმა დაუდასტურეს. “ხანძარი გაჩნდა მე-8 რიგში. ეს ის რიგია, სადაც გაზის ბალონები იყიდება. ახლა ცეცხლი უკვე ჩააქრეს, მხოლოდ კვამლი ამოდის. სახანძროს მანქანები ახლაც მობილიზებულია“, – უთხრა „ბათუმელებს“ თვითმხილველმა, რომელიც ბაზრობაზე მუშაობს. სახანძრო სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომლის ინფორმაციით, ცეცხლი მოდებული ჰქონდა პლასტმასების ერთ-ერთ მაღაზიას, მაგრამ …
თებერვლის პირველ კვირაში ბათუმში ყინვა მოსალოდნელი არ არის
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, პირველ თებერვალს ბათუმში მშრალი ამინდი შენარჩუნდება, იწვიმებს 2 თებერვალს, ხოლო 3 თებერვლიდან 7 თებერვლამდე კვლავ მშრალი ამინდია მოსალოდნელი. პირველ თებერვალს ღამით ჰაერის ტემპერატურა ბათუმში დაახლოებით +2, +4 გრადუსი იქნება [ეს ტემპერატურა ღამის საათებში, ფაქტობრივად, მთელი კვირის განმავლობაში შენარჩუნდება]. დღისით, ბათუმში ჰაერი +10 გრადუსამდე, ხოლო 3 თებერვლიდან +13 …
Continue reading “თებერვლის პირველ კვირაში ბათუმში ყინვა მოსალოდნელი არ არის”
მირანდა ჩარკვიანი ვაჟა-ფშაველას #13-ზე: შესაძლოა უფრო მეტი ფსიქოლოგიური ზეწოლა იყო საჭირო
ბათუმში, ვაჟა-ფშაველას #13-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტორიაზე მიმდინარე უკანონო სამუშაოებისთვის ბათუმის საქალაქო სასამართლომ კომპანია „სლავა 2015“ 10 000 ლარით დააჯარიმა. კომპანიის იურისტი ამბობს, რომ მათ არ იცოდნენ მე-19 საუკუნის ბოლოს აგებული სახლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი თუ იყო. მოითხოვს თუ არა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ძეგლის აღდგენას, რის საშუალებასაც კანონმდებლობა იძლევა? ამ და სხვა …