ხულოს საკრებულო მოქალაქეთა პეტიციას განიხილავს

ხულოს საკრებულო მოსახლეობის პეტიციას ხვალ, 13 სექტემბერს განიხილავს. “დემოკრატიის ინსტიტუტის” პროექტის ფარგლებში მოქალაქეებმა 5 პეტიციით მიმართეს საკრებულოს: მოქალაქეთა თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით სოფლის მეურნეობის სფეროში ხულოს მუნიციპალიტეტში დაგეგმილი ბიზნესის თანადაფინანსების მიზნით მუნიციპალური პროგრამის ამოქმედება; მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მართვის სფეროში მომავალი წლის ბიუჯეტში შესაბამისი პროგრამების გათვალისწინება; გოდერძის უღელტეხილზე მდებარე ტურისტულ ობიექტ ’’მწვანე ტბა’’-სთან მისასვლელი გზის …

ვინ როგორ მოხვდა საარჩევნო სიაში

პოლიტიკური ძალები ამომრჩევლის გულის მოგებას ამჯერად ძირითადად ახალი სახეებით ცდილობენ. ამ მოწვევის უმაღლესი საბჭოდან, მაგალითად, „ქართული ოცნების“ სიის ათეულში ვერავინ მოხვდა, „კონსერვატორ“ დავით ბაციკაძის გარდა. სიაში მოხვდნენ „აჭარის ტელევიზიის“ ჟურნალისტები, ასევე სხვადასხვა გავლენიანი თანამდებობის პირების ნათესავები, მაგალითად, „პატრიოტთა ალიანსის“ დამფუძნებელ თარხან-მოურავის თანაგუნდელი დავით თედორაძე, რომლის სიძე ირაკლი ერისთავია, აჭარაში სუს-ის ხელმძღვანელი. „პროკურორი ხომ არ ხართ, …

საერთაშორისო საზღვაო ფორუმი ბათუმში

დღეს 12  სექტემბერს,  ბათუმის  საზღვაო აკადემიაში, საერთაშორისო საზღვაო ფორუმი გაიმართა. ფორუმის  მიზანია  საქართველო გახდეს პოპულარული საერთაშორისო საზღვაო თანამეგობრობაში და ბათუმი გადაიქცეს  საერთაშორისო დისკუსიების პლატფორმად. „მსოფლიომ უნდა დაინახოს თუ როგორი მოტივირებულია ჩვენი ქვეყანა რომ გაზარდოს კარგი მეზღვაურები, გვქონდეს კარგი რეპუტაციის მქონე დროშა და ჩვენ დროშის ქვეშ იცუროს მაღალი დონის გემებმა.   ბათუმი უნდა  ვაქციოთ  საერთაშორისო დისკუსიების პლატფორმად“ …

პოლონელი ფოტოგრაფის გამოფენა ბათუმში

დღეს 12 სექტემბერს  „თანამედროვე ხელოვნების სივრცეში“, პოლონელი ფოტოგრაფის ტომაშ ლაზარის ნამუშევრები გამოიფინება. გამოფენის სახელწოდებაა, – „ცხოვრება როგორც თეატრი“. გამოფენა იმართება ფესტივალის -„ოდესა-ბათუმის ფოტოდღეების“ ფარგლებში. გამოფენა 19:00 საათზე დაიწყება.  

არაადეკვატური ფასი დისკრიმინაციულის ნაცვლად ბოტანიკურ ბაღში

შეიცვლება თუ არა ბათუმის ბოტანიკურ ბაღში შესვლის ფასი, რომელიც ერთი წლის წინ ქალაქის მერის – გიორგი ერმაკოვის გადაწყვეტილებით გაძვირდა? ვინაიდან ბათუმში რეაკრეაციული ზონების ნაკლებობაა, ბოტანიკური ბაღი ერთი-ერთი საშუალებაა, სადაც მოსახლეობას მწვანე გარემოში დასვენება შეუძლია. ბოტანიკური ბაღის ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელს ბაღი 213 216-მა ვიზიტორმა მოინახულა, აქედან 151 239 უცხოელი იყო, საქართველოს მოქალაქე კი – 61 …

„რეკორდი“ ქობულეთის საოლქო კომისიაში და გადაცდომისთვის დასჯილთა დაწინაურება

ქობულეთის N81 საოლქო-სააჩევნო კომისიაში საუბნო-საარჩევნო კომისიების დასაკომპლექტებლად კონკურსი 3 აგვისტოს გამოცხადდა. განაცხადების შეტანის ვადა 17 აგვისტოს, საღამოს 18 საათზე დასრულდა. სულ 555 განაცხადი შევიდა. საოლქო-საარჩევნო კომისიაში საუბნო-საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება 19 აგვისტოს, კონკურსის დასრულებიდან ერთი დღის შემდეგ დაიწყო და დასრულდა კიდეც. კომისიამ 555 კანდიდატის ბიოგრაფიებისა და გამოცდილების შემოწმება რეკორდულ ვადაში – ერთ დღეში მოახერხა. ქობულეთის საოლქო …

ლიტერატურული ფესტივალი მაღალმთიან აჭარაში

მაღალმთიანი აჭარა ლიტერატურულ ფესტივალს – „ზე-კართან“  უმასპინძლებს. ფესტივალი მეოთხედ ტარდება. ფესტივალი 17 სექტემბერს გაიხსნება. ლიტერატურული ფესტივალი შუახევის მუნიციპალიტეტში, რეჟისორ ვახტანგ ბერიძის ინიციატივით,  2013 წელს დაფუძნდა, რომელიც წარმოადგენს ღონისძიებათა ციკლს მწერალთა ლიტერატურული ექსპედიციის ფარგლებში. ორგანიზატორთა განცხადებით, ფესტივალის მიზანი თანამედროვე ლიტერატურული პროცესების ხელშეწყობა და პოპულარიზაციის გაზრდაა. 2013 წელს ფესტივალი აჭარის განათლებისა და  სამინისტრომ დააფინანსა. იმ წლის გამარჯვებული …

ქედის გამგეობა 10 ფოტოაპარატის შეძენას აპირებს

ქედის გამგეობამ 10 ცალი ციფრული ფოტოაპარატის შესასყიდად გამარტივებული ელექტრონული ტენდერი 8 სექტემბერს გამოაცხადა. საწყისი სატენდერო თანხა 6 000 ლარია. სატენდერო პირობების მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, ქედის გამგეობას ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღის განმავლობაში 10 კომპაქტური, 20.2 MP ფოტოაპარატი უნდა წარუდგინოს, რომელსაც თან უნდა ჰქონდეს მინიმუმ 16 გბ მეხსიერების ბარათი და არანაკლებ ერთწლიანი გარანტია. ქედის გამგეობამ ფოტოაპარატების შესაძენად  ტენდერი …

ვაჟა-ფშაველას 13-ში მუშები გამოჩნდნენ

ბათუმში, ვაჟა-ფშაველას 13-ში, მუშები გამოჩნდნენ… საუბარია ადგილზე, სადაც მე-19 საუკუნის ბოლოს აგებული სახლი კომპანია “სლავა 2015”-მა გასული წლის ნოემბერში დაანგრია. მიმდინარე წლის აპრილში ბათუმის საქალაქო სასამართლომ კომპანია “სლავა 2015” უკანონოდ მოწყობილი სამშენებლო ღობისთვის 1000 ლარით დააჯარიმა. მაშინ კომპანიაში “ბათუმელებს” უთხრეს, რომ ქუჩას, რომლის ნაწილიც მშენებლობის დროს ჩამოინგრა, არ აღადგენდნენ, რადგან მათთვის სასამართლოს ეს არ დაუვალებია. ვაჟა-ფშაველას …

ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის გამო აჭარაში დამატებით 1051 კოლხური მუხა მოიჭრება

