საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, უწყების თანამშრომლებისთვის 2017 წლის განმავლობაში სამედიცინო დაზღვევის მომსახურებას შეისყიდის, რისთვისაც მაქსიმუმ 20 მილიონ 241 ათას 969 ლარს გადაიხდის. სატენდერო პირობების მიხედვით, სამედიცინო სადაზღვევო მომსახურება განხორციელდება ძირითადი პაკეტის შესაბამისად: „I. ჯანმრთელობის დაზღვევის სტანდარტული პაკეტი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის“ , რომლის ღირებულების ანაზღაურებას უზრუნველყოფს შემსყიდველი. ასევე დამატებითი პაკეტებით: „II. …
Category Archives: მთავარი
2,6 მილიონი ლარი ქობულეთში დროებითი ნაპირდაცვისთვის
ქობულეთში, თამარ მეფის ქუჩის მიმდებარედ სანაპირო ზოლის ნაპირდაცვისთვის პლაჟზე 195 000 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევი ჩაიყრება. საპროექტო დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ ამით “ზღვის სანაპირო ზოლში რეცხვადი ბუნება მოეწყობა“, რაც ხელს შეუწყობს პლაჟის შენარჩუნებას და ნაპირის დაცვას. განმარტებით ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ ქობულეთის სანაპირო ზონაში ყოველი შტორმის შემდეგ ნატანი გადაადგილდება ნაპირის გასწვრივ [ძირითადად ჩრდილოეთისაკენ]. შესაბამისად, დინამიკური წონასწორობის …
Continue reading “2,6 მილიონი ლარი ქობულეთში დროებითი ნაპირდაცვისთვის”
ბათუმში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა
რამდენიმე წუთის წინ, ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებული პირები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276 მუხლის პირველი ნაწილით. რაც გულისხმობს, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაცის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის დაზიანება. ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში, ბავშვთა საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
ქართულ-ბრიტანული სპექტაკლი – „ცხოვრება გრძელდება“
დღეს, 19 ნოემბერს, ბათუმის დრამატული თეატრის ახალ სცენაზე კიდევ ერთი ბრიტანულ- ქართული კოპროდუქციის პრემიერა გაიმართება. სპექტაკლი „ცხოვრება გრძელდება“ ბათუმის დრამატული თეატრისა და ბრიტანული კომპანიის – „On The Run“– ის პარტნიორობის პირველი შედეგია. სპექტაკლი „ცხოვრება გრძელდება“ ჰანა მოსისა და დევიდ რალფის ერთობლივი ნამუშევარია, რომლის პრემიერაც 2014 წლის აგვისტოს ედინბურგის საერთაშორისო ფესტივალზე შედგა. კოპროდუქცია აჭარის განათლების, კულტურისა …
Continue reading “ქართულ-ბრიტანული სპექტაკლი – „ცხოვრება გრძელდება“”
ლიტერატურულ კონკურსში გამარჯვებული მეცხრეკლასელი
ცოტნე ქართველიშვილი ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულია. ის ქობულეთის მე-6 საჯარო სკოლის მეცხრე კლასში სწავლობს. ცოტნე ამბობს, რომ წიგნის სიყვარული მას ბავშვობიდან ასწავლეს. „თუ შენი მშობლები კითხულობენ, შენც აუცილებლად გეყვარება წიგნი და კითხვა“, – გვეუბნება ის. ცოტნემ ლიტერატურულ კონკურსში მეორედ გაიმარჯვა. ლიტერატურულ კონკურსს ყოველ წელს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ატარებს. დღემდე ცოტნე კონკურსში სამჯერ მონაწილეობდა. …
Continue reading “ლიტერატურულ კონკურსში გამარჯვებული მეცხრეკლასელი”
ვინ სარგებლობს ბსუ-ს ლაბორატორიებით
ბათუმის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლაბორატორიების დიდი ნაწილი უახლესი ტექნიკით აღიჭურვა. ოფიციალური ინფორმაციით, 2016 წელს ბსუ-ს ბიუჯეტიდან ლაბორატორიებისთვის 1 255 160 ლარია გათვალისწინებული. გრანტის სახით კი უნივერსიტეტის ლაბორატორიებზე 651 677 ლარი დაიხარჯა. ვინ სარგებლობს უნივერსიტეტის ლაბორატორიებით და აისახა თუ არა ძვირადღირებული ლაბორატორიების შეძენა განათლების ხარისხზე? სამეცნიერო დარგში რექტორის მოადგილე ნათია წიკლაშვილის განმარტებით, ლაბორატორიები ყველა იმ …
ქალების „უჩინარი“ სექსუალური დისკრიმინაცია
ეკა: „ღამე სიარულის დროს „სმენას ვაძლიერებ“, რომ ვაკონტროლო ვინ შეიძლება მომიახლოვდეს და საიდან. როცა ხდება ისე, რომ საეჭვო სიტუაციაა, ვცდილობ ისე მოვიქცე, თითქოს არ მეშინია. ერთი-ორჯერ მე თვითონ შევედი კომუნიკაციაში და ვკითხე, რამე ხომ არ უნდოდა და ამით, როგორც ჩანს, დაფრთხნენ და თავი დამანებეს.“ ლიკა: „საეჭვო ადგილებში ყურსასმენებით აღარ დავდივარ – ასე ვეღარ ვაკონტროლებ, უკნიდან …
Continue reading “ქალების „უჩინარი“ სექსუალური დისკრიმინაცია”
როგორ აპირებს სამთავრობო გუნდის ფორმირებას ზურაბ პატარაძე
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის სამუშაო კაბინეტში არჩილ ხაბაძის ნივთები უკვე აღარ არის, მათ შორის ხატები, რაც არჩილ ხაბაძეს საკმაოდ ბევრი ჰქონდა. კაბინეტში ახლა სამუშაო მაგიდა, სავარძელი, ტელევიზორი და წინა მთავრობის თავმჯდომარეების დროინდელი დივან-სავარძლებია. ზურაბ პატარაძე დარწმუნებულია, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სავარძელს ოთხი წლით დაიკავებს. თავის ნივთებზე კითხვის დასმამდე გვიპასუხა: „სულ შეხვედრებზე დავდივარ, ამისთვის ვერ …
Continue reading “როგორ აპირებს სამთავრობო გუნდის ფორმირებას ზურაბ პატარაძე”
„აღარ ვაძლევთ კომპანიის მანქანებს გადაადგილების საშუალებას“
მესამე დღეა რაც საპროტესტო აქციას მართავენ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლოვანის მცხოვრებლები. მათი განცხადებით, მას შემდეგ, რაც ჰესის მშენებელმა კომპანიამ, “აჭარისწყალი ჯორჯიამ” გვირაბის მშენებლობა დაიწყო, სოფელში წყლის პრობლემა გაჩნდა და მოსავლიანობა შემცირდა. ვაშლოვანელები „აჭარისწყალი ჯორჯიასგან“ კომპენსირებას ან მოსახლეობის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანას ითხოვენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, დღეს მათ კომპანიის ავტომანქანებს გადაადგილების საშუალება არ მისცეს. „აქციას გავაგრძელებთ მანამ, სანამ …
Continue reading “„აღარ ვაძლევთ კომპანიის მანქანებს გადაადგილების საშუალებას“”
ამუშავდება თუ არა კურორტი გომარდული
