ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ჩელტის ყოფილი სკოლის შენობაში 2008 წლიდან დღემდე სხვადასხვა დროს სტიქიით დაზარალებული და შვიდი უსახლკარო ოჯახი შეასახლეს. 2016 წლის 30 ნოემბერს, აჭარის მთავრობამ 50 ეკომიგრანტ ოჯახს ბინები გადასცა. მათგან სამი ოჯახი, ჩელტის ყოფილი სკოლის შენობაში ცხოვრობდა. სკოლაში ამჟამად 4 ოჯახია დარჩენილი, რომლებიც ხელისუფლებას მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას და ახალი საცხოვრისის გამოყოფას სთხოვენ. გივი …
Category Archives: მთავარი
მკვლელობა 6 მაისის პარკთან – რა გადაწყვიტა სასამართლომ
13 წლით თავისუფლების აღკვეთა არჩილ ფეტიძეს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა შეუფარდა. მას ბათუმში, 6 მაისის პარკთან, გაჩერებულ მანქანაში შვიდი ტყვიით ირაკლი აბუსერიძის მკვლელობა დაუდასტურდა. მოსამართლის განაჩენი ბრალდებულს არ მოუსმენია. სასამართლოს დიდ დარბაზში მხოლოდ გარდაცვლილის ახლობლები იყვნენ და განაჩენის მოსმენისთანავე უკმაყოფილება გამოთქვეს – მათი აზრით, არჩილ ფეტიძე გაცილებით მკაცრ სასჯელს იმსახურებდა. მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა იგივე არჩილ ფეტიძე …
Continue reading “მკვლელობა 6 მაისის პარკთან – რა გადაწყვიტა სასამართლომ”
ზურაბ პატარაძე მთავრობის თავმჯდომარედ ხელმეორედ აირჩიეს
დღეს 5 დეკემბერს, აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე, კენჭი უყარეს ზურაბ პატარაძის კანდიდატურას აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე. ის ერთადერთი კანდიდატი იყო ამ პოსტზე წარდგენილი. ახალი მოწვევის უმაღლესმა საბჭომ ჯერ მთავრობის თავმჯდომარის ანგარიშს მოუსმინა, შემდეგ კი კენჭისყრა გაიმართა, რომელიც ფარული იყო. კენჭისყრაში არ მონაწილეობდა „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ხუთი წევრითაა წარმოდგენილი უმაღლეს საბჭოში, „პატრიოტთა ალიანსი“ და „ბურჯანაძე-დემოკრატების“ …
Continue reading “ზურაბ პატარაძე მთავრობის თავმჯდომარედ ხელმეორედ აირჩიეს”
ზურაბ პატარაძე: „ოცნების ქალაქთან“ დაკავშირებით ყველა ზომა იქნება მიღებული
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ დღეს, აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე, სადაც მისი კანდიდატურის განხილვა მიმდინარეობს მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე, განაცხადა რომ ე.წ „ოცნების ქალაქთან“ დაკავშირებით ყველა აუცილებელ ზომას მიიღებს. „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და სენსიტიური საკითხი, მე წინასაარჩევნო პერიოდში თავი შევიკავე და არ მივედი ამ ლოკაციაში რადგან კონკრეტულ პროექტებზე საუბარი ჩაგვეთვლებოდა ამომრჩევლის მოსყიდვაში. ჩვენ არ …
Continue reading “ზურაბ პატარაძე: „ოცნების ქალაქთან“ დაკავშირებით ყველა ზომა იქნება მიღებული”
ზურაბ პატარაძე: ჩვენ ვმუშაობთ ბულვარის კონსერვაციის პროექტზე
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, დღეს 5 დეკემბერს აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა რომ მთავრობა ბათუმის ბულვარის კონსერვაციას აპირებს. „ჩვენ იმიტომ არ დაგვიტოვებია ბულვარი რომ იქ ასსართულიანი სახლები ჩავდგათ, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს ისე, როგორც ეს საზოგადოებას სურს. ჩვენ ვმუშაობთ ბულვარის კონსერვაციის პროექტზე და აუცილებლად შევინარჩუნებთ ბულვარს იმ სახით, როგორც აქამდე გვქონდა“. ზურაბ პატარაძის განცხადებით, …