მაღალმთიანი აჭარის ტერიტორიაზე 220 კვ-იანი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის „ახალციხე-ბათუმის“ მშენებლობის მიზნით, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ ამჯერად მიეცა უფლება, ბუნებრივი გარემოდან დამატებით ამოიღოს  საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი 1057 ძირი მცენარე. აქედან 1051 ძირი კოლხური მუხაა (Quercus hartwissiana Stev.), ხოლო 6 ძირი კაკლის ხე ( Juglans regia L.]. საქართველოს მთავრობამ შესაბამისი განკარგულება 16 აგვისტოს გამოსცა. „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების ბუნებიდან …

აჭარაში გაზიფიცირების გეგმა და შესრულების მაჩვენებელი

კომპანია „სოკარში“ აცხადებენ, რომ ქალაქ ბათუმის გაზიფიცირება [ცენტრალური მაგისტრალებით ქალაქის დაქსელვა] დასრულებულია. კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციით კი, ბათუმში გაზიფიცირება წელს 1546 აბონენტს უნდა შეხებოდა, ხოლო 2017 წლისთვის გაზიფიცირების სამუშაოები დაგეგმილია ზედა მახინჯაურში. რაც შეეხება აჭარაში მიმდინარე სამუშაოებს, კომპანია „სოკარის“ მიერ მოწოდებული იმფორმაციის მიხედვით, მიმდინარე წელს აჭარის ტერიტორიაზე დაგეგმილი იყო 316 185 გრძ.მ-ის სიგრძის ქსელის …

ბათუმის რკინიგზის სადგურში პოლიციელი დაჭრეს

ბათუმის რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე უბნის ინსპექტორი დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სადგურში მოქალაქე ცივი იარაღით გადაადგილდებოდა და იმუქრებოდა. “შეტყობინების მიღებისთანავე ოპერატიული ჯგუფი შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა. პოლიციელებმა მოქალაქეს სიმშვიდისა და წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს და მისი განიარაღება სცადეს. იგი არ დაემორჩილა სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას და უბნის ინსპექტორს, გია ბერიძეს ცივი იარაღით ხელის არეში დაზიანება მიაყენა.” …

ბათუმის ყოფილი ფოსტის შენობაზე რამდენიმე დეკორატიული თაღი მუშებმა დააზიანეს

სასტუმრო “პრინცესას” რამდენიმე დეკორი მუშებმა პროტესტის ნიშნად დააზიანეს. საუბარია ყოფილი ფოსტის შენობაზე, სადაც სამუშაოებს ამჟამად კომპანია “მეტრო სითი” ახორციელებს. “დავანგრევ, ჩემი გაკეთებული რაცაა, ის უნდა გავანადგურო… აქედან არ ჩამოვალ, სანამ ხელფასს არ მომცემთ,” – ამ სიტყვებით მიმართა ერთ-ერთმა მუშამ სასტუმროს ეზოში მყოფ ადმინისტრაციის წარმომადგენლებს. რამდენიმე მშენებელი მეორე სართულზე, შენობის გარე ფასადზე იმყოფებოდა და ხის ხელკეტით …

მეტლახი XX საუკუნის დასაწყისში დაგებული იატაკის ნაცვლად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლში

ძველ ბათუმში, ზვიად გამსახურდიას 6 ნომერში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში აგებული შენობის რეკონსტრუქცია ნებართვის გარეშე მიმდინარეობს. შენობა ბათუმის მერიას ეკუთვნის და აქ ძველი ბათუმის ადმინისტრაციული ერთეულის ოფისი უნდა განთავსდეს, თუმცა ძველ ბათუმში მდებარე შენობა რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, მერიაში ეს არ იცოდნენ. ზვიად გამსახურდიას #-6-ში ამჟამად სამუშაოები შეჩერებულია. ჯერ კიდევ გუშინ, 9 …

საპროტესტო აქცია აჭარის პროკურატურასთან

დღეს, 10 სექტემბერს, აჭარის პროკურატურასთან წინასწარ პატიმრობაში მყოფი მინდია ოჯახიშვილის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მინდია ოჯახიშვილი 6 სექტემბერს ღამით დააკავა პოლიციამ, მაგრამ დროებითი მოთავსების იზოლატორმა ღამით მის მიღებაზე უარი თქვა –  დაკავებულს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდა. საავადმყოფოდან იზოლატორში მოთავსებულმა ოჯახიშვილმა სახალხო დამცველის წარმომადგენელს აჭარაში, ციალა ქათამიძეს უთხრა, რომ ის პოლიციელებმა სცემეს და იძულებით …

უსკო წარმომადგენელს ოლქში 1000 ლარს გადაუხდის

უსკომ საოლქო საარჩევნო კომისიებში წარმომადგენლები აირჩია. კონკურსში წარმოდგენილი 15 კანდიდატიდან 6 პირი უსკომ, როგორც კომისიაში განაცხადეს, ძირითადად საარჩევნო პროცესების გამოცდილების მიხედვით შეარჩია. გარდა ამისა, უსკოს წარმომადგენლობის მსურველს უნდა ჰქონოდა საარჩევნო მოხელის სერთიფიკატი და არ უნდა ყოფილიყო რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი. უსკოს წარმომადგენლებმა ხელი უნდა შეუწყონ ოლქებისა და უსკოს კოორდინირებულ მუშაობას, მათ შორის, კენჭისყრის დღეს შემაჯამებელი ოქმების …

მაჟორიტარი კანდიდატები ბათუმიდან

ხელისუფლებაში მოსვლიდან ოთხი წლის შემდეგ, საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარი კანდიდატების დასახელებისას „ქართულმა ოცნებამ“ მთავარი გათვლა არა პარტიულ სახეებზე, არამედ სხვადასხვა სფეროში წარმატებულ პირებზე გააკეთა. არც მათ და არც სხვა პარტიების მიერ ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატებად დასახელებული პირების უმეტესობას, არ აქვს სამპუნქტიანი ჩამონათვალიც კი, რა თემებზე აპირებენ სადეპუტატო უფლებამოსილების ფარგლებში მუშაობას. ბათუმის #68 მაჟორიტარულ ოლქში „ქართულმა ოცნებამ“ ფატი …

ვინ არის “ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში ათეულის შემდეგ

პარტია “ქართული ოცნების” უმაღლესი საბჭოს საარჩევნო სიის მეორე ათეული ასე გამოიყურება. 11. თამაზ სალუქვაძე – ბათუმის მერია, წარმომადგენელი თამარის უბანში 12. ირაკლი მიქელაძე – ბათუმის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე 13. ნათია თხილაიშვილი – ქობულეთის საკრებულოს ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე 14. ლევან კინწურაშვილი – ბათუმის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე 15. …

ვინ წარადგენს მაღალმთიან აჭარას პარლამენტსა და უმაღლეს საბჭოში

ახალი საოლქო გადანაწილების მიხედვით მაღალმთიან აჭარას სამი მაჟორიტარის ნაცვლად  ერთი მაჟორიტარი ეყოლება პარლამენტში. ვინ დაიცავს ქედის, ხულოსა და შუახევის მოსახლეობის ინტერესებს საქართველოს პარლამენტსა და უმაღლეს საბჭოში და რას ჰპირდებიან მმართველი გუნდისა თუ ოპოზიციის მაჟორიტარი კანდიდატები მოსახლეობას? საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილების თანახმად, ქედის (მახუნცეთის თემის გარდა), შუახევისა და ხულოს მოსახლეობამ მხოლოდ ერთი მაჟორიტარი უნდა აირჩიოს საქართველოს …

ჩაჭრილი პედაგოგები და ახალი ეროვნული სტრატეგია სკოლაში

საქართველოს განათლების სამინისტრომ დაწყებითი საფეხურის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა დაამტკიცა, რომელიც სკოლებში 2017 წელს ამოქმედდება. საბაზო სწავლების ეროვნული გეგმა კი მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დამტკიცდეს. ახალი ეროვნული გეგმის მიხედვით, აქცენტი კეთდება შედეგების მიღწევაზე და „მოსწავლეებისთვის საჭირო ღირებულებებზე“. ზაფხულში ჩატარებულ საგნის გამოცდებზე დაწყებითი საფეხურის 3941 პედაგოგიდან საგამოცდო ბარიერი მხოლოდ 31-მა პედაგოგმა დაძლია, 917 მასწავლებელი კი გამოცდაზე …

დღეს, საღამოს, ბათუმის ნაწილს წყლის მიწოდება შეუწყდება

დღეს, 18:00-დან 22:00 საათამდე, სასმელი წყლის მიწოდება შეუწყდებათ,  ტბელ  აბუსერიძის ქუჩის მცხოვრებლებს, ასევე აბონენტებს გრიბოედოვის ქუჩის კვეთიდან გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩის კვეთამდე და ლორიას ქუჩის ნაწილს. „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, შეფერხების მიზეზია სამუშაოები, რომლებიც  წყალმომარგების მაგისტრალურ ქსელზე ახალი აბონენტების დაერთების მიზნით ტარდება.

პარკირების წესების დარღვევისთვის დღეს ბათუმში 600-მდე ადამიანი დაჯარიმდა [ფოტო]

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ინფორმაციით, პარკირების წესების დარღვევის გამო, დღეს ბათუმში 563 ადამიანი დაჯარიმდა. მათ შორის – 465 პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის, 57 – ნიშანში დგომისთვის, 20 – ტროტუარზე დგომის გამო, 8 – ტაქსის, სპეცტქნიკის პარკირების საფასურის გადაუხდელობისთვის, 11 -დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის, 1 – ავტობუსის გაჩერებაზედგომისთვის და 1 – პარკირების ორგანიზების წესის დარღვევისთვის.

ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ქედა-შუახევი-ხულოს მაჟორიტარული ოლქების საზღვრები

ამომრჩეველი აჭარაში [ზოგადად ქვეყანაში] მაჟორიტარს, როგორც პარლამენტში, ასევე უმაღლეს საბჭოში, აირჩევს  შესაბამის ოლქებში, რომელთა საზღვრები შეცვლილია. აჭარის ტერიტორიაზე 6 მაჟორიტარული ოლქია: 68, 69, 70, 71, 72 და 73. 71-ე მაჟორიტარული ოლქი – მოიცავს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიას, გარდა ხალას, ჩაისუბნის, საჩინოს, ჩაქვისა და ციხისძირის ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქებისა. ეს ადგილობრივი ოლქები შედის N68 [ბათუმის] მაჟორიტარული ოლქის საზღვრებში. 72-ე …

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადადგა

ცოტა ხნის წინ, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილმა, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა. გუშინ ირაკლი ჭეიშვილი, აჭარაში „ქართული ოცნების“ სიის პირველ ათეულში, მე-3 ნომრად დასახელდა.  

არჩილ ხაბაძე “ქართული ოცნების” საპარლამენტო სიაშია

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე “ქართული ოცნების” საპარლამდენტო სიაშია. არჩილ ხაბაძე მმართველი პარტიის პროპორციული სიის 21–ე ნომერია. “ქართული ოცნების” საპარლამენტო სიაშია აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი სვეტლანა კუდბაც. ის სამთავრობო პარტიის საარჩევნო სიაში რიგით 38–ეა.

“ემსახურე საქართვლომ” აჭარის უმაღლეს საბჭოში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

დღეს, 9 სექტემბერს, პარტია “ემსახურე საქართვლომ” აჭარის უმაღლეს საბჭოში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, მედეა ვასაძის განცხადებით, ამ კანდიდატებმა გაიარეს ტესტი სამშობლოს სიყვარულზე, პრინციპულობასა და ერთგულებაზე.  ბათუმის #70 ოლქში კენჭს იყრის მედეა ვასაძე – “არ იქნებოდა მედეა ვასაძე და უმაღლესი საბჭო დარჩებოდა ეტიმოლოგიის, VIP ჯიპისა და ქოლგის ამარა. მედეა ვასაძემ წარმოშვა ოთხწლიანი უმაღლესი საბჭო, მედეა ვასაძე …

„ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობის“ სიის პირველი ათეული აჭარაში

აჭარის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში „ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობის“ სიის პირველი ათეული: 1. ცინცქილაძე გიორგი – ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ფრაქცია „ერთიანი ოპოზიციის“ თავმჯდომარე. დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს წევრი. იყო აჭარის პარლამენტის სპიკერი 2004 წელს, აბაშიძისდროინდელი უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე და აჭარის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე; 2. ჭეიშვილი დიმიტრი – 69-ე [ბათუმის] მაჟორიტარულ …

არჩევნებს აჭარაში სახალხო დამცველის აპარატის მობილური ჯგუფები დააკვირდებიან

დღეს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, სახალხო დამცველის რეგიონული დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსმა, ციალა ქათამიძემ აჭარაში, წინასაარჩევნოდ შექმნილი,  სახალხო დამცველის აპარატს  ორი მობილური ჯგუფის შექმნაზე ისაუბრა. სახალხო დამცველის აპარატის მობილური ჯგუფები შეისწავლიან წინასაარჩევნოდ და არჩევნების მიმდინარეობსას ამომრჩეველთა უფლებების დარღვევის ფაქტებს და ინფორმაციას მიაწვდიან საქართველოს სახალხო დამცველს.  სახალხო დამცველის აპარატში, არჩევნების პროცესთან დაკავშირებული დარღვევების დასაფიქსირებლად ამოქმედებულია ცხელი ხაზიც – 1481. ასევე სახალხო დამცველის …

“პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” სიის პირველი ათეული აჭარაში

“პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” სიის პირველი ათეული აჭარაში: 1. კალაძე გიორგი [შპს “მანგანუმ” , “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის”] 2. ბერიძე ჯემალი [აჭარის მთავრობის საინვესტიციო პოლიტიკის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, “ახალი პოლიტიკური ცენტრი  გირჩი”] 3. ნაკაშიძე მალხაზი [ბსუ-ს ასოცირებული პროფესორი, სამოქალაქო პლატფორმა – ახალი საქართველო] 4. ფატლაძე რაული – [“პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის”] 5. გიგლა გაბაიძე [პროფესორი, “ახალი პოლიტიკური ცენტრი …

ვინ რამდენს ითხოვს აჭარის მომავალი წლის ბიუჯეტიდან

აჭარის 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა გრძელდება. საბიუჯეტო განაცხადების მიღების მორიგი ეტაპი 25 აგვისტოს დასრულდა, როცა  მხარჯავმა დაწესებულებებმა საბიუჯეტო განაცხადები აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში წარადგინეს. სამინისტროს მონაცემებით, უმაღლესი საბჭო, საარჩევნო კომისია, აჭარის მთავრობა და სამინისტროები მომავალ წელს აჭარის ბიუჯეტიდან 125 მილიონამდე ლარს დახარჯავენ. ამ თანხაში შედის როგორც დასაქმებულთა ხელფასები, ასევე იმ პროექტების დაფინანსება, …

საკანონმდებლო ორგანო კანონების გარეშე

რა შეცვალა კანონმდებლობაში 4 წლის განმავლობაში აჭარის საკანონმდებლო ორგანომ – „ბათუმელები“ უმაღლესი საბჭოს კომისიების თავმჯდომარეებს ესაუბრა. „რა მივიღეთ და მთის კანონი. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია,“ – გვითხრა მერაბ აბაშიძემ. ის აგრარულ და თვითმმართველობის საკითხთა კომისიის თავმჯდომარეა „ეროვნული ფორუმიდან“.  შევახსენეთ, რომ „მთის კანონი“ პარლამენტმა მიიღო და ეს არ ყოფილა უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივა. აღმოჩნდა, რომ უმაღლეს საბჭოში …

უსკო: პარტიული სია ხუთმა საარჩევნო სუბიექტმა არ წარმოადგინა

უსკოში პარტიული სიების წარდგენის ვადა ამოიწურა. უსკოს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე პარტიული სია 15-მა საარჩევნო სუბიექტმა [11 დამოუკიდებელი პარტია და 4 საარჩევნო ბლოკი] წარადგინა. „უსუფაშვილი – რესპუბლიკელები“; „დავით თევზაძე – საქართველოს მშვიდობისათვის”; „ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატები“; „შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია“; საარჩევნო ბლოკი „ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა“; …

კაკო ძნელაძე: ბევრი საქმე მელოდება აღმასრულებელ ხელისუფლებაში

“მარტო სურვილზე არაა, პარტიაზეა საქმე და რაც ლოგიკურია, იმაზე…” – გვიპასუხა უმაღლესი საბჭოს ფრაქცია “ქართული ოცნება – თავისუფლების” ხელმძღვანელმა კაკო ძნელაძემ. მას პარტია “ქართული ოცნების” საარჩევნო სიაზე ვკითხეთ, რომლის მიღმაც იგი აღმოჩნდა. კაკო ძნელაძის შეფასებით, “სიაში ბევრი ღირსეული ადამიანია” და პარტიის ხელმძღვანელობამ კონსულტაცია მასთანაც გაიარა: “ღირსეულია, მაგალითად, ცოტნე ანანიძე, დავით გაბაიძე, ლადო მგალობლიშვილი… მე ძალიან …

“აჭარის ტელევიზიის” სახეები “ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში

“ქართული ოცნების” პროპორციულ სიაში აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის ცოტნე ანანიძეა – საზოგადოებრივი მაუწყებლის “აჭარის ტელევიზიის და რადიოს” დირექტორის მოადგილე, ასევე პოლიტიკური თოქ-შოუს წამყვანი. ინფორმაცია “ბათუმელებს” თავად ცოტნე ანანიძემ დაუდასტურა. მისი თქმით, არ იცის სიის რომელი ნომერი იქნება და დეტალებზე საღამოს 6 საათის შემდეგ ისაუბრებს. “თანამშრომლების ნაწილს უკვე დავემშვიდობე. დღეს გავიგე, რომ “ქართული ოცნების” სიაში ვიქნებოდი, …

„ქართული ოცნების“ სიის ათეული აჭარაში

„ქართული ოცნების“ სიის პირველი ათეული აჭარაში ასე გამოიყურება: 1. ნუგზარ სურმანიძე [აჭარის ჯანდაცვის ყოფილ იმინისტრი] 2. დავით გაბაიძე [აჭარის მთავრობის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი] 3. ირაკლი ჭეიშვილი [ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე] 4. ცოტნე ანანიძე [აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მოადგილე, პოლიტიკური თოქ-შოუს წამყვანი] 5. დავით თედორაძე [საკრებულოს წევრი, „პატრიოტთა ალიანსის“ ყოფილი წევრი] 6. ვლადიმერ მგალობლიშვილი [აჭარის განათლების მინისტრის …

გიორგი კეკელიძე: საგანმანათლებლო პოლიტიკის გარეშე ჩვენი მომავალი ძალიან ბუნდოვანია

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა გენერალური დირექტორი, პოეტი, ესეისტი, პროზაიკოსი, ლექტორი და სამოქალაქო აქტივისტი გიორგი კეკელიძე სექტემბერში, ბოლო დროის ბესთსელერის – „გურული დღიურების“ მეორე ნაწილსა და ზღაპრების კრებულს შესთავაზებს მკითხველს. ბატონო გიორგი, როგორც ვიცით თქვენი პირველი ნაბიჯები აქტიურ სამოქალაქო ცხოვრებაში უნივერსიტეტის ლიტერატურულ გაზეთიდან – „ლილ“ იწყება. მაშინ როგორი იყო თქვენი ხედვები და …

Exit mobile version