დღეს, აჭარის მთავრობის სხდომა გაიმართა, რომელზეც განსახილველად 12 საკითხი იყო გამოტანილი.
დღევანდელ სხდომაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ რეგიონში მოქმედ, რამდენიმე შპს-ს საინვესტიციო საქმიანობის ხელშესაწყობად რიგი ღონისძიებების განხორციელების შესახებ ისაუბრა. კერძდ 6 კომპანიას – (შპს “გიაგო”, შპს “რეკან გრუპ ჯორჯია”, შპს “TCF GEORGIA”, შპს “ADOG-GEORGIA”, შპს “ბათმშენი 2007”, “შპს “ბიჯი თრეიდი”, ინდ მეწარმე “მერაბ ბერიძე (რ.კ. “ქაქუთი””) პირობით გადაუვადდა პირგასამტეხლოს გადახდა და მიეცათ დამატებიტი ვადა ვალდებულებების შესასრულებლად – “საუბარია 82 000 000 აშშ დოლარის ინვესტირებაზე. ასევე გაიწერა ახალი პირობები. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ ინვესტორებთან მივაღწიოთ მიზანს და არა ის რომ გვქონდეს მათთან ჯარიმებით ურთიერთობა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ დაიწყოს და განხორციელდეს ყველა ის საინვესტიციო პროექტი, რომელიც აქამდე მიმდინარეობდა და მნიშვნელოვანია ამ ინვესტიციების შედეგად შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები და განვითარდეს რეგიონის ეკონომიკა. ამ ეტაპზე ჩვენ მოგვმართა მხოლოდ ექვსმა ინვესტორმა, თუმცა ამ კუთხით დამატებითი კონსულტაციები მიმდინარეობს სხვადასხვა კომპანიებთან. ჩვენ განვიხილავთ ნებისმიერ შემოთავაზებას ინვესტორების მხრიდან, რადგან მათთან მიმართებაშ უნდა ვიყოთ ძალიან ფაქიზები იმიტომ, რომ ეს საკითხი რეგიონისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული საკითხია” – თქვა რამაზ ბოლქვაძემ.
სხდომაზე აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლაშა კომახიძე „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლად განვითარების რეგიონული სტრატეგიის შემმუშავებელი საბჭოს შექმნის შესახებ“ აჭარის მთავრობის 2015 წლის 25 სექტემბრის №180 განგარგულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ ისაუბა. ცვლილების თანახმად კომისიის შემადგენლობაში სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე და ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე დაემატება. ასევე გაიზარდა საბჭოს მიზნები და ამოცანები. ლაშა კომახიძემ ლოჯისტიკური ცენტრების პროგრამაზე ისაუბრა და აჭნიშნა, რომ აჭარის სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის მიზნით, 300-ზე მეტ სოფელში, მცირე მეწარმეების მიერ წარმოებული პროდუქცია ამ კომპანიების დახმარებით ერთად მოიყრის თავს, დახარისხდება და სასაქონლო სახის მიცემის შემდეგ ტრანსპორტირდება ერთ მსხვილ წერტში, რომელიც ბათუმში ან ბათუმის ახლოს იქნება განთავსებული – “პრობლემა რომელსაც მე ფერმერებთან შეხვედრისას ვხვდები და რომელიც მანამდეც ძალიან კარგად ვიცოდი, არის წარმოებული პროდუქციის შემდგომში რეალიზაციის პრობლემა. საქმე ისაა, რომ ჩვენ გვყავს ძირითადად მცირემიწიანი ფერმერები და ამ მცირე მიწებზე წარმოებული პროდუქცია არ ქმნის იმ მასას, რომელიც შეიძლება საინტერესო იყოს მსხვილი შემსყიდველისთვის. ამაზე გამოხმაურების ერთ-ერთი ნაბიჯი იყო სახელმწიფოსა და ევროკავშირის პროგრამა კოოპერატივების ხელშეწყობის მიმართულებით. რეალურად ლოჯისტიკური ცენტრების პროგრამით, ჩვენ ვაგრძელებთაი ამ მიმართულებას იმისთვის, რომ ცალკეული ფერმერებს მივცეთ საშუალება ადგილზე მუნიციპალიტეტებში ლოჯისტიკურ ცენტრებში მოაგროვონ საკუთარი ნაწარმი. ანუ თუკი ერთი ფერმერი ცალკე აღებული საკუთარი პროდუქციით, არ არის მსხვილი წარმომადგენელი ბაზარზე – რამდენიმე სოფლის ფერმერი ეს უკვე მნიშვნელოვანი ანგარიშშგასაწევი მასაა, მათ მიერ შეგროვებული პროდუქტი არის ძალიან სერიოზული მასა, რომელიც დამუშავდება იმ ლოჯისტიკურ ცენტრებში, რომლებიც გაკეთდება მუნიციპალიტეტებში. დამუშავებაში იგულისხმება შეფუთვა, დახარისხება, სასაწყობო მეურნეობების გამოყენება, ტრანსპორტირება სოფლებიდან ამ ლოჯისტკურ კომპანიებამდე და შემდეგ მათი ძირითად ცენტრებამდე ტრანსპორტირება. ასეთი სახემიცემული პროდუქტი ყველა მუნიციპალიტეტიდან თავს მოიყრის ერთ ძირითად ბაზარზე, რომელიც იქნება ბათუმში ან ბათუმის მიმდებარე ტერიტორიაზე” – თქვა მინისტრმა.
მტავრობის დღევანდელ სხდომაზე „ახალციხე-ბათუმის“ 220 კილოვატიანი ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში განსახორციელელებელ ღონისძიებებზე ისაუბრა ხელვაჩაურისა და შუახევის მუნიციპალიტეტების გამგებლებმა ნადიმ ვარშანიძემ და ტარიელ ებრალიძემ.
ასევე, ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობას თანხმობა მიეცა, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, კურორტ ბეშუმში შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების (საორიენტაციო ღირებულება 378 000 ლარი) და სოფელ ვერნებში საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობითი სამუშაოების (საორიენტაციო ღირებულება 33 331 ლარი) სახელმწიფო შესყიდვები, გამარტივებული ელექტრონული ტენდერით განახორციელოს. დღესვე სსიპ „აჭარის სატყეო სააგენტოს“ მიეცა თანხმობა ელექტრონული აუქციონის ფორმით გასცეს მერქნული რესურსი, მათ შორის II ხარისხის საშეშე მერქანი.