Continue reading “ზურაბ პატარაძე: ჩვენ ვმუშაობთ ბულვარის კონსერვაციის პროექტზე”
აჭარის მაღალმთიანეთში 1 200-მდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება
ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბესიკ ბაუჩაძის ინფორმაციით, ხულოში თოვლის საფარი 80 სმ-ს აღწევს. ელექტროენერგია რა მიეწოდება რამდენიმე სოფელს. „გუშინ გაითიშა დიდაჭარა, ირემაძეებში შუქი, ასევე ოქრუაშვილებში თუმცა, დღეს მიდის აღდგენითი სამუშაოები“-აცხადებს გამგებელი. მისი თქმით დაახლოებით 200-მდე აბონენტია გათიშული შუახევის გამგებლის ტარიელ ებრალიძის განცხადებით, მუნიციპალიტეტში 1000-მდე აბონენტია გათიშული. „დილიდანვე გასულია ბრიგადები და მუშაობენ აღდგენაზე“-აცხადებს გამგებელი. ბესიკ ბაუჩაძის თქმით, …
Continue reading “აჭარის მაღალმთიანეთში 1 200-მდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება”
უმაღლესი საბჭო ზურაბ პატარაძის თავმჯდომარედ დამტკიცების საკითხს განიხილავს
დღეს, 5 დეკემბერს, აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება, რომელიც განიხილავს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის , ზურაბ პატარაძის კანდიდატურას ამავე თანამდებობის დასაკავებლად. სხდომაზე კანდიდატურა უნდა განიხილონ შემდეგ კი კენჭი უნდა უყარონ ზურაბ პატარაძის კანდიდატურის დამტკიცებას. უმაღლეს საბჭოში რიგგარეშე სხდომა 11:30 წუთზე დაიწყება. უმაღლესი საბჭოს 8 ოქტომბრის [მეორე ტური ჩატარდა 30 ოქტომბერს] არჩევნების შემდეგ, პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობას აჭარის …
Continue reading “უმაღლესი საბჭო ზურაბ პატარაძის თავმჯდომარედ დამტკიცების საკითხს განიხილავს”
იურისტი: ყოფილ ცოლზე მოძალადეს, დასაბუთებული ეჭვით, შსს-ში მფარველობენ
პირი, რომელსაც სასამართლომ სამჯერ თავისუფლება აღუკვეთა, პატიმრობაში არ იმყოფება. ბრალდებულს ბათუმის სასამართლომ მეუღლეზე ძალადობისთვის შეუფარდა პატიმრობა. იმავე პირმა გუშინ, 3 დეკემბერს, ბათუმში ყოფილი მეუღლის მანქანას ცეცხლი წაუკიდა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში“ აცხადებენ, რომ სახელმწიფომ სასამართლოს განაჩენი არ აღასრულა, რადგან, დასაბუთებული ეჭვით, განსასჯელს შს სამინისტროში მფარველობენ. არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ იურისტი, ანა ბერძენიშვილი აცხადებს, რომ სამგზის პატიმრობამისჯილი თ.ო. ბრალდებულია …
Continue reading “იურისტი: ყოფილ ცოლზე მოძალადეს, დასაბუთებული ეჭვით, შსს-ში მფარველობენ”
მირანდა ჩარკვიანის კომენტარი „ბათომის“ მოთხოვნაზე
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს უფროსი, მირანდა ჩარკვიანი, 3 დეკემბერს არასამთავრობო ორგანიზაცია „ბათომის“ მიერ გაკეთებელ განცხადებას პასუხობს. ორგანიზაციის წარმომადგენლები აჭარის მთავრობას სთხოვენ, მირანდა ჩარკვიანის საქმიანობა შესაბამისმა უწყებებმა შეისწავლონ. „ბათომის“ განცხადებით, „არსებობს სერიოზული ეჭვი, რომ ფარნავაზ მეფის #57-ში მდებარე შენობისთვის ძეგლის სტატუსის მოსახსნელად გამოყენებული იყო თაღლითური სქემა მისამართის მანიპულირებით“. სააგენტოს უფროსი მირანდა ჩარკვიანი „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ …
Continue reading “მირანდა ჩარკვიანის კომენტარი „ბათომის“ მოთხოვნაზე”
შტორმით მიყენებული ზარალი ჯერ დათვლილი არ არის
,,შტორმის შედეგად მიყენებული ზარალი ჯერ დათვლილი არ არის. წელს უკვე იწყება ნაპირსამაგრი სამუშაოები. სწორედ ასეთი გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის არის ბიუჯეტში გათვალისწინებული ხარჯები, რომელთა გამოყენება მიმდინარე წელს უკვე დაიწყო და 2017 წელსაც გაგრძელდება“ – აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. მთავრობის ინფორმაციით, გუშინ ღამით ძლიერი ღელვის შედეგად ბულვარის ტერიტორიასა და სასეირნო ბილიკზე ამოყრილი იყო ქვიშა და ნატანი: …
Continue reading “შტორმით მიყენებული ზარალი ჯერ დათვლილი არ არის”
ქობულეთის გამგებელი: შტორმი მოსახლეობას საფრთხეს არ უქმნის
ქობულეთის გამგებლის, სულხან ევგენიძის ინფორმაციით, ქობულეთში, თამარ მეფის გამზირზე, მეშვიდე სკოლასთან შტორმის შედეგად ზღვის ტალღები სანაპიროზე გადმოვიდა. მისი თქმით, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. „ისეთი წვიმა არ არის, რომ დატბორვის საშიშროება იყოს, არხები, რომლებიც ზღვაში შედის, სილითაა ამოვსებული და ვწმენდთ. გამგეობა მუშაობს, ახლაც ვიყავით გასული, 112, სამაშველო – ყველა ხაზზეა, ამ ეტაპზე მოსახლეობის გაყვანის საჭიროება ნამდვილად …
Continue reading “ქობულეთის გამგებელი: შტორმი მოსახლეობას საფრთხეს არ უქმნის”
აჭარაში 2500-მდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება
აჭარის ტერიტორიაზე ამ დროისთვის 2500-მდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ რეგიონულ ოფისში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ მიზეზი უამინდობაა. „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმის გამო ელექტროენერგია არ მიეწოდება 828 აბონენტს, ხოლო აჭარის მაღალმთიანეთში [ქედა, შუახევი, ხულო] _ 1600 აბონენტს. მაღალმთიანეთში პრობლემა თოვლმა შექმნა, დაზიანებულია გადამცემი ხაზები… ხელვაჩაურშიც და მაღალმთიანეთშიც გასულია ბრიგადები და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები,“ – განაცხადეს …
Continue reading “აჭარაში 2500-მდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება”
2 388 ათოსანი საქართველოში
საქართველოს განათლების სამინისტრომ საბაზო საფეხურის 2 388 მოსწავლეს საჩუქრად ნოუთბუქები გადასცა. როგორც სამინისტროში აცხადებენ, მთავარი კრიტერიუმი არის ის, რომ მოსწავლეს ყველა საგანში უნდა ჰქონდეს ათი, დამრგვალების გარეშე. აჭარის სკოლებიდან კომპიუტერი 260-მა ათოსანმა მოსწავლემ მიიღო. განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ მოსწავლეების მოტივაცია გაიზარდა, რადგან თუ გასულ წელს კომპიუტერი 1984-მა მოსწავლემ მიიღო, წელს ეს ციფრი ორი ათასზე მეტია. …
ბათუმში ავტომანქანას ცეცხლი წაუკიდეს
გუშინ გვიან ღამით, ბათუმში ოსტროვის ქუჩაზე მსუბუქ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. ავტომანქანის მფლობელის ინფორმაციით, ცეცხლი ავტომანქანას წინასწარ განზრახვით წაუკიდეს. სამაშველო სამსახურის მოსვლამდე, ცეცხლი დაზარალებული პირის მეზობლებმა წყლით ჩააქრეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 167 მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ცეცხლის წაკიდებით. „დადგენილია სავარაუდო ბრალდებულის ვინაობა“, – აცხადებენ სამინისტროში. მოგვიანებით არასამთავრობო ორგანიზაცია …
14 წლის მოზარდი თანაკლასელების მხრიდან ძალადობაზე საუბრობს
„დამცინიან, ქაღალდებს მესვრიან, თავში წიგნებს მათხლეშენ და შეურაცხმყოფელ სიტყვებს მეუბნებიან. არავინ მემეგობრება, სულ ჩხუბი მომწყინდა, ამიტომ სკოლა მივატოვე“, – გვეუბნება 14 წლის მოზარდი, რომელიც ამ დროისთვის მე-6 კლასში ირიცხება. სკოლის დირექცია კი, სადაც მოზარდი სწავლობდა, ამბობს, რომ „სკოლაში უარესი რამეებიც ხდება“. „სწავლა მინდა, მაგრამ იმ სკოლაში არ წავალ. ყველა დამცინის, აბუჩად მიგდებს, განსაკუთრებით ბიჭები, თუმცა …
Continue reading “14 წლის მოზარდი თანაკლასელების მხრიდან ძალადობაზე საუბრობს”
“ბათომი”: მირანდა ჩარკვიანის საქმიანობა შესწავლილი უნდა იყოს შესაბამისი უწყებების მიერ
დღეს, 3 დეკემბერს არასამთავრობო ორგანიზაცია „ბათომმა“ ბრიფინგი გამართა და ღია წერილით მიმართა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს. „ბათომი“ ფარნავაზ მეფის #57-ში მდებარე შენობის დემონტაჟს აპროტესტებს და ქალაქის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის, მირანდა ჩარკვიანის საქმიანობის შესწავლას ითხოვს: „ფარნავაზ მეფის #57-ში დაწყებულია შენობის დემონტაჟი. აღნიშნული შენობა ისტორიულია, იგი მე-19 საუკუნის 80-იან წლებშია აგებული და ქალაქის ისტორიული განაშენიანების ღირებული ნაწილია. …
ნაგავსაყრელად ქცეული ყოფილი მაგისტრალი
მწვანე კონცხის დასახლებაში, იმ გზის გარკვეული ნაწილი, რომელიც მახინჯაურის გვირაბის გახსნამდე ცენტრალური მაგისტრალი იყო, დღეს არაოფიციალურ ნაგავსაყრელადაა ქცეული. უღელტეხილიდან ჩაქვის მიმართულებით გზის გასწვრივ ორივე მხარეს მიწაში არეული ასფალტის ნატეხებისა და ნაგვის გორები დგას. ეს გზა ახლა თბილისის ქუჩაა და ის ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებშია. ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მახინჯაურის გვირაბის გახსნამდე მის გასწვრივ არსებული ცენტრალური …
ვისია ბათუმის ბულვარი
ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტში ბულვარისთვის 3 მილიონ 400 ათასი ლარია გათვალისწინებული. წინა წლებში, როცა მას აჭარის ფინანსთა სამინისტრო განკარგავდა, ბულვარის ბიუჯეტი გაცილებით მეტი იყო. ბათუმელი აქტივისტები უკვე წლებია ითხოვდნენ ფინანსთა სამინისტროსთვის ბულვარის მართვის უფლების ჩამორთმევას, რადგან ამ სამინისტროში ბულვარს ხშირად განიხილავდნენ, როგორც საინვესტიციო ზონას. თუმცა, ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე გარკვეული, რა ელოდება ბულვარს ახალი …
ბათუმში ჰაერში აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციამ ნორმას 7.5-ჯერ გადააჭარბა
ბათუმში ჰაერში ოქტომბერში აზოტის დიოქსიდის საშუალოთვიური კონცენტრაცია დასაშვებ ნორმას 7.5-ჯერ აღემატებოდა, ნახშირჟანგისა კი 1.2-ჯერ. გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ოქტომბერში ჩატარებული მონიტორინგის ავტომატური სადგურიდან მიღებული შედეგები დღეს გახდა ცნობილი. საქართველოს გარემოს დაბინძურების მოკლე მიმოხილვაში წერია, რომ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგი წარმოებდა ექვს ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ზესტაფონში, ქუთაისში, ბათუმსა და ჭიათურაში. მათ შორის უწყვეტი მონიტორინგი წარმოებდა თბილისის …
Continue reading “ბათუმში ჰაერში აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციამ ნორმას 7.5-ჯერ გადააჭარბა”
საახალწლო სოფელი და გლინტვეინი ბათუმში – მერიის საახალწლო პროგრამა
ახალი წლის ღონისძიება ბათუმში ერას მოედანზე გაიმართება, სადაც ბათუმის მერიის ინფორმაციით, მთლიანი სივრცე შესაბამისი თემატიკით მოირთვება, ასევე შეიქმნება პატარა, საახალწლო სოფლის იმიტაცია. სივრცეში განთავსებული იქნება საახალწლო სოფელი, ნაძვის ხე, დიდი და პატარა სცენები, ასევე მოეწყობა სანტას კუთხე, კარნავალი და ქუჩის სხვადასხვა აქტივობა. საახალწლო სოფელი ერას მოედანზე 25 დეკემბერიდან მოეწყობა, სივრცეში დაიდგმება ოცამდე ქოხი, რომლებშიც განთავსდება საკვები …
Continue reading “საახალწლო სოფელი და გლინტვეინი ბათუმში – მერიის საახალწლო პროგრამა”
გარდაცვლილის გადასვენების ხარჯები ბიუჯეტში?
„სასურველია მუნიციპალიტეტმა იმსჯელოს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაცვლილი პირის ოჯახში გადასვენების დაფინანსების თაობაზე”, – ამ წინადადებით აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისია აჭარის მთავრობას მიმართავს. კომისიის შემადგენლობა დღეიდან შეიცვლება, თუმცა, ძირითადად, უცვლელი რჩება მთავრობის შემადგენლობა და პრობლემები იმ ოჯახების, რომელთა დახმარებაზეც კომისიამ მიუთითა. „ერთ-ერთ საავადმყოფოსთან შევესწარი ფაქტს, როცა მიცვალებულს რის ვაი-ვაგლახით ახლობლის მსუბუქ ავტომანქანაში ათავსებდნენ იმის გამო, რომ …
Continue reading “გარდაცვლილის გადასვენების ხარჯები ბიუჯეტში?”
ორსაუკუნოვანი მეჩეთი მეტალოპლასტმასის ფანჯრებით
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭინკაძეებში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს მუსლიმი მოსახლეობა სამუფთოს დახმარებით არემონტებს. აქ არსებულ მეჩეთს ძეგლის სტატუსი სამინისტრომ 2006 წელს მიანიჭა, თუმცა ამის შესახებ ინფორმაციას არც სამუფთო ფლობს, არც ადგილობრივი გამგეობა და არც ის მოსახლეობა, რომელიც ჩამონგრევის პირას მყოფი სალოცავის გადარჩენას ცდილობს. ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭინკაძეებში ხის ორსართულიანი შენობა დგას. შენობა სიძველითა და არქიტექტურული სტილით …
Continue reading “ორსაუკუნოვანი მეჩეთი მეტალოპლასტმასის ფანჯრებით”
ზაურ ახვლედიანი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კაბინეტის უფროსად ინიშნება
ბათუმის საკრებულო 2 დეკემბერს რიგგარეშე სხდომაზე განიხილავს ზაურ ახვლედიანის პირად განცხადებას – საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ. რესპუბლიკელი ზაურ ახვლედიანი აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კაბინეტის უფროსად ინიშნება. სატელეფონო ზარს თავად ზაურ ახვლედიანი არ პასუხობს, თუმცა ეს ინფორმაცია დაგვიდასტურა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ: „დღეს-ხვალ მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას. ჩვენ შევთავაზეთ მას ეს პოზიცია და თანხმობა …
Continue reading “ზაურ ახვლედიანი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კაბინეტის უფროსად ინიშნება”
ბათუმის საკრებულოს 12 სკამი
ბათუმის საკრებულოს სხდომაზე დასასწრებად მისულ მოქალაქეს შენობის დაცვის თანამშრომელმა უთხრა, რომ სხდომათა დარბაზში მოსახვედრად შენობის მეორე შესასვლელიდან უნდა შევიდეს, საშვთა ბიუროს გავლით. ბიუროში კი მას განუმარტეს, რომ დარბაზში ადგილი არ იყო და ვერ შეუშვებდნენ. მოქალაქე ტელეფონით დაუკავშირდა სხდომაზე შესულ მეგობარს, რომელმაც თქვა, რომ სხდომათა დარბაზში რამდენიმე თავისუფალი ადგილია. კანონით საკრებულოს სხდომა საჯაროა და მასზე დასწრების …
კაზინოდან სასამართლოში – მოგებული ფულის მისაღებად
ლევენთ სადულა მუსა ბათუმში კაზინოში სათამაშოდ 11 აგვისტოს ჩამოვიდა. ამბობს, რომ ცნობილი მოთამაშეა და კაზინო „პეგასის“ წარმომადგენელი ბათუმიდან თავად დაუკავშირდა, თვითმფრინავის ბილეთები დაუჯავშნა და სასტუმროც. ლევენთი ერთადერთი არ არის, ვინც ბათუმში, კაზინოში მოგებული თანხა ვერ აიღო და ბათუმის საქალაქო სასამართლოში იჩივლა. „მესამეჯერ ჩამოვედი ამ ზაფხულს საქართველოში. მანამდე დავდიოდი გუდაურში. ჩემი გატაცებაა სნოუბორდიც. ბათუმში პირველად ვიყავი,“ …
Continue reading “კაზინოდან სასამართლოში – მოგებული ფულის მისაღებად”
ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს
მოსამართლე დავით მამისეიშვილმა წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ჯემალ დუმბაძეს, ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს, რომელსაც დიდი ოდენობით სხვისი ქონების გაფლანგვა ედება ბრალად. ჯემალ დუმბაძე 28 ნოემბერს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დააკავა. ბრალდებული წარდგენილ ბრალს აღიარებს. გამოძიება ჯემალ დუმბაძეს კონკრეტულად ორი ტენდერის გამო ედავება. ერთ შემთხვევაში, ინფექციურმა საავადმყოფომ 84 705 ლარი გადაიხადა, როცა ტენდერში მონაწილე სხვა პრეტენდენტი იმავე …
Continue reading “ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს”
ხელვაჩაურში სოციალურ სახლებში ეკომიგრანტებს ბინები გადასცეს
ხელვაჩაურში, სოფელ კაპრეშუმში, 50 ეკომიგრანტს “სოციალურ სახლში” ბინა გადასცეს. კაპრეშუმში ორი ხუთსართულიანი სახლის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო. ხელვაჩაურის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სახლებისთვის 2 მილიონ 200 ათასი ლარი დაიხარჯა. ეკომიგრანტი ოჯახები სპეციალურმა კომისიამ შეარჩია. ხელვაჩაურის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს კიდევ ერთი სოციალური სახლის მშენებლობა ურეხში, სადაც 23 ოჯახი იცხოვრებს. კაპრეშუმში სახლების გახსნას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ …
Continue reading “ხელვაჩაურში სოციალურ სახლებში ეკომიგრანტებს ბინები გადასცეს”
უფასო კინოჩვენება და დისკუსია თემაზე „ახალგაზრდები და ქუჩა”
შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღის აღსანიშნავად სამედიცინო-ფსიქოლოგიურ ცენტრ „თანადგომას“ ბათუმის ფილიალი ფილმის ჩვენებას აწყობს. ფილმის – „KIDS“ ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია თემაზე „ახალგაზრდები და ქუჩა“. კინოს კინოთეატრ „აპოლოში“ ხვალ, პირველ დეკემბერს, 16:30 საათზე აჩვენებენ. დასწრება თავისუფალია. სექსი და ნარკოტიკები, ბინძური გინება და მგრძნობიარე დაუცველობა, მოზარდების კომპლექსები და ამბიციები, ბავშვობის სილამაზე და ტრაგედია – ამ თემებზეა მხატვრული ფილმი …
Continue reading “უფასო კინოჩვენება და დისკუსია თემაზე „ახალგაზრდები და ქუჩა””
ბათუმის სამშობიარო სახლის დირექტორად ჯუმბერ უნგიაძე აირჩიეს
შპს “აჭარის სამშობიარო სახლის” დირექტორად მეწილეებმა ჯუმბერ უნგიაძე აირჩიეს, სამედიცინო კლინიკა “მედინას” ყოფილი დირექტორი. ინფორმაცია ნუკრი ბეჟანიძემ დაგვიდასტურა, რომელიც 2014 წლის ნოემბრიდან “სამშობიარო სახლის“ დირექტორი იყო. ამჟამად იგი საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატია ბათუმიდან. “ვადასტურებ, ჯუმბერ უნგიაძე ავირჩიეთ აქციონერებმა. ჯუმბერი საუკეთესო სპეციალისტია და მენეჯერი. სულ ოთხი კანდიდატურა იყო წარმოდგენილი, მაგრამ ორმა ადრევე მოხსნა, როცა ჯუმბერ უნგიაძე დასახელდა… …
Continue reading “ბათუმის სამშობიარო სახლის დირექტორად ჯუმბერ უნგიაძე აირჩიეს”
უფასო ტესტირება აივ-ინფექციაზე ბათუმში
პირველი დეკემბერი შეძენილ იმუნოდეფიციტთან – აივ/შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღეა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი სხვადასხვა ღონისძიებას გეგმავს, მათ შორისაა აივ-ინფექციაზე ტესტირება: ხვალ, პირველ დეკემბერს, ევროპის მოედანზე მოქალაქეებს მობილურ ლაბორატორიაში სპეციალისტები უფასოდ მოემსახურებიან. “ნებისმიერ მსურველს აუღებენ სისხლის ანალიზს და მოქალაქე რამდენიმე წუთში მიიღებს პასუხს… ჩვენი მობილური ლაბორატორია მთელი დღის განმავლობაში იმუშავებს,” – გვითხრეს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის …
ქობულეთის გამგეობამ ნახევარ მილიონამდე ლარი პრემიებში დახარჯა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 4 თვის განმავლობაში მხოლოდ პრემიისთვის 428 357 ლარი დაიხარჯა. პრემია ხელფასის 100 %-ის ოდენობით მარტში, აპრილში, ივნისსა და აგვისტოში გამგეობაში ყველამ მიიღო, გამგეობის 173-მა თანამშრომელმა. სიის სათავეში ქობულეთის გამგებელი, სულხან ევგენიძეა, რომლის პრემიამაც 4 თვეში 10 600 ლარი შეადგინა. მონაცემები დღეს “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, რეზო ხარაზმა ბრიფინგზე გაასაჯაროვა. “როცა გვესმის მთავრობისგან, რომ …
Continue reading “ქობულეთის გამგეობამ ნახევარ მილიონამდე ლარი პრემიებში დახარჯა”
პატიმარი ბათუმის ციხიდან: საჩივრებს მიბლოკავენ
პატიმარი ვაჟა ა. ბათუმის მე-3 დაწესებულებიდან არასამთავრობო ორგანიზაციებს და სახალხო დამცველს დახმარებას სთხოვს. მისი თქმით, ციხიდან გამოგზავნილი საჩივრები ადრესატამდე არ მიდის. “გამოგზავნილ ღია თუ დახურულ საჩივრების რეგისტრაციის კოდებს არ მაძლევენ. სოციალური მუშაკები ყოველდღე სხვადასხვა აბსურდულ მოტივებს იმიზეზებენ, თუ რატომ არ მოაქვთ რეგისტრაციის კოდები…” – წერს პატიმარი. რა სისტემით იგზავნება ციხეებიდან საჩივრები და როგორ უნდა დარწმუნდეს …
Continue reading “პატიმარი ბათუმის ციხიდან: საჩივრებს მიბლოკავენ”
პრეზიდენტმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძე წარადგინა
დღეს, 29 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებს უმასპინძლა. მათთან გამართული კონსულტაციების შემდეგ კი პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობას აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარუდგინა. მთავრობის თანხმობის შემდეგ პრეზიდენტი კანდიდატურას უმაღლეს საბჭოს წარუდგენს. „საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის შესაბამისად, ჩვენ გავმართეთ კონსულტაციები უმაღლეს საბჭოში შემავალ პოლიტიკურ სუბიექტებთან და ამ კონსულტაციების საფუძველზე წარვადგენთ აჭარის …
Continue reading “პრეზიდენტმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძე წარადგინა”
უმაღლესი საბჭოს აპარატის 26 თანამშრომელი თანამდებობიდან გათავისუფლდა
აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომელები: თანაშემწეები, აჭარატის უფროსი და კომისიების აპარატების უფროსები ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობისთანავე თანამდებობებიდან გათავისუფლდნენ. „დიახ ასეა, ჩვენ ავტომატურად აღარ ვართ უკვე საჯარო მოხელეები. 2014 წელს კანონში შევიდა ცვლილება, რომლის მიხდვითაც აპარატის თანამშრომლები უფლებამოსილების ვადით ვართ დანიშნულები. საუბარია 26 თანამშრომელზე. ახალი მოწვევს დეპუტატებს აქვთ მორალური უფლება უბრალოდ დაბრუნონ ისინი, თუ …
Continue reading “უმაღლესი საბჭოს აპარატის 26 თანამშრომელი თანამდებობიდან გათავისუფლდა”
მოხალისეები მარტოხელა მოხუცების დასახმარებლად
როგორ გეგმავს არასამთავრობო ორგანიზაცია შინ მოვლის პროგრამის ქედაში განხორციელებას არასამთავრობო ორგანიზაცია „დახმარების ეროვნული ფონდი“ ქედის მუნიციპალიტეტში შინ მოვლის პროგრამის განხორციელებას იწყებს. რა კრიტერიუმებით შეარჩევს არასამთავრობო ბენეფიციარებს და რა მომსახურებას შესთავაზებს მათ? – „ბათუმელები“ ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორს, ნინო ავალიანს ესაუბრა. ნინო, ვინ იქნებიან პროგრამის ბენეფიციარები ქედაში და რა კრიტერიუმით შეარჩევთ მათ? „შინ მოვლის“ პროგრამაზე 2011 წლიდან …
Continue reading “მოხალისეები მარტოხელა მოხუცების დასახმარებლად”
რას ითხოვს მოსახლეობა პეტიციით
აჭარის მთაში მცხოვრები მოსახლეობა პრობლემების მოგვარებას პეტიციით ითხოვს. მოქალაქეებმა პეტიციები დაწერეს სამივე მუნიციპალიტეტში, მათი მოთხოვნები თითქმის იდენტურია: მოსახლეობა, ძირითადად, სასოფლო გზების მოწესრიგებას, დაბებსა და სოფლებში აბრებისა და ნიშნულების განთავსებას, საბავშვო ბაღების ეზოებისა და სოფლის ხიდების მოწყობას ითხოვს. პეტიცია, რომელსაც ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამომრჩევლის 1% აწერს ხელს, საინიციატივო ჯგუფის სამმა წარმომადგენელმა – ჰამლეტ გობაძემ, თეონა კოჩალიძემ …