დღეს 3 სექტემბერს, ბათუმში მემედ აბაშიძის და დემეტრე თავდადებულის ქუჩების კვეთაში, პოლიციამ ორი ახალგაზრდა მამაკაცი დააკავა. შს სამინისტროს ინფორმაციით, ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით არიან ბრალდებულები, რომელიც ხულიგნობას გულისხმობს. „წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს, ახალგაზრდები ერთმანეთს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და არღვევდნენ წესრიგს“- აცხადებენ შს სამინისტროში.
Category Archives: მთავარი
ბათუმში „მონოპიესების ფესტივალი“ იწყება
6 სექტემბრიდან ბათუმში, მონოპოიესების ფესტივალი იწყება. პირველ დღეს წარმოდგენილი იქნება რეჟისორ პაატა ციკოლიას სპექტაკლი – „მე მქვია ლალი“, რომელსაც მსახიობი მეგი კობალაძე წარმოდგენს. სპექტაკლი საზაფხულო თეატრში 22:00 საათზე გაიმართება. 7 სექტემბერს ნაჩვენები იქნება დრამატურგ ალექს ჩიღვინაძის სპექტაკლი – „პატარა“. სპექტაკლი რეჟისორი თემურ კუპრავაა, მსახიობი კი სოფი ჩალაშვილი. სპექტაკლი 20:30 წუთზე ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა …
დავით ბერძენიშვილი: „ოპონირება არ უნდა გვიშლიდეს ხელს, კორექტული ურთიერთობებისთვის“
დღეს 3 სექტემბერს, „ბათუმობა“-ზე „რესპუბლიკელების“ მაჟორიტარობის კანდიდატი აჭარის უმაღლეს საბჭოში, დავით ბერძენიშვილიც იმყოფებოდა. მან აჭარის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო. „ბათუმელებთან“ საუბარში დავით ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ მაზნიაშვილის მეომრების საფლავთან „რესპუბლიკელების“ გამოჩენა ბუნებრივია: „ეს საფლავები ჩვენი გათხრილია, ჩვენი აღმოჩენილია, აქ იდგა საოლქო კომიტეტის შენობა, მთელი კგბ და კომუნისტების დროს, მათი წინააღმდეგობის ფონზე ირაკლი ჩავლეიშვილმა და …
„ბათუმობა“ [ვიდეო]
წელს „ბათუმობის“ დღესასწაულისთვის თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 300 ათასი ლარი გამოიყო. აქედან, 4 ათასი ლარი, ღონისძიებების სცენარისთვის არის გათვალისწინებული. „ბათუმობა“ დღეს, 3 სექტემბერს გაიხსნა და ხვალ, 4 სექტემბერსაც გაგრძელდება.
უსკო-ს თავმჯდომარემ „კვარაცხელია – სოციალისტებს“ რეგისტრაცია გაუუქმა
აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, კომისიის თავმჯდომარემ, პარმენ ჯალაღონიამ, მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებას „ნეიტრალური საქართველო,“ სახელწოდებით – „კვარაცხელია – სოციალისტები“ რეგისტრაცია გაუუქმა. „2016 წლის 12 აგვისტოს უსკოს თავმჯდომარის N20 განკარგულების ბათილად ცნობას წინ უძღოდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ 30 აგვისტოს მიღებული განკარგულება, რითაც „კვარაცხელია – სოციალისტები“ რეგისტრაციიდან მოიხსნა. რაც იმას ნიშნავს, რომ 2016 წლის აჭარის …
Continue reading “უსკო-ს თავმჯდომარემ „კვარაცხელია – სოციალისტებს“ რეგისტრაცია გაუუქმა”
„ბათუმობა 2016“ დაიწყო
დღეს 3 სექტემბერს, „ბათუმობა“ გაიხსნა, რომელიც ხვალ, 4 სექტემბერსაც გაგრძელდება. მემედ აბაშიძის ქუჩა ფერადი ქოლგებით მოირთო. ქუჩაში ცოცხალი მუსიკა და სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები იმართება. ევროპის მოედანზე როგორც ფერწერული ნამუშევრების, ასევე ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა იმართება. ოფიციალურმა პირებმა, 12:00 საათზე გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს. აქ იმყოფებოდა ქალაქის მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაია და სხვა …
„ბათუმობა 2016“ – აფიშა
3 სექტემბერი [ოფიციალური ნაწილი] 10:30 საათი – სასტუმრო „ჰილტონი“ და „შერატონი“ ჩამოსული დელეგაციების წევრების ჩასხდომა [37 დელეგატი – 11 ქალაქი] გადაადგილდებიან ღიაავტობუსებით ,,ვერტიგოს“ მიმართულებით. 11:00 საათი – სასტუმრო ,,პალმ აპარტმენტი“ – ვერტიგო შეხვედრა დელეგატებთან, მისასალმებელი სიტყვა – ქალაქის მერი. 12:00 საათი – გმირთა სკვერი – საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა პატივის მიგება [ყვავილებით შემკობა]. ფეხით მსვლელობა მემედ …