სამთო-სათხილამურო კურორტად გამოცხადებული გომარდულის ფუნქციონირების საკითხი კვლავ გაურკვეველია. სააქციო საზოგადოება „გომარდული“, რომელმაც კურორტი 2011 წელს გახსნა, მიწის გადასახადის გადაუხდელობის გამო ისევ დაყადაღებულია. კომპანიის წარმომადგენლები სახელმწიფოს დახმარების იმედად არიან, აჭარის მთავრობაში კი აცხადებენ, რომ ბიზნესმენებისგან ახალ საინვესტიციო წინადადებებს ელოდებიან. სააქციო საზოგადოება „გომარდულის“ ერთ-ერთი აქციონერი აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვებული მაჟორიტარი კანდიდატია. ჯერ არაფერი შეცვლილა, …
“არასწორად გაიგეს ჩემი ნათქვამი” – ინტერვიუ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან
„მომხრე ვარ, რეალური კონტროლის მექანიზმი ჰქონდეს საკონსტიტუციო სასამართლოს,“ – ამბობს ზაზა თავაძე. საკონსტიტუციო სასამართლოს ახალ თავმჯდომარეს სურს, რომ პარლამენტმა კანონის მიღებამდე საკონსტიტუციო სასამართლოს რეკომენდაცია მოისმინოს. სამუშაო კაბინეტში ჯერჯერობით არაფერი შეუცვლია, თუ არ ჩავთვლით სნაიპერულ შაშხანას, რომელსაც ნადირობით გატაცებული ზაზა თავაძე კაბინეტში ინახავს. ბატონო ზაზა, პლენუმის პირველ სხდომაზე მოსამართლეთა დანიშვნის წესი განიხილეთ. განხილვის დასრულებამდე ალბათ ვერ …
ლევან ვარშალომიძე უმაღლეს საბჭოში არ შედის
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის ლიდერი ლევან ვარშალომიძე, რომელიც უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე პარტიის პროპორციულ სიაში პირველი ნომერი იყო, უმაღლეს საბჭოში არ შედის. არჩევნების შედეგების მიხედვით პარტიამ უმაღლეს საბჭოში პროპორციული სიით ხუთი პირის შეყვანა შეძლო. ლევან ვარშალომიძეს ასმათ დიასამიძე ჩაანაცვლებს. „მე არ შევდივარ უმაღლეს საბჭოში, რაც იმას არ ნიშნავს, რომ მივდივარ. მე ვრჩები ბათუმში და ვაპირებ …
Continue reading “ლევან ვარშალომიძე უმაღლეს საბჭოში არ შედის”
უსკომ უმაღლესი საბჭოს არჩევნები შეაჯამა
აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა. აჭარის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებზე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა იყო 308 506, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 163 419-მა ამომრჩეველმა. 8 ოქტომბერს 5%-იანი ბარიერი გადალახა 4-მა საარჩევნო სუბიექტმა, ესენია: „ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა;“(ერთი მანდატი); “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“(5 მანდატი); „დავით თარხან მოურავი, ირმა …
როცა პატიმრებს გაშიშვლებასა და ბუქნების გაკეთებას აიძულებენ
პატიმარი ბათუმის ციხიდან დახმარებას ითხოვს. ის სასამართლო პროცესებს ვეღარ ესწრება, სადაც მისი საქმე განიხილება. ციხიდან გამოგზავნილ წერილში ლეონიდე მ. წერს, რომ ციხიდან ვერ გამოვა, თუკი არ გაშიშვლდება და ბადრაგირების თანამშრომლების თვალწინ ბუქნებს არ გააკეთებს… „ბუქნების გაკეთება დაუშვებელია“, – გვითხრეს სახალხო დამცველის აპარატში. „ეს არის ღირსების შემლახავი მოპყრობა“, – ამბობს გიორგი გოცირიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი. ის საკონსტიტუციო …
Continue reading “როცა პატიმრებს გაშიშვლებასა და ბუქნების გაკეთებას აიძულებენ”
მანდატების გადანაწილების წესს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს
საკონსტიტუციო სასამართლო პარლამენტში მანდატების გადანაწილების წესის კონსტიტუციურობის საკითხს განიხილავს. გადაწყვეტილება საქმის არსებითად განხილვის შესახებ სასამართლომ ახლახანს მიიღო. სარჩელის ავტორი “საქართველოს პატრიოტთა ალიანსია”, რომელიც საარჩევნო კოდექსის კონკრეტულ მუხლს ასაჩივრებს, რითაც პროპორციული წესით ჩატარებული არჩევნების შედეგად გადაუნაწილებელი მანდატების განაწილების წესია განსაზღვრული. დღევანდელ სხდომაზე, საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შესახებ. …
Continue reading “მანდატების გადანაწილების წესს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს”
შავი ზღვის რეგიონის ღვინის ფესტივალის გამარჯვებულებს სასტუმრო “რედისონში” დააჯილდოვებენ [ანონსი]
დღეს, 16 ნოემბერს, საღამოს 6 საათზე შავი ზღვის რეგიონის ღვინის ფესტივალის გამარჯვებულებს დააჯილდოვებენ. ფესტივალში მონაწილეობდნენ ბათუმის, ჩისინოუს, ოდესის, სოჭის, იალტის, კონსტანტას, ბაქოს და ვარნას წარმომადგენლები. დაჯილდოვების ცერემონიალი სასტუმრო “რედისონში” გაიმართება. გამარჯვებულებს სპეციალური 20-კაციანი ჟიური გამოავლენს. შავი ზღვის რეგიონის ფესტივალის ორგანიზატორები არიან: “Poliproject Exhibitions”, საქართველოს მეღვინეთა კავშირი და ქართული ღვინის ეროვნული სააგენტო.
უსკო უმაღლესი საბჭოს არჩევნების საბოლოო შედეგებს ხვალ გამოაცხადებს
აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგებს ხვალ, 17 ნოემბერს, ოფიციალურად შეაჯამებს. შემაჯამებელი ოქმი შედგება 8 ოქტომბრის პროპორციული და მეორე ტურის, ანუ 30 ოქტომბრის მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების საბოლოო შედეგებით. არჩევნების საბოლოო შედეგის გამოსაცხადებლად უსკოს ვადა 18 ნოემბერს ეწურებოდა. არჩევნების დასრულებიდან საქართველოს პრეზიდენტს ერთთვიანი ვადა აქვს დანიშნოს აჭარის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა. დეპუტატების ახალი …
Continue reading “უსკო უმაღლესი საბჭოს არჩევნების საბოლოო შედეგებს ხვალ გამოაცხადებს”
სამი სასამართლოს განსხვავებული გადაწყვეტილება სამსახურიდან გათავისუფლების საქმეზე
ბათუმის მერის ყოფილი თანამშრომლის, ლაშა ბერძენიშვილის სამსახურიდან გათავისუფლება კანონიერად მიიჩნია საქართველოს უზენაესმა სასამართლომ. მანამდე ამავე საქმეზე პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებმა განსხვავებული გადაწყვეტილებები მიიღეს. მათი მოთხოვნა იყო – სამსახურში აღდგენა, რადგან ბათუმის მერის ბრძანება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ უკანონოდ შეფასდა. ლაშა ბერძენიშვილი 2015 წლის 23 აპრილამდე ბათუმის მერიის ააიპ “ბათუმის სასაფლაოების” დირექტორად მუშაობდა. 23 აპრილს გიორგი …
Continue reading “სამი სასამართლოს განსხვავებული გადაწყვეტილება სამსახურიდან გათავისუფლების საქმეზე”
“იაფი სახლის” ასაშენებლად მერია ახალი ტენდერის გამოცხადებას აპირებს
„კომპანიები მონაწილეობენ ტენდერში და ბევრ შემთხვევაში მოკლებული ხარ შესაძლებლობას, ტენდერში მონაწილე კომპანიის სამომავლო განზრახვები გქონდეს შესწავლილი. სამწუხაროდ, ასეთი ფაქტები ხდება,“ – ამბობს ბათუმის მერი გაუჩინარებულ კომპანიაზე, რომელიც ბათუმში „იაფ სახლს“ აშენებდა. გიორგი ერმაკოვმა “ბათუმელებთან” საუბრის დროს თქვა, რომ მერიამ ყველა სამართლებრივი პროცედურა დაიწყო, რაც საბანკო გარანტიებს უკავშირდება. ხელმისაწვდომი საცხოვრისი, ანუ ე.წ. „იაფი სახლი“ ბათუმში კომპანია “კონვენტ …
Continue reading ““იაფი სახლის” ასაშენებლად მერია ახალი ტენდერის გამოცხადებას აპირებს”
ბათუმის მერი: „ვცადე და ვერ შევარჩიე მოადგილე“
„ვცადე და ვერ შევარჩიე… სამწუხაროდ, სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა მიმზიდველი აღარ არის ბევრისთვის. გამოცდილ ადამიანებს კერძო სექტორში ურჩევნიათ მუშაობა, იქ უფრო კარგი პირობები აქვთ, მაღალი ანაზღაურება და ასე შემდეგ,“ – ასე უპასუხა ბათუმის მერმა, გიორგი ერმაკოვმა „ბათუმელების“ კითხვას, რატომ არ ინიშნება მერის მოადგილე, რომელიც ფინანსურ საკითხებს უნდა კურირებდეს. მერის მოადგილის პოზიცია ვაკანტურია 2015 წლის 13 ივლისიდან. …
Continue reading “ბათუმის მერი: „ვცადე და ვერ შევარჩიე მოადგილე“”
მორიგი უკანონო ბრძანება ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში და ზარალი ბიუჯეტს
ბათუმის საქალაქო სასამართლომ კიდევ ერთი გათავისუფლების შესახებ ბრძანება მიიჩნია უკანონოდ, რომელსაც ხელს ბათუმის ინფექციური საავადმდყოფოს დირექტორი, ჯემალ დუმბაძე აწერს. მოსამართლე სალიხ შაინიძემ საავადმყოფოდან მიმდინარე წლის 17 ივნისს გათავისუფლებული იურისტი, რომელიც ასევე ფინანსური დირექტორის პოზიციას იკავებდა, სამსახურში აღადგინა. რუსლან ბერიძეს ყოველი გაცდენილი თვისთვის 1000 ლარი უნდა გადაუხადოს ინფექციურმა საავადმყოფომ ბიუჯეტის ხარჯზე. შპს „ბათუმის ინფექციური, შიდსისა და …
Continue reading “მორიგი უკანონო ბრძანება ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში და ზარალი ბიუჯეტს”
შსს ქობულეთში ორმხრივი სროლის შემდეგ პირის დაკავებაზე
ქობულეთში, აჭყვისთავი-ალამბრის შიდა სასოფლო გზაზე, 13 ნოემბერს ორმხრივი სროლის შემდეგ პირის დაკავების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინფორმაცია ახლახან გაავრცელა: „შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მიიღეს ოპერატიული ინფორმაცია, რომ 1975 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გ.თ. ქობულეთის რაიონის სოფელ ალამბრის გზაზე ცეცხლსასროლი იარაღით, ავტომობილით გადაადგილდებოდა. სამართალდამცველებმა გ.თ.-ს, გადამოწმების მიზნით, გაჩერება მოსთხოვეს. იგი არ დაემორჩილა …
Continue reading “შსს ქობულეთში ორმხრივი სროლის შემდეგ პირის დაკავებაზე”
დაკავება ქობულეთში ორმხრივი სროლის შემდეგ
ორმხრივი სროლის შემდეგ ქობულეთში, ალამბარი-აჭყვისთავის შიდა სასოფლო გზაზე ხვიჩა თ. დააკავეს. შემთხვევა 13 ნოემბრის ღამეს მოხდა. ადგილობრივების თქმით, პოლიციელებს ცეცხლი ბრალდებულმა გაუხსნა, რასაც პოლიციელთა მხრიდან საპასუხო სროლა მოჰყვა. “როგორც ვიცი, ნარკოტიკებს და იარაღის შენახვას ედავებოდნენ. იმალებოდა ბიძაშვილთან. მანამდე რამდენიმე დღით ადრეც სცადეს დაკავება, მაშინაც სროლა იყო, მაგრამ მოახერხა დამალვა… ბოლოს გზაზე დახვდნენ და დააკავეს. სოფელ …
Continue reading “დაკავება ქობულეთში ორმხრივი სროლის შემდეგ”
რას ასწავლიან მერიაში თანამშრომლებს
რა ფორმით უნდა მიაწოდოს მერიის თანამშრომელმა მოქალაქეს მოთხოვნაზე უარყოფითი პასუხი, რომ მისი გულისწყრომა არ დაიმსახუროს და თავადაც არ გახდეს აგრესიული დამოკიდებულების ადრესატი? – როგორ ჩანს ეს კითხვა დღის წესრიგში ბათუმის მერიშიც დადგა. ნეგატიური ინფორმაციის გადაცემის ტექნიკა იმ საკითხების ჩამონათვალშია, რომელთა სწავლებაზეც მიმდინარე წელს მერიამ ტენდერი გამოაცხადა და შესაბამისი მომსახურება შეისყიდა. ბათუმის მერია თანამშრომლების სწავლების 2017 …
მერია შვიდი სპორტული კლუბის ლიკვიდაციას გეგმავს
ბათუმის მერია შვიდი მუნიციპალური ორგანიზაციის ლიკვიდაციას გეგმავს, შვიდივე სპორტული კლუბის საქმიანობის მართვას ემსახურება. სხვადასხვა კომპანიის ერთი აიპის მართვაში გაერთიანების იდეას მერიაში მენეჯმენტის გაუმჯობესების სურვილით ხსნიან. ამ სპორტული კლუბებიდან ბევრმა მიზერული დაფინანსების პირობებში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. ბათუმის ხელბურთის კლუბი „ბათუმი“ შავი ზღვის თასის გათამაშების გამარჯვებული და ორგზის ქვეყნის ჩემპიონია. „შავი ზღვის ბიჭებმა“ დაარსებიდან დღემდე კიდევ რამდენიმე …
Continue reading “მერია შვიდი სპორტული კლუბის ლიკვიდაციას გეგმავს”
200 ათასი ლარი აჭარაში სოფლის ექიმებისთვის ავტომობილების შესაძენად
მაქსიმუმ 200 ათას ლარს გადაიხდის აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო მაღალი გამავლობის 9 მსუბუქ ავტომობილში. სამინისტროს ინფორმაციით, ავტომობილები პირველადი ჯანდაცვის ცენტრებისთვის, სოფლის ექიმებისთვის გადასაცემად უნდა შეისყიდონ. რაც შეეხება მიმდინარე ტენდერს, ის ხელახლა გამოცხადდა, ვინაიდან წინა ტენდერში მონაწილეობა არავინ მიიღო. სატენდერო პირობების თანახმად, ავტომობილი უნდა იყოს ახალი, 2014-2016 წლის გამოშვების, ექსპლუატაციაში არნამყოფი; ტექნიკური პარამეტრები უნდა შეესაბამებოდეს სამინისტროს მიერ …
Continue reading “200 ათასი ლარი აჭარაში სოფლის ექიმებისთვის ავტომობილების შესაძენად”
შსს-მ სარფში ვისბადენის ინტერპოლის მიერ ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავა
შს სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის ინტერპოლისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახური „სარფი“-ს თანამშრომლებმა, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში შემოსვლისას, ვისბადენის ინტერპოლის მიერ მიმდინარე წლიდან საერთაშორისო დონეზე ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე კ. ჩ. დააკავეს. „დაკავებული საქართველოში შემოსვლას ვისბადენის ინტერპოლის მიერ მიმდინარე წლის ივნისიდან ძებნილი, „რენჯ როვერის“ მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალებით ცდილობდა. კ.ჩ.-ს ბრალი ედება …
Continue reading “შსს-მ სარფში ვისბადენის ინტერპოლის მიერ ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავა”
ყინჩაურის მოსახლეობა აჭარის მთავრობასთან შეხვედრას ითხოვს
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყინჩაურის მოსახლეობას ამ წუთებში ხულოს პოლიციის უფროსი ვახტანგ ბერიძე ხვდება. მოსახლეობა დღეს აქციას მართავს და ჰესის მშენებელი კომპანიის ტექნიკას მუშაობის საშუალებას არ აძლევს. აქციის მონაწილე მურმან აბაშიძე ამბობს, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება, რათა მოსახლეობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს შეახვედრონ. „ჩვენ მთავრობისგან პასუხს ველოდებით… თუ მთავრობის თავმჯდომარე 2-3 დღეში ჩვენთან შესახვედრად არ ამოვა, ჩვენ …
Continue reading “ყინჩაურის მოსახლეობა აჭარის მთავრობასთან შეხვედრას ითხოვს”
17 ათასი ლარი ახალაშენებული სასპორტო სკოლის რემონტისთვის
შუახევის მუნიციპალიტეტში 2013 წელს აშენებულ სასპორტო სკოლას არემონტებენ, რომლის ასაგებად ბიუჯეტიდან 1 მლნ 5000 ლარი დაიხარჯა. ამ შენობის რემონტისთვის ახლა 17 800 ლარია გათვალისწინებული. რატომ გახდა საჭირო სამი წლის შემდეგ ძვირადღირებული სარემონტო სამუშაოების ჩატარება? დაბა შუახევში სასპორტო სკოლის გასარემონტებლად ტენდერი შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 17 800 ლარზე ივლისში გამოაცხადა. სარემონტო სამუშაოებზე გამოცხადებულ ტენდერში შპს „კონსულმა“ გაიმარჯვა. …
Continue reading “17 ათასი ლარი ახალაშენებული სასპორტო სკოლის რემონტისთვის”
როდის მიიღებენ ხელფასს ჭვანის საბავშვო ბაღის თანამშრომლები
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვანის საბავშვო ბაღის თანამშრომლებს ორი თვეა ხელფასი არ აუღიათ. მათ სამუშაო ხელშეკრულება წელს, ორჯერ – სამი თვით, ხოლო შემდეგ წლის ბოლომდე გაუგრძელდათ. ხელშეკრულებას ვადა არ გასვლია, თუმცა ბაღში დასაქმებულები კუთვნილ ხელფასს ვერ იღებენ. შუახევის ბაგა-ბაღების გაერთიანების ბუღალტერი მიხეილ ცეცხლაძე განმარტავს, რომ ხელფასი თანამშრომლებმა მხოლოდ იმის გამო ვერ მიიღეს, რომ საბავშვო ბაღში სარემონტო …
Continue reading “როდის მიიღებენ ხელფასს ჭვანის საბავშვო ბაღის თანამშრომლები”
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე „ოცნების ქალაქზე“
კითხვაზე, რატომ არ შეხვდა „ოცნების ქალაქის“ მაცხოვრებლებს ამ დრომდე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ განაცხადა, რომ მას არ უნდოდა წინასაარჩევნო პერიოდში დაპირებების გაცემა: „მე თავი ავარიდე შეხვედრას, რადგანაც იყო წინასაარჩევნო პერიოდი. არ მინდოდა, რაღაც დაპირებები გამეცა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ მადარდებს ეს საკითხი. აუცილებლად მივალ იქ. ვფიქრობ, რომ კიდევ ერთი კომისია კომისიისთვის არ …
Continue reading “აჭარის მთავრობის თავმჯდომარე „ოცნების ქალაქზე“”
ჭიბონის ოსტატი ქედიდან
თემურ არძენაძე ჭიბონს ბავშვობიდან ამზადებს. ქედელ ხელოსანს ჭიბონის დასამზადებლად არამარტო ქართველი, არამედ საქართველოში ჩამოსული უცხოელი ტურისტებიც ხშირად აკითხავენ. ჩასაბერი საკრავის დამზადებასთან ერთად ქედელი ხელოსანი ჭიბონის საუკეთესო დამკვრელიცაა. ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დანდალოში მცხოვრებმა თემურ არძენაძემ პირველი ჭიბონი 12 წლის ასაკში დაამზადა. ახლა 52 წლისაა და ამბობს, რომ წლების განმავლობაში ათეულობით დამზადებულმა ჭიბონმა პროფესიონალ ხელოსნად აქცია. „არ …
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე სახელმწიფოსგან ბინის ჩუქებაზე
“ახლა მკითხავთ ალბათ, თქვენ რომ მოგცეს ბინა და გაყიდეთ, ხომ კარგი იყოო… ვფიქრობ, მოსამართლეებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, როგორ ურჩევნიათ [ბინა], საკუთრებაში, თუ სარგებლობის უფლებით. სახელმწიფო თუ გააკეთებს ამას, ეს შეიძლება დისკრიმინაციულად შეფასდეს“- განაცხადა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, ზაზა თავაძემ „ბათუმელებთან“ ინტერვიუში. „ბათუმელები“: თქვენ რატომ არ გააკეთეთ იგივე? ხომ შეგეძლოთ უარი გეთქვათ საკუთრების ჩუქებაზე და უფლებამოსილების ვადით აგეღოთ …
Continue reading “საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე სახელმწიფოსგან ბინის ჩუქებაზე”
ბათუმის მერიის უკონტროლო ქონება და უფასო მოსარგებლეები
აჭარის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით ბათუმში, ქობულეთსა და ხელვაჩაურში სულ ცოტა 125 ადამიანი ყოველგვარი საზღაურისა და უფლების გარეშე სარგებლობს. აჭარაში მუნიციპალური ქონების უსასყიდლოდ და უნებართვოდ გამოყენების ფაქტებიც ფიქსირდება. სახელმწიფო აუდიტის ერთ-ერთი დასკვნის მიხედვით, „ბათუმის მერიის საკუთრებაშია ქონება, რომელთაც იყენებენ გარკვეული ფიზიკური ან იურიდიული პირები უსასყიდლოდ“. ბათუმის მერიის მიერ აუდიტისთვის მიწოდებული ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ქონებიდან 10 ობიექტი …
Continue reading “ბათუმის მერიის უკონტროლო ქონება და უფასო მოსარგებლეები”
აჭარის ქონების უფასოდ მოსარგებლეები
აჭარის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით ბათუმში, ქობულეთსა და ხელვაჩაურში სულ ცოტა 125 ადამიანი ყოველგვარი საზღაურისა და უფლების გარეშე სარგებლობს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ურთიერთობა მოსარგებლეებთან კანონის შესაბამისად მოწესრიგდება. სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა ეს ადამიანები გამოასახლონ კიდეც. კანონის ნორმა კი, რომლითაც სამინისტრო საკითხს არეგულირებდა, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო. სახელმწიფო აუდიტის დასკვნით აჭარაში …
შს სამინისტრო „ჭკვიანი კამერების“ დამონტაჟებას იწყებს
შინაგან საქმეთა მინისტროს ინფორმაციით, „დანაშაულის პრევენციის, მომხდარ დანაშაულზე ოპერატიული რეაგირების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენისა და აღკვეთის, ასევე, სატრანსპორტო ნაკადების მართვის და უტყუარი მტკიცებულებების მოპოვების უზრუნველსაყოფად“ სამინისტრო ახალ პროექტს – „უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო რეგიონი, უსაფრთხო ქვეყანა“ იწყებს. სამინისტროს ინფორმაციით, ახალი პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია, მთელი ქვეყნის მასშტაბით, პოლიციის მიერ წინასწარ განსაზღვრულ ადგილებში, ვიდეოანალიტიკური პროგრამებით აღჭურვილი ე.წ. „ჭკვიანი კამერების“ …
Continue reading “შს სამინისტრო „ჭკვიანი კამერების“ დამონტაჟებას იწყებს”