გლობალური ფონდი ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსებას ამცირებს

დღეს, 20 თებერვალს ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენცია გლობალური ფონდის დაფინანსებით ტარდება და მასში პოსტსაბჭოთა ქვეყნებისა და საფრანგეთის წარმომადგენლები მონაწილეობენ. შეხვედრის სლოგანია – „ზიანის შემცირება მუშაობს, – დააფინანსეთ!“. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ზაალ მიქელაძის განცხადებით, გლობალური ფონდი უკვე წლებია საქართველოში აივ-ინფექცია/შიდსის და ტუბერკულოზის პრევენციისა და მკურნალობის პროგრამებს აფინანსებს. ფონდის დაფინანსება 2020 წლის ჩათვლით გაგრძელდება, თუმცა …

ქონებრივი დეკლარაციების სისწორეს დამოუკიდებელი კომისია შეამოწმებს

თანამდებობის პირების მიერ შევსებულ ქონებრივ დეკლარაციებს ყოველწლიურად დამოუკიდებელი კომისია შეამოწმებს. ამასთან, კომისიის წევრები არ შეიძლება იყვნენ საჯარო მოხელეები. „შესამოწმებელი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქცია“ საქართველოს მთავრობამ უკვე დაამტკიცა. ინსტრუქციის მიხედვით, მონიტორინგის მიზანია „თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ მის მიერ დეკლარირებული მონაცემების სისრულისა და სისწორის შემოწმება, ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციულ სამართალდარღვევათა გამოვლენა, პრევენცია“. დეკლარაციის მონიტორინგის …

ხულოს, შუახევისა და ქედის თითო სკოლის ლაბორატორიებისთვის 60 ათასი ლარი დაიხარჯება

ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების თითო საჯარო სკოლის ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის ლაბორატორიებით აღჭურვაზე აჭარის განათლების სამინისტრო 60 ათასამდე ლარს დახარჯავს. [red_box]ლაბორატორიები მოეწყობა:[/red_box] ქედის მუნიციპალიტეტის მახუნცეთის საჯარო სკოლაში; შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოს საჯარო სკოლაში; ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქედლების საჯარო სკოლაში. საკონტროლო და გამოსაცდელი აპარატურის, კერძოდ, ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის ლაბორატორიის აღჭურვილობის შესყიდვა ხორციელდება ქვეპროგრამა – …

Aerosmith-ის ვებგვერდზე ინფორმაცია საქართველოში კონცერტის შესახებ ისევ გამოჩნდა

„აეროსმიტის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინფორმაცია საქართველოში დაგეგმილი კონცერტის შესახებ ისევ გამოჩნდა. „ბლექ სი არენაზე“ 20 მაისს დაგეგმილი კონცერტის შესახებ ინფორმაცია, რამდენიმე დღის წინ, ამერიკული როკ-ჯგუფის ვებ-გვერდზე არ იძებნებოდა. მაშინ „ბლექ სი არენას“ დირექტორმა, დიმიტრი ბერიძემ „ნეტგაზეთთან“ განაცხადა, რომ კონცერტი არ გადადებულა და „აეროსმიტის“ საიტზე, ევროპაში დაგეგმილი ტურის ჩამონათვალში საქართველოს შესახებ ინფორმაციის ამოღება ტექნიკურ საკითხებს უკავშირდებოდა. აღნიშნული …

კერძო საკუთრება, რომელიც ტაოსა და ხიხანის ქუჩებზე უნდა დათმონ [ფოტო]

ბათუმში, ტაოსა და ხიხანის ქუჩაზე მცხოვრები მესაკუთრეები აცხადებენ, რომ სახელმწიფო კომპანია მათი ქონების ხელში ჩაგდებას მიზერულ ფასად ცდილობს – ერთ კვადრატულ მეტრ მიწაში, როგორც ეს მოქალაქეები ამბობენ, სახელმწიფო მათ 20-23 ლარს სთავაზობს. რამდენიმე ოჯახმა თავისი საკუთრების შესაფასებლად „სამხარაულის“ ბიუროს უკვე მიმართა, მესაკუთრეთა უმეტესობა კი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მათ ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებისთვის საჭირო თანხა არ აქვთ. …

4 თეთრი უზუსტობა – დავა ბათუმის მერიასა და „გეოგრაფიკს“ შორის

„პრეტენდენტის მიერ დაზუსტებული ფასების ცხრილში დაშვებულია უზუსტობა, კერძოდ დღგ-ს თანხა ნაცვლად 34322,04 ლარისა, მოცემულია 34322 ლარი, ხოლო სულ ჯამის თანხა ნაცვლად 225000,04 ლარისა მოცემულია 225000… რაც საბოლოოდ 0,04 ლარით აღემატება პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ საბოლოო ფასს…“ – აღნიშნულია ბათუმის მერიის მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიის ოქმში. კომისიისთვის 4 თეთრის უზუსტობა ერთ-ერთი მიზეზი აღმოჩნდა იმისა, რომ კომპანია „გეოგრაფიკი“ [გის …

ანსამბლი „ელესა“ მეორე ალბომზე მუშაობს

ქედის ფოლკლორული ანსამბლი „ელესა“ მეორე აუდიოალბომის გამოცემაზე მუშაობს. აუდიოალბომი, რომელშიც ელესას მიერ შესრულებული მხოლოდ ზემო აჭარული ფოკლორული სიმღერები ჩაიწერება, ფონდი „ქართული გალობის“ დაფინანსებით გამოსცემს. ანსამბლ „ელესას“  ხელმძღვანელის, ირაკლი სირაბიძის თქმით,  სიმღერების ნაწილი რომელიც „ელესას“ მეორე აუდიოალბომით გამოიცემა, ანსამბლის რეპერტუარში უკვე არსებობს და მსმენელის წინაშე არაერთხელ შესრულებულა რეგიონულ თუ ქვეყნის მასშტაბით გამართულ ფოლკლორულ ფესტივალებზე. ანსამბლი უძველეს …

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

შსს-ს ინფორმაციით, ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთაველის ქუჩაზე მოხდა, მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა და ქუჩის განათების ბოძი დააზიანა. გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ბათუმის მუსიკალური ცენტრის ახალი პროექტები

ბათუმის მუსიკალური ცენტრი ახალი პროექტების განხორციელებას იწყებს. ესენია – „დებიუტი“, „საუბრები ოპერაზე“ და „ავსტრიულ-ქართული პროექტი“. ბათუმის მუსიკალური ცენტრის პრესსპიკერის, სალომე ცეცხლაძის განმარტებით, პროექტები საოპერო ჟანრის უკეთ განვითარებას ითვალისწინებს. „სიახლეა ის, რომ უფრო მეტი ყურადღება მიექცევა საოპერო ჟანრს და ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებიც „დებიუტის“ ფარგლებში აქტიურად იქნებიან ჩართული ამ პროცესში. სტუდენტებს შეუძლიათ ფართო აუდიტორიის წინაშე წარსდგნენ …

დეკანოზ გიორგი მამალაძის მხარდამჭერ აქციაზე ოთხი ადამიანი მივიდა

დღეს, 18 თებერვალს, 15:00 საათზე, ბათუმის საკათედრო ტაძრის წინ დეკანოზ გიორგი მამალაძის მხარდამჭერი აქცია იყო დაგეგმილი, თუმცა აქციაზე მხოლოდ ოთხი ადამიანი მივიდა. აქციის ორგანიზატორი ლია მგელაძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ აქციის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელებით გაავრცელა და გამოხმაურებაც მოჰყვა, თუმცა ტაძრის წინ მხოლოდ რამდენიმე ადამიანი მივიდა, მათ შორის ერთი მუსლიმი. „მეც სოციალური ქსელიდან გავიგე, რომ …

ექსპროპრიაცია აჭარაში – მესაკუთრეებს მიწის ნაკვეთებსა და სახლს ჩამოართმევენ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი გახარიას ბრძანებით, რომელიც 17 თებერვალს გამოქვეყნდა, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ აჭარაში შემდეგი ქონების ექსპროპრიაციის უფლება მიენიჭა: სულიკო ბერიძის, ვარდო ბერიძის, რამაზ ბერიძის და სულიკო ბერიძის თანასაკუთრებაში არსებული 902 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთის (ს/კ  №22.31.02.394) ნაწილი – 159 კვ.მ ოდენობით, მდებარე ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი კაპნისთავი. დიანა მახაჭაძის, ვახტანგ მახაჭაძის, ნაზი …

დავით ჯაყელი სერიალსა და სცენაზე

„დიდი ხანი დამჭირდა იმის გასააზრებლად, რა პროფესიაში ვიყავი. თეატრში მუშაობის ალბათ მეექვსე წელს მივხვდი, რომ სცენაზე უნდა დავრჩენილიყავი“, – ამბობს დათო ჯაყელი. პოპულარული ქართული სერიალების – „ხელოვნური სუნთქვისა“ და „ჩემი ცოლის დაქალების“ შემდეგ, მსახიობი გასტროლებისთვის ემზადება. ბათუმის „ახალი სცენა“ პოლონეთსა და ლიტვაში ორი სპექტაკლით მიდის. დავით ჯაყელმა თეატრის გასტროლებსა და თავის შემოქმედებით ცხოვრებაზე „ბათუმელებთან“ ისაუბრა. …

ხუთბალიანი შტორმი ზღვაზე [ვიდეო]

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ცნობით, 17 თებერვალს შავი ზღვის სანაპიროზე შტორმის სიმძლავრე 5-6 ბალს აღწევდა. შტორმი ბათუმის სანაპიროზე განსაკუთრებით ახალ ბულვარს აზიანებს.ხვალიდან შავ ზღვაზე შტორმის სიმძლავრე დაიწევს და გამოიდარებს. ამავე თემაზე: ნაპირდაცვა თუ ბათუმის სანაპიროს ეკოლოგიური დასახიჩრება – რა შემთხვევაში ემუქრება წარეცხვა ძველ ბულვარს

ბათუმის ქუჩებში ნადირობა განახლდა

დღეს, 17 თებერვალს, თოვლიან ამინდში ბათუმის ქუჩებში ისევ გამოჩნდნენ ფრინველზე მონადირეები. თვითმხილველმა “ბათუმელებს”  მიაწოდა ფოტოები, რომელიც აღმაშენებლის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზეა გადაღებული და ჩანს, როგორ ნადირობენ ფრინველზე. პნევმატური იარაღიდან სროლა დასახლებულ ადგილას არის სამართალდარღვევა და იწვევს ჯარიმას 200 ლარის ოდენობით, პნევმატური იარაღის კონფისკაციით. ქალაქში ფრინველზე ნადირობის ფაქტები წელს პირველი არ არის. „ბათუმელებმა“ პირველ თებერვალს ვიდეოჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელზეც …

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში შესული ცვლილებების დეტალები

რა შეიცვალა რეალურად მასწავლებლის პროფესიული და კარიერული განვითარების სქემაში, ვინ რა აქტივობებით ადასტურებს პროფესიულ კომპეტენციას, როდის მიიღებენ პედაგოგები ვიდეო ინსტრუქციებს და რა ელით უსტატუსო მასწავლებლებს სკოლაში? ახალი სქემის დეტალებზე „ბათუმელებთან“ მასწავლებელთა პროფესიული განვითრების ეროვნული ცენტრის ექსპერტ კონსულტანტი, მანანა რატიანი საუბრობს. ქალბატონო მანანა, ახალი ცვლილებებით, რომელიც პედაგოგთა კარიერული და პროფესიული წინსვლის სქემაში შევიდა, რა არსებითი ცვლილებებია …

ვაკანსიები სოფლის მეურნეობის სამინისტროში – დარეგისტრირების ვადა იწურება

აჭარის სოფლის მეურნებობის სამინისტროს 12 ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი აქვს გამოცხადებული. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, გამოქვეყნებული პირობების მიხედვით სამინისტროში სპეციალისტის თანამდებობრივი სარგო 825 ლარი, განყოფილების უფროსის – 1175 ლარი, ხელო დეპარტამენტის უფროსის ხელფასი 1575 ლარია. კონკურსი გამოცხადებულია სოფლის მეურნეობის სამინისტროს შემდეგ თანამდებობებზე • აგრობიზნესის განვითარების განყოფილების მთავარი სპეციალისტი. • აგრობიზნესის განვითარების განყოფილების უფროსი. • სოფლის განვითარების დეპარტამენტის …

შსს: სარფში დაკავებულია „კანონიერი ქურდი“

შს სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1961 წელს დაბადებული, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი გ.გ., კანონიერი ქურდობის ბრალდებით, სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.გ. 1981 წლიდან ე.წ. „ქურდულ სამყაროში“ აღიარებულია „კანონიერ ქურდად“. სამართალდამცველებმა იგი იმ …

საია: გიორგი მამალაძის საქმეზე ინფორმაცია საზოგადოებას ცალმხრივად მიეწოდება

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს. საიას განცხადებით, ამ საქმეზე საზოგადოება ცალმხრივად არის ინფორმირებული. „ბათუმელები“ განცხადების ტექსტს სრულად გთავაზობთ: „დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რომელიც საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, განზრახ მკვლელობის მომზადებისათვის არის დაკავებული, ამ დრომდე არ ეძლევა საკუთარი პოზიციის საზოგადოებისათვის გაცნობის შესაძლებლობა. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა პროკურატურას ანიჭებს უფლებამოსილებას, პროცესის მონაწილე …

გონიოში ზღვამ მამაკაცის ცხედარი გამორიყა

დღეს, 17 თებერვალს, გონიოში ზღვამ მამაკაცის ცხედარი გამორიყა. შს სამინისტროს ინფორმაციით, პირველადი მონაცემებით, ძალადობის კვალი არ აღინიშნება და მიმდინარეობს ექსპერტიზა. მამაკაცის ვინაობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის. შს სამინსიტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ახალი პიკაპები – აჭარის გზების დეპარტამენტის პასუხი ენმ-ის კრიტიკაზე

აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი სპეციალიზებულ, მაღალი გამავლობის ხუთ ავტომანქანას, პიკაპს, შეისყიდის. ავტომანქანების შესაძენად დეპარტამენტს 320 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული. დღეს, 17 თებერვალს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბათუმის ოფისში, დეპარტამენტის ეს გადაწყვეტილება გააკრიტიკეს და  აჭარის მთავრობას და საგზაო დეპარტამენტს ტენდერის შეწყვეტისკენ მოუწოდეს. ენმ-ი მიიჩნევს, რომ 320 000 ლარად სპეცტექნიკის შეძენა სჯობს, რომელიც გამოიყენება დიდთოვლობისა და …

ქობულეთის მუნიციპალიტეტი მოსაცდელებში ნახევარ მილიონზე მეტ ლარს დახარჯავს

504 ათას 900 ლარი აქვს ბიუჯეტში გათვალისწინებული ქობულეთის მუნიციპალიტეტს, ავტობუსის მოსაცდელის 33 კონსტრუქციის შეძენა-დამონტაჟებისთვის. მეტალოკონსტრუქციის მოსაცდელები ქალაქ ქობულეთში უნდა განთავსდეს. „ავტობუსის გაჩერება წარმოადგენს ბეტონის მომზადებულ ფილაზე მდგომ მცირე ზომის არქიტექტურულ ფორმას. მისი გაბარეტებია 4,1*1,5*2,7 . ავტობუსის გაჩერება უნდა დაიდგას ბეტონის 20 სმ სისქის ფილაზე ზომით 5 000 * 2 500, რომლის ზედაპირი უნდა მოპირკეთდეს (არსებული ფილით). …

კომპანია „დარ ბილდინგი“ ბარათაშვილის 24-ში ისტორიული სახლის დანგრევისთვის 7500 ლარით დააჯარიმეს

ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, კომპანია „დარ ბილდინგი“, რომელმაც ბათუმში, ბარათაშვილის #24-ში ისტორიული სახლი დაანგრია, მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ჯამში 7 500 ლარით დააჯარიმა. ჯარიმა კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება ყოველდღიურად გაიზარდოს, თუმცა, როგორც ჩანს, კომპანიას ეს არ ადარდებს, რადგან ის უკანონო საქმიანობას აგრძელებს. ამ შენობის მოპირდაპირედ სხვა კომპანია, რომელმაც ასევე ისტორიული სახლი დაანგრია, ახალ კორპუსს აშენებს, სადაც …

შაჰინის სკოლის ორი მოსწავლე ფლორიდის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ისწავლის

შაჰინის სკოლა-ლიცეუმის ორი მე-12 კლასელი აშშ-ი, ფლორიდის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ისწავლის. ამის შესახებ ინფორმაციას სკოლის ადმინისტრაცია ავრცელებს. სკოლის დირექტორის ელგუჯა დავითაძის ინფორმაციით, მეთორმეტეკლასელებმა, ადემ კახაძემ და ილია გოგიტიძემ უნივერსიტეტისგან ჩარიცხვის შესახებ ინფორმაცია დღეს, 16 თებერვალს მიიღეს. „ამ მოსწავლეებს გაგზავნილი ჰქონდათ დოკუმენტაცია და ახლა მიიღეს თანხმობა უნივერსიტეტისგან. ორივე მოსწავლემ მიიღო სასწავლო გრანტი, ერთმა 19 ათასი დოლარი, მეორე …

კონკურსი რეწვის სახელოსნოების დასაფინანსებლად

აჭარის განათლების სამინისტრო 2017 წლიდან ტრადიციული რეწვის სახელოსნოების დაფინანსებას აპირებს. სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსის წესით  შეირჩევა ხუთი სახელოსნო აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში, გარდა ბათუმისა. პროექტის ფარგლებში უნდა ჩატარდეს არანაკლებ ხუთი ტრენინგი კონკურსით წესით შერჩეული სახელოსნოების ოსტატებისთვის, რომლებმაც არანაკლებ 25 შეგირდს მომზადებენ. სწავლების ხანგრძლივობა საშუალოდ 45 სასწავლო საათია. ოფიციალური ინფორმაციით, კონკურსის წესით შერჩეული თითოეული სახელოსნო 4 100 ლარით …

2016 წელი უხელფასოდ – დავით საგანელიძის ქონებრივი დეკლარაცია

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, დავით საგანელიძის მიერ 2017 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2016 წელს შესრულებული სამუშაოსთვის მას არც ერთი ლარი არ აქვს მიღებული. 2017 წლის ქონებრივი დეკლარაციის გრაფაში – „საქართველოში ან სხვა ქვეყანაში, თქვენი, თქვენი ოჯახის წევრის მიერ შესრულებული ნებისმიერი ანაზღაურებადი სამუშაო, სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობის გარდა“ – დავით საგანელიძეს არაფერი უწერია. ასევე დავით საგანელიძის ქონებრივი დეკლარაციის …

PHR-ი ბავშვის ცემის ფაქტზე: საბავშვო ბაღი ინფორმაციის შეუტყობინებლობის გამო უნდა დაჯარიმდეს

ბათუმის მე-15 საბავშვო ბაღში 5 წლის ბავშვის მშობლის მიერ ცემის ფაქტს არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ გამოეხმაურა. ორგანიზაციის  იურისტის ანა არგანაშვილის თქმით, 2016 წელს ძალაში შევიდა კანონი, რომელიც საბავშვო ბაღს უზუსტებს და ავალდებულებს, რომ ყველა ძალადობის შემთხვევა, იქნება ეს ფიზიკური, ემოციური, ფსიქოლოგიური თუ უგულებელყოფა მშობლის მხრიდან, ბაღმა უნდა შეატყობინოს სოციალურ სამსახურს, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს …

მანდატურმა 5 წლის შვილს მშობლებისა და ბავშვების თანდასწრებით სცემა

დღეს, 16 თებერვალს, ბათუმის მე-15 საბავშვო ბაღში ერთ-ერთმა მშობელმა 5 წლის ბავშვს აღსაზრდელებისა და მასწავლებლების თვალწინ სცემა. ბავშვის ცემის მიზეზი, როგორც საბავშვო ბაღში აგვიხსნეს, ერთ-ერთ მშობელთან დაპირისპირება იყო. „ბათუმელებთან“ ბაღში მომხდარ ინციდენტს საბავშვო ბაღის მეთოდისტი დოდო ლაღაძეც ადასტურებს. „არც ისეთი უსაშველო კონფლიქტი იყო, რომ თქვენც გაგეგოთ, დედამ საკუთარ შვილს თმები მოქაჩა, პატარა წაარტყა და ისე …

აჭარის მაღალმთიანეთში ოცამდე სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება

ამინდის გაუარესების გამო ხულოს მუნიციპალიტეტის ცხრა სოფელს ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწის, მალხაზ ქათამაძის ინფორმაციით, ხულოში,  მაღალი ზონის სოფლებში, თოვლის ახალი საფარი 50, დაბაში კი 25 სმ-ს  აღწევს. მისივე ინფორმაციით, სოფლებში –  გელაურაი, პანტნარი, გობაძეები, დიდაჭარა, დიოკნისი, რიყეთი, დანისპარაული, ბეღლეთი, კორტოხი – ელექტროენერგია დღეს, 16 თებერვალს, დილით, ავარიულად გამოირთო და ამ დროისთვის …

ადვოკატს ოჯახში ძალადობა ედება ბრალად

მოსამართლე ირაკლი შავაძე ოჯახში ძალადობის შემთხვევას განიხილავს, სადაც ბრალდებული პროფესიით ადვოკატია. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა საკუთარ სახლში სცემა ყოფილ მეუღლეს, ვისთანაც საერთო შვილები ჰყავს. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ქალს მსუბუქი დაზიანება აქვს მიყენებული კისრისა და მკლავის არეში. სასამართლომ უკვე მოისმინა ორი პოლიციელის ჩვენება. ბრალდების მხარის კიდევ ერთი მოწმე ქალია, რომელიც ადვოკატის მეზობელია და ოჯახურ კონფლიქტს შეესწრო. „ეს …

„ბათომი“: მორატორიუმი ერთადერთი გამოსავალია ქალაქის ნგრევის შესაჩერებლად

15 თებერვალს ბათუმის მერიაში ქალაქის მერთან დახურული შეხვედრა შედგა, რომელსაც საზოგადოება „ბათომის“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ. რაზე ისაუბრეს დახურულ შეხვედრაზე? „ბათუმელები“ საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებელს, შოთა გუჯაბიძეს ესაუბრა. შოთა, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, გუშინ შედგა შეხვედრა მერიაში, ბათუმის მერთან, გიორგი ერმაკოვთან. რა იყო საუბროს თემა? საუბრის თემა …

განათლების სამინისტრომ სკოლებს საგაზაფხულო დასვენების დღეები განუსაზღვრა

საქართველოს განათლების სამინისტრომ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებს დასვენების დღეები განუსაზღვრა. ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერიდან 15 იანვრამდე იქნება,  საგაზაფხულო არდადეგები – 8 მარტიდან 15 მარტამდე, ხოლო ზაფხულის არდადეგები  – 15 ივნისიდან 15 სექტემბრამდე. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სიახლეა ის, რომ სკოლებს საგაზაფხულო არდადეგები დაემატა, რაც წინა წლებში არ იყო. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო წლის დაწყების თარიღად განსაზღვრულია 15 სექტემბერი, ხოლო …

საარსებო მინიმუმი ერთ თვეში 4,7 ლარით გაიზარდა

შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი მიმდინარე წლის იანვრისთვის 166 ლარი და 30 თეთრს შეადგინა, რაც 4 ლარითა და 70 თეთრით მეტია გასული წლის დეკემბრის თვის ანალოგიურ მაჩვენებელზე [161,6 ლარი]. მიმდინარე წლის იანვრის თვის მიხედვით, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 147,3 ლარით, საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი კი – 278,9 ლარით განისაზღვრა. ბოლო მონაცემების მიხედვით, ოჯახების საარსებო მინიმუმი …

შსს: ბათუმში გოგო მე-5 სართულიდან გადმოხტა

ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსიდან, 20 წლის გოგო მეხუთე სართულიდან გადმოხტა. შემთხვევა გუშინ, 15 თებერვალს მოხდა. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ გოგო ცოცხალი გადაიყვანეს „ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში“, თუმცა ის აგონიურ მდგომარეობაში იყო და მალევე გარდაიცვალა. გადმოხტომის ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

შსს: საპოლიციო კონტროლის დროს სამართალდამცველებმა 53 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით მორიგი სპეციალური საპოლიციო კონტროლი განხორციელდა, რომლის დროსაც სამართალდამცველების მიერ გამოვლინდა სისხლის სამართლის 78 დანაშაული, მათ შორის: ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების (სსკ-ს 236-ე მუხლი) – 21 ფაქტი; ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების (სსკ-ს 260-ე მუხლი) – 23 ფაქტი; სხვისი ნივთის დაზიანების (სსკ-ს 187-ე მუხლი) – 1 ფაქტი; ძალადობის (სსკ-ს …

დემოკრატიის ინსტიტუტი: სტიქიის გამომწვევი მიზეზების შემცირებაზე უფრო მეტი უნდა დაიხარჯოს

რეკომენდაციებს ეკომიგრანტების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად აჭარის მთავრობას „დემოკრატიის ინსტიტუტი“ სთავაზობს. ამ ორგანიზაციამ დღეს, 15 თებერვალს ორწლიანი მუშაობა შეაჯამა, მათ შორის, პროექტის – „ეკომიგრანტი და პოტენციური ეკომიგრანტი ოჯახების მხარდაჭერის პოლიტიკა“. „დემოკრატიის ინსტიტუტმა“ ეს პროექტი ევროკავშირის და „ევროპის ფონდის“ მხარდაჭერით განახორციელა. „მეტი ფული პრევენციაში“ – ეს ერთ-ერთი რეკომენდაციაა, რომლითაც „დემოკრატიის ინსტიტუტი“ მთავრობას მიმართავს. არჩილ ხახუტაიშვილი, „დემოკრატიის ინსტიტუტის“ აღმასრულებელი დირექტორი …

რა უნდა ვიცოდეთ ხორცის ყიდვისას

თუ ბაზარში ან მაღაზიაში ხორცის ყიდვისას გამოსაჩენ ადგილას არ არის წარმოდგენილი ეტიკეტი, რომელზეც აღნიშნულია ცხოველის საცნობარო ნომერი, სასაკლაოს ნომერი, სადაც დაიკლა ცხოველი, ცხოველის წარმოშობა – ადგილობრივია თუ იმპორტირებული – ხორცის გამყიდველი/ბიზნესოპერატორი კანონს არღვევს და დაჯარიმდება – რეგლამენტი, რომელიც საქონლის ხორცისა და საქონლის ხორცის პროდუქტების ეტიკეტირების წესს განსაზღვრავს, პირველი იანვრიდან ამოქმედდა. რა უნდა გაითვალისწინოთ ხორცის შეძენამდე – სურსათის უვნებლობის სააგენტოს რეკომენდაცია ხორცს …

Exit mobile version