„პატრიოტთა ალიანსმა“ აჭარაში მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა
საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ხელმძღვანელმა დავით თარხან-მოურავმა აჭარაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა: ბათუმის 68-ე მაჟორიტარულ ოლქში: აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში – ტარიელ მამულაიშვილი, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში – პაატა ცივაძე; ბათუმის 69-ე მაჟორიტარულ ოლქში: აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში – მამული ჟღენტი, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში – რუსუდან სიხარულიძე, ბათუმის 70-ე მაჟორიტარულ ოლქში: აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში – არჩილ მამულაძე, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში – ზაურ გაბაიძე, …
Continue reading “„პატრიოტთა ალიანსმა“ აჭარაში მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა”
აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭომ თავმჯდომარე ვერ აირჩია
დღეს, 2 სექტემბერს, აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის არჩევნები ჩატარდა. საბჭოს ყოფილი თავმჯდომარემ ზაზა ხალვაშმა, გასულ თვეში, საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარისა და წევრის პოზიცია. საბჭოს სხდომას ოთხი წევრი ესწრებოდა: თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ნატა იმედაიშვილი, გიორგი ირემაძე, ირაკლი დარცმელიძე და ბეჟან გობაძე. არჩევნებზე გიორგი ირემაძემ ნატა იმედაიშვილის კანდიდატურა წამოაყენა, ხოლო ბეჟან …
Continue reading “აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭომ თავმჯდომარე ვერ აირჩია”
კაზინოს წინააღმდეგ მოქალაქემ სასამართლოში შრომითი დავა მოიგო
ბათუმის საქალაქო სასამართლომ უკრაინის მოქალაქის პეტრო განჯას სარჩელი დააკმაყოფილა. ადვოკატის, ლელა ბჟალავას ინფორმაციით, დაკმაყოფლდა: ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე სამუშაოზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება. ეს იყო შრომითი დავა შპს „ლიმონი 2009“-ის წინაღმდეგ, რომლის მფლობელობაშიცაა კაზინო „ივერია“ და იგი მდებარეობს სასტუმრო „რედისონში“. პეტრო განჯასთან კაზინოს ადმინისტრაციას ხელშეკრულება გაფორმებული ჰქონდა 2019 წლამდე, მაგრამ იგი მიმდინარე წლის თებერვალში შეწყდა. …
Continue reading “კაზინოს წინააღმდეგ მოქალაქემ სასამართლოში შრომითი დავა მოიგო”
„მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური გაკვეთილი“ სექტემბერში ჩატარდება
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 19-23 სექტემბერს, გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით დაგეგმილი პროექტი – „მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური გაკვეთილი“ განხორციელება იგეგმება. ცენტრის ინფორმაციით, პროექტი გულისხმობს მოსწავლეებისთვის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ შემუშავებული „მდგრადი განვითარების გლობალური მიზნების“ გაცნობას. ღონისძიების ფარგლებში გაკვეთილი მსოფლიოს სხვადასხვა სკოლებში ერთდროულად ჩატარდება. „ვინაიდან საერთაშორისო პროგრამა ინგლისურ ენაზეა, გაკვეთილს ჩაატარებენ ინგლისური ენისა და გეოგრაფიის …
Continue reading “„მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური გაკვეთილი“ სექტემბერში ჩატარდება”
მარიხუანას დეკრიმინალიზაცია – მომხრე და მოწინააღმდეგე პარტიული ლიდერები რეგიონში
კანონპროექტს მარიხუანას დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით ამ მოწვევის პარლამენტმა უარი უთხრა. „ბათუმელები“ დაინტერესდა, როგორი პოზიცია აქვთ ამ საკითხზე 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამეტო არჩევნებში მონაწილე პარტიების რეგიონული ორგანიზაციების ლიდერებს. მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მომხრეა და ამ მიმართულებით კანონში ცვლილების საჭიროებას ხედავს „თავისუფალი დემოკრატების“ ბათუმის #69 ოლქში პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი ნინო ბერაძე. ის „ბათუმელებს“ ამ საკითხთან დაკავშირებით პარტიის ხედვებზე ესაუბრა: …
Continue reading “მარიხუანას დეკრიმინალიზაცია – მომხრე და მოწინააღმდეგე პარტიული ლიდერები რეგიონში”
„თოვლში, ყინულებზე წააქციეს დედაჩემი და სცემდნენ უმოწყალოდ…“
ბათუმის სასამართლო ოჯახში ძალადობის საქმეს განიხილავს „იმ დღეს როცა მივედით სახლში, შუქი დაგვხვდა გათიშული. დედამ მამას დაუძახა, ჩაგვირთე სინათლე, რა დავაშავეთო… ამის გამო დაიწყო ჩხუბი. მამამ თმაში წაავლო ხელი დედაჩემს და თოვლში გააგდო… მე ორი წლის ბავშვი მეჭირა ხელში. მეც მიმკრა ხელი მამაჩემმა. მერე ეზოში გაგრძელდა ჩხუბი… ყინულებზე წააქციეს დედაჩემი და სცემდნენ უმოწყალოდ მამა, მამიდა, …
Continue reading “„თოვლში, ყინულებზე წააქციეს დედაჩემი და სცემდნენ უმოწყალოდ…“”
ხელვაჩაურში სტიქიამ 35 წლის მამაკაცი იმსხვერპლა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა სოფელ ზედა თხილნარში. მსხვერპლი 35 წლის მამაკაცია, რომელიც საკუთარი საკალმახე მეურნეობის გაწმენდისას ადიდებულმა წყალმა ჩაიყოლა. დაკარგულ მამაკაცს დილიდან ეძებდნენ მაშვლები. შს სამინისტროს პრესსამსახურში ადასტურებენ, რომ ახალგაზრდა მამაკაცის, ცხედარი, რომელიც დღეს დილით ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე ზღვამ გამორიყა, თხილნარში დაკარგულ მამაკაცს ეკუთვნის.
ილია მეორე გონიოში ჩავიდა
დღეს, პირველ სექტემბერს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე გონიოში ჩავიდა. პატრიარქი იმ ღონისძიებაში მონაწილეობს, რომელიც ზღვაში დაკარგული სამხედროების პატივის მისაგებად იმართება. მიმდინარე წლის 16 აგვისტოს, სპეციალური ოპერაციების ძალების ორმა სამხედრო მოსამსახურემ, კაპრალმა იაგო შარაძემ და I კლასის რიგითმა გიორგი ნანეტაშვილმა შავ ზღვაზე გეგმური საზღვაო სპეცდანიშნულების სწავლების დროს, ზღვაში სიღრმითი ჩაყვინთვის შემდეგ, ვერ შეძლეს ზღვის …
“კაბელების საქმის” და უგულავას სარჩელის განხილვა არ შედგა
საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს, პირველ სექტემბერს დანიშნული არსებითი განხილვა ე.წ. “კაბელების საქმეზე” და გიორგი უგულავას სარჩელზე, არ შედგა. განხილვა დღის სამი საათისთვის იყო ჩანიშნული, მაგრამ მხარეებს სასამართლოს ადმინისტრაციამ აცნობა, რომ განხილვა არ შედგებოდა. სასამართლოს ამ დრომდე განმარტება არ გაუკეთებია. დღევანდელ სხდომაზე მხარეებს დასკვნითი სიტყვები უნდა ეთქვათ. თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეს, ე.წ. “კაბელების საქმეს”, საკონსტიტუციო სასამართლო …
Continue reading ““კაბელების საქმის” და უგულავას სარჩელის განხილვა არ შედგა”
რა შეიცვალა საპოლიციო გამოსახლების გაუქმებით
იპოთეკარების საპროტესტო აქციები ბათუმში განახლდა. აქციები იანვრიდან შეწყდა, როცა პარლამენტმა „სამოქალაქო კოდექსში“ ცვლილება შეიტანა და გამოსახლების შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ სასამართლოს მიანდო. საპროტესტო აქციაზე შეკრებილებმა თქვეს, რომ საკანონმდებლო ცვლილებით არაფერი შეცვლილა – ისევ ასახლებენ. პარალელურად, საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე დარეგისტრირდა სარჩელი, რომლითაც ბიზნესორგანიზაციები საპოლიციო გამოსახლების წესის დაბრუნებას მოითხოვენ. საკონსტიტუციო სარჩელის ერთ-ერთი ავტორი მოქალაქე გია ნოდიაა. მას საჯარო აუქციონის …
Continue reading “რა შეიცვალა საპოლიციო გამოსახლების გაუქმებით”
ზღვამ ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი გამორიყა
დღეს, პირველ სექტემბერს, ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზღვამ ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი გამორიყა. შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით ვინაობა დადგენილია და ცხედარი არ ეკუთვნის ზღვაში წვრთნების დროს დაკარგული ჯარისკაცებიდან არც ერთს. გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით.
აჭარის მთავრობა: უამინდობის შედეგად განსაკუთრებით დაზარალდა სამი მუნიციპალიტეტი
აჭარის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, უამინდობის შედეგად განსაკუთრებით დაზარალდა ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტები, სადაც მიწის მასა ჩამოიშალა რამდენიმე სოფელში და მეწყრული მოვლენები განმეორდა. დაზიანდა კერძო სახლების ეზოები და სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთები. უხვმა ნალექმა დააზიანა სოფლებში: ზემო წინსვლაში, ფერიაში, ავგიაში, თხილნარსა და სამებაში რამდენიმე ოჯახი. სოფელ ფერიაში, ცენტრიდან სკოლის მიმართულებით, დატბორილია 20-მდე საცხოვრებელი სახლი; …
Continue reading “აჭარის მთავრობა: უამინდობის შედეგად განსაკუთრებით დაზარალდა სამი მუნიციპალიტეტი”
ივანიშვილის პროგნოზი: 15-მდე დეპუტატი უმაღლეს საბჭოში, 100-მდე პარლამენტში „ოცნებიდან“
8 ოქტომბრის არჩევნების შედეგად, აჭარის უმაღლეს საბჭოში, „ქართული ოცნების“ 15-მდე, ხოლო საქართველოს პარლამენტში 100-მდე დეპუტატის ხილვას პროგნოზირებს პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი. მან ამის შესახებ ტელეკომპანია GDS-ის გადაცემაში – „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ განაცხადა. „პლუს-მინუს 10%, ვერ წარმომიდგენია 90 დეპუტატზე ნაკლები იყოს საქართველოს პარლამენტში, ეგ უფრო ნაკლებად წამომიდგენია, ვიდრე 115“, – განაცხადა …
უამინდობა ბათუმში: გადაკეტილი წყლის სათავე ნაგებობები, დატბორილი ქუჩები და სადარბაზოები
ბათუმში წუხელ მთელი ღამის განმავლობაში წვიმდა. უხვი ნალექის გამო, შპს „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, დროებით გადაიკეტა ჩაისუბნისა და ჩაქვის სათავე ნაგებობები და წყლის მიწოდება შეუწყდათ: დაბა ჩაქვის, მახინჯაურის, ბენზეს, გარადოკის, განთიადის, თამარის და ბარცხანის დასახლებებს, ასევე მაიაკოვსკის, ფაღავას და ნონეშვილის ქუჩაზე მცხოვრებ აბონენტებს. წყლის მიწოდება დღეს დილიდან უნდა აღდგენილიყო, მაგრამ „ბათუმის წყალში“ ამბობენ, რომ უხვი ნალექის გამო …
საუბნო კომისიები „გამჭვირვალე“ პოლიტიკური გავლენებით
გასულ კვირას საუბნო საარჩევნო კომისიები დაკომპლექტდა. 13-კაციან საუბნო კომისიაში შვიდი წევრი სხვადასხვა კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტს, პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენს. დანარჩენი ექვსი კი, კანონმდებლობის მიხედვით, პოლიტიკური ნეიტრალობისა და პროფესიონალიზმის ნიშნით უნდა იყოს შერჩეული. საარჩევნო მიმართულებით სერტიფიცირებული კადრები საუბნო კომისიების გარეთ დარჩნენ. „საარჩევნო ადმინისტრაციების პროფესიული ნიშნით დაკომპლექტების ტესტი ხელისუფლებამ ამჯერადაც ვერ ჩააბარა,“ – ეს მადონა ბერიძის შეფასებაა „სამართლიანი …
Continue reading “საუბნო კომისიები „გამჭვირვალე“ პოლიტიკური გავლენებით”
ფოტოპორტრეტები შშმ პირთა გამოწვევებზე “თავისუფალ სივრცეში”
31 აგვისტოს “თავისუფალ სივრცეში” ფოტოგამოფენა გაიხსნა. ფოტოპორტრეტები ასახავს იმ ბარიერებს, რომლებიც ბათუმში გადაადგილების დროს შშმ პირებს ხვდებათ. პროექტის მიზანია არაადაპტორებული გარემოს წარმოჩენა და საზოგადოების დაინტერსება შშმ პირთა მდგომარეობით. “ჩვენი სურვილია ჩვენს ქალაქში თანაბრად ხელმისაწვდომი გარემო არსებობდეს ყველა ადამინისთვის.” – ამბობს ორგანიზაციის, “ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის”, პროექტების კოორდინატორი ნინო ჩხაიძე. ნინო გვიყვება, რომ კონკურსი პროფესიონალი და მოყვარული …
Continue reading “ფოტოპორტრეტები შშმ პირთა გამოწვევებზე “თავისუფალ სივრცეში””
დისკრიმინაციის ფაქტი ხულოს საბავშვო ბაღების გაერთიანებაში
ხელვაჩაურის სასამართლომ დისკრიმინაციის ფაქტი ა(ა)იპ “ხულოს ბაღების გაერთიანებაში” დაადასტურა. გაერთიანების წინააღმდეგ სარჩელი მაია გელაძეს ჰქონდა შეტანილი. მისი თქმით, უარი ერთ-ერთ ბაღში დასაქმებაზე კონკურსის დროს „კარგი სოციალური მდგომარეობის” გამო უთხრეს. სასამართლო მორიგებით დასრულდა – ხულოს ბაღების გაერთიანებამ აღიარა, რომ მათი მხრიდან ადგილი ჰქონდა დისკრიმინაციულ მოპყრობას ქონებრივი ნიშნით. მაია გელაძის ინტერესებს სასამართლოში “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” იცავდა. „დადებით …
Continue reading “დისკრიმინაციის ფაქტი ხულოს საბავშვო ბაღების გაერთიანებაში”
აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვა
აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს გადადგომის მოთხოვნით მიმართა. დღეს, 31 აგვისტოს იგი საანგარიშო განცხადებით წარსდგა აჭარაში მოქმედი საავადმყოფოების მენეჯერების და სამინისტროს თანამშრომლების წინაშე. მან ოთხი წლის მანძილზე, მისი მინისტრობის დროს განხორციელებულ პროექტებსა და პროგრამებზე ისაუბრა. მინისტრის პოსტის დატოვების გადაწყვეტილების მიზეზი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაა. როგორც ცნობილია ნუგზარ სურმანიძე უმაღლეს …
Continue reading “აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვა”
ყოფილი იურისტი და ფინანსური დირექტორი ინფექციური საავადმყოფოს წინააღმდეგ
რამდენიმე თვის წინ ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ადმინისტრაციამ განაცდური 70 ათასი ლარი ჩაურიცხა ექიმ დავით მურვანიძეს – საავადმყოფოდან ექიმის უკანონო გათავისუფლება სამივე ინსტანციის სასამართლომ დაადასტურა. ამავე საავადმყოფომ ჯარიმის 206 231 ლარის ნახევარი უკვე გადაიხადა იმ დარღვევებისთვის, რაც ინფექციურში სამედიცინო რეგულირების სახელმწიფო სააგენტომ შემოწმების შედეგად დააფიქსირა. დღემდე სახელმწიფო შპს “ბათუმის ინფექციური, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონალურ ცენტრში” მართვის რგოლიდან …
Continue reading “ყოფილი იურისტი და ფინანსური დირექტორი ინფექციური საავადმყოფოს წინააღმდეგ”
როგორ რეგულირდება “მოსამზადებელი კლასების” არსებობა
კერძო სკოლა “მედიანა 2011”-ის საქმიანობის შესწავლას რამდენიმე მშობელი მოითხოვს. მათი თქმით, ბავშვებმა ამ სკოლის ქობულეთის ფილიალის პირველი კლასი გაიარეს, რომლის შემდეგაც დირექტორმა უთხრა, რომ ეს მოსამზადებელი კლასი იყო. “ამ ბავშვებმა მართლაც გაიარეს პირველი კლასი, მაგრამ ეს იყო მოსამზადებელი,”- უთხრა “ბათუმელებს” სკოლა “მედიანა 2011”-ის დირექტორმა, ზაურ სოლომონიძემ. ის ირწმუნება, რომ მშობლებმა ამის შესახებ იცოდნენ, ბავშვები 6 …
Continue reading “როგორ რეგულირდება “მოსამზადებელი კლასების” არსებობა”
იაგო შარაძის დედამ შიმშილობა დაიწყო
ზღვაში დაკარგული სამხედრო მოსამსახურის – იაგო შარაძის დედამ გონიოში შიმშილობა დაიწყო. ელენე შარაძე ზღვაში დაკარგული შვილის ძებნის სამუშაოების განახლებას მოითხოვს. სამხედრო წვრთნის დროს დაკარგული სამხედროების ახლობლები გონიოში ავტომაგისტრალის გადაკეტვასაც აპირებენ. ამ დროისთვის ისინი თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის წარმომადგენლებს ელოდებიან. იაგო შარაძის ნათესავების თქმით, მათ ამ უწყებიდან ტელეფონით დაუკავშირდნენ და შეხვედრა სთხოვეს. იაგო შარაძის მეუღლემ – მარიკა შარაძემ “ბათუმელებს” …
4 სექტემბერს ბათუმში მარათონი გაიმართება
ბათუმობის დღესასწაულთან დაკავშირებით 4 სექტემბერს, 17:00 საათზე, ბათუმის მერიის ა[ა]იპ „სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის“ ორგანიზებით მძლეოსნური გარბენი გაიმართება. ახალგაზრდული ცენტრის გარბენი სტარტს 6 მაისის პარკიდან აიღებს და საოცრებათა პარკში [ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორია] დასრულდება. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან ფასიანი ვაუჩერებით. 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდების შეჯიბრში მონაწილეობისათვის სავალდებულოა მშობელთან ერთად გამოცხადება. გარბენში მონაწილეობის მიღების მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ ვებ-მისამართზე: https://www.batsyc.com/mtavari/garbeni
დისკუსია წინასაარჩევნო გარემოზე აჭარაში
“გამოიკვეთა ტენდენცია, რომ საჯარო მოხელეები სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ორგანიზებულად ჩამოიყვანეს “ქართული ოცნების” პარტიულ შეკრებაზე დასასწრებად,” – ეს ერთ-ერთი შემთხვევაა, რაზეც მადონა ბერიძემ “სამართლიანი არჩევნების” აჭარა-გურიის კოორდინატორმა გაამახვილა ყურადღება. წინასაარჩევნო გარემოზე დღეს, 31 აგვისტოს ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დისკუსია გაიმართა. დისკუსიის მომხსენებლებმა, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ წინასაარჩევნო დარღვევების მაჩვენებლებმა იმატა. მათ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთეს საარჩევნო ადმინისტრაციების …
სახალხო დამცველი: ვერანაირი მიზეზი ვერ გაამართლებს ქალების დარბაზიდან გასვლის მოთხოვნას
საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებით ეხმიანება 26 აგვისტოს ქედის საკრებულოში მომხდარ ფაქტს, როდესაც საკრებულოს წევრმა სხდომის დამსწერეებს მოუწოდა, ქალები გასულიყვნენ დარბაზიდან. „პირადი საკითხები იყო გასარკვევი და დასალაპარაკებელი მამაკაცებში, სხვა არაფერი, არ იყო იქ ქალბატონების ყოფნა საჭირო“ – ასე შეაფასა მაშინ ფაქტი საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან ცინცაძემ. “საკრებულოს სხდომათა დარბაზი არის პოლიტიკური ფორუმი, სადაც მიმდინარეობს პოლიტიკური დებატები და …
ზღვაში დაკარგული სამხედროების ახლობლები გონიოში მაგისტრალის გადაკეტვას აპირებენ
შავ ზღვაში სამხედრო წვრთნის დროს დაკარგული სამხედროების ახლობლები გონიოში ავტომაგისტრალის გადაკეტვას აპირებენ. ამის შესახებ „ბათუმელებს“ ერთ-ერთი სამხედროს ახლობელმა უთხრა. ახლობლებმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ზღვაში დაკარგული სამხედროების სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები შეწყდა. დაკარგულთა ახლობლები სამძებრო ღონისძიებების გაგრძელებას ითხოვენ. „ჩვენ იძულებულები ვართ, რომ მივმართოთ შესაბამის ზომებს, გზებსაც გადავკეტავთ… ვითხოვ ჩემი მეუღლის ცხედარს, თუნდაც ერთი ნაწილი იყოს, …
Continue reading “ზღვაში დაკარგული სამხედროების ახლობლები გონიოში მაგისტრალის გადაკეტვას აპირებენ”
ალაგ-ალაგ გადაღებილი ველობილიკები
ბათუმში, ქალაქის ცენტრალურ უბნებში ველობილიკებს ალაგ-ალაგ ღებავენ. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, გიგა ჩხეიძის ინფორმაციით: „ბილიკები, რომლებიც ალაგ-ალაგ გადაიღება, მაისის თვეში სრულად იყო შეღებილი. ახლა, უბრალოდ, დაზიანებული ადგილები გადაიღება, ძირითადად ხეების ქვეშ, ზოგან მანქანებს აჩერებდნენ და დაზიანდა… ორ-სამ დღეში, დაჯდება საღებავი და განსხვავება ფერში ახალსა და ძველს შორის, აღარ იქნება. შეგვეძლო მთლიანად გადაგვეღება, თუმცა გავუფრთხილდით …
ხათუნა სამნიძე ბურჭულაძისა და თარხან-მოურავის განცხადებებზე: ეს არის ასლან აბაშიძის რიტორიკა
“სახიფათო, საშიში და საბჭოთა აზროვნება” უწოდა „რესპუბლიკური“ პარტიის თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ დღეს, 30 აგვისტოს „სახელმწიფო ხალხისთვის“ პარტიის ლიდერის პაატა ბურჭულაძის მიერ პარტიის კანდიდატების წარდგენისას „აჭარლების ხელმძღვანელ თანამდებობებზე დანიშვნაზე“ და გუშინ „რუსთავი 2“ -ზე „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის დავით თარხან-მოურავის განცხადებას თურქეთის რესპუბლიკის ოკუპანტად მოხსენიების შესახებ. მან ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს ბათუმის ოფისში ბრიფინგი გამართა. „ასეთი განცხადებები …
ბათუმობასთან დაკავშირებული სამზადისი და აფიშა
ბათუმის კულტურის ცენტრმა შესყიდვების სააგენტოსგან მიიღო უფლება „ბათუმობასთან“ დაკავშირებული შესყიდვის პირდაპირი წესით განხორციელებასის თაობაზე. ღონისძიების ტექნიკურ გაფორმებას შპს „მარკა“ უზრუნველყოფს, ხოლო შპს „ჯი ფლორა“ იზრუნებს ქუჩების სადღესასწაულო მორთულობაზე. ორგანიზატორების ინფორმაციით დაგეგმილ ღონიძიებებში ცვლილებები არ შედის, თუ ამინდი არ გაუარესდება. წვიამიანი ამინდის შემთხვევაში მთავარი კონცერტი არა საოცრებათა პარკში , არამედ საზაფხულო თეატრში ჩატარდება. უკვე მზადაა ღონისძიების …
Continue reading “ბათუმობასთან დაკავშირებული სამზადისი და აფიშა”
ბათუმში პირველ სექტემბერს ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი
აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით ხვალ, 31 აგვისტოს საღამოს საათებში და ღამით, ბათუმსა და მთლიანად აჭარის ტერიტორიაზე ამინდი გაუარესდება. ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. პირველ სექტემბერს კი, ძლიერი წვიმა იქნება ფაქტობრივად მთელი დღის განმავლობაში, დაუბერავს დასავლეთის ქარი 20-25 მ/წმ-ში. არასტაბილური ამინდი აჭარის სანაპირო ზოლსა და მაღალმთიანეთში 4 სექტემბრის ჩათვლით შენარჩუნდება. რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას – დღისით …
Continue reading “ბათუმში პირველ სექტემბერს ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